ცოდვების ხარჯზე...(9 თავი)
რამდენჯერმე დააკაკუნა კონსტანტინემ ძვლებურ რკინის კარებზე და ყურმიდებული დაელოდა ფხის ხმის გაგონებას. რამდენიმე წუთი დასჭირდა, თუმცა მაინც მოხვდა ხმაური ყურს და ისიც კარის გაღების მოლოდინში გაიყურსა. -გისმენთ ბებო,_გაღიმებული მოხუცი დალანდა კარში. -გამარჯობა ნაზი ბებო, მე სოფიას ახალი მოსწავლე ვარ, თუ გახსოვთ ვიყავი კიდეც მოსული თქვენთან. -კი ბებო, თვალების გამო სმენა გაუმჯობესებული მაქვს და მახსოვხარ, მაგრამ ჩემი გოგო სახლში არ არის. -ვიცი, იცით მე სოფიამ გამომგზავნა, რამდენიმე დღით წასვლა მოუწია და მარტო რომ არ იყოთ მის მეგობრებთან წაგიყვანთ. -როგორ თუ წასვლა? ხომ მშვიდობაა ბებო?_შეშფოთება ჩანდა ქალის ხმაში. -რა თქმა უნდა ნაზი ბებო, აი თქვენ თავადაც გაესაუბრეთ, უნივერსიტეტში რაღაც კონკურსში გაიმარჯვა და ქალაქგარეთ ისე უცებ წაიყვანეს შემოვლა ვერ მოასწრო_უკვე აკრებილი ნომრით მიაწოდა ტელეფონი და ქალს სოფიას ხმაც გააგონა. -კარგი ბებო, აქ სადღაც ჩანთა მედო_ხელი მოაფათურა შესასვლელში კარადაზე და ხსნებული ნივთიც იპოვა, -ახლა წავიდეთ. -ახლა რა იქნება?_ნრვიულად იმტვრევდა სოფია თითებს. -თაბაშირს დაგადებენ_უდარდელად მიუგო სანდრომ. -რაზე კიარადა რაა? -მეც დავიტანჯე და შენი თითებიც, გააჩერე ხელები და დაწყნარდი რა, კონსტანტინეა ბოლო ბოლო. -გამარჯობა, კონსტანტინეა და არა ვინმე მაფიოზი. -სულ მაფიოზებს რატომ იძახით ჩემს ირგვლივ ვერ ვხვდები_მხრები გულწრფელი გაკვირვებით აუჩეჩა ბიჭმა და აზუზუნებულ ტელეფონს უპასუხა. -დავალება შესრულებულია უფროსო, ბებო უსაფრთხოდ ბრძანდება ქალბატონი ლილუს ოჯახში. -მადლობა კოსწია, ხვალ დილით იცოდე ... -თქვენთან ვიქნები, ტკბილი ძილიი_ხითხითით დაემშვიდობა უფროს და დაძინება გადაწყვიტა. სოფია სანდროს ოთახში გასული დახვდა, თავად კომპიუტერს მიუჯდა იქნებ უკვე რამე ინფორმაცია გამომიგზავნესო, თუმცა ახალი არაფერი ჩანდა. თავიდან თითქოს ხელების კანკალს ყურადღება არ მიაქცია, თუმცა რომ დაფიქრდა მიხვდა, ახლა სურვილისგან შეშლილი გონება არაფერში სჭირდებოდა, სრულიად მობილიზებული უნდა ყოფილიყო. მოწყობილობები გაშალა და უცებ სოფია ამოუტივტივდა, რაცარუნდა ყოფილიყო არ უნდოდა გოგოს ასეთ დროს დაენახა, ამიტომ სააბაზანოში შეიკეტა და ნეტარებას მიეცა. -ანუ, რა გამოდის? სანდროს იმედი არ უნდა გვქონდეს?_ნერვიულად მიმოდიოდა იოანე სახლის კაბინეტში და ტყუპის მობეზრებულ სახეს არ იმჩნევდა. -ხომ იცი, რომ დაგვეხმარება, იმ ვიღაც ვიტალიზე ვერაფერი ვიპოვეთ, იქნებ მაგათ იცოდნენ, მაგრამ ისე გავარდნენ კითხვაც ვერ მოვასწარი. -იქნებ ისევ დატყდეს? ბინა ხომ ცარიელი დაგვხვდა?_მაინც ვერ ისვენებდა ტყუპი. -არა, სხვა თუ არაფერი ლილუს ასე არ მიატოვებს, ნუ შემე*** რა, აქამდეც არ გვეხმარებოდა სანდრო მაგრამ ვხსნიდით საქმეებს. განყოფილებაში დავბრუნდები და მალხაზის შევეხიზნები, გამორიცხულია რამე ვერ ვიპოვოთ. -მეც .. -შენ გოგოებთან დარჩი_მაშინვე შეაწყვეტინა გაბრიელმა, -ლილუ თითქმის დღედღეზ ელოდება, ბარბარეს მოწყინდა სულ უშენოდ დაძინება და ნენესაც მიაქციე ყურადღება, თორემ მალე მოგვიწევს არჩევანი ცოლებსა და სამსახურს შორის გავაკეთოთ_ღიმილით ჩაილაპარაკა უფროსმა და ოთახი დატოვა. ჯერ ცოლისკენ წავიდა რომ დამშვიდობებოდა რაც ცოტა დიდხანს გაგრძელდა და როგორც იქნა სახლიდანაც გავიდა. მალევე შეამჩნია მდევარი და წყნარად დაიწყო შეტყობინებების წერა ეკრანზე, რაც იმას ნიშნავდა, რომ ლილუ, ნენენ და ბარბარე სახლს არ დატოვებდნენ, იოანე გამკაცრებულ დაცვის სისტემას აამუშავებდა და კამერებს მაღალ მგრძნობელობაზე დააყენებდა. ორჭოფობის შემდეგ სანდროს ნომერიც აკრიბა, თუმცა იმ წუთას სამყაროდან გასულ ბიჭს სულაც არ ქონდა იმის თავი ან თუნდაც ხალისი ტელეფონისთვის ეპასუხა. დილით კომპიუტერთან ჩაძინებული აღმოაჩინა თავი, სამზარეულოდან ხმაური კი იმას მოასწავებდა, რომ სოფიასაც ეღვიძა და სავარაუდოდ საუზმეს იმზადებდა. ბედნიერმა მოიფშვნიტა თვალები და სააბაზანოსკენ არც კი გაუხედავს ისე წავიდა გოგოსკენ. ქალბატონი მაგიდას მიჯდომოდა, მოურიდებლად დაპატრონებოდა კონსტანტინეს მოზიდულ საჭმელს და გემრიელად ილუკმებოდა. -აბა საუზმე?_ბედნიერი ღიმილი ჩამოერეცხა სანდროს მაგიდა მის მხარეს ცარიელი რომ დახვდა. -ახალ დაქორწინებული წყვილი ვართ და არ ვიცი? რაღაცა არც ამნეზია არ მაქვს_წარბებ აქაჩული აგრძელებდა საუბარს სოფია. -მანდამაინც ახალდაქორწინბული რატო მერე არ ამზადებენ საუზმეს ცოლები? -გავატარებ მე რომ მესაუბრები მაგ მიზეზზე და მხოლოდ შეგეწინააღმდეგები, სანამ რაღაც ახლის მუღამი აქვს ქალს მხოლოდ მანამდე ახვედრებს ძვირფას ქმარს საუზმეს. -შენ რა სიყვარულის არ გჯერა? მასწავლებელ ქალს?_ამჯერად ნამდვილად გაუფართოვდა თვალები სანდროს. -სიყვარულის როგორ არ მჯერა, მე იმ სიყვარულის არ მჯერა როგორებსაც წიგნებში აღნიშნავენ, როცა ყველანი მდიდრები, არიან რესტორნებში ვახშმობენ და ყოველ წელიწადში სამჯერ სხვადასხვა ადგილებში ისვენებენ. რეალურ ცხოვრებაში არცერთი ცოლ-ქმარი დადის რესტორანში ვისაც ადამიანური სამსახური აქვს, იმ ფულით ურჩევნიათ გადასახადები გადაიხადონ, რამდენიმე წელიწადში, როცა ბავშვის მოვლისგან განადგურებული წვები იმაზე იწყებ ფიქრს რა საჭელი შეიძლება გააკეთო ხვალისთვის, დილით კი წიგნების მსგავსად ვერ გაგაღვიძებს ქმარი კოცნით რადგან დილის ექვს საათზე უკვე გამოღამებული თვალებით ზიხარ ბავშვით ხელში და გგონია რომ უკვე შუადღეა._გაეცინა გოგოს. -დავიჯერო ყველა წყვილის ცხოვრება ასეთი უბედურია?_რაღაცატო აღწერილი რეალობა არ ესიამოვნა სანდროს. -უბედური? მე ხომ ეგ სიტყვა არ მიხსენებია? უბედური უნდა იყო რადგან ბავშვი გყავს? ყველა ღამის თევა გავიწყდება როცა მოგეხვევა და ლოყებზე გაკოცებს, არც საჭმელზე ფიქრისთვის გექნება დრო, როცა ქმრის თბილ მკლავებს იგრძნობ და ჩემი აზრით არც ქმარი იქნება უბედური თუ ბავშვის მოვლის გამო საუზმის მომზადება თავად მოუწევს. არ მჯერა იმ ზღაპრების როცა ბავშვებს ყოველთვის ძინავთ საჭირო მომენტში, სინამდვილეში სწორედ იმ მომენტში იღვიძებენ. -ესეიგი გგონია, რომ სიყვარული მხოლოდ რამდენიმე წელი ძლებს?_ისევ დაეჭვებული აჯამებდა სანდრო გოგოს მონათხრობს , რომელსაც გულიანად გაეცინა. -არა სანდრო, მე სიყვარულის მჯერა, სწორედ იმ სიყვარულის მთელი ცხოვრება რომ ძლებს, უბრალოდ დროის არ მჯერა, რადგან გამოცდილებამ მასწავლა, რომ არაფერს ინდობს და რაღაცეების გადაფასებას გასწავლის. მაგალითად, მოვა დრო, როცა შეიძლება ოჯახზე წინ ის კაცი დააყენო ვისაც ქმრად აირჩევ, ამის გამო შეიძლება ოჯახიც დატოვო, რაღაც დროის მერე ამ კაცს უკვე საკუთარ შვილს, სისხლს და ხორცს ამჯობინებ, მაგრამ კიდევ რამდენიმე წელი და უკვე ის გამჯობინებს ვიღაც სხვას. ეს წრეა, რომელიც დაუსრულებლად ბრუნავს დროის მონაკვეთებში. მუდმივი არაფერია. -ამდენი რამ საიდან_უკვე რაღაც ახლის აღმოჩენით აღფრთოვანებული შეჰყურებდა სანდრო -სანამ მასწავლებლობას დავიწყებდი ძიძად ვმუშაობდი რამდენიმე ოჯახში. ასე რომ სანდრო, მე სიყვარულის კიარა დროის მარადიულობის არ მჯერა _მწარედ გაეღიმა გოგოს და ჩაფიქრებული სანდრო სამზარეულოში დატოვა. -აბა ძვირფასო ტყუპო, გამახარებ რამე სიახლე ამბით?_დილის რვა საათზე შეუვარდა იოანე კაბინეტში ძმას. -თან როგორი სიახლით_ჩაშავებული თვალები აუელვარდა გაბრიელს. -აბა? გამანათლე_წინ დაუჯდა ბიჭი. -მთელი ღამე გავათენეთ მე და მალხაზიმ, ყველა რესტორანი გადავქექეთ სადაც დავითის სახელი ფიგურირებს, აქედან მხოლოდ ერთია მის სახელზე, დანარჩენი ორი კი იმ ვიღაც გიორგაძეზე. შემდეგი ნაბიჯი თანამმშრომლების ბიოგრაფიები იყო, რაც არც ისე საინტერესო აღმოჩნდა, აი შემდეგ კი ბიუჯეტზე და ფინანსებზე მიდგა ჯერი, ნუ მალხაზის ცოტა ჩალიჩი მოუწია, მაგრამ სისტემაში შევაღწიეთ და აბა გამოიცანი რა ვიპოვეთ_ბედნიერმა გაშალა ხელები გაბრიელმა. -ფულს ათეთრებენ_მაშინვე მიხვდა იოანე, -დავამტკიცებთ? -ხომ იცი ასე მოპოვებული მასალები მტკიცებულებად არ ითვლება, ამიტომ შეგვიძლია ნარკოტიკების დამსახურებით დავაყადაღოთ მათ მფლობელობაში მყოფი ნივთები და სუულ სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინოთ ძვირფასი საბადო, ორ კურდღელს ერთად მოვკლავთ და აქედან ვერც ერთი გამოყოფს აწი ციხიდან თავს. -აი იმენა ტყუპი ხარ რა_გახარებული აქიცინებდა თავს იოანე. -ისღა დაგვრჩნია უფროსთან შევიდეთ თავი გაიქნია ბიჭმა. არ დასცალდათ, უკვე ფეხზე იდგნენ კაკუნი რომ გაისმა კარზე და ზემოდხსენებული ხელმძღვანელი, უფროსი გამომძიებელი დაჩი თაბაგარი გამოჩნდა. -ბიჭებს სალამი, როგორაა საქმე? -ახლა მოვდიოდით თქვენთან, ორი პირის დასაკავებლად გვინდა ბრძანებები, მგონი მალე დავხურავთ საქმეს_ხელები სიხარულით მოიფშვნიტა იოანემ. -ძალიან კარგი, მაგას რა ჯობია, სანამ თქვენთვის სასურველ კანდიდატებს აიყვანთ, აი ესეც ნახეთ, ვიფიქრე გენდომებოდათ წინასწარ გცოდნოდათ_დაფიქრებულმა მიაწოდა დაპატიმრების ბრძანბა გაბრიელს. ბიჭმა სახელის და გვარის წაკითხვაზე რატომღაც თავბრუსხვევა იგრძნო. -რა დააშავა?_ხმა ჩახლეჩოდა. -მკვლელობაშია მთავარი ეჭვმიტანილი, თუმცა ისეთი მტკიცებულებები ჩუვარდა პროკურატურას ჩათვალე უკვე სროკზეა_მოწყენილმა დატოვა ოთახი და გასვლისას მოკრა თვალი როგორ დაღლილმა ჩამოისვა გაბრიელმა სახეზე ხელი. -ღმერთო სანდრო, ღორი ხომ არ ხარ? არ შეიძლება სააბაზანო ერთხელ მაინც დამახვედრო შხაპის შემდეგ მოწმენდილი?_ხმამაღლა ბურდღუნებდა სოფია. -თავადაც მოშრება, ახლა მაგაზე მნიშვნელოვანი საქმე მაქვს_ხელი აიქნია ბიჭმა. -შენი ოთახი? სულ ორი ხელი ტანსაცმელი გაქვს და ისიც მთელ ოთახში ყრია_არ ჩერდებოდა სოფია. -როგორც უკვე აღნიშნე, ჩემი ოთახია, ჩემი, ამიტომ ყველამ თავისას მიხედოს, გუშინ კიდევ მე მებუზღუნე რა ცოლ-ქმარი აგიტყდაო და ახლა ვინ გავს ნამდვილ ცოლს_წარბ აწეულმა ზუსტად მიზანში მოარტყა და შურდულივით აორთქლებულ გოგოს სიცილი მიაყოლა. -კარი მაინც გააღე_ბუზღუნი მაინც ვერ შეწყვიტა, თუმცა არც სამზარეულო დაუტოვებია. -ახლავე_კომპიუტერს შეელია ბიჭი და კარი გამოაღო. -ოჰ, საყვარელი სიძე მესტუმრა ქალბატონო აბა დატრიალდი_სიცილი დაიწყო თუმცა ტყუპების სახეზე მალევე შეეყინა -მშიდობაა? -არა_მოწყენილმა გადააქნია თავი იოანემ და უკან მოყოლილ ორ პატრულის თანამშრომელს გადახედა. -ალექსანდრე ნემსიწვერიძე, დაპატიმრებული ხართ გურამ ნოზაძის მკვლელობისთვის ...._ცივი ხმით დაიწყო და გააგრძელა უკვე დაზეპირებული სიტყვები გაბრიელმა, თუმცა სანდროს აღარ ესმოდა, შოკირებული მიჩერებოდა ტყუპებს და სოფიასკენ გახედვისაც ეშინოდა, ხვდებოდა რასაც ამოიკითხავდა მის თვალკებში და ამის სიკვდილივით ეშინოდა. -მხოლოდ ერთს გთხოვთ, სოფიაც წამოიყვანეთ, მისთვის მარტო დარჩენა არც აქ და არც არსად არ შეიძლება_მშრალი ხმით ამოილაპარაკა და უკან მიუხედავად გაყვა პატრულის თანამშრომლებს. --------------------- არც კი მჯერა თქვენი ასეთი აქტიურობა, ამიტომ აი ეს მოზრდილი თავი თქვენ <3 ძალიან დიდი მადლობა, საოცრად მახარებთ ასე რომ გამოხატავთ აზრებს <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.