შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხევსურული ღემეები - +18


17-10-2019, 16:28
ავტორი GEGI გეგი
ნანახია 6 479

-დილა მშვიდობის- გული სიხარულით მაქვს სავსე და ასეთი ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარ, საყვერელი ხანშიშესული ქალი მესალმება და მიღიმის.
-შატილამდე ერთი ბილეთი- ღიმილითვე ვუბრუნებ პასუხუხს და საფულეში ვიქექები
-ოცი ლარი- მიმარცვლის უდარდელად
-მადლობა- ვართმევ ჩეკს, რომელზეც რიცხვი ერთია დატანილი, პირველი ვარ? ყოჩაღ.
ე.წ „მარშუტკას“ რომ ვუყურებ გული მიჩქარდება, მერე რა რომ ცოტა მონჯღრეულია. მძღოლთან მივდივარ, უზარმაზარ ჩანთებს უკან ვდებ და მხოლოდ ტელეფონს, წყალს და ფულს ვიტოვებ.
-სად დავჯდე?- ვუღიმი კაცს, სადაცაა პირი გამეხევა
-აქ გოგონი- ამ სიტყვას ვერ ვიტან, ჩემ ადგილს ვიკავებ და უამრავი ენა მესმის, გერმანული, ინგლისური, პოლონური, მეტიჩარა რომ დაიბადები, ფეხზე ვდგები და ვყვირი
-Welcome To Georgia
ამათაც მეტი რა უნდათ, იკრიჭებიან სხვა სადარდებელი არ აქვთ ღიმილს ღიმილითვე მიბრუნებენ. ფული ხომ მოხსენი ბარათიდან? კი, კი, მოვხსენი, იმედია დამიხურდავებენ რომ რამე. შემოდგომა, ყვითელი მთები და მივდივართ, გული ამოვარდნაზე მაქვს.
-ჰო ციცო- სიცილით ჯდება ჩემ გვერდით ქალი
-ჰო- აგრძელებს- მუცოში მივდივარ, არ იჭერს იქ ტელეფონი და დავისვენებ, ხო, იხარე ციცო მიყვარხარ შენ კი იცი, არა, არა, მიდი ჩემი გოგო.
დამთავრდა და გამეღიმა, უხ, რა კარგია ცხოვრებათქო გავიფიქრე და მერე გადავიფიქრე
-ნათიკო რას შვები ჩემი გოგო? ხო, მუცოში მივდივარ და არ იჭერს ტელეფონი, ხო ჩემი გოგო, კი, კი. წაუყვანია ის, იმას უთქვია რომ არ მოსულა, მარა ლევანს ცოდნია რომ წასულა.
-
-დამალა აბა რა ქნა.
-ხო
აღარ გავაგრძელებ, ლამის ხომ გამჭყლიტა, ხო იქაქანა და ყურსასმენები გავიკეთე, ჟივნალის წყალსაცავი ულამაზესია, გული მიჩქარდება. მაგრამ გზა ფუჭდება და ისე მანჯღრევს ეს მანქანა რომ ნაღები რომ წამომეღო კარაქს გავაკეთებდი, დათვიჯვრის უღელტეხილი, აუ ასწვალს რომ ვიწყებთ გული ისევ საგულედან ამოხტეს ლამისაა, მაგრამ იმხელა გზა არის და ისეთ სიმაღლეზე ავდივართ, რომ ვიხედები სად ვარ ლამის გული მიმდის, მაგრამ ხედები იმდენად სასწაულია რომ ყველაფერს ფარავს, ამასაც აქვს თავის ხიბლი, გაწი-გამოწიე ათი კაცი ვართ.
-ბატონო თქვენ როდის ბრუნდებით უკან?- ვეკითხები მძღოლს
-ხვალე თორმეტზე.
-გასაგებია, თქვენი ნომერი მაქვს და თუ რამე დაგირეკავთ.
-მე კიდევ კვირის ბოლოს წამოვალ და წავალ უკან, მერე გზები ფუჭდება და ბოლო რეისი იქნება.
-არა, ერთი კვირა არ ვაპირებ დარჩენას.- ვის აინტერესებდა.
-ხალხიც აღარ დადის, ეშინია გზის, ახლა კი გაგვიმართლა კაი გზა არის, მარა აქა ცხენი თუ ამოვა აწი, თორე არაფერი ეშველება ამ გაზას.
-ხომ აკეთებენ?- გავხედე უზარმაზარ მანქანებს
-ესენი რომ მორჩებიან, ამ გზას რა გაასწორებს, სულ მოდის და მოდის მთა.
ხედებს ხედბი ცვლის, ერთმანეთზე უკეთესია. ღმერთო რა კარგია. დათვივრის უღელტეხილზე გაჩერება გავაქვს, უნდა დაილოცო რომ ახვალო და ჯიბიდან პატარა ბოთლი ამომაქვს, სუვენირია ჭაჭის, მაგრამ ჭაჭა ხოა, მადლობას ვუხდი ღრემღთს და რაც შემიძლია ვილოცები, თან ვიმალები და მთლიან ბოთლს ვცლი, მთლიანი ბოთლი ერთი ჭიქა იქნება, სურათებს ვიღებ და მანქანაც გზას აგრძელებს. შატილში წამოსვლა ჩემი ოცნებაა და ის მისტიკა, სიყვარული, ურთიერთგაგება და პატივისცემა რომ შეიგრძნო, მარტოც უნდა წახვიდე. მოხვდი, საცოდავი ხალხი ვართ, ოც ლარად შატილში შეგიძლია წახვიდე და არ ვარ აქამდე ნამყოფი, ისე მიხარია ჩემ გვერდით მჯდომი ქალიც მიყვარდება და მინდა რომ სახეში ვეცე და გავჭყლიტო, საგანგებოდ შერჩეულ სიმღერებს ვუსმენ, ხევსურული და ოხ, რომ დამიარა ჟრუანტელმა მანამდე არ გავჩერდი სანამ გზამ არ შემაშინა. გუროს ნაწვეთრამდე სანამ ჩავედით ლამის გული შემიწუხდა ისეთი გზა იყო, მაგრამ შატილი არა და არ ჩნდებოდა, გული ამოვარდნაზე მქონდა, ცოტა ადრე გავიღვიძე და მეძინებოდა, მაგრამ ახლა ძლის დრო არ იყო, მჩქეფარე, ქვებზე მონავარდე მდინარეს ვუმზერ და ვიცი რომ აქ კარგი თევზიც ბუდობს, ბუდობს რა არის, რაც ქვია. ხო და ინტერნეტში სანამ წამოვიდოდი ყველაფერი გადავქექე და რაღაც წარმოდგენა მქონდა, მოვუხვიეთ, ხიდზე გადავედით და გამოჩნდა, იმხელაზე ვიყვირე ის ქალი გავაღვიძე, მაგრამ იმსახურებდა, სურათები ფანჯრიდან გადავიღე, არიქა თითქოს გვერდი უნდა ამევლო და ვერ ვნახავდი, დიდ ბანერთან ჩამოვედით, ციოდა, მაგრამ ყველაფერი მაქვს ჩანთაში, ხო და ვერ შემაშინებს ცივი ქარებითქო, ვთქვი და ჩემ რიგს დაველოდე, ტურისტები მიღიმია, რა აცინებთ არ ვიცი, მაგრამ მეც კარგად მაქვს საქმე, ხო და ჩემი ჩანთები ზურგზე მოვიკიდე და თვალები ლამის გამცვივდა, რა მძიმეა ასეთს არ ველოდი, გავუძლებთქო ვთქვი, მაგრამ უკან რომ გადამქაჩა მანდ მივხდი რომ ჩემი საქმე კარგად არ იყო, რა უნდა მექნა, ტურისტებმა იმხელა ჩანთები მოიგდეს ზურგზე მეც რომ შევჯდომოდი ზედ ვერ გაიგებდნენ, ხო და მივაძახე ჩემ თავს აბა შენ იცითქო და წავედი, შატილი ვნახო ჯერ თუ დავბინავდე და მერე გამოვუარო, სურათები გადავიღე, მუსიკა ჩავრთე და ბარგიც თითქოს შემსუბუქდა.
ზედაპირულად ვნახე კოშკები, გადავირიე გავგიჟდი აქ საიდან მოვხდი და როგორ ცხოვრობდა ხალხითქო, აივანზე გავედი და გარშემო მთებს თვალი მოვავლე, ვერ გავიგე ასეთ სილამაზეში ეს ხალხი რამ მოკლა, შუადღე ახლოვდებოდა, მუცოში დაბანაკება მქონდა გადაწყვეტილი და აბა ჰე და აბა ჰოთქო, რომ მომაწვა ჩემი ჩანთები ზურგზე კისრისტეხვით ჩამოვედი იქედან, კიდევ კარგი ჯოხი მქონდა თორემ გადავეშვებოდი მდინარეში, რამდენიმე დღე მაქვს კიდე და გნახავთქო, მივაძახე შატილს, რეალურად მუცოს სიდიადე უფრო მიზიდავს და მომწონს, უფრო მაღალი და უცხოა, გზას დავადექი, ნიშანს გავყევი, სხვა გზა არც იყო, რომ დამიბერა გვერდებში კი გამაკანკალა მაგრამ ჩანთა მიცავდა, გავიჭირვე მიდი შენ შეძლებთქო შევუძახე თავს და სიმღერები ჩავრთე, სულ ცეკვა ცეკვით წავედი, არც არავინ მისმენდა არც არავინ მიყურებდა ხო და გავშალე ხელები და შევეგებე ჩემ ქვეყანას, გამარჯობა ჩემო სამშობლოთქო, გადავიღე ზურათები, გადავგზავნე, გავაფრთხილე ჩავედითქო და სპილენძისფერ კლდეებს თვალი მოვავლე, ტყე ლამაზი და ნაკლებად საშიში იყო, ფერებად შეფენილი ხეები კი ამაყად დამცქეროდნენ თავზე, სად ვარ, ულამაზესია, ყველა ფერი აქაა, არც მგელის მეშინია არც დათვის და არც არაფრის, ანატორის აკლდამები, რომ დავინახე გული ამიჩქარდა, ეს არის სოფელი რომელსაც ჟამი შეყრია, ხო და დამმარხავი და აკლდამამდე მიმყვანი რომ არ ჰქყოლიათ თავიანთი ფეხით მიდიოდნენ თურმე აქ, ფულები ეყარა, ვერ მივხდი რატომ, შევიხედე, გული შემეკუმშა დავსევდიანდი, დავჯექი და ქარმა გამომაფხიზლა. ცას რომ გავხედე სადღა იყო ლურჯი, სულ შავი და ნაცრისფერი გამხდარიყო, არიქა დამერხათქო და ფეხზე წამოხვდტი, წყაროებს გვერდი ჩავუარე, ნაყიდი წყალი გადავღვარე და იმით ავავსე, მესიამოვნა, კიდევ წავიღიღინე და ღიმილი შემახმა სახეზე, იმხელა წვეთი დამეცა წკაპუნმა ყურსასმენებში შემოაღწია, ფეხს ავუჩქარე, მუცომდე თორმეტი კილომეტრია, შტერი რომ იქნები ქალი, მექირავა ცხენი, მაგრამ ცხენზე ვერ ვჯდები იქნებ გადმოვარდე და ვერ გავრისკავდი, მარჯვე გოგოო კი ითქმის ჩემზე, მაგრამ ნამეტანია. დასცხოო ამაზეა ნათქვამი, წვეთები წვეთებს მისდევდა თითქოს რბოლა ჰქოდათ გამართულიო, ქუდი წამოვიხურე მაგრამ რათ გინდა, ჩანთა კიდევ კარგი წყალს არ ატარებდა, გადავრჩი, ხეებს თავი შევაფარე და რომ დაიჭეხა, ისე შეხვტი ხეს მივარტყი თავი, კაცი შვილი არსად იყო, წვიმის ხმები, ქარი, ფოთლების შრიალი, ტოტების ხმა, მერე ვიფირე დათვი რომ მომადგეს და ეს მარწვივით გოგო რომ გადამყლაპოს რაღა ვქნათქო და საგულდაგულოდ გადანახული დანა ამოვიღე, კარავი გავშალო, ვითომ გავრისკო, ღმერთო რა კარავი დასველდა ყველაფერი ცეცხლსაც ვერ დავანთებ, ქალი და პატიოსანი ტყეში როგორ წამოვა მარტო, აჰა შენი მისტიკათქო, შოკოლადო ბარისაო, გავხსენი და ისე დავიწყე ღეჭვა თითქოს ამ ტყიდან გამოქცეული ვიყავი, არ ჩერდება, გადავირიე, ჩემ ჯინაზე დაიწყო წვიმა, გადაიღე რა იქნებათქო ვიძახდი, მაგრამ არა, თქვენ გაიგონეთ ჩემი ხმა? ისე არ გაუგია ამ წვიმასაც, მთებამდე არაფერი ჩანდა, მოდიოდა ნიაღვარი, ფეხებში წყალი შემივიდა, მე შტერმა იმდენიც ვერ მოვტვინე რომ ჩანთა მომეხსნა, ხო და ასე გაშტერებული ვიდექი, ერთი საათი იწვიმა, ჩანთა და ტანსაცმელი დამძიმდა. ჭყაპუნით წავედი, მაგრამ მაინც არ ჩავიშხამე და განწყობა სევინარჩუნე, მთებს გავხედე, შევხტი და ისევ ცეკვა დავიწყე, ნისლი ჩამოწვა და არიქა მგლებითქო ცოტა კი შევდექი, მაგრამ გზა გავაგრძელე, მოიცა ახლა მე კარავში ვაპირებ დარჩენას? არ გეტკინათ არაფერი, აღარ მინდა მისტიკა, სასტუმროში დავრჩები, რაღაც კაკუნი გაისმა, ესღა მაკლდა, სეტყვა, ფეხის გადადგმა ვერ მოვასწარი რომ დამალურჯა ლამის, ატყდა ისეთი ხმაური ძაღლი პატრონს არ გააგდებდა გარეთ, რა გემუცოება ქალო, შემცივდა, სადღაა ჩემი რომანტიკა და მისტიკა? ვაი ჩემო თავოთქო, საბედნიეროდ გაჩერდა, ხო და ასე გორაობით გავაგრძელე გზა, მდინარე ისე ქხდა რომ სულ დამეკარგა წარმოდგენა მასზე, ის ოხრავდა ლამის იყო ამოხტა და შემჭამა. ქალი სუსტი არ არის, ქალი ძლიერია შენ ამას იმსახურებ, კარ მოგონებად დაგრჩებათქო. რომანტიული ფილმები ჩემზე მეტად გეყვარებდათ ხო და ასე გამოჭენდა ის დედის რძით გაზრდილი ნისლიდა, ჯერ შავმა გაიელვა, მერე წითელმა, ცხენი ბზინავდა, წვიმისგან, შავი თვალები შემომანათა და ჯობდა ზემოთ არ ამეხედა, ახოვანი ჩემთვის დაბადებული ყმაწვილი მიზმედრა ხევსურულ სამოსში გამოწყობილი, ფაფახიც კი ეხურა შავი, სისხლისფერი წითელი ტუჩები დაეშორებინა და იმ შავი თვალებით მიმზერდა რომელმაც ყველაფერი დამავიწყა, მეხი რომ დამცემოდა მის სანახავად კიდევ ავდგებოდი, ესენი მეგონა გადაშენდნენ და აქ რა უნდათქო გავიფიქრე, შემომხედა შევხედე. ბორტოტი არ ვარ, მაგრამ კი გავიფირქე გამდმოვარდეს და სანაყი ქვასავით დამეცეს და მის ქვეშ მომიქციოს ხო იქნება მადლითქო, მაგრამ წარბებშეკრული მიმზედრა.
-გამარჯობა- გავუღიმე- აქაური ხარა?- არიქა შემოხტი შენც ცხენზეთქო კი გავიფიქრე, მაგრამ არ იყო ცუდი იდეა, ან ფილმს იღებენ და რომელიღაც მოდელი ჩამოათრიეს გადაღებებისთვის, თორემ ასე თვლებითგაწყობილსამოსიანი კაცები მარტო დღესაწაულებზე დადიამ.
-მერე?- მკითხა ხავედროვანი ხმით და ლამის დავდნი
-გკითხეთ უფრალოდ, მცომდე შორია?
-კი- დამიქნია თავი და ისე მიყურებდა მეგონა ახლა ჩამოხტება და თავს მომაჭრისთქო, კი შემეშინდა ვიღაც სოფლის გიჟი არ იყოსთქო.
-კარგია.- უფალო შემიწყალე, რანაირად მიყურებს
-რაი?- კიდევ უფრო კუშტად შეკრა წარბები
-ხევსურეთი.- დავუქნიე თავი- ცხენს ხომ არ აქირავებთ?
-არა.
-საით?
-მუცოსკენ- აუ ამას კილოც აქვს რაღაც უცნაური, ისე გავაღე პირი თავის ცხენიანად ჩახტებოდა შიგნით.
-მიჭირს სიარული.- ვაი ჩემო თავო
-დიდ ჩანთები გაქვს.
-აბა- გავეკრიჭე- თმა უკან გადავიწიე და ყელი მიუშვირე, რომ დამეტაკოს და მიმაკრას ამ კლდეს კი ვიქნები ღირსი ახლა.
-ალბათ გაინტერესებთ რა მინდა ამ გაუთხოვარ ქალს მარტო ამ მთებში არა?- ვაი რა მეშველება
-არა- გამაყვეტინე
-ხომ არ გამიყოლებთ.
-რატო?- შემაყვეტინა უხეშად
-მარტო ვარ წვიმს, მძიმე ჩანთები მაქვს.
-ქალაქიდან მოხველ?
-დიახ.
ცხცენს შეუძახა და წავიდა. დამტოვა, სადაა მთის კულტურა ქალის პატივიცემა? ჩანთა ტალახში გაბრაზებულმა დავაგდე და სველი სვიტერი გავიხადე, მერე მშრალი ამოვიღე და პირდაპირ მთებშივე გადავიცვი, ტელეფონს დავხედე, არ იჭერდა, დამერხა, ცუდ დღეში ვარ, ან მგელი შემჭამს ან ტურა, დათვიც შეიძლება, ეკრანი რომ ჩაქრა და ჩემი სახე არეკლა შიშისგან გავწიე თავი უკან, სახეზე მაკიაჟის კვალი არ იყოთქო ვერ ვიტყვი, მაგრამ სასოწარკვეთილ ნამტირალებ ქალს ვგავდი, რას შემომისვამდა ცხენზე, ქალის უნდახავიც რომ იყო მადლობა უნდა ვთქვა რომ ზედაც შემომხედა. გზა კანკალით გავაგრძელე, მთაშიც დაბნელდა და თვალებშიც, უეჭველი გავცივდები, მაგრამ ეს ვინ იყო? ეს რა იყო, მოჩვენება, რაღაც მომატყუა თორემ აქ ასეთს ვინ დატოვებდა, სისულელეა, მე ვიცი რომ რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს და მზის ენერგიაზე მომუშავე მოწყობილობები აქვთ, ასე ვინ იცვამს, მოგზავნილია ვიღაც ხმაც დაიყენა, მაგრამ კარგი კი იყო.
მიტოვებული სალი კდლით ნაგები შენობა გამოჩნდა, არიქა მეშველათქო, ვიცი რომ მთაში მიტოვებული სახლები დაკეტილი არაა, ჩემნაირ გაჭირვებულს რომ დაეხმარონ, მაგრამ მთის შუაგულამდე რა ავა, სხვა გამოსავალი არ მაქვს, გავრისკე, შევერკინე და რამდენ ნაბიჯსაც გადავდგამდი იმდენი ფეხი ცურავდა და უკან მოვდიოდი, შესაფერისი ფეხსაცმელი მეცვა, მაგრამ რათ გინდა, ვერ ავედი. სველ მიწაზე დავჯდექი და ტირილი მომინდა, კარავისთვის შესაფერისი ადგილი უნდა მენახა, მაგრამ უნცა ვცადო, კარავი რომ დაგლიჯოს ნადირმა, ხელები ფეხები, ცხვირი, ყველაფერი გამოვიყენე, ახლა ისეთ დღეში ვარ დათვიც აღარ მომეკარება, მივაღწიე და კიც მივუახლოვდი რომ ქვემოდან მომაძახა.
-ფეხ არ მიადგა მაგ ადგილს- ისეთი მჭექარე ხმა იყო გავშეშდი
-რა?- ის იდგა ქვემოთ და ისევ წარბებშეკრული მიყურებდა
-გავიყინე
-ხატს ასვლა ქალის ვის გაუგია?
-რა?
-უკან ჩამოდი- იღრიალა ბიჭმა
მერე შენობას გავხედე და შორიდანაც კარგად ჩანდა დამწვარი სანთლის კვალი.
-ხატი გაგიწყრება- არ ჩუმდებოდა ბიჭი
შემეშინდა, მწამდა ასეთების და ნელი ნაბიჯებით წამოვედი, მერე აღარ მაქხოსვს, ისე დავასკდი მის ცხენთან, მერე ჩანთა დამაწვა და ტალახში ცხვირი ჩავყავი. ჩამოხტა ცხენიდან, ხელი გამომიწოდა და ტალახიანი წამწამები რომ ერთმანეთს დავაშორე და მის ხელს გავხედე მივხდი რომ აქ ნაჯაფი კაცის ხელი არ იყო, ისეთი წვრილი და გრძელი თითები ჰქონდა ცოტა შემშურდა.
-ვიქნები ცოტახანს- წელი მტკივა
-კარგადა ხარ?
-არა, მაგრამ ვიქნები.
-ხატს ასვლა როგორ გაბედე?- ჩაინურტყუნდა ბიჭმა
ახედე და ისეთი სიმპათიური იყო, ლამის ვიყვირე ძროხა მომაწველინე ბიჭოთქო, მაგრამ მერე ზანდად ავდექი, არ მინდოდა ხელი ჩემ გამო დაესვარა.?
-კარავს გავშლი.- ვთქვი და ძაღლივით გავაქნიე ტანი ტალახების მოსაშირებლად.
-ნადირ არის აქ.
-შენ ახლა მართლა ასე გაცვია და აქაური ხარ თუ რამეს მიმალავ.
-რაი?- ისევ წარბები შეკრა
-რა რაი, იმერელი ხარ?
-აქედან ვარ.
-ასე რატო გაცვია, დროში მოგზაურობ.
-ეს ჩვენი ადათია.
-გაჩერდი თუ კაცი ხარ- ვუთხარხარი გაბრაზებულმა მაგრამ მერე დავდნი ისე მიყურებდა და ისე უხდებოდა ეს ჯვრებიანი ზედა.- რატო არ შეიძლება ავიდე იქ?
-ქალ არ ადის და მხოლოდ ხატობას მივალთ საკლავით.- მიპასუხა მშვიდათ
-კარავი სად გავშალო რომ არაფერმა შემჭამოს?
-არ შეგჭამენ აწი- ღიმიმილი გაუკრთა და გულმა ბაგა ბუგი დაიყწო
-რატომ?
-ტალახიან ხარ, სუნს ვერ აიღებენ.
მეჩათლახება თუ რა უნდა? ახლა მე შევკარი წარბები.
-მივხედავ ჩემ თავს.
ცხენზე ისე შემოხტა, ერთი ფეხი რომ აიქნია ჰაერში კიდევ გაძვრა ტალახი და ისიც მე მომხვდა, ისევ ისევ მიმზერდა, უხეშად, უცნაურად, ცივად მაგრამ ნამეტანი მამაკაცური იყო. ხატს გავხედე, ვილოცე და უფალს გადარჩენა ვთხოვე, კარავი გზასთან ახლოს გავშალე, გამოცდილება მაქვს, უფრო სწორად სამასჯერ ავაწყობინე მაღაზიაში. ხო და შუქი არ გავაჩახჩახე კიდე, ტანსაცმელი გამოვიცვალე, ისე მესიამოვნა მშრალი სამოსი რომ გავინაბე და ჩაი არ გავაკეთე რო?
მეამა, ღმერთმა შემარგოს, ფილმი ჩავთე ტელეფონში, მაგრამ სიცვივემ ამიტანა, ვერაფრით გავთბი, ვკანკალებ მეორე ზედაც ჩავირცვი, დაღამდა, ვერაფრით დავმშვიდდი, მერე სინანულის გრძნობამ შემიპყრო, მარტო რა ჯანდაბამ წამომიყვანა აქთქო, ნაომარივით დაღლილს ჩამეძინა, შუაღამით სიცივემ და წვიმამ გამაღვიძა, თვალები გავაფართოვე, სანათი ისევ ანათებდა და გული ამიჩქარდა, უსიამოვნო შეგრძნება მქონდა.
-აქა ხარ?- გაისმა ქალის ხმა, თითქოს ვუღაც ჩურჩულებსო, კარავის კიდეს ავეკარი
-აქ ხარ?- გამიმეორა ხმა
ლოცვა დავიწყე, ჯვარს ვემთხვიე და პირჯვარი გადავიწერე, კატის კნავილი გაისმა, გული ამომივარდა და ყელში მომაწვა, მერე მამლის ყივილი, მერე კი ქალის კივილი მოყვა, წვიმა დაიწყო, ქარმა დაუბერა და სანათი შეირხა
-ღმერთო მიშველე- დავადე თავი მუხლებს და ტუჩები ისე მოვიჭამე რომ სისხლის გემო ვიგრძენი
-ეეეო ნანო, ეეო ნანო, დაიძინებს პატარაიო- გასმა ქალის სიმღერა.
-ღმერთო მიშველე- ვიკივლე და წვიმამ ჩემი ხმა შთანთქა
კარავს რაღავ მოუახლოვდა, ჯვარს ხელი ძლიერად მოვუჭირე და დავინახე ელვაშესაკრავი, როგორ მოძრაობდა, სიბნელე და მერე ბიჭის სახე, შავი გაფართოვებული თვალები და მისი გრძელი თითები.
-წამოდ
-რა?
-ადექ- ღრიალებს ბიჭი
-რა ხდება შენ იყავი?
-ბნელების ღამე- ჩაიბურტყუნა ბიჭმა- უპასუხე ვინმეს?
-არა- გავაქნიე ისტერიულად თავი
-კარგია, გამოდი
ბიჭს უკან გავყევი
-ნივთები
ბიჭი ტალახში და წვიმაში მიმათრევს
-ად- თქვა და ცხენთან მიმიყვანა
-არ ვიცი ჯდომა, არასოდეს ვმჯდარვარ
-ად მეთქი- თქვა ბიჭმა და მხარზე დავეყრდენი, უნაგირზე დავჯექი და თავად მოხდენილად მომიჯდა უკან, ზურგით მომეყრდნო და ჩემ ყურთან იღრიალა
-გასწი



№1 სტუმარი სტუმარი სალო

აუუუუუ როგორ გამეხარდა არ გელოდი ასე მალე თუ დაიწყებდი ახალს

 


№2  offline მოდერი GEGI გეგი

სტუმარი სალო
აუუუუუ როგორ გამეხარდა არ გელოდი ასე მალე თუ დაიწყებდი ახალს

შიშებ, გამიშვი და გამატარე. heart_eyes

 


№3 სტუმარი სტუმარი სალო

GEGI გეგი
სტუმარი სალო
აუუუუუ როგორ გამეხარდა არ გელოდი ასე მალე თუ დაიწყებდი ახალს

შიშებ, გამიშვი და გამატარე. heart_eyes

გამიშვი გამატარე გავიგე, იმის წინ ვერა smiley

 


№4  offline მოდერი GEGI გეგი

სტუმარი სალო
GEGI გეგი
სტუმარი სალო
აუუუუუ როგორ გამეხარდა არ გელოდი ასე მალე თუ დაიწყებდი ახალს

შიშებ, გამიშვი და გამატარე. heart_eyes

გამიშვი გამატარე გავიგე, იმის წინ ვერა smiley

შიშები.

 


№5 სტუმარი სტუმარი სალო

GEGI გეგი
სტუმარი სალო
GEGI გეგი
სტუმარი სალო
აუუუუუ როგორ გამეხარდა არ გელოდი ასე მალე თუ დაიწყებდი ახალს

შიშებ, გამიშვი და გამატარე. heart_eyes

გამიშვი გამატარე გავიგე, იმის წინ ვერა smiley

შიშები.

ნუ ობში შოტში ტანცუემ ვსე smiley

 


№6  offline მოდერი GEGI გეგი

სტუმარი სალო
GEGI გეგი
სტუმარი სალო
GEGI გეგი
სტუმარი სალო
აუუუუუ როგორ გამეხარდა არ გელოდი ასე მალე თუ დაიწყებდი ახალს

შიშებ, გამიშვი და გამატარე. heart_eyes

გამიშვი გამატარე გავიგე, იმის წინ ვერა smiley

შიშები.

ნუ ობში შოტში ტანცუემ ვსე smiley

smile smile

 


№7 სტუმარი სტუმარი ნინი

ჩემი ბიჭი დაბრუნებულაო:*

 


№8  offline მოდერი GEGI გეგი

სტუმარი ნინი
ჩემი ბიჭი დაბრუნებულაო:*

heart_eyes

 


№9 სტუმარი სტუმარი salomea

დედა რა იყო ეს? გამისკდა გული. ფენტეზით გვიბრუნდები?

 


№10  offline მოდერი GEGI გეგი

სტუმარი salomea
დედა რა იყო ეს? გამისკდა გული. ფენტეზით გვიბრუნდები?

კი, ფენტეზიც და სიყვარულიც.

 


№11 სტუმარი Sh

არაჩვეულებრივია, ცოტა შემეშინდა.

 


№12 სტუმარი სტუმარი მოიისფრო

"მეჩათლახება თუ რა უნდა"?

ვხავი. :დდ
კარგია <3

 


№13 სტუმარი ნანი

შენ იმდენად სხვა დონე ხარ , რომ მე ვფიქრობ შენ აქ არ უნდა წერდე,(შეურაცხყოფად არავინ მიიღოს), არამედ წიგნად უნდა იბეჭდებოდეს შენი მოთხრობები და სერიოზულ ლიტკონკურსებში უნდა იღებდე მონაწილეობას. წარმატებები <3

 


№14  offline მოდერი GEGI გეგი

ნანი
შენ იმდენად სხვა დონე ხარ , რომ მე ვფიქრობ შენ აქ არ უნდა წერდე,(შეურაცხყოფად არავინ მიიღოს), არამედ წიგნად უნდა იბეჭდებოდეს შენი მოთხრობები და სერიოზულ ლიტკონკურსებში უნდა იღებდე მონაწილეობას. წარმატებები <3

ოო, ნამეტანია, დევს შემიტყუე საწოლში და ახლა სხვასაც ვამზადებბ, უბრალოდ იმდენი მაძაგეს აქ ისტორიები რატომ აიღეო რომ დავდე. მთლად ეგეთიც არაა.

 


№15 სტუმარი Natashkina

კარგია ძალიან

 


№16 სტუმარი Wilson

კარგია,დავინტრიგდი ძალიან.ცოტა შევშინდი ????????

 


№17 სტუმარი სტუმარი მარიამი

უმაგრესია , ველი შემდეგ თავს

 


№18 სტუმარი სტუმარი ნინო

საოცარი ხარ გეგი, უსაზღვრო ნიჭი გაქვს. ❤ მეორე თავის კომენტარები წავიკითხე და მიკვირს თუ აზროვნებენ საერთოდ შენს ნაწერებში + 18 -ის მეტს თუ ვერაფერს ხედავენ.

 


№19 სტუმარი azra

როგორ გეტყობა ღრმა ცოდნა და გამათლება ყველაფრის რასაც წერ , შენს იუმორზე აღარაფერს ვამბობ, სუპერ, უმაღლესი დონე ხარ!

 


№20  offline მოდერი GEGI გეგი

azra
როგორ გეტყობა ღრმა ცოდნა და გამათლება ყველაფრის რასაც წერ , შენს იუმორზე აღარაფერს ვამბობ, სუპერ, უმაღლესი დონე ხარ!

smile smile

სტუმარი ნინო
საოცარი ხარ გეგი, უსაზღვრო ნიჭი გაქვს. ❤ მეორე თავის კომენტარები წავიკითხე და მიკვირს თუ აზროვნებენ საერთოდ შენს ნაწერებში + 18 -ის მეტს თუ ვერაფერს ხედავენ.

heart_eyes

 


№21 სტუმარი სტუმარი თამარა

გთხოვ, სპელინგს გადაგიმოწმებ ხოლმე რაა... უსასყიდლო და უსწრაფესი მოხალისე არ გინდა? :)))) ძალიან მომწონხართ შენ და შენი ნაწერები, აი ძალიან!!!

 


№22  offline აქტიური მკითხველი terooo

ოჰოოო... რა კარგი დასაწყისია...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent