შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეძავის ბედნიერება. (სრულად)


23-10-2019, 21:51
ავტორი Whisper
ნანახია 6 875

4 წლის წინ დაწერილი პატარა ისტორია...
მკაცრი ზამთრის მორიგი გაყინული საღამო იყო, როცა თვალებმიბნედილი და სახემილეული ლინა დუქნიდან გამოვიდა და სახლისკენ დაუყვა დათოვლილ გზას. ციოდა, მაგრამ ლინას ზედმეტად გადახურებული, გადაღლილი და უკვე გახუნებული სხეული ამას ვერ გრძნობდა. ათოვდა აწეწილ თმაზე და გაფითრებულ სახეზე. მხოლოდ ღაწვები ჰქონდა ოდნავ აწითლებული, ისიც სასმლისგან. ვინ იცის, იქნებ საერთოდ არ უნდოდა ასე ყოფილიყო, მაგრამ ცხოვრებამ ასეთი ხვედრი უწილადა მას.
სახლში მისულს ისევ ძველებური, სიბერისგან გაშავებული კედლები შემოეფეთა. ალაგ-ალაგ ამოცვენილი იატაკი კი მუდამ ფეხებს ატკიებდა. პატარა მაგიდაზე ობლად მდგარი ერთადერთი სანთელი უკვე საცოდავად მილეული ბჟუტავდა და ძლივს ანათებდა ოთახს, რომელიც მხოლოდ ორ ადამიანს, ისიც ძალდატანებით იტევდა. კუთხეში უკვე დაჟანგებული, წლებისგან შელახული ლოგინი იდგა. მასზე კი, პატარა პლედის ქვეშ, ოდნავ ამობურცული სხეული ძლივს ჩანდა.
ლინა სევდიანი ცხოვრებისგან გაპარტახებული ნაბიჯებით მიუახლოვდა ლოგინს, მაგრამ არა დასაწოლად. უბრალოდ დახედა სხეულს, რომელიც მშვიდად და ჩუმად ფშვინავდა, შიგადაშიგ კრუსუნებდა, ხანდახან სუნთქვა ეკვროდა.
შეშინებული ლინა თვალს არ აშორებდა და ნაზად დაჰყურებდა პატარა, ჯერ კიდევ გაუხრწნელ, უბიწო და უცოდველ ბავშვს.
-რუთ...-ჩურჩულებდა გულნატკენი, ტკივილგარეული ხმით ცხოვრებისგან გაპარტახებული, გასაწ....ბული დედა.
ბავშვს ისე ღრმად ეძინა, რომ ამ ხმას არც კი გაუღვიძებია, არც შეურხევია მისი ნაზი და სუსტი სხეული.
გარეთ ისევ თოვდა...
ცა, თითქოს სუდარაგადაფარებული, ნაცრისფერში ჩაფლულიყო და არ ნათდებოდა. არცერთ ვარსკვლავს არ უკიაფია ამ ზეცაში უკვე რამდენი ხანია.
გაქანცულ ლინას თვალები უნდა დაეხუჭა, რომ ცოტა ხნით მაინც გაშორებოდა ამ ამაზრზენ, არაფრისმომცემ სამყაროს, რომელმაც მხოლოდ გააუბედურა, მაგრამ გამოანათა ცაზე მზის პირველმა სხივმა და წამში გაუქრო ძილის სურვილი ცხოვრებაარეულ, ფიქრად ქცეულ ქალს.
რაზე ფიქრობდა ლინა, რომელსაც ყველაფრისგან მხოლოდ არაფერი შეხვდა? სიცარიელე, რომელსაც ვერაფერი ავსებდა, გარდა მშიერ-მწყურვალი, გაყინული შვილისა. ჰო, გაყინული იყო. ამ ოთახში სითბო არასდროს არავის უგრძვნია, მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნულად. გულში კი, მუდამ მოიძებნებოდა პატარა ღუმელი, რომელიც დედა-შვილს აძლებინებდა.
ისევ უჭმელი, ისევ ჩაუცმელი გაიღვიძებს დილით რუთი და დედას მშიერი თვალებით შეხედავს, თუმცა არაფერს ეტყვის.
ეს უკვე ცხოვრების განუყოფელ ნაწილად, ჩვეულ ამბად იქცა აქ, ამ პატარა ოთახში, რომელიც დიდი სამყაროს უმცირესი ნაწილი იყო..
ლინა ისევ ფანჯრიდან იყურება. გათენებისას გამონათებული სხივი სადღაც გაქრა. ჩაიკარგა, თითქოს მძიმე და საშიშ რუხ ღრუბლებში. ასე გაატარებს ისევ რამდენიმე საათს. რუთი არ გაიღვიძებს გვიანობამდე, ან უცებ წამოყოფს თავს, ისევ შეანათებს დედას დამშეულ და უკვე ფერდაკარგულ თვალებს და მერე ხველა აუტყდება, როგორც ყოველთვის, სისხლიანი.
ჰო, მისი შვილი ავადაა, უკვე საკმაოდ დიდი ხანი, ლინას კი არ აქვს საშუალება უმკურნალოს. ყოველ ღამე სხვადასხვა დუქანში დადის და ვიღაც აზრარეულ, დაუკმაყოფილებელ, გაღორებულ მამაკაცებს სიამოვნებას ჩუქნის, თან აყოლებს თავისი ცხოვრების, წესით, ყველაზე ძვირფას წლებსა და დროს. ყველაფერი მხოლოდ იმისთვის, რომ ფული იშოვოს. ორი ლუკმისთვის, ორი ყლუპისთვის, ორი წამისთვის.
ასეა უკვე რამდენი წელი. შიმშილისგან გამხდარ, ძვლებამოყრილ შვილს სინანულით უყურებს.
ვინ იცის, რამდენჯერ უმათხოვრია დუქანში რამის წამოსაღებად. რამდენი რაღაც გაუკეთებია, რომ შვილს ყველაფერი არ მოკლებოდა, თუმცა არ გამოვიდა, როგორც ხშირად არ გამოდის ყველაფერი ცხოვრებაში. ცოტა ხანი ეყოთ, მერე ამასაც ზედმეტი სითავხედე უწოდეს და საერთოდ შეუწყვიტეს საზრდოს გაზიარება.
"რაში სჭირდება უბრალო მეძავს ამდენი საჭმელი."-ეს შემაძრწუნებელი, საზიზღარი, არაადამიანური შენიშვნები მუდამ აფერადებდა ლინას ცხოვრებას.
ვინ იცოდა, რომ სახლში, უფრო სწორედ კი, ერთ, უკვე დამპალ ოთახში ასეთ "უბრალო მეძავს" შვილი უკვდებოდა? არავინ.
მორიგი გათენებული დილა ისევ ტკივილს აყენებდა ლინას, ტკივილს აყენებდა პატარა რუთის ყელს, ფილტვებს. ჰო, ეს უკვე ჩვეული ცხოვრება იყო ამ ორი ადამიანისთვის, რომლებმაც ადამიანის სახე ცხოვრებასთან ერთად დაკარგეს, მაგრამ რაღაც კვალი დაიტოვეს.
ლინა ისევ გავიდა გარეთ. ჯერ ადრე იყო, ახლა მის შემოთავაზებას არავინ მიიღებდა.
ვინ იცის, რამდენმა უღალატა ცოლს ლინას ვნებიან სხეულთან, მერე კი, ისევ დაბრუნდა თბილ სახლში, ცოლთან.
სძულდა, სძაგდა, ეამაზრზენებოდა ლინას მათი ყოველი შეხება, მაგრამ იძულებით აღმოხდებოდა ხოლმე ბაგეთაგან ვნებიანი ხმა, მხოლოდ იმისთვის, რომ საზრდო ეშოვა.
ლინა ისევ თავისი ტყისკენ წავიდა. "თავისი", რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ პირობითად. რეალობა იმდენად მძიმე და მწარე იყო, უბრალოდ გამოსავალს ეძებდა.
ყველასთვის მიუგნებელი შუაგული უყვარდა ლინას. მწვანე ხეებით გარემოცული გაზაფხულობით. ყველაფერს სინორჩის ფერი ედო. ყველაფერი ახლა იღვიძებდა. უყვარდა ლინას ზაფხული ამ ტყეში. როცა ღია მწვანე უფრო მკვეთრდებოდა. ყველაფერი უფრო დახუნძლული და მდიდარი იყო. სინორჩე სადღაც ქრებოდა. ამ დროს ყველაფერს ზრდასრული სახე ჰქონდა. გიჟდებოდა ლინა შემოდგომაზე. სიმწვანე იცვლებოდა. წითელ-ყვითელი, ყავისფერი, ნარინჯისფერი, ატმისფერი, ალუბლისფერი, მკვახე ვაშლისფერი...ეს ფერები და კიდევ უთვალავი. ძირს ჩამოვარდნილი ყოველი ფოთოლი კი სიმშვიდე და განძი იყო გაწურული ლინასთვის. აფიქრებდა მას მხოლოდ ზამთარი. თითქოს ამ დროს ყველაფერი იძინებსო, იცოდა მან, თუმცა, არა ეს ტყე. მერე რა, რომ თოვლით იფარებოდა ყველაფერი, ხეებს ფოთლები აღარ ჰქონდათ და ყველაფერი მკაცრ იერს იძენდა. ლინას უკვირდა მხოლოდ ერთი რამ ზამთრის ტყეში, ეს იყო, მუდამ ცოცხალი მდინარე და ციცინათელები. ორი რაღაც, რაც არასდროს ქრებოდა. ვინ იცის, იქნებ ამ ტყის ჯადოქრობაა ეს. ზამთრის გაყინულ ტყეში ციცინათელები, რომლებიც დაფრინავენ და არ იმალებიან. ციცინათელები, რომლებიც გზააბნეულს ბილიკებს უნათებენ...
ციცინათელებს უყვარდათ ლინა ისე, როგორც შვილი. ისე, როგორც ტყე. ისე, როგორც ცა და ისე, როგორც ყოველი ვარსკვლავი.
ლინასაც უყვარდა ციცინათელები. ბნელ ცხოვრებაში ორი ნათელი წერტილი ხვდა წილად. შვილი და ციცინათელები. პირველი უკვე ილეოდა და ქრებოდა, მეორე კი მუდამ ანათებდა, თუ ამ სამყაროში არა, ცაზე მაინც. ლინას სჯეროდა, რომ ყოველი ციცინათელა სიკვდილის შემდეგ ვარსკვლავი ხდება და ამიტომ ელოდებოდა ვარსკვლავებით მოჭედილ ცას, ამიტომ არ ეძინა ხოლმე ღამე. იქნებ სადმე, ცალი თვალი მაინც მოეკრა ძველი მეგობრისთვის.
ოთახში დაბრუნებულს რუთი ისევ მძინარე დახვდა. იქნებ გაეღვიძა კიდეც, მაგრამ ალბათ საზრდო ვერ ნახა და ისევ იბრუნა პირი. არ იცოდა როგორ გაეტარებინა დრო ისე, რომ შიმშილი არ ეგრძნო, ამიტომ ისევ იძინებდა.
დედამ ცრემლმორეული თვალებით შეხედა მძინარე ბავშვს. უკვე რამდენი ხანია მისი ღიმილი არ უნახავს, არ გაუგია მისი ხმა...მტკივნეულია.
მოსაღამოვდა. ზამთრის ამ სუსხიან ამინდში ლინა ისევ წავიდა დუქანში მძორთა გასახარებლად.
"მეძავი 5 ცენტად". ეს იყო ლინას უკვე ცხოვრების სტილი, რუტინა, გამჯდარი აზრი და უბრალოდ დოგმა.
მორიგმა "ქველმოქმედმა" მას ფული მიუგდო და დუქნის ზედა სართულის ერთ-ერთი ოთახისკენ წაათრია.
ყველაფერი ძველებურად.
პირველს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და ასე ავიდა ლინა 50 ცენტამდე.
ერთ ღამეში ათი კაცი, ეს ლინასთვის გათენებას და მზის პირველ სხივთან ერთად მცირეოდენი საჭმლით დაბრუნებას ნიშნავდა.
რუთს ისევ ეძინა.
ლინა შვილთან მივიდა და ნაზად შეაღვიძა უცოდველი ბავშვი.
-ჩემი ანგელოზი.-ჩურჩულებდა ხმაწასული დედა.
ბავშვი ისევ არაფერს ამბობდა, მაგრამ ისეთი სიყვარულით უყურებდა მორთმეულ მცირე ულუფას, თითქოს მთელი სამყარო იყო.
არსებობა. ეს იყო მათი მთავარი მიზანი. ეარსებათ ყველაფრის მიუხედავად, მხოლოდ ორი ლუკმისთვის.
ისევ დაახველა ბავშვმა, ისევ აღებინა სისხლი.
ტკიოდა ლინას, მაგრამ ეგუებოდა.
მშველელი არსად იყო, ანუ, არც ბავშვს ეშველებოდა.
ეს აზრი ლინამ უკვე ღრმად ჩაიბეჭდა გონებაში. ნებისმიერი გამოსავლის ძებნა უშედეგოდ მთავრდებოდა, ამიტომ დანებდა.
როგორ უნდოდა, გაღიმებული ბავშვისთვის ხელის ჩაკიდება და ქალაქში სასეირნოდ გასვლა, მაგრამ ვერ ახერხებდა. ვერც ის მოახერხა, რომ საყვარელი რუთისთვის ტყე ენახებინა. ტყე, რომელიც ლინას თავშესაფარი იყო.
მოსაღამოვდა. ლინა უკვე სამუშაოდ აპირებდა წასვლას.
მოყინულ და დათოვლილ გზას დაუყვა.
ვიღაც განცვიფრებული ქალი შემოეფეთა, რამდენჯერმე წაარტყა, მწარედ.
ლინას, ისედაც დახეთქილი და გაცვეთილი ტუჩებიდან სისხლი წასკდა.
ეს იყო წინა ღამეს მიღებული პირველი კლიენტის ცოლი.
ვინ იცის, მერამდენე ქალისგან ხვდებოდა მწარედ დაბეჩავებულ, განადგურებულ ლინას, მაგრამ ითმენდა, ყველაფერს მოითმენდა, ოღონდ შვილი სიკვდილს შიმშილის გამო არ წაეყვანა.
დრო მოვიდა.
რუთი დილით საშინლად გრძნობდა თავს. ვეღარაფრით ეხმარებოდა უკვე იმედგადაწურული დედა სისხლში ნახევრად დამხრჩვალ შვილს.
ხელში აიყვანა. ლინაც ძალიან გამხდარი იყო, თუმცა მასზე სუსტი იყო რუთი.
ტყისკენ წაიყვანა. თითქმის შიშველს თავის ერთადერთ მოსაცმელს აფარებდა, რომ საერთოდ არ გაყინულიყო.
არ ტიროდა, თუმცა ცრემლები ყელში გორგალივით მოსდგომოდა.
ტყეში თოვლი იდო, როგორც გუშინ, გუშინწინ...
ლინა ბებერი მუხის წინ ჩაიმუხლა და მომაკვდავ შვილს თავი დაადო.
-დედა...-წარმოთქვა ძლივს რუთმა და პირიდან სისხლი გადმოანთხია.
ლინა უფრო დაიხარა შვილისკენ.
-ციცი...ნათელა.-წმინდა ხმით ჩაიცინა ბავშვმა.
ეს იყო ამდენი წლის მერე რუთის პირველი სიტყვა, პირველი ღიმილი და უკვე უკანასკნელი.
თვალები მიელულა და სახეზე ანგელოზის წმინდა ღიმილგამოსახულმა ნელ-ნელა შეწყვიტა სუნთქვა. ახალგაზრდა, ჯერ კიდევ ბოლომდე არგაფურჩქნული ციცინათელა მის გულზე მოკალათდა და თავადაც განუტევა სული.
ლინას არ უტირია, უბრალოდ ბავშვის ჯერ კიდევ თბილ ცხედართან ჩახუტებული მიესვენა თოვლზე.
ციცინათელები დაფრინავდნენ, ზუსტად ამ ორ გაყინულ სხეულთან. ალბათ გამოსამშვიდობებელ საგალობელს უმღეროდნენ ორ ანგელოზს. ერთს-გამოუცდელს, მეორეს-ყველანაირად გამოცდილს.
ასე დაესვენა ლინას გულზე მეორე ციცინათელა. უკვე ბებერი, შუქმილეული. ერთად წავიდნენ ცისკენ. ბედნიერები.
იმავე ღამეს გამოიდარა. სუდარაგადაფარებული ცა განათდა. პირველად ცაზე კი ორი ვარსკვლავი აკიაფდა. ერთი პატარა, ნათელი და მეორე დიდი, თუმცა მკრთალი.



№1  offline ახალბედა მწერალი K. I.

ვაჰ, როგორ მეტკინა რუთიც და ლინაც disappointed
რას ერჩოდი, რატომ გაიმეტე ხუთ ცენტიანი მეძავობისთვის?..
იმდენად იდეალურია აქ ყველაფერი, იმდენად გულში ჩამწვდომი, იმდენად ემოციური, აღარ ვიცი რა ვთქვა.
ყოჩაღ!
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№2  offline წევრი izabella

ჯერ შენი ნიკი რომ დავინახე გამიხარდა, მერე სათაურს შევხედე და ცოტა დამაფრთხო, მიხვდები ალბათ რატომაც, აღარ განვავრცობ.
ვერ გავიგე რას მერჩი? ხო შენ, რას მერჩი? რატომ მატირებ ადამიანო, რატომ?!
ისეთი მძიმე თემა გაქვს აღებული არ შეიძლება გულგრილად შეხვდე თითოეულ წინადადებას.
ლინა მეტკინა
რუთიც
ის სიცარიელეც მეტკინა, რომელსაც ლინა დაატარებდა გულით.
ის გაჭირვებაც,
შიმშილიც,
სიცივეც მეტკინა.
ამ რამდენიმე წუთის განმავლობაში რაც ვკითხულობდი ძალიან დაძაბული ვიყავი. თვალნათლივ დავინახე ის უმძიმესი ყოფა რაშიც ლინა იყო თავის პატარა ანგელოზთან ერთად.
მხოლოდ იმიტომ, რომ შვილს ერთი ლუკმა საჭმელი გადასვლოდა ყელში საკუთარი პრინციპები, თავმოყვარეობა, ღირსება, ყველაფერი ფეხით გათელა. ლინამ ქალი ჩაკლა საკუთარ თავში, ადამიანიც ჩაკლა, დაიტოვა დედის ინსტიქტები, ისიც მხოლოდ შვილის გადასარჩენად. ძალიან მძაფრად მოვიდა ჩემამდე, დღევანდელობაში ბევრი ქალი დგას იგივე პრობლემის წინაშე და გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს. ცხოვრების შეცვლა რომც მოინდომონ საზოგადოება რიყავთ. ერთეულები უსმენენ და უგებენ, ეხმარებიან, დანარჩენები ქვებს და ტალახს არ იშურებენ. ლინა არ იყო მეძავი, ის შვილის მფარველი ანგელოზი იყო, რომელმაც ბოლომდე იბრძოლა.
ძალიან კარგი იყო და შემდეგში ცოტა რამე მსუბუქით დაბრუნდი blush ♥♥♥

 


№3  offline წევრი Whisper

ქეთი იმერლიშვილი
ვაჰ, როგორ მეტკინა რუთიც და ლინაც disappointed
რას ერჩოდი, რატომ გაიმეტე ხუთ ცენტიანი მეძავობისთვის?..
იმდენად იდეალურია აქ ყველაფერი, იმდენად გულში ჩამწვდომი, იმდენად ემოციური, აღარ ვიცი რა ვთქვა.
ყოჩაღ!

მე არ ვიცი რა ვთქვა ახლა...მიხარია, რომ შევძელი ემოციების თქვენამდე მოტანა. უღრმესი მადლობა ასეთი შეფასებისთვის❤

izabella
ჯერ შენი ნიკი რომ დავინახე გამიხარდა, მერე სათაურს შევხედე და ცოტა დამაფრთხო, მიხვდები ალბათ რატომაც, აღარ განვავრცობ.
ვერ გავიგე რას მერჩი? ხო შენ, რას მერჩი? რატომ მატირებ ადამიანო, რატომ?!
ისეთი მძიმე თემა გაქვს აღებული არ შეიძლება გულგრილად შეხვდე თითოეულ წინადადებას.
ლინა მეტკინა
რუთიც
ის სიცარიელეც მეტკინა, რომელსაც ლინა დაატარებდა გულით.
ის გაჭირვებაც,
შიმშილიც,
სიცივეც მეტკინა.
ამ რამდენიმე წუთის განმავლობაში რაც ვკითხულობდი ძალიან დაძაბული ვიყავი. თვალნათლივ დავინახე ის უმძიმესი ყოფა რაშიც ლინა იყო თავის პატარა ანგელოზთან ერთად.
მხოლოდ იმიტომ, რომ შვილს ერთი ლუკმა საჭმელი გადასვლოდა ყელში საკუთარი პრინციპები, თავმოყვარეობა, ღირსება, ყველაფერი ფეხით გათელა. ლინამ ქალი ჩაკლა საკუთარ თავში, ადამიანიც ჩაკლა, დაიტოვა დედის ინსტიქტები, ისიც მხოლოდ შვილის გადასარჩენად. ძალიან მძაფრად მოვიდა ჩემამდე, დღევანდელობაში ბევრი ქალი დგას იგივე პრობლემის წინაშე და გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს. ცხოვრების შეცვლა რომც მოინდომონ საზოგადოება რიყავთ. ერთეულები უსმენენ და უგებენ, ეხმარებიან, დანარჩენები ქვებს და ტალახს არ იშურებენ. ლინა არ იყო მეძავი, ის შვილის მფარველი ანგელოზი იყო, რომელმაც ბოლომდე იბრძოლა.
ძალიან კარგი იყო და შემდეგში ცოტა რამე მსუბუქით დაბრუნდი blush ♥♥♥

გულის სიღრმეში ატარებ ყველა გრძნობას, მთელი სულით და გონებით კითხულობ და ეს არის ჩემთვის ბედნიერება. მართალი ხარ, უზომოდ მძიმე თემაა ეს დღევანდელობაშიც და მეც მტკივა გული. სამწუხარო რეალობა, რომლის შეცვლის იმედიც მაქვს. უღრმესი მადლობა, საყვარელო მკითხველო!❤ მსუბუქით დავბრუნდები-მეთქი, რომ დაგპირდე და ვერ შევასრულო, არ მინდა, ამიტომ ჯერჯერობით მოთმინებით დაველოდები მუზების შემოტევას❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent