სტამბოლელი გოგონა III-თავი
25დეკემბერი, საქართველო მაღლა,მაღლა და მაღლა.რა საამოა თავისუფლება და თავისუფლებით ტკბობა,ცა ღრუბლები თვითფრინავი და მე.ეს ბედნიერების შერწყმაა ახლა თვითფრინავში ვზივარ,სტამბოლი-ქუთაისის რეისით მივფრინავ საქართველოში.მამამ და დედამ გამომაცილეს აეროპორტში დიდი მონატრების და ნოსტალგიით სავსე სცენები გამართეს...მეც ძალიან მომენატრება ორივე,მაგრამ ეს ჩემი შანსია რომელიც უნდა გამოვიყენო.შანსი რომელიც ჩემთვის პირველი და მნიშვნელოვანია. ადამიანი მაშინ არის ბედნიერი როცა მისთვის ყველაფერი საკმარისია.აი ეს მომენტი კი ჩემთვის ნამდვილად საკმარისია. სულ რაღაც ორი საათი და საქართველოში ვიქნები.იქ ამ გამოფენის მთავარი მენეჯერი დამხვდება ის დამაბინავებს და დმაკვალიანებს. დაშვება...ეშვები თავისუფლებიდან,დაშვება სიმართლე,რომ ვთქვა არცისე სასიამოვნოა.თვითფრინავი დაეშვა თუ არა,რაღაც სასწაული და უჩვეულო შეგრძნება დამეუფლა.თითქოს ეს ქვეყანა ჩემთვის უცხო არაა,თითქოსდა აქ ნამყოფი ვიყო.აეროპორტიდან გასვლის შემდეგ უჩვეულოდ ვგრძნობ თავს,ჰაერიც ნაცნობია,ძალიან ნაცნობი ადგილი.ნაცნობი ხალხი არვიცი იქნებ მართლა რამე კავშირი მაქვს მე ამ ქვეყანასთან? ისე ვგრძნობ თავს ვითომდა ჩემი საკუთარი ქვეყანა მიწა და მამული იყოს.ჩემ ქვეყანაში მგონია თავი.ალბათ ეს იმიტომ რომ ქართველები სტუმართმოყვარე ხალხია.აეროპორტში უდაოდ კარგად მომემსახურნენ,გამოფენის მთავარი მენეჯერიც მოვიდა.მან თურქული არ იცის,მე კი ქართული.ამიტომ ინგლისურად დავუწყე საუბარი -hello,you are sa… -yes,yes. I’m -well,okey.came on lady -thank you sir საუცხოო შავი მანქანა გახლდათ.ასეთი მანქანები ჩვენს ქვეყანაში არ არის,უფრო სხვა ტიპის მანქანებია.ჯიპს გავდა.დიდი,მაღალი ოთხბორბლიანი შავი ჯიპი.ძალიან მომეწონა.კარი მძღოლმა გამიღო და თავი დამიკრა...გამეღიმა ასეთ დახვედრას ნამდვილად არ ველოდი.ისე მესიამოვნა კიდეც ამბობენ სიყვარული ყველგან არისო,მხოლოდ მას პოვნა უნდაო.თან უკან დაგყვება და შესაფერის დროს გამოჩნდებაო.იქნებდა გამიმართლოს ამ ქვეყანამ მაინც მაჩუქოს ერთი ვაჟკაცი. იცით,არასდროს მეგონა,რომ საზღვარგარეთ წავიდოდი.ყოველთვის მეგონა,რომ თურქეთში დავბერდებოდი მაგრამ როგორც ხედავთ ახლა საქართველოში ვართ და ოო,ეს რა საოცარი და ლამაზი ქვეყანა ყოფილა. ამ სილამაზის მოწმე,რომ გავხდი ძალიან ბედნიერი ვარ,თურქეთს საერთოდ არ გავს მეტიც თურქეთზე ლამაზია...საოცრებაა,აუღწერელი სილამაზე,მრავალფეროვნებით გამორჩეული.აქ ქრისტიანული ტაძრები და ეკლესიები დგას,ჩვენთან კიდევ მეჩეთები და სინაგოგოები.სხვადასხვა არქიტექტურული ნაგებობები,მუზეუმები,სამხატრო აკადემიები მოკლედ,რომ ვთქვა ხელოვნებას დიდი წვლილი მიუძღვნის ქვეყნის განვითარებაში და მის ისტორიაში.ხალხზე რაც შემიძლია ვთქვა ძალიან უბრალო,ჩვეულებრივი კეთილი,თბილი,სტუმართმოყვარე ადამიანები არიან.როგორც თურქეთში აქ არ გიყურებენ ეჭვის თვალით,გენდობიან და თბილად გიღებენ ....ისეთი ადვილად გასაცნობი ქვეყანაა,მასში დიდი თავისუფლება სუფევს. არ ვიცი უცნაურად ვგრძნობ თავს რაც აქ ჩამოვედი,ასე მგონია საკუთარ ქვეყანაში ვარ,ჩემთვის ყველა ნაცნობია,მგონია ვიცი ქართული ენა და ყველასადა ყველაფერს ვიცნობ. მგონია ამ ადამიანებთან კავშირი მაქვს და მეც ქართველი ვარ ნეტავ რატომ მაქვს ასეთი შეგრძნება....რა ხდება ჩემს თავს,შესაძლოა გრძნობებსაც ავყევი არ ვიცი ვერ გამიგია...მუცელში სიხარულისგან პეპლები დაფრინავენ,ეს ცხოვრება ჩემთვის შეიქმნა,ეს ქვეყანა ჩემთვის -ჰაერი და ჟანგბადია...ეს ქვეყანა რომ არა ალბათ ვერც ვისუნთქებდი ეს ჩემი ახალი აღმოჩენაა,მგონია რომ აქ გადმოსახლებაზე დედ-მამას დავითანხმებ.ცოტა სისულელედ მოგეჩვენებათ მაგრამ შინ დაბრუნება აღარ მინდა.მიყვარს ჩემი ქვეყანა მაგრამ ამასთან ცუდი მოგონებები მაკავშირს...ჰო,არ მინდა ამის გახსენება მხოლოდ იმას ვიტყვი,რომ რამოდენიმე წლის წინ მამამ და დედამ გადამარჩინეს,მამა და დედა რომ არა ახლა ასეთი თავისუფალი ვერ ვიქნებოდი.ჩვენს ქვეყანაში ნაადრევი ქორწინება დასაშვებია,პატარა გოგონებს ათხოვებენ უფროს ვაჟებზე.ასე დაახლოებით 12-13 წლის გოგონებს.ტრადიციის მოყვარულ ოჯახებს ეს დასაშვებად მიაჩნიათ,მათთვის კანონს არანაირი ძალა არ აქვს.ასეთ დიდებულ ოჯახებში პატარა გოგონები შედიან რძლად და ცხოვრებაც ენგრევათ.მათ როგორც მონებს ისე ექცევიან,მოსამსახურედ აქცევენ,ქმრის მონები ხდებიან...ჩვენი მეზობელი პურნიმა 12-წლის გოგონა,ორი წლის წინ ასე გაათხოვეს,პურნიმა მოიტაცეს და ძალით შერთეს იაქუფს მდიდარი ოჯახის შვილს.ორი წელი ტანჯვაში ატარებს მათი მონა მორჩილია,ყველაფერი პირნათლად უნდა შეასრულოს.ენერგიული,ყოჩაღი,შრომისმოყვარე და ქმრის პატივსაცემი ადამიანი უნდა იყოს იქაურ წესებსა და ტრადიციებს არ დაემორჩილება და ქმარს პატივს არ სცემს ან არ ეყვარება ამ ქვეყანას დაემშვიდობება...გოგონას აწამებენ,ბევრს ამუშავებენ... სწორედ ჩემს თავსაც ეს ამბავი ხდებოდა მაგრამ დედ-მამის ძალისხმევითდა და დიდი უარით გადავრჩი...გრძელი ამბავია ამას სხვა დროს მოგიყვებით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.