შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თმენის ვალდებულება - XV


14-10-2019, 12:52
ავტორი GEGI გეგი
ნანახია 1 743

ბოროტება ბოროტებას შობს აუცილებლად, მაგრამ სიკეთე მრავალფეროვანია, ბოროტებასაც შობს და სიკეთესაც, თეთრ მხარეს ყველა ებრძვის და ამიტომ ხდება ასე. კეკესადმი ჩემი დამოკიდებულება შეიცვალა, თუმცა ახლა იმაში მინდოდა დავრწმუნებულიყავი, ჰქონდა თუ არა დარჩენილი რაიმე ღირებული ამ ადამიანს. თუ ბოროტება ბოროტებას შობს დაე იშვას, კეკეს მაღაზიის ფართი პრესტიჟულია და ალაბათ იმ ადამიანსაც ვიცნობ ვინც ეს ფართი გააქირავა, ქალბატონმა წლები უნდა იშრომოს რომ ის ქონება დააგროვოს რაც მე მაქვს, შურისძიების დროა!
ბატონო ლევანი, ამ ფართის მფლობელია და მასთან ორი ფართი მე მაქვს ნაქირავები, აქედან გამომდინარე ამ კაცთან კარგი ურთიერთობაც მაქვს და ვიცნობ კიდევაც, სწრაფად ვმოქმედებ, ვისკის უზარმაზარი კოლექცია აქვს, ცოტა გამიჭირდება რამე ისეთი ვაჩუქრო რაც გაახარებს, მაგრამ გამოსავალი არსებობს. შეხვედრა რესტორანში დავუქთვი, როგორც მამა ისე გადამეხვია და შემაქო.
-ბიჭო კაი გოგო მყავს, არ გინდა გაგაცნო?
გამეცინა, ზემეტად პირდაპირი იყო
-თქვენ ქალიშვილს ამისთვის გაიმეტებთ?
-რა გამეტებაა შე კაცო, ასეთი კაი ბიჭი ხარ, რაზე დამიბარე?
-საჩუქარი მაქვს თქვენთვის და მერე ვისაუბროთ.
-არ გადამრიო.- ტუჩები დაბრიცა კაცმა
-დიახ, ვიცი რაც გიყვართ და ირლანდიიდან თქვენთვის შევარჩევინე, განსაკუთრებული ბოთლია.
-ვახ, საბა, საბა, პირდაპირ თქვი რა გინდა, უკვე ვხვდები რომ არშესრულება გამიჭირდება.
-ლაყუა რომაა მთავარ მოედანზე ეგ ფართი თქვენია?
-კი, მაგრამ ეგ არც სარესტორნედ გამოდგება, არც სასტუმროდ მითუმეტეს, რამე სხვა გაქვს გულში?
-მინდა, საოფისედ კარგი ადგილია.
-შენნაირ ბიჭს ეგ არ უნდა ეშლებოდეს, ამხელა ოფისი გაქვს, რათ გინდა ეგ ფართი, ძვირი უნდა გადიხადო.
-ვიცი რაც ღირს მანდ ოფისები.
-მერე?
-მაინც მინდა.
-კონტრაქტი მაქვს ჩემო ბიჭო, თან ფრანგებთან.
-ვიცი.
-მერე?
-რამდენია კონტაქტის დარვევის ჯარიმა?
-ბევრი არა, ახლა მითხარი რა გაქვს ჩაფიქრებული?
-ფართი მინდა მორჩა.
-თუ დავნათესავდებით ფართებიც უფასოდ გექნება.
-ბატონო ლევან, ხომ იცით ორი ფართის ფული ბევრი არაფერია, თან ჩემთვის- მეტიჩრობის ახალი გამოვლინება.
-მაგიტომ გთავაზობ ჩემ გოგოს- გადაიხარხარა კაცმა
-თქვენი გოგო თანახმაა?- გამეცინა.
-წავასწარი- თვალები გააფართოვა- გათვალიერებდა ინტერნეტში
-არ გადამრიოთ, თქვენ რანაირი მამა ხართ?
-მზრუნველი, მაგან კი იცის რომ არ ვიცი, მაგრამ მე ვიცი რომ ვიცი.
-დიდი გაფუჭებული კაცი ხართ.
-თამადად დაგიდგებით ქორწილში.
-თქვენ სერიოზულად ამბობთ მაგას?
-საბა, შვილო სანთლით საძებარია შენაირი ბიჭები.
-ხელზე არ დაგეღვენთოთ.- გამახსენდა კეკეს სიტყვები და სახე შემეცვალა
-მკაცრად გაქვს გადაწყვეტილი?
-კი- დავუქნიე თავი და უკვე მთელი გულით მომინდა იმ მაღაზიის დაცლილ მდგომარეობაში ნახვა.
-ვიზამ რამეს- აწია ცალი წარბი.

ორ კვირაში მთავარ მოედანზე დავდექი და ლათინოამერიკული სერიალის გაფუჭებული, ბოროტი გმირივით ყავით ხელში ვუმზერდი მაღაზიის დაცლის პროცესს, კეკე გარეთ იდგა, ჰაერში იყურებოდა და ინტანჯებოდა, ლამაზად აცვია, როგორც ყოველთვის. ყავა მოვსვი, საშინელებაა, მაგრამ ამ მდგომარეობას უხდება, მისი ნახვის სურვილმა შემიპყრო, მაგრამ არ ვნახავ, იტირა კიდევაც, ცოტა ჩემ თავზე გავბრაზდი, მაგრამ არაუშავს, იტიროს და გადაუვლის, ახალი ფართის გასარემონტებლად თანხებია საჭირო, დიდ ფინანსურ ზარალს ნახავს, მაგრამ არაუშავს, გამოცუდელია, არ იცის რას გავუკეთებ, იმდენად უტვინოა რომ ისევ ლევანს კითხა ფართზე სხვა რა გაქვსო, ხო და სხვას რომ შეთავაზებს და რემონტში ამდენ ფულს გადაყრის, კიდევ მივაკითხავ, კიდევ გადავაგდებ, კიდევ სანამ იმას არ წავართმევ, რაც ჩემი დამსახურებით და მისი ნიჭით აქვს, მე ჩემ წილს დავიბრუნებ.
ბოროტი გავხდი, ერთ თვეშ ტურისტებით დატვირთულ მთავარ ქუჩაზე ისევ გაიხსნა ლაყუა, მაგრამ როგორც გაიხნა ისევ დაიხურა, ხო და ის მოხდა რასაც ველოდი, ბედნიერი სახით რომ ჩაის შევექცეოდი სახლში და ხედით ვტკბებოდი ვიღაცამ ისე დამიკაკუნა კარზე, მეგონა შემოამტვრევდა. რა დროს ჩაია, ღვინო გავხსენი, ისევ აკაკუნებდა, იწვალოს, ჭიქაში დავახსი და მანამ არ გავუღე სანამ ჩემ თავს კომფორტი არ შევუქმენი.
-რას ნიშნავს ეს?- იკივლა კეკემ და სახლში შორტებით და ქუსლიანი ფესაცმლით ისე შემოიჭრა კიდევ კარგი კედელი იყო, თორემ დიდი ალბათობით სვლას ვერ შეანელებდა, უზარმაზარი თმა მხრებზე ეფინა და აპრეხილ წამწამებს ისტერიულად ახამხამებდა.
-რა გინდა?
-ლევანმა მითხრა რომ ორიფე ფართი შენ მოგაქირავა.
-როდესაც ერთი ადამიანი ხელშეკრულებას გიღვევს მეორედ აღარ უნდა ენდო, ხომ ხვდები რასაც ვგულისხმობ?
-რატომ გააკეთე?
-მართალია სამოს ქმნი, ხელოვნებაა, მაგრამ მაინც ბიზნესში ხარ, ეს უნდა იცოდე, დამწყები ხარ, კიდევ ბევრჯერ წაიმტვრევ ცხვირს.
-რას ბოდავ?
-ბიზნესია, კონკურენცია.
-რანაირი კონკურენტი ვარ მე შენი?
-კარგი ფართები აიღე და მომეწონა, რამე პრობლემაა?
-რაღაც იდიოტური ოფისები გახსნეს უცხოელებმა, შენ კი არა.
-ხო მივაქირავე, უფრო ძვირად.
-რა?
-აბა მარტო სასტუმრო და რესტორანი რას მეყოფა?
-სპეციალურად გააკეთე, რაც შევქმენი ის წარმართვი, საერთოდ არაფერი დამიტოვე.
-ვაა, რა შექმენი გამახსენე, ტასაცმელი?
-მამადლი?- გამიღიმა კეკემ
-ბოდიში, მაგრამ რამე ვთქვი მსგავსი, თუ ფიქრობ რომ რაღაც გავაკეთე შენთვის?
-რაზე ამბობ?
-ადრეც გითხარი, უამრავი შენზე და ჩემზე ნიჭიერი ადამიანები არიან სოფლებში, მაგრამ იქვე კვდებიან და თავიანთ შესაძლებლობებს ვერ ავლენენ, რატომ? იმიტომ რომ არ აქვთ გამბედობა და არ შეუძლიათ მარტო მიაღწიონ ყველაფერს, შენც მათ რიცხვში იყავი, მე წამოგიყვანე სოფლიდან საიდანაც ფეხს არ გამოაგდამდი, ასე იყო თუ არა? მე დაგეხმარე გამოცდაზე გასულიყავი, ჩემი დახმარებით გაგიცნეს ფრანგებმაც, ახლა მითხარი რა გააკეთე შენით?
-ბოროტი ადამიანი ყოფილხარ.
-დაუნახავი ხარ! იცი, ისე მიმაგდე შენ ძაღლსაც არ გაუკეთე ეს, ეხუტებოდი, ეკვროდი და ძვლივს მოგაშორე, მერე მე გიპოვე და მკვლელად გამომიყვანე, ნიტაზე გაბრაზდი, რომელიც ისევ შენთვის ჩამოვათრიე იმ წყეულ სოფელში, რა გააკეთე? რა შექმენი შენ, კაბები, ეგ კაბები სოფელშივე შემოგალპებოდა წვიმის დროს ტანზე როდესაც მამაშენი ჯოხს გადაგიჭერდა მხარზე, ასე არ იყო, ახლა მითხარი რამდენი კაბა დაგესვარა ტალახით, სისხლით, რამდენი კაბა შეგძულდა მამაშენის გამო?
-ასე ნუ მელაპარაკები.
-რას ამბობ, შენ საქციელს გამართლება აქვს? მომწონდი იცი? რაც დრო გადიოდა მომწონდი, მოწონდა შენი ზრუნვა ადამიანებზე, შენი დამოკიდებულება ცხოველებისადმი, მაგრამ ზედაც არ შემომხედე, საერთოდ არაფერი გააკეთე ჩემთვის, ბღავილი უნდა დამეწყო რომ მოგწონებოდი?
-ცხოველი ხარ?
-ხო, ახლა მაშინ მაქვს შანსი რომ მოგეწონო, ბიზნესი მარტო ის კი არ არის რომ პარტნიორებთან ან ტელეწამყვანებთან ერთად რესტორანში დაჯდე და საათობით ისაუბრო, გაიგე რამდენი ფართი წამართვეს, რამდენჯერ დავეცი მეც, მაგრამ ლუკა იყო ჩემ გვერდით, ხან ის მაყენებდა ხან მე, ახლა ნახე ვინ წამოგაყენებს ფეხზე, ისევ ფრანგები? არა, ფრანგებმა იმიტომ დაგაფინანსეს რომ შენ ნიჭიერი ხარ და საქმეშიც ჩათვლოდათ, მათ თავიანთი საქმე გააკეს, გგონია შენზე ნიჭიერები არ იქნებიან, შენსავით არავინ ქმნის სამოსს? კი, პასუხი არის კი, მაგრამ ახლა სხვასთან ცდიან ბედს, შენ ახლა შენითვე უნდა დაიწყო ყველაფერი თავიდან, მეც ასე მოვიქეცი თავის დროზე, ჩემზე კარგი რესტორნებიც აქვს ხალხს, მაგრამ ჩემი ადგილი დავიმკვიდრე, მაგრამ ვწუხვარ თუ შენ ეს ვერ მოასწარი.
-ამ ყველაფერს ვერ წამართმევ.- თვალები აევსო ცრემლით კეკეს
-მე ის წავიღე და ის გაჩვენე რაც ჩემით გააკეთე, ახლა შენ მაჩვენე შენით რას გააკეთებ და მერე ვიწრმუნებ შენ შესაძლებლობებს.
-გემუდარები, ამას ნუ იზამ.
-ხო, კარგი, იცი იმ ფულს გჩუქნი რომ უნდა გადმოგერიცხა, ხომ გასოვს, ჩანთის და კაბის, გამოგადგება, ვალად აღარ გიტოვებ.
-ასე როგორ იქცევი?
-რამე უცხო გავაკეთე და გეუცნაურა?
კეკე ჩაიკეცა, თმებში ხელები ჩარგო და ატირდა.
-გეწყინა?- ვკითხე და მის წინ ჩავიმუხლე- გეტკინა?
კეკემ შავი თვალები მომანათა
-რა უფრო გეწყინა ის რომ ყველაფერს კარგავ თუ ის რომ მე ეს გავაკეთე?
-ორივე- ამოიკვნესა
-ორივე რატომ?
-არ ველოდი შენგან.
-მე ხომ ადამიანის სიკვდილშიც დამდე ბრალი, მე ხომ საშინელი ნიტა გამოგიგზავნე რომელმაც შენგან კაბა იყიდა და რწმენა შეგმატა, მე ხომ საყვარელ მამას მოგაშორე, ახლა რა შეიცვალა, უფრო კეთილი გავხდი?
-ვნანობ- თქვა კეკემ და ტუჩზე იკბინა
-იმიტომ ხომ არა რომ ყველაფერს კარგავ, კარგი კოსმეტიკა გაქვს, ცრემლების გამო საერთოდ არ გშორდება.
-დამცინი?
-სად ჯანდაბაში წაათრიე კეკე, რომელიც წამოვათრიე სოფლიდან, რომელსაც ფენოვანი ხაჭაპურის ჭამაც კი მოერიდა მანქანაში, რომელიც მოხუცებს უვლიდა, მოწმუნე ადამიანივით ხარ, არა ვითომ მოწრუმე ადამიანივით, რომელიც ორჯერ იყო ეკლესიაში და თავი წმინდანი ჰგონია, გახსენი მაღაზია და გგონია ელი სააბის მოდის სახლი შენ გამო ცახცახებს?
-ნუ ამბობ მაგას.
-ბარბერის გვერდით მაღაზია გახსენი და გეგონა კონკურენტი იქნებოდი?
-საკმარისია.
-როდესაც არაფერი გაქვს და რაღაც შექმენი გგონია რომ სხვაზე მეტი ხარ ასეა, საცოდავი ადამიანები დადიან ქუჩაში რომლებმაც ჩაცმა არ იციან ხომ ასეა?
-გთხოვ ნუ ლაპარაკობ ასე- ამოიოხრა კეკემ
-იყავის სოფელში?
-გთხოვ.- კბილი კვილს დააჭირა.
-იყავი სოფელში თუ არა შენი წარმატების მერე, ელიკო როგორაა იცი?
-გთხოვ, შეწყვიტე.
-მე ვიცი, გადასარევადაა, მამა ანდრეა დაბრუნდა და მთელი სოფელი ტაძარში დადის.
-რა?
-ანუ არ იცი.- გამეცინა -ახლა როცა აღარაფერი დაგრჩება და საწყის პოზიციას დაუბრუნდები, შანს გაძლევ ყველაფერი თავიდან დაიწყო, რადგან შენი კაბებივით უსულო ხარ, უსულო მოსიარულე ადამიანი გახდი. შენ აღაფერი ხარ, ახლა ადექი და მაშინ დაბრუნდი როდესაც ის კეკე მოვა, თუ არა. ჩემთან აღარასოდეს მოხვიდე.
კეკე ნელა დგება ფეხზე და სახლიდან გადის. ყოჩაღ საბა, შევაქე ჩემი თავი და ღვინის დიდი ყლუპი მოსვი.



№1 სტუმარი სტუმარი salomea

აუ ტიპმა რა ჩაატარა, აუ გეგიიიი, ასე არ მისიამოვნია კარგა ხანია ეს იყო შოკი. ბრავო ეგრეა ყველას ავიწყდება ვინ საიდან მოდის და თუ არ დაანახე და მართლა ცხვირი არ წაიმტვრია არაფერი გამოვა, ეს დიალოგები იყო უბრალოდ სასწაული, საბა არის ეტალონი, საოცრება და ასეთ კაცს თუ ეს ხიხო ქალი დაგარგავს ეს იქნება შტერი, მგონი უკვე არის. არ ჰგავს შენი ისტორიები სხვებს, აქედან მართლა შეიძლება ბევრი რამის სწავლა და არ არის უბრალოდ სიყვარულის ბანალური სცენები. ბრავო, ბრავო და ველოდები გარდასხავას კეკესაც, უკვე არც ვიცი რა მოხდება.

 


№2 სტუმარი სტუმარი Keta

"ვითომ მორწმუნე ადამიანივით ხარ, ვიც ორჯერ შევიდა ტაძარში და თავი წმინდანი ჰგონია" გადავირიე საბამ გამისწორა

 


ვაუუუ ეს რა ბომბი თავი იყო?
გავგიჟდი მაგრად გამისწორდა ასეთი საბას ხილვა ძაან კაია

 


№4 სტუმარი სტუმარი eka

ღირსია კეკე, ასე მოუხდება. ადამიანი სიკეთეს რომ ვერ დაინახავ და არ დააფასებ, უარესის ღირსია. გოროდი ნახა და ცხვირაწეულმა დაიწყო სიარული, ქვეყანა თავისი ეგონა.

 


№5 სტუმარი სტუმარი Lu miki

საბაა არის ღმერთკაცი
კეკეს ჩაუტარა რასაც ქვია. გეგი საუკწთესო ხარ აი არ ვიცი. რაააა ვთქვაა მეტიიიი

 


№6  offline აქტიური მკითხველი terooo

ცოტა ზედმეტი მოუვიდა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent