შენამდე (3თავი)
დილით მაღვიძარას ხმა მაღვიძებს.ისე კარგად ვგრძნობ თავს წამით მიკვირს კიდეც.სწრაფად ვემზადები,კარს ვკეტავ და სამსახურში მივდივარ. ისევ იგივე! -დილა მშვიდობის ბატ... უკაცრავად! დანიელ-მესალმება მიმღებში მოცინარი მდივანი.ამჯერად მხოლოდ ვუღიმი.ვაპირებ კარგი განწყობა მანამ შევინარჩუნო,სანამდეც შევძლებ. მარიამი მეთორმეტე კლასის ჟურნალს მაწვდის და მეც ჩემი კაბინეტისკენ მივდივარ...მუცელში რაღაც უცნაური გრძნობა მეუფლება,როცა საკლასო ოთახში შევდივარ და ჩემს მაგიდაზე მოკალათებულ ანასტასიას ვამჩნევ... გოგონა ვერ მხედავს,მონდომებით ცდილობს ჩემს განსახიერებას.ხელებს გულზე ვიწყობ და ვცდილობ რაც შეიძლება მშვიდად ვუყურო სანამ დაასრულებს. ანასტასია ცარცს იღებს,სასაცილო მიხვრა-მოხვრით მიდის დაფასთან და რაღაცას დაუდევრად ჯღაბნის.ბავშვები აღარ იცინიან! რამდენიმე ხველებით ცდილობს მიახვედროს,რომ შეწყვიტოს,მაგრამ გოგონა მაინც მხიარულად აგრძელებს ჩემს გამოჯავრებას. -იმედი მაქვს,დირექტორსაც ასე მონდომებით მოუყვები,როგორ და რატომ გაგიშვი გაკვეთილიდან!-თავს ვერ ვიკავებ,ირონიულად ვუღიმი, მაგიდისკენ მივდივარ და ჩემს ადგილს ისე ვიკავებ ერთხელაც არ ვუყურებ ადგილზე გაშეშებულ ტასოს.მესმის,როგორ ჩურჩულებს რაღაცას. -იმედი მაქვს ხვდები რაც უნდა გააკეთო ახლა-ვამბობ უემოციოდ.მხოლოდ წამით ვხედავ მის სახეს და ვგრძნობ როგორ მიჩქარდება გულისცემა.თვალებს უკმაყოფილოდ ვატრიალებ, ვდგები,ცარცს ვიღებ და დაფასთან მივდივარ. -მაპატიეთ... -ანასტასია! ვფიქრობ მიხვდი,რაც ვიგულისხმე!-ცინიკოსი არასდროს ვყოფილვარ,მაგრამ ამ წამს თავს ვერ ვიკავებ.კარისკენ ვიშვერ თითს და და ველოდები სანამ თავის ნივთებს აიღებს. -მაგრამ...მაპატიეთ,გეფიცები აღარ განმეორდება-ისე საყვარლად ლუღლუღებს,წამით წამით ვაშტერდები.შეშინებული ჩანს,არადა სულ რამდენიმე წამის წინ,მშვენიერ ხასიათზე იყო! -დაჯექი!-მკაცრად წარმოვთქვამ,აღარ ვუყურებ,მისგან ზურგით ვდგავარ და დაფაზე დღევანდელი გაქვეთილის სათაურს ვწერ.რამდენჯერმე ღრმად ვისუნთქავ ჰაერს,თავს ვაიძულებ აღარასდროს გავიხედო მშვენიერი მოსწავლისკენ,რომელიც ასე მიშლის ნერვებს,მაგრამ ასეთი მომხიბვლელია! ,,ყოჩაღ! და ასე აპირებ,მასწავლებლობას? პატარა გოგონებს უნდა ადევნო თვალი?“ -სისინებს ჩემი ქვეცნობიერი,რაზეც უარესად ვბრაზდები.წარბებს ვკრავ და ბავშვებისკენ ვბრუნდები. -იმედი მაქვს, ამიერიდან აღარავის ექნება ჩემი დაცინვის სურვილი!-ისევ ირონიით სავსე ღიმილით ვუყურებ ტასოს და გაკვეთილზე გადავდივარ. 888 -შეიძლება დაგელაპარაკოთ?-მესმის ზურგს უკან,რამდენიმე წამში მხარზე მეხებიან და მეც ავტომატურად უკან ვიხედები.ზარის დარეკვის შემდეგ სწრაფად გავეცალე იმ საშინელ კლასს. -თემას გააჩნია!-მხრებს ვიჩეჩ ანასტასიას დანახვაზე.ნუთუ მის გამო ჭამა აღარასდროს მეღირსება.თითქოს ძალით არჩევს ისეთ დროს,როცა ერთადერთი შანსი მაქვს ლანჩისთვის. -მართლა ძალიან ვწუხვარ დღევანდელის გამო...არვიცი რა დამემართა.საერთოდ ასე არ ვიქცევი ხოლმე! -ანასტასია! მოვრჩით! შეგიძლია დაივიწყო.არაფერია-უკმაყოფილებისგან ზედმეტად უხეშად გამომდის.გოგონა ნერვიულად იკვნეტს ტუჩს.ისეთი ლამაზია განზე გახედვა მიწევს.ის კი ისევ აგრძელებს.სახეზე მაკვირდება,რაზეც თავს უხერხულად ვგრძნობ.ბოლოს ვხვდები,მასწავლებლის ჩალურჯებული თვალი ზედმეტად დამაინტრიგებელი და საინტერესოა. -უბრალოდ მინდა იცოდე,რომ არ დაგცინოდი.სულ ეს არის.ნახვამდის-ჩუმად,თითქოს თავისთვის ბუტბუტებს.მეც შვებით ვვოხრავ,როცა ზურგს მაქცევს და მშორდება. კაფეტერიაში შესვლისთანავე ზარის ხმა მესმის.გაღიზიანებული,ზედმეტად ხმამაღლა ვიგინები და შემდეგი გაკვეთილისთვის ვიწყებ სულიერ მზადებას! 888 გაკვეთილების შემდეგ მიკასთან ერთად პატარა,მყუდრო რესტორანში მივდივარ.ისე მშია თითქმის მთელ თეფშ სოკოს სალათს ვსანსლავ,ზემოდან რამდენიმე ჭიქა წითელ ღვინოს ვაყოლებ და სრულიად დანაყრებული ვუყურებ,როგორ გემრიელად შეექცევა ჩემი პარტნიორი თავის დესერტს. -არაფერი მოგივა,ერთი ჭიქა შენც რომ დალიო-ვთავაზობ ღიმილით მაგრამ თავს აქნევს.მე თვალებს ვატრიალებ,რაზეც საყვარლად იცინის. -ხვალ თავს ვერ ავწევ.ერთი ყლუპიც რომ მოვსვა მერე ვეღარ დამაკავებ-ხითხითებს და ბოლო ლუკმის ჩაღეჭვისას თვალებს ხუჭავს.ისეთი ლამაზია ამ დროს მინდება,დავივიწყო,რომ კოლეგები და თანამშრომლები ვართ,უბრალოდ მივუახლოვდე და თავი კარგად ვაგრძნობინო! იმაზე დიდი სიამოვნება მივანიჭო,ვიდრე დესერტის ბოლო ლუკმაა. ,,რა ამაზრზენი ხარ“-თავს იქნევს,როგორც ყოველთვის უკმაყოფილო ჩემი ქვეცნობიერი. -მინდა ვნახო შენი სიმთვრალე-ღიმილს არ ვმალავ.ისიც მიღიმის მაგრამ უფრო გამაფრთხილებლად,რაზეც სიცილი მინდება. -არ გირჩევ!-სასაცილოდ ეღრიცება სახე-ჯობია წავიდეთ- ამბობს მორიდებით.მე ფულს მაგიდაზე ვტოვებ,ნელა ვდგები და ორივე გასასვლელისკენ მივდივართ. -დანი?-ორი ბიჭი მიახლოვდება.თავიდან ვერ ვცნობ მაგრამ ბოლოს ბედნიერებისგან ღიმილს ვერ ვიკავებ.ბიჭებს ვეხვევი და მეგობრულად ვურტყამ ხელს ზურგზე. -მოგვენატრე შეჩ... მოგვენატრე რა-მიკას დანახვაზე იცინიან.მეც უნებურად მეცინება.მიკას კი ლოყები ისე მომხიბვლელად ეფაკლება ხელს ვკიდებ და ჩემკენ ვქაჩავ. -ეს მიკაა.ჩემი თანამშრომელი-ვაცნობ ძველ მეგობრებს-მიშკა და თორნიკე,ჩემი ბავშვობის ხისთავიანი მეგობრები -სასიამოვნოა-უხერხულად წარმოთქვამ გოგონა.წამის შემდეგ მომხიბვლელად გვიღიმის-მგონი ჯობია დაგტოვოთ. -არა,არა! ჩვენ წავალთ,ხელი შეგიშალეთ-სულელურად ათამაშებს წარბებს თორნიკე.მე თვალებს ვატრიალებ-არ ვიცოდით თუ ჩამოხვედი! დღეს მიშკა უკრავ ჩვენი უბნის ბარში,ხომ გახსოვს? თუ შეძლებ მოდი! -კარგი.კი აუცილებლად მოვალ.მეც მომენატრეთ-ვუღიმი ბიჭებს სანამ წავლენ,მიკას გზას ვუთმობ და ორივენი ქუჩაში გავდივართ.სიცივე სახეზე უხეშად გვეჯახება. -სად იყავი?-ინტერესით სავსე თვალებით მიყურებს,რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ. -სად ვიყავი? -აი ბიჭებმა,რომ თქვეს ,,არ ვიცოდით თუ ჩამოხვედი“ო-მხრებს იჩეჩს. -ამერიკაში ვიყავი რამდენიმე წელი,ხომ იცი... ბებიაჩემის სიკვდილის შემდეგ სხვა უბანში გადავედი.არავის ნახვა არ მინდოდა... -მესმის.-ხელებს მკლავებზე იხახუნებს გასათბობად. ,,ჯანდაბა,ჯანდაბა!“-ბუზღუნებს ჩემი ქვეცნობიერი,მოსალოდნელი სიცივისგამო. -აიღე-ქურთუკს ვიხდი და მიკას ვაწვდი. -დარწმუნებული ხარ?-ღიმილით მართმევს და როგორც კი იცვამს აჟრჟოლებს.-ღმერთო ჩემო-ოხრავს სიამოვნებისგან,რაზეც წამით სუნთქვა მეკვრის,დღეს უკვე მეორედ მისი მიზეზით. -კარგია შენ მაინც თუ ხარ თბილად-საწყლად ვხითხითებ.ყინვა თითქოს გულამდე აღწევს.იმედს ვიტოვებ ვერ ამჩნევს,როგორ ვცახცახებ! -მგონი ჯობია ტაქსით წავიდეთ-იცინის მიკა და მეც სწრფად ვუქნევ თავს თანხმობის ნიშნად. -კარგი იქნებოდა. დამშვიდობებისაც ისევ ერთი კოცნა გაიმეტა ჩემთვის.მე ისევ იდიოტივით ვიღიმი და მხოლოდ ტაქსისტის უხეში წამოძახილი მაიძულებს გამოფხიზლებას. 888 -სად დაიკარგე ?-როგორც კი მხედავენ მაშინვე ჩემკენ მოდიან.კიდევ ერთი თბილი შეხვედრის შემდეგ თავში ხუმრობით ვურტყამ ორივეს და ბარისკენ მივდივართ. -სხვა დროს მოგიყვებით.ახლა კარგ ხასიათზე ვარ-ვიცინი და სამივესთვის ვისკს ვუკვეთავ. -კაი კაი-მუშტს მხარზე მადებს მიშკა-მაშინ წავალ მე მოვემზადები,დამელოდეთ.იმედია შვიდი წლის წინ,როგორც გაქრი ისე არ აორთქლდები-ენას მიყოფს და მოცეკვავეებში იკარგება.მე თორნიკესკენ ვიხედები. -როდიდან აღმოაჩნდა სიმღერის ნიჭი?-მეცინება,როცა ,,სცენაზე“ ამოდის და ნელი,სასიამოვნო მელოდია ჭრერდება. -შეიძლება გამოლენჩდე ისე მღერის-თავს ვერც ერთ ვიკავებთ,ჩუმად ვიცინით და მიკროფონთან მდგარ გულბიანს საშინელების მოლოდინში ვაჩერდებით. -ჯანდაბა!-ვბუტბუტებ,სცენასთან ახლოს მდგარი ანასტასიას დანახვაზე,რომელიც ვიღაც ბიჭს ეკვრის და მიშკას შეჰყურებს... =============================================================== გავაგრძელო? :დ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.