შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დიაგნოზი თავი 1


16-10-2019, 20:42
ავტორი ნიანო
ნანახია 851

-მალე დაბრუნდი..
-იცოდე არ გამაბრაზო...
-გელოდებით ნი...
-მიყვარხარ დე..
....
მაინც სად იწყება თითოული ჩვენგანის ისტორია? მაშინ როდესაც ვიბადებით? როდესაც რაღაც ახალს ვიგებთ? თუ მაშინ, როდესაც გადამწყვეტი მომენტი დგება ჩვენს ცხოვრებაში..
...
როდესაც დიაგნოზი დამისვეს 17 წლის ვიყავი.. სკოლაში გული წამივიდა და მის მერე საავადმყოფოში ვარ..გული თავის საქმეს ისე ვეღარ ასრულებდა როგორც საჭირო იყო.. უამრავი მილებით შემოხვეული თვეების მანძილზე ვიწექი პალატებში.. დიდი წვალების და შრომის შემდეგ დონორი გამოჩნდა.. და აი აქ იწყება ჩემი ისტორია..
..
მაცილებდა ყველა ვისაც ვუყვარდი.. ჩემი რეისი გამოაცხადეს.. ცრემლებით.. ტირილით.. სიცილით გამაცილა ყველამ..
-იცოდე, რომ ჩამოხვალ ფეხზე უნდა იდგე.._ჩუმად ჩამჩურჩულა ნიკამ..- მიყვარხარ პატარა
თვალებში შევხედე და გავუღიმე.. იმედი აღარ მქონდა,რომ უკან დავბრუნდებოდი ..მინდოდა ჩემი ღიმილი დამახსოვრებოდა..
....
-კიდე ერთხელ გამიღიმე რა.
-აუ ნიკა დავიღალე_ვეუბნები სიცილით დამისი ხათრით კიდევ ერთხელ ვიღიმი
აპარატი კიდევ ერთხელ ახმაურდა და უკვე არც ვიცი მერამდენე ფოტო გადამიღო..
-ესეც ასე.. _ გამომხედა ამაყი სახით როდესაც ჩემი საბოლოო სურათიც კედელზე გააკრა.
-ვერ ვხვდები რაში გჭირდება ამდენი..
-ვერც მიხვდები.. ეს ხელოვნებაა ნი.. ხელოვნება მასაზრდოებს..
-და შენი ღიმილი _ მითხრა რამდენიმე წამის შემდეგ..
-წამიკითხე რამე_ ვთხოვე და საწოლზე მოვკალათდი..


რარიგად მიყვარს, ტკბილო უქნარავ,
მაგ ტურფა ტანის
აციმციმებულ ქსოვილის დარად
მბზინავი კანი!

ჩანჩქერის მსგავსი მაგ შენი თმების
ფშვინვა-სუნთქვაზე_
იისფერი და შავი ზვირთების
მღელვარე ზღვაზე_
ყოველთვის ვთხოვდი ძილის წინ რამე წაეკითხა.. ისეთი ნაზი და ტკბილი ხმა ჰქონდა რომ იავნანასავით ჩამესმოდა ყურებში..
გვიან გამეღვიძა.. ნახევრად შიშველი ნიკა არაბივით იჯდა ძირს და სიგარეტს ეწეოდა.. სადღაც იყურებოდა სივრცეში.. მერე მივხვდი ჩემს ფოტოებს უყურებდა..ჩუმად მივუახლოვდი და გახურებულ ზურგზე ხელი დავუსვი..
-ნიკა.._ ფიქრებიდან გამორკვეულმა აწითლებული თვალებით ამომხედა და დიდხანს მიყურებდა.. ველოდებოდი როდის იტყოდა რამეს, მან კი ხელი მომკიდა და მუხლებზე დამისვა..
-ნიკა..
-ჩშშ_თითი მომადო ტუჩებზე- ხედავ კედელზე? იქ ჩემი სულია ნი.. _მიმანიშნა ფოტოებზე- როდესაც სული კვდება ადამიანიც კვდება ნი..
-სული უკვდავია..
-ზუსტად..მუდმივად ჩემთან უნდა იყო.. შენ რომ რამე მოგივიდესმოვკვდები..
მხარზე ჩამოვადე თავი.. მესმოდა გული როგორ უცემდა.. ცივ თითებს ცხელ ზურგზე დავატარებდი.. სწორედ ის დრო იყო ცივი თითები გულზე მომეჭირა და ვერ ვბედავდი..
-ნიკა.. კიბო მაქვს..
წამიერი სიჩუმე საუკუნედ გაიწელა.. თავი ამაწევინა და დიდხანს მიყურა ამღვრეული თვალებით.. ხელში აყვანილი წამიყვანა და ლოგინზე დამაწვინა, თვითონ კი აივანზე გავიდა.. ასეთი სიჩუმე ალბათ მხოლოდ სარკოფაგში სუფევს.. შემაძრწუნებელი სიჩუმე ნიკას ღრიალმა დაარღვია... შეშინებული წამოვხტი.. მუხლებზე დაგდებული ნიკა ბოლო ხმაზე ღრიალებდა და მუშტებს მეტლახს ურტყამდა.. რუხ იატაკს უკვე აჩნდა სისხლის კვალი..
-ნიკა..._ვუყვიროდი ბოლო ხმაზე მაგრამ ყურადღებას არ მაქცევდა.. უკნიდან მოვეხვიე.. ჩემს შეხებაზე გაჩერდა.. ღრმად ჩაისუნთქა და მომიცილა..
-რამე მითხარი_ ვუყურებდი შეშინებული თვალებით..
-არაუშავს.. ყველაფერი კარგად იქნება.. აი ნახავ_მთელი ძალით მომეხვია და ჩემს თმაში ჩარგული ბუტბუტებდა..- ყველაფერი კარგად იქნება.. ნახავ.. აი ნახავ..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent