შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თმენის ვალდებულება - დასასრული


15-10-2019, 11:20
ავტორი GEGI გეგი
ნანახია 2 448

რა არის ბედნიერება და თუ არის სად არის? ამ კითხვაზე მე კი არა დიუმა რომ წამოვაყენო ფეხზე ის ვერ გიპასუხებთ, ყველას ჩვენი წილი ბედნიერება გვერგება, რომელსაც უნდა გაუფრთხილდეთ, ყველაფერი მარტივად მიღებული, მარტივადვე ქრება და არც ისეთი გემო აქვს, როგორიც უნდა ჰქონდეს, მაგალითისთვის თუ შენვე დათესავ, შენვე მოიმკი და შენვე მოიხმარ იმას სულ სხვა გემო აქვს, განა იმიტომ რომ კარგია, შენია და აფასებ. ყველას გვაქვს ჩვენ-ჩვენი ნაკლი, ყველას გვაქვს, ის რასაც არავის ვუმხელთ, ან ზოგსაც ხვდებიან, კეკეც ასეთია, მაქსაც აქვს ნაკლი, მაგრამ მისი ბევრი დადებითი თვისება ფარავს ბევრ კარგს. ერთ შანს ყველა იმსახურებს, მეორეც ჰა ჰა, თუ ძალიან გიყვარს, მაგრამ მესამე შანსი უკვე სულელებს სულელები აძლევენ. კეკემ ერთი შანსიც გამოიყენა, რა თქმა უნდა მე როგორც ახოვანი, მიმზიდველი და თავმდაბალი მამაკაცი მას დავეხმარე, მეტიც საკუთარ თავსაც დავეხმარე, მოკლედ კეკე ჩვენი ბრენდის ქვეშ მოვაქციე, მისი სამოსი ლაყუა ზუსტად ერთ წელში გაიხსნა, მოჰყვა მეორე მაღაზია, მესამე და ასე შემდეგ ზღაპრებში რომ არის ისე, მაგრამ საკუთარ თავს ის გავუკეთე რომ კეკე ჩემზე დამოკიდებული გავხადე, მოკლედ თუ რამე არასწორ ნაბიჯს გადადგამდა ფეხი დაუცდებოდა და დაეცემოდა, ეს კი უპატიებელი შეცდომა იქნებოდა, აქედან გამომდინარე მომწონს როდესაც ადამიანებს ვმართავ და ჩემზე დამოკიდებულს ვხდი, ეს ჩემი ნაკლია, ის რასაც ზემოთ ვახსენებდი. კეკე არაფერს იმჩნევდა რადგან კომფორტის ზონიდან გამოსვლა არ სურდა, არც მე წამომიძახებია როდესამე ის რომ მე შევუქმენი ცხოვრება და ჩემთან ვალში იყო, აღარ ითხოვდა საქმე და არც ამის საჭიროება იყო. გამიკვირდა, მაგრამ ის თანხა რაც ლაყუაში ჩავდეთ მალევე ამოვიღეთ და მომგებიანი საქმეც გახდა.
ოხ, სიყვარული. მოჩათლახდა, მოვიდა და ისე შემობრძანდა არც უკითხავს შეიძლება თუ არაო, რომ ვკითხე რა გინდათქო მითხრა ახლა დამინახე, თორემ დიდი ხანია აქ ვიყავიო, ვიჩხუბეთ მერე ხელი მკრა და კეკესთან ამასვეტა, დებილი ბავშვივით, ვუთხარი შე ჩამოთრეულო ქალო მემგონი შემიყვარდითქო, ისე დამიბღრვირა მეგონა თავზე დამამხობდა ყველაფერს, მერე ავედევნე, უნივერსიტეტიდან გამომყავდა, ისე მეტიჩრულად ჯდებოდა მანქანასთან რომ ვხვდებოდი ეს პროცესი სიამოვნებდა.
მერე იყო ხელის თხოვნა, უბრალო და ქვედა სართულზე, არსად რომ არ გასულიყო და გადავარდნილიყო, მოკლედ ასე იყო თუ ისე დავისვი ცოლად.
შედი ქალო სამზარეულშითქო, მაგრამ დაჩერჩეტობდა თავისთვის და რაღაც საჭმელებსაც აკეთებდა, კი მსიამოვნებდა, არა გემრილი ხელიც აქვს.
სიმამრი, სიდედრი, დედამთილი, მამამთილი, მაზლი და მოკლედ ყველას თავის წილი ცხოვრება აქვს, თავის წილი ბედნიერება. თუ გინდა შენ წილ ბედნიერებას არავინ შეეხოს, არასოდეს ჩარიოთ სამეში მესამე, თუნდაც ეს შენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ადამიანი იყოს. გულის სიღმეში შენი ბედნიერება სხვასაც შეშურდება, იეგოისტებს და ალბათ შენც ასე მოიქცეოდი მათ ადგილას.
საქმიანი ადამიანების ოჯახი ყოველთვის განსხვავებულია, ერთმანეთისთვის თითქმის დრო არ გრჩება და ამ ყველაფერსაც აქვს თავისი ხიბლი, თუ გინდა ამ ხიბლის დანახვა, ხო მონატრებაო რომ ამბობენ, ერთმანეთით რომ ამაყობ და გინდა ყველას უჩვენო რა საოცარი მეორე ნახევარი გაყავს. ასეთ დასასრულს აქ არავინ ელოდა, მაგრამ ცხოვრება ასეთია, სადღაც რაღაც მთავრდება მაგრამ იქ გრძელდება და სულ ასე იქნება. ვინ იცის რა მოხდება, მეგობრები უნდა დააფასოო და ჩემი ლუკა ყველაზე კარგი ადამიანი გამოდგა, ვისაც აუცილებლად დავუფასებ ყველაფერს, უი დამავიწყდა საქორწინო საჩუქარი სახლი მერგო მისგან, არა კეთილი რომ არის კი იცით, უბრალოდ საკუთარი წარმომავლობა გაარკვია და სოფელში სახლის მნიშვნელობასაც ვერ მიხვდა, ხო და ჯვარს სად დაიწერ უკეთეს ადგილზე თუ მამა ანდრეასთან არაო და მოკლედ სოფელში მეორე ქორწილიც გაიმართა, ლაყუას შვილი გამოუჩნდა, ისე როგორც ესპანურ სერიალებშია, გადავირიეთ და წამოვიყვანეთ, მე რა გადავირიეთ კეკე, ხო და ლაყუას ხაზი გაგრძელდა, სოფელში დავტოვეთ, მეტი საქმე არ მაქვს ამხელა მართლა ლაყუა ძაღლის თავი სახლში არ მაქვს.
გულში რჩება წყენაც, დარდიც მაგრამ იმდენი კარგი რამ ხდება რომ ამ ყველაფერს ფარავს. ვერ ვიტყვი რომ ჩემ სიმამრთან ჩემ ცოლს სიყვარული და სიკეთე აკავშირებსთქო მაგრამ სიყვარული იწყება ურთიერთპატივისცემით, ხო და ასეა, დაიწყო და ვნახოთ რა იქნება. ზაფხულობით ლაყუასთან სოფელში გატარებულ დღეებს არაფერი ჯოსბ, სიმწვანე, მდინარე, ცოლის მომზადებული ლობიო, რომელიც თვალებსაც გაქაჩინებს და მარალი მოდის ქალბატონი, დაბლდება და მეოჯახე ქალად იქცევა. თუმცა ადამიანი როდესაც ლაპარაკს იწყებს პირველი მნიშვნელოვან სიტყვებს ამბობს, მაგალითისთვის „დედა“ ეჭვიანობის მერე „მამა“ მაგრამ მერე ურევს.
-მამა
-ხო
-ძროხა წავიყვაოთ ჩვენთან რა.
-დედაშენს ნუ დაემსგავსები შვილო, მამაშენიც კარგი კაცია.

ხო, კეკეს გეომეტრია შეუყვარდა.



№1 სტუმარი sali

ისეთი დასასრული, როგორიც შეეფერებოდა, გული გამითბა. იდეალურები არ ვართ, მარამ გვგონია რომ ვათ და არია.

 


№2 სტუმარი სტუმარი nancho

ძალიან კარგი იყო.ვიხალისე.კიდევ კარგი შემახსნე ლაყუა ვისი სახელი იყო.ვფიქრობდი ,ვისი დაარქვა კეკემ თქო ❓რაც შეეხება ბედნიერებას,❓ჩემი გაგებით,ის სულ ჩვენს გვერდითაა,უბრალპდ არ ვხედავთ,ან არ გვინდა დავინახოთ,ვჩქარობთ ,სადღაც შორს ვეძებთ.ბავშვობა ბედნიერებაა ,მაგრამ მაინც მალე გვინდა რომ გავიზარდოთ,როცა გვიფრინდება მერე ვხვდებით,მაგრამ ის ჩვენს გვერდით აღარაა,შვილი ბედნიერებაა,მაგრამ ბევრი ვერ ტკბება თოთოელი წამით,გაიზრდება და მერე ვამბობთ,თუ რა ტკბილი იყო შვილი ბავშვობაში.მოკლედ,გავახილოღ თვალები ფარდოთ და ყველა ფერს,ყველა გრძნობას და ყველა სხივს დავინახავთ,.წარმატებები გეგი ,ძლიერი და მდიდარი ხარ,დროებით

 


№3 სტუმარი სტუმარი Natashka

სასწაული დასასტული იყო! ყოჩაღ

 


№4  offline წევრი Peoplefallformysmile

ანუუ კი რავი დასასრული თითქოს კარგი იყო მაგრამ ასე უცბად, ასე მოკლედ ...

 


№5 სტუმარი სტუმარი Nata

Nachqarevad dawerili dasasruli:(

 


№6 სტუმარი სტუმარი მოიისფრო

ყოველთვის ვკითხულობდი შენს ნაწერებს და ძალიან, ძალიან მიყვარს. უბრალოდ ასე დასრულებას, ჯობს საერთოდ დაივიწყო და მკითხველმა იფიქროს, რომ დაიკიდე.
მესმის, რომ შეიძლება არ გცალია და დარწმუნებული ვარ გექნება მიზეზი, მაგრამ ამ შემთხვევაში ჯობს უბრალოდ დაწერო, რომ არ გცალია ამ ამბის გასაგრძელებლად/დასასრულებლად. არ გსაყვედურობ, მეგობრულ რჩევას გაძლევ მხოლოდ. წარმატებები <3

 


№7  offline აქტიური მკითხველი terooo

და კეკეს გეომეტრია შეუყვარდა

 


№8  offline წევრი TamoTi

ძალიან კარგი იყო♥დაძინებას ვაპირებდი და მეთქი ერთვთავს წავიკითხავ ხვალ გავაგრძელებთქო მაგტამ ვეღარ მოვწყდი♥♥ძალიან გავერთე

 


№9 სტუმარი გიული

ასეთი ისტორიების პატრონი სად დაიკარგა ნეტავი?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent