თმენის ვალდებულება - IX
იმ ღამეს კეკე ვნახე სიზმარში, ოღონდ ვერ ვიტყვი, თვალები ძლიერად დავხუჭე, გამომეღვიძა, ოფლად ვიღვრებოდი, ისევ მაკანკალებდა, რა ჯანდაბა დამემართა არ ვიცი, მაგრამ ეს რა იყო ესეც არ ვიცი, ვერ ვიტყვი, სხეულის და საკუთარი თავის დამშვიდებას სევუდექი, ცივი წყალი დავლიე, მერე საწოლს დავუბრუნდი, ცხელი იყო, ყველაფერი გადავატრიალე, მაინც ვერ გავგრილდი, სიზმრები კი არა ძილიც აღარ მეკარებოდა, კეკეზე ვფიქრობდი და გული გამალებით მიცემდა. მეორე მიზანი დავისახე, რომ კეკე ქალაქში უნდა წამომეყვანა საწსავლებლად და ამის ერთადრეთი გზა ის იქნებოდა რომ მამაის დაენახა რომ მართლა ღირებულ საქმეს აკეთებს და ამისგან ფულის გაკეთებაც შეიძლება. მეორე დილით ნიტას დავურეკე, ისე მიპასუხა თითქოს საუკუნის მეგობრები ვყოფილიყავით, დიდ თანხასაც დავპირდი თუ არაფერს მეტყოდა, ანგარიშიდან ფულის მოხსნამ არ დააყოვნა და ნიტა, თეთრი პერანგით, მკერდგადმოგდებული (ლამის) შორტებით და გრძელი ფეხებით ძვლივს მოღოღავდა სოფლის ორღობეში, არ დავენახე, მერე დამირეკა, ისეთი ხმა ჰქონდა შემეშინდა. -სად მომათრიე აქ, ეს რომ მცოდნოდა ფეხსაც არ მოვადგამდი აქ ან თანხის დამატებას მოგთხოვდი, უკან როგორ გავბრუნდე? -დარჩი თუ გინდა? -სად ცხოვრობს? -მესამე სახლია, დაუძახე კეკე და მიჰყევი ინსტრუქციას. -საბა, მართლა დავიღალე -გავიგე და დაგიფასება. მთებში რომ მზე დასაძინებლად წავიდა, ნიტა ჩემი სახლის კარს მოადგა, კიდევ კარგი გამოცვლა მოვასწარი, ლურჯ პარკში შეხვეული კაბა ეჭირა და რომ დამინახა ამათვალიერა -ოო, წვერი მოუშვი?- მკითხა ღიმილით და გადამკოცნა -ხო, როგორ ხარ? -მე ძალიან, ძალიან კარგად თავად? -არამიშავს -სახლის ზღურბლზე უნდა ვიდგე? -არა, შემოდი -ვინაა ეს გოგო ამხელა თანხა რომ გაირე მისთვის? -შენ ვინ ხარ ამხელა თახა რომ მოგეცი? -მე იმ გოგოს გამო მომეცი ის თანხა -ხო, მამამისმა რაო? -ორივე გაშტერებული მიყურებდა, სახლში შემიპატიჟეს, რომ გაიგეს რომ უკან ვბრუნდებოდი დარჩენაც შემომთავაზეს, მაგრამ ვუთხარი სხვაგან ვრჩებითქო -რა? -რა რა, გემუდარები ჩაი სად გაქვს გავიკეთებ- პარკს სავარძელზე აგდებს და კაკუნით შემოდის -მე გაგიკეთებ? -რა?- მეკითხება სიცილით -ხო რა იყო, ჩაის გაკეთებას რა უნდა, გშია? -კი, მაგრამ ღამე არ ვჭამ -გასაგებია, ჩაიც უშაქრო ხომ? -კი -რაო კეკემ? -გადაირია, მამა მომაგნესო, ის კაცით თვალებგაფართოვებული მიყურებდა -კარგია -რა, მართლა ვინ არიან, ისე გადავირიე, ისეთი ლამაზი კაბაა რომ სიამოვნებით ჩავიცვამ -მაშინ ფული უნდა გადაიხადო -ბატონო? -ხო -რა ხო, კაბა მე არ მრჩება? -რატომ უნდა დაგრჩეს შენ?- ცხელ წყალს ვასხამ ფინჯანში -აბა შენ რათ გინდა? -რატო რა, ვინმეს მივცემ -მისმინე, კილომეტრები მატარე ამისთვის და მგონი ვიმსახურებ, ნახე რა ტანზე ვარ, შეხედე ჩემ ფეხებს, არ მომიხდება? გამაჟრჟოლა, ნიტა ან მართლა ლამაზი იყო, ან უნახაობის ბრალია -კარგი, მაგაზე მოგვიანებით. -ინტერნეტი არ გაქვს? -არა -როგორ ჩერდები აბა აქ? -რავი, მაგას აქვს ხიბლი, გამომართვი- ფინჯანს ღიმილით მართმევს და სკამზე მოწვეტით ეცემა -გადაიღვრება -ნუ დარდობ, რამდენ ხანს რჩები აქ? -მომავალ კვირას დავბრუნდები -ხო თორე ლუკა ზედმეტად აგრესიული გახდა და სანამ მთელი გუნდი ავმხედრდებით ჩამოდი და ეგ წვერი გაიპარსე -რატომ არ მიხდება? -კაცის წვერი უნდა გჩხვლეტდეს სასიამოვნოდ ლოყაზე და ტუჩების ძებნა არ უნდა გჭირდებოდეს. -ეგ სადმე ჩაიწერე არ დაგავიწყდეს -ოხ, ეს რას მივაწეროთ? -გადაღლას -ისე მართლა ლამაზი სოფელია, კაბა გადმომიგდე რა? პარკს ვიღებ და ნიტას ვუწვდი -ნახე ტიპს რა ორნამენტები აქვს გაკეთებული გავგიჟდი, ეს უნდა იყოს აქ და ზატოს ქალაქის ცენტრში სამი ბუტიკი ჰქონდეს? -მართლა მოგეწონა? -მე და მოდა დაბადებიდან ვდაქალობთ, ლამისაა ბავშვი მოვანათლინო -ბავშვი არ გყავს -ხომ მეყოლება, ხო და როდის იყო ტყუილს ვამბობდი -ოხ- მეცინება- ბებიაშენის დაკრძალვა რომ სამჯერ იყო დაგავიწყდა? -აუ შენ რა ბოღმა კაცი ყოფილხარ- გაბრაზდა და პარკში კაბა ჩააბრუნდა- გადამატანე თან, ერთი ორი დღე რომ გაგეთავისუფლებინეთ ეგ სისულელები აღარ დამჭირდებოდა. -შენი წვეულების გამო სამსახურში რომ უამრავ პროექტს აკლდები არაფერია? -კი მაგრამ ხომ იცი როგორ მიყვარს ეგეთი ამბები -მოვრჩეთ ახლა მაგაზე საუბარს -როგორც გინდა, არ იძაბები ახლა ერთად რომ ვართ მარტოები სახლში? -მოიცა- მეცინება- რა გინდა მაგით რომ მითხრა? -ეგეთი საწყალიც არ ხარ -ბატონო? -რა რამდენი ხანია აქ ხარ გადმოხვეწილი და ჩემნაირ გოგოებზე ფიქრობ -ვგონებ ჩემი ტუჩების მოძებნა გაგიჭირდება -ვგონებ არა ის კიდევ, რანაირად საუბრობ, თუ მოვინდომე არაფერი გამიჭირდება -მამა საბა- გაისმა ხმა და ტანში გამაჟრჟოლა -რაო?- თვალები გააფართოვა ნიტამ -არაფერი შეიმჩნიო და დარჩი მანდ, რაც არ უნდა გაიგონო? პირდაღებულ ნიტას ვშორდები და კარისკენ მივდივარ, კეკე კართანაა ატუზული და სახლში ისე სწრაფად ყოფს თავს რომ ზედაც არ მიყურებს -მოვიდა ნიტა? -დიახ შვილო -აქ დარჩება? -კი- ვხურავ კარს -მამაო, გაწუხებთ მგონი და აჯობებს ჩემთან თუ დარჩება -არ მაწუხებს კეკე -ქალია მამაო -მერე რა -ყველაფერი უჩანდა ლამის -მერე რა? -არ გეშინიათ? -რისი? -გაცდუნოთ -თმენის ვალდებულება მაქვს კეკე -საიდან გაიგო თქვენ რომ იყავით აქ? -არ ვიცი, გზაში ვნახე და სასტუმრო სადააო, დარჩით აქთქო. -მამაო, რატომ არ გაცვიათ ანაფორმა? -იმიტომ რომ ასეა საჭირო და ცხელა -მაგ ქალს ბევრი ფული აქვს მამაო -ხო? -ხო, ჩემგან კაბა იყიდა -რას ამბობ? -დიახ მამაო, იცი რამდენი გადამიხადა? -მივიღე შეტყობინება -რა? -არაფერი -გამოვიდეს მამაო, გოგოები ერთად დავიძინებთ -არ ენდომება -უნდა მამაო, ჩემი სტუმარია -რას ამბობ კეკე სახლიდან ხომ არ გავაგდებ? -არა ჩემთან წამოვიდეს, სხვა კაბებს ვანახებ. -ნახავდა რომ უნდოდეს -ვაჩუქებ -ფული არ უჭირსო შენ არ თქვი? -ნაჩუქარი ყველაფერი კარგია- მიღიმის კეკე -წადი კეკე და დაისვენე -არა მამაო -რატომ? -ჩემი სტუმარია -კეკე მორჩი სისულელებს და წადი კეკე მიყურებს და უკან ბრუნდება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.