შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არეულობა (თავი 3)


19-10-2019, 20:08
ავტორი ტომაჩკა
ნანახია 6 288

თავი 3
-ცოტა სერიოზულობა გმართებთ ბატონო არჩილ-დივნის გარშემო წრეებს ვურტყამდით მე და არჩილი, ვერ გავიგე რა დავუშავე, უფროსწორად გავიგე რომ მისი ტოსტი ვჭამე მაგრამ ასე ძალიან თუ „გაბრაზდებოდა“ არ ველოდი
-სერიოზული ვარ, მე ჩემს საკუთრებას ვიცავ-ვითომ გაბრაზებულმა წარბშეკრულმა გამომხედა მან და ნელი ნაბიჯებით დაიწყო კვლავ ჩემკენ სხლა, მეც ცბიერი ღიმილით გადავდგი მის საწინააღმდეგოდ ნაბიჯები.
-თავბრუ დამეხვა, დაჯექით-დივანზე წამოწოლილი თინანო თან პოპკორნს იტენიდა პირში და ჩვენზე იცინოდა
-ეგ შენს ქმარს უთხარი, რომ ამიშარდა, ამხელა ბიძია კაცმა ბავშვებს რომ უნდა დაუთმო არ იცი?-ენის გაჩერებას არ ვაპირებდი, რა თქმა უნდა, მე. მაგრამ ჩემკენ სწრაფად დაძრული ნაპირელი როგორც კი აღვიქვი მაშინვე მოვწყდი ადგილს. სამი წრე მისაღებში დიდ სასადილო მაგიდას დავარტყით, შემდეგ გადავწყვიტე ცოტა უფრო ექსტრემალური რამე მეცადა, თავპირისმტვრევით გავიქეცი კიბეებისკენ, უკან ვიხედებოდი დროდადრო, ვამოწმებდი არჩილის პიზიციას, მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯით რომ ჩამომრჩებოდა. სამ საფეხურზე ერთიანად მივხტოდი და უკვე კიბეები რომ ავათავე და თავი სამშვოდობოში დავიგულე სწორედ მაშინ შევასკდი რაღაცას თუ ვიღაცას, თავდაპირველად კი დავეცი რბილად, ვიღაცის სხეულზე, მაგრამ ჩემზე დაცემული სხეულის სიმძიმეზე უნებურად წამოვიკივლე
-ამის დედა შე;ეცი, რა ხდება? გაგიჟდით?-ჩემს ქვემოდან მოგუდული ხმა ისმოდა, რამდენიმე წამში ვიგრძენი მძიმე სხეულის მოშორება და ცოტა ამოვისუნთქე
-გადადი, ჩემი მოკვლა გინდა?-ბრაზმორეულმა ხმამ არც ამჯერად დააყოვნა, ფრუტუნით გადავგორდი მეორე მხარეს და ოდაყვს დავხედე, ოდნავ გადატყაული რომ მქონდა და გაწითლებული.
სანამ მე ჩემს იდაყვს ვათვალიერებდი თინანოს უკვე ამოერბნა კიბეები და ბოლო ხმაზე კისკისებდა, არჩილის ფეხზე ამდგარიყო, მხოლოდ მირიანი იწვა ძირს გაუნძრევლად და ხელით წელს იზელდა.
-ბიჭო, ჩემს სახლში წესიერად ვეღარ გამივლია-ბურტყუნებდა თავისთვის მირიანი, უფროსმა ნაპირელმა ჯერ მე წამომიწოდა წამოსაყენებლად ხელი, შემდეგ კი ძმას.
-მე თვითონ-უკმეხი იყო მირიანის ხმა, ჯერ ოდნავ წამოზიდა წელი ხელების დახმარებით, შემდეგ კი გაჭირვებით წამოდგა ფეხზე. არჩილმა მხოლოდ მხრები აიჩეჩა და თვალი ჩამიკრა. ჯერაც არ მესმოდა, რატომ იყო ასეთი დაძაბული ურთიერთობა ძმებს შორის, ძმებს რა, მირიანს რატომ ჰქონდა არჩილის მიმართ ასეთი დამოკიდებულება.
სამივე მირიანის განრისხებულ სახეს ვუყურებდით, მერე ერთმანეთს გავხედეთ და ისეთი სიცილი აგვიტყდა, ჩავიკეცე სიცილისგან, იატაკს ხელით ვეყრდნობოდი და ბოლო ხმაზე ვკისკისებდი.
შემდეგ გაბრაზებული, მძიმე ნაბიჯების ხმა გავიგე და მიმავალ მირიანს რომ გავხედე და ჩემსავით გადაბჟირებულ დას და სიძეს კიდევ დიდხანს გავაგრძელე სიცილი. ხო, რომ გეკითხათ რა გაცინებსო ვერ გეტყოდით მაგრამ ის გამონათქვამი თუ გაგიგიათ ბებიებისგან ან მშობლებისგან, იმდენს იცინი ატირდებიო თუ რაღაც, ზუსტად არმახსოვს, მე სულ მიხდებოდა ეგ რაღაც, არც დღეს იყო გამონაკლისი.
სახლში მისულს მისაღებში რომ არავინ დამხვდა ჩუმად ავედი ჩემს ოთახში, გამოვიცვალე, მოვწესრიგდი და სამზარეულოში ჩავედი, სადაც ძირითადად ტრიალებდა თინანო. ოთახი ცარიელი იყო, მხოლოდ შემდეგ შევნიშნე იატაკზე ნამსხვრევები იყო მიმოფანტული.
ძირს დავიხარე და აკრეფა დავიწყე, თან ნაგვის ყუთში ვყრიდი. ნაბიჯების ხმა რომ მომესმა წელში გავიმართე, შემოსულ მირიანს გავხედე გაურკვეველი მზერით. წამით ჩვენი მზერა გადააწყდა ერთმანეთს, მან უცებ ამარიდა მზერა და ბარის სკამზე შემოჯდა
-ყავა გამიკეთე-მიბრძანა და თითები მაგიდაზე ააკაკუნა.
პასუხი არ დამიბრუნებია, აპარატთან მივედი და ორ წუთში ფინჯანი წინ დავუდე, თან ნამსხვრევების აკრეფა განვაგრძე. ვერ ვბედავდი მისთვის კითხვის დასმას, თუ რა მოხდა.
მოულოდნელმა ხმაურმა გამომაფხიზლა, როდესაც მოგვა დავიწყე
გაკვირვებულმა გავხედე ძირს დაყრილ ახალთახალ ნამსხვრევებს.
-ესეც აალაგე-მანიშნა მან და ფეხზე წამოდგა, ამჯერად კარადიდან თეფში გამოიღო, მაცივრიდან კი საკვები.
კვლავ ბართან დაჯდა და ჭამა დაიწყო.
ერთი წამით ვიფიქრე, ცოცხს თავზე გადავალეწავმეთქი, მაგრამ შემდეგ ხმამაღლა ამოვისუნთქე, აქ აშკარად რაღაც სერიოზული ხდებოდა, მირიანსაც სახეზე ეტყობოდა საშინლად გაღიზიანებული იყო, არ მინდოდა კიდევ უფრო გამეღიზიანებინა.
ნამსხვრევების აღების შემდეგ ტილოთი ავწმინდე დაქცეული ყავა.
თვალები კიდევ ერთხელ დავხუჭე და ჩავისუნთქე, როდესაც დავინახე როგორ გადმოუძახა საკუთარ თეფშს იატაკზე ვაჟბატონმა, მას კი ქვაბიც მიაყოლა და მშვიდი მზერით მომაშტერდა.
-რა ხდება მირიან?-ძალიან არ მინდოდა მისთვის რამის კითხვა, მაგრამ ფაქტობრივად მაიძულა მისმა მზერამ, სიმშვიდის უკან, სადღაც სიბნელეში სასოწარკვეთილება რომ იმალებოდა.
-აალაგე-გასცა კიდევ ერთი ბრძანება, მაგრამ ტილო გვერდით მივაგდე და მის წინ დავჯექი სკამზე
-რა მოხდა აქ-ვკითხე და თითით ოთახზე ვანიშნე, ღრმად ამოისუნთქა მან, ფეხზე წამოდგა და გასასვლელისკენ ნელა დაიძრა, მაგრამ შუა გზაში შემობრუნდა, თვალებში მომაშტერდა და მითხრა
-წაეთრიე აქედან-იმდენ ზიზღს აფრქვევდა მისი სიტყვები, უნებურად შევცბი, ჯერ გაკვირვებული მივაშტერდი, მერე ჩემი თავი გავლანძღე, შეიძლებოდა კი მასთან ადამიანური მოქცევა? მაგიდაზე დადებულ ერთადერთ მთელ ჭიქას როგორც კი შევავლე თვალი ცუდმა აზრმა გამირბინა ტვინში, მაგრამ წამსვე გადავიფიქრე. შევეცადე თავი დამემშვიდებინა, არ უნდა ავყოლოდი.
-ესეც მოასუფთავე, შემდეგ კი გაეთრიე-იქვე, თაროზე დადებული ყვავილებიანი ვაზა პირდაპირ ჩემს ფეხებთან დაენარცხა იატაკს. ნამსხვრევების ნაწილი, როგორც მოსალოდნელი იყო ჰაერში აიჭრა და ისე ძლიერ მომხვდა ფეხზე, უნებურად წამოვიკივლე, გაკვირვებულმა გავხედე მირიანს, შემდეგ კი მუხლს ქვემოთ, წვივთან გაჭრილ ფეხს, რომელშიც ჯერ კიდევ იყო დიდი ზომის მინა შერჩენილი და ამჯერად მართლა დავავლე ხელი ჭიქას. მაგრამ სანამ ვისროდი, როგორც ჩანს მანამდე მოასწრო ნაპირელმა სიტუაციის გაანალიზება, მაჯაში ჩამავლო ხელი და სწრაფად გამომტაცა ხელიდან მინის ჭურჭელი. ისე მიაგდო გვერდით, არც უფიქრია სად აგდებდა. შემდეგ კი ხელში ამიტაცა და სადღაც გამაქცუნა, ისე სწრაფად მიდიოდა ძლივს ვასწრებდი მხედველობის დაძაბვას, გამეგო სად მიმათრევდა.
აზრზე რომ მოვედი მისი მანქანის წინა ცხვირზე ვიჯექი, მარჯვენა ფეხი სულ სისხლიანი მქონდა, ჩემს წინ კი დავითი იდგა პირველადი დახმარების ყუთით.
-ნუ გეშინია, ახლავე ამოვიღებ-ბოხი ხმით მითხრა კაცმა და ჩანთა გახსნა. რამდენიმე ნივთი მანქანაზე დააწყო, შემდეგ კი ჩემს ფეხს დააკვირდა, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ კაბა მეცვა და არ გაჭირვებია დანახვა.
წამით გონებაში ამომიტივტივდა მირიანი, არსად რომ აღარ ჩანდა, თუმცა მალევე გადამავიწყდა სპირტიანი ბინტი რომ შემახო ჭრილობაზე და ბოლო ხმაზე ავყვირდი.
--
-მირიანი სად წავიდა?-ვკითხე მას შემდეგ დავითს რაც ფეხი გადამიხვია
-სისხლზე ცუდად ხდება-მოკლედ ამიხსნა კაცმა სიტუაცია, მეტი არც არაფერი მიკითხავს, მანქანიდან ჩამოვედი და კოჭლობით ავედი ოთახამდე.
ტელეფონი მოვძებნე სასწრაფოდ და თინანოს დავურეკე.
-სად ხართ?-გაკვირვებულმა ჩავძახე როგორც კი მიპასუხა
-მირიანმა და არჩილმა იჩხუბეს, ეს გამოიქცა, მეც გამოვყევი, მარტო ხომ არ გამოვუშვებდი-ჩურჩულით მესაუბრებოდა
-რაზე იჩხუბეს?-გაკვირვება ვერ დავმალე მე
-არ ვიცი, მე რომ ჩამოვედი დაბლა ხმაურზე მირიანს მთელი სამზარეულო დალეწილი ჰქონდა უკვე, დღეს არამგონია დავბრუნდეთ, ჭკვიანად იყავი და ერიდე იმ არანორმალურს-დამარიგა დამ ტელეფონში, მეც უმალ დავეთანხმე და გავუთიშე. ნამდვილად აღარ მინდოდა ჩემზე სანერვიულოც დამატებოდა. ტელეფონი ლოგინზე მივაგდე და სააბაზანოში გავედი, ჯერ სისხლით დასვრილი კაბა გამოვიცვალე, შემდეგ კი წინდები და კვლავ ოთახს დავუბრუნდი.
რამდენიმე წუთში კარზე მსუბუქი კაკუნიც გავიგე
არაფერი ვუპასუხე, მირიანი იქნებოდა, მასთან საუბარი კი ახლა ყველაზე ნაკლებად მინდოდა. მეორედაც დააკაკუნეს.
-დავითი ვარ თათა-გავიგე ხმა და მაშინვე წამოვდექი ფეხზე,კარი გავაღე და გაკვირვებულმა ავხედე მაღალ კაცს
-ჭამე-ლანგარი მომაწონა მან, წამით გავიხედე მხოლოდ მის სურგს უკან, კარგად ჩანდა საკუთარი ოთახის კართან აზუტული სპორტულებში გამოწყობილი ნაპირელი, შეუცვლელი მზერით რომ იხედებოდა ჩემი მიმართულებით. მხოლოდ ზრდილობის გულისთვის გამოვართვი დავითს სინი და კვლავ მივხურე კარი.
--
მთელი კვირა ისე გავიდა, არც არჩილი და თინანო დაბრუნებულან სახლში, არც მირიანი მინახავს, ასე მეგონა ამ უზარმაზარ სახლში მარტო ვცხოვრობდი, სოფო და მისი მეუღლე დასასვენებლად იყვნენ მგონი სადღაც საზღვარგარეთ წასულები.
ჩემი ფეხიც ნელნელა გამოჯანმრტელების გზას ადგა, ყველაზე კარგი ის იყო რომ მუშაობაში ხელს არ მიშლიდა.
ერთი კვირის შემდეგ ძლივს ინებეს დაბრუნება, შემდეგ კი ისე გავაგრძელეთ ცხოვრება თითქოს არაფერი მომხდარა.
--
-სოფოს დაბადების დღეა და რამე უნდა ვუყიდო-ბოლო სამი დღე იყო მუდმივად წუწუნებდა თინანო ამ თემასთან დაკავშირებით
-წავიდეთ მოლში გინდა?-შევთავაზე სამსახურიდან ახალმა დაბრუნებულმა
-დაღლილი არ ხარ?-წარბები შეკრა მან
-სენდვიჩს თუ გამიკეთებ აღარ ვიქნები-დავეჭყანე და პირდაპირ საანაბაზანოში შევვარდი.
გამოსულს თინანო ოთახში აღარ დამხვდა.
დაბლა ჩასულს სამზარეულოში მშვიდად მოსაუბრე ძმებს რომ წავაწყდი წარბები ავწიე.
მოიცა ესენი ერთმანეთს არ ჭამდნენ სულ რაღაც 2 კვირის წინ?
არჩილმა უბრალოდ ჩაიცინა ჩემს სახეზე და საუბარი გააგრძელა.
-სად მიდიხართ?-როდესაც სენდვიჩი ვჭამე და ფეხზე წამოვდექით დაინტერესდა არჩილი
-მოლში, ხომ არ წამოხვალთ?-თინანომ დაუბრუნა პასუხი ქმარს
-წავიდეთ?-ისე გახედა ძმას არჩილმა, მივხვდი ეს ორი ჯერ კიდევ ახალი შერიგებული იყო და უერთმანეთოთ ტვალეტშიც არ გავიდოდნენ მომდევნო დღემდე
-რავიცი, მეზარება-წარბები შეკრა უმცროსმა ნაპირელმა
-ძალიან კარგი, წავედით თინანო-გამეცინა მე, ალბათ თქვენც იცით ის წესი, კაცთან ერთად საყიდლებზე რომ არ უნდა წახვიდე.
-რას ნიშნავს ძალიან კარგი?-როგორც ჩანს აღაშფოთა ჩემმა სიტყვებმა არჩილი
-იმას რომ ძალიან კარგი-ენა გამოვუყავი.
-წავედით, წავედით, არ გვაქვს ბევრი დრო-როგორც ჩანს თინანო მიხვდა, „შოუ“ ახლა იწყებოდა, ხელი ჩამავლო და სამზარეულოდან გამათრია.
-შენთან ცალკე მინდა საუბარი-ჩამჩურჩულა სახლიდან გასვლისას, მეც უხმოდ დავუკარი თავი, მეც მინდოდა.
--
-გუშინ შემთხვევით ლევანს შევხვდი-გამომიცხადა აღელვებულმა, მას შემდეგ რაც ყავა შევუკვეთეთ და კაფეში დავჯექით.
-თინანო!-წარბები შევკარი მე
-შემთხვევით თათა-თვალი ამარიდა მან და ხელები ნერვიულად აათამაშა მაგიდაზე
-მერე? ისაუბრეთ რამე?-ჩავუღრმავდი სიტუაციას
-ხო, თავიდან არ ვაპირებდი, მეჩქარებამეთქი ვუთხარი, მერე მაინც დამითანხმა, ბავშვთან ერთად იყო, ვკითხე ვინაა-მეთქი, ჩემი შვილიაო-მითხრა დაძაბულმა მან, თვალებით ვანიშნე მოყოლა გააგრძელემეთქი
-საცოლე რომ ყავდა, სახელი დამავიწყდა-ხელი აიქნია დაუდევრად-დავშორდიო, გაიგო შვილი რომ მყავდაო, მეც მაშინ გავიგე ბავშვის ამბავი დედამისს კიბო ჰქონდა და გარდაიცვალაო-მოკლედ მომიყვა ლევანის ცხოვრების ისტორია მან
-მერე?-რომ აღარ გააგრძელა საუბარი იძულებული გავხდი მეკითხა
-მკითხა შენ რაშვებიო, პირდაპირ მკითხა ქმარი გიყვარსო? გესმის?-თვალებში ცრემლები ედგა მას
-მესმის-დავეთანხმე მეც
-მე პასუხი ვერ გავეცი, შენ გიყვარდა შენი საცოლემეთქი? კითხვა შევუბრუნე და გაეცინა, გაეცინა მაგ დამპალს-აშკარად გაბრაზებული იყო თინანო
-რომ გაეცინა მე დავიბენი, ვერ გავიგე რა აცინებდა, მერე უბრალოდ ბავშვი ატირდა, ადგა, ლოყაზე მაკოცა და ისე დამტოვა გაშეშებული-საბოლოოდ დაასრულა მან თხრობა და ღრმად ამოისუნთქა
-გასაგებია, ლევანი ისევ გიყვარს?-კითხვა დავუსვი, მაგრამ კარგად ვიცოდი პასუხი, ხმა არ ამოუღია, უბრალოდ გამომხედა, ისეთი თვალებით, ყველაფრის ამოკითხვა რომ შეგეძლო იქედან.
-თინანო, ხომ იცი რომ არჩილი ამის ღირსი არაა? არჩილის მაგივრად მირიანს რომ გაყოლოდი ისე არ ვიჯავრებდი თქვენს ამ სულელურ ქორწინებას-ღრმად ამოვისუნთქე დაღვრემილმა
-ვიცი, ამიტომ მინდოდა შენთან საუბარი, ძალიან მიჭირს, არ მეგონა ასე რთული თუ იქნებოდა, მართალია ცალ-ცალკე გვძინავს, მაგრამ რაღაც მიჭერს ყელში, მასთან როდესაც ვარ სულ მგონია რაღაცას ვაშავებ, რაღაცას ვუშავებ საკუთარ თავს და ჩემივე ხელით ვთხრი ჩემს საფლავს-უკვე ცრემლები ასველებდა მის ლოყებს, მისკენ გადავიწიე, მხრებზე მოვხვიე ხელი და გულზე მივიკარი. ახლა ხომ არ ვეტყოდი, ხომ გეუბნებოდი არგათხოვდემეთქი? ეს უარესი იქნებოდა.
მაგრად ჩავიკარი გულში და თავზე ვაკოცე.
-არჩილს დაელაპარაკე, აუხსენი სიტუაცია, თუ მასთან ერთად ცხოვრებას ვერ ეგუები გაგიგებს, დარწმუნებული ვარ რომ გაგიგებს, არ შეგიშლის ხელს ბედნიერებაში, უბრალოდ უნდა დაელპარაკო თინ-ვეჩურჩულებოდი ყურში და თან ვცდილობდი დამემშვიდებინა, მაგრამ არვიცი რამდენად გამომდიოდა.
--
სამსახურიდან გამოსულს არჩილის მანქანა რომ დავინახე გამეცინა, წინ თინანო იჯდა და ხელს მიქნევდა
უკანა კარი გავაღე და ღიმილი სახეზე შემეყინა მირიანი რომ დავინახე.
შევეცადე არაფერი დამტყობოდა ისე დავჯექი მის გვერდით.
-ახლა ჩვენ მივდივართ კინოში, ფილმს უნდა ვუყუროთ-ამიხსნა სიტუაცია თინანომ
-კარგია-გამეცინა მათ სახეებზე, 1 საათში უკვე ჩაბნელებულ დარბაზში ვისხედით ოთხივე და პოპკორნთან ერთად შევცქეროდით ეკრანს, ჯერ მირიანი იჯდა, შემდეგ მე, თინანო და არჩილი.
რა თქმა უნდა, წესი არ დამირღვევია, ფილმის ბოლოს, ყველაზე საინტერესო მომენტში უკვე მეძინა და სავარაუდოდ თინანოს მხარზე მედო თავი.
ჩემდა საუბედუროდ, როგორც შემდეგ ფოტოში ვნახე მირიანის მხარი მთლიანად ათვისებული მქონდა.
--
-ვერაფრით ამოვგდე ჩვენი დიალოგი თავიდან-ჩურჩულით მესაუბრება სამზარეულოში თინანო
-ვისი?-გამიკვირდა მე, მაგრამ წამში მივხვდი საუბარი ლევან ჩიქოვანზე იყო.
-უნდა ველაპარაკო-წაიბურდღუნა მან
-თინანო! რაზე? იმაზე რომ უბრალოდ გაგიღიმა?-ლამის ჩურჩულით ვუყვირე მე
-ჩვენს ძველ ურთიერთობაზე-ამოიბლუყუნა მან
-ნუ მაბრაზებ, იცოდე, არჩილი არ იმსახურებს შენგან ამას, არც არავისგან მაგრამ შენგან მითუმეტეს და თუ ლევანს კიდევ შეხვდები სანამ არჩილის ოფიციალური ცოლი გქვია ჩემი სახელი აღარ ახსენო!-მკაცრად გავაფრთხილე საკუთარი და, რომელიც თავის თავში არ იყო დარწმუნებული და ზედმეტად არეული იყო
-თათა-ამოიზმუვლა მან
-გაფრთხილებ, ხომ იცი აუცილებლად გავიგებ, დაივიწყე ის სანამ არჩილთან ხარ, გაგაფრთხილე მე, არ გაყოლოდი, სხვაგვარადაც მოვაგვარებდით პრობლემებს, ახლა კიდე დაფუქრდი და გადაწყვიტე რა გინდა თუ ლევანთან ყოფნა გინდა დაელაპარაკე არჩილს, თუ არადა უკვე მისი ცოლი გქვია და როგორც შეგეფერება ისე მოიქეცი, ამით შენს თავსაც აზიანებ, არათუ არჩილს და ლევანს..........



დამიფიქსირეთ ახლა რას ფიქრობთ არჩილზე და თინანოზე?



№1 სტუმარი სტუმარი ქეთი

უკაცრავად მაგრამ ეს მირიანი რა ჯიშის ცხოველია? უგ, სორი მაგრამ ვერ ვიტან ორანგუტანგ მამრებს:/ თინანო არჩილზე ვერაფერს გეტყვი, რადგან კარგად არ ჩანს მათი ურთიერთობა. თუ მიიღებ და არ მიწყენ, გირჩევ რომ უფრო მეტი დრო დაუთმო დეტალებს და ცოტა უფრო ვრცლად წერო, თითქოს ზედმეტად მალ-მალე ავითარებ მოვლენებს. წარმატებები!

 


№2 სტუმარი სტუმარი ლიზა

არ ველოდი რატომღაც დღეს უკვე დაძინებას ვაპირებდი უბრალოდ შემოვიხედე და როგორ გამიხარდა რომ დამხვდა ❤❤❤ წავიკითხავ და მერე მოგახსენებ აზრს ❤❤❤

 


№3  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

სტუმარი ქეთი
უკაცრავად მაგრამ ეს მირიანი რა ჯიშის ცხოველია? უგ, სორი მაგრამ ვერ ვიტან ორანგუტანგ მამრებს:/ თინანო არჩილზე ვერაფერს გეტყვი, რადგან კარგად არ ჩანს მათი ურთიერთობა. თუ მიიღებ და არ მიწყენ, გირჩევ რომ უფრო მეტი დრო დაუთმო დეტალებს და ცოტა უფრო ვრცლად წერო, თითქოს ზედმეტად მალ-მალე ავითარებ მოვლენებს. წარმატებები!

არა პირიქით, რაც უფრო ბევრი შენიშვნა იქნება კარგია, აუცილებლად ვეცდები შემდეგში გამოსწორებას <3 <3 მადლობა შეფასებისთვის უდიდესი

 


№4 სტუმარი სტუმარი ლიზა

აუ არა რაა ლევანი არჩილი არ იმსახურებს ამას მაგრამ თან აშკარაა რომ თინანოს ისევ უყვარს ლევანი. თავზე არ მოგახვევ ჩემს აზრს უბრალოდ დაველოდები შემდეგ თავს იმედია მალე დადებ საყვარელობდა იცოდე რომ სულმოუთქმელად გელოდები ❤❤❤

 


№5  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

სტუმარი ლიზა
აუ არა რაა ლევანი არჩილი არ იმსახურებს ამას მაგრამ თან აშკარაა რომ თინანოს ისევ უყვარს ლევანი. თავზე არ მოგახვევ ჩემს აზრს უბრალოდ დაველოდები შემდეგ თავს იმედია მალე დადებ საყვარელობდა იცოდე რომ სულმოუთქმელად გელოდები ❤❤❤

მადლობა რომ მელოდები და მაბედნიერებ შენი კომენტარებით <3

 


№6 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Saertod ar momwons tinanos fiqrebi levanize tu ver sheeleoda ras gayva saertod archils

Cota mal-male tu dadeba kargia, maintetesebs????

 


№7  offline წევრი Tkemali

ფაქტია, რომ მირიანს დიდი ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს გადატანილი და მისი ეს აგრესიული ქცევებიც ამას უკავშირდება. ერთი შეიძლება ცოტა აბსურდული მოსაზრებაც მაქვს : მგონია რომ მირიანი და არჩილი ბიოლოგიური ანუ ნამდვილი ძმები არ არიან. თინანოს და არჩილის ურთიერთობას რაც შეეხება , თითქმის არ ქონიათ დამოუკიდებელი მონაკვეთი და აბა როგორ შეგიფასოთ? მარტო ის ჩანს რომ არჩილი ღირსეული ტიპია და თინანომ რომ მოინდომოს ნამდვილად არ გაუჭირდება მისი შეყვარება. მომწონს თათას პერსონაჟი და კიდევ უფრო მომწონა ცალკე აღებული როგორც და. კარგი ხარ და ველოდები შემდეგ თავს!

 


№8 სტუმარი Drogon

მოკლედ, აქაური "მწერლები", სერიოზულ კრიტიკას ვინ ჩივის და უწყინარ კომენტარზე კი იწიხლებიან , ისე რომ ცოტა ძაან საშიში გახდა კომენტარის დაწერა :))) მაგრამ შენ himble ტიპი ჩანხარ , ამიტომ შემოგბედავ შენიშვნას. აუ, როგორ ვთქვა, მასწავლებლებმა რომ იცოდნენ , "ასოებს ყლაპავო" აი ეგთი შთაბეჭდილება დამრჩა კითხვის დროს, თითქოს ფაქტებს "ყლაპავ" და ძაან სწრაფად გადადიხარ სცენიდან სცენაზე, პერსონაჟების კარგად გაცნობის საშუალებასაც არ იძლევა ეს ამბავი:))) ისე კი რაც წავიკითხე შენი ისტორიები, ლაღად და გემრილად წასაკითხად წერ, მსუბუქი და მარტივია შენი ისტორიები/სტილი.

 


№9 სტუმარი სტუმარი gvantsa

ნუ მოკლედ ისევ იმ აზრზე ვარ ნაპირელი უმცროსი სულაც არ იქნება ცუდი ადამიანი ,უბრალოდ უჟმური ადამიანის ნიღბით ცხოვრობს :)) რაც შეეხება თინანოს ჯობია დაშორდეს არჩილს და ხელი არ კრას სიყვარულს შეურიგდეს ლევანს,არჩილი არ იმსახურებს ტყუილს და ღალატს.

 


№10  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

Drogon
მოკლედ, აქაური "მწერლები", სერიოზულ კრიტიკას ვინ ჩივის და უწყინარ კომენტარზე კი იწიხლებიან , ისე რომ ცოტა ძაან საშიში გახდა კომენტარის დაწერა :))) მაგრამ შენ himble ტიპი ჩანხარ , ამიტომ შემოგბედავ შენიშვნას. აუ, როგორ ვთქვა, მასწავლებლებმა რომ იცოდნენ , "ასოებს ყლაპავო" აი ეგთი შთაბეჭდილება დამრჩა კითხვის დროს, თითქოს ფაქტებს "ყლაპავ" და ძაან სწრაფად გადადიხარ სცენიდან სცენაზე, პერსონაჟების კარგად გაცნობის საშუალებასაც არ იძლევა ეს ამბავი:))) ისე კი რაც წავიკითხე შენი ისტორიები, ლაღად და გემრილად წასაკითხად წერ, მსუბუქი და მარტივია შენი ისტორიები/სტილი.

ვაიმე არა პირიქით, აუცილებლად გავითვალისწინებ მაგ ფაქტს, ზოგჯერ მგონია რომ რასაც ვფიქრობ ყველაფერი დაწერილი მაქვს არადა ნახევარზე მეტიც არ გადმომაქვს ფაილში, მართლა მინდა რომ რასაც ფიქრობთ ის დაწეროთ და გამოვასწორო❤️❣️ დიდი მადლობა შეფასებითვის ❣️❣️❣️ვაფასებ თქვენნაირ ადამიანებს❣️❣️

Tkemali
ფაქტია, რომ მირიანს დიდი ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს გადატანილი და მისი ეს აგრესიული ქცევებიც ამას უკავშირდება. ერთი შეიძლება ცოტა აბსურდული მოსაზრებაც მაქვს : მგონია რომ მირიანი და არჩილი ბიოლოგიური ანუ ნამდვილი ძმები არ არიან. თინანოს და არჩილის ურთიერთობას რაც შეეხება , თითქმის არ ქონიათ დამოუკიდებელი მონაკვეთი და აბა როგორ შეგიფასოთ? მარტო ის ჩანს რომ არჩილი ღირსეული ტიპია და თინანომ რომ მოინდომოს ნამდვილად არ გაუჭირდება მისი შეყვარება. მომწონს თათას პერსონაჟი და კიდევ უფრო მომწონა ცალკე აღებული როგორც და. კარგი ხარ და ველოდები შემდეგ თავს!

ხო ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს,:დ გამოჩნდება ეგ შემდეგ თავებში მადლობა შეფასებითვის❣️❣️

 


№11 სტუმარი სტუმარი tuta

au rogor ar minda tinano da archilze vgijdebi.ro dashoro ravi saqme ar wagiva kargad,magatzec dawere ra .

 


№12  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

სტუმარი Mariamimari
Saertod ar momwons tinanos fiqrebi levanize tu ver sheeleoda ras gayva saertod archils

Cota mal-male tu dadeba kargia, maintetesebs????

ხო თინანო ცოტა ჩამოუყალიბებელია:D მალ-მალე დადებას რაც შეეხება 1-2 დღე ინტერვალი თავებს შორის ყოველთვის იქნება სხვანაირად ვერ მოვახერხებ:((

სტუმარი tuta
au rogor ar minda tinano da archilze vgijdebi.ro dashoro ravi saqme ar wagiva kargad,magatzec dawere ra .

თავს ზემოთ ძალა არაა:D

სტუმარი gvantsa
ნუ მოკლედ ისევ იმ აზრზე ვარ ნაპირელი უმცროსი სულაც არ იქნება ცუდი ადამიანი ,უბრალოდ უჟმური ადამიანის ნიღბით ცხოვრობს :)) რაც შეეხება თინანოს ჯობია დაშორდეს არჩილს და ხელი არ კრას სიყვარულს შეურიგდეს ლევანს,არჩილი არ იმსახურებს ტყუილს და ღალატს.

კარგი ხარ❣️❣️❣️

 


№13 სტუმარი სტუმარი მაკო

მე ზოგადად მომხრე ვარ,რომ ადამიანი იმასთან უნდა იყოს ვინც უყვარს.დაელაპარაკოს თინანო ლევანს,თუ თავის გრძნობებში ვერ ერკვევა და ეს დაეხმარება,ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ.არც თათას ესეთი მძაფრი რეაქციის მესმის.ველოდები მოვლენებია განვითარებას:)

 


№14 სტუმარი Mari

Kargia velodebi shemdegs, male dade...

 


№15 სტუმარი სტუმარი ანი

ძალიან მომწონს... ველი შემდეგ თავს მოუთმენლად ^-^

 


№16 სტუმარი Nensi

Ai tatas adgilas im qvabs tavze wamovacmevdi mirianas magram eget monstrs da ujmurs tatasnairi rbili xasiatis gogo tu moarjulebs aba tabisnairi ro shexvedroda baton ujmurs xo dalewavdnen mtel saxls :dd tinanos kide vceem ra levani autyda me minda tinano da archili da vsoo!!:d magram dazmebi rogor gamovlen ertad?! Mokled ar vici ra vkvdebi interesit da veli veli movelo shemdeg tavs <3 <3

 


№17 სტუმარი Nini

არ მეყოო.პატარა თავი იყოო??? თინანომ ცოტა ჭკუას მოუხმოს რა ლევანი არა კაკლის მურაბაა ღმერთივით კაცი ყავს.ქმარაად

 


№18 სტუმარი სტუმარი ლილუ

მანამდე უნდა ეფიქრა თინანოს სანამ გაყვებოდა არჩილს და მერე უნდა გადაედგა ეს ნაბიჯი... არ მომწონს მისი ჩამოუყალიბებლობა...,ველი შემდეგს

 


№19  offline წევრი ვიპნი

არჩი ! არჩი ! არჩი :)

 


№20  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

სტუმარი მაკო
მე ზოგადად მომხრე ვარ,რომ ადამიანი იმასთან უნდა იყოს ვინც უყვარს.დაელაპარაკოს თინანო ლევანს,თუ თავის გრძნობებში ვერ ერკვევა და ეს დაეხმარება,ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ.არც თათას ესეთი მძაფრი რეაქციის მესმის.ველოდები მოვლენებია განვითარებას:)

<3 <3 არჩილი ხომ ცოდოა მერე? ;დ

Mari
Kargia velodebi shemdegs, male dade...

მადლობა <3

სტუმარი ანი
ძალიან მომწონს... ველი შემდეგ თავს მოუთმენლად ^-^

დიდი მადლობაა <3 <3

Nensi
Ai tatas adgilas im qvabs tavze wamovacmevdi mirianas magram eget monstrs da ujmurs tatasnairi rbili xasiatis gogo tu moarjulebs aba tabisnairi ro shexvedroda baton ujmurs xo dalewavdnen mtel saxls :dd tinanos kide vceem ra levani autyda me minda tinano da archili da vsoo!!:d magram dazmebi rogor gamovlen ertad?! Mokled ar vici ra vkvdebi interesit da veli veli movelo shemdeg tavs <3 <3

:დ ვნახოთ რა

Nini
არ მეყოო.პატარა თავი იყოო??? თინანომ ცოტა ჭკუას მოუხმოს რა ლევანი არა კაკლის მურაბაა ღმერთივით კაცი ყავს.ქმარაად

ვეცდები უფრო დიდები გამოვიდეს რავქნა :დ

სტუმარი ლილუ
მანამდე უნდა ეფიქრა თინანოს სანამ გაყვებოდა არჩილს და მერე უნდა გადაედგა ეს ნაბიჯი... არ მომწონს მისი ჩამოუყალიბებლობა...,ველი შემდეგს

მადლობა <3

ვიპნი
არჩი ! არჩი ! არჩი :)

იქნება შენი არჩი :დ ისე არჩილი ჯობია:D

 


№21 სტუმარი Mari

Dges dadeb?

 


№22 სტუმარი სტუმარი თამო

როდის დადებ?

 


№23 სტუმარი სტუმარი ლიზა

ელენე დაგელოდო დღეეს?❤❤❤

 


№24 სტუმარი სტუმარი თამო

იქნებ გაგვცე პასუხი:((

 


№25  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

ახლა მოვეედი რავქნაა, არმელოდოთ რა დღეს, ამ კვირაში ქვიზები მაქვს და გადავაკვდი მეცადინეობას, ყველანაირად ვეცდები ხვალ იყოს❣️❣️ბოდიშიით ხალხოო❣️❣️❣️❣️

 


№26 სტუმარი სტუმარი თამო

ცუდია მაგრამ იქნებ ხვალ მაინც დადო დაგელოდები...

 


№27 სტუმარი სტუმარი ლიზა

ტომაჩკა
ახლა მოვეედი რავქნაა, არმელოდოთ რა დღეს, ამ კვირაში ქვიზები მაქვს და გადავაკვდი მეცადინეობას, ყველანაირად ვეცდები ხვალ იყოს❣️❣️ბოდიშიით ხალხოო❣️❣️❣️❣️

არაუშავს საყვარელო არ იჩქარო ჩვენ დაგელოდებით❤❤❤წარმატებები გამოცდებზე❤❤❤

 


№28 სტუმარი Mari

Sad daikargeee?(((

რომ იცოდე დღეში რამდენჯერ ვამოწმებ იმის იმედით რომ ახალი თავი დამხვდება❤❤❤მოგვენატრე❤❤❤

 


№29 სტუმარი სტუმარი თამო

კარგი რაა... ხვალ მაინც დადე

 


№30 სტუმარი Bel

დავწყდით ლოდინით. ის მაინც გვითხარი როდის დადებ, უკვე უპასუხისმგებლობაში გადაგდის.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent