წარსულის ტყვე (III)
გეგის გარეშე გატარებული პირველი დღე იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე მოელოდა, თავიდან ცდილობდა არაფერი შეემჩნია, სახლის დალაგებას შეუდგა, ყველაფერი საგულდაგულოდ დაწმინდა, ფანჯრები გამოაღო თუმცა ის უცნაური სურნელება რომელიც ამ სახლში ტრიალებდა მაინც ვერ მოაშორა, დიდი წვალების შემდეგ მიხვდა , რომ ეს სუნი თავადვე ასდიოდა... დიახ, სევდის სურნელს მოეცვა მთელი მისი სხეული , იგი მშვიდად სუნთქვასაც კი არ აცდიდა. ალბათ გახსოვთ ის შეგრძნება , როცა ყელამდე წყალში დგახარ და სუნთქავ , თითქოს ჰაერი მძიმდება, რა რაოდენობით ჟანგბადიც არ უნდა ჩაუშვა ფილტვებში მაინც არ არის საკმარისი, თინას ზუსტად ასეთი გრძნობა ეუფლებოდა, მარტოობის მეგობარი სევდა არსაიდან მოსულიყო და ეულ გოგონას თავის მარწუხებს ულმობლად უჭერდა , თითქოს ცდილობდა მის სულს დაპატრონებოდა და ყველაფერი რაც აქამდე მნიშვნელოვანი იყო უკვალოდ გაექრო... თინას წინააღმდეგობის გაწევის თავი აღარ ჰქონდა, ტანსაცმელი გაიძრო და დასაძინებლად წავიდა, ეგონა აქ მაინც გაექცეოდა მტკივნეულ რეალობას, თუმცა მწარედ შეცდა, სევდამ ახლა მთელი მისი სხეული მოიცვა. რთული აღმოჩნდა მასთან გამკლავება , თუმცა არა შეუძლებელი. გოგონამ მიაგნო მარტოობასთან გასამკლავებელ გზას , ფუმფულა ბალიშს მთელი სხეულით შემოეჭდო და ღიღინი დაიწყო. გაახსენდა როგორ უმღეროდა დედა პატარაობისას , მართალია მას არც მუსიკალური სმენა და არც სხვა მონაცემები ჰქონდა, თუმცა ის ჰანგები რომელსაც მისი ბაგეები გამოსცემდა ყველაზე ტკბილი იყო თინასთვის. „ნეტავ ახლა როგორ არის დედა ? მახსოვს ბავშვობაში რამე რომ დამემართებოდა ყოველთვის გრძნობდა , ნეტავ ახლა რას გრძნობს? იქნებ დავურეკო და ყველაფერი ვუთხრა?“ ამ კითხვებმა იმდენადა გაიტაცა , რომ ძილი სულ გადაავიწყდა. გადაწყვიტა მოეცადა , არ უნდოდა შუა ღამეს დედის აფორიაქება. ისევ ღიღინი დაიწყო , ამჯერად გაამართლა , გოგონა მალევე მოხვდა მორფეუსის სამფლობელოში. ერთი კვირა იყო გასული მას შემდეგ რაც სახლიდან წამოვიდა , თითქოს შეეჩვია კიდეც ახალ გარემოს , თუმცა მშობლებისთვის ჯერ კიდევ არ შეეძლო გამხელა. ბებიის დაბადების დღემდე სულ ორი კვირა იყო დარჩენილი იცოდა ოთხმოცი წლის იუბილეს აღნიშვნას განსაკუთრებულად რომ მოინდომებდა , მთელს სანათესაოს დაპატიჟებდა... სიმართლესაც შემდეგ იტყოდა , მანამ კი საგულდაგულოდ უნდა დაემალა ეს ამბავი. მორიგი გასაუბრებიდან დაბრუნებული გახლდათ , კიდევ ერთმა იმედგაცრუებამ მასზე ცუდად იმოქმედა, იმის თავიც აღარ ჰქონდა , რომ ტანსაცმელი გამოეცვალა . სახლში შევიდა თუ არა გასაღები დააგდო და სავარძელში ჩაეშვა. ხუთი წუთიც არ იქნებოდა გასული კარზე ზარის ხმა , რომ გაისმა. „ჯანდაბა! ხუთი წუთით ადრე მოსულიყავი!“ -მოვდივარ!! მისმა ხმამ იმაზე უფრო საზარლად გაიჟღერა ვიდრე მოელოდა. სტუმრის ვინაობამ ძალიან გააკვირვა. -გვანცა? აქ რა გინდა? თინა კარებში გაშეშებულიყო და არ იცოდა რა ექნა , ყველაზე ნაკლებად ახლა მულს ელოდა. -მეც მიხარია შენი ნახვა . მისმა უდარდელმა ღიმილმა ქალი გამოაფხიზლა. გოგონა გულში ჩაიკრა და შინ შეუძღვა. -მისმინე , როგორ მომაგენი? -ჩემს ბედოვლათ ძმას ვკითხე , ვუთხარი უბრალოდ მაინტერესებსთქო , არავინ იცის აქ რომ ვარ. _ გვანცა წამით გაჩუმდა , გაცისკროვნებული თვალებით მისჩერებოდა რძალს _ სულ რაღაც ერთი კვირაა რაც ჩვენგან წახვედი , მაგრამ მგონია საუკუნე გავიდა. ვერ წარმოიდგენ როგორ მიჭირს უშენოდ , ძალიან მენატრები. -მეც ძალიან მენატრები და მაკლიხარ , შენი წიკვინიც მომენატრა_ გვანცამ ხმამაღლა გადაიკისკისა. -იცი? გუშინდელივით მახსოვს გეგიმ ჩვენთან რომ მოგიყვანა. თორმეტი წლის ვიყავი და მეგონა ჩემმა ძმამ შენი სახით საჩუქარი გამიკეთა , ყოველთვის ვოცნებობდი უფროს დაზე... გახსოვს გეგის რომ ვთხოვდი ჩემს ოთახში დააძინეთქო? -და შენ ის თუ გახსოვს ქორწილის მეორე დღეს თოჯინებით რომ ვთამაშობდით... გეგი გადარეული იყო გაიძახდა ცოლი ჩემი დისთვის მოვიყვანეო . -არადა მერე თვითონ არ წაგვიყვანა წრეში ბურთის სათამაშოდ, თვრამეტი წლის „მუტრუკი“ პატარა ბიჭივით რომ დახტოდა _ მხიარულმა მოგონებებმა ორივეს გული გაუთბო _ თინა შეიძლება დღეს აქ დავრჩე? მოულოდნელად დასევდიანდა გვანცა. -რა თქმა უნდა , მაგრამ ინგას რას ეტყვი? -ინგას მთელი კვირაა ხმას არ ვცემ , მამაჩემს ვეტყვი და ის მოუგვარებს. -გვანცი ეგრე არ შეიძლება, ინგას ბრალი არ არის ჩემი წასვლა... უბრალოდ ძალიან დავიღალე , ალბათ არ გესმის ჩემი და არც გთხოვ რომ გამიგო, ვიცი , ცუდად ვიქცევი , ყველა საგონებელში ჩაგაგდეთ , უბრალოდ დამავიწყდა თუ რატომ ვართ მე და გეგი ერთად, მინდა გავიხსენო , მინდა შანსი მივცე , რომ დაფიქრდეს... იმედია ამ დროის მანძილზე მიხვდება ისევ ვუყვარვარ თუ უბრალოდ მოვალეობის მოხდის მიზნით ჩერდება ჩემთან. -მაგას როგორ მიხვდები? ცუდად არ გამიგო , დარწმუნებული ვარ რომ გეგის ძალიან უყვარხარ , მაგრამ რომც არ უყვარდე ხომ იცი არასდროს იტყვის ... -სხვა თუ არაფერი , მისი თვალების კითხვა მაინც შემიძლია... სწორედ მაგ თვალებმა შემაყვარეს შენი ბედოვლათი ძმა და მათვე მაიძულეს რომ წამოვსულიყავი... დარწმუნებული ვარ როცა მთელი გულით შეიყვარებ ვინმეს მიხვდები რასაც ვამბობ . -მესმის შენი... - ინგამ რა თქვა ჩემი წასვლის შესახებ რომ შეიტყო? გახსნა შამპანიური? -არა მოკრძალებულად აღნიშნა ეგ ამბავი , დაქალებსა და ყავასთან ერთად. -დარწმუნებული ვარ უკვე სარძლოს ძიებაშია. -არ მესმის ასე მშვიდად როგორ ხვდები ამ ამბავს , მე რომ ეგეთი დედამთილი მყავდეს ან იმას მოვკლავდი ან თავს დავიწვავდი. _ გოგონამ გვიან გააცნობიერა რამდენიმე წამის წინ წამოროშილი სიტყვების მნიშვნელობა და თავი გააქნია , ყოველთვის ასე იქცეოდა როცა ხვდებოდა , რომ სისულელე თქვა, თითქოს ამით ცდილობდა დრო დაებრუნებინა. თინამ ეს ძალიან კარგად იცოდა , ყოველთვის ეცინებოდა როცა ასე იქცეოდა. -რომელ ალტერნატივას მთავაზობ? დედაშენი მოვკლა თუ თავი დავიწვა? -ეს დაივიწყე , სულელურად გამომივიდა. -ჩემი სულელი გვანცული , როგორ მომენატრა... თინამ პატარა ბავშვივით მიიხუტა მული და თმაზე დაუწყო ფერება. -გვანცულისაც მოენატრე , სახლი დაცარიელდა უშენოდ , მენატრება ის დრო დილას ბარბაცით რომ დადიოდი და შენი ხმაური რომ მაღვიძებდა... -აკი ვერ მიტანდი მაგ მომენტში , მახსოვს როგორ წიკვინებდი როცა ჩემს მიერ გამოწვეული ხმაური გაღვიძებდა. -ეჰ , როგორც ჩანს სანამ რამეს არ დავკარგავთ გვიჭირს იმის გაცნობიერება თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს რაღაც ჩვენთვის._ თინამ გამომცდელი მზერა მიაპყრო გვანცას , ვერც კი გააცნობიერა თუ როდის გაიზარდა ეს „ჩერჩეტი“ გოგო. ჯერ კიდევ გუშინ ტალახიან ბურთს დასდევდა , დღეს კი უკვე ქალია. -ჩემი გოგო ფილოსოფიაში გადაეშვა... -ასე იცის უშენობმ , სახლში ისეთი სიწყნარეა ზედმეტად დიდი დრო გვაქვს საფიქრელად. მგონი ინგასაც კი მოენატრე , უფრო სწორად ის დრო მოენატრა როცა ყვირილის საბაბს ვაძლევდით , ახლა სახლში თითქმის არავინაა. გეგი სამუშაოდან სულ გვიან ბრუნდება , მე ხან ერთ დაქალთან ვარ ხან მეორესთან , სახლი სასტუმროდ ვიქციე... მარტო ღამის გასათევად მივდივარ , ინგა სულ ბუზღუნებს , მაგრამ მამას ჩემი ესმის ამიტომ ჩემს მაგივრად იგერიებს მას... ისე დათო კი მეცოდება , თავისუფალ დროს იძულებულია კაპასი ცოლის გამოხტომები ითმინოს. -გვანცა! -რა გვანცა? ვითომ შენ არ იცი როგორია. -ის დედაშენია , ყველაფერს თქვენს სასიკეთოდ აკეთებს... ყოველი შემთხვევისთვის ცდილობს მაინც , მასზე ასე არ უნდა ილაპარაკო. -გეგის დედაც არის , მაგრამ ცხოვრებას უნგრევს , თან ყველაზე ცუდი ის არის რომ ვერც კი აცნობიერებს ამას... მის ცხოვრებაში ერთადერთი ნათელი წერტილის გაქრობა უნდა , მართალია პატარა ვიყავი მაგრამ ვიცნობდი გეგის შენს შეყვარებამდე და ის სულ არ იყო ასეთი კარგი. მახსოვს როგორ მოდიოდა დასისხლიანებული , ცამეტი წლიდან ქუჩაში ეგდო , ნამდვილი ჩხუბისთავი იყო. ერთხელ საავადმყოფოშიც კი მოხვდა ისე სცემეს , მახსოვს მთელი ღამე ვტიროდი... მე არ მახსოვს გეგის ბავშვობა , ხანდახან მგონია რომ მას ბავშვობა არც კი ჰქონია. ყოველთვის დიდი ეგონა თავი და თვლიდა რომ ოჯახში „მეორე კაცი“ იყო. რამდენჯერ დაუმალავს დაჟეჟილი სხეული რათა დედას არ ენახა და არ ენერვიულა , თუმცა მე მის ოთახში მეძინა , რას გამომაპარებდა... ყოველ გადაბრუნებაზე ღმუოდა... შენთან დაახლოების შემდეგ კი დამშვიდდა , ისწავლა ემოციების მართვა . მახსოვს როგორი ხალისიანი გახდა , მასში ყველაზე კარგ თვისებებს აღვიძებდი. აბა შენ რა გგონია , მხოლოდ იმიტომ მიყვარხარ ასე ძალიან , რომ ქორწილის მეორე დღეს ჩემს ბარბის ტყავის კაბა შეუკერე? თინას სახეზე აღბეჭდილმა ღიმილმა ერთდროულად უდიდესი სიყვარული და ტკივილი დაიტია , ეს ის ღიმილი იყო , რომლითაც უამრავ ადამიანს შეაყვარა თავი , მათ შორის გვანცასაც... გოგონას გაახსენდა პირველად როდის უამბეს ამ ღიმილზე , მისი მზერა რომელიც თინასკენ იყო მიმართული ღრმა წარსულში გაიჭრა. -იცი? გეგიმ პირველად მე მიამბო შენზე , მაშინ სულ რაღაც ათი წლის ვიყავი... დავინახე როგორ უყურებდა შენს სურათს და ჩავაცივდი , ვეკითხებოდი ვინაათქო ის კი არ მპასუხობდა . ბოლოს ძალიან რომ შევაწუხე ხელში ამიყვანა , საწერ მაგიდაზ შემომსვა და ლაპარაკი დაიწყო... ვეცდები სიტყვა-სიტყვით გადმოგცე მაშინ რა მითხრა. „რა გაინტერესებს? მკითხა მან... -მაინტერესებს ვინაა ეს გოგო. -ეს გოგო ჩემი კლასელია. -კარგი ერთი , კლასელები მეც მყავს , მაგრამ მათ სურათებს კი არ ვუყურებ. -ღმერთმა დამიფაროს , ჩემმა ათი წლის დამ ბიჭების სურათებს უყუროს. -შენთვის თუ შეიძლება ჩემთვის რატომ არ არის ნებადართული? -შენ მაშინ დაგრთავ მაგის ნებას , როცა იმავეს იგრძნობ რასაც მე ვგრძნობ ახლა. -შენ რას გრძნობ ძამიკო? -მე ვგრძნობ , რომ ახლა ამის ყურება ყველაზე მეტად მინდა... -რატომ? -არ ვიცი , ალბათ იმიტომ რომ მიყვარს... -რატომ გიყვარს? -რატომ? ვერ გეტყვი , შემიძლია გითხრა მასში რა მიყვარს , ალბათ ის , რომ მისი ღიმილი ტუჩებიდან არ იწყება... ჯერ სითბო იღვრება მის თვალებში , საოცარი სითბო , ხანდახან წუხილიც , თვალის კუთხეებში პატარა ნაოჭები უჩნდება , თითქოს სახე უნათდება. მგონი გავგიჟდი , თავი ცამეტი წლის გოგო მგონია , რომელიც დაქალს ეჭორავება...“ -ამ დღის შემდეგ მაინტერესებდა , როგორ შეიძლება ადამიანი იღიმოდეს თვალებით , წლების შემდეგ მე ამას მივხვდი . -იცი ეგ სიტყვები გეგისგან ერთხელ მაინც რომ მომესმინა ალბათ არასდროს გადავდგამდი ამ ნაბიჯს. აღარ აქვს მნიშვნელობა იმას თუ რას გრძნობდა ათი წლის წინ , მთავარია ახლა რას გრძნობს. -დარწმუნებული ვარ ახლაც იმავეს გრძნობს , უბრალოდ უჭირს გრძნობების გამოხატვა... ვინ, ვინ და შენ მაინც უნდა იცოდე , რომ როცა საქმე გრძნობებისა და ემოციების გამოხატვას ეხება, ჩლუნგდება. -ერთხელ ხომ შეძლო , ყველას წინაშე თქვა რომ ვუყვარვარ... რადგან ეს სიმართლე იყო , ჰოდა თუ ახლაც ვუყვარვარ შეძლებს და დაამტკიცებს ამას , თუ არადა ორივე ჩვენ-ჩვენი გზით წავალთ. -შენ უკეთ იცი , როგორც საჭიროდ ჩათვლი ისე მოიქეცი , უბრალოდ არ დაგავიწყდეს რომ ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები. გეგისთვის წათაქებაც რომ დაგჭირდეს მაინც შენს მხარეს დავიჭერ. -ამიტომ მიყვარხარ. -მოდი იცი რა ვქნათ? მე გავირბენ სიმინდს ვიყიდი , პოპ კორნი გავაკეთოთ და რამე კარგ დრამას ჩავუჯდეთ , რაღაც ბღავილის ხასიათზე ვარ. -რაიყო შენც ქმარს დაშორდი თუ? -ქმარს არა და შეყვარებულს კი ვეჩხუბე სერიოზულად. -ვის , ნიკას ? -კიდო მყავს შეყვარებული თუ? -მაგას ხომ არ უნდა ის „სწორუპოვარი“ ცხვირი გავუტეხო? _ გვანცას გულიანად გაეცინა... -ახლა წარმოვიდგინე როგორ ემუქრები ჩემს კუნთმაგარ ნიკუშას , დარწმუნებული ვარ მაგარი სანახაობა იქნება , ისე , არ არის საჭირო ცხვირის გატეხვა , ჩემი ბრალია რაც მოხდა... სისულელეზე ავუწიკვინდი მერე ის ამიდუდღუნდა მეთქი ეგრე არ უნდათქო და წამოვედი. მას შემდეგ არ შემხმიანებია , მე კიდევ მერიდება დარეკვა , არ მინდა თავი მოვაბეზრო ამ ჩემი „პრისიონერებით“ იმედია ერთხელაც გამოიჩენს გულისხმიერებას და შემირიგდება. -ეე , კაი მიდი და მოდი . -დარწმუნებული ვარ უჩემოდ გატარებული ხუთი წუთი ძალიან რთული იქნება შენთვის , მაგრამ მაინც ეცადე არ მოიწყინო. _რაც შეეძლო სერიოზული სახე მიიიღო გოგონამ. -მეტიჩარავ, გაქრი ახლა დროზე! ##### სალამი, მგონი ცოტა მოსაწყენ გახდა, მარამ არ მინდა რომ ვიჩქარო და მხოლოდ ამიტომ. შემდეგ თავში გამოვასწორებ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.