შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაყიდული სული (1 თავი)


21-10-2019, 17:42
ავტორი მი რა
ნანახია 2 009

ალექსანდრე თავის კაბინეტში სავარძელში იჯდა და სიგარეტს აბოლებდა, ფიქრებში წასულმა ვერ გაიგო როგორ შევიდა ანდრე
-ეწევი?-გაუკვირდა მას
-მიდიხარ?-შეხედა ალექსმა ეჭვნეულად
-მივდივართ-შეუსწორა ანდრემ
-შენ წადი, მე სხვა უფრო მნიშვნელოვანი საქმე მაქვს
-ეგ საქმე მაღალ ქუსლებზე დგას?
-შენ საქმეს მიხედე
-წამოდი რა-აბუზღუნდა ანდრე -ხოიცი ის რა გაიძვერა როჟაა გამაცურებს რამეში
-ანდრე თუ გავიწყდება გეტყვი რომ
ამ კომპანიის თანამფლობელი ხარ ჩემსავით და დროა ტვინი გაანძრიო და რამე გააკეთო მარტომ
-წადი შენი-ანდრე გაბრაზდა და კარი გაიჯახუნა-ალექსანდრეს გაეცინა და საგარეტის ნამწვი საფერფლეში ჩააჭყლიტა. ზუსტად ხუთ წუთში დაუკაკუნებლად ნატა შევიდა , ალექსანდრემ თავხედურად აათვალიერა გოგონა რომელიც ზედმეტად გამომწვევად ჩაცმული ეახლა, და გოგონა კმაყოფილი დარჩა იმით რომ ალექსანდრე გააღიზიანა თავისი სილამაზით
-დარწმუნებული ხარ რომ შენი ძმა წავიდა?- ალექსანდრე სავარძელში იჯდა ისევ და უკმეხად ათვალიერებდა მის სიფრიფანა და მიმზიდველ სხეულს
-დარწმუნებული ვარ-გოგონა სავარძელში ჩაჯდა და სიგარეტი ამოიღი მაგიდაზე დაგდებული კოლოფიდან
-სახლში იციან რომ ეწევი?-ალექსანდრეს ნათქვამმა ნატა გააღიზიანა
-არა, არ იციან მარტო ანდრემ იცის
-შენ ძმამ იცის?- შეიცხადა ალექსმა -მეგონა ანდრია ამას არ გაპატიებდა
-ხო ძან საყვარელია-ნატამ საყვარლად გაბუსა ტუჩები -ისე ძაან მიკვირს რომ მეგობრობთ
-რატომ?-ალექაანდრეს ძმაში ირონია ერეოდა
-შენ ძაან კაი ტიპი ხარ, იმენა უფროსი, და დასტოინი, საჭირო დროს მაგარი გიჟი და არაორდინალური
-ანდრე? -სიცილს ვერ იკავებდა ალექსანდრე
-ძაან სულელია, გულუბრყვილო, და ძაან ტრადიციული როჟაა- გულწრფელად ლაპარაკობდა ნატა
-გინდა სადმე წავიდეთ?-ალექსანდრემ გამომწვევად შეხედა და ხელიდან აართვა სიგარეტის მოკიდებული ღერი
-მინდა-ნატა თვალებში უყურებდა და უფრო მეტად იბრიცებოდა
-სად გინდა რომ წავიდეთ?-ალექსანდრე იღიმოდა და თან სიგარეტს მშვიდად ეწეოდა
-სადმე მაგარ ადგილას რომ მაგრად გავერთოთ და ბევრი დავლიოთ
-ვიცი ეგეთი ადგილი მაგრამ იქ ოც წლამდე არ უშვებენ-უთხრა ნატას დამცინავი ღიმილით და დააკვირდა მის რეაქციას
-ხოდა იქ წავიდეთ სადაც ცხრამეტისას უშვებენ-გაატარა ალექსის ირონია
-საქმე დააამთავრე?
-ანდრეს თანაშემწეს გადავაბარე
-შენ არხარ თანაშემწე?
-მეორეც ავაყვანინე და იმას ვაკეთებინებ ყველაფერს, თავი შევაცოდე
-ძან მეცოდება შენ ხელში
-მეც-გაეცინა და წამოდგა ფეხზე -იქით ქუჩაზე გელოდები, დიდხანს არ მალოდინო, ვინმემ რომარ დაგვინახოს
-კარგი დამელოდე-ალექსანდრემ თვალი გააყოლა და გაეცინა. იმის მიუხედავად რომ თავის პარტნიორის და მეგობრის და იყო, მანიც ვერთქვა უარი მასთან გართობაზე, მითუმეტეს რომ გაცნობის დღიდან ნატა თავად არ აძლევდა მოსვენებას და მის ორიენტაციაშიც კი შეიტანა ეჭვი, ამიტომ ალექსანდრემ გადაწყვიტა აყოლოდა მის გამოწვევას და ცოტახნით გართობილიყო პატარა სულელ გოგოსთან რომელიც მის შებმას ზედმეტი ყურდღებით და მომაბეზრებელი უკან დევნით ცდილობდა, აქაც მისგამო დაიწყო მუშაობა და როგორ ეთქვა უარი ამ გამოწვევაზე? ხოდა არც თქვა.
ნატას დიდხანს ლოდინი არ დასჭირდა მალე მიუყენა ალექსანდრემ ფეხებთან შავი იქს ექვს, ნატა ჩაჯდა თუარა მანქანაში ალექსანდრემ საბურავების ხრჭიალით ადგილს მოწყვიტა მანქანა, ნატა ზე აღფრთოვანებული იყო ამით.
-შენ ძმას რას ეტყვი გვიან რომ მიხვალ შინ?
-არაფერს
-გკიდია რას იფიქრებს არა?
-ზუსტად-სიცილი აუტყდა ნატას
-ჩემი და რომ შენსავით მოიქცეს...თუმცა არა ის ასე ვერ მოიქცევა-ალექსანდრემ დამცინავი ღიმილით შეხეხ
-ხო ვიცი შენი და შინა პატიმრობაში გყავს აყვანილი -ალექსანდრე აშკარად გააღზიანა მოსმა ნათქვამმა
-არ ინდა შენნაირი იყოს იმიტომ, რომ მერე მეც დავიკიდებ და თან ძაან
-ეგ მე არ მეხება-მიხვდა ნატა რომ ალექსანდრეს სულის სიღრმეში შევიდ და გააღიზიანა -სად მივდივართ მითხარი
-მაგრად გავერთობით-ალექსანდრემ მისი სულელური სიტყვები დაიკიდა და გართობაზე ორიენტირდა.
ნატა ისე დათვრა რომ ალექსანდრემ ძალით წამოიყვანა კლუბიდან და თან თავად ეხმარებოდა სიარულში
-შენთან წავიდეთ-სთხოვა ნატამ
-სახლში წახვალ-გამოუცხადა და ტაქსი გააჩერა -ამ გოგოს სახლამდე მიაცილებ და პატრონს ჩააბარებ მე უკან გამოგყვები იტყვი რომ თავად გაგაჩერა-უთხრა მძღოლს და სახლამდე მისდია ტაქს.
სახლში მისულს სული აემღვრა და ვიკას დაირეკა
-მოდი მჭირდები
-ვერ მოვალ ჩემი დიშვილია ცუდად
-ხოდა წადიშენი-უღრიალა ტელეფონში და კედელს შეახეთქა, ვისკის ბოთლი გამოიღო კარადიდან და ბოთლი მოიყუდა
თითქმის ნახევრამდე ჩაცალა და ისევ ვიკას დაურეკა
-მოდი რა,ძან მჭირდები, თუ არ მოხვალ მაგრად დაგიკიდებ იცოდე. რამდენიმე წუთში ზარის ხმამ გამოაფხიზლა მითიშული ალექსანდრე და ძლივს ადგა რომ კარი გაეღო, ვიკამ კარი თავად დაკეტა და საძინებელში შეიყვანა პირდაპირ მითიშული ბიჭი
-რა გჭირს შენ? -ასეთი მთვრალი არასდროს მინახიხარ
-ერთმა ლაწირაკმა მომწამლა
-რა პონტში? -ვიკა საწოლზე ჩამოჯდა
-დაიკიდე, მოდი ჩემთან-ალექსმა ვიკა ჩაიხუტა და ჩაეძინა.
დილით ფრთხილად წამოჯდა საწოლზე და ადგომა რომ დააპირა ალექსანდრემ დაიჭირა და საწოლზე გადააწვინა
-კარგია რომ მოხვედი
-გუშინ მაგარი დაგრუზული იყავი შეგატყე თორემ ხოიცი მთვრალს ვერ გიტან
-ვიცი როგორ არვიცი-ალექსანდრემ ხელები თავს ზემოთ დაუჭირა განაბულს ქალს და ვნებით დააცხრა მის წითელ ტუჩებს.
სამსახურში დაგვინებით მისულ ალექს ანდრე კაბინეტში დახვდა
-ვერ მოვრიგდით მედა ის როჟა
-რატო?-ირონია გაერია ხმაში ალექს და გაოცდა ნატაზე არაფეეი რომ არ თქვა
-მაგრძნობინა რომ იდიოტი ვარ და შენგარეშე არაფერი გამოვა
-შენც ეთანხმები მაგ მოსაზრებას?-სიცილი აუტყდა
-ნუ დამცინი სულ სამი თვეა რაც აქ ვარ შენ კი აქ ამ საქმეს შეაბერდი
-ანდრია მართლა რა გამოს..ხარ-ალექსის სიტყვებმა გააბრაზა ანდრე და მაგიდაზე უწესრიგოდ დაყრილი საბუთები გადაუყარა
-წადი შენი-დიყვირა და გავიდა, ალექსანდრე სიცილით გადაბჟირდა,მერე კი მდივანი გამოიძახა დასალაგებლად.
ხასიეთი დედამისის ზარმა გაუფუჭა
-შენი და გათხოვდა-მიახალა დედამ ყურმილში -იცი ვის გაყვა? იმ შეშლილს!-ჩაკივლა იმხელა ხმაზე ტელეფონში რომ ყურმილი გასწია ალექსმა
-მივდივარ
-რა ჯანდაბაც გინდა ის ქენი, გითხარი ასე გამოკეტვით უფრო გააგიჟებ ამ გოგოს მეთქი არ დამიჯერე ეხლა სდიე.
-ვიპოვი და სახლში მოვათრევ თმით მაგ ლაწირაკს
-მოათრიე მოათრიე სხელგატეხილი და გაუბედურებული
-აბა რა ვქნა უფლება მივცე იმის ცოლი იყოს? იმ არანორმალურის?
-რაც გინდა ქენი, ეგ უნდოდა მაგას და ნახავს რამხელა შეცდომა დაუშვა რომ არ დაგვიჯერა და მაგ იდიოტს გაყვა
-კარგი რამეს ვიზავთ-ალექსანდრე სულ არ ელოდა ამ ამბავს, სასიძო არ ეპიტნავებოდა და ყველანაირად არიდებდა თიას მაგრამ ის არ ეშვებოდა გოგონას და თავისი სიტყვებით გააბრუა და გაასულელა, რისგამოც სახლში გამოკეტეს გოგონა რომ იმ ბიჭს ჩამოშორებოდა მაგრამ ამაოდ და ახლა რა უნდა ქნას? ცემამ არ უშველა არც მიქარამ ,მაინც წაიყვანა მისი ერთადერთი და პატარა და.
ალექსის წვალება ამაო გამოდგა, თია გაჯიუტდა და ქმართან დარჩა, ვერფერი გააწყეს დედაშვილმა და გამოუცხადეს რომ მათთვის ის მოკვდა. დრო ნელა გადიოდა და თიაზე ფიქრი ტანჯავდა დედასაც და შვილსაც ამიტომ ალექსი მუდამ გაღიზიანებული იყო.
ალექსანდრეს ძალიან გაუკვირდა როცა ანდრემ საიუველირო მაღაზიაში გაყოლა სთხოვა
-ცოლი მოგყავს და მე არ ვიცი?
-არა დედას იუბილეა და მინდა საფრანგეთში გავუგზავნო რამე ორიგინალური და ძვირფასი
-და მე მიგყავარ? ასაკიანინქალისთვის საჩუქრის ასარჩევად? -შეიცხადა მან
-მიდი რა გამომყევი, ნატა ხოიცი რა უგემოვნო და უაზროცაა, და სხვა არავინ მყავს ისეთი აქ
-კაი ცოტას გავერთობი შენი სისულელეებით -ალექსის სიტყვები არ სწყინდა ანდრიას რადგან იცოდა რომ მართლა სულ სულელუ სიტვაციებს ქმნიდა.
მაღაზიაში რომ შევიდნენ პირდაპირ თავისუფალ კონსულტანტს მიადგნენ რომელიც ზურგით იდგა
-უკაცრავად- ანდრიას ხმა ზედმეტად მშვოდი და მოკრძალებული იყო
-დიახ- გოგონა ღიმილით შემობრუნდა და ჯერ ალექს შეხედა მერე ანდრეს, მაგრამ მზერა ისევ ზე სიმპათიურ ალექსისკენ გაეაცა და მის მზერას რომ გადააწყდა თავი დახარა, ალექსანდრე მიაჩერდა ქერა კულულებიან სიფრიფანა გოგონას, და გაირინდა, უხერხული სიჩუმე ჩამოწვა ალექსანდრე
მის სახეს აკვირდებოდა და მიხვდა რომ მაგრად დაერხა
-იცით-ანდრემ გაფანტა სიჩუმე
-დიახ-გოგონა აიბნა აშკარად გა თავი არ აუწევია
-დედასთვის ვეძებ რამე ორიგინალურს და ძვირფას
-გაჩვენებთ ჩვენს რამდენიმე ექსკლუზიუს მოდელს -და ვიტრინისკენ წავიდა გოგონა, ბიჭებიც მას მიყვნენ
-თქვენ რომელს გვირჩევდოთ?
-მე?-დაიბნა გოგონა-იცით აი მაგლითაფ მოწონს დითვლიანი ბეჭდები?
-არა ვერ იტანს
-მაშინ რამე სადა გადავწყვიტოთ
-მარიამ შენ რომელს აირჩევდი?-ალექსანდრემ გამჭოლი მზერა მიაბჯინა გოგონას რომელმაც ახედა და წამსვე აარიდა დაბნეულმა მზერა
-ალბათ ამა-მიუთითა ერთერ ყელსაბამზე
-მაშინ ეგ არ აიღო ანდრე-მისმა ნათქვამმა
მარიამი გააღიზიანა და ახედა წარბშეკრულმა მაგრამ მის დაჟინებულ და თავხედურად გამომწვევ მზერას თვალი აარიდა
-ზედმეტად გემოვნებიანი თქვენ ხართ ეტყონა და თავად აარჩიეთ მაშინ
-უგემოვმი კიხარ მაგრამ ჭკვიანი გოგო ყოფილხარ



№1  offline წევრი n.k.

gaagrdzele kargia

 


№2 სტუმარი სტუმარი ელე

შენს ყველა პერსონაჟს მარიამი და ალექსანდრე რატომ ქვია?

 


№3  offline წევრი მი რა

სტუმარი ელე
შენს ყველა პერსონაჟს მარიამი და ალექსანდრე რატომ ქვია?

მიყვარს ძალიან ეს ორი სახელი და მხოლოდ ამიტომ

n.k.
gaagrdzele kargia

აუცილებლად და ვეცდები დავხვეწო მეტად

 


№4  offline წევრი Takk.22

ჯერ ერთი რანაირი მეგობრობა მის და თუ გასართობად გინდა , ჩემთვის წარმოუდგენელია მერე ამ გოგოს გამო იგრუზები სხვა მოგყავს რომ გადაგიაროს,მერე ვაფშე კონსულტანტს შეხედავ და ვსოო გერხევა .ზოგადა ძალიან მძულს ოჯახები ,რომლებიც გათხოვების გამო უარს ამბობენ შვილზე, მისი არჩევანია და ვალდებულია პატივი სცენ რეალურ ცხოვრებაშიც ხშირია ასეთი შემთხვევები რაც სამწუხაროა ნამდვილად

 


№5  offline წევრი მი რა

ალექსანდრეს სახით წარმოდგენილი მყავ ისეთი ადამიანი რომლისთვისაც არც მეგობრობას აქვს აზრი და არც ერთგულებას, ქალის პატივისცემაც არ იცის და ზოგადად ამპარტავანი და თავხედია, მაგრამ მას სიყვარული შეცვლის და ამას მინდა ხაზი გავუსვა ამ ისტორიაში. მისი დაც თავის ტკივილი იყო და იქნება მათი ოჯახისთვის

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent