შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თმენის ვალდებულება - XVI


14-10-2019, 18:51
ავტორი GEGI გეგი
ნანახია 1 861

ნამუსიც კარგი საქონელიაო, ნამუსი მაქვს, მაგრამ საქონელი არ არის, რა გამოთქმაა საერთოდ? მოკლედ კმაყოფილი გაბარდრული სახით და ღვინის ჭიქით გავხედე ქალაქს, მინებიდან იმზირებოდა ლაპიონებით განაეთებული ქუჩები და გულში არა და არ მასვენებდა ის, რაც კეკეს გავუკეთე, შევძლებდი კი საერთოდ ამ საქმის ბოლომდე მიყვანას, რამდენ ხანს მეყოფოდა მოთმინება, ტანჯული ქალი გახდა, მაგრამ ჯერ კიდევ არ იკითხებოდა მის თვალებში სინანული. ბუნებრივია მისი მდგომარეობა, ან მე მგონია ასე, ზედმეტად დიდი წარმატება იყო მისთვის, ზედმეტად მარტივად მიიღო ყველაფერი და ალბათ ამის ბრალია, ამბიციებიც დიდი გაუჩნდა, იმედია ღმერთი არ დამსჯის ჩემი საქციელისთვის, მაგრამ დიდი ალბათობით ჩემ თავს მე თვითონ დავსჯი იმისთვის რაც გავაკეთე და ჩემ თავთან მევე დავმარცხდები, მაგრამ ის ბრზი რაც ახლა მაქვს დიდი ხანი არ გაქრება და არ გაივლის, მაგრამ გაიარა, ისე როგორც რამდენიმე თვემ და ლაყუა პრესტიჟული ქუჩაზე სამუდამოდ ჩაბნელდა, ან დროებით, ანუ აღარ ანათებდა, ასე უფრო ლამაზად ჟღერს. ქალბატონი სოფელში წასულა, ეს საუკეთესო გზაა იმისთვის დაინახო საიდან მოდიხარ და სად წახვედი, ისე მარტივად მიღებული წარმატება მარტივადვე ქრება, ქარის მოტანილს ქარივე წაიღებსო და ჭირი, რა ანდაზების საღამო მოვაწყე? დიდხანს ვერ გაძლებს, სწავლას ვერ მიატოვებს, ქალბატონი ისევ ჩამობრძანდა, ავტოსადგურში გავიგე მისი ჩამოსვლის ამბავი, ნათელა და მე დავძმაკაცდით, იმდენი რაღაც ვიცი სოფელზე რაც კეკემ არ იცის, ანუ ნათელასთან ყავაზე რომ დამსვა, ვინ გაჩათლახდა და ვინ სად წავიდა, ვინ ვისთან დაწვა თივის ზვინში და ვინ რა ჭამა ყველაფერი ვიცი, ისევ სასულიერო პირი ვგონივარ, მაღალი მოდის მშვენიერი წარმომადგენელი "მარშტკიდან" აბიჯებს, ხელში ჩანთა უჭირავს და დიდი ალბათობით ყველი დევს, რადგან წვენი გასდის, ვინ იცის სად აღმოვჩნდებით ხვალ, ეს ისე ზოგადად, თორემ განა სირცხვილია რომ ვინმე სოფლიდან მოდის წარმატებისთვის, თან თუ ამის შნო და ლაზათიც გაქვს ხო მითუმეტეს. სევდიანი სახე აქვს, აღარც გრძელი ფრჩხილებია, მაგრამ უზადო თეთრი ხელები კი აქვს, ის თვალები დაბრუნდა, რომელიც მომწონდა, სევდიანი და მიმზიდველი, თუმცა მომავლისთვის მებრძოლი აღარ იყო, ცოტა ჩემ თავზეც გავბრაზდი, ახლა რაც გულში მაქვს ვერ გაგიმხელთ, რადგან მგონია რომ ვინმე გამწკიცხავს. ნაწილი მაინც.
ვერ მოვითმინე, მაინც მივედი
-დაგეხმარები- ვეუბნები და ჩანთას ვართმევ
-არ მინდა- იუარა და თავი დახარა, ლოყები შეეფარკლა და მაინც გამეღიმა
-მანქანით ვარ.- ვუთხარი დამაჯერებლად
-არ რა გინდა?
-გემრიელი ფენოვანი ცხვება და მაგის გამო მოვედი, სწავლას უბრუნდები?
კეკემ არაფერი მიპასუხა, სანამ მანქანასთან მივიდოდი გამაჩერა
-გასდის- თქვა დარცხვენილმა
-რა?- ვკითხე ღიმილით
-ყველს, წვენი?
-არაუშავს- გავაქნიე თავი უდარდელად არა და უშავს, ამას ვინღა გარეცხავს, მაგრამ რაც ამის სისულელების გამო ფულები ვაფრიალე ერთი გარეცხვა რაღა გახდათქო
-დაჯექი- თუ ჰგონია რომ კარს გაუღებს ცდება
მორცხვად იკავებს თავის ადგილს
-უკან არ დაჯდები?
-გადავიდე?- მეკითხება და შავ თვალებს აქეთ-იქით აცეცებს
-არა, იყავი, რა ხდებაო სოფელში?- ვეკითხები და მანქანას ვძრავ
-მამა შემირიგდა?
-მართლა?- გავიკვირვე, ვითომ არ ვიცოდი
-როგორ?
-ტკბილეული ჩავუტანე- ეცინება
-აა, უყვარს?
-კი.
-არამგონია მხოლოდ მაგიტომ- ვეცადე მაქსიმალურად მიმზიდველად გამეხედა მისკენ, მაგრამ რაღავას შევასკდებოდი, ამიტომ გადავდე- სად მივდივართო?
კეკე მისამართს მეუბნება
-სწავლა მიატოვე?
-არა, დავბრუნდი, ცოტა ხანს შესვენება ავიღე.
-რას გასწავლიან ისეთს რაც არ იცი.
-ზუსტად როგორ უნდა დავხატო.
-გასაგებია, აბა როგორაა სოფელში ხალხი.
-ელიკომ თუ ნახავო მიოკითხეო.
-ვაა, ელიკო ნახე.
-ხო ყველსაც მატანდა
თვალები გავაფართოვე
-არ მეგონა თუ ელიკოს ძროხა ჰყავდა
-კი ყავს, ნათელა უწველის ახლა, ნათელას მალე ფრთები გამოუვა, არაფრით შეჭამა ჩემი ნამცხვარი მძიმე მარხვაზე ვარო.
-ყოჩაღ ნათელას, ყველი არ წამომიღე?
-მეგონა არ გნახავდი და მაგიტომ, მეთი ვერ ვნახვთქო.
-მაშინ შენი ყველი გამიყავი.
-რა?
-რა და დამნაშავე ხარ, ყველი რომ არ ჩამომიტანე.
-ერთ თავს მოგცემ- ეცინება და უზადო თითებს ერთმანეთში ხლართავს
-როგორია რეალურ ცხოვრებაში ცხოვრება.
-გადაფასებების პერიოდი იყო.
-მერე, რას მივხდითო?
კეკე წითლდება, ტუჩები უცახცახებს და ვერაფერს ამბობს
-რა?
-მრცხვენია, მრცხვენია ჩემი თავის.
-კიდევ დრო რომ გავა, უფრო დაინტანჯები და შეგრცხვება, მაგრამ ახლა შენ სამოს სულიც ექნება.
-რას გულისხმობ?
-სხვანაირი გრძნობით შექმნი, ამის თქმა მინდა.
-მე სულ გრძნობით ვხატავ.
-ხო?- ვკითხე და ჩემდაუნებურად ჩამეცინა
-რა უნდა გავაკეთო ჩემი დანაშაულის გამოსაყიდად?
-იმ ყველაფერს ვერ დაიბრუნებ რაც გქონდა.
-მაგას არ ვგულისხმობ, შენთან მიმართებაში.
-ჩემთან?
-ხო
-ჩემთან მიმართებაში საქმე რთულადაა.
-არ მოგვარდება?
-ვფიქრობ რომ არა.
-რატომ?
-ან შეიძლება კი.
-რა გავაკეთო?
-ერთი თავი ყველი და ნამცხვარიც საკმარისი იქნება- შე შტერო კაცო, ახლა მიდი და მაღაზია გაუხსენი ოთხი, ორის დახურვის ნაცვლად, მაგრამ კეკეს აქვს ის რაც კაცებს ჭკუას დააკარგვინებსო, არა ლამზი ფეხი კი არა და არა, უზომოდ ლამაზია, სული დაიბრუნა თუ არა ამას ნამცხვარი გვიჩვენებს.
-სოფლის რძეც მაქვს და იმედია გამოვა.
-ვნახოთ- ავიჩეჩე მხრები- აქ უნდა შევუხვიო?
-კი.
-ჩემ არჩეულ სახლში რა არ მოგეწონა ვითომ?
-ის რომ შენ იხდიდი, შენც დამნაშავე ხარ, შენ მიმაღებინე ყველაფერი მარტივად.
-ახლა ჯობს გაჩუმდე თორემ საკონდიტროც რომ გადმომიფორმო, მაინც არაფერი გეშველება.

სახლში რომ დავბრუნდი, გული გამალებით მიცემდა, თითქოს ის კეკე ვნახე ვისაც ველოდი ამდენი ხანი, მაგრამ რა ჯანდაბა მჭირდა და რატომ შემიძლია ასე მარტივად ვაპატიო ვერ ვხვდები, კარგად რომ მოსაღამოვდა, ფილსმსაც ჩავუჯექი, ღვინის ბოთლი დავიდგი და კარგ ღორს რომ შეშურდებოდა ისე მოვიწყე ყველაფერი გარშემო, ბევრი ტკბილეული, ბევრი ხილი, რძე, სასმელები, სპაგეტიც კი მოვიმზადე ჩემით, ყველაზე მაგარი ის არის შეფუთვებს რომ ხსნი და გადასაგდებად არსად დგები, ხო და სანამ ღრუტუნს დავიწყებდი, კარზე ზარიც გაისმა, ჩემი გეომეტრიული დაფა იმედია ადგილზეა და არ დაშლილა, რა უნდა, კარში ვიხედები და ასვეტილ კეკეს რომ ვხედავ, სამ წუთში ყველაფერს ვალაგებ, საძინებელში ვყრი და კარს ვკეტავ.
-ვახ- გავიღიმე და კარი გავხსენი
-ნამცხვარი და ყველი- თქვა მორცხვად
-ვინმე არის შენთან ერთად?
-რა?
-ვინმე იმალება უკანთქო, ხომ არ გაშანტაჟებენ მიდი საბასთანო.
-არა.
-ამ ნამცხვარში რამეა?
-რა უნდა იყოს.
-საწამლავი.
-არ შემოხვალ? -ვკითხე ღიმილით
-არა, უბრალოდ მოვიტანე.
-ვალს გადახდა უნდა.
-მეგონა რომ ამ ფორმით გადავიხდიდი.
-შენ გგონია ერთი თავი ყველით მომისყიდი?
-არა უბრალოდ...
-მოდი.

კეკე მორცვად შემოდის და მაგიდაზე დებს ნამცხვარს.
-ყველი მაცივარში შედე, ნამხვარი დაჭერი, დანა პირველ უჯრაშია, თეფშები იცი სადაცაა, მომიტანე, ოღონდ ძალიან არ იხმაურო ფილმს ვუყურებ, ისე სერიალებს აღარ უყურებ?
-არა.
-ბეიები დაივიწყე?
-ხო.
-ამერიკულებზე გადახვედი?
-რა შუაშია?
-არ მითხრა სამეფო კარის თამაშევს ვუყურებო.
-ვნახე, მაგრამ ჩემი ჟანრი არაა.
-არც მე მომეწონა.
-შენ რას უყურებ?- მკითხა ინტერესით.
-მე, შუაღამე პარიზში. იცი?
-არა.
-სირცხვილი.
-მეორედ უყურებ?
-დაჭრი თუ არა ნამცხვარს?- ვკითხე უკმაყოფილო სახით და ფილმის ცქერა გავაგრძელე.
ნამცხვარი მომართვა, პალმები არსად იყო თორემ დავანიავებინებდი.
-ეზიარე კლასიკას თუ გინდა, წუთია დავიწყე და თუ გინდა თავიდან გადავახვევ.- რამდენი გინდა იყო,
-არა იყოს- გამირითმა ფიქრები.
-გინდა.
-არ არის საჭირო, ღვინოსაც დალევ შენ ისეთი ქალი ხარ, ოცხანური საფერე გინდა?
-არა.
-გკითხე ხომ?
-კი.
-ხო და აღარ გეკითხები, დამრტყმელი პურისმჭამელი ქალივით უნდა დალიო.
-საკმარისია.
-დაჯექი!
კეკე იატაკზე ჩემ გვერდით ჯდება.
-უი ჭიქა არ გაქვს, კარადა გამოაღე და იქ იქნება.
კეკე თავს აქნევს და მიდის, რა არ მოეწონა გოგოს. ჭიქა მოაქვს, ბოთლს ვუწვდი ელოდება როდის დავუსხამ.
-გამომართვი- ვამბობ და კეკე ბოთლს მართმევს
ფილმი თავიდან დავიწყე.
-მაღალი მოდის ქალბატონო პარიზში ხართ ნამყოფი?
-არა.
-არ წაგიყვანეს კოლეგებმა?
-დარჩა წარსულში.
-მოდი ამ ჭიქით ჩვენ შეცდომებს გაუმარჯოს, რომლებმაც რაღაცები გვასწავლა, რაღაცებს მიგვახვედრა და ასე შემდეგ.- ჭიქას ვუჭახუნებ
კეკ სვამს
-ალავერდი შენთან ვიყავი.
-სადღეგრძელო უნდა ვთქვა?
-აბა როგორ?
-მე ოცი...
-ეს მუსიკა მიყვარს, გაჩუმდი ნახე რა კარგია- ამ ფილმის დასაწყისზე ვგიჟდები, გავინაბე, სასმელი მომეკიდა. კეკე ღვინოს ხმაურით სვამს.
ნამცხვარს გაუზარებლად ვჭამ და ცარიელ თეფშს ვუწვდი
-მომეწონა, კიდევ მინდა.
კეკე ფეხზე დგება და ნამცხვარი მოაქვს.
-დადე- ვინაბები, დებს.
-ხომ გიხარია რომ ნაცხვარი მომეწონა.
-რა?
-ერთ დროს შენც მომწონდი.
სიჩუმე, ღვინის ცარიელი ბოთლი, ახალი მოაქვს, გავაგზავნე, პირდაპირი მნიშვნელობით დასჯილი ბავშვივით გავაგზავნე და მეტიც გავახსნევინე, კორპს რომ აძრობდა ლამის თვალები გადმოცვივდა, მაგრამ ხომ გახსა, თქვენ გგონიათ არ დამისხა? ისე კარგად დამისხა, მესამე ნაწერიც გამოაყოლა. კარგად მომეკიდა, რომ დაგატრიალებს ისე, ახლა რომ ფეხზე ავდგე დიდი ალბათობით თავზე დავეცემი, ფილმი დამთავრდა. კეკეს გავხედე, ისიც მთვრალი და სევდიანი იყო.
-აბა ფილმზე რა შთაბეჭდილება დაგრჩა.
-მიყვარს ჰემინგუეი.
-ოხ, კიდევ?
-კიდევ რა?
-მე არ მოგწონდი?
კეკ იმორვხვებს და ფეხებს ძლიერად ატყუპებს ერთმანეთზე
-საერთოდ არა, როგორ შეიძლება ჩემნაირი სიმპათიური მამაკაცი არ მოგწონდეს?
-წავალ.
-მე არ მითქვამს წადითქო- ვბარზდები და უკვე სიმთვრალისგან ვბლუყუნებ.
-რით ვერ გამოვისყიდე დანაშაული.
-ასე მარტივი არაა ცხოვრება კეკე- ვამბობ და მხარზე ხელს ვადებ, ცხბება სხეული ეჭიმება და ტუჩები ეპობა
-გამაბრაზე- ვმარცვლი
-ძალიან- ვამატებ მკაცრი სახით- მაგრამ მიხარია მისი დაბრუნება.
-საკმარისია!
-შენ არ გელაპარაკები
-რა?
-რა, რა დამღალე, კეკეს ველაპარაკები და არა იმ უნახავ ქალს. კეკე აქ ხარ?
-საბა.
-გისმენთ ბატონი საბა.
-ხელი, მტკივა- მეჭიდება ხელზე.
-მე იცი როგორ მეტკინა?- ხელს ისევ ძლიერად ვუჭერ მხარზე- ამაზე მეტად
კეკეს თვალები ცრემლებით ევსება.
-სად არის კეკე?
-რას ლაპარაკობ, მთვრალი ხარ?
-კეკე დამალარაკე.
-გთხოვ, მტკივა?
-გამოუშვი კეკე, შენ შეპყრობილი ხარ.
-საბა, მართლა ძალიან მკტივა.
-დამიბრუნე კეკე.
-მე ვარ კეკე.- მპასუხობს ტრილით და მხარზე ხელს ვუშვებ
-ვაა, დაბრუნებას გილოცავ კეკე- მეფინება სახეზე ღიმილი, კისერზე ხელს ვხვევ და ჩემ სახესთან მისი სახე მიმაქვს, ცხვირზე ცხვირს ვაჭერ და სუნთქვაც კი მიჭირს.
-მომენატრე.
-საბა.
-როგორ ხარ?
-რას აკეთებ.
-უნდა გაკოცოთ, ისე მომენატრეთ კეკე.
-მართლა მთვრალი ხარ.
-კეკე დამალაპარაკე, შენ გაჩუმდი, ბოროტო სულო.
ტუჩებზე ტუჩებით ვეხები, თავის უკან გაწევას ცდილობს, მაგრამ ვერსად მიდის, ბოლოს ძალა ეცლება და იმას ვაკეთებ რასაც ფხიზელი კი არა მთვრალიც ვერ წამოვიდგენდი, ვკოცნი და კოცაზე პასუხს მხოლოდ რამდენიმე წამში მიბრუნებს.
-კარგად უმუშავია თურქულ სერიალებს.- ვწყდები მის ტუჩებს და ისეთი სიამოვნების გრძნობა მეუფლება თითქოს ათი კაცი მასაჟს მიკეთებდეს.
-კეკე
-რა?
-ის ხარ?
-გამიშვი.
-გითხარი შენ არ გელაპარაკებითქო! კეკე.
-გისმენ.
-ნუ იკარგები, თორემ გატკენ.- რა ჯანდაბას ვაკეთებ არ ვიცი მაგრამ კალთაში რომ ვისვამ ეგეც ფაქტია და თმებში რომ ხელებს მიცურებს ეგეც ფაქტია.
-ჩამოთრეულო, გათახსირებულო ქალო- მეცინება მის ტუჩებზე მიკრულს
-რა?
-თმაზე ხელი გამიშვი
ხელს უკან წევს
-ჩემ კალთაში ზიხარ?
-ხო- მიქნევს თავს
-შენ არ გელაპარაკები
-გამიშვი-ამბობს და ფეხზე ადგომას ცდილობს
-დარჩი კეკე
-ახლა გადავირევი- კივის ბოლო ხმაზე
-მეც გადამრია, ჩვენ შორის დგება, ხომ წარმოგიდგენია რა თავხედია?
სიჩუმე
-კეკე- ვოხრავ და მის ყელს ხარბად ვათვალიერებ
-ხო
-გინდა გეომეტრიაში გამეცადინო?
კეკე თვალებს აფართოვებს და სირბილით მიდის სახლიდან, ოხ რა საოცარი კაცი ვარ, ვდგები ბარბაცით და საძინებლიდან ჩემი სასუსნავები გამომაქვს. ღვინის ჭიქას ვიღებ და კაკეს დაბრუნების სადღეგრძელოს ვსვამ. მგონი უკვე ჩემთანაც აბრახუნებენ.



№1  offline წევრი nigita

რა ნამუსით დაგიწერო არ მყოფნის მეთქი laughing laughing ისედაც რა მალ მალე დებ ახალ ახალ თავებს. რა უნდა გითხრა შენი მოთხრობების კითხვა ერთი დიდი სიამოვნებაა. laughing

 


№2  offline მოდერი GEGI გეგი

nigita
რა ნამუსით დაგიწერო არ მყოფნის მეთქი laughing laughing ისედაც რა მალ მალე დებ ახალ ახალ თავებს. რა უნდა გითხრა შენი მოთხრობების კითხვა ერთი დიდი სიამოვნებაა. laughing

რა ვქნა, რაც თავისუფალი დრო მაქვს, ვწერ. heart_eyes დარედაქტირებაზეც არ მჩება დრო თორე ? ვიცი სადაც იწრება.

 


№3 სტუმარი sann

აბრახუნებენხე და გეომეტრიაზე გადავფიჩინდი, მეც არ ვიტყოდი მომზადებაზე უარს. smile smile

 


№4  offline მოდერი GEGI გეგი

sann
აბრახუნებენხე და გეომეტრიაზე გადავფიჩინდი, მეც არ ვიტყოდი მომზადებაზე უარს. smile smile

მეცადინეობა გინდა?

 


№5 სტუმარი ნაინა

აუუუ რაკარგია, თან ძალიან კარგი, მართლა არ მყოფნის

 


№6 სტუმარი მანგო

აუ რა კარგი ყოფილა ასეთი ტემპით რომ გზვდება საიტზე სასურველი ისტორია????????

 


№7 სტუმარი Natashkina

Gegi :) საბადან ორივე წიგნი წაკითხული არს :)) როდის გაგრძელდება?

 


№8  offline მოდერი GEGI გეგი

Natashkina
Gegi :) საბადან ორივე წიგნი წაკითხული არს :)) როდის გაგრძელდება?

გამარჯობა. რომანი დასრულებულია და ამ ეტაპზე გაგრძელება არ იგეგმება.

 


№9 სტუმარი სტუმარი nancho

ძალიან საინტერესო ისტორიაა,როგორც ყოველთვის.

 


№10  offline წევრი LI_BE

ვახ, მე აქამდე რატომ მეგონა, რომ მაგ საქმეს ფიზიკაში მეცადინეობა ერქვა?! smile smile wink

 


№11  offline მოდერი GEGI გეგი

LI_BE
ვახ, მე აქამდე რატომ მეგონა, რომ მაგ საქმეს ფიზიკაში მეცადინეობა ერქვა?! smile smile wink

ფიზიკაშიც გადის, ქიმიაც არის, ბიოლოგიაც და კიდევ ბევრი სხვა.

 


№12  offline აქტიური მკითხველი terooo

ვაიმე... მივახრჩოოვ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent