შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არეულობა (თავი 2)


16-10-2019, 21:43
ავტორი ტომაჩკა
ნანახია 5 017

თავი 2
-რას აკეთებ ბიჭო, სულ გამოშტერდი?-ღრიალებდა გაკვირბეული არჩილი, თან ირონიულად მოცინარ ძმას უყურებდა
-მე გამოვშტერდი კიდევ, იმ ფულზე დახარბებულზე რომ დაქორწინდი და მზითვებში ეს ქალბატონიც მოყვა ჭკვიანური საქციელი გგონია შენ?-ჯიბეებში ხელებჩაწყობილი საუბრობდა მირიანი, ძმას ქვემოდან აჰყურებდა და ცინიკურ ღიმილს არ იშორებდა
-და მაგ საბაბს გაძლევს ბავშვს ასე მოექცე? გეკითხები და მიპასუხე, მე რაში დავხარჯავ ჩემს ფულს რა შენი საქმეა? ოდესმე ჩავრეულვარ შენს ცხოვრებაში? მოდი რა ცხვირს იქ ნუ ყოფ სადაც არ გესაქმება, წადი და კომპანიაში იარე, ოღონდ იარე და არა იმუშაო, მეორედ თათას თითს დააკარებ და ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ-ყვირილიდან ნელნელა ჩურჩულზე გადადიოდა უფროსი ნაპირელი, ძმას ცხვირწინ საჩვენებელ თითს უთამაშებდა და გაავებული თვალებით უყურებდა
-როდესაც დედას მოგი;;ნავენ ჩემთან მოთრეული არ გნახო-ისეთი ზიზღით გამოცრა კბილებიდან მირიანმა, თათას გაოცებისგან ლამის ყბა ჩამოუვარდა, გაოცებული იდგა ძმების პირისპირ და მათ უყურებდა, ვერ გაეგო, როგორ შეიძლებოდა ძმები ასეთი რადიკალურად განსხვავებულები ყოფილიყვნენ, აშკარა იყო სხვაობა მათ შორის, უმცროს ნაპირელს ძმისფერი თვალები ბოროტად უელავდა, არჩილს კი მისგან განსხვავებით, თითქმის იგივე ჭრილის და ფერის თვალები უფრო თბილ, ბავშვურ შესახედაობას სძენდა.
-წადი აქედან სანამ გცემე-დაუსისინა დაბალ სხეულს არჩილმა, მხარზე ოდნავ ბიძგით ანიშნა შიგნით შესულიყო, არც მირიანს გაუწევია წინააღმდებოდა, მორჩილად გადადგა ფეხი კარისკენ, მხოლოდ წამით შეხვდა ჩვენი მზერა ერთმანეთს, რომელშიც ერთად იკითხებოდა, ზიზღი, სიძულვილი, გაბრაზება და კიდევ რაღაც სხვა, საზარელი, თავი ისე დამიქნია, თითქოს მაფრთხილებდა, მეორედ გზაზე აღარ გადამეყარო, თორემ ცოცხალს აღარ დაგტოვებო, ძმის ჟესტი არჩილს, რა თქმა უნდა, უყურადღებოდ არ დარჩენია
-მეორედ მიახლოებული არ გნახო-დაუსისინა კვლავ და ჩემკენ გადმოდგა ნაბიჯი.
მკლავებზე ჩამკიდა ორივე ხელი და თვალებში ჩამაშტერდა.
-მე ვწუხვარ მის გამო, მაპატიე კარგი?-გამიღიმა მან და თავზე ხელი მზრუნველი მამასავით გადამისვა
-შენ არაფერი დაგიშავებია-მიუხედავად იმისა, რომ ძალზე დაბნეული ვიყავი სანახაობით, წამშივე დავუბრუნე პასუხი.
-მასზე არ იჯავრო, მე მივხედავ, ახლა კი შევიდეთ-კიდევ ერთხელ, თბილად გამიღიმა სიძემ და წელზე ხელით მიბიძგა დარბაზში შევსულიყავი.
თინანოსთან აღარ მივსულვარ, პირდაპირ დედას მივუჯექი გვერდით და დაბნეულმა დავიწყე ფიქრი
რა ჯანდაბა უნდოდა მირიან ნაპირელს? ეს მხოლოდ ერთი კითხვა იყო, ამის გარდა კიდევ უამრავი მიტრიალებდა თავში, აშკარა იყო, არმოსწონდა ძმის ცოლი მას, და დამალვის მაგივრად ღიად გამოხატვასაც არ ერიდებოდა, თანაც არჩილთან.
არჩილიც ზედმეტად უხეში გახლდათ მასთან, მაგრამ ბევრად კეთილსინდისიერი.
მადლობელი ვიყავი სიძის, მან არამარტო მიხსნა დემონის მკლავებისგან, არამედ იმედიც ჩამისახა, რომ მომავალშიც დამიცავდა მისგან, შეიძლება ვეღარც გაებედა მირიანს ვერაფერი, მაგრამ თუ გაბედავდა ნამდვილად მექნებოდა არჩილის დახმარების იმედი.
ტრადიციული ქორწილის მეორე დღიდან შედარებით ადრე წამოვედით, მამა გალეშილი მთვრალი იყო, დედამ ძლივს მიათრია ტაქსამდე და შემდეგ ტაქსიდან ბინის კარამდე.
--
სამსახურიდან გამოსული პირდაპირ ჩემი დის ახალი სახლისკენ ავიღე გეზი, მართალია ზედმეტად შორს იყო ჩვენი უბნიდან, მაგრამ უკვე 3 დღე იყო მას შემდეგ გასული რაც ბოლოს ვნახე.
საათნახევრიანი ბოდიალის შემდეგ ძლივსმივაკვლიე დანიშნულების ადგილს, დიდი სახლის ჭიშკართან მისულმა ზარის დარეკვა ვერც კი გავბედე, ტელეფონი მოვიმარჯვე და თინანოს დავურეკე.
-მოვედი, კართან ვარ-ვუთხარი ტელეფონში მას შემდეგ რაც მიპასუხა
-ახლავე გაგიღებ-მითხრა მანაც და რამდენიმე წუთის შემდეგ ჭიშკართან მისი სხეული დავლანდე, ძველებურად ეცვა, ჯინსის შარვალი, უბრალო მაისური და კედები, არაფერი შეცვლილიყო მასში, გემრიელად გადავეხვიე მონატრებულს და მასთან ერთად შევედი სახლში
-არის ვინმე სახლში?-ვკითხე როდესაც სამზარეულოში შევედით
-კი, არჩილის დედაა, სოფო, კიდევ მისი რამდენიმე მეგობარია, მისაღებში არიან, ცოტახანში გავიდეთ და გაგაცნობ, შემდეგ კი ზემოთ ავიდეთ, ოთახში-გამაცნო მან გეგმები და კარადებში ქექიალი განაგრძო
-რას ეძებ?-გამიკვირდა მისი ქცევა
-სადღაც შოკოლადი უნდა იყოს-გამომძახა კარადიდან მან
-შენ რა სამ დღეში ორსულად ხარ უკვე?-ჩავიფხუკუნე მე, სიცილში და უაზრო ხუმრობაში ისიც ამყვა.
-როგორი ქალია არჩილის დედა?-ვკითხე ჩურჩულით, თითქოს ამხელა სახლში ვინმე რამეს გაიგონებმა
-რავი, ჩვეულებრივი, ცოტა ამპარტავანია და დიდად არც ვსაუბრობთ ხოლმე-მიპასუხა და ბედნიერმა მაჩვენა რაფაელოს შეკვრა რომელიც უამრავ სათავსოთა შორის ძლივს ეპოვა
-წავედით ახლა-ხელკავი გამომდო მან და ჩემთვის სრულიად უცხო მიმართულებით წამიყვანა.
მალევე გაისმა ქალების ჩუმი კისკისი, რაზეც ცოტა დავიძაბე, ხელი მაგრად ჩავჭიდე თინანოს, მეგონა მის დედამთილს კი არა, ჩემსას ვიცნობდი. მისაღებში გასულს სამი სიგარეტმომარჯვებული ქალი დამხვდა დივანზე.
-სოფო, მინდოდა შენთვის ჩემი და გამეცნო, ეს თათაა, ეს კი სოფოა-პირდაპირ გაგვაცნო ერთმანეთი მოურიდებლად თინანომ, ლამის თვალები გადმომცვივდა სახელით რომ მიმართა, ჩუმად ამოვიჩურჩულე სასიამოვნოამეთქი, მანაც ასევე, ოღონდ და მედიდური ღიმილით, წამით ვიფიქრე, მირიანი ალბათ დედას გავსმეთქი.
-შემოგთავაზებდით ჩვენთან დასხდომას, მაგრამ ალბათ ბევრი გექნებათ სალაპარაკო, არ მოგაცდენთ-მედიდური ღიმილის უკან როგორც ჩანს ჩვეულებრივი ადამიანი იმალებოდა, მის მზერაშიც აღმოვაჩინე რაღაც თბილი, სასიამოვნო.
არც გაგიკვირდებათ ალბათ, თუ ვიტყვი რომ ჩემთვის თვალები ყველაზე მეტყველი ორგანოა, რომლითაც ყოველმხრივ შესაძლებელია ადამიანის შინაგანი ბუნების ამოცნობა.
დიდხანს არ დავყოვნებულვართ მისაღებში.
უზარმაზარ ოთახში შემიძღვა თინანო.
დივანზე დასკუპტა და მეც გვერდით მომისვა
-მომიყევი ახლა, როგორ ხარ-ვკითხე ღიმილით და შეკვრიდან ერთი ცალი რაფაელო ამოვაცურე
-არჩილი ძალიან კარგია, უკვე უთხრა მშობლებს რომ აქ აპირებ გადმოსვლას, არც ისინი არიან წინააღმდეგი, უამრავი თავისუფალი ოთახია, დღესაც რა თქმა უნდა, აქ რჩები-წარბები ამიწია მან
-სახლში უნდა გავიდე, ხომ იცი მამა გაგიჟდება ისედაც-ტუჩები გამოვპრუწე უკმაყოფილოდ, არც კი ვიცოდი ღირდა თუ არა ჩემი აქ გადმოსვლა, უცხო სახლში, უცხო ხალხთან, სამაგიეროდ თინანოსთან ახლოს, მასთან ერთად, მშობლებისგან შორს...
---
უკვე 11 საათი სრულდებოდა სახლში წასვლა რომ გადავწყვიტე, ძლივს დავითანხმე თინანო და ფეხით გავუყევი გზას მას შემდეგ რაც ჭიშკრამდე გამომაცილა.
გაჩერება საკმაოდ შორს იყო, ამიტომ ყურსასმენები მოვირგე და განათებულ ქუჩას სეირნობით გავუყევი.
ზაფხული იყო, მაგრამ მაინც გრილოდა საღამოს, დახორკლილ მკლავზე ხელი ავისვი და გზაზე გავიხედე,მეორე მხარეს გადასვლას ვაპირებდი, მაგრამ მომავალი მანქანა რომ შევნიშნე გავჩერდი, მანქანამ გაიარა, მაგრამ წამებში გაჩერდა, ჩემგან რამდენიმე მეტრში და უკან სვლით მომიახლოვდა
უკანა ფანჯარა ჩამოიწია და ის სახე გამოჩნდა, რომლის დანახვაც სრულიადაც არ მინდოდა ახლა
-შენმა დამ მანქანით რატომ არ გამოგიშვა?-ირონიული ჰქონდა ხმა მას, არც კი მივსალმებივარ, ისე ვცადე მანქანისთვის გვერდის ავლა და გზის მეორე მხარეს გადავედი.
გზას გავაგრძელებდი, მკლავზე ძლიერი ხელი რომ არ ჩამჭიდებოდა.
-დაბრძანდით ქალბატონო-მისკენ შემატრიალა დაცვამ და მანქანისკენ მანიშნა
-გამიშვი, არსად დავჯდები-ვცადე მისთვის ხელი გამომეგლიჯა, მაგრამ მაიძულა მასთან ერთად მანქანასთან მივსულიყავი, კარი გამოაღო და რასაც ქვია ძალით ჩამტენა უკანა სავარძელზე.
-ვითომ ფულზე და მანქანებზე დახამებულები არ ხართ შენ და შენი დაიკო, ისე იქცევით-ჩაიცინა ნაპირელმა და როდესაც მანქანიდან გადასვლა ვცადე მკლავზე ამჯერად მან ჩამჭიდა ხელი.
უსიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა, მთელი ძალით გამოვგლიჯე ხელი, მაგრამ უკვე გვიანი იყო, დაცვას უკვე დაეძრა მანქანა და სადღაც მიდიოდა
მირიანმა ჩემი სახლის მისამართი უთხრა და ირონიული ღიმილით დამაკვირდა უკან ანთებული ნათურის ხარჯზე.
-რა ჯანდაბა გინდა?-გამოვცერი კბილებში და წინ ჩამოყრილი თმა უკან გადავიწიე
-რა უნდა მინდოდეს? გემსახურები, სახლში მიმყავხარ, განა ამისთვის არ გაყვა შენი და ცოლად არჩილს?-წარბი ამიწია მან, ხმა არ გამიცია, ისე მივაბრუნე წინ თავი და ხელები გადავაჯვარედინე, არ ვაპირებდი ჩხუბში ავყოლოდი, არ მაწყობდა მასთან უთანხმოება, არანაირად.
ჩემს საქციელზე ჩაიცინა, ნახევარი საათი ისე ვიმგზავრეთ ხმა არ გაუცია, რამდენჯერმე მობილურმა დაურეკა და როგორც მივხვდი სამსახურთან დაკავშირებით საუბრობდა.
როდესაც მანქანა ჩემს კორპუსთან გაჩერდა გარემოს მოავლო თვალი
-ახლა მესმის რატომ გამოიქცა აქედან ქალბატონი თინანო-თქვა და მძღოლს რაღაც ანიშნა. არც ამჯერად მიპასუხია მისთვის, კარი გავაღე და მანქანიდან გადავედი, მისი აშკარად ახალთახალი მანქანის კარი მთელი ძალით მივაჯახუნე და სადარბაზოში შევვარდი, მხოლოდ შემდეგ გადავიხედე ფანჯრიდან, რაც მამაჩემის სამწუთიან ყვირილს ვუსმინე იმის შესახებ რომ ძალიან დავაგვიანე.
ბატონი მირიანი მანქანაზე მიყუდებული, ირონიულად იხედებოდა ჩემი ფანჯრისკენ და ხელში სიგარეტი ეჭირა
ფარდა ისეთი ძალით გადავწიე, თვალი შევავლე, ხომ არ გავხიემეთქი, მაგრამ საბედნიეროდ მთელი დამხვდა.
--
ამჯერად თინანო იყო მოსული ჩემთან სამსახურში, ელოდებოდა სამუშაო როდის დამიმთავრდებოდა მამასთან სალაპარაკოდ რომ წამოსილიყო, მე კი ვაპირებდი სახლში მისვლამდე მისთვის უარი მეთქვა მასთან გადასვლაზე.
როგორც იქნა სამსახურიც დავტოვე და ჩანთამოკიდებული გავუყევი ქუჩას უფროს დასთან ერთად.
-ვერ გადმოვალ თქვენთან-პირდაპირ ვუთხარი ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე
-მეხუმრები? თათა, იცოდე ნუ მაბრაზებ-წარბები შეკრა მან
-მართლა ვერ გადმოვალ, ვიცი ამას არ უნდა გეუბნებოდე მაგრამ პრობლემის გადაჭრის არასწორი გზა აირჩიე თინა-წარბი შევკარი მე
-ახლა კარგად მისმინე ლაწირაკო-წარბშეკრულმა გადმომხედა მან, ლაწირაკს მხოლოდ მაშინ მეძახდა, როდესაც ძალიან გაბრაზებული იყო
-მე ერთი მხრივ გავთხოვდი იმისთვის რომ ჩვენი მშობლებისგან თავი დავეხსნა, მეორე მხრივ გავთხოვდი იმიტომ რომ ფინანსურად დაგხმარებოდი, რათა შენც ისე არ დატანჯულიყავი და დარჩენილიყავი უნივერსიტეტის გარეშე როგორც ეს მე დამემართა, მესამე და უმთავრესი კი ლევანი იყო.
არ მინდა მთელი ცხოვრება მას მივტიროდე, მინდა დავივიწყო და არჩილი ყველაზე შესაფერისი ვარიანტია, მან იცის ეს და არც არაფერს მაძალებს, ახლა კი კარგად დაფიქრდი, რა გინდა და ხვალ საღამოს ბარგით გელოდები ჩემთან-წარბშეკრულმა წამიკითხა ლექცია და ისე გაბრუნდა უკან, არც დამმშვიდობებია, მეც დაღლილმა გავაგრძელე გზა სახლისკენ.
--
სარკის წინ ხალიჩაზე ვიჯექი და ვფიქრობდი, რა ჯანდაბა გამეკეთებინა, მამა ამ ამბავს ნამდვილად შეეწინააღმდეგებოდა, თან მირიანის ამბავიც მაფიქრებდა, მასთან ერთად ერთ სახლში ცხოვრება ხომ კატასტროფა იქნებოდა.
ვმუშაობდი, ორი თვის ხელფასით სწავლის ფულსაც გადავიხდიდი შემდეგ უკვე ნახევარ განაკვეთზე გადავგრძელებდი მუშაობას, აუცილებლად ვიბრძოლებდი მიზნისთვის, ოღონდ ყველაფერს მე გავაკეთებდი და არა არჩილი.
18 წელია მშობლებთან ერთად ვცხოვრობ და როგორმე მათ საშინელ ხასიათს 4 წელიც გავუძლებდი, რაც მთავარია ფიზიკურად არ ძალადობდნენ ჩემზე, დანარჩენს როგორმე ავიტანდი.
სარკეში კიდევ ერთხელ ავათვალიერე ჩემი თავი. ყავისფერი მხრებამდე თმა მაღლა ავიკარი, რამაც უფრო გამოკვეთა მაღალი კისერი და ლავიწები, რომელიც კარგად მიჩანდა მოკლე პენუარში.
ფეხზე წამოვდექი და კარადა გამოვაღე.
ჩემი ორი შარვლიდან ერთ-ერთი გამოვიღე და წამში ამოვიცვი, მაისურიც და კეტებიც წამში ჩავიცვი და გარეთ გავედი ჩანთამოკიდებული
თან ტელეფონზე შეტყობინებას ვკრებდი
„მირჩევნია სახლში დავრჩე“ მივწერე დას და ხმა გამორთული ტელეფონი ჩანთაში ჩავაგდე.
სახლიდან რამდენიმე წუთის სავალე მქონდა სამსახური, ამიტომ დიდხანს სიარულიც არ დამჭირდა, მალე დანიშნულების ადგილზე ვიყავი.
--
სამსახურიდან გამოსულს კართან აზუტული სიძე და და რომ დავინახე გამეცინა
-აი ეს მესმის-გამეცინა მათზე და ორივე გადავკოცნე
-დღეს ჩვენთან მოდიხარ, უკვე გადავწყვიტეთ ჩვენ, შენ არავინ გეკითხება-მითხრა სიძემ ღიმილით და თავზე ბავშვივით გადამისვა ხელი, თმაც ამიბურდა
---
მაინც მაიძულეს ბარგის ჩალაგება. არჩილი მამასაც დაელაპარაკა, რომელმაც ვერ გაუწია წინააღმდეგობა და ასე აღმოვჩნდი ჩემი ერთი ჩანთა ტანსაცმლით ნაპირელების სასახლეში.
-აქედან ხომ ჩემი სამსახური შორსაა-ვწუწუნებდი გზაში, მაგრამ ვინ მისმენდა?
-ჩვენთანაც ბევრი მაღაზიაა სადაც კონსულტანტი ჭირდებათ, იქნებ იშოვო რამე, ვიცი მე რომ შემოგთავაზო რამეს ჩამარტყავ, ამიტომ გეუბნები-გამომხედა სარკიდან ნაპირელმა
-ვნახავ აუცილებლად-გავიცინე და თინანოს გავხედე, გამუდმებით რომ აწკაპუნებდა სიმღერების გადამრთველზე
--
ჩემს უზარმაზარ ოთახში რამდენიმე წუთში ამოვალაგე ჩემი ნივთები.
შემდეგ კი კარზე დავუკაკუნე წყვილს
-შემოდიი-გაისმა ჩემი დის ხმა, მეც ფრთხილად შევყავი თავი და ოთახში სიტუაცია დავზვერე.
არჩილი საწოლზე წამოწოლილი რაღაც ფილმს უყურებდა, თინანო კი იატაკზე იჯდა და ფრჩხილზე ლაქს ისვამდა
-მოდი, საინტერესო ფილმს ვუყურებ, შემომიერთდი-ღიმილით მომმართა სიძემ.
მეც მორიდებით მივუჯექი საწოლზე გვერდით და ნოუთბუქის ეკრანს მივაშტერდი, ინგლისურად უყურებდა, წამში მომიყვა რა მქონდა გამოტოვებული და რომელი პერსონაჟი რას წარმოადგენდა, შემდეგ კი უკვე მეც ინტერესით დავიწყე აშკარად ძველი ფილმის ყურება.
დროდადრო როდესაც რამეს ვერ გავიგებდი სიამოვნებით მიხსნიდა სიტყვების მნიშვნელობას, შემდეგ კი უკვე ვერც გავიგე როგორ ჩამეძინა.
დილით ტელეფონზე დაყენებულმა მაღვიძარამ გამაღვიძა, აშკარად ჩემს ოთახში ვიყავი.
რამდენიმე წუთში გავემზადე და საწოლზე დავჯექი.
ტელეფონი მოვიმარჯვე და მესიჯი გავუგზავნე თინანოს თუ სად იყო, მერიდებოდა უცხო სახლში უმისამართოდ ბოდიალი, მას შემდეგ რაც გავიგე რომ სამზარეულოში იყო მეც ჩავედი და ბართან სკამზე დავჯექი
-რას ამზადებ?-ვკითხე და წინ დადგმული ყავა მოვსვი
-ბურგერებს გიკეთებ შუადღეს რომ ჭამო-გამიღიმა და კეთება განაგრძო.
-გუშინ არჩილმა გამიყვანა?-ვკითხე ღიმილით
-ხო ჩაგეძინა, იმდენი იწუწუნა ყველაზე კარგ მომენტზე ჩაეძინაო-აკისკისდა თინანო
-არაუშავს, ვკითხავ მერე როგორ დასრულდა-გამეცინა მეც, თუმცა კითხვაც არ დამჭირდა სამზარეულოში ყავის ჭიქით და ბურგერით ხელში გამოჩნდა არჩილი
-იმ ქალის ქმარი მოკვდა და ის ქალი გაბო;ზდა-მითხრა მოკლედ ფილმის დასასრული, მის სიტყვებზე კიდევ უფრო აკისკისდა თინანო და მეც ავყევი.
იდილია მხოლოდ სამზარეულოში შარვალკოსტუმში გამოწყობილმა მირიანმა დაგვირღვია
-ოჰ, ყავას მე არ მომიმზადებ რძალუკა?-ცინიკური სიცილით ჩამოჯდა ბართან ჩემს გვერდით უმცროსი ნაპირელი
-შენი მოსამსახურე არაა, ადექი და გაიკეთე-წარბშეკრულმა უპასუხა არჩილმა ბიჭს და თავისი ცარიელი ჭიქა ამორეცხა, რაც ნამდვილად გამიკვირდა ფუფუნებაში გაზრდილი ბიჭისგან.
-აიღე-პასუხის გაცემა აღარ აცადა მირიანს ისე დაუდო ჭიქით წინ ყავა ჩემმა დამ.
მირიანმა ძმას სიტყვა რომ ვეღარ შეუბრუნდა ამჯერად ჩემსკენ მოტრიალდა, ერთი ამათვალიერა, მაგრამ არც ამჯერად დააცადეს გესლის ამონთხევა მას, სამზარეულოში სოფო შემოვიდა
-დილამშვიდობის ბავშვებო-ჩაილაპარაკა მან, ყველამ ერთად გავეცით მისალმებაზე პასუხი, ამასობაში თინანომ ბურგერები შეახვია და პატარა ჩანთაში ჩამიწყო სპეციალურად, წასაღებად.
-მადლობა, წავედი-ლოყაზე ვაკოცე დამშვიდობების ნიშნად დას და ფეხზე წამოვდექი.
ჩემთან ერთად ფეხზე წამოდგა არჩილიც, წაყვანა შემომთავაზა, მაგრამ რადგან სასტიკი უარი განვუცხადე კვლავ ადგილს დაუბრუნდა, სავარაუდოდ თვითონ შაბათ-კვირას არ მუშაობდა.
--
სახლისკენ მივდიოდი ნაცნობმა მანქანამ რომ ჩამიარა გვერდი, შემდეგ ისევ ნაცნობი სცენა განმეორდა, მანქანამ ჩემს წინ გააჩერა და კვლავ უკან სვლით დაბრუნდა
-დაჯექი, თორემ დავითს არ გაუჭირდება ძალით დაგსვას-ჩამოწეული ფანჯრიდან გავიგე მირიანის ხმა
მეც მორჩილად გამოვაღე წინა კარი, ნამდვილად არ მინდოდა მის გვერდით დაჯდომა, უკნიდან ჩაცინების ხმა გავიგე, ყურადღება არ მივაქციე, სულ 2 წუთი დაგვჭირდა სახლამდე მისვლისთვის.
გვერდიგვერდ შევედით სახლში, გამიკვირდა ხმა რომ არ ამოუღია, მაგრამ ხომ არ ვკითხავდი რატომ არ მგესლავ-მეთქი, ჯერ ჩემს ოთახში შევედი და მერე ჩვეულებისამებრ ვაპირებდი თინანოსთან გასვლას მესიჯი რომ მომივიდა მისგან, მე და არჩილი სახლში არ ვართ, ვიღაც ახლობლის წვეულებაზე ვართ მშობლებთან ერთადო.
მივწერე ყველაფერი გასაგებიამეთქი.
გამოდიოდა მარტო ვიყავი სახლში მირიანთან ერთად.
ამის გაცნობიერებაზე მაშინვე გადავკეტე ოთახის კარი შიგნიდან და ლოგინზე დავჯექი.
ჯერ კიდევ ვერ ვხვდებოდი ამ სახლში რას ვაკეთებდი, მაგრამ ჯანდაბას, გადავიტანდი.
მთავარი იყო მშობლებისგან შორს და თინანოსთან ახლოს ვიყავი.
--
წიგნის კითხვაში გართულს კარზე კაკუნმა გამომაფხიზლა
-ვინ არის?-გავძახე ისე, თითქოს არ ვიცოდი ვინ იყო
-გააღე რა, საქმე მაქვს-სერიოზული მეჩვენა მისი ხმა, წამით დავფიქრდი კიდეც, რატომ გავაღომეთქი, მაგრამ შემდეგ სირცხვილმა შემომიტია, მის სახლში ვცხოვრობ და კარიც არ გავუღომეთქი?
ფეხშველი მივედი კარამდე და გასაღები ორჯერ გადავატრიალე, კარი ოდნავ გავაღე და ისე მივაჩერდი მის გამოსახულებას, სულ სხვანაირად გამოიყურებოდა იგი სპორტულ სამოსში, ახლა ჩვეულებრივ ახალგაზრდა მამაკაცს გავდა განსხვავებით სხვა შემთხვევებისგან, როდესაც ზედმეტად ძვირფასი ტანსაცმლით დადიოდა.
-რა გინდა?-ვკითხე წარბშეკრულმა
-მშია, მოდი მოვრიგდეთ, თუ საჭმელს გამიკეთებ ერთი კვირა აღარ გაგამწარებ-ცბიერი ღიმილი დათამაშებდა სახეზე. მოკლედ იმ საღამოს შეთანხმება დავდეთ. ომლეტი და ტოსტები მოვუმზადე ვაჟბატონს და ოთახში მივართვი, მადლობაც კი არ უთქვამს ისე მომიჯახუნა ცხვირწინ კარი.
---
-წამოდი გავისეირნოთ, რამდენი ხანია ერთად არსად ვყოფილვართ-ერთ დღესაც ოთახთან ამეზუტა თინანო, მეც, რა თქმა უნდა, ბედნიერი დავთანხმდი.
არ ვიცი ეს შემთხვევა ბედისწერა იყო თუ რაღაც სხვა, მაგრამ ქუჩაში სეირნბისას ლევანს რომ გადავეყარეთ თინანოს დაჭერა ძლივს მოვასწარი, პირველ რიგში რომ არ ჩაკეცილიყო, მეორე კიდევ იმიტომ რომ არსად გაქცეულიყო.
-მივესალმებით და ვსო თინა-ვუჩურჩულე ყურში და გზა განვაგრძე მასთან ერთად.
-გამარჯობა ლევან-გადავკოცნე გაღიმებულმა მამაკაცი და მის ხელებში მოქცეულ ბავშვს დავაკვირდი. თინანომ და ლევანმაც მოიკითხეს ერთურთი
-გავიგე გათხოვილხარ, ბედნიერებას გისურვებ-გაუღიმა ჩიქოვანმა ყოფილ შეყვარებულს და ატიტინებულ ბავშვს გახედა წამიერად, ბუშტები რომ დაენახა გასაყიდი და იქით მიიწევდა მთელი სხეულით
-მადლობა-მხოლოდ ეს უთხრა თინამ და გზა განაგრძო, დავინახე როგორ დააღო ლევანმა პირი რაღაცის სათქმელად, მაგრამ როდესაც მიხვდა თინა უკვე მიდიოდა უბრალოდ მხრები აიჩეჩა და თვითონაც გზა განაგრძო.
-რას აკეთებ გოგო?-თვალები ვუბრიალე მას შემდეგ რაც ლევანი თვალს მიეფარა ჩვენს ზურგს უკან
-ჯანდაბა თათა, ჯანდაბა, კიდევ მიყვარს-თავზე ხელები შემოიწყო მან და აცრემლებულმა გამომხედა...

მადლობა წინა თავის თბილად შეფასებისთვის ყველას, ძალიან მახარებთ და დიდ სტიმულს მაძლევთ <3



№1 სტუმარი სტუმარი ლიზა

როგორ გამეხარდააა ❤❤❤

 


№2  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

სტუმარი ლიზა
როგორ გამეხარდააა ❤❤❤

წაიკითხე ჯერ:დდდიქნებ რა საშინელება წერია

 


№3 სტუმარი სტუმარი ლიზა

რა თქმა უნდა მომეწონა საყვარელო ამათ ქიშპობაზე ვგიჟდები ესენი ერთად მინდა მაგრამ მალე არა ცოტა აწვალონ ერთმანეთი კიდე ერთმანეთი :D ველოდები ახალ და დიდ თავს მოუთმენლად ❤❤❤

 


№4  offline წევრი Maia G.

მშვენიერია,უმცროს ნაპირელს რა უნდა ჯერ ვერ ვიგებ,არა გარკვეული მოსაზრება კი მაქვს,მაგრამ დაველოდები შემდეგ თავს და თუ გამართლდა მერე მოგახსენებ,მთლიანობაში კი ისევ ავღნიშნავ,რომ შენი ისტორიები ძალიან მიყვარს და უდიდესი სიამოვნებით ველი შემდეგ თავს ❣❣❣❣????

 


№5  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

სტუმარი ლიზა
რა თქმა უნდა მომეწონა საყვარელო ამათ ქიშპობაზე ვგიჟდები ესენი ერთად მინდა მაგრამ მალე არა ცოტა აწვალონ ერთმანეთი კიდე ერთმანეთი :D ველოდები ახალ და დიდ თავს მოუთმენლად ❤❤❤

აქ ცოტა სხვა ამბებია:დ მალე გაერკვევით

Mai dire mai
მშვენიერია,უმცროს ნაპირელს რა უნდა ჯერ ვერ ვიგებ,არა გარკვეული მოსაზრება კი მაქვს,მაგრამ დაველოდები შემდეგ თავს და თუ გამართლდა მერე მოგახსენებ,მთლიანობაში კი ისევ ავღნიშნავ,რომ შენი ისტორიები ძალიან მიყვარს და უდიდესი სიამოვნებით ველი შემდეგ თავს ❣❣❣❣????

ვაიმე დიდი მადლობა, ძალიან მახარებს შენი კომენტარები და მიხარია ასეთი საყვარელი მკითხველი რომ მყავს, არამგონია უმცროს ნაპირელს ის უნდოდეს რაც შენ გგონია, უფრო სხვა რამეშია საქმე:D

 


№6 სტუმარი სტუმარი ლიზა

ვაიი ეხლა უფრო დამაინტრიგე და უფრო მოუთმენლობით ველი ახალ თავს :D

 


№7 სტუმარი Mari

Dzalian kargia, male dade shemdegi...

 


№8 სტუმარი სტუმარი ნინო

მიყვარს შენი მსუბუქად წასაკითხი და ლაღი ისტორიები, დამღლელი დღის დემდეგ მშვენიერი განტვირთვაა.

 


№9  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

დარინა
არჩი როგორ მომწონს იმედია იმ სულელ თინანოს შეუყვარდრბაა, არ იმსახურებს ცოლისგან სხვა კაცის სიყვარულს, მირიანის პერსონაჟს ჯერ ვაკვირდები და მერე გამოვთქვამ ჩემს მოსაზრებას, აი თათა მომწონს მებრძოლია და იმედია მირიანს არ დაუხრის თავს ვაჟბატონი აქეთ გაამწაროს.

დავაკვირდეთ სიუჟეტის განვითარებად, დავაკვირდეთ:d

Mari
Dzalian kargia, male dade shemdegi...

madloba❤️

სტუმარი ნინო
მიყვარს შენი მსუბუქად წასაკითხი და ლაღი ისტორიები, დამღლელი დღის დემდეგ მშვენიერი განტვირთვაა.

ძალიან ძალიან ძალიიიიიააან მიხარია❤️❣️❤️❣️❤️❣️

 


№10 სტუმარი Nini

აუ მე რო.შენი ისტორორიების სრულად წაკითხვას ვარ მიჩვეული??? დაახლოვებით რამდენი თავი იქნება?

 


№11  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

Nini
აუ მე რო.შენი ისტორორიების სრულად წაკითხვას ვარ მიჩვეული??? დაახლოვებით რამდენი თავი იქნება?

მინდა ესეც ვცადო, დაგეგმილი არმაქვს ზუსტად მაგრამ 10ზე მეტი არიქნება

 


№12 სტუმარი Nini

ტომაჩკა
Nini
აუ მე რო.შენი ისტორორიების სრულად წაკითხვას ვარ მიჩვეული??? დაახლოვებით რამდენი თავი იქნება?

მინდა ესეც ვცადო, დაგეგმილი არმაქვს ზუსტად მაგრამ 10ზე მეტი არიქნება

თუ მალმალე დადებ ძაან კარგი იქნება ესეც არარის პრობლემა??? თუარა დასრულებას დაველოდები???

 


№13  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

Nini
ტომაჩკა
Nini
აუ მე რო.შენი ისტორორიების სრულად წაკითხვას ვარ მიჩვეული??? დაახლოვებით რამდენი თავი იქნება?

მინდა ესეც ვცადო, დაგეგმილი არმაქვს ზუსტად მაგრამ 10ზე მეტი არიქნება

თუ მალმალე დადებ ძაან კარგი იქნება ესეც არარის პრობლემა??? თუარა დასრულებას დაველოდები???

როგორც გინდა, არვაპირებ დიდხანს გაწელვას მერე მე თვითონაც მუღამს ვკარგავ არათუ მკითხველი❤️

 


№14 სტუმარი Nensi

Exla vxvdebi rato kvia areuloba istorias win didi aurzauri da areul-dareulobaa rogorc vxvdebi geli gelii da meti tinano da archili minda <3 <3

 


№15  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

Nensi
Exla vxvdebi rato kvia areuloba istorias win didi aurzauri da areul-dareulobaa rogorc vxvdebi geli gelii da meti tinano da archili minda <3 <3

:დ უფრო არეულობაა ვიდრე ელი სავარაუდოდ :დ

 


№16 სტუმარი სტუმარი მარიამი

საინტერესოა , ველი შემდეგს მალე დადე.

 


№17 სტუმარი სტუმარი gvantsa

მგონია რომ უმცროსი ნაპირელი სულაც არ იქნება ცუდი ბიჭი :)) რაც შეეხება არჩილს და თინანოს არ მიყვარს ესეთი შექმნილი ოჯახები,არჩილი კარგი ბიჭია და იმსახურებს სიყვარულს და არა მადლიერებას მხოლოდ.

 


№18  offline წევრი ვიპნი

მალე შეუყვარდეს არჩის და თინას ერთმანეთი რა disappointed_relieved ცოტა ისე ვერ გავიგე ძმებმა დები როგორ უნდა მოიყვანოს ცოლად ,იმედებია კარტების გახსნას მალე დაიწყებ heart_eyes

 


№19 სტუმარი სტუმარი ქეთი

მე ერთად მინდა ეს ორი მაგრამ მგონი და-ძმობის ამბავში თათა მირიანის წყვილი არ გამოვა ხოო???:(:(:(:(

 


№20 სტუმარი სტუმარი ლილუ

ძაან მომწონს მალე დადე რა ახალი თავიიი,...

 


№21 სტუმარი სტუმარი მაკო

უუფ,მაინც ვერ მოვითმინე და შემომეკითხა.დასკვნების გამოტანისგან თაბს შევიკავებ,რადგან აზრზე არ ვარ რა მოხდება და ვის ვისთან უპირებ დაწყვილებას ან საერთოდ უპირებ თუ არა.მოკლედ მოლოდინის რეჟიმი ჩართულია:)

 


№22  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

როდის დადებ?

 


№23  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

ვაიმე ძაან მაბედნიერებთ მეტი რა ვთქვა❤️❤️❤️❤️ყველას დიდი მადლობა თითოეული სიტყვისთვის და გპირდებით რომ დიდხანს არ გალოდინებთ❤️❤️❤️❤️❤️

 


№24 სტუმარი სტუმარი მარიამი

მალე მალე დადე რაა

 


№25 სტუმარი Mari

Auu axalia tavi mesachiroeba:(:(:(

 


№26 სტუმარი ცვ

როდის დადებ

 


№27  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

შევეცდები ამ შაბათ-კვირას დავდო აუცილებლად❣️❤️

 


№28  offline წევრი ფიფქია’ა

რაქარგიააა ესეთი კარგიი ისტორიებიიიი *-**

 


№29 სტუმარი სტუმარი მაია

როდის დადებ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent