შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრებავ, ირონია დამალე... (თავი 1) +18


26-10-2019, 09:53
ავტორი FENIX
ნანახია 2 910

თითოეული ადამიანისთვის ცხოვრება ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია, ალბათ ყველანი დამეთანხმებით ჩემო ძვირფასო მკითხველებო. ამჯერად კი მოგიყვებით ერთი ძალიან განსხვავებული ცხოვრების მქონე გოგონას ისტორიას.
ემილი იგივე ემი 21 წლის გოგონა, რომელსაც არცთუისე ბედნიერი ცხოვრება ხვდა წილად. მამა, რომელიც 8 წლის წინ ავიაკატასტროფის მსხვერპლი გახდა, უზარმაზარი და ენით აღუწერელი ტკივილი 13 წლის გოგონასთვის, რომელსაც დრო ვერ გაანელებს და დედა, სამეფო სილამაზის მქონე ქალბატონი წლებისგან და დარდისგან შეპარული ნაოჭებით. დედა, რომელმაც ემილი სულ მარტომ გაზარდა ამდენი წინააღმდეგობების, ამდენი დარდის, ტკივილის ფონზე, ეს ყველაფერი ძალიან რთულია. ახლა დავუბრუნდეთ ემილის, იქედან გამომდინარე, რომ დედა ულამაზესი ქალბატონია და მამა უსიმპატიურესი მამაკაცი იყო, ემილის გარეგნობასაც ალბათ ყველანი მიხვდებით. გამოკვეთილი ვარდისფერი ტუჩები, პატარა და მოხდენილი ცხვირი, საოცარი და მრავლის მეტყველი მწვანე თვალები, წელამდე დაშვებული ოდნავ დატალღული შავი თმები, ლერწამივით სწორი და გრძელი ფეხები, გამოყვანილი წელი, მადისამღძვრელი მკერდი და საჯდომი, მაგრამ მისი ხასიათი უცნაურია რატომღაც ყოველთვის ცდილობს, რომ ჩაცმის სტილით მისი სილამაზე დამალოს არ მოსწონს ყურადღების ცენტრში ყოფნა, ურჩევნია თავისი მწარე გამოცდილების გამო დრო და ენერგია განათლებას დაუთმოს იმ იმედით, რომ ოდესღაც წარმატებული იურისტი გახდება. ეს არის ის პროფესია რაც მან აირჩია და უფასდება კიდეც ამდენი შრომა. ემილის უფრო პირადულ საკითხებსაც შევეხოთ, ყავს ორი უახლოესი ადამიანი იაგო და სალი. ადამიანები, რომლებიც ბავშვობიდან მასთანერთად არიან ყველგან და ყოველთვის შესაბამისად არაფერია ისეთი რაც ერთმანეთის შესახებ არ იციან, მაგრამ არის რაღაც ისეთი ემილის ცხოვრებაში რაც არავინ, არცერთმა სულიერმა არ იცის, გარდა ემილისა და იმ ერთისა... ცხოვრება ხომ მართლაც ირონიულია და ყველას გარკვეულწილად დაგვცინის...

ემილი- დილით ვიღვიძებ თითქმის 12 საათია, ვეძებ ტელეფონს ტრადიციულად გავყევი ყურსასმენებს, რომელიც სხეულზე მაქვს შემოხვეული, იმ იმედით, რომ ტელეფონს ვიპოვი. დავხედე ეკრანს და 24 გამოტოვებული ზარი იაგოსგან და სალისგან იციან ჩემი გაღვიძება მარტივი ნამდვილად არ არის და მეღიმება. დღეს კვირაა განტვირთვის დღე და ვაპირებთ სადმე კარგ ადგილას წავიდეთ. დავურეკე სალისაც და იაგოსაც ვუთხარი რომ მოვემზადებოდი და საღამოს 6 საათზე ჩემთან მოსულიყვნენ. ავიზლაზნე ლოგინიდან და გავედი სამზარეულოში, დედა არ არის, ალბათ ისევ მუშაობს. ახლა მჭირდება ყავა გონზე მოსასვლელად, ვაკეთებ ორმაგ ესპრესოს და გავდივარ ჩემი ოთახის გავლით აივანზე სადაც ჩემი საყვარელი სავარძელი დგას ვუკიდებ სიგარეტს და ვჯდები სავარძელში. მიყვარს შემოდგომა ლამაზია და თან ჩემსავით თითქოს იდუმალი. თვალები გამიშტერდა და დავიწყე იმაზე ფიქრი რაც ყველაზე ძალიან არ მინდოდა ვიხსენებ იმ საშინელ კადრებს იმ საშინელ დღეს სულ რაღაც 15 წლის გოგონა როგორ გააუპატიურა მასზე გაცილებით უფროსმა სასმლისგან გათიშულმა კაცმა, როგორ უსვამდა მის ბინძურ ხელებს მთელს სხეულზე, არ მინდა ეს ყველაფერი მახსოვდეს იმდენად შეშინებული და უსუსური ვიყავი ვერავის ვერაფერი ვუთხარი ან, რომ მეთქვა არანაირი აზრი არ ჰქონდა არაფერი მახსოვდა, საერთოდ არაფერი გარდა იმისა, რომ შავი კაპიუშონიანი სვიტერი ეცვა, ეს კიდევ ფაქტიურად არაფერია არანაირი ხელმოსაჭიდი. დედამ იმხელა ტკივილი გადაიტანა იმ პერიოდში, რომ ამ ყველაფერს მას ვერ ვეტყოდი, ამას უბრალოდ ვერ გადაიტანდა... საშინელი სირენის ხმა მაფხიზლებს სიგარეტი სულ ჩამწვარა, ამოვაძრე ახალი ღერი და ისევ გავუკიდე... ჩააღწია ნიკოტინმა ფილტვებამდე და მივაყოლე გაცივებული ყავა... დავფიქრდი და მივხვდი რომ რაღაც ახალი მჭირდება, ამით ხომ ცხოვრება არ მთავრდება. შევედი აბაზანაში, ცხელი შხაპი, ეს ის არის რაც მამშვიდებს. ალბათ 10 წუთი გაუნძრევლად ვიდექი თითქოს ეს ყველაფერი სხეულიდან ჩამოვირეცხე. აბაზანიდან დამშვიდებული გამოვედი და შევედი დედას ოთახში ავიღე მაკიაჯისთვის საჭირო აღჭურვილობა, ახლა ტანსაცმლის რიგია, მაგრამ ისეთი არაფერი მაქვს რაც შეიძლება, რომ გამომადგეს. უცებ მახსენდება სალის პატარა ჩემოდანი, რომელსაც სულ ჩემთან ტოვებს "რაიცი რა ხდებას" მიზნით. გავხსენი ჩემოდანი და ეს ის არის რაც მე მჭირდება სადა მაგრამ გამომწვევი შავი კაბა, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელიც ჩავიცვი და დავდექი სარკესთან, ვუყურებ ჩემს ანარეკლს, უცნაურია მაგრამ მომწონს... გამოვიძახე ტაქსი, ავიღე ყველა საჭირო ნივთი. გამიმართლა რომ ახალგაზრდაა...
-საით?
-შეგიძლია წამიყვანო ისეთ ადგილას სადაც კარგ ტატუს აკეთებენ?
-კი ვიცი ერთი ასეთი ადგილი.
-კარგი მაშინ წავიდეთ.
გამახსენდა, რომ სალი და იაგო უნდა მოსულიყვნენ, მე კიდევ არც დამირეკავს.
-ხო ემი რა ხდება?
-არაფერი ისეთი უბრალოდ გეგმები შეიცვალა დღეს კლუბში მივდივართ!!!
-რააა? ჯანმრთელად ხარ? რამ გაგაგიჟა საერთოდ ნამყოფიც არ ხარ კლუბში
-ხოდა დღეს მინდა
-კაი კაი ჩემო ლამაზო და ჭკვიანო წავიდეთ, მაგრამ იაგო?
-არ ვიცი რამე მოიფიქრე
-მიყვარხარ ვგიჟდები შენზე
-მეც მიყვარხარ სალ დროებით...
ამასობაში მგონი დანიშნულების წერტილთან მოვედით.
-აი იმ კარში შებრძანდით
-ძალიან დიდი მადლობა კარგ დღეს გისურვებთ
გავაღე კარი და ამაყად შევაბიჯე, მოვათვალიერე გარემო, მაგრამ არავინ ჩანს
-ეს ანგელოზი აქ საიდან აღმოჩნდა?
-გამარჯობა
-გამარჯობა ლამაზო
-ტატუს გაკეთება მინდა
-კარგი დაჯექი და მითხარი კიდევ უფრო რითი უნდა გავალამაზოთ ეს მშვენიერი სხეული
-ზუსტად არ ვიცი
-კი მაგრამ გადაწყვეტილების გარეშე მოხვედი?
-ხო ასე გამოდის
-მაშინ ერთი წინადადება მაქვს
-გისმენ
-ყოველთვის მინდოდა, რომ ჩემი პირადი შემოქმედება ჰქონოდა ვინმეს სხეულზე
-და რას მთავაზობ?
-მე გაგიკეთებ ერთ ძალიან ლამაზ ტატუს და შენ ფულს არ გადამიხდი. მემგონი კარგი შემოთავაზებაა რასიტყვი?
-თანახმა ვარ...
გადავწყვიტე, რომ კისერზე გამეკეთებინა. დრო ისე გაიწელა საუკუნედ მომეჩვენა, უცებ გაჩერდა და...
-ვსო დავამთავრე
-მართლა? კიდევკარგი თორემ აღარ შემეძლო.
სარკეში მაჩვენებს ტატუს და ყბა მივარდება
-ეს ეს როგორ გააკეთე?
-რაიყო არ მოგწონს?
-არა არა რასამბობ საოცრებაა
-გეთანხმები ლამაზო
-ძალიან დიდი მადლობა
-წარმატებები...
ეს არაფერია საერთოდ არაფერი უბრალოდ საოცარი ორნამენტებია რაღაც ძალიან ბევრის მთქმელი...

იოანე-ბიჭი,რომელსაც ჟარგონულად რომ ვთქვათ ყველა და ყველაფერი ფეხებზე კიდია... გართობის გარდა არაფერი ანაღვლებს მამიკოს ფულებით რასაც უნდა იმას აკეთებს.. ვერ ვიტყვით რომ გაუნათლებელი და ხეპრეა თან ვერც იმას ვუარყობთ რომ უდავოდ სიმპატიური ბიჭია ეს ჩვენი იოანე, ზედმეტად სიმპატიურიც კი... ხო და კიდევ ძმაკაცი გიგი, როგორ იპოვეს ასე ყველაფრით ერთნაირებმა ერთმანეთი. ტელეფონის უწყვეტი ზარი... თვალებს ახელს იოანე და...
-უუუ რა გინდა შე*ემა დამაძინე!!!
-აწი ტრა*ი შე*ემა კაი პონტი გავაძრე -აუ რა პონტი მეძინება შემეშვი რა... ტელეფონი გათიშა გადაბრუნდა და გააგრძელა ძილი, ისევ უწყვეტი ზარის ხმა
-რა გინდა ბიჭო დამანებე თავი რა
-აუ გეყოფა ახლა და ადექი დღეს მართლა მაგარი გოგოები ჩითავენ
-არ მინდა ბიჭო არ გესმის?
-იმ დღეს კაფეში რო გოგო დაინახე ის გოგოა ერთ-ერთი
-რაა? მეღადავები?
-არა შე*ემა მართლა ეგაა
-მერე ეგრე დაგეწყო.. ვდგები
-კაი დაგირეკავ

იოანე- ავდექი თვალი მოვავლე ჩემს არეულ ოთახს როგორციქნა ჩუსტებიც ვიპოვე, გავედი სამზარეულოში ყავის მოსამზადებლად, ორმაგი ესპრესო და სიგარეტი გამოსაფხიზლებლად. გამოვცოცხლდი და შევედი აბაზანაში გადავივლე წყალი ჩავიცვი ჯინსი, შავი მაისური, კედები, ავიღე ტელეტონი მოტოს გასაღები და გავედი. ვურეკავ გიგის
- სად ხარ?
-ჩვენ კლუბში მოდი რა მეც თითქმის მივედი
- ვა დაჟე ჩემ კლუბში? კაი კაი მოვდივარ.

ემილი-საღამოს შევხვდი სალის და იაგოს როგორ მომენატრნენ ჩემი საუკეთესოები
-ემი ვიცი სადაც უნდა წავიდეთ
-სად?
-ერთი მაგარი კლუბია წინა მისვლაზე ბიჭი გავიცანი მგონი გიგი ქვია თუ გიგა
-მერე?
-მერე დავურეკე შენ რო მითხარი კლუბში მინდა წასვლაო და ვუთხარი დაქალთან ერთად მოვალთქო
-ძალიან კარგი წავიდეთ
-ხო მარა ამას რა ვუყოთ?
-ვის?
-ვის და იაგოს გაგიჟდება მე რატო არ მიგყავართო
-მოიცა რაღაც მოვიფიქრე...
-იაგო იცი რა? ძალიან მომინდა ბამბის ნაყინი
- მერე საიდან მოგიტანო ახლა ბამბის ნაყინი
- აუ მიდი რა გთხოვ
- კარგი კარგი მივდივარ, ნუ მიყურებ ეგეთი თვალებით
-ძალიან მიყვარხარ ვგიჟდები შენზე
- მეც მიყვარხარ და მალე მოვალ ჭკვიანად იყავით..
ასე მარტივად მოვიშორე იაგო და უცებ მესმის სალის ყვირილი
-რა გაყვირებს გოგოოო ჩუმად იყავი -ემი ეს რა არის ტატუ გაიკეთე უჩემოდ? ამას არ გაპატიებ... აუუ რა ლამაზია
-ვიცი რო ლამაზია, მაგრამ ადექი დროზე წავედით სანამ იაგო მოსულა, მაგას მერე მოგიყვები
-კაი კაი გავიქეცით
სალიმ დაავლო მანქანის გასაღებს ხელი და გავიპარეთ... გავჩერდით რაღაც შენობასთან, გავიარეთ კონტროლი და შევედით.

იოანე- შევედი კლუბში პირდაპირ მივედი ბართან და შევუკვეთე ბურბონი. დავიწყე დალევა ამასობაში გიგიც მოვიდა და შემომიერთდა
-რა ქენი დამაბოლე? სადაა ის გოგო? -მე რა ვიცი შე*ემა უკვე აქ უნდა იყვნენ წესით
- არ მოვიდა ანუ
- ხო ალბათ გადაგვაგდეს
დავცალე ბოლომდე ჭიქა და შევბრუნდი
-სად მიდიხარ ეე?
-სახლში დავისვენებ
-კაი რა სხვა ნახე ვინმე
-არ მინდა რა... და უცებ შევწყვიტე ლაპარაკი
-ეს ისაა?
-მემგონი... მეორე ის გოგოა სალი იმ დღეს რო გავიცანი... კაფეშიც ერთად იყვნენ. დამირეკა და მითხრა დაქალთან ერთად მოვალო, მაგრამ ეს გოგო ალბათ სხვა არის ძაან სე*უალურია
-არა ის არის უბრალოდ სხვანაირად გამოიყურება და მე დღეს ამ გოგოს გავ*იმავ
-აი ასეთი მომწონხარ შე*ემა დღეს ბოლომდე ვერთობით

ემილი-მივედით ბართან შევუკვეთეთ ტეკილა და მთლიანი ჭიქა გადავკარი.. სალიმ ვიღაც ბიჭს მოკრა თვალი
-წამო ემი ისინი არიან
-მიდი და მოვალ
-მალე რა
გადავკარი კიდევ ერთი ჭიქა, მერე კიდევ ერთი, ავდექი და შევუერთდი მოცეკვავე ბრბოს თვალები დავხუჭე და უბრალოდ მოძრაობა დავიწყე...
-როგორ ხართ ბიჭებო?
-კარგად სალი შენ?
-მეც კარგად
- გაიცანი ეს იოანეა
-სასიამოვნოა იოანე
-ჩემთვისაც ასევე...და შენ მეგობარს არ გაგვაცნობ? ან საერთოდ რას აკეთებს?
-არ ვიცი დღეს უცნაურად იქცევა გამომიცხადა კლუბში მინდა წასვლაო და წამოვიყვანე
-კარგი მივალ მასთან

ემილი-უეცრად მაფხიზლებს უცხო სხეულის შეხება ჩემს წელზე წამოვიყვირე და შევბრუნდი
-მე იოანე
-აღარასდროს გაბედო და შემეხო
-ემილი ხო?
-საიდან გაიგე ჩემი სახელი?
-მეგობარმა გაგყიდა
-ოხ სალიი
-კარგი არ გაუბრაზდე უბრალოდ ვიცეკვოთ
-აღარ მინდა მადლობა სალისთან წავალ. მივუახლოვდი სალის
-ვინ მომიგზავნე გოგო ეს?
-იოანეა გიგის მეგობარი
-მე გიგი
-ჩემი სახელი გეცოდინება უკვე... ვუთხარი და იქვე მდგარ ჭიქას დავავლე ხელი
-რატომ დამილიე ბურბონი?
-მართლა?შენი იყო? უკაცრავად ბარმენო კიდევ ერთი დამისხით აი ამ ჭიქაში

ემილი- დილით ვახელ თვალებს საშინლად ვარ, თავი მისკდება ალბათ აღარასდროს დავლევ ალკოჰოლს. ტელეფონი ტუმბოზე დევს ალბათ დაჯდა. მიმოვიხედე, გარშემო არაფერი მეცნობა, სად ვარ? საერთოდ? არ მახსოვს რა მოხდა აქ როგორ აღმოვჩნდი. ავდექი და სარკეში ჩემს ანარეკლს მოვკარი თვალი გავოგნდი რაღაც დიდი ზომის ნაცრისფერი მაისური მაცვია და მხოლოდ ქვედა საცვალი, შოკში ჩავვარდი და გამოვედი ოთახიდან
-სალიიიიი აქ ხარ? სალიიი... შენ? შენ აქ რა გინდა?
-ეს ჩემი სახლია
-აჰა და მაშინ მე რა ჯანდაბას ვაკეთებ აქ?
-მე რა ვიცი მე მეკითხები? შენ არ უნდა იცოდე ვისთან იძინებ?
-ჰა ჰა ჰა ჰა სასაცილოა.. აქ რატომ ვარ მიპასუხე
-უბრალოდ წუხელ კლუბის შემდეგ სალი გიგიმ მიაცილა სახლამდე, შენ კი მე უნდა გამეცილებინე, მაგრამ მითხარი, რომ სახლში წასვლა არ გინდოდა და აქ მოგიყვანე
-და ვსო? მეტი არაფერი?
-მერე მხურვალე სექ*ი გვქონდა, უნდა ვაღიარო რო შეუდარებელი ხარ... არ მითხრა რო ეს საოცარი სიამოვნება არ გახსოვს...
მუხლები მეკვეტება თვალები ცრემლებით მევსება გონება დამებინდა ვეღარაფერს ვგრძნობ ერთ ადგილას ვარ გაშეშებული და ეს საქონელი კიდე ირონიულად მიყურებს და სენდვიჩს ილუკმება
-ესეიგი გაგახსენდა და ისე მოგეწონა რო სიხარულის ცრემლები მოგადგა თვალებზე?
- უბრალოდ სახლში წამიყვანე რა
- კარგი როგორც ინებებ... ხო მართლა ეგ მაისური არ გაგყვეს ძალიან მიყვარს
-იდიოტო... ჩავიბუტბუტე ჩემთვის და მიმოფანტული ტანსაცმელი ჩავიცვი. ჩავედით ხმის ამოუღებლად ავტოსადგომში და ჩაფხუტი გამომიწოდა
-რაა? ამ კაბით მანდ ვერ დავჯდები
-მართლა? გუშინ კარგად შემოსკუპდი
-ეგ ყველაფერი არ მახსოვს ახლა კი სრულ ჭკუაზე ვარ და ამ კაბით მანდ ვერ დავჯდები
-კარგი მანქანით წაგიყვან

გადმოვედი მანქანიდან და სახლში შევდივარ
-ეიი მადლობა დაკარგე?
-..........
-დროებით ლამაზო მალე შევხვდებით
-არამგონია
ავედი სახლში გაგიჟებული დედა დამხვდა ცოფებს ყრიდა
-სად იყავი ემილი?
-სალისთან დავრჩი წუხელ
-მერე არუნდა დაგერეკა?
-ტელეფონი დამიჯდა
-მერე სალის არ ქონდა ტელეფონი? ან მოიცა მოიცა ეს რა გაცვია?
-კარგი დედა უბრალოდ გავერთეთ და მეტი არაფერი. აღარ გვინდა ამაზე კამათი ძალიან გთხოვ დამშვიდდი და დაისვენე
-კარგი, მაგრამ ასე აღარ მოიქცე ძალიან ვინერვიულე
შევედი საძინებელში, შევძვერი ჩემს ლოგინში და ცრემლებს გასაქანი მივეცი...

იოანე- ეს გოგო მაგიჟებს სასწაულია, მაგრამ უკვე ძალიან დათვრა და აზრი აღარ აქვს ჯობია უბრალოდ სახლამდე მივაცილო.. სალის და გიგის ვუთხარი რომ ემილის სახლამდე მივაცილებდი, შემოვჯექით მოტოზე.. ეს კაბა ძალიან უხდება თან ისე ძალიან აეწია, რომ ვულკანმა გაიღვიძა ჩემში..
-საით მივდივართ?
-რუსთაველზე
-კარგი
- მოიცა მოიცა არ მინდა სახლში წასვლა
-მაშინ ჩემთან წავიდეთ
-კარგი
მივედით სახლში ემილი სავარძელში ჩაჯდა
-დამელოდე ახლავე მოვალ
-გელოდები
აბაზანაში შევედი გონზე მოსასვლელად ცივი წყალი შევისხი სახეზე
-მოვ..ედი.. როგორ ჩაგძინებია ჩემო ლამაზო
ავიყვანე ხელში და საძინებელში ჩემს საწოლზე დავაწვინე გავხადე ფეხსაცმელები კაბა ბიუსჰალტერიც კი და უბრალოდ ვუყურებდი... საოცარი ქალია, ვნება მერევა და ტუჩებზე ვუსვამ ცერა თითს, უცებ მოვედი გონს გავაღე კარადა და გამოვიღე ჩემი საყვარელი ნაცრისფერი მაისური, ჩავაცვი ზეწარი გადავაფარე და გამოვედი...
გათენდა დილა და მესმის ყვირილი..
გაოგნებული მიყურებდა გაოცდა მე რომ დამინახა.. მივხვდი,რომ არაფერი ახსოვდა და მეც ვისარგებლე, ვუთხარი რომ სექ*ი გვქონდა ვიფიქრე ვიხალისებთქო, მაგრამ მის საოცარ თვალებზე ცრემლი რომ შევნიშნე მივხვდი რომ აშკარად ზედმეტი მომივიდა... სახლამდე მივაცილე და მამასთან წავედი ოფისში....
-აბა მამიკო რატომ დამირეკე?
-რაღაც საკითხებია გასარკვევი
-კარგი რა მამა აღარ დაიღალე? რით ვერ შეიგნე, რომ ეს საქმე არ მაინტერესებს
-იოანე უკვე 28 წლის კაცი ხარ როდისუნდა ჩამოყალიბდე? რისთვის ისწავლე ამდენი? მე უკვე მოხუცი ვარ ძალიან მალე ჩემი ადგილის დაკავება შენ მოგიწევს, ერთადერთი შვილი მყავხარ ჩემი ამდენი წლის ნაშრომი წყალში უნდა ჩამიყარო?
- კარგი რა მამა ჯერ კიდევ ხარივით ხარ ნუ აზვიადებ... გავიქეცი ახლა საქმე მაქვს დროებით...
-გიგი სად ხარ?
-შემეშვი შე*ემა მძინავს
-რასლაპარაკობ როგორი ყოფილა? ადექი აწიე ტრა*ი დროზე ბარში გელოდები
-კარგი ხო ნუ შემე*ი ვდგები
მივედი ბარში ლუდი შევუკვეთე და გიგიც მოვიდა
-რა ქენი შე*ემა წუხელ?
-არაფერი უბრალოდ ჩემ ლოგინში ეძინა
-რაა? უბრალოდ ეძინა? ეს უკვე იოანეს საქციელს არ გავს თან ის ისეთი სექსუალურიაა
-ხო რავი ასე გამოვიდა,მაგრამ ისე უნდა მოხდეს, რომ ისევ ვნახო სხვანაირად არ გამოვა მაინც ჩემი გახდება ვერ გაექცევა ამ ფაქტს
-დიდი იოანეს კლანჭებიდან არცერთ ქალს არ დაუღწევია თავი
-ზუსტადაც ეგრეა ჩემო გიგუშ
-კაი რამეს მოვიფიქრებთ...

-ემიი
-ხო დეე რა ხდება?
-სალი მოვიდა
-უთხარი შემოვიდეს
ტირილისგან დასიებული თვალებიდან ცრემლები მოვიწმინდე, არ მინდოდა სალის შეემჩნია, რომ ვტიროდი. დაკითხვის ხასიათზე ნამდვილად არ ვიყავი...
-ემი
-შემოდი სალ
-რაშვები? რა გჭირს? რატომ გაქვს ტელეფონი გამორთული? ან სად იყავი წუხელ? ლელა დეიდამ დამტუქსა რატომ არ გამაფრთხილეთო შენთან თუ რჩებოდაო...
-ტელეფონს რაც შეეხება დამჯდარია და წუხელ სად ვიყავი და რა გავაკეთე არაფერი არ მახსოვს...
თავი ვეგარ შევიკავე და თვალები ისევ ცრემლით გამევსო...
-კარგი რა ემი რა გატირებს? მოდი მომეხვიე და მომიყევი მშვიდად რა მოხდა.
მოვეხვიე სალის ცოტა დავმშვიდდი და ყველაფერი მოვუყევი.
-ნაბი*ვარი ეს როგორ გაგიკეთა ყველაფერს ვანანებ...

ემილი- გავიდა რამდენიმე დღე დავუბრუნდი ჩვეულ რიტმს ისევ უნივერსიტეტი ისევ სწავლა, არაფერი განსაკუთრებული გარდა იმისა, რომ ჩემი ახალი იმიჯის გამო ყველას სახეზე გაოცებას ვაწყდები. ამასობაში კვირა დღეც მოვიდა, განტვირთვის დღედ აღიარებული ჩვენი კვირა დღე და ისევ ზარი ტელეფონზე...
-ემი რაშვები? დღეს რას ვაპირებთ?
-არ ვიცი სალ, თან დღეს წვიმს და არანაირი იდეა არ მაქვს სად შეიძლება წასვლა.
-აუ ვერც მე ვერ მოვიფიქრე ვერაფერი , არადა ასე ვეღარ ვისვენებ.
-სიმართლე რო გითხრა მაქვს ერთი იდეა მაგრამ რამდენად გაამართლებს ეგ არ ვიცი.
-რა იდეა მალე თქვი.
-ბიძაშენს ხო აქვს აგარაკი ქალაქგარეთ?
-კი გოგო როგორარა რაჭაში, შაორის წყალსაცავთან.
-მერე გასაღები არ დაგიტოვათ ბიძაშენმა ისრაელში რო წავიდა?
-მამაჩემს აქვს კაბინეტში.
-ხოდა წავიდეთ ერთი კვირით დავისვენოთ და ვინც გაგვიხარდება წავიყვანოთ.
-აუ ემი ეს ერთი კვირაა მაოცებ ძააან მაგარი გოგო ხარ აზრზე ხარ რა მაგრა გავერთობით?
-კაი გოგო მიდი უთხარი მშობლებს და მეც ვეტყვი დედაჩემს
-აუ ვგიჟდები შენზე....
ტრადიციულად წყალი გადავივლე გავედი აივანზე ჩემს სავარძელში მოვკალათდი, ორმაგი ესპრესო და სიგარეტი....
-ემი აქ ხარ?
-ხო დე შემოდი.
-როგორ ხარ ჩემო ლამაზო? თითქმის ვერ გხედავ ძალიან მომენატრე.
-მეც მომენატრე დე ძალიან მიყვარხარ.
მომეხვია მისი თბილი ხელებით და შუბლზე მაკოცა, მთელს სხეულში სითბო ჩამეღვარა და ვაცნობიერებ, რომ მის გარეშე არაფერი ვარ.
-კაი წავედი მე სამსახურში საქმე მაქვს და ჭკვიანად იყავი.
-აუ მოიცა რაღაც უნდა გითხრა.
-გისმენ რა ხდება?
-არაფერი ისეთი დამშვიდდი. მე და სალიმ გადავწყვიტეთ ერთი კვირით აგარაკზე წასვლა მეგობრებიც იქნებიან და ცოტას გავერთობით. აბა რას იტყვი წინააღმდეგი ხომ არ ხარ?
-ანუ ერთი კვირა მარტო მტოვებ?
-აუ კაი რა დეე სულ დაგირეკავ და მალე გავა დრო.
-ხო კარგი კარგი მაიმუნო წადი, მაგრამ ჭკვიანად და არ მანერვიულო.
-მიყვარხარ დე ...
დედა გავაცილე სამსახურში და ბარგის ჩალაგება დავიწყე ერთი დიდი ჩემოდანი გავავსე თითქოს ერთი წლით მივდიოდი და ისევ სალის გავურეკე...
-სალი რა ქენი?
-თუ გამოიცნობ ხელში რა მიჭირავს?
-რა?
-აგარაკის გასაღები გოგოოო
-ვაიმეეე რა მაგარიაა
-გამოგივლი ცოტახანში მე და შენ ერთად წავალთ, დანარჩენები ჩამოვლენ მერე.
-კაი გელოდები.
ერთ საათში სალიც მოვიდა და დავადექით გზას. უკვე ბნელდებოდა რომ მივაღწიეთ. გადმოვედით მანქანიდან და მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ბნელოდა ჩემს წინ საოცარი ხედი გადაიშალა ფოთოლცვენის პეიზაჟი სხვადასხვა ფერებით დინჯი შაორის ირგვლივ.. საოცრებაა, აქაურობა ადრეც მინახავს მაგრამ შემოდგომას ორმაგად ლამაზი ყოფილა.....
სალიმ მოარგო გასაღები კარს და შევედით. ისეთი დიდია და ისეთი მდიდრული მიტოვებული სასახლე გეგონება.
-აქამდე აქ როგორ არ მომიყვანე გოგო.
-აუ რავი აქ სულ ორჯერ ვარ ნამყოფი ისიც რამდენიმე საათით.
-აუ სალ მეშინია...
-ნუ სულელობ გოგო აქ ყველაფერი სიგნალიზაციაზეა და თან ცოტახანში იაგოც მოვა პროდუქტსაც ის მოიტანს.
-ხო იმედია მალე მოვა თორე ამ სახლში ჭიანჭველად ვგრძნობ თავს.
-ნუ ბოდავ რაღაცეებს წამო დავათვალიეროთ სახლი. ისე შენ ვის უთხარი წამოსვლაზე?
-არავის... შენ აქ მყავხარ იაგოც მოდის ასერომ სრულიად მაკმაყოფილებთ თქვენ ორნიც... შენ ვის უთხარი?
-მე რავი სოფის ვუთხარი და ლევანს, ხო იცი მალე იქორწინებენ და გაუსწორდებათ აქ ყოფნა. კიდე ლიკას ვუთხარი ანის და გიგის.
-გიგი ვინ არის? მე ვინც მგონია?
-ხო ოღონდ დამშვიდდი იოანე არ მოდის საქმე აქვს და თან ჯობია რო არ მოვიდეს თორე შემომაკვდება...
-კარგი არ მინდა ამის გახსენება გთხოვ.
-კაი მოდი ბუხარი დავანთოთ და გავთბეთ.
სანამ ბუხარში ცეცხლი კარგად დაინთებოდა შევედი ჩემს კუთვნილებაში მყოფ ოთახში და ამოვალაგე ბარგი.. ჩავიცვი შავი ელასტიკი დიდი ნაქსოვი ნაცრისფერი სვიტერი და წინდები...
-სალ ყავა გინდა თუ ჩაი?
-ჩაი მინდა მე ემი.
_კაი მეც ჩაის დავლევ ამჯერად...

იოანე- ამ კვირამ ისევ ისე ტრადიციულად ჩაიარა ისევ ისე მაღვიძებს გიგი და ვიწყებთ დღის დაგეგმვას. შევთანხმდით, რომ სარამოს 9 საათზე შევხვდებოდით და გავაგრძელე ძილი...
ისევ მაღვიძებს ტელეფონის ზარი.
-ბიჭო ადე ბარგი ჩაალაგე ქალაქგარეთ მივდივართ.
-რაა? რას ბოდავ შე*ემა სენ ში* ხოარ გაქ?
-ადე ადე მიდი დროზე სალიმ დამირეკა და დამპატიჟა, ემილიც იქ იქნება უეჭველი.
-კაი ნუ გაა*რაკე მართლა?
-ხო შე*ემა მართლა.
-აუ მე მამაჩემთან უნდა გავიდე გუშინ ვუთხარი მოვალთქო. მარა შენ წადი და მე გვიან წამოვალ რა.
-კაი მიდი მოყომარდი.
-ხო და არ უთხრა არავის რომ მოვდივარ
ავდექი ლოგინიდან, ორმაგი ესპრესო და სიგარეტი როგორც ყოველთვის და ჩავალაგე საჭირო ტანსაცმელი. ჩავყარე მანქანაში და წავედი მამაჩემთან.
-როგორ ხარ?
-არამიშავს შვილო შენ როგორ ხარ?
-რავი ჯიგრულად რა.
-როგორ ლაპარაკობ იოანე კარგი რა
-კაი კაი შენ ის მითხარი რაზე დამიბარეე
-საუთჰამპტონში უნდა გაემგზავრო აქციებთან დაკავშირებით. იქ დაგხვდება ბიზნეს ანალიტიკოსი სმიტი და ერთად წახვალთ თათბირზე, ის აქციები გვჭირდება იოანე
-და მე რა შუაში ვარ შენ რატო არ მიდიხარ?
-ორი დღის წინ კარდიოლოგთან ვიყავი არითმია მაქვს და ექიმმა მგზავრობა ამიკრძალა მითუმეტეს თვითმფრინავით, ასერომ შენ ჩემი შვილი ხარ რაცარუნდა მოხდეს ყველაზე მეტად მაინც შენ გენდობი.
-როდისაა ფრენა?
-ხუთშაბათს.
-კარგი მე ქალაქიდან გავდივარ, ოთხშაბათს საღამოს ჩამოვალ და წავალ იმ შენ საუთჰამპტონში.
-ძალიან კარგი დაგიკავშირდები.
გამოვედი ოფისიდან უკვე საგამოს 10 საათია და დავადექი გზას...

ემილი- ჩვენს ლაპარაკში იაგოც მოვიდა მოიტანა რაც ერთი კვირის მანძილზე დაგვჭირდებოდა. მე და სალი შევუდექით ვახშმისთვის მზადებას. დედა საოცარი კულინარია ძალიან კარგი ხელი აქვს და შესაბამისად მეც მშვენივრად გამომდის... ამასობაში ყველანი ჩამოვიდნენ და მივუსხედით სუფრას.
-ემილი როგორ ხარ?
-კარგად გიგი შენ როგორ ხარ?
-ჯიგრულად... იმ დღეს კარგად ვერ გავიცანით ერთმანეთი და ახლა მგონი შესანიშნავი შანსი გვეძლევა
-ხო ასე გამოდის...

სალი წამოდგა და განცხადება გააკეთა.
-ბავშვებო დღეს ყველანი ძალიან დაღლილები ვართ ნამგზავრები და ასეშემდეგ, მოდი ახლა ყველამ დავისვენოთ და ხვალ დილიდან გამოვიყენოთ ჩვენი აქ ყოფნის დრო მაქსიმალურად... ყველასთვის საკმარისი საძინებელია და სადაც გაგიხარდებათ იქ დაიძინეთ.

ყველანი გავნაწილდით საძინებელებში, ისეთი დაღლილი ვარ ფეხზე ვერ ვდგები, ამოვიღე ჩანთიდან ყურსასმენები შევძვერი ლოგინში, ჩავრთე მუსიკა და გავითიშე....

იოანე- ჩავაღწიე როგორციქნა და დავურეკე გიგის
-არ შემომიშვებ?
-ყველას ძინავს და ჩუმად ჩამოვალ ახლავე.
-მალე რა გავიყინე შე*ემა.
-ხო მოვდივარ
-აუუ მაგრა დავიღალე რა.
- წამო ზემოთ არის კიდე რამდენიმე საძინებელი.
-ემი სად არის?
-ძინავს ხვალ ნახავ რა იტოქში.
-ხვალ კი არა რომელ საძინებელშია?
-მარჯვნივ მესამე კარი.
-კაი მიდი ხვალამდე მივხედავ ჩემ თავს მეთვითონ.
კარი ფრთხილად შევაღე, რომ არ გაღვიძებოდა, გავიხადე ტანსაცმელი და მივუახლოვდი საწოლს. ბავშვივით ძინავს ყურსასმენებში ახლართულს, ფრთხილად მოვხსენი და გვერდით მივუწექი, ის ისეთი თბილი იყო ისეთი ლამაზი ცდუნებას ვერ გავუძელი და ოდნავ გადავწიე ზეწარი. თეთრი აბრეშუმის პენუარში მკერდის თავები ისე დაბერვოდა სიცივისგან, თავს ვძლივს მოვერიე. მუცელზე მოვხვიე ხელი და ზურგზე მივეკარი მისი კანის და თმის სურნელი არაფერს გავს ამ სამყაროში.
ემილი- ცხვირში უცნაური სურნელი მიღიტინებს, ძილბურანში ვარ და ვერ ვხვდები რა არის, შეხება მაფხიზლებს ვიღაც მთელს სხეულზე შემომხვეოდა. მუცელზე თითქმის მკერდამდე ვიღაცის ძლიერი ხელი მიჭერს... შევბრუნდი და სიბნელეში მის სახეს ვერ ვარჩევ...
-არ მოგენატრე ემი??



№1  offline წევრი Gemini mood

Momwons❤❤...velodebi axal tavs..

 


№2 სტუმარი სტუმარი ქეთი

საშინელებაა, ერთი მთხრობელი მაინც აარჩიე, ხან ერთი ყვება ხან მეორე.

 


№3 სტუმარი Niako

საინტერესოა ველოდები შემდეგ თავს...

 


№4  offline წევრი Lurjtmiani

რაღაც არ მგონია გადაურჩეს ემის იოანე... ძალიან მომწონს

 


ძაან მაგარიააა❤❤
ერთი სული მაქვს ახალ თავს როდის დადებ❤❤

 


№6  offline წევრი FENIX

გროსმაისტერი
ძაან მაგარიააა❤❤
ერთი სული მაქვს ახალ თავს როდის დადებ❤❤

ახალი თავი უკვე ავტვირთე, შემოწმებას გადის და ალბათ მალე დაიდება

ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვინც დაინტერესდით და წაიკითხეთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent