შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაიქეცი! (თავი 8)


26-10-2019, 21:39
ავტორი n-strovet
ნანახია 1 275

თვალებიდან მლაშე სითხე გადმომდის და ლოყაზე გაიკვალა გზა, ჩემი გული გაორმაგებით სცემს და შესამჩნევად აღელვებული მაქვს სუნთქვა.
გულ-მკერდი სწრაფად ადის ჩამოდის.
ხელში ერთჯერადი ჭიქა მიჭირავს წყლით სავსე.
სებეს შეშინებული თვალები.
დუმილი.
დამუხტული სიტუაცია.
კვლავ….დუმილი.
ჯერ კიდევ სარას კადრები მიტრიალებს გონებაში და ვხვდები, რომ ეს დასასრულია. მან თითოეული ჩემი ნაბიჯი იცოდა, უბრალოდ მომენტს ელოდა და აჰა, მიიღო კიდეც. ნამდვილად ძლიერი დარტყმა მომაყენა და თანაც ყველაზე უბედურება ის არის, რომ სებეს იცნობს და ამიერიდან მას ვეღარ ვენდობი, ისიც ერთ-ერთი მათიგანი შეიძლება იყოს.
სებესაკენ გადავიტანე მზერა, რომელიც დამფრთხალი თვალებით მიყურებდა და დისბალანსდარღვეული ჩამუხლული ჩემ წინ იდგა, ჩემს მუხლებზე ხელები დაედო და კითხვაც კი ეშინოდა. ვერ გაეგო რა დამმართნოდა. ხელი ნელ-ნელა ავწიე და მასთან ახლოს მივიტანე, შემდეგ ძალიან ფაქიზად ჩამოვუსვი ლოყაზე და გავუღიმე.
-კარგად ვარ...უკვე.
ჩემ პასუხს უშედეგოდა არ ჩაუვლია, როგორც კი ხმა მიწვდა მის ყურებს ეგრევე მისი მკლავები ჩემს სეხეულს მოეხვია. თავი კი მის ლოყას მივადე. არ ვიცი, რატომ, მაგრამ დავმშვიდდი. ვიცოდი, რომ მასთან ერთად უსაფრთხოდ ვიქნებოდი, ამიტომ მოვდუნდი და მეც მოვხვიე მის სხეულს ჩემი ხელები. ვიგრძენი, როგორ შეაკრთო წამიერად ჩემმა შეხებამ, შემდეგ კი დრო გაჩერდა.
-თუ...ნისა, თუ რაიმე ისე არ არის,,გთხოვ, მითხარი. მე ძალიან ვღელავ.
-ყველაფერი კარგად იქნება-მის მკლავებიდან დავიხსენი თავი.-მე უბრალოდ სახლში მინდა წასვლა.
პასუხი არ გამცა, ადგა და მანქანისაკენ წავიდა, მეც გავყევი,თუმცა კვლავ ვგრძნობდი ფეხებში სისუსტეს. სახლის კარებამდე მიმიყვანა და მიყურა მანამ სანამ სახლში არ შევედი. კარები დავკეტე და იქვე ჩავიკეცე, ის რას სებესთან შევიკავე ერთიანად ამოვიღე, როგორც ჩანს იმდენად ხმამაღლა ვქვითინებდი,რომ დემეტრე და ანა შეშინებულნი ჩენს წინ იდგნენ.
ყველაფერი მოვუყავი, როგორც მოხდა დემეტრეს, ვერა ,თუმცა ანას შევამჩნიე, როგორ დაედო მიტკლისფერი და შეაქანა. დივანზე ჩემს გვერდით დაჯდა და წინ ერთ წერტილს დაუწყო ყურება. დემეტრე თავჩახრილი იდგა. სარას გამოჩენამ დიდი დარტყმა მოგვაყენა. არ ვიცით რა გავაკეთოთ ან საერთოდ შეგვიძლია რაიმეს გაკეთება? დარწმუნებული ვარ მან ყველაფერი იცის და გეგმაც აქვს, ამიტომაც გამომეცხადა ასე მშვიდად. ვგრძნობ, ჩემს გულში, როგორ ესობა პატარა ნევსები, როდესაც ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი დასრულდება კვლავ ისე ლაბორატორიაში გავნაგრძობ ცხოვრებას. რამდენიმე ხნი შემდეგ, როდესაც კარგი გაწვრთნილი ვიქნები საიდუმლო მისიაზე გამგზავნიან და ღმერთმა უწყის, იქ რისი გაკეთება მომიწევს. რაც ყველაზე მეტად მაღელვებს ის არის, რომ მათ ვერ დავეხმარები, იმედით ანთებული თვალები ჩაუქრებთ და სამუდამოდ შეეგუებიან ბედს.
მოუსვენრად მეძინა ძილშიდაც კი მქონდა შეგრძება, რომ სარა წუთიწუთზე მოვა და წაგვიყვანდა, ანაც არანაკლებ აღფოთებული იყო დემეტრეს კი საერთოდ თვალიც კი არ დაუხუჭავს. მთელი ღამე გადაათენა. დაახლოებით ცხრა საათზე დემეტრემ გაგვაფრთხილა, რომ გარეთ გადიოდა ,რამდენიმე წუთით და კარები ჩაგვეკეტა, როგორც კი გავიდა ანამ სამი საკეტით გადაკეტა კარები და ფარდები ჩამოაფარა. ვცდილობდი ამეხსნა, რომ ამით ყურადღებას უფრო მივიქცევდით და სარაც მოგვაგნებდა, თუმცა საბოლოოთ გამომხედა და მითხრა “სარამ ისდაც იცის სად ვართ, არ სჭირდება მინიშნებები” ხმა აღარ ამომიღია უბრალოდ გავჩუმდი და კვლავ შიშმა შემიპყრო.
როგორი უსუსურები არიან ადამიანები შიშის ქვეშ. მზად არიან ყველაფერი დათმონ, რომ ეს გრძნობა გაუქრეთ. დიდი ალბათობით საყვარელ არსებასაც კი დათმობენ ამის გამო. მეც გამოვცადე რას ნიშნავს, როდესაც გეშიანია და უძლურებისგან ვერაფერს ვერ აკეთებ, სული აფორიაქებული გაქვს და ცდილობს გაიქცე, ალბათ, ასეც მოვიქცეოდი რაღც მიზეზები, რომ არ მაკავებდეს აქ, თუნდაც ის, რომ სარას აქ ვერ გავექცევი ეს მისი სამყაროა, მან ყველაფერი იცის, მე კი არაფერი.
კარებზე კაკუნი გაისმა, ანას გადავხედე და ვუთხარი, რომ დემეტრე მოვიდა და კარები გაეღო მისთვის, მანაც უპრობლემოდ ადგა და კარები გააღო, თუმცა არც დემეტრე და არც ანა არ ჩანდნენ ფეხზე წამოვდექი და მისაღებისაკენ გავედი, იქ კი სარა დამხვდა, რომელიც შემოსასვლელს ათვალიერებდა. უცებ შევბარბაცდი და კედელს ხელი მივადე, რომ არ დავარდნილიყავი.
-გემოვნებიანი სახლია ხომ იცი?-კმაყოფილმა ჩაილაპარაკა გვერდი ამიარა და დაუკითხავად დაჯდა მისაღებში მდგარ ღია ნაცრისფერ დივანზე.-ნუ ღელავ ანა უკვე მანქანაში ზის და გელოდება...ბიჭებმა იზრუნეს მასზე.
-რა გაუკეთე?- მის წინ დავდექი უტეხად
-არაფერი შეგიძლია დამშვიდდე..-თავი უკმაყოფილოდ გააქნია და ფეხზე წამოდგა-როგორ შეეჩვიე აქაურობას?-ფანჯარასთან მივიდა და ფარდა ოდნავ გადაწია-ლამაზი ხედია...აბა თქვი, როგორია გახდი ამ საზოგადოების წევრი?...შენც ხომ ეს გინდოდა, აქ წამოსვლა და ცხოვრება. იმასაც კი ვერ ხვდები, რომ…
-შეწყვიტე-ხმამაღლა დავიძახე. ისიც გაჩუმდა ჩემსკენ მოტრიალდა, რამდენიმე წამი მიყურა და შემდეგ...ვიგრძენი, როგორ ამეწვა ლოყა. ისევ ის შეგრძნება...ამ სილამ გამახსენა, რომ მე ნისა კი არა ნომერი ცამეტი ვარ. ვიგრძენი, როგორ ამეწვა ნესტოები და თვალები სითხით ამევსო
-როგორ გაბედე და გაიქეცი?...თავი ვინ გგონიათ ჰა….თქვენი ადგილი აქ, რომ ყოფილიყო ვინ გაგაჩერებდათ იქ...თქვენი ადგილი ლაბოროტარიაში არის, როგორც დანარჩენი ვირთხუნიების-ლოყაზე მიდებულ ხელის მაჯაზე დამექაჩავა და მისკენ მიმწია-ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ ასეთი მთელი ხარ ის არის, რომ მაქსმა პირობა ჩამომართვა. მას სურს, რომ ერთი ღერის თმაც კი არ ჩამოგივარდეს და უვნებელი მიგიყვანო მასთან...წავედით.
-მე შენთან ერთად არ მოვდივარ-თავი დავიხსენი და მისგან შორს დავდექი.
-მისმინე, თქვენ გგონიათ, რომ ჭკვიანები ხართ და გამექცევით, მაგრამ იმდენს ვერ ხვდებით, რომ კავშირები მაქვს. თქვენზე დიდი ფსონები იდება, მე კი არც კარიერისა და არც სიცოცხლის გაწირვის საფასოდ არ მიღირხათ...ვაღიარებ თავიდან გამექცევით და მაჯობეთ მეც პანიკამ მომიცვ, თუმცა მელევე დავწყნარდი. ანა დაჭრილი იყო შენ კი იქაურობას არც კი იცნობდი. ორი ვარიანტი იყო ან ვინმე შეგიფარებდა ან მგლები შეგჭამდა, შენი ცხედარი არსად არ იყო ანუ ვიღაც სულგრძელმა გიპოვნა და შეგიფარა, ისეთმა ვინც არ იცის ჩვენი ორგანიზაციის შესახებ. ასეთი კი რამდენიმე ოჯახია ვინც მკვიდრი არ არის და ასე...დასვენებაზე ჩამოდიან სია საგრძნობლად შემცირდა. მალე ისიც გავარკვიეთ სად იყავი დაახლოებით, რომ გითხრა მანამ სანამ თბილისში წამოხვიდოდით, ისიც სებემ მითხრა, საყვარელი, რა იცოდა ამით თუ რამეს აშავებდა. მან უბრალოდ მისი უცნაური თავგადასავალი მითხრა მეც, როგორც კარგმა ექიმმა და ამავე დროს დიპლომატმა ემოციები მოვთოკე. მას შემდეგ რაც თბილისში ხარ თვალს არ გაცილებ, რა თქმა უნდა, ამის შესახებ მხოლოდ მე და მაქსმა ვიცოდით, ეს რომ უფრო ზემოთ გაეგოთ იარაღებით დაგადგებოდნენ და ვერც სკოლაში სიარულსა და სებესთან გართობას მოასწრებდი-ვითომ ძალიან გულდაწყვეტილმა მითხრა-სებეს მოსწონხარ...თანაც ძალიან, მაგრამ არ გეუბნება...ჯერჯერობით
-მას საიდან იცნობ-დავიძაბე
-ის ჩემს ხელში გაიზარდა...სანამ ის გაიფიქრებს მე უკვე ვხვდები რას გააკეთებს. შენთან მიმართებაში რა გეგმებიც აქვს ისიც ვიცი-სიარული და ჩემი შეთვალიერება დაიწყო, შემდეგ საჩვენებელი თითი ჩემ ლოყაზე ჩამოასრიალა-იმედები არ გქონდეს. მისთვის მორი გოგო იქნებოდი...გამოგიყენებდა, როგორც სხვებს ასე, რომ მადლობა გაქვს სათქმელი. გულის ტკივილს თავიდან გაცილებ, თორემ მაგ მაზპოხისტს რა გაუძლებს-ეშმაკურად ჩიცინა.-კარგი გვეყოს წავედით...ხომ ხედავ არა, რომ არავის სჭირდები. მხოლოდ მე ვიცი შენი ფასი.-ხელი ჩამჭიდა და კარებისაკენ გამიყვანა-შენთვის, ანასა და დემეტრესთვის გააკეთე ეს.
ვინმეს, რომ ეთქვა სარა მოგაკითხავდა და ხელჩაკიდებული წახვალთ ისევ უკანო უმოწყალოთ დავცინებდი, რადგან აფსურდი მეგონა..ამ წამამდე. დიახ, ჩემი ფეხით მივწყვები, რადგან არ მინდა ჩემი ხელები სისხლში გაისვაროს. შეიძლება ძალიან ეგოისტურად ჩანს და იფიქრებთ მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობსო, მაგრამ ასე არ არის. მე ანასა და დემეტრეს სიცოცხლეზე ვზრუნავ, შესაძლებელია ანამ თავი დაიხსნას, მაგრამ დემე ამას ვერ მოახერხებს. იმედი მაქვს, რომ არსებობს ისეთი ადამიანი, რომელიც ჩემ მიზანს დაისახავს და ბოლომდე მივა კიდეც მათთან ერთად მეც გამათავისუფლებს. მანქანაში ვზივარ საქარე მინაზე მაქვს თავი მიყრდნობილი და ვხვდები, როგორ ჩამომექცა თავზე ცა. უკვე დაძინაბაც კი მეშინია ეს ის ცუდი სიზმარია, რომელსაც ღამღამობით ვხედავ. ის სისხლის გუბე და დაჭრილი სებეც, რაღც ნიშანი იყო. ჯერ-ჯერობით ვერ ვხვდები, მაგრამ არც მინდა ამის გაგება, რადგან ვგრძნობ, რომ საშინელებაა და იქნებ ასეც მოხდებოდა, რომ არ წამოვყოლოდი ? გატაცებით ვერ გამიტაცებდა, მე სადღაც გადამმალავდა დემე და იქ მომაგნებდა...შემდეგ კი...გაფიქრებაც არ მსურს. მისველდება ლოყები...საშინელებაა, როგორ შეიძლება ამ ყველაფერს უემოციოდ შეხვდე. ვუყურებ და ველი საბოლოოდ, როდის დავკარგავ თავისუფლებას და ეს ყველაფერი სამუდამოდ გაგრძელდება. სამუდამოდ! ღმერთო ჩემო ვერასოდეს ვნახავ მზეს, ჩიტებს, ხეებს, ცას მე ვიცხოვრებ ერთ დიდ ოთახში...სამუდამოდ! როგორც ჩიტი გალიაში. ალბათ, ეს ბავშური სისუსტეს ბრალია, მაგრამ მინდა ვიტირო ხმამაღლა და ემოციის დაუფარავად, რომ შემინარჩუნონ თავისუფლება.
ჩემ ტირილში ჩამეძინა, როდესაც გავიღვიძე უკვე საწოლში ვიწექი, წამოვიწიე და თეთრ ბალიშებიან ოთახში ვიწექი, ტანზე თეთრი ზედა, შრვალი და ღია ნაცრისფერი წინები მეცვა და აი, ვიგრძენი ის საშინელი წამლის სუნი, რომელიც მთელი ჩემი ცხოვრება მეზიზღება . უცებ შიშმა შემიპყრო და სწრაფად წამოვდექი ფეხზე, კარებთან მივირბინე და მუშტების დარტყმა დავიწყე.
“გააღეთ გთხოვთ! აქ ვერ გავძლებ არ გესმით?-დაახლოებით ათი წუთი გავყვუროდი, თუმცა არავინ არ მომაქცია ყურადღება. დაღლილი კარებთან ჩავიკეცე, ფეხები მოვკეცე და ხელების ქვეშ მოვაქციე. შუბლით მუხლებს დავაყრდნე და უბრლადო გავთიშე ყველაფერი, მე მხოლოდ ანასთან კავშირი მჭირდებოდა. გონება მოვიკრიბე იმდენი ხანია უკვე სხვის ფიქრებში არ შემძვრალვარ, რომ ცოტა მეუცხოვა კიდეც.
წარმოიდგინეთ უხილავი არსება, რომელიც ოთახებში საოცარი სისწრაფით დაიარება და თქვენ შეგიძლიათ მართოთ და თქვენთვის საჭირო ადგილას წაიყვანოთ, მაგრამ ეს იმდენად მტკივნეულია, რომ საოცარი ნებისყოფა უნდა გქონდეს, რომ გაუძლო. ჩემი სხეული დაუძლულდა და ბლანტი სითხე ცხვირიდან წამომივიდა. საბოლოოდ კი წონასწორობა დავკარგე და იატაკზე აღმოვჩნდი. გავიგონე კარების ხმა, ვიღაც ფერადკანია მამაკაცი თეთრი ხალათით მომიახლოვდა ხელში ამიყვანა და იქედან გამიყვანა. თვალები დავხუჭე და შევეცადე გონზე მოვსულიყავი, რომ შემძლოდა თავად სიარული. დაახლოებით სამი წუთუს შემდეგ ასეც ხდება და ვუძალიანდები მიხვდა, რომ თავად მინდოდა გამევლო. დამსვა, მაგრამ ხელი არ გამიშვა, მეც გზას გავუყევი და თვალებით ანას ვეძებ. ბარათით მინებიანი კარგი გახნა და დერეფანს გავუყევი მარცხნივ უნდა წავსულიყავი, როდესაც ანას კივილი გავიგე. სწრაფად დავუსხლტი და ანას ხმას დავედევნე და ღმერთო ჩემო! რა დავინახე. იქვე თუ არ ჩავიკეცებოდი არ მეგონა. ტკივილისგან ამოვიკნავლე, კიდეც, როდესაც ანას შევხედა, რომელიც ელექტრო შოკერზე ყავდათ მიერთებული და აწამებდნენ. პირში ნაჭერი ჩაუდეს, რომ ხმა არ ამოეღო თეთხალათიანი კი აპარატს მიუბუნდა ჩემი თვალები ანასას შეეჯახა. გეფიცებით ამოვიკითხე ყველა ის ტკივილი, რაც ის გრძნობდა და ისიც, როგორ მემუდარებოდა, რომ მეშველა მისთავის. ის ექიმი, რომელიც მე წამომიყვანა მექაჩებოდა და ცდილობდა, რომ აქაურობას მოვეცილებინე, მაგრამ არ ვნებდებოდი. მთელ ხმაზე ვყვიროდი და მინას ხელს ვურტყამდი, თუმცა, როგორც ყოველთვის იმდენად ძლიერი არასდროს ვარ, რომ მათ შევეწინააღმდეგო. მოახერდა და გამიყვანა იქედან წინ კი სარა და მაქსი დამხვდა, რომელიც გაურკვევლად იყურებოდნენ
-რა მოხდა?-იკითხა სარამ
მან უცნობ ენაზე უთხრა რაღაც და გაჩუმდა.
-ხედავ? -მე გამომხედა
-თქვენ არ ხართ ადამიანები, უგულო და შეუბრალებელი არსებები ხართ.
-ეს ყველაფერი შენი ბრალია-ჩემსკენ გამოიწია, მაგრამ მაქსმა შეაჩრა
-ჩემი?
-დიახ! შენი ბრალია. შენ, რომ აქედან არ გაქცეულიყავი და უბრალოდ მიყოლოდი ამ გაწვრთნითი ვარჯიშებს აქედან ბევრად დიდი ხნის წინ წახვიდოდი. -გვერდი ამიარა და წავიდა.
-მე მივხედავ-შავკანიან ექიმს ჩემი თავი გამოაცალა მაქსმა და იქედან გამიყვანა. ხელოვნურად გაშენებულ ეზოში გამიყვანა და იქვე სკამე ჩამოვჯექით.
ამწვანებული გარემო იყო მწვანე ხასხასა ბალახებითა და უამრავი ყვავილებით, ასევე ხეები და ღობეც კი. იმის მიუხედავად, რომ სინამდვილეში ზამთარი იყო ამას აქ ვერ იგრძნობდით. თავი აპრილის თვეში გეგონებოდათ წინ თუ გაიხედავდით მთებსა და ღრუბლებში შემალულ მზეს დაინახავდით, მაგრამ ყველაზე სამწუხარო ის იყო, რომ ჩემსა და რეალურ სამყაროს შორის გუმბათი იყო ჩამოფარებული. ნამდვილად, მე დიდ გუმბათის ქვეშ ვიჯექი და ვუცქერდი გარეთა სამყაროს. ამ ადგილზე უკვე მეორედ მომიყვანეს აქამდე მხოლოდ ერთხელი ისიც ძალიან დიდი ხნის წინ ვიყავი.
-ნისა მისმინე, ხომ ხედავ, რომ შენი ჯიუტობით ზარადლება შინი საყვარელი ადამიანი..
-რისი თქმა გსურს ანუ მე ვაყენებ ანას ტკივილს?-გავაწყვეტინე და აღშფოთებულმა წამოვიძახე.
-ზოგჯერ ესეც ხდება...არა მარტო შენ ყველანი ასეა...ხანდახან ჩვენთვის ძალია...ძალიან ახლო ადამიანებს ჩვენდა უნებურად ვაყენებთ ზიანს. მთავარია ამას მალე მიხვდეთ და გამოასწორო ეს შეცდომა. ამ შემთხვევაში შენ ანას ტკენ გულს. დაივიწყ ყველაფერი გახდი ნომერი ცამეტი და მიყევი მითითებებს, ივარჯიშე გახდი ის ვინც მათ უნდა, რომ იყო. ამით ანასაც დაიხსნი და აქედანაც დააღწევ თავს. არ გეგონოს, რომ ასეთ მიკარგულ ადგილას იქნები, შენ სკუთარი სახლი გექნება უბრალოდ ის იქნება, რომ სხვის დავალებებს შეასრულებ.
-შენ გინდა, რომ ჩემს პიროვნებაზე ვთქვა უარი და სხვისი სათამაშო გავხდე?
-ვინ ხარ შენ?...არავინ….შენ ნამდვილი პიროვნებაც არ ხარ და რას ვერ თმობ? არც ნისა არ გქვია და არც გოცირიძე არის შენი ნამდვილი გვარი.
-მაშ ვინ ვარ მე?
-არავინ..-ხელები განზე გაწია და მარტო დამტოვა.
მართლაც ვინ ვარ მე? საიდან მოვდივარ, ვინ არიან ჩემი ოჯახი..ან აქ საიდან მოხვდი, ნუთუ მართლა არარაობა ვარ?
ამ დღის შემდეგ საბოლოოდ დავნებდი. ვარჯიშს შევუდექი და დავიწყე სპეციალური ტრენინგების გავლა. უამრავი რამ ვისწავლე: ჩუბი, იარაღიდან სროლა, კარების გატეხვა, გადაცმა, ჩასაფრება...და ა.შ. დაახლოებით ხუთი თვე ვვარჯიშობდი და ამასობაში ჩვიდმეტი წლის გავხვდი. არც ანას და არც დემეტრეს შესახებ არ გამიგია არაფერი. სარას ვენდე და დავუჯერე, რომ ის კარგად არის და მალე ისიც დატოვებს აქაურობას.
და,აი, დადგა დღე 3 ივნისი, როდესაც დავტოვე ციხე ის ჭიშკარი გაიღო, რომელის გაღებაც შეუძლებალი მეგონა პატარა ჩემოდნით ხელში მივდივარ უზარმაზარ ჭიშკარგი გავდივარ და შავი “ბრაბუსის” წინ ვდგები, რომელიც მე მელის. უკან არ მინდოდა მომეხედა, მაგრამ ვერ შევძელი, მაინც გავიხედე და თალი გადავავლე იქაურობას. წინ ჩამიარა სრულმა თექსმეტმა წელმა ტკივილმა და ტანჯვამ. ეს იყო წამიერად წინ შევბრუნდი, შავ სამოსში გამოწყობილ, სათვალებიან კაცს მივეცი. მე კი მამქანაში ჩავჯექი.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს ახალ ცხოვრებაში!


ვიცი რომ არ არის კარგი თავი უბრალოდ მეტი ვერმოვახერხე იმდენად გადატვურთული ვარ...მაპატიეთ :(



№1  offline წევრი Niniko11

ვერაფერს ვამბობბ....
საუკეთესო ხარრ
მახარებ ძალიაან♡♡
ველი ახალ თავს მოუთმებლად♡♡♡

 


№2  offline წევრი n-strovet

Niniko11
ვერაფერს ვამბობბ....
საუკეთესო ხარრ
მახარებ ძალიაან♡♡
ველი ახალ თავს მოუთმებლად♡♡♡

მადლობა heart_eyes ვეცდები მალე დავდო

 


№3  offline წევრი S.მეგი

ძალიიან მაგარია
ტოჩაღ !
❤❤❤

 


№4  offline წევრი Smailiki

პორიქით ძალიან, ძალიან მაგარიაა. ანა შემეცოდა, იმმედია სარამ ნესა არ მოატყუა და მართლა კარგად ექცევა
❤❤???? ძალიან კარგი თავი იყო❤❤❤

 


№5  offline წევრი n-strovet

S.მეგი
ძალიიან მაგარია
ტოჩაღ !
❤❤❤

მადლობა heart_eyes heart_eyes

Smailiki
პორიქით ძალიან, ძალიან მაგარიაა. ანა შემეცოდა, იმმედია სარამ ნესა არ მოატყუა და მართლა კარგად ექცევა
❤❤???? ძალიან კარგი თავი იყო❤❤❤

heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№6  offline წევრი n-strovet

n-strovet
S.მეგი
ძალიიან მაგარია
ტოჩაღ !
❤❤❤

მადლობა heart_eyes heart_eyes

Smailiki
პორიქით ძალიან, ძალიან მაგარიაა. ანა შემეცოდა, იმმედია სარამ ნესა არ მოატყუა და მართლა კარგად ექცევა
❤❤???? ძალიან კარგი თავი იყო❤❤❤

heart_eyes heart_eyes heart_eyes

მიხარია თქვენგან ამის მოსმენა heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent