შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხევსურული ღამეები - VIII +18


21-10-2019, 13:49
ავტორი GEGI გეგი
ნანახია 4 567

-გემუდარები მაკოცე- კბილს კბილზე ვაჭერ და ისევ ვუყურებ, თავს მისკენ ვწევ, მაგრამ ჩემი თმა უჭირავს და ამის შესაძლებლობას არ მაძლევს, ისე მათვალიერებს, თითქოს ჩემ დამახსოვრებას და ამოცნობას ცდილობდეს.
-გითხარ რომ ლამაზ თოლებ გაქვს?- მეკითხება და არამიწიერი ღიმილით მასაჩუქრებს
-კი- ყვირილი მინდა
-ყელიც რომ ლამაზ გაქვს?- მეკითხება და ყელზე ხელს მისვამს
-ეგეც მითხარი- ძალა მეცლება
-თითებ რომ ლამაზ გაქვს- მეუბნება და ჩემ ხელს ხელში იღებს და ტუჩებთან მიაქვს.
-ბაგენიც ლამაზ გქონია.
-ხო?- ვეკითხები და ისევ ვწევ თავს მისკენ.
-ხო- ცალყბად მიღიმის და მხრებზე ხელებს ვაწყობ.
-იგეთ ლამაზ, რომ ამბორს ითხოვს.
-აბა მე რაზე გელაპარაკები?
-მე არ მესმის შენი ენაი.
-არც ისე რთულია.
ტუჩები ჩემ ტუჩებთან მოაქვს და მთელი გრძნობით ვკოცნი, კისერზე ხელს ვხვევ და გაჩერებაც კი მიჭირს.
-უნდ დაბრუნდე- წყდება ჩემ ტუჩებს.
-რა?- ვოხრავ.
-შენებ გეძენენ ალბათ უკვე.
-მათ იციან რომ მუცოში ვარ და აქ ტელეფონი არ იჭერს.
-ხვალ კვირაა, უნდა დაბრუნდე.
ისე გავიდა ეს დღეები რომ ვერც გავაცნობიერე როგორ გავიდა დრო. შავ ნაღვლიან თვალებს ვუყურებ და მგონია რომ ამ თვალებს ვერასოდეს დავტოვებ.
-რაი?- მეკითხება და მიღიმის
-არ შემიძლია.
-აქ ვერ დარჩები.
-ეს არარეალურია?- ვეკითხები და სახეზე ხელს ვუსვამ, უზარმაზარ წამწამებს აერთებს და შავი სამყაროც სადღაც ქრება.
-თუ დაიჯერებ რეალურია. -ოხრავს და ხელზე მკოცნის
-რას გულისხმობ, სიზმარში ვარ?
ეცინება
-არა, სიზმარ არ არის.
-შენ გინდა რომ დავბრუნდე?
-შენთვინა კი, ჩემთვინა არა.
-რას ბოდავ, თარგმნე.
-მე არა მინდა დაბრუნდე, მაგრამ აქ ვეღარ დარჩები.
-მერე რა მოხდება?- თვალებს ახელს და ყელზე ხელს მისვამს.
-ლამაზ ყელი გაქვს გითხარი?
-კი- ვბრაზობ- რა მოხდება, შენ რა ბედი გეწევა?
-ჩემ ბედს ნუ ჩივი ქალაუ- წარბებს კრავს და თითები წარბებიკენ მიმაქვს და ვუბღვერ
-გახსენი
-რათა?
-ძალიან მკაცრი ხარ ასე, მე არ მინდა წასვლა.
-უნდ წახვიდე, სხვა გზა არ გრჩება, მალე უკან ვეღარ წახვალ, ან ფეხთ მოგიწევს სიარულ.
-ვერ დაგტოვებ.
-რათა?
-არ ვიცი.
-გულს ჩაგივარდი?
ვიბნევი და ნერწვს ვყპალავ.
-მითხარი რა მოხდება მერე?
-ალქაჯებ არ მაისვენებენ, მაგრამ ეს კვირა რომ გავა, ბარში ვეღარა ჩამოვლენ, სიმურ წყლის დინებს გაყვება, აგრე იქნება სხვა წლამდე.
-შენ?
-მე აქ ვიცხოვრებ ისევა, როგორ ვცხოვრობდი უწინა.
-ვთქვათ და ქალი მოგინდეს, მერე რას იზამ?- შტერი თინეიჯერივით ვლაპარაკაობ.
-იქნებ არ მამინდეს- მიღიმის
-ეგ როგორ?
-ეგრე.
-მატყუებ.
-შეიძლება- ეცინება და თვალებში მიყურებს.
-შენ რომ იგემე უკვე სიამე, თავს როგორ გაუმკლავდები?
-ვნახოთ- ტუჩებს ვბრეც
-იცოდე იმ კაცს დავწყევლი ვიც შენ ტანს გაეკარება.
-ჩვენთან ცოტა სხვანაირად იქცევიან კაცები, თუ გინდა გამომყევი და ისე დმიცავი.
-რა?
-ხო წამოდი შენც, მიატოვე ყველაფერი და წამოდი.
-სოფელს ჯერ ვერა გავცდები.
-რატომ?
მრები აიჩეჩა.
-ეს არარეალურია ხომ?
-თუ იწრმუნებ არა.
-აქ დარჩენა მინდა- მწყდება დაუფიქრებელი სიტყვები
-ვერა დარჩები, წასვლა მოგწყურდება და ვერსად გახვალ.
-მოცია შენ რომ წასვლა მოგინდეს.
-წავალ
-ხო და წამოდი.
-ვერ ვიზამ, აქ არის ჩემი ადგილი.
-ამ მთებში სულ მარტომ რა უნდა აკეთო?
-მოვიფიქრ რამესა, მალე გათენდება, უნდა წახვიდე.
-არა- ვკანკალებ და კისერზე ვეხვევი- ვერსად წავალ, შენთან დავრჩები.
-დაფიქრდი ამაზე და თუ დაბრუნება მოგინდება, უკან დაბრუნდი. - ბურტყუნებს ჩემ ყელთან და მოცნის.- თავ გზაი ამირივ ქალაუ.
-ახლაი ამბავი, არ გამიშვა.
-წეს ასეთია, ვერ დარჩებ.
-როგორ მოგძებნო ახლა სად ვართ?
-რომ წახვალ უკან ვერა დაბრუნდები, მე მოვალ, როცა ჩამოხვალ.
-რა?
-მზე უკვე ამოდის.- ოხრავს და სხეულიდან მიშორებს.
-ამ ღამით სად წავიდე?
-გაგიმარტივებ გზას- გამიღიმა
-არა, ამას ვერ გამიკეთებ
-წადი.
-რას აკეთებ?- ფეხზე დგება და თავზე დამყურებს.
-თენდება- ოხრავს და შუბლზე მკოცნის, ტირილს ვიწყებ
-არ მინდა არსად წასვლა.
-წადი.
-არ მემშვიდობები?
-გაცილებ- მიღიმის და თავის ულამაზეს ფორმას იცვამს, მეც ჩემი სუფთა სამოსი აქომაქვს და ტირილით ვიცვამ.
-არ მინდა წამოსვლა- აღმომხდა და ჩანთებთან ჩავიკეცე.
-მზე ამოდის, უნდ იჩქარო- მოდის და ნაბადს მახურავს მხრებზე, გარეთ გავდივართ, ჩანთები გამოაქვს და ცხენს ეძახის, პირველი მე ვჯდები და ვტირი, ზურგს უკან მიჯდება. თმაში ცხვირით მეფლობა და ცხენიც მიდის.
-გითხარ რომ შენ თმას კარს სურნელ აქვს?
-არა- ვეღარ ვლაპარაკობ
სიბნელეში მივდივართ, ცხენი სვლას უჩქარებს და სადღაც მივქრივართ, მდინარის ხმა ისმის.
-მამენატრები ქალაუ, გულს ჩამივარდი მგონია.
-არ წამიყვანო, დამაბრუნე- ვტრიალდები და სახეზე ხელს ვუსვამ
-არ იქნებ კარგი შენთვინა.
-რომ მოგკლან?
-ძლიერ ვარ.- ბურტყუნებს ამაყად
-მეტიჩარა ხარ.- მეცინება და ტუჩებს ვეხები.
-რაი?- ეცინება თვითონაც
-ჯანდაბაი- ვურტყამ მკერზე ხელს და ვეკვრი
-ძირს არ ჩავარდე.
მხრებზე ხელს ვხვევ და მდინარეს ვუახლოვდებით.
-არ მოიხედო უკან, არ მოიხედო უკან!- ბურტყუნებს
-რა?- თავს ვწევ
-ერთხელ დამიჯერე, შენთვინ, მე არაფერ მამივა.
-რაზე ლაპარაკობ?
-არ მოიხედო უკან- ბურტყუნებს- დამპირდი
-რაზე ამბობ?
-პირობა მამეც.
-არაფერ მამივა, უკან არ მოიხედო, დაბრუნებ ახლა არ მაინდომო, მაიცნ არ გამოგივა.
-რა ხდება?- ჟრუანტელი მივლის.
-პირობ მამეც, თუ კიდევ გსურს ჩემი ნახვაი.
-კარგი- ვბურტყუნებ.
-წინ მიბრუნდ- ამბობს და ისევ თვმში მეფლობა- მამენატრება შენ თოლებ- ოხრავს და მდინარის ხმა ძლიერდება, წითელთმიანი სიმური წყლიდან ამოდის.
უნაგირს ხელს ძლიერად ვუჭერ, მერე სიმური სადღაც სხვა ადგილისკენ მიიწევს, ზურგში სიცივეს ვგრძნობ და ხელი უკან მიმაქვს, ცხენი სწრაფად კვეთს მდინარეს მაგრამ ხახბო ჩემ ზურგს უკან არ არის. ვკივი, ტირისლ ვუწვებ და ცხენი ფეხს უჩქარებს.
-არ მაიხედო- ჩამესმის მისი ხმა
ცხენი თითქოს ჰაერში იწევს და სიბნელეს კვეთს, მცივა, მივქრივარ, მივდივარ, სად არ ვიცი, რა მოუვიდა ხახბოს, სად წავიდა. არ მიიხედო უკან, არ მიიხედო უკან, ისევ სიჩქარე, ქარი, სიცივე და თვალებს ვხუჭავ, სიჩქარე ნელდება და მგონია ცხენიდან უნდა გადავარდე, თვალებს ვახელ და ჩემ წინ მბჟუტავ ფანარს ვუყურებ, კარავში ვარ.



№1 სტუმარი qeti

შემიტყუე საწოლშის მეორე ნაწილი დავამთავრე ახლა და ამას ჩავუჯდები, იქ ვერ დავწერე კომენტარი და აქ გეტყვი რომ კაცს, რომელსაც ასე შეუძლია სიყვარულის გადმოცემა და ქალის პატივიცემა ის არის ზე კაცი, გაოგნებული დავრჩი, ასე საინტერესოდ და არავულგარულად თუ შეეძლო კაცს ამდენი სექსის სცენის არწერა, ისე რომ ის ემოცია და გრძნობა ზუსტად მოეტანა ჩემამდე ვერ წარმომედგინა, ვწმუნდები შენ არანორმალურად მაგარ შესაძლებლობებში, ოცნებად მექცა პარიზი და ბალეტზეც უნდა წავიდე. ხელოვნება, კულტურა, იტორია, სიყვარული, იუმორი, ქალის უფლებები იმდენად სწორად და ნათლად გაქვს გადმოცემული რომ აი ვერ ვწერ რაც მინდა რომ დავწერო, ვგიჟდები და თანამედროვე ლიტერატურის ერთ-ერთი თუ ყველაზე მაგარი წარმომაგდენელი ხარ ჩემთვის. ბედნიერია შენი მომავალი ან ახლანდელი ცოლი თუ შეყვარებული, არაფერი ვიცით შენზე და ესეც სირცხვილია.

 


№2 სტუმარი სტუმარი ქრისტი

გეგი გამიმყვები ქმრაად???

 


№3 სტუმარი სტუმარი გვანცა

სტუმარი ქრისტი
გეგი გამიმყვები ქმრაად???

რიგი დაიკავეთ თუ შეიძლება! გეგი ბინა მაქვს საბურთალოზე, ერთიც გლდანში (უძრავი ქონება არ დაიწუნება), მანქანა , კაი სამსახური და გარეგნობა-ოჯახიშვილობაც არ დამეწუნება? რას იტყვი?:)

 


№4 სტუმარი barbarra.m

pas chance, უსასწაულესია, მაგრამ ესენი თუ ერთად არ იქნებიან, განგკვეთ და თითებს გაგიშეშებ.

 


№5 სტუმარი Marta

კაი რა გეგი რა ქენი ეს:((

 


№6 სტუმარი Keska

ნინო არ მომკლა ნინოოო. მემგონი მართლა შემიყვარდი და ვინ ვითრი თმებით?

 


№7  offline წევრი Na❣Da

ახლა ეს ყველაფერი თუ სიზმარი იყო, ხევსურეთში მივდივარ დასაძინებლად :დდ

 


№8 სტუმარი სტუმარი Laliko

ნინის და ნიკოლოზის დაშორება გამახსენდა პირველი ვერსიიდან... რამდენჯერ მაქვს ნატირები მაგ მომენტზე შენ არ იცი..არ დამცინო თინეიჯერობისას ყველანი სენტიმენტალურები და სულელები ვართ:):):)

 


№9  offline წევრი ზინიკო

ნუ საოცრება და სასწაული ისტორია რომ არის აღარ უნდა თქმა..მაგრამ ცოტა ავტორზეც უნდა ვიცოდეთ რამე.. ასაკი მაინც :) მართლა მაინტერესებს და ვფიქრობ, მარტო მე არ ვარ ასე.. :)

 


№10 სტუმარი სტუმარი Lu miki

ეს რაარის დაამთავრე ?? :/ გულ კი მიგრძნობდა მალე დაასრულებდი
მაგრამ რაის ვიფიქრებ თუ ასე მალე მოვიდოდა ჟამი :(

 


№11 სტუმარი ვტფ

ვაი თქვენს პატრონს რა დღეში ხართ ცოტა ჰორმონები დაიოკეთ და თავმოყვარეობა მოიხმარეთ

 


№12  offline მოდერი Anye-Any

გეგი არ მამკლა გეგი ეს რა იყო ჰა? ქმრობას არა გთხოვ ის მითხარ როგორა ვნახო ნინი და ნიკოლოზას ისტორიაი ონლაინში?

 


№13  offline მოდერი GEGI გეგი

ვტფ
ვაი თქვენს პატრონს რა დღეში ხართ ცოტა ჰორმონები დაიოკეთ და თავმოყვარეობა მოიხმარეთ

იმედი მაქვს სერიოზულად არ მიგიღიათ ეს კომენტარები.

Anye-Any
გეგი არ მამკლა გეგი ეს რა იყო ჰა? ქმრობას არა გთხოვ ის მითხარ როგორა ვნახო ნინი და ნიკოლოზას ისტორიაი ონლაინში?

საბაზე დევს ორივე ნაწილი სრულად.

 


№14 სტუმარი სტუმარი Tea

Dat's ma boy!!! საუკეთესო ხარ❤❤

 


№15 სტუმარი Keska

ვტფ
ვაი თქვენს პატრონს რა დღეში ხართ ცოტა ჰორმონები დაიოკეთ და თავმოყვარეობა მოიხმარეთ

მგონი სხვაგან ხართ და თქვენ გჭირდებათ კაცი რომ ცოტა დაოკდეთ, ნერვები არ მომწონს, ერთი ხახბო გინდათ რომ გამოგილოცოთ.

 


№16  offline წევრი ზინიკო

ეჰ დარჩა ჩემი კომენტარი უპასუხოდ...

 


№17  offline მოდერი Anye-Any

GEGI გეგი
ვტფ
ვაი თქვენს პატრონს რა დღეში ხართ ცოტა ჰორმონები დაიოკეთ და თავმოყვარეობა მოიხმარეთ

იმედი მაქვს სერიოზულად არ მიგიღიათ ეს კომენტარები.

Anye-Any
გეგი არ მამკლა გეგი ეს რა იყო ჰა? ქმრობას არა გთხოვ ის მითხარ როგორა ვნახო ნინი და ნიკოლოზას ისტორიაი ონლაინში?

საბაზე დევს ორივე ნაწილი სრულად.

ვერ ვხსნი, ფასიანია?

 


№18 სტუმარი სტუმარი ქრისტი

ეჰ დავრჩი მე აფსაიტში აბა რით მოგქრთამო ერთი უქონელი ღარიბი გოგო ვარ???

 


№19 სტუმარი სტუმარი გული

აი ბრავოოო..???? მოთხოვნადი ბიჭი ხარ????????????????????????????

 


№20  offline წევრი Na❣Da

ზინიკო
ეჰ დარჩა ჩემი კომენტარი უპასუხოდ...

ნაწერი ისედაც საკმარსზე მეტს ამბობს ავტორზე ❤️

 


№21  offline მოდერი GEGI გეგი

ზინიკო
ეჰ დარჩა ჩემი კომენტარი უპასუხოდ...

ამერია და რა გაინტერესებს? ასაკი ოცდაოთხი და კიდევ?

 


№22  offline წევრი ზინიკო

GEGI გეგი
ზინიკო
ეჰ დარჩა ჩემი კომენტარი უპასუხოდ...

ამერია და რა გაინტერესებს? ასაკი ოცდაოთხი და კიდევ?

ხო ასაკი მაინტერესებდა.. :) და რეალური ნინი არსებობს თუ არა? :)

Na❣Da
ზინიკო
ეჰ დარჩა ჩემი კომენტარი უპასუხოდ...

ნაწერი ისედაც საკმარსზე მეტს ამბობს ავტორზე ❤️

კიი გეთანხმები.. თითქმის ყველაფერს მისი ხასიათის შესახებ :)

 


№23 სტუმარი სტუმარი მიკა

[quote=ზინიკო][quote=GEGI გეგი][quote=ზინიკო]და რეალური ნინი არსებობს თუ თუ არა[/quote]

ამას ვკითხულობთ რამდენი ხანია მარა ცოცხალი თავით არ გვცემს პასუხს???

 


№24 სტუმარი Natashkina

გუუდ, ვერი გუდ. მალე დადე ეხლა ხვალამდე რა წავიკითხო

 


№25 სტუმარი Tiko tikuna

აი შენს ნიკოლოზზე ხომ ვგიჟდებოდი და ხახბოზე საერთოდ გავაფრინე არ ვაკომენტარებ ხშირად მაგრამ იცოდე რომ სულ გკითხულობ და ერთ-ერთი საუკეთესო ხარ??❤❤❤

 


№26  offline მოდერი Anye-Any

[quote=GEGI გეგი][quote=Tiko tikuna]აი შენს ნიკოლოზზე ხომ ვგიჟდებოდი და ხახბოზე საერთოდ გავაფრინე არ ვაკომენტარებ ხშირად მაგრამ იცოდე რომ სულ გკითხულობ და ერთ-ერთი საუკეთესო ხარ??❤❤❤[/quote]
გეგიიი საბაზე როგორ ვნახო? ფასიანია თუ უფასო? იქნებ მითხრა? :)

 


№27  offline მოდერი GEGI გეგი

[quote=Anye-Any][quote=GEGI გეგი][quote=Tiko tikuna]აი შენს ნიკოლოზზე ხომ ვგიჟდებოდი და ხახბოზე საერთოდ გავაფრინე არ ვაკომენტარებ ხშირად მაგრამ იცოდე რომ სულ გკითხულობ და ერთ-ერთი საუკეთესო ხარ??❤❤❤[/quote]
გეგიიი საბაზე როგორ ვნახო? ფასიანია თუ უფასო? იქნებ მითხრა? :)[/quote]
ელექტრონული წიგნია, ფასდაკლებითაა.

 


№28  offline წევრი ზინიკო

[quote=Anye-Any][quote=GEGI გეგი][quote=Tiko tikuna]აი შენს ნიკოლოზზე ხომ ვგიჟდებოდი და ხახბოზე საერთოდ გავაფრინე არ ვაკომენტარებ ხშირად მაგრამ იცოდე რომ სულ გკითხულობ და ერთ-ერთი საუკეთესო ხარ??❤❤❤[/quote]
გეგიიი საბაზე როგორ ვნახო? ფასიანია თუ უფასო? იქნებ მითხრა? :)[/quote] დარეფისტრირებიდან
ორი კვირა არის უფასო,შემდეგ აირჩევ რა ტარიფი გინდა და იმის მიხედვით :) ორ კვირაში შეგიძლია გააუქმო ისევ :)

 


№29 სტუმარი Drogon

ბიჭო, ბიჭოო:)))) თითო ხახბო...თუ გეგი?)) ყველა ქართველ ქალს და პასუხს ვაგებ რომ ივერია ნამდვილად ,ერთხელ და სამუდამოდ...ნამდვილად გაბრწყინდება:))

 


№30 სტუმარი Wilson

აუ გეგი დამილინკე ეგ საიტი სადაც წავიკითხავ “შემიტყუე საწოლში” მკლავს მისი დამთავრების სურვილი...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent