შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვების ხარჯზე... (14 თავი)


23-10-2019, 14:29
ავტორი naattii
ნანახია 1 745

აკანკალებული ეჯდა დავითი დასაკითხ მაგიდას, ჩაშავებული თვალებით ახედა დასაკითხად შემოსულ გამომძიებელს და ისევ მაგიდას ჩააკვირდა. ადვოკატს უკვე დაეტოვებინა განყოფილება, ოფიციალურად დავითის დაკითხვას ჯერ არ აპირებდნენ ამიტომ არც ადვოკატი გამოუძახებია ვინმეს. გაეღიმა გაბრიელს კაცის დანახვაზე, მაგრად კი შეუშინებია სანდროს.
-აბა ბატონო დავით, იმედია ცოტა დამშვიდდით.
-ის არანორმალური თქვენც ნახეთ, რა დამამშვიდებდა, თქვენ რომ არა ნამდვილად მომკლავდა.
-იცით, თქვენც გეცოდინებათ, ცხოვრებაში ყოველთვის არსებობს ისეთი რაღაც ან ვიღაც, რომელსაც არ უნდა შეეხო_დამრიგებლურად გაისმა გამომძიებლის სიტყვები.
-პირველად შევცდი_ჩაეცინა კაცს და წამით თითქოს ძველი დავითი დაბრუნდა, -ის პატარა გოგო გიორგის გამო მინდოდა, თურმე ამ ცხოველისთვის უნდა გამომეყენებინა.
-ესეიგი აღიარებთ რომ თქვენ გყავთ_ვითომ არაფერი ისე მოათვალიერა გაბრიელმა ოთახი.
-არა, სამწუხაროდ ვერა, რაც სანდრომ წაიყვანა კვალი დავკარგე_თავი გადააქნია კაცმა და საოცრად გულწრფელი ეჩვენა ამ წუთებში დავითი.
-მოდი გულახდილად ვისაუბროთ_სკამი შეისწორა გაბრიელმა და კაცის მხრების აჩეჩვაზე განაგრძო, -სიმართლე ორივემ ვიცით, მეც ვიცი რას წარმოადგენთ და არც ამისი დამტკიცებაა უკვე შეუძლებელი, თქვენ ყველა ვარიანტშ ციხეში მიდიხართ, ამას ადვოკატიც დაგიდასტურებდათ.
-მაშ, რაღაა სალაპარაკო?
-მინდა გარიგება შემოგთავაზოთ, ვიტალის ვინაობაც უკვე ცნობილია, პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ მან ყველანაირად თქვენ შეგაწმინდათ ხელი, ის რესტორნებიც კი, რომლებიც ჯერ კიდევ მას ეკუთვნის ყალბ თარიღიანი მინდობილობებით თქვენ სახელზე გადმოწერა.
-ანუ?_ამჯერად ნამდვილად გაუფართოვდა თვალები დავითს.
-ანუ ახლა თავად გარეთაა და ცხოვრებით ტკბება, თქვენ კი სამუდამოდ აქ დარჩით_ხელები გაშალა გამომძიებელმა და კედლებზე მიუთითა.
-ნაბი*ვარი_წამით თავი დაკარგა კაცმა თუმცა გონსაც მალე მოეგო. -მორჩა სიტყვას აღარ ვიტყვი_თავი გვერდით გააბრუნა და ყველანაირი მცდელობა ჩაუშალა გაბრიელს. დროებით კაცის შესვენება გადაწყვიტა, მაგრამ კართან მისულმა ვერ მოითმინა და უკან მოუბუნდა.
-ორივემ ვიცით ვიტალი მოწმეებს რომ არ დატოვებს, შენ კი მისთვის ყველაზე დიდი ხელისშემშლელი ხარ. ისიც ორივემ ვიცით, რომ შენი მოშორება მხოლოდ დროის საკითხია და თავისუფლად გთვლი უკვე მკვდრად, შანსი გაქვს ეს მდგომარეობა გამოასწორო, ის არაკაცი აქ ჩააყუდო და თავს გადარჩენის შანსი მისცე, უბრალოდ ფრთხილად უნდა იყო ძალიან არ დაიგვიანო, თორემ მერე მე კიარა მამა ზეციერიც ვერ გიშველის_ამ სიტყვებზე გაიხურა კარი და კაცს კიდევ ერთხელ მისცა დაფიქრების დრო, იმედი ქონდა ამჯერად გაუმართლებდა.


-არის რამე ახალი?_ტელეფონს ყურიდან არ იშორებდა სანდრო და მოუთენლად აცანცარებდა ფეხს. კონსტანტინე უფროსის აკანკალებულ ხელებსაც შიშით გადახედავდა ხოლმე და აფეთქების მოლოდინში ეკლებზე იჯდა.
-მთელი საათი გავიდა, რა ვეღარ იპოვე_ბოლო ხმაზე იღრიალა და შეახტუნა კიდევაც გვერდით მჯდარი ბიჭი.
-იცოდე ხუთ წუთს გაძლევ, მერე კი ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ_მუქარა დაუტოვა მოსაუბრეს და ტელეფონი გაბრაზებულმა დაახეთქა სკამზე.
-კიდევ არაფერია?
-ხომ გაიგონე რომ არა?_ამჯერად ბიჭს მიუბრუნდა და აკანკალებული ხელი მომუშტა, -ჯანდაბა, ამის დრო იყო_წამლის სურვილმა კისერში წამიერად წაუჭირა და თვალები ჩუწითლა.
სანამ კონსტანტინე პასუხს გასცემდა ტელეფონი აწკრიალდა და წამში ყურთან მიიდო.
-გავიგე, გადმომიგზავნე ზუსტად მისამართი ან ავიგაციით ჩამიგდე ასე სიტყვიერად სოფლის სახლს რას მივაგნებ, ეგენიც დანომრილი არ ქონდეთ_უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა და ბიჭს გადახედა.
-თერჯოლისკენ წადი, სადღაც სოფელი ყოფილა თავასა, იქ ისვენებს თურმე ბიჭი_ირონიულად ჩაიცინა და მოსულ კოორდინატებზე გადავიდა, ნავიგაცია ჩართო და ტელეფონი საქარე მინაზე დამაგრებულ დამცავზე მიამაგრა, რომ კონსტანტინეს გზა იოლად გაეგნო. სიჩქარეს მოუმატა და მთელი გულით შეეცოდა გიორგი, რომელსაც სიკვდილი სანდროს სახით უახლოვდებოდა.
ფიქრებში ჩაძირულიყო ბიჭი, ხელებს მუშტავდა და შლიდა, ამითი თავს დამშვიდებისკენ მოუწოდებდა. გვიანი რომ ყოფილიყო? მეორე დღე ღამდებოდა, ძალა რომ ეხმარა? სოფია ლილუს არ გავდა, უფრო სუსტი იყო, ძალადობამ კი ლილუსნაირი ქალი გატეხა და სოფიას რას უზამდა. ღმერთო მოკლავდა რამე რომ გაეკეთებინა იმ საცოდავს. არც იცოდა ასე რატო ფიქრობდა გოგოზე, ორი თვე იყო მხოლოდ რაც იცნობდა და ბოლო თვე იყო, როცა შედარებით ხშირად ურთიერთობდნენ. ერთად ნაცხოვრებ სამ დღეს რატომღაც ცალკე ინახავდა, გოგოს ბუზღუნიც კი ენატრებოდა სანდროს არეული ნივთების დანახვისას, როგორ ებუზღუნებოდა სააბაზანოს მოუწესრიგებელს რომ სპეციალურად ახვედრებდა. წარმოდგენა არ ქონდა ეს ყველაფერი მისთვის რას ნიშნავდა, მაგრამ ამ ფიქრებში წამალიც კი რომ დაავიწყდა ფაქტი იყო. ამან ფიქრებმა ნაცნობი წყურვილი მოიტანა და უკვე სახლში დაბრუნებაზე ოცნება დაიწყო.
-ნახევარი საათიც აღარ გვინდა და ადგილზე ვართ_თერჯოლიდან გასულმა სიჩქარეს მოუმატა და ზუსტად მიყვა ნავიგაციის მითითებულ გზას.


-როგორ ფიქრობ ალაპარაკდება?_შვილის ფერებით გართულ გაბრიელს გადახედა ძმამ და ხელებში მოქცეულ მეორე ტყუპს დახედა.
-ვინ იფიქრებდა, ჩვენს მერე ტყუპები მეც თუ მეყოლებოდა_ბედნიერად ჩაეცინა უფროსს და ხელებში მოქცეული ბიჭი დაარწია.
-ნეტა დაემსგავსებიან?_ახლა ბიძიაც დააკვირდა ზემოდან ორივეს.
-ექიმმა არაო, როცა განსხვავებული სქესი აქვთ ცალცალკე პარკებში ვითარდებიანო თუ რაღაც მსგავსი_სიყვარულით ჩაილაპარაკა და ცხვირით შეისუნთქა შვილის ტკბილი სურნელი, შემდეგ გოგოსაც კისერში მიეფერა და ნაზად დააბრუნა კუთვნილ საწოლში.
-აზრზე ხარ ორივეს შვილები გვყავს_სიცილით გადახედა იოანემ მოცუცქნულ არსებებს.
-ჩემზე ადრე მოიყვანე ცოლი და რაოდენობით მაინც მე გჯობნი_თვალი ჩაუკრა გაბრიელმა და გაღიმებული წამში დასევდიანდა, -ლილუს გარეშე მამობასაც ვერ ვგრძნობ ბოლომდე.
-შენ ის თქვი სახელების რა მოიფიქრე_თემა შეაცვლევინა ძმამ.
-ლილუს გარეშე უფლება არ მაქვს_ცოლის პალატისკენ წავიდა და ტყუპის მოწყენილი თვალები თან გაიყოლა.

უკვე ფეხის თამაშიც ვეღარ ამშვიდებდა სანდროს. რუკას ხუთი წუთიღა ეწერა დანიშნულების ადგილამდე და მოუთმენლობა უფრო და უფრო იპყრობდა. არ იცოდა რა დახვდებოდა და ეს უფრო მეტად აგიჟებდა. არ იცოდა, რომ სოფია გიორგის არ შეუშინდა და წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ გაპარვა სცადა. გარტყმის შემდეგ შეშინებული ჩაიკეტა ოთახში, ბიჭის დანახვაც არ უნდოდა, თავი გამოიგლოვა და ცრემლები რომ დაუშრა ბრძოლა გადაწყვიტა. ჩუმად გამოაღო კარი და დივანზე ჩაძინებულ გიორგის მოკრა თვალი. ან ახლა ან არასოდეს, შიშველ ფეხებს დახედა და ხელი ჩაიქნია,დიდი დიდი გაციებულიყო, მთავარი იყო ვინმემდე მიეღწია, დღეს კი მობილური ყველას აქვს, პოლიციას დაურეკავდა და მორჩა. ჩაკეტილ კარს ძვრა ვერ უყო და სიმწრის ცრემლი გადმოუვარდა. ფანჯარა!_წამში გაახსენდა და საკუთარ ოთახს მიუბრუნდა. ჯანდაბა, მეორე სართული საკმაოდ მაღალზე ჩანდა, თუმცა უკან არ დაიხევდა, ფანჯარა გამოაღო და თვალები დახუჭა.
-მიდი სოფია, ეს ცხოველი რას გიზამს არც იცი, აქ გადახტომით კი არ მოკვდები_ჩუმად ამოიჩურჩულა და თვალი არ გაუხელია ისე გადახტა.
დაცემისას ნატკენმა ფეხმა ისე შეაკრთო წამოკივლება ვერ შეიკავა, სამწუხაროდ ამითი მცველიც გააღვიძა და გაისმა კიდევაც ღრიალის მაგვარი ხმა, მაშინვე კარისკენ გაიქცა გიორგი და წამში გამოგლიჯა სოფიას ძახილით. ბიჭის გაცხოველებულ ხმაზე ფეხი სულ არ გახსენებია ისე გაიქცა სახლის წინ ტრიალ მინდორზე. ვერ გაასწრო. რამდენიმე წამში დაიჭირა ბიჭმა და თმაში წვდა, უკან გადააგდო მარტივი მოძრაობით და კიდევ ერთხელ გაარტყა. ამოკრუსუნება მოასწრო სოფიამ კისერში რომ ეცა და ხელი წაუჭირა.
-ვისთან მირბიხარ? ვინმე გყავს არა? მიღალატე? *უკნა, მოღალატე ბო*ო, სხვაში გამცვალე არა? რამდენიმე დღეც ვერ მოგათმენინა ჩემმა სიყვარულმა?_არეული თვალებით დაჰყურებდა გოგოს, ცალი ხელით ისევ გაარტყა, მეორე კი კისერზე წაჭერილი დაუტოვა. აფართხალებული გოგო ნელნელა გრძნობდა როგორ კარგავდა გონებას, თუმცა ბოლო წამს ხელით ქვა მოსინჯა და მაგრად ჩაბღუჯა. უკანასკნელი ძალებით მოიქნია და შუბლში გაარტყა. გიორგი გადაქანდა და დაბნეულმა მოისვა სისხლიან შუბლზე ხელი. გაკვირვებული აკვირდებოდა წითელ სითხეს და ხელს თვალების წინ შეშლილივით ატრიალებდა.
როგორც კი ოდნავ სული მოითქვა სოფიამ მაშინვე წამოდგა, ისევ ქუჩისკენ გაიქცა და კივილიც დაურთო თან, იქნებ ხმა მაინც მიეწვდინა ვინმესთვის. ხმამ გიორგიც გამოაფხიზლა და ლამის მგელობანას თამაშში ვერცერთმა შეამჩნია ეზოს როგორ მოადგა გვერდიდან ვერცხლისფერი ჯიპი.
-გიორგი!_ბოროტულად დასჭექა მკაცრმა ხმამ და უკვე გოგოსთან მიახლოებული გიორგი გააშეშა. ნელი და მძიმე ნაბიჯებით გადმოვიდა სანდრო ეზოში და გაშავებული თვალებით დააკვირდა დასისხლიანებულ გოგოს ძლივს რომ ითქვამდა სულს. წამები დასჭირდა ჭრილობების დასათვალიერებლად. გახეთქილი ტუჩი, წარბი, რომლიდანაც ჯერ კიდევ საკმაო რაოდენობის სისხლი სდიოდა, მოჭერისგან გალურჯებული ყელი, ნატკენი ფეხი, ჩაწითლბული თვალები და დალურჯებული ლოყა. სუნთქვა შეუკრა გოგოს სანდროს სასტიკმა გამომეტყველებამ. გაყინული სახე ისე მორყეოდა ბიჭს სუნთქვაც კი უჭირდა, თვალები სიწითლიდან სიშავეში გადაუვიდა და მოჩვენებითი სიმშვიდით გადახედა კონსტანტინეს.
-აქედან გაიყვანე_გოგოზე მიანიშნა და ბიჭმაც მაშინვე დაუქნია თავი, ახლა აზრი არ ქონდა წინ გადადგომოდა, ისე ქონდა ტვინი მასაც ზედ დააკლავდა, ამიტომ გიორგისთვის თავისი სიცოცხლის გარისკვა სწორ ვარიანტად არ ჩათვალა და გოგოს წამოყენებას ეცადა. რომ დაინახა ფეხს ვერ ეყრდნობოდა ხელში აიყვანა და უკან დაიხია.
-ეცადე ცოცხალი დატოვო_სამი სიტყვა გადაულაპარაკა უფროსს და გონება გათიშული გოგო მანქანისკენ წაიყვანა. ცრემლების გადმოყრას არ ანებებდა სოფია თავს და ცდილობდა ყველა ტკივილი აეტანა.
-ბებია ცოცხალია?_ყველაზე დიდ ტკივილს რაც აყენებდა ის შეკითხვა პირველად დასვა და ბიჭის თავის დაქნევაზე ამოისუნთქა.
-მკურნალობას საავადმყოფოში გადის.
-მართლა მოკლავს?_უკვე რიგით მეორე შიში გააჟღერა.
-მაგაზე პასუხი დარწმუნებული ვარ თავადაც არ იცის_მხრები აიჩეჩა ბიჭმა და სოფია გამოღებულ კარში შესვა. წამოღებული წამლების ჩანთა გადააწოდა და მანქანა ჩაუკეტა. თავად კი ისევ უფროსისკენ დაბრუნდა.

გაქცევის გეგმა გონებაში მოხაზა გიორგიმ თუმცა ნაბიჯის გადადგმა როგორც კი გაბედა წამში ეცა კისერში სანდროს ხელი და მოჭერილმა მინდორზე დასცა.
-ქალზე ხელის აწევა იოლი იყო ნაბი*ვარო?_შეუცვლელი სახის მიმიკითა და ხმის ტემბრით ამოილაპარაკა და სახე ახლოს მიუტანა. პირველად სად დაარტყი? ტუჩიდან სისხლი აღარ დიოდა, ანუ პირველი სახეში იყო_თავადაც იგივე გაუკეთა და თან ისე რომ ერთი დარტყმით გაუსკდა ბიჭს ტუჩი ორ ადგილას.
-შემდეგი ის მაინტერესებს რომელი ხელით და თითებით შეეხე_ამჯერად მარჯვენა ხელის თითებს ეცა და სოფიასაც კი მიწვდა მანქანაში გიორგის განწირული ბღავილი. მაშინვე ეცა კარს გასაღებად, თუმცა გარედან აღმოჩნდა ჩაკეტილი. მინაზე დაიწყო ხელების რტყმევა და სახელების ყვირილი, თუმცა ყურადღება არავინ მიაქცია. აგიჟებდა ის, რომ კონსტანტინე გადაჯვარედინებული ხელებით არხეინად უყურებდა სცენას, სანდრო კი ალბათ წარბსაც არ იხრიდა ისე ატყავებდა გიორგის. მართალია ბევრი დაუშავა, მაგრამ ასეთი სისასტიკის მომხრე არასდროს გახდებოდა. ნატკენი ხელები აცრემლებულმა მოისრისა და თავადაც დანებდა.

ბოლთას სცემდა კაბინეტში ვიტალი და დაბარებულ დამქაშებს მოუთმენლად ელოდა, პატარა საქმე ნამდვილად არ იყო, მაგრამ დარწმუნებული იყო, ამასაც სულ იოლად მოაგვარებდა. იმდენი კაცი ყავდა საიქიოს გასტუმრებული ერთი დავითი რა იქნებოდა ასე საპრობლემო, მითუმეტეს ციხეში. იქ ხომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. კიდევ რამდენიმე წუთი დასჭირდა ლოდინი და როგორც იქნა სასურველმა პიროვნებამაც შემოაღო კარი.
-რა მოიფიქრე?
-მარტივია, პატრული გამაჩერებს, დარღვევას არ ვაღიარებ, რამდენიმე წუთში კი მეც წინასწარი დაკავების იზოლატორში აღმოვჩნდები პოლიციელის სიტყვიერი შეურაცყოფისთვისა და დაუმორჩილებლობისთვის_არხეინად აიჩეჩა ბეჭები კაცმა.
-კარგია, იქ რას იზამ?
-ეგ ყველაზე მარტივია, ჩემი საკნისკენ მოვიტყუებ და გავგუდავ ან თავს გავუტეხავ, რავი რამდენიმე ვარიანტია.
-კი ბატონო, ეგ არ მაინტერესებს, ჩემთვის მთავარი შედეგია, როგორც შეასრულებ აღარ მაინტერესებს.
-მაშ, დროებით. იმედია ფულს თქვენ გადამიხდით მერე რომ გამოვიდე_სიცილით დაუქნია კაცს თავი და მანაც ვითომ გაბრაზებულმა გახედა აბა რას ვიზამ ეგ როგორ მაკადრეო.
-ეხ დავით, დავით, არ ყოფილიყავი ხარბი და გეცხოვრა შენთვის მშვიდად, დავიჯერო არასაკმარის გაძლევდი?_ჩაფიქრებული გადაწვა სავარძელში და გაეღიმა.


-რა მოხდა?_დასაკითხი ოთახისკენ მიანიშნა იოანემ ძმას.
-ჯერ ხმას არ იღებს, ხვალამდე ვაცდი და ისევ ვესტუმრები_წარბშეკრულმა გააყოლა გაბრიელმა ორ პოლიციელს თვალი, რომელთაც ჯერ კიდევ დაუმორჩილებელი მამაკაცი მოყავდათ.
-არ ვნერვიულებ, საღაცა ლილუ დაკერე და „დაჟე“ ცოლად გამოყოლაზე დაითანხმე დავითის ალაპარაკება შენთვის მარტივი უნდა იყოს_ხელი უდარდელად აიქნია უნცროსმა.
-ხო რა გენაღვლება, ჯილდოებს მაინც ორივეს გვაძლევენ არა?_დამცინავად ჩაუკრა უცებ მოღუშულ ძმას თვალი და ამღერებულ ტელეფონს დახედა. საავადმყოფოს ნომერზე წამებში ეცვალა მზერა და ხელი კანკალით უპასუხა ტელეფონს.
-ექიმო, თქვენთვისვე აჯობებს ცუდი ამბისთვის არ მირეკავდეთ_მუდარა შეერია აკანკალებულ ხმაში.
-გაბრიელ, თქვენი ცოლი გონს მოვიდა_ბედნიერი გაჰყვიროდა კაცი ტელეფონში და გულიანად ეცინებოდა გაბრიელს ახლავე გამოვრბივარზე და წამში აქოშინებულ ხმაზე.



№1  offline წევრი წერო:)

რა მაგარიაა.
არა ძააალიააან მაგარია!♡♡♡
სანდრიკო მკლავს დდ
აუ ტყუპებიიი თან ბიჭი და გოგო ფა კარგიაა გილოცაავთ დდდ♡♡
მოუთმენლად ველოდები შემდეგს ♡♡♡♡

 


სანდროს ხელებს ვენაცვალე მე :) გული მომფხანა რა ამ ბიჭმა :) მიხარია, რომ იმ მომენტში წამალს სძლია და მინდა სულ ეგრე იყოს, მიყვარს მე ეგ ბიჭი❤
ჩემი საყვარელი ტყუპები, როგორ ეღადავებიან ერთმანეთ :) რა კარგია ლილუ რომ მოვიდა გონს, ახლა უფრო მეტი შემართებით იქნება გაბრიელი და ვიატლის სანათესაოს მოუკითხავს :D
ახლა მთავარია დავითი ვერ გაასაღონ, დროზე მოვიდეს ეგ სულელი კაცი აზრზე თავს უშველოს და ბიჭებსაც კიდევ ერთი გახსნილი საქმე მიეწერება. გაბრიელმა იმ მკვლელს ისე გააყოლა თვალი უეჭველი რაღაც იეჭვა და მაგის იმედი მაქვს მე.
გელოდები როგორც ყოველთვის❤

 


№3 სტუმარი სტუმარი gvantsa

უჰ ამოვისუნთქე ლილუც გონს მოვიდა და სოფიაც კარგადაა :)) ტყუპები და სანდრო სუპერ ბიჭები :))

 


№4  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ოოო გიორგის დააჯდა სიკვდილის ბუზი, იმედია სანდრო მოთოკავს თავს. რა მაგარია ლილუ რომ გონს მოვიდა ❤️

 


№5  offline მოდერი naattii

წერო:)
რა მაგარიაა.
არა ძააალიააან მაგარია!♡♡♡
სანდრიკო მკლავს დდ
აუ ტყუპებიიი თან ბიჭი და გოგო ფა კარგიაა გილოცაავთ დდდ♡♡
მოუთმენლად ველოდები შემდეგს ♡♡♡♡

ვეცდები დღეს ან ხვალ იყოს ❤️

რუსკიმარუსია
სანდროს ხელებს ვენაცვალე მე :) გული მომფხანა რა ამ ბიჭმა :) მიხარია, რომ იმ მომენტში წამალს სძლია და მინდა სულ ეგრე იყოს, მიყვარს მე ეგ ბიჭი❤
ჩემი საყვარელი ტყუპები, როგორ ეღადავებიან ერთმანეთ :) რა კარგია ლილუ რომ მოვიდა გონს, ახლა უფრო მეტი შემართებით იქნება გაბრიელი და ვიატლის სანათესაოს მოუკითხავს :D
ახლა მთავარია დავითი ვერ გაასაღონ, დროზე მოვიდეს ეგ სულელი კაცი აზრზე თავს უშველოს და ბიჭებსაც კიდევ ერთი გახსნილი საქმე მიეწერება. გაბრიელმა იმ მკვლელს ისე გააყოლა თვალი უეჭველი რაღაც იეჭვა და მაგის იმედი მაქვს მე.
გელოდები როგორც ყოველთვის❤

ეჰ სადაა მასე იოლი ვიტალიკოს მოკითხვები, მაგრამ სანდრო რისი სანდროა ❤️ :D

სტუმარი gvantsa
უჰ ამოვისუნთქე ლილუც გონს მოვიდა და სოფიაც კარგადაა :)) ტყუპები და სანდრო სუპერ ბიჭები :))

სხვა პრობლემები იწყება და კიდევ ლილუს დამატება არ მინდოდა ❤️

ablabudaa
ოოო გიორგის დააჯდა სიკვდილის ბუზი, იმედია სანდრო მოთოკავს თავს. რა მაგარია ლილუ რომ გონს მოვიდა ❤️

თლად სიკვდილის არა და დალეწვის ნამდვილად დააჯდა :D

 


№6  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

აუუუ კაიი იყო ძალიანნ არმეყოსავით ???????????????? ველოდები ახალთავს

 


№7 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მაგარი იყო მომეწონა გამიხარდა ლილე და სოფია გადარჩა მადლობა დიდი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent