შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემთხვევით შეყვარებული^12^


16-10-2019, 21:07
ავტორი წერო:)
ნანახია 1 605

სად წავიდოდა გაბრაზებული,ატირებული,ნაწყენი გოგო?
ჰო რა თქმა უნდა სად თუ არა სანაპიროზე.
მაგრამ სად სანაპიროზე?საით?
კარგად მქონია საქმე მე თუ ახლა 326 კილომეტრიან სანაპირო ზოლს ჩამოვუარე და ისე ვეძებე.საერთოდ ტელეფონი წაიღო?_ნიკამ ტელეფონი ამოიღოო და ანანოს ნომერზე დარეკა.გამორთული იყო.ნიკამ ერთი კარგა გვარიანად შეიკურთხა და ჩქარი ნაბიჯებით გაყვა გზას სანაპიროსკენ,თან თვალებს აცეცებდა და გოგოს ეძებდა.ყველგან გრძელ სკამზე ჩამომჯდარი ანანო ელანდებოდა და ლამის სიგიჟის ზღვარზე იყო ამის გამო მისული.
თხუთმეტწუთიანი ძებნის შემდეგ მართლაც იპოვა ანანო,ეტყობა ღმერთმა გადმოხედა თორემ უკვე იმედი ქონდა გადაწურული.ბიჭმა თვალები დაახამხამა კიდევ ეგონა რომ ეჩვენებოდა მაგრამ როცა მიხვდა რომ ეს ფანტაზიის ნაყოფი არ იყო სიხარულით ცას ეწია.
ამდენი ხანი ეძებდა და ახლა რომ იპოვა აღარ იცოდა რა ექნა.მისულიყო?დაეცადა?
დაახლოებით ორი წუთი ფიქრობდა ამაზე ანანოს მიშტერებული რომელიც ხან ზღვას უყურებდა ხან სახეს ხელბში მალავდა ეტყობოდა ვერ ისვენებდა.ნიკამ ბოლოს გადაწყვიტა მისულიყო და ყველაფრისთვის ბოდიში მოეხადა.ხომ არაფერი იყო საშიში მაგრამ თავს ისე გრძნობდა თითქოს განკითხვის დღე დამდგარიყო.გოგოს ნელა მიუახლოვდა გაღიმებული სახით და მხარზე ხელი დაადო.ანანო შეხტა და ნიკას სწრაფად ამოხედა,ბიჭმა კიდევ უფრო გულღიად გაუღიმა აი ანანოს კი ისევ ბრაზი გამოესახა სახეზე
_თავს რატომ არ მანებებ?_დაასწრო ნიკას
_იმიტომ რომ ბოდიშის მოხდა მინდა!
_ოჰ მართლა?რა გეტაკა?
_რატომ ხარ ირონიული?
_მოდი დავფიქრდეთ_ანანომ ჩაფიქრებული გამომეტყველება მიიღო_შეიძლება იმიტომ რომ ჯერ სასტუმროში მიყვირე,მერე ქუჩაში მირჩევდი საქმეს თანაც საკმაოდ ხმამაღლა კიდევ ხელები დამამტვრიე რავი აბა...მემგონი მადლობელი უნდა იყო მარტო ირონიული რომ ვარ_ნიკა ჩაიცინა
_მადლობა ანანო უღრმესი!ვხვდები ჩემს დანაშაულს_ნიკამ მკლავებზე თითები ნაზად ჩამოუსვა მერე თავი დახარა და ჯერ კიდევ გაწითლებულ მკლავზე აკოცა ანანოს გააჟრიალა ნიკამ იგრძნო და ტუჩის კუთხე სიამოვნებისგან ჩაეტეხა_და მაპატიებ?_წარბებს ქვემოდან ამოხედა ნიკამ დაბნეულ გოგოს
_კარგია თუ ხვდები და ბოდიშს იხდი.კარგი _ძლივს შეკოწიწებული მშვიდი ხმით უთხრა საშინლად აფორიაქებულმა ანანომ.ნიკამ ფართოდ გაიღიმა და ანანოს მოეხვია გოგო წამით გაიტრუნა მერე კი დაძრომა სცადა
_აეე ჩემი ძმა შენ ძაან ხო არ აგივარდა თავში?
_არა_აუღელვებლად უპასუხა ნიკამ,მკლავები უფრო მაგრად მოხვია და ცხვირი მის თმებში ჩარგო.ანანოს გულისცემამ პიკს მიაღწია,ლოყები გაუხურდა მაგრამ მაინც ცდილობდა არ დასტყობოდა.ოხ ეს ჩვევები
_მემგონი დამტვრეული ნეკნებისთვისაც მოგიწევს ბოდიშის მოხდა_ძლივს თქვა გაბრუებულმა ანანომ_და ვგონებ მაგას მარტო ბოდიში აღარ უშველის_ნიკას ჩაეცინა
_ეგრე ძალიანაც არ გიჭერ_ანანოას ნელა მოშორდა
_ხო შენ მკლავებზეც მასე გეგონა!
_კაფეში გავიდეთ არ გინდა?_ირონია დააიგნორა ნიკამ
_არა მეზარება
_არც კინოში?როგორმე ხომ უნდა გამოვისყიდო დანაშაული_ცალყბად გაიღიმა ნიკამ
_აუ..არა რა
_ნეტა მორცხვი არ იყო და მეტი არ მინდა არაფერი წამობრძანდით ქალბატონო გოგუაძე თუ შეიძლება_გაიცინა ნიკამ და ანანო წაათრია კინოსკენ
_აუუ არ მინდაა თან ფულიც არ მაქვს წამოღებული
_ძალიან მაინტერესებს რომც გქონოდა გეგონა გადაგხდევინებდი?_წარბის აწევით გახედა ნიკამ_მაგ დონის იდიოტი გგონივარ?
_ნუუ..._ღიმილით თქვა ანანომ და ნიკამაც გადაიხარხარა.
_შენ ძაან ხო არ გამიშინაურდი_თითი დაუქნია ნიკამ
_არა რას ამბობთ!_გაიცინა ანანომ
კინოში მივიდნენ და აღმოჩნდა რომ ადგილები მარტო საშინელებათა ფილმზე იყო დარჩენილი .ანანოს საშინლად არ მოეწონა ეს ამბავი მაგრამ ნიკას ეტყობოდა თითქოს გაუხარდა კიდეც
_აუ არ გვინდა რაა გევედრები_ხელზე ჩამოქაჩა ანანომ ნიკას რომელიც უკვე ბილეთს ყიდულობდა
_არ მითხრა რო გეშინია
_რომ გითხრა?
_ჩემი ყბიდან მთელი ცხოვრება ვერ ამოხვალ_გაიღიმა ნიკამ
_აუუუ არ მიყვარს საშინელებები
_ან გიყვარს და გეშინია_ნიშნისმოგებით დახედა ნიკამ გოგოს რომელსაც ტანჯული გამომეტყველება მიეღო
_ხოო _ ამოიბურტყუნა ანანომ
_ნუ გეშინია ანანო ეკრანზე გამოსახული გუდიანი კაცები არაფერს დაგიშავებენ ან არადა ჩემთან ექნებათ საქმე
_მასხარა ხარ რაა_ანანო ნიკას უკვე დარბაზისკენ ფეხათრევით მიყვებოდა.ნიკამ პოპკორნიც იყიდა და კინოს დაწყებას დაელოდნენ ანანო ადგილზე ცმუკავდა და ვერ ისვენებდა.
_კაარგიიი ანანოო_გაიცინა ნიკამ_მოისვენე_ანანომ ერთი გსდახედა და მერე პოპკორნის ჭამა დაიწყო თანაც ძალიან სწრაფად
_შენ თუ ამ ტემპით გააგრძელე დამიჯერე ფილმის შუა ნაწილამდეც არ გვეყოფა_ღიმილით თქვა ნიკამ.ანანო გაწითლდა
_აუუ აბა რა ვქნა?ვაი დედა დაიწყო უკვე_ეკრანმა გაანათა და ანანოც ისევ ანერვიულდა_კაი დავიძინე მე
_ნუ სულელობ ანანო ძალიან აბუქებ იქნებადა სულ არაა საშიში
_არა საშინელება მოეპრიანათ და ისე დაარქვეს_ანანო დაწყნარდა და ცდილონდა ფილმისთვის გულგრილად ეყურებინა .მართლაცდა რა იყო საშიში უზარმაზარ ეკრანზე გამოსახულ უზარმაზარ სისხლიან,დაჩეხილ ხალხში?
ნაჯახჩარტყმულ კაცებში?
აგრესიულ გველებში რომლებიც ყველა გამვლელს გლეჯენ?
კაცში რომელიც ხალხს შუაზე ხერხავს?
ან თუნდაც მომაკვდავ ქალში რომლის გამოჭრილ ყელშიც სისხლი ჯერ კიდევ ბუყბუყებს?
არაფერი!
სწორედ ამ "არაფრის" გამო იყო ანანო უკვე ჭამაც რომ დავიწყებოდა და ნიკას მხარს მიკვროდა .თვალებს ხუჭავდა მერე ცალს ახელდა და როცა დანახავდა რომ საშინელი მომენტები კიდევ არ დამთავრებულა შიშისგან უფრო მეტი ძალით ეკვროდა ნიკას.ბიჭს კი ეღიმებოდა და ხელებს ხვევდა.
_არ მეგონა ასეთი მშიშარა თუ იყავი_ჩასჩურჩლა ნიკამ
_არ ვარ...უბრალოდ დიდ ეკრანზე სხვა ეფექტი აქვს თან სიბნელეში..._ჩურჩულითვე უპასუხა ანანომ.მოულოდნელად ფილმში რაღაცამ სისხლისგამყინავად იკივლა და ანანოს მთელ ტანში დაუარა ჟრუანტელმა.თვალები სწრაფად დახუჭა და თავი ნიკას მკლავებში ჩარგო.ბიჭმა ჩაიხითხითა და თმები აუჩეჩა
_ის იცი კაცმა რომ მამალი მოიპარა და იძახდა მე არ მომიპარავსო და ამ დროს ზურგსუკან დამალული მამლის კუდი მოუჩანდა?
_აუ ნიკა რატო ხარ დამპალი?_ამოიდუდღუნა ანანომ და მოშორება სცადა მაგრამ ნიკა არ გაუშვა
_იყავი ასე მშვიდად იქნები_ანანომ არაფერი უპასუხა გულში კი გაიფიქრა"კი როგორ არ შენ ჩაგეხუტები და მშვიდად ვარ აბა რა... ავფორიაქდი ქალი"
ფილმი დაახლოებით ორი საათი გაგრძელდა.დამთავრებისას ანანომ შვებით ამოისუნთქა
_მადლობა ღმერთს დამთავრდა_ნიკას მოშორდა
_გეშველა ანანო_გაიცინა ნიკამ და ფეხზე წამოდგა
_იცი რა სულაც არ იყო საშიში_გაუცინა ანანომაც
_აბა ჩახუტება თუ გინდოდა გეთქვა ამდენს რაღას წვალობდი_ჩაიხითხითა ნიკამ.ანანო დაეჭყანა
_ჩახუტება მინდოდა არა კვახი
კინოდან გამოვიდნენ და ანანომ გარემოს თვალი მაინც შეშინებულმა მოავლო
_რა იყო ნაჯახიან კაცებს ამოწმებ ბარტყო?
_ბარტყოს ნუ მეძახითქოო და არაფერსაც არ ვამოწმებ!
_კი როგორ არა.
ჩუმად მიდოდნენ დიდხანს და ანანო ფიქრებში იყო ჩაფლული.რას ნიშნავდა ნიკას ეს ქცევები?ნეტავ მარტო ბოდიშის მოხდასა და დანაშაულის გამოსიდვას მოიცავდა?ამდა ის ლეკვის ჩუქება რაღა იყო?რომელი ნორმალური არც ისე ახლობელი ადამიანი ადგებოდა და ლეკვს აჩუქებდა იმის გაგებაზე რომ ანანოს ძაღლი მოუკვდა?ანანოს თავისდაუნებურად იმედის ნაპერწკალი გაუჩნდა ბოლოსდაბოლოს თვითონაც ხომ არ იყო გულგრილი?თანაც ეშინოდა ამ იმედის,არ უნდოდა უბრალო ნაპერწკლად დარჩენილიყო.
ლამის აორთქლდა როცა ნიკამ მკლავზე აკოცა ბოდიშის მოხდისას.მაგრამ ანანო რის ანანო იქნებოდა ეს რომ შეემჩნია?!არადა ადრენალინი,სიხარული,სიამოვნება,შეცბუნება ერთად იგრძნო მაშინ.
ამ ფიქრებში ისე დარჩა მარტო თავადაც ვერ შეამჩნია და როცა ნიკას გახედა რაღაცის საკითხავად და იქ არ დახვდა კინაღამ გული წაუვიდა.
_ნიკააა...კარგი რა...გამოდი..._აკანკალებულ ხმას ვერ იმორჩილებდა ანანო და თვალებს აცეცებდა ზუსტად იცოდა ნიკა სადღაც დამალული იყო და ეთამაშებოდა მაგრამ მაინც ძალიან ეშინოდა_ნიკააა..!გთხოოვ..._ხან იქეთ ტრიალდებოდა და ხან აქეთ რომ ნიკა დაენახა.გული ამოვარდნას ლამობდა და ანანო თავს უბრაზდებოდა ასე რომ ეშინოდა.ბოლოს ტელეფონის ძებნა დაიწყო ჯიბეებში და ის იყო უნდა ჩაერთო როცა მხრებზე რაღაც ღრიალით ეცა.შეშინებულმა ანანომ ბოლო ხმაზე იკივლა და "რაღაცისგან"გათავისუფლება სცადა თან კივილს ვერ წყვეტდა."რაღაცამ"სიცილი დაიწყო და აკანკალებულ გოგოს მკლავები თბილად მოხვია
_კიდევ იტყვი რომ არ გეშინინა ბარტყო?_ნიკაპი მხარზე ჩამსდო დახმადაბლა ხავერდოვანი ხმით უთხრა.თან ხელები შემოხვეული ჰქონდა
_არ შეიძლებაა..._კანკალებსა ანანო ისევ_ხომ შეიძლება გული გამისკდეს არა?იქნება დიაბეტი დამემართოს?
_რა დედაჩემივით ლაპარაკობ რა დაგემართა?_ჩაიცინა ნიკამ
_უიმეე რომ ვლაპარკობ საერთოდ არ გიკვირს?მომშორდი თუ შეიძლება და ჩემი ნერვების წრიახი შეწყვიტე!
_როგორც გენებოთ_ნიკა მოშორდა და სასტუმროშიც მალე მივიდნენ.ლუკა და ლიკა წასული დახვდათ.ანანო ნიკას დაემშვიდობა და ნუცასთან შევიდა კარი მიხურა თუ არ მაშინვე დაქალს ეცა
_მოსაკლავი ხარ! მ ო ს ა კ ლ ა ვ ი !!!რა გამიკეთე ეს?რა გინდოდა?!რა დაგიშავე ჰა?მოვკვდი ქალი კინაღამ!_ნუცა უსმენდა და გემრიელად ხარხარებდა ეს კი ანანოს მთლად აგიჟებდა
_აღიარე შედეგი გამოიღო
_უტეხი ხარ
_შეიძლება_მხრები აიჩეჩა ნუცამ_ახლა მოყევი დროზე რა მოხდა
_შენ არ ხარ ღირსი მაგრამ მე თუ არ მოვყევი ემოციები გამხეთქავს
_ოჰოოო_ნუცა კომფორტოლად მოკალთდა და მეგობარს უკიდურესად ინტერესიანი მზრე მიაპყრო რაც "დაიწყეს" ნიშნავდა.ანანო თითქმის ნახევარი საათი მოუნდა მოყოლას თან ნუცას შეკითხვებს პასუხობდა ბოლოსდაბოლოს რომ დაამთავრა ნუცამ თავისი თავის ქება დაიწყო
_არა აღიარეთ რაა გენიოსი ვარ!იმენა გენიოსი!მე რომ არა რა გეშველებოდათ დარჩებოდით ისე თვალების ჟუჟუნის ამარა!ამ ჩემს ბიძაშვილს დამიხედეთ "რავარი" ეგოისტი ყოფილა!თან რომ კითხო ამჩემფეხება ტიპია ნწ ნწ...


აი მეთორმეტეც!ყოველშემთხვევაში ვეცადე გამეზარდადდდდ
რატომ პასიურობთ ასე ძალიან ფიიფოოოოლ?!არადა აქტიურობა იცით რამხელა სტიმულია?!



№1  offline წევრი elka popova

Далиан карги нацармоебиа , гмадлобт да ковел дге ро дадотхолме карги икнеба

 


№2  offline წევრი წერო:)

elka popova
Далиан карги нацармоебиа , гмадлобт да ковел дге ро дадотхолме карги икнеба

უღრმესი მადლობა თქვენ რომ მოგწონთ!♡♡♡♡არა ყოველფღე ნამდვილად ვერ მოვახერხებ დდდ მაგრამ ვეცდები მალმალე დავდო♡♡

 


№3 სტუმარი სტუმარი ტასო

ძალიან მაგარია მაგრამ ეცადე თავები გაზარდო წარმატებები

 


№4  offline წევრი წერო:)

სტუმარი ტასო
ძალიან მაგარია მაგრამ ეცადე თავები გაზარდო წარმატებები

მადლობაა ♡ ♡ ♡ რავი ვეცდები დდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent