შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არეულობა "თავი 1"


14-10-2019, 23:29
ავტორი ტომაჩკა
ნანახია 6 002

-რას შვები?-ლამის პირი დავაღე გაკვირვებისაგან
-ვთხოვდები თათა, ვთხოვდები-წარბაწეული მიმზერს ის, ჩემს გაოცებულ სახეზე კი თვალებს ატრიალებს და ლოგინზე ჯდება
-ყველაფერს მომიყვები ქალბატონო-მის გვერდით მოწყვეტით ვეცემი მეც და ვცდილობ მზერა გავუსწორო, რომელსაც რაღაცატომ მარიდებს.
-რა ხდება თინა?-ხელებს ლოყაზე ვაჭდობ და ჩემსკენ ვაბრუნებინებ თავს
-ამას ჩვენთვის ვაკეთებ, შენ აქ არ დაგტოვებ, ასე ვერ გაგწირავ-ხმა ეპარება მას
-სულ გაგიჟდი ხო? ვის მიყვები? შენ ლევანი გიყვარს თინანო-ფეხზე წამოვხტი გაკაპასებული
-ლევანი მიყვარს, მაგრამ მას შეყვარებული ჰყავს და მალე დანიშვნასაც აპირებენ, ეს უიმედო სიყვარულია თათა, არ მინდა ისე დაიტანჯო როგორც მე, ჩემი გადაწყვეტილება საბოლოოა-მშვიდად მპასუხობს ის და თავს ძირს ხრის. ჩალისფერი ტალღოვანი თმა წინ ეყრება და სახეს უფარავს. მიუხედავად თმებისა მაინც ვამჩნევ მის სახეზე ჩამოგორებულ ცრემლს
-თინანო, ხომ იცი მე შენ მყავხარ, სანამ შენ ჩემს გვერდით ხარ მე არაფერი გამიჭირდება, მინდა ასევე იფიქრო შენც და სისულელეებს მოეშვა, რა გათხოვება? რის გამო?-კვლავ მის გვერდით დავიკავე ადგილი და ასლუკუნებულმა მოვაშორე ცერით ცრემლები
-ცოდო ხარ თათა, შეიძლება მე ცუდად ვიქცევი, არ არის ჩემი მხრიდან კარგი საქციელი და არც არჩილს ვექცევი სწორად, მაგრამ უკვე გადავწყვიტე, ნაპირელსაც თანხმობა მივეცი უკვე და აწი დრო მოიტანს ყველაფერს-ნელა მესაუბრებოდა ის, მისი დამახასიათებელი ნაზი და წყნარი ხმით და თან ცრემლები ღვარად მოდიოდა.
ხელები მხრებზე მოვხვიე, იმასაც კი ვერ ვფიქრობდი რა შეიძლებოდა მისთვის მეთქვა, რა უნდა მერჩია? გათხოვილიყო? ნაცნობზე მაგრამ მაინც სრულიად უცხო პიროვნებაზე, რომელიც არ უყვარდა ჩემს უფროს დას. საინტერესოა ისიც, რომ თინანოს მთლიანი გული ლევანს ეკუთვნოდა, თავის მხრივ თინანოს და ლევანის ერთად არ ყოფნა ჩვენი მშობლების დამსახურება იყო. მაშინ როცა აღმოაჩინეს რომ ამ ორს ერთურთი უყვარდათ, სასტიკად აუკრძალეს უფროს კილასონიას მასთან შეხვედრა, სახლშიც კი ჰყავდათ გამოკეტილი რამდენიმე კვირა, მაშინ ბავშვები იყვნენ, სადღაც 16-17 წლის. იძულებული გახდნენ დაშორებოდნენ ერთმანეთს, მათი ურთიერთობა ვეღარ გაგრძელდა.
რა თქმა უნდა, თინანო არჩილზე არ უნდა დაქორწინებულიყო, არ უყვარდა ნაპირელი მას, დაიტანჯებოდა, ამას კარგად ვხვდებოდი მეც.
-თინა, არ გააკეთო ეს, ჩვენ ხომ ორივე ვმუშაობთ, ხელფასი გვაქვს, სწავლას თავს დავანებებ, არაფერი მოხდება, როდესაც ამის შესაძლებლობა გვექნება მაშინ ვისწავლი, გადავიდეთ ცალკე, ქირით და ვიცხოვროთ ერთად-მთელი ცხოვრების გეგმა დავუსახე წინ დას. აკანკალებული ხმით ჩურჩულით ვესაუბრებოდი და მომენტებში თმებზე მსუბუქ კოცნას ვუტოვებდი
-არა, არ მინდა სწავლას თავი დაანებო, არ მინდა შენც ჩემსავით მხოლოდ იმიტომ შეეშვა სწავლას რომ შესაძლებლობა არ გვაქვს, არ მინდა-თავს აქნევდა უარყოფის ნიშნად ის და ტირილს აგრძელებდა. აღარაფერი მითქვამს, არ მინდოდა მისი კიდევ უფრო ანერვიულება, თავზე ხელს ვუსვამდი დასამშვიდებლად, თან მეც ძლივს ვიკავებდი თავს მოწოლილი ცრემლები რომ არ გადმომვარდნოდა.
---
-ეს რა არის? ამით არსადაც არ წახვალ-წარბშეკრული უყურებდა მამა ჩემს კაბას.
-რატომ?-ხმაჩაწყვეტილმა გავხედე ჭაღარა, შუბლშეკრულ კაცს
-არ მომწონს და იმიტომ, წადი და გაიხადე-კბილებში გამოცრა კაცმა და მაგიდაზე ხელი დაარტყა, უხმოდ ავდექი და ჩემი და თინანოს საერთო ოთახში გავედი.
ისიც უკან შემომყვა და გამიღიმა
-კიდევ მეტყვი რომ ცუდი აზრია ჩემი გათხოვება?-მკითხა მან და ძველებური სარკის წინ დამაყენა
-კი გეტყვი, სხვაგვარად შეგვეძლო პრობლემის მოგვარება, არ ვართ პატარები-წარბი შევკარი და ჩემი თავი ავათვალიერე.
ღია ვარდისფერი კაბა მეცვა, მუხლს ქვემოთ წვივამდე სიგრძით, წელში გამოყვანილი და ქვემოთ გაშვებული, მკლავებიც გრძელი ჰქონდა და ყელიც დახურული, მხოლოდ ზურგი ჰქონდა ამოღებული ცოტაზე, მაგრამ მამას როგორც ჩანს ახლაც არ მოეწონა ჩემი მოშიშვლებული წვივები და ზურგის ნაწილი.
-საოცარი კაბაა და ძალიან გიხდება-თვალი ჩამიკრა დამ და ლოგინზე დაჯდა
-შენი შეკერილია და იმიტომ-თვალს ვუკრავ და მის გვერდით ვჯდები. თავს მხარზე ვადებ და წელზე ვხვევ ხელებს
-ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება-ამჯერად ის მამშვიდებს მე
---
-ეს არჩილია, ეს კი თათაა-უხერხულად გაგვაცნო ერთმანეთი თინანომ
-სასიამოვნოა-არც მე ვიყავი თავისუფლად
-ჩემთვისაც, დაჯექით, სადმე წავიდეთ და თან ვისაუბროთ-გაიღიმა სიმპათიურმა მამაკაცმა თინანოს მიმართულებით და ჯერ მანქანის წინა კარი გააღო, მას შემდეგ რაც ჩემმა დამ კუთვნილი ადგილი დაიკავა უკანა კარი მეც გამიღო და თვითონ საჭეს მიუჯდა. აშკარად ეტყობოდა, ძალიან მდიდარი და გავლენიანი ვიღაც უნდა ყოფილიყო. ჩუმად ვიჯექი უკანა სავარძელზე, ისე რომ კარგად ვაკონტროლებდი სიტუაციას წინ, აშკარად იგრძნობოდა წყვილს შორის გაუცხოება.
რამდენჯერმე სარკეში სასიძოს მზერასაც წავაწყდი, თბილი, შავი თვალები ჰქონდა.
მალევე გააჩერა მანქანა, სამივე გადავედით და უხმოდ მივუჯექით ლამაზად მორთულ მაგიდას.
საუბრის წამოწყებას არც ერთი ვჩქარობდით, ბოლოს ისევ არჩილმა გადაწყვიტა ჩვენთვის რამე ეთქვა
-როგორც ვიცი მომავალი აგრონომი ხარ-გამიღიმა მომავალმა სიძემ
უხმოდ დავეთანხმე, შემდეგ კი თინანოს გავხედე, რაღაცნაირი სახით რომ გვიმზერდა ორივეს
-ვიცოდი ასეთი უხერხული სიტუაცია რომ იქნებოდა, ამიტომ გადავწყვიტე ჩემი ძმაც გამეცნო თქვენთვის, ალბათ მალე მოვა-საათს დახედა ნაპირელმა და მოზრდილ წვერზე მოისვა ხელი
-რას საქმიანობ?-როგორც იქნა ხმის ამოღება გავბედე მეც და თან ყავა მოვსვი
-ოჯახის კომპანიაში ერთ-ერთი ჩვეულებრივი თანამშრომელი ვარ-მხრები აიჩეჩა მან და კარისკენ გაიხედა, სადაც მაღალი, მხარბეჭიანი შუა ხნის კაცი შემოვიდა, წამით ისიც კი ვიფიქრე, ეს კაცია არჩილის ძმამეთქი, მაგრამ წამში გამიქარწყლდა ფიქრები, მის უკან მომავალ საშუალო სიმაღლის, სუსტ ბიჭს რომ მოვკარი თვალი, ძვირფას შარვალკოსტუმში გამოწყობილს ძმისგან განსხვავებით, ხელში ტყავის ჩანთა ეჭირა და მზის სათვალე ეკეთა.
ძმის დანახვაზე ჩაიფხუკუნა არჩილმა, თვალი ჩამიკრა და ფინჯანი მანაც ხელში აიღო
-დავით, შეგიძლია მანქანაში დამელოდო-მაგიდასთან მოსულმა ჯერ დაცვას მოახსენა, შემდეგ სათვალე მოიხსნა და სამივე შეგვათვალიერა
-გამარჯობა-მოგვესალმა და სკამზე მედიდურად დაჯდა
-ეს მირიანია, ეს ჩემი საცოლე თინანო და მისი და თათა-გაგვაცნო ნაპირელმა ერთმანეთს.
-სასიამოვნოა-ერთდროულად ჩავილაპარაკეთ მე და ჩემმა დამ, ხელოვნური ღიმილით გამოგვხედა ბიჭმაც და მიმტანს ხელით უხმო.
ხმა მანამ არ ამოგვიღია სანამ ბატონმა მირიანმა რაღაც უჩვეულო სიტყვების რახარუხი არ შეწყვიტა მენიუდან და ხელები მაგიდაზე არ დააწყო ინტერესიანი მზერით, რომელიც ჩვენკენ იყო მომართული.
-რამდენჯერ გითხრა, ჩვეულებრივი ადამიანივით მოიქცე და არა ცირკიდან გამოქცეული კლოუნივით?-კომპლიმენტი უთხრა ძმას არჩილმა და გაიცინა, აშკარად ამხიარულებდა ძმის იმიჯი, თვითონ უბრალო, სპორტულ ტანსაცმელში გამოწყობილს
ძმის კომენტარი სულაც არ შეიმჩნია მირიანმა, კვლავ ხელოვნური ღიმილით გვათვალიერებმა მე და თინანოს.
თითქმის ნახევარი საათი ვიჯექით და ვცდილობდით საერთო ენა გამოგვენახა, სანამ თინანოს ტელეფონი არ ამღერდა და გარეთ არ გავიდა, რამდენიმე წუთი რომ დააგვიანა, არჩილმა გადაწყვიტა თვითონაც გასულიყო საცოლის მოსაძებნად. ასე აღმოვჩნდით ერთ მაგიდასთან გვერდიგვერდ მსხდომი მე და მირიანი.
უხერხულად ვიჯექი და ფინჯანზე ხელმოხვეულს მზერით თითქმის მთელი კაფე მოვათვალიერე, აშკარად ვგრძნობდი მის მზერას ჩემს სახეზე, წამიერად გავხედე, მიყურებდა, პირდაპირ თვალებში, მზერა რომ არ მომაშორა ისევ მე გავხდი იძულებული გვერდით გამეხედა
-კარგად ვიცი რას წარმოადგენთ შენ და შენი და-დაიწყო საუბარი მან, მაშინვე კვლავ მას მივაბყარი მზერა
-არჩილში არ შეგეშალოთ, ორი უბადრუკი, რომელმაც ხელში ჩაიგდეთ ფულის წყარო-ნელა, დამარცვლით და უხეშათ მესაუბრებოდა ის, ერთი ხელი მაგიდაზე ედო, მეორე კი ჩემს სკამზე ჩამოედო და მთელი ტანით მოტრიალებულიყო ჩემსკენ.
ხმა ვერ გავეცი, ან რას ვეტყოდი, კარგად ვიცოდი მისი სიტყვების ნახევარზე მეტი მართალი იყო, არ ვამართლებდი თინანოს, მაგრამ ვერც ვეწინააღმდეგებოდი, ლევანის სიყვარულით დატანჯულს, მჯეროდა, არჩილი შეუყვარდებოდა და მასთან ბედნიერი იქნებოდა.
გადმოცემით ვიცოდი, შესანიშნავი პიროვნება იყო არჩილი.
-სათქმელიც არაფერი გაქვს-ჩაიცინა მან, როდესაც მიხვდა ხმის ამომღები არ ვიყავი.
-რომ დავფიქრდეთ, კარგი სათამაშოები ხართ, ლამაზები, კარგი ფეხები გაქვთ, ერთი ღამისთვის გამოდგებით, მაგრამ ჩემი ძმა სულელია-ვითომ დანანებით ჩაილაპარაკა მან და მაგიდაზე დადებული მარცხენა ხელი ამჯერად ჩემს ბარძაყზე დადო.
მისი ხელის შეხებაზე წარბაწეულმა გავხედე მირიანს. წამიც არ დამჭირდა ჩემი განელებული ყავა ხელში რომ ამეღო და მის თავზე დამეცალა.
-მადლობა თქვი ცხელი რომ არ იყო-ამოვისისინე და ფეხზე წამოვდექი, სანამ გონს მოვიდოდა ჩანთას ხელი დავავლე და გასასვლელისკენ წავედი.
კარში შევეგებე წყვილს
-სად მიდიხარ?-გაკვირვებულმა მკითხა არჩილმა
-სამსახურიდან დამირეკეს, სახლში შეგხვდები თინა-ლოყაზე ვაკოცე წამში დას და კაფე დავტოვე.
ვერ მოვითმენდი დამცირებას, რაღაცმხრივ არც ვამტყუნებდი მირიანს, მაგრამ ზედმეტი რომ მოუვიდა, ეს აშკარა იყო.
----
-რამ გაფიქრებინა გოგო ყავის გადასხმა-ბოლო ხმაზე კისკისებმა თინანო
-გაბრაზებული იყო?-მისგან განსხვავებით სულაც არ მეცინებოდა მე
-განრისხებული, იმუქრებოდა რომ მოგკლავდა, მაგრამ არჩილმა წამში დაამშვიდა, აქეთ დასდო ბრალი შენ ეტყოდი რამესო და მართალიც იყო, არჩილი ძალიან კარგია, მართლა-გამიღიმა უფროსმა კილასონიამ და ლოგინზე გადაწვა
---
-ძალიან ლამაზი ხარ-ხელის მოსაწერად მისულებს გავიგონე როგორ უჩურჩულა ნაპირელმა თინანოს, რაზეც ეს უკანასკნელი დარწმუნებული ვარ აწითლდა, უბრალოდ მაკიაჟი ფარავდა.
თინანოს თეთრი ლამაზი მოკლე კაბა ეცვა, ამავე ფერის მაღალქუსლიანებთან ერთად, არჩილი უბრალოდ შავ შარვალსა და პერანგში იყო გამოწყობილი.
წყვილი ძალიან ლამაზი იყო.
დედა და მამაც არ ჩანდნენ უკმაყოფილო, ან როგორ იქნებოდნენ, როდესაც გაიგეს ვის მიყვებოდა სიტყვაც არ დაუძრავთ, ალბათ არჩილის მაგივრად ლევანი რომ ყოფილიყო კვლავ ერთ ამბებს ატეხდნენ, ის ხომ შეუფერებელი ოჯახიდან იყო, არადა სინამდვილეში, ყველაზე შეუფერებელი ჩვენი ოჯახი იყო.
მამა-თითქმის მოძალადე, რომელიც ყველა აკვიატებას ქართველობას აბრალებდა, მართალია იგი ხელით არასდროს შეგვხებია არც დედას და არც ჩვენ მაგრამ სულიერად გვანადგურებდა.
დედა, დიდად არ განსხვავდებოდა მამასგან, სწორედ ამიტომ იყო ალბათ ერთმანეთს რომ კარგად უგებდნენ და იშნიათად ჩხუბობდნენ ერთმანეთში.
---
გაგებით მოვეკიდეთ წყვილის გადაწყვეტილებას ჯვარი ჯერ-ჯერობით არ დაეწერათ. ალბათ მართლაც ძალიან ადრე იყო ჯერ, უზარმაზარი წვეულების შემდეგ, რომელიც არჩილის მშობლებმა მოაწყვეს, თითქმის თენდებოდა სახლში რომ დავბრუნდი მშობლებთან ერთად.
ჩემდა საბედნიეროდ ბატონი მირიანი ძალიან ცივილურად შემხვდა.
ქორწილის მეორე დღეც არაფრით გამორჩეული, ჩვეული ქართული სუფრისგან შედგებოდა.
მოწყენილი ვიჯექი სკამზე, ხალხს ვათვალიერებდი, გვერდით მომაბეზრებელი ნათესავები მეჯდნენ და თავსაც ვერ ვაღწევდი, არც თინანო იჯდა მაინდამაინც გაბრწყინებული სახით მაგიდასთან, მზერა სულ ჩემსკენ გამოურბოდა, მე კი მისკენ, ბოლოს ფეხზე წამოდგა და მომიახლოვდა
-დე,ცოტახნით ჩემთან წავყვან კაი?-გაუღიმა თინანომ მოსათაფლად დედას და ხელი ჩამჭიდა.
ფეხზე წამოვდექი და მათი მაგიდასთან, თავისუფალი ადგილი დავიკავე.
-თათიაც მოსულა-როგორც ყოველთვის ამპარტავნული ღიმილი დასთამაშებდა სახეზე მირიანს
-თათა-შევუსწორე, თან თვალი თვალში გავუყარე, მაგიდის ქვეშ კი თითებს ნერვიულად ვათამაშებდი
-არ გინდა ვიცეკვოთ? ახლა უკვე ნათესავები ვართ, თან უახლოესი-ფეხზე წამოდგა და მომიახლოვდა ის, უხერხულად გავხედე თინანოს, მთელი მაგიდა ჩვენ გვიყურებდა, ნელა წამოვდექი ფეხზე და მის გამოწვდილ ხელს ჩემი შევაგებე.
მშვიდი მუსიკის ფონზე რამდენიმე წყვილი ირწეოდა დარბაზის შუაგულში, ჩვენც მას შევუერთდით, ხელები მხრებზე შემოვაწყვე ნაპირელს, მისი ხელების თარეშს კი წელზე ვგრძნობდი, რომელიც ხან მაღლა დასრიალებდნენ და ხან ზედმეტად დაბლა
-ხელები გააჩერე თორემ დაცვა ვერც ამჯერად გიშველის-ფეხის წვერებზე ავიწიე და ყურში ვუთხარი მას
-შეიძლება აივანზე გავიდეთ ცოტა ხნით?-მკითხა მას შემდეგ რაც ხმაურიანი მუსიკა ჩაირთო და მოცეკვავეთა ბრბოს უამრავი ხალხი შემოუერთდა
-მირჩევნია დავჯდე-ვუთხარი და თინანოსკენ დავიძახი, ხელი რომ მაგრად მომკიდა მკლავზე და ნელა წამიყვანა გასასვლელისკენ, ისე რომ არავის არაფერი ეეჭვა.
-რა ჯანდაბა გინდა?-აივანზე გასული გაკვირვებული მივაშტერდი მას
-რაც შენ და შენს დას, ორივეს ერთად გინდათ ჩვენგან-მითხრა და ორივე ხელი წელზე ჩამავლო, მისკენ მიმიზიდა და ველურივით დამაცხრა ტუჩებზე, რა გასაკვირია, მაშინვე რომ ავფართხალდი და მისი მოშორება ვცადე, თუმცა ის აშკარად არ აპირებდა პოზიციის დათმობას. საბედნიეროდ მალევე, რაღაც ძალით საშუალებით წამიერად მოწყდა ჩემს სხეულს
-რას აკეთებ ბიჭო, სულ გამოშტერდი?-ღრიალებდა გაკვირბეული არჩილი, თან ირონიულად მოცინარ ძმას უყურებდა






№1 სტუმარი სტუმარი ნინი

როგორც კი შენი ერთ-ერთი ისტორიის კითხვა დავასრულე, მთავარ გვერდზე გადმოვედი თუ არა ეს ახალი და საინტერესო ისტორია დამხვდა. მიყვარს შენი ჰარმონიული ისტორიები, აბა შენ იცი, წარმატებები! <3

 


№2 სტუმარი სტუმარი tuta

isa da archili momwons qalnatonistvis da imedia ar dashordebian,mirian mirian imedia waimtvrev cxvirpirs xo veli axal tavs da minda bevri archili bevri bevri

 


№3 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Saintereso istoria chans☺️ gaagrdzele

 


№4  offline წევრი აბლაბუდა

მომენატრა შენი ისტორიები, რაღაც საინტერესო და კარგი გველოდება, მომწონს არჩილი რა გავაკეთო

 


№5  offline წევრი Maia G.

როგორ მიყვარს შენი ისტორიები და ესეც არ იქნება გამონაკლისი ვატყობ❤❤❤
არჩილს ბრავო!!!!!

 


№6  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

დიდი მადლობა აი ძალიან დიდი❣️❤️ კიდევ ერთხელ გამაბედნიერეთ და წერის ხალისი დამიბრუნეთ❣️❤️❤️❤️❤️ყველას უდიდესი მადლობა თითოეული სიტყვისთვის❤️❣️

 


№7  offline წევრი ნანა73

ძალიან დამაინტერესე, ვიცი კარგად წერ და ნამდილად დროულად გამოჩნდი kissing_closed_eyes გელოდები, წარატებები ❤️

 


№8  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

ნანა73
ძალიან დამაინტერესე, ვიცი კარგად წერ და ნამდილად დროულად გამოჩნდი kissing_closed_eyes გელოდები, წარატებები ❤️

დიდი მადლობააა❣️❣️❣️❣️

 


№9 სტუმარი სტუმარი ლია

საინტერესო დასაწყისია.ახალი თავის დადება არ დააგვიანო.

 


№10  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

სტუმარი ლია
საინტერესო დასაწყისია.ახალი თავის დადება არ დააგვიანო.

ვეცდები❣️❤️

 


№11 სტუმარი სტუმარი ლია

ელენე, რატომ აგვიანებ ???

 


№12 სტუმარი სტუმარი მარინა

საინტერესო დასაწყისია,ვნახოთ რა მოხდება.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent