შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დრო {12}


26-10-2019, 22:04
ავტორი painter1
ნანახია 8 735

-სად მივდივართ? -ჯერ ისევ ლოყები უხურდა ლილეს, ფაღავა კი მომღიმარი შესცქეროდა საყვარელ ქალს.
-გავატასაოთ პროსტა. -ხელი ჩაკიდა და ისე გაუყვა ქუჩას. -ჯანდაბა პატარა… სულ მაგიჟებ და მზად ვარ ნებისმიერი სისულელე გავაკეთო შენთან ერთად. -მტევანზე აკოცა და გვერძე მიმავალ ქალს მხარი შემთხვევით გაჰკრა. -ბოდიშით. -წამით შებრუნდა უკან და ისევ წინ სვლა განაგრძო. -გცივა?
-ვერ ვგრძნობ. -მხრები აიჩეჩა სიცილით, თან აბრჭყვიალებული თვალებით ახედა ბევრად მაღალ სანდროს.
-ჩემი გოგოო… კაი რას მემორცხვები ტო? აქამდეც მინახიხარ შიშველი. -ლოყაზე მიეფერა, იქვე აკოცა და ხელები მოხვია.
-რატომ ჩერდები ყოველთვის? -დაუფიქრებლად ჰკითხა, მერე ისევ აუხურდა მთელი სახე, უცებ მოშორდა მოხარხარე ფაღავას და ხელები სახეზე აიფარა. -ღმერთო მიშველე.
-ეს ვის გადავეყარე… მოდი აქ სად გარბიხარ?! -ხელი მოხვია წელზე და ჰაერში ააფრიალა. -ანუ არ გინდა რომ გავჩერდე?
-მოკეტე და მომშორდი.
-ჰორმონებმა შეგაწუხეს პატარა? პრინციპში შეგაწუხებდა აბა რა იქნებოდა 25 წლის ქალიშვილი ხარ.
-ისე ამბობ თითქოს არ მოგწონს ქალიშვილი რომ ვარ… და საერთოდ არ მიტყდება ეგ… პირიქით, მიხარია ვინც მომწონებია ყველასთან რომ არ დავწოლილვარ. ის აპკი იქ რომ არის საერთოდ არ მადარდებს, უბრალოდ სულს ვუფრთხილდები, უამრავი დაცემული მინახავს, რომ უხმარიათ და მიუგდიათ შემდეგ კიდე გაბოზებულან…
-მერე ვინ დაგცინის? გეხუმრე უბრალოდ, რას მიძაბავ. -თმებში შეუცურა თითები და ლოყაზე უკბინა. მაშინვე წამოიკივლა ლილემ, ცალი ხელი ნაკბენზე მიიდო, მეორე კი მოხარხარე ფაღავს ჩაარტყა.
-ზოგჯერ როგორი აუტანელი ხარ.
-მეე? -საჩვენებელი თითი მკერდზე მიიდო, თან წარბები ასწია. მომღიმარი უყურებდა ლილე, შემდეგ ხელები კისერზე მოხვია და ტუჩებზე აკოცა. -ჩემი სიტკბოება… მოგაჭამ ამ ტუჩებს.
-შენთან რომ ვარ თავი სულ 18 წლის მგონია, ნორმალურია?
-არის რამე ნორმალური ჩვენში?
-შენში არა, ჩემში იყო, მაგრამ შენ ყველაფერს არანორმალურს ხდი. -ისევ თავისკენ მისწია და ისევ მიაკრო ტუჩები სანდროსას.
-აღიარე მოგწონს.
-ვგიჟდები! -ქვედა ტუჩზე უკბინა, შემდეგ გაიცინა და გზა გააგრძელა.
ერთი საათი დადიოდნენ, სხვადასხვა ქუჩებზე უხვევდნენ და ათას თემაზე საუბრობდნენ, მაღაზია როგორც კი შეხვდათ მაშინვე შიგნით შევიდა და კრუასანები უყიდა ლილეს. ისიც გაბადრული სახით მიირთმევდა.
-იმ სახლს ხედავ? -თითი გაიშვირა ორსართულიანი თეთრი სახლისკენ, რომელიც გორაზე იდგა სხვა სახლებისგან ოდნავ მოშორებით და თბილისს დაჰყურებდა ზევიდან.
-ჰო.
-პატარა რომ ვიყავი ვოცნებობდი რომ ჩემი ყოფილიყო, ის აივანი განსაკუთრებით მომწონს… სულ მინდოდა იმ დიდ ღობეზე გადაძრომა მაგრამ ძალიან დიდია და ვერცერთხელ ვერ მოვახერხე შიგნით შესვლა, არადა სულ მაინტერესებდა როგორ იყო შიგნიდან. -ჩაფიქრებული უყურებდა სახლს, თან კრუასანს აგემოვნებდა.
-ლამაზია.
-ძალიან.
-წავიდეთ უკან? ერთი საათი მაინც დაგვჭირდება.
-წავიდეთ… შენ არ გინდოდა? -კრუასანზე ანიშნა თან ხელი წელზე მოხვია.
-სანამ შეჭამდი იქამდე რომ გეკითხა უფრო კარგი იქნებოდა. -სიცილით გადახვია ხელი, თან საფეთქელზე აკოცა.
-აჰა თუ გინდა…
-არ მინდა, მაგრამ შენ ნუ ჭამ ბევრს, გამისუქდები.
-არ ვსუქდები. -მაშინვე წარბები შეკრა ბერიძემ.
-ვხუმრობ ლილე.
-ქალს ეგრე რომ არ უნდა ეხუმრო არ იცი?
-კარგი ეხლა. -ლოყაზე მიაკრო ტუჩები, შემდეგ კი სიარული განაგრძო. ბედნიერებას გრძნობდა, რაც ლილე გაიცნო იმის შემდეგ სულ თვალები უბრწყინავდა, ისედაც პოზიტიური უფრო მხიარული გახდა. პირველი ქალი იყო ლილე ვის მიმართაც გრძნობები გაუჩნდა და ნელნელა ახალ აღმოჩენებს აკეთებდა. სიახლეებს იძენდა, ყველა ის გრძნობა რასაც ლილესთან ყოფნის დროს გრძნობდა სრულიად განსხვავებული და განსაკუთრებული იყო. სახლში მისულებს სანდროს მანქანა იქ დახვდათ, მაშინვე მიხვდა ფაღავა რომ კატოც იქ იქნებოდა, ამიტომ სახლში შეყვა ლილეს, ოთახამდე მიიყვანა და უკვე საწოლში რომ დააწვინა მერე გადაწყვიტა წასვლა. -გნახავ ამ დღეებში. თუ რამეა დამირეკე და ეგრევე შენთან გავჩნდები.
-კარგი.
-ტკბილი და ვნებიანი სიზმრები პატარავ, მერე მომიყევი და აგიხდენ. -სიცილით აკოცა ტუჩებზე და სანამ რამეს ეტყოდა იქამდე გაიხურა კარი. სამზარეულოში გაბრიელი დახვა, წელს ზემოთ შიშველი მაგიდაზე იყო ხელის გულებით დაყრდნობილი და ჩაფიქრებული ერთ ადგილს მიშტერებოდა. -რა ხდება?
-ვიღაც ორი ტიპი იყო. -ჩაწითლებული თვალები მოისრისა და ისე ახედა ფაღავას. -წეღან ჩაეძინა.
-ყოჩაღ. -ხელი მიარტყა მხარზე. -მიდი მიუწექი და დაიძინე შენც… დამიჯერე, შენი საყვარელი ქალის სურნელში რომ ეფლობი მაგაზე მაგარი არაფერი არაა. ყოველთვის ვერ დაიტოვებ შენთან და სანამ ღამეა ადი, მოეხვიე და დაიძინე. -მეგობრულად მიარტყა ხელი და სახლი დატოვა. ცოტა ხანი დახურულ კარს მიშტერებოდა ბერიძე, ბოლოს მკრთალად გაიღიმა, საძინებელში ავიდა და მძინარე ხელაშვილს წინიდან მიუწვა. ჯერ სახეზე აკვირდებოდა, ფრთხილად ეფერებოდა ძილი რომ არ დაეფრთხო. შემდეგ სახე კატოს თმაში ჩარგო და მისი სურნელი ღრმად შეისუნთქა თვალებ მინაბულმა. მკლავი თავ ქვეშ ამოუდო ფრთხილად, მაგრამ მაინც გამოფხიზლდა კატო.
-ცივა. -ცხვირი მკერდთან მიაბჯინა, ხელი წელწე მოხვია და ფეხები გაბრიელის ფეხებში ახლართა.
-ჩჩჩ დაიძინე, აქ ვარ და გათბები. -შუბლზე აკოცა. კატომაც რომ მიაკრო ტუჩები მკერდზე ჟრუანტელმა დაუარა და ხლები უფრო კარგად მოხვია მომღიმარმა.
იმ ღამეს პირველად ეძინა ასე მშვიდად, კატოს სურნელში გახვეულს და სხვა აღარაფერი ადარდებდა.
*****
როგორც კი ყველაფერი დაამთავრა კაბინეტიდან გავიდა, მაშინვე თვალში მოხვდა დივანზე მიწოლილი ქალის სხეული და ინსტიქტურად გაეღიმა.
-ელენე, შეგიძლია წახვიდე.
-რაღაც საქმეები დამრჩა და რომ დავამთავრებ წავალ. -თვალი გააყოლა ნინასკენ წასულ კაცს რომელსაც ზედაც აღარ შეუხედავს და დიდი ალბათობით ვერც გაიგო მისი პასუხი.
-პატარა… -თმაზე გადაუსვა ხელი და მის გამოფხიზლებას შეეცადა. -ნინა..
-ჰო. -ოდნავ გაახილა თვალები და რეზის დანახვაზე გაიღიმა.
-ადექი წავიდეთ. -მკლავზე მოკიდა ხელი და ოდნავ წამოაყენა.
-ჯელტმენობა არ გაგაჩნია, არ შეგეძლო აგეყვანე და ისე წაგეყვანე? -ტუჩები დაბრიცა და ბუზღუნით მოხვია ხელები წელზე.
-ეს კაბა რომ არ გეცვას აგიყვანდი… -თავზე აკოცა თან გასასვლელისკენ წავიდა.
-მცივა. -მაშინვე დაეხორკლა კანი როგორც კი ცივი ჰაერი მოხვდა ფეხებზე. სიცივემ აიტანა და გააკანკალა.
-სახლში მიგიყვანო? -გვერძე მჯდომ მობუზულ ქალს გახედა და მანქანა დაძრა.
-სხვა შემოთავაზება გააქვს?
-ჩემთან წამოდი.
-ტანსაცმელი არ მაქვს.
-რათ გინდა ტანსაცმელი. -ტუჩზე იკბინა და ისე შეხედა წამით.
-იცოდე ხვალ შენ წამიყვან სახლში!
-წაგიყვან. -კმაყოფილმა ჩაიღიმა.
-დღეს ლუკა გამოვიყვანეთ.
-როგორ არის?
-ნელნელა უკეთ ხდება. -მხრები აიჩეჩა, შემდეგ კი ხელის გულს დაეყრდნო საფეთქლით.
-არ შეგხმიანებიან შენები?
-არა… იმედია ცხვენიათ ან ნანობენ და მაგიტომ არ მირეკავენ თორემ სამუდამოდ ჩავიქნევ ხელს მაგათზე.
-რა გჭირს?
-არაფერი, უბრალოდ დავიღალე ამდენი პრობლემებით.
-პრობლემები ყოველთვის იქნება, უბრალოდ გჭირდება ისე ვინც ამ პრობლემებს შეგიმსუბუქებს და დაგეხმარება. გყავს კიდეც, მაგრამ აშკარად არ გინდა პრობლემების მოშორება, რადგან მთავარ პრობლემას არ მეუბნები.
-ნუ ჩაიციკლე ნიკაზე. -თვალები აატრიალა და მერე მიხვდა რაც თქვა.
-ანუ ნიკა. -გაიღიმა ისე რომ გზისთვის არ მოუშირებია მზერა.
-საშინელი კაცი ხარ, მეშინია შენთან დარჩენის, აღარ მინდა... წამიყვანე სახლში.
-მეც მყავდა შეყვარებული მეთორმეტე კლასში, დაჟე ცოლად მოყვანას ვაპირებდი, პროსტა მერე გადავიფიქრე.
-რატო? -მაშინვე გახედა მომღიმარ დიასამიძეს.
-რავიცი, რომ გავიღვიძე მივხვდი რომ ვაბშე არ მევასებოდა და იმდღესვე დავშორდი. ისე ოთხი თვე ვიყავით ერთად მეტი კიარა. -ჩაეღიმა ნინას ჩაფიქრებულ სახეზე. -შენ?
-ორი. -უსიამოვნოდ შეიშმუშნა, მერე ჩუმად მყოფ რეზის გახედა. -გამიჩერე მანქანა სახლში მივდივარ.
-ჩემთან მოდიხარ… მერე აღარ გინახავს?
-არა, ციხეში იჯდა და აღარც მინახავს არ ვიცი.
-რატომ დაიჭირეს?
-არ ვიცი. -მხრები აიჩეჩა და ფანჯარაში გაიხედა.
აღარაფერი უკითხავს, უკვე გამოსტაცა მცირედი იმფორმაცია და იქამდე გააგრძელებდა ასე სანამ ბოლომდე არ გაიგებდა ან თვითონ ნინა არ მოუყვებოდა ყველაფერს. თითქოს რაღაცას ელოდა, რაღაცას რაც აიძულებდა ნინას ყველაფერი მოეყოლა.
მალე მივიდა თავის კორპუსთან, მანქანა გააჩერა და შემდეგ ნინასთან ერთად ლიფტით ავიდა ბოლო სართულზე.
-რატომ მეგონა რომ თეთრ ფერებში გექნებიდა ყვეაფერი შენი კაბინეტივით.
-ხომ ხედავ არ მაქვს. -სახლის თვალიერებაში გართულ ნინას გააყოლა თვალი, გასაღები იქვე დადო ტელეფონთან ერთად, შემდეგ მანტო გაიხადა, საკიდზე დაკიდა და ფანჯარასთან მისულ წულუკიძეს უკნიდან მოეხვია.
-შენი სახლი ნამდვილად ჯობს ჩემსას… არა ჩემიც რომ ბოლო სართულზე იყოს შესანიშნავი იქნებოდა… დიდი სიამოვნებით დავტკბებოდი ყოველ საღამოს ამ ხედით, ერთი ჭიქა ღვინით ხელში.
-გადმოდი ჩემთან.
-არ მინდა. -თვალები მიენაბა ყელში რომ აკოცა რეზიმ, ჭრუანტელმა დაუარა და მუცელზე მოხვეულ ხელებს თავისი მოხვია.
-რატომ?
-მერე მოგბეზრდები, ისე აღარ გაგიჟდები როგორც გიჟდები ჩემი უეცარი გამოჩენებით.
-იქნებ მინდა სულ გიყურო და ჩემთან მყავდე. -კისერზე მიაკრო ტუჩები, შემდეგ სვიტერის ქვეშ შეუცურა ხელები.
-არ ვარ თანახმა. -უცებ შეტრიალდა რეზისკენ და კისერზე შემოხვია ხელები. -შენი სახლი ვიცი, იქნებ ღამე აქაც მოგივარდე რა იცი. -ტუჩებზე აკოცა ნაზად.
-არ მაქვს პრობლემა. -ცხვირის წვერზე აკოცა, შემდეგ წელზე მოხვია ხელი და სამზარეულოსკენ წაიყვანა. -მში, თან მაგრად.
-გააქვს რამე?
-არ ვიცი.
-შენით იმზადებ ხოლმე?
-არა, დამხმარე ქალი მყავს, მოდის, სახლს მილაგებს, საჭმელს მიმზადებს და მიდის… იქნება რამე, ნახე და გამიცხელე გთხოვ, წყალს გადავივლებ. -ლოყაზე აკოცა და სამზარეულო დატოვა. ცოტახანი გაუნძრევლად იდგა, მერე თავის თავზე გაეცინა.
-რა ჯანდაბას ვაკეთებ. -თავისთვის ჩაიბურტყუნა და მაცივრის კარი გამოაღო. თვითონაც ხვდებოდა რომ ნელნელა ურთიერთობა იცვლებოდა, უფრო ღრმაც იჭრებოდნენ ერთმანეთის ცხოვრებაში, მაგრამ იმ განსხვავებულ გრძნობას რომელიც უჩვეულო სიმშვიდეს და მყუდროებას იწვევდა ვერაფერს უხერხებდა. თითქოს მთლიანი ორგანიზმი და არა მხოლოდ ორგანიზმი რეზისკენ მიიწევდა, იმხელა ლტოლვა ჰქონდა ამ კაცის მიმართ როგორც არუნდა მოშორებოდა მაინც მისკენ მიიწევდა.
ფიქრებში გართუმა ვერც კი შეამჩნია ისე მალე გაუშალა სუფრა, შემდეგ იდგა და წყლის ადუღებას ელოდებოდა ჩაისთვის. მალე მამაკაცის სასიამოვნო სურნელი იგრძნო და მისი ტუჩებიც შეეხნენ კისერზე. სიამოვნებისგან გააჟრჟოლა, ჩაიღიმა და სწრაფად მიტრიალდა დიასამიძისკენ.
-რეზი.
-გისმენ პატარა. -თმები გადაუწია სახიდან, თან ბრჭყვიალა ცისფერებში ჩახედა.
-რომ შემიყვარდე? მერე რა ვქნა?
-რა უნდა ქნა?
-რეზი ხომ ხვდები რასაც გულისხმობ, ყოველთვის იცი და რატომ მახსნევინებ?
-იქნებ მეც შემიყვარდე? ან იქნებ უკვე მიყვარხარ რას გაიგებ. -მხრები აიჩეჩა და სკამზე მოთავსდა. ნინა კი წარბაწეული უყურებდა როგორ მიირთმევდა ვახშამს.
-სულ ასე რატომ მელაპარაკები? -უკმაყოფილო სახით დაჯდა რეზის წინ და მის შავ თვალებს დააკვირდა.
-ეს რა არის? პირველად ვჭამ, ნანა ამას არ გააკეთებდა…
-არ კიარა ვერ გააკეთებდა, ჩემი რეცეპტებია, ჩემი შექმნილი და თუ არ მოგწონს ნუ შეჭამ.
-შენ მოიფიქრე? -გაკვირვებულმა გახედა დაბღვერილ ნინას.
-ჰო.
-ჩემთან გადმოდი ნინა…
-არა!
-მაშინ მოდი და ეს გამიკეთე ხოლმე.
-კარგი. -გაიცინა, თან შავ თვალებში ჩახედა.
-უგემრიელესია, სერიოზულად… სხვის გაკეთებულს არ ვჭამს, ზოგს ბევრი მარილი მოსდის, ზოგს პირიქით, და კიდევ ბევრ რამეს ვუწუნებ ყველას, მარტო ნანას გაკეთებულს ვჭამს და ახლა შენიც მომწონს…
-რა პატივია.
-ძალიან დიდი. -მაჯაზე მოქაჩა და თავის კალთაში გადაისვა, ხელი ქვედაბოლოს ქვეშ შეუცურა, თან ბარკალზე მოუჭირა თითები. -გასაღებს მოგცემ და როცა მოგინდება მოდი.
-ვინმე რომ გყავდეს იმას რას ეტყვი?
-ჩემი მეგობრები გიცნობენ, სხვა აქ არავინ მოდის ნანას გარდა, მაგასაც გაგაცნობ ამ დღეებში.
-შენი მშობლები? ვინმე არ გყავს?
-მყავს, თან ძალიან ბევრი, მაგრამ ყველას თავის ოჯახი ყავს და ხშირად ვერ იცლიან ჩემთვის, თუ მე არ მივედი და არ ვნახე.
-ანუ მარტო შენ რჩები შინაბერა.
-ეგრე გამოდის. -თმებზე მოქაჩა ხელი, თავი უკან გადააწევინა და ტუჩები ყელზე მიაკრო.
-დაბერდი… შვილი არ გინდა?
-გამიჩენ? -მომღიმარმა გაუსწირა თვალი, ნინას დაბნეულ სახეზე გაეცინა და მაშინვე აკოცა.
-გააკეთე რა პრობლემაა. -მაშინვე აკისკისდა და რეზისაც სულ დაუქვეითდა აზროვნების უნარი, ისე გულიანად გაიცინა, ისე ლამაზად და ნაზად რომ მაშინვე გამოშტერდა დიასამიძე.
-შენ იცინი და მართლა რომ გავაკეთებ ერთ ბავშვს მერე ნახავ. -სწრაფად აიტაცს ხელში და საძინებლისკენ დაიძრა.
-რას მემუქრები? ისედაც მემატება წლები ნელნელა, არაფერი მოხდება ერთი ბავშვი თუ გავაჩინე უსიყვარულოდ. მთავარია შენ გინდოდეს, გვარი მისცე და მასზე იზრუნო. ბერდები მაინც და შვილი აუცილებელია ხომ იცი.
-ენას ამოგაცლი… რა შემატყე სიბერის? ჭაღარა მაქვს, ნაოჭები თუ ვერ გაკმაყოფილებ? -სწრაფად მოაშორა სამოსი, თვითონაც გაიხადა და ზევიდან მოექცა.
-წლოვანებას ჩავეციკლე.
-34 წლის ვარ, ძალიან ახალგაზრდულად ვგრძნობ თავს და შენ თუ ერთი გამიჩინე მხოლოდ მაგ ერთზე არ გავჩერდები. -კოცნით ჩავიდა მუცლამდე, შემდეგ ისევ მაღლა აუყვა და მკერდზე ჩაავლო კბილები.
-ჩემგან გინდა შვილები? -ხელი ჰკრა მხარზე, გვერდზე გადააგდო და თვითონ მოთავსდა მის ზემოდან.
-ლამაზები გამოვლენ… შენი თვალები ექნებათ. -უკანალზე მოუჭირა ხელები და მისი სხეულის მოძრაობას აჰყვა.
-მე შენი შავი თვალები მომწონს… -კვნესა წასკდა და თავი უკან გადააგდო.
-ჰქონდეთ შავი. -სწრაფად წამოიწია და ტუჩებზე დაეტაკა. იმდენად იყო გაბრუებული ლაპარაკის თავიც აღარ ჰქონდა, ისევ გაითიშა, ისევ გამოეთიშა სამყაროს ნინასთან ყოფნის დროს, მისი კვნესა ესმოდა და გონება ებინდებოდა. ნინა კი რეზის ოხვრას გადაჰყავდა ჭკუიდან, შავ თმებზე თითებს მაგრად უჭერდა და მაქსიმალურად ცდილობდა ეს სასწაული კაცი მწვერვალამდე მიეყვანა და თვითონაც მას გაჰყოლოდა. ბოლოს რომ დაინახა ორგაზმამდე მისული რეზი თვითონაც მიჰყვა და ფეხებიდან კანკალმა აიტანა. მის მკერდზე დაეცა და თავი გულზე დაადო.
ცოტახანში ადგილები შეცვალეს, საწოლის საზურგეს მიყრდნობოდა ნინა, რეზის კი მის კალთაში ედო თავი და მშვიდად ეწეოდა. თვალები დაეხუჭა ნინას, თმაზე ეფერებოდა და ამაოდ ცდილობდა სიგარეტის კვამლზე წარმოშობილი მოგონებების გონებიდან გაქრობას.
-პატარა… -ქვევიდან ახედა და ლოყაზე მიეფერა ცერით. -კარგად ხარ?
-ჰო… ჩავფიქრდი უბრალოდ. -გაუღიმა და მოწყვეტით აკოცა.
-ნინა. -სიგარეტი საფერფლეში ჩაწვა, ქალის სხეული დაბლა ჩამოსწია და ზევიდან დააჩერდა.
-რა იყო? -ლოყები შეეფარკლა ისე უთვალიერებდა სხეულს რეზი, შემდეგ შეკრთა შრამებზე რომ შეეხო.
-ეს შრამები საიდან გაჩნდა? -პატარა მრგვალ ადგილებს წარბ შეკრულმა გადაუსვა თითები.
-არ მოგწონს?
-მაგას მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის, მაგრამ საიდან და რატომ არის აქ, მაგას აქვს. -მკერდის ქვეშ ლაქასავით ოდნავ შეჭმუჭნულ მრგვალ შრამზე მიაკრო ტუჩები, ბევრი ჰქონდა, მარტო მუცელზე არა, მხართანაც შეუნიშნავს მაგრამ აქამდე არაფერი უთქვამს, ახლა კი წარმოდგენაც არ უნდოდა რას აკეთებდა იქ ის შრამი, რომელიც სიგარეტით დამწვარს გავდა.
-სადისტი ვიყავი და ვიწვავდი. -ჩაიღიმა, მაგრამ რეზიმ მაშინვე შეატყო რამხელა ტკივილი იყო იმ ღიმილში.
-გავატაროთ… გელოდები ნინა, ვიცი ბოლოს მაინც შენით მოყვები ყველაფერს და თუ იმ დროს უკვე შენზე გაგიჟებული ვიყავი, გეფიცები ვიპოვნი იმ შენ შენ*რეულ ყოფილს და მოვკლავ ამ შრამებისთვის, შენი შერყეული გონებისთვის და იმისთვის რომ ახლაც იმაზე ფიქრობ. -ქვედა ტუჩზე უკბინა, შემდეგ მოშორდა, საცვალი ამოიცვა და შიშველი გავიდა აივანზე, ისე თითქოს საერთოდ არ ციოდა. ცრემლ მომდგარი უყურებდა დიასამიძის ზურგს, თვითონ შესცივდა მის მაგივრად, შემდეგ სწრაფად წამოდგა ფეხზე საბნით ისიც აივანზე გავიდა. ზურგზე მიეკრო, საბანი მოახვია და ცხვირი მის ხერხემალს მიაბჯინა. როგორც კი რეზის სურნელი იგრძნო სასიამოვნო გრძნობამ დაუარა სხეული, მერე ხანგრძლივად მიაწება ტუჩები კისერზე.
-შენთან ყოფნის დროს საერთოდ ვერაფერზე ვფიქრობ, არც არასდროს მიფიქრია სხვაზე. ამხელა შეურაწყობას ვერ მოგაყენებ, რადგან ამ მცირე დროში უმნიშვნელოდან უმნიშვნელოვანესი გახდი. არავინ მინდა და არავინ მჭირდება შენს გარდა, ამას არასდროს არავის ვეტყოდი, საერთოდ არც კი მეგონა კაცთან ურთიერთობა თუ მექნებოდა ძველი მიზეზების გამო რომელსაც ადრე თუ გვიან მოგიყვები.
-ისევ გიყვარს?
-მეზიძღება. იმხელა სიძულვილს ვგრძნობ რომ გული მიმძიმდება.
-ნინა… -ღრმად ჩაისუნთქა, შემდეგ კი მისკენ შებრუნდა. -არ ვიცი რას მიშვრები პატარავ, მაგრამ ნელნელა რომ მაშტერებ შენც ხვდები მგონი… არასდრის არავინ მყვარებია, თუ მეთორმეტე კლასის სიყვარულს არ ჩავთვლით… თუ ფიქრობ რომ არ შეგიძლია, უბრალოდ წადი და აღარასდროს გამოჩნდე… -ლოყაზე მიეფერა, შემდეგ ტუჩებზე აკოცა. -ჯანადაბ… შენ როგორ უნდა გაგიშვა?
-არ გამიშვა, მე ვერსად წავალ, მაგნიტივით მიზიდავ და რომც წავიდე უკან მოვალ. ცოტა დრო მომეცი, უბრალიდ იყავი ჩემთან ისეთი როგორიც ხარ და მთლიანად დავლაგდები. შენ ხომ ფსიქოლოგი ხარ, ვერ ხედავ შედეგს?
-დიდ შედეგს ვხედავ, თან ძალიან მცირე დროში მიღებულ შედეგს, ჩემმა თავმა გამაოცა. -უცებ აიყვანა ხელში და შიგნით შებრუნდა.
-დაიღალე?
-ტვინი დამეღალა. -სახეზე ჩამოისვა ხელი, შემდეგ სხეულზე აიკრა ნინა და მის თმაში ჩარგო სახე. -რა კარგია რომ გამოჩდი იცი ნინა? აქამდე სექ.სის გარდა ვერაფერი მამშვიდებდა და მიფანტავდა ფიქრებს, ეგეც რამოდენიმე წუთი. შენი გვერძე ყოფნა კიდე საერთოდ ყველაფერს ფანტავს.
-ალბათ ეს არის ჩვენი ბედი… დრომ აქამდე მოგვიყვანა… ხედავ? 34 წელი მე მელოდებოდი, მე კიდე იქ მაღლა რომ ზის იმან შენი თავი გამომიგზავნა.
-როგორ გამიბანალურა სიტყვები.
-რატომ? ბედის წერის მჯერა.
-მე არა.
-რატომ არ გჯერა?
-აბა რა ბედის წერა… შენი აზრით შენი ბედი დაწერილია? რა სისულელეა?
-ნუ მთლად ეგრე არა. უბრალოდ რომ დავუკვირდეთ ყველას ცხვრება ერთნაირია, იბადება, იზრდება, მერე უამრავ ტკივილს განიცდის, ერთ ან მეტ საყვარელ ადამიანს კარგავს, შემდეგ განსაცდელს ხვდება რომლის გავლასაც დიდ ხანს ანდომებს… ბოლოს კი თავის მეორე ნახევარს პოულობს და მასთან ერთად აგრძელებს ცხოვრებას.
-გინდა თავი ჩემს მეორე ნახევრად გაასაღო?
-კიარ ვასაღებ ვარ! მივხვდი მაშინვე შენთან მეორედ მოსვლ რომ მომინდა… ახლა კი დაიძინე, ხვალ სამსახური გელის. -მოწყვეტით აკოცა და შუბლი ტუჩებზე მიაბჯინა.
-მგონი სერიოზულად ვიფიქრებ შენს სამსახურში აყვანაზე.
-იფიქრე, აბა ტყუილად კიარ მითქვამს.
-როგორ მატრაკვეცობ ხანდახან.
-ქალი ვარ.
-ჩემი ქალი. -ვნებიანად დაუკოცნა ტუჩები, უკანალზე მოუჭირა თითები, შემდეგ კი დაბლა ჩაიწია და მის ყელში ჩარგო სახე. ხმა აღარ ამოუღიათ, ერთმანეთის სურნელით გაბრუებულები მალევე გაითიშნენ.
*****
დუკითხავად, თვალის დახამხამებაში გარბოდა დრო. უკვე ახალი წლის წინა დღე იყო, გიჟებივით დარბოდნენ საჩუქრებზე. ამ დროის მანძილზე კი საბა უფრო მეტი სიყვარულით ივსებოდა ამ ქალის მიმართ, აღარაფერი ადარდებნა ნუცას და ბავშვის გარდა, მთელ თავისუფალ დროს ნუცასთან ერთად ატარებდა, სასეირნოდ დაჰყავდა და ყველა ნერვების მომშლელ წინადადებას უტარებდა. ცდილობდა მაინც რომ გაეტარებინა.
ახლაც სამზარეულოს სკამზე მჯდომს სახე ხელებში მოექცია და ნერვების მოთოკვას ცდილობდა.
-ცუდად ხარ მგონი საბა… ზოგჯერ ისეთ რაღაცაზე ჭედავ ვიცინო თუ ვიტირო აღარ ვიცი.
-მალე გაჩნდეს ჩემი პატარა, ამოგაცლი მაგ ენას.
-საბა… მოდი დავსხდეთ და წესიერად დავილაპარაკოთ. -ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი, კალთაში ჩაუჯდა და სახეზე მოკიდა ხელები. -მე შენ მიყვარხარ… ხომ იცი?
-რა შუაშია გოგო ეგ? შენ გგონია იმაზე ვფიქრობ ნუცამ არ მიღალატოსთქო? შენ მე ვერ მიღალატებ, ეგ ერთი… ხმა არ ამოიღო. -პირ დაღებულს სწრაფად ააფარა ხელი. -მერე მეორე, ის შენი ყვე.რი იკაკო თუ ირაკლა, კიდევ ერთხელ შეგეხება და ხელებს წავამტვრევ გაიგე? მითუმეტეს მუცელზე! მკი.დია მეგობარია თუ ვინ ჩემი… საერთოდ ეგ რანაირი მეგობარია, რომ გიყურებს ან*რევს, ორსულ ქალზეც კი და მე მაგრად მეკეტება… კიდევ დავინახავ შენ გვერძე მდგომს და ბარდიულზე მანქანით გავიტან გაიგე? -ნაპერწკლებს ყრიდა თვალებიდან და შეზნექილ წელზე თითებს უჭერდა.
-ღმერთო მიშველე. -უცებ ახარხარდა ნუცა… გაბრაზების ნაცვლად ხასიათზე მოდიოდა ასეთ საბას რომ ხედავდა უხაროდა… საშინლად სიამოვნებდა მისი გაბრაზებული სახის დანახვა, ცეცხლს რომ აფრქვევდა იმ ცისფერი თვალებიდან და მაშინვე წვავდა ნუცას. -ისეთი მიმზიდველი ხარ ვერ ვბრაზდები. -კისკისით აკოცა ტუჩებზე, ჯავახიშვილი კი უფრო გაბრაზდა. ცალი ხელი მტკივნეულად მოუჭირა მკერდზე და ყელზე იმდენად მაგრად უკბინა უთუოდ დაულურჯდებოდა.
-მინდა რაღაც ისეთი დაგმართო რომ ხმა ვეღარ ამოიღო… ჯანდაბა როგორ მინდა გატკინო...-მაისური მოაშორა და მკერდზეც უკბინა.
-საბა მტკენ… ჯანდაბა! -მაინც აჰყვა ვნებას, ისევ დაიწვა ქმრის დანთებულ ცეცხლში და ხელებში ჩაადნა. დივანზე მიწოლილს ზევიდან მოქცეული ჯავახიშვილი ეფერებოდა, კოცნიდა და გონებას უთიშავდა. მუცეზე აკოცა, იქვე თავი დაადო და ღრმად ჩაისუნთქა. -იგრძენიი? -უცებ წამოიყვირა ნუცამ.
-რა? -მაშინვე წამოსწია თავი.
-სადაც ლოყა გედო ზუსტად მანდ მომარტყა, ოღონდ სულ ოდნავ.
-მართლა? დაიწყო უკვე?
-ღამე ფართხალებს ხოლმე. -მუცელზე გადაისვა ხელი, შემდეგ საბას გაბრწყინებულ ცისფერებს შეხედა. -აი ახლაც! -უცებ მიიდო საბას ხელი მუცელზე, ციტახანი ელიდებიდა, ნუცა გრძნობდა შიგნიდან, მაგრამ საბა ვერაფერს იგებდა.
-რატომ ვერ ვგრძნობ?
-ჯერ პატარაა მამიკო… ერთ თვეში გავიზრდები უფრო და მერე მოგარტყავ ფეხს დედიკოს რომ ეჩხუბებიო.
-ჰოო? -წარბები ასწია გაღიმებულმა.
-კი… ჩვენ დედაშვილური კავშირი გვაქვს ძვირფასო, მამა ზედმეტია.
-თუ არ გინდა მოგხვდეს ენა გააჩუმე, მე რომ არა აქ არ იქნებოდა, საერთოდაც ჩემია ეს ბავშვი, უბრალოდ შენ ზრდი მანდ.
-ჩემნაირი ეგოისტია აშკარად, მოგარტყა დედას შეეშვიო. -ამობერილ მუცელს უყურებდა, თან ეფერებოდა. შემდეგ საბას შიშველი სხეული მოხვდა თვალში, ტუჩზე იკბინა და ისე ააყოლა თვალი. -აი ახლა გამეზარდა მკერდი, მაშინ რომ მაყიდინე რათ მინდოდა.
-ახლა კიდევ ერთი ზომით დიდები ვიყიდოთ პატარავ, მერე მეორე ორსულობის დროს გამოგადგება. -თითებში მოიქცია ძუ.ძუს თავი, შემდეგ ყელში აკოცა. -ვერ გშორდები.
-წამიყვან?
-სად?
-საყიდლებზე.
-არა.
-გთხოვ, რაღაცეების ყიდვა მინდა… ხვალ ახალი წელია, საჩუქრები ხომ გვინდა. -კისერზე მოხვია ხელები და ტუჩებზე ოდნავ შეეხო.
-თუ მკოცნი მაკოცე, ეს რა იცი ხოლმე. -ტუჩზე უკბინა, შემდეგ ფრთხილად წამოაყენა და საძინებლისკენ წაიყვანა. ტანზე მომდგარი მუხლს ჩაცდენილი შინდისფერი კაბა ჩაიცვა, კოლგოტიც ამოიცვა და ბათინკებიც მოირგო ფეხზე. ისე ლამაზად ეტყობოდა მუცელი თვალს ვერ აშორებდა საბა. ქმარსაც შინდისფერი სვიტერი გადააცვა რაც მერე გაიაზრა საბამ, უკვე გასვლას რომ აპირებდნენ. -სერიოზულად ნუცა?
-საყვარელი ხარ.
-გამოვიცვლი და მოვალ.
-კარგი ჰო. -თვალები აატრიალა, მანტო მოიცვა და ოთახიდან გამოსული ქმარი აათვალიერა, შავი ყელიანი სვიტერი რომ მოერგო და მის სხეულს იდეალურად გამოკვეთდა.
-წავედით?
-ჰო. -გაღებულ კარში პირველი გავიდა, შემდეგ კი საბასთან ერთად მაღაზიებში წავიდა. ყველგან შევიდა, ყველა მაღაზიაში რაღაც იყიდა, პარკებით დატვირთულ ქმარს სვიტერი ტანზე მიადო. რამოდენიმე უყიდა, შარვლებიც გამოაცვლევინა და რაც მოეწონა აყიდინა. ბოლოს კი მოლიც დატოვეს, მანქანაში ჩასხდნენ და ერთ ერთ კაფეში წავიდნენ რადგან ქალბატონ ნუცას ძალიან მოუნდა შოკოლადის ნამცხვარი. ყავას სვავდა, თან ნამცხვრის ჭამაში გართულ ნუცას უყურებდა. შემდეგ კარებში შემოსული ქალის სხეული დაინახა, ერთი შეათვალიერა და ისევ ნუცას ლურჯებს გაუსწორა თვალი. ის ვეღარ იგრძნო რასაც თვეების წინ გრძნობდა, ის სურვილი საერთოდ გამქრალიყო რაც იმ ქალის მიმართ გააჩნდა. ბრჭყვიალა ლურჯებს უყურებდა და გაუაზრებლად იღიმოდა.
-რატომ იღიმი?
-ყველგან შიკოლადი გისვია.
-მერე? გემრიელად გამოვიყურები? -ჩაიკისკისა და საბას გაცინებაც მოახერხა.
-ჰო… თან ძალიან. -ცერით მოწმინდა ტუჩიდან შოკოლადი და თითი გაილოკა. ნუცას გადაყლაპულ ნერწყვზე ისევ გაეცინა და გვერდიდან ქალის მზერაც იგრძნო. -რა გემრიელი ყოფილა, მაჭამე რა.
-არა საყვარელო, ეგ ჩემი ტუჩიდან იყო ეგეთი გემრიელი თორემ ისე მთლად ასეთიც არაა.
-ვითომ?
-გასინჯე. -მხრები აიჩეჩა და პატარა ნაჭერი აჭამა. მერე ისევ გაეცინა თავის საქციელზე. -არა საბა, რაღაც ურევ ამ ბოლოდროს, შეგიყვარდი ვითომ?
-იცი როდის? -ნუცასკენ გადაიწია ოდნავ.
-როდის? -დაბნეულმა ჰკითხა თვალებ მიჭუტულ ჯავახიშვილს.
-აი პირველად რომ დავინახე შენი ლურჯები… არა, ირაკლი ავარიაში რომ მოყვა, ყველა საავადმყოფოში იყო და მე შენ პატარა საწოლში მომიწია ძილი, მაშინ მთელი ღამე მეხუტებოდი გახსოვს?
-მახსოვს…
-ღამე გაგეღვიძა, გეგონა წასული ვიყავი და რომ დამინახე მიყვარხარო მითხარი და ისევ გაითიშე.
-იტყუები. -თვალები აუცრემლიანდა, თან ლოყებიც შეეფარკლა.
-მე კი გითხარი მეცთქო, მაგრამ გეძინა უკვე.
-არ მახსოვს. -დაეჭვებულმა შეათვალიერა მომღიმარი ქმარი. მერე გაიაზრა რაც უთხრა და წარბები შეკრა. -რა თქვი?
-ჰო. -კმაყოფილმა დაუქნია თავი და მეათასედ დააიგნორა მიშტერებული მზერა.
-შენ… ღმერთო რა საშინელი ხარ! აუტანელი, დამპლი… და ვერ გიტან! -სახეზე აიფარა ხელები.
-რატომ?
-აქამდე აბა რა ჯანდაბას აკეთებდი? მაწამებდი, თან იცოდი და მაინც? მანიაკიო!
-გეყოფა, პედოფილობას ეგ მერჩივნა. რვა წლით დიდი ვარ შენზე ხვდები? 10 წლის ბავშვისთვის რა უნდა მომეთხოვა?
-შენ მე მტანჯავდი! -ჩუმად საუბრობდნენ მაგრამ ორივე ხვდებოდა ერთმანეთის ხმის ტონს, საბას მაინც ეცინებოდა ნუცას დაბღვერილ სახეზე, ამაზე კი სულ გიჟდებოდა გიგანი. -მაგ სიფათს აგაცლი ჩემი მჭრელი დანით გუშინ რომ მიყიდე!
-ნუცა დაფიქრდი და მიხვდები ყველაფერს.
-მე ისედაც ვხედავდი შენს საქციელებს, ზოგჯერ ვხვდებოდი, მაგრამ მეგონა მეჩვენებოდა.
-ლუკას და იყავი ნუცი… ხომ გელაპარაკე მაგაზე? არ იყო საკმარისი ჩემი ქცევების აღწერა? მაინცდამაინც დეტალებში უნდა მომაყოლო?
-ეს ნამცხვარი კიდევ მინდა -თემა შეცვალა და ფანჯარაში გაიხედა. სწრაფად მისცა შეკვეთა მიმტანს და შემდეგ ჩაფიქრებულ ცოლს დააკვირდა.
-ნუცა.
-ნეტა მოთოვოს… არ შეიძლება ამ ახალ წელს მოთოვოს?
-თუ არ მოთოვა ხელოვნურ თოვლს დაგაყრი გპირდები. -თითებზე აკოცა. ისე ბუნებრივად იქცეოდა თვითონაც ვერ ხვდებოდა, ლიკა კი წყლიან თვალებს ვერ აშორებდა წყვილს. ისედაც ყოველთვის ხედავდა როგორ უყურებდა საბა ნუცას, მხოლოდ ნუცას მიმართ გამოხატავდა სითბოს, უფრო იმიტომ რომ თვითონ ნუცა იყო თბილი, უცებ შეგაყვარებდა თავს, მაგრამ ლიკამ ვერ შეძლო, ყოველთვის კონკურენტად თვლიდა, მაშინაც კი როცა საბა სულ ლიკაზე იყო გადართული, ნუცას გამოჩენა ყველაფერს უფუჭებდა. ახლა ისე ბუნებრივად იქცეოდა, ისეთი თბილი გამოხედვა ჰქონდა ლიკას მიმართაც რომ არ ჰქონაი. მხოლოდ ნუცასთვის იყო და ეს თავად გიგანმაც არ იცოდა.
-გინდა წავიღოთ?
-გეფიცები ასეთი გემრიელი არასად მიჭამია, წაღება არ მინდა მაგრამ მომიყვანე ხოლმე.
-კარგი… სქესზე როდის მივიდეთ?
-ამ ახალწლებმა ჩაიაროს და მერე… როგორ ფართხალებს… მინდა რომ შენც გრძნობდე. -მუცელზე მოისვა ხელი და საბას ახედა.-წავიდეთ?
-წავიდეთ. -ფული გადაიხადა და ფეხზე წამოდგა. როგორც კი ნუცასთან ერთად შეტრიალდა ლიკას თვალებს წააწყდა. -გამარჯობა. -ვითომც არაფერი ისე უთხრა და ნუცას ხელი მოხვია.
-გამარჯობათ. -მკრთალად გაიღიმა. შემდეგ კი გასასვლელისკენ წასულ წყვილს გააყოლა თვალი.
-აქ იყო და ასე იმიტომ იქცეოდი?
-რა? -გაკვირვებულმა გახედა წარბ შეკრულ ცოლს, მერე გაიცინა. -შენი აზრით ძალით ვატკენდი გულს? ისედაც ხომ ვატკინე მეტი რაღად მინდა.
-საყვარელი ქალი გეჯდა გვერდზე და ვერ მიხვდი მანდ რომ იყო? რა სისულელეა. -სიმწრით გაეცინა ნუცას, თან მანქანაში ჩაჯდა. ერთი წუთი მიშტერებული უყურებდა, შემდეგ უცებ დაჯდა თავის ადგილას და მაშინვე ნუცასკენ შეტრიალდა.
-შენ ნორმალური ხარ გოგო? მე რას გელაპარაკები და შენ რაზე ფიქრობ ვაბშე? ძალით არ უშვებ მაგ ტვინში თუ პროსტა ჩემი ღრიალი გევასება?
-ნუ მიყვირი! ვიცი რომ იცოდი იქ იყო!
-ვიცოდი ხო! დავინახე რომ შემოვიდა… და რა? მითხარი რა გინდა რომ გითხრა? ვერ ისვენებ ხო? მაინც შენსას უბერავ… ხოდა ხარაშოო. -მანქანა დაძრა და სწრაფად მოსწტყდა ადგილს. გაბრაზებული მიაქროლებდა და ზედაც აღარ უყურებდა ნუცას. ისე მივიდნენ სახლამდე ხმა არ ამოუღიათ, სწრაფად აატანინა ნაყიდი ტანსაცმელი სახლში და შემდეგ ისევ უკან წავიდა. მარტო დარჩენილი ტანსაცმელს ალაგებდა, თან ფიქრობდა, ბურტყუნებდა, შემდეგ სახლის ლაგებაზე გადავიდა, ბოლოს სამზარეულოში ამოყო თავი, იჯდა თან ჭამდა და საბაზე ფიქრობდა.
-აი რა მინდა? მაგრად გაკლია ჩემო თავო. -მაგიდას ჩამოადო შუბლი, ცოტახანში ისევ გასწორდა და საბას საყვარელი ნამცხვრის ცხობა დაიწყო. გვიან დაბრუნდა საბა, წარბშეკრულმა შეაბიჯა მისაღებში და სასიამოვნო სურნელზე გაეღიმა, შემდეგ ისევ დაუსერიოზულდა სახე და სამზარეულოში ისე შევიდა.
-ნუცა.
-მოხვედი? -უცებ შებრუდა და ყურებამდე გაუღიმა. -გახსოვს 16-ს ვიყავი პირველად საჭმელი რომ გავაკეთე… შენ იყავი სახლში მარტო და პირველს შენ გაგასინჯერ. -ნელა დაიძრა კედელზე მხრით მიყრდნობილ ქმრისკენ, კისერზე მოხვია ხელები და ლოყაზე აკოცა.
-მახსოვს.
-მე მახსოვს რომ ძალიან მოგწეონა, მაგრამ იმის შემდეგ აღარ გამიკეთებია, ხოდა ახლა გაგიკეთე… შენი ნამცხვარიც გამოვაცხე. -ოდნავ შეეხო ტუჩებზე, შემდეგ ვნებიანად აკოცა და საბას ხელიც იგრძნო წელზე.
-ნუცა… გახსოვს რა გითხარი შენს გამოხტომებთან დაკავშირებით?
-კი და ბოდიში, ვიცი რომ ვურევ, მაგრამ ცოტახანი ამიტანე, შენი შვილი მყავს მუცელში და უფრო ემოციურს მხდის. მე შენი მჯერა, უბრალოდ ერთი საათი დამჭირდა გასააზრებლად და უნდა მაპტიო ხოლმე თუ ასე გაჭედვები დამემართა. -ლოყაზე მიაკრო ტუჩები, შემდეგ როგორც შეძლო ისე მოეხვია. -უბრალოდ მითხარი… რა იგრძენი?
-ვერაფერი. -თავი ჩამოადო მხარზე, ნუცამ კი თმებზე ფერება დაუწყო. -დავიღალე ამ გრძნობებში გარკვებით, ვაბშე მაგარი უაზრობაა ეს გრძნობები.
-კიდე ვერ გაერკვიე? -თავზე აკოცა, შემდეგ ისევ ლოყა მიაბჯინა.
-უბრალოდ გაგიხსენე, გარკვევა აღარ დამჭირვებია. -ყელში მიაკრო ტუჩები და ცოტახანი ასე, ნუცას ყელში ცხვირჩარგული იდგა. შემდეგ კიდევ ერთხელ აკოცა და მაგიდას მიუჯდა.
*****
-მამა ხვალ ნატალიც მოვა. -ირაკლის წინ იჯდა და გამჭოლი მზერით აკვირდებოდა კაცს. -თავისი ოჯახით.
-მოვიდეს. -უდარდელად ჩაილაპარაკ კაცმა და ცოტა არ იყოს გაუკვირდა ლუკას.
-ოღონდ თორმეტის მერე.
-თორმეტის მერე რათ მინდა? მე თქვენთან ერთად მინდოდა შეხვედრა! -მაშინვე წამოიძახა ლალიმ.
-დედა ძლივს დავწყნარდით ყველა. ელისაბედს მოგიყვან ხვალ და მერე მარიამთან ერთად სადღაც ვაპირებ წასვლას. საბა და ნუცა ჯერ მამამისთან წავლენ და მერე აქ მოვლენ. ნატალი არ ვიცი რას იზავს, დავურეკავ მერე… თქვენ კიდე წადით სადმე, გაიხსენეთ ახალგაზრდობა.
-აი შენი შვილი რომ გეტყვის ეგრე მერე რას იზავ ვნახავ. -თვალებ ამღვრეული უყურებდა შვილს, ნუცა რომ არ იყო იქ მიხვდა რომ უკვე ყველა შვილი გაეზარდა, თავისი ოჯახები შექმნეს და ახლა ისევ თავის ქმართან ერთად დარჩა მარტო.
-ვინ გითხრა რომ გაჩერებას ვაპირებ? ერთი შვიდი შვილიშვილი მარტო ჩემგან გეყოლება დე, ისე ვიზავ სიბერემდე ერთი მაინც გამომყვეს. ხუთი წელი სხვაობები, გასვენებ მარიამ რა გინდა, ხუთ წელში ერთხელ ერთ ბავშვს როგორ ვერ გააჩენ.
-უფრო მალმალე გავაჩენ თუ გინდა ძვირფასო, არ მაქვს პრობლემა. -ხელზე აკოცა მარიამმა და ქვევიდან ჭინკებ ათამაშებული თვალებით ახედა.
-კიდევ კარგი თქვენ შერიგდით და მეტი არაფერი მინდა. ჩემი გოგო კარგად იყოს მთავარია… ჩემი სიცოცხლე, ბებოს პირველი სიხარული. -თავზე გადაუსვა ხელი და ლოყაზე აკოცა.
-დე ეს რა არის? რითი გააკეთე? -სალათი გადაიღო და ისე გემრიელად დააგემოვნა ლუკას მზერა გაუშეშდა ცოლზე.
-ქათმით არის, გასწავლი თუ გინდა. -სიხარულით აივსი დედა რომ დაუძახა მარიამმა, თან ისე ბუნებრივად ამბობდა ყოველთვის მართლა თავისი შვილი ეგონა.
-არაა… სწავლა არ მინდა, ხანდახან გამიკეთე ხოლმე რა… ერთადერთი რძალი გყავარ. -ისე გაიცინა სულ გამოშტერდა ლუკა.
-გაგიკეთებ ხოლმე აბა რას ვიზავ.
-არ წავიდეთ? -ფხეზე წამოდგა ლუკა და ელისაბედიც ხელში აიტაცა.
-წავიდეთო პირდაპირ გეთქვა. -ტუჩები დაბრიცა, თან თეფშით ხელში წამოდგა. უკვე გასასვლელთან იდგა, ბოლო ლუკმაც შეჭამა, ლალის მიაწოდა თეფში, ლოყაზე აკოცა და სახლი ქმართან ერთად დატოვა.
-ამ ბოლოდროს გაორმაგებულად ჭამ მგონი მარიამ, თუ მეჩვენება? -წელზე მოხვია ხელი, თან ლოყაზე აკოცა.
-არ ვარ ორსულად. -ჩაიცინა და მანქანაში ჩაჯდა.
-იქნებ ხარ.
-ვაიმე ლუკა, ისე გინდა ბავშვი უკვე ლუკმებს მითვლი?
-ისტიქტურად მარიამ. -მტევანზე აკოცა.
-ლატო გინდა ბავშვი, მე ხო გყავალ.
-შენ ჩემი საოცრება ხარ მა. -სარკიდან გახედა სიცილით.
-მარტო ამისთვის ღირს მთელი ცხრა თვე.
-რისთვის?
-ასეთს რომ გიყურებ ვდნები, საშინლად მინდები ისეთი საყვარელი ხარ… კიდევ ბევრს გაგიჩენ ყველა ასე თუ გეყვარება და ყველას ასე მოექცევი.
-პირველ ადგილზე შენ ხარ მარიამ… შენ რომ არ იყო, შენი და ჩემი რომ არ იყოს ასე ძალიან არ მეყვარებოდა.
-თქვენთან ერთად ხშირად უნდა გავატარო დრო, ელისაბედთან ყოფნის დროს იმდენად ხშირად იყენებ მაგ სიტყვას ვერც კი ხვდები მგონი.
-ვაბშვისთვის საჭიროა ხშირად უმეორო რომ გიყვარს, შენ არ გჭირდება თქმა, ისედაც იცი, ამას კიდე როგორც კი შემოაკლდება ჩემი მოფერება ეგრევე ფიქრობს რომ აღარ მიყვარს.
-ნუცას გავს.
-ჰო გავს. -გაეცინა დის გახსენებაზე. -რამდენი ხანია არ მინახავს.
-მერე ეგ ვისი ბრალია? ყველას გონია რომ სახლში გკეტავ, ამდროს მე თვითონ არ ვარ სახლში. თავიდანვე მაგიტომ არ დავევასე ნინას და შენს დას რომ კუდში დამსდევდი და იმათ ყურადღებას აღარ აქცევდი. თითქოს მე არ გიშვებდე არსად და მაგათზე ვეჭვიანობდე.
-ამდენი ხანი ფიქრობდი მაგას და ახლა მეუბნები?
-იცი რა არის ჩემო სიცოცხლე? ახლა იმათაც ყავთ თავისი საყვარელი კაცები და შენ საერთოდ აღარ ახსოვხარ არცერთს ხვდები? ისედაც ვიცოდი ასე რომ იქნებოდა და მერე მიხვდებოდნენ რატომ იყავი ყოველთვის ჩემთან… მთავარი ის იყო რომ ჩემთან იყავი და დანარჩენის აზრი არასდროს მაინტერესებდა… არ მიმიქცევია ყურადღება და არც ახლა მივაქცევ, შენი გული ჩემია, სხვა ყველაფერი კი მეორე ხარისხოვანი.
-ისე გამომწვევად იძახი მზად ვარ დაგრთო ნება ამომაჭრა გული და ქილაში მოათავსო, ექიმო…
-რა?
-არ გახსოვს რომ მემუქრებოდი? -გაიცინა მარიამის დაბნეულ სახეზე. -პატარა თხა… როგორ მინდოდა მაშინ რამე დამეშავებინა შენთვის.
-შე იდიოტო იცი რამდენეჯერ შემაშინე უკან დევნით? თავიდან საერთოდ მეგონა მანიაკი იყავი!
-არადა როგორ მოგწონდი.
-პირველი დანახვისთანავე მომეწონე, სიგარეტს მაშინაც ასე ეწეოდი, სექსუალურად. თან ვიღაც გოგო გეჯდა კალთაში. მერე უცებ გამომხედე მაგ მწვანეებით ჭკუას რომ მაკარგვინებს და ისე ჩაიცინე მინდოდა მოვსულიყავი და იმ გადაპარსულ თავში წინ რომ შუშის ბოთლი გედგა ის ჩამერტყა. არა ისე კი გიხდებოდა. -ამოიოხრა ლუკას გახსენეაზე, შემდეგ მომღიმარს გადახედა.
-ხომ არ გადავიპარსო?
-ნწ… ასე უფრო მამაკაცური ხარ.
-აღიარე რამდენჯერ წარმოგიდგენია თავი იმ ქალების ადგილზე ვინც ზედ მეჯდა.
-არასდროს, იმათ მარტო შენს უბეში ხელების ფათური შეეძლოთ, მე გულზე ვფიქრობდი. შენი გულის ხმა მიყვარს, პირველად რომ ჩამეხუტე მაშინ გავიგე და მაგის მერე ვთქვი რომ ჩემი გახდებოდა.
-თურმე შენ მკერავდი და არ ვიცოდი?
-ზუსტად.
-როგორი საშიში ყოფილხარ ექიმო.
-მაგ დაცინვისთვის სახლში მოგხედავ.
თითი დაუქნია გამაფრთხილებლად, ლუკამ კი მაშინვე უკბინა.
მძინარე ელი თავის ოთახში დააწვინეს, შემდეგ კი საძინებელში გადაინაცვლეს და მარიამმა მუქარაც შეუსრულა.
*****
ლილსთან ერთად დასეირნობდა, ხან სად მიჰყავდა ხან სად. ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა და არც იგივე ადგილს სტუმრობდა მეორედ. ყოველ ნახვაზე ახალი სიახლე შემოჰქონდა. თითქმის ყველა სანდროს ხასიათი შეისწავლა, უკვე იცოდა რა მოსწონდა, რა აღიზიანებდა და რა აბედნიერებდა. თავს საოცრად გრძნობდა, სანდროს გამოჩენაზე ყველაფერი ფერებს იძენდა და მთლიან დღეს ულამაზებდა.
ნინამ უმატა რეზისთან ვიზიტებს, სახლშიც სტუმრობდა, სამსახურიდან მოსულს მომღიმარი ხვდებოდა და დიასამიძესაც წამსვე უბრწყინდებოდა თვალები. რაც უფრო მეტი დრო გადიოდა მით უფრო ეჯაჭვებიდა ამ კაცს და თავის დახსნასაც ვეღარ ახერხებდა. ყველაზე მეტად ის სიამოვნებდა გადაღლილს დაუკითხავად რომ მიადგებოდა სამსახურში, თუნდაც სახლში და მის სახეზე სიხარულს ხედავდა.
.............
ვეცადე დიდი გამოსულიყო...
დაველოდოთ ახალ წელს უბრალოდ



№1 სტუმარი ^^^

ალელუიაააააა

 


№2  offline წევრი Takson

ვაშაააა,გვეშველააა

 


№3  offline მოდერი painter1

^^^
ალელუიაააააა

Takson
ვაშაააა,გვეშველააა

ჰოო :დდდ

 


№4  offline წევრი Takk.22

ძალიან თბილი ტკიბილი წასაკითხია ყოჩაღ

 


№5  offline წევრი Takson

გვერდზეა სწორი ფორმაა.ყველა წყვილი რო საინტერესო გყავს და ფავორიტს ვერ ვარჩევ მიხარია :დდ

 


№6  offline მოდერი painter1

Takk.22
ძალიან თბილი ტკიბილი წასაკითხია ყოჩაღ

მადლობა ❤️

Takson
გვერდზეა სწორი ფორმაა.ყველა წყვილი რო საინტერესო გყავს და ფავორიტს ვერ ვარჩევ მიხარია :დდ

მეც მიხარია :დ მადლობა❤️

 


№7 სტუმარი სტუმარი ლია

თუ მჯეროდეს

 


№8  offline წევრი სესო

რამდენ ხანს ველოდი, ყოველ ხუთ წუთში შემოვდიოდი რომ არ გამომპარვოდა და როგორც იქნა გამოჩნდი❣️❣️❣️❣️ ძალიან მაგარიაა, აი მე რომ მიყვარს ზუსტად ისეთი საკითხავია❣️❣️ სტილიც ძალიან მომწონს და საერთოდ ყველაფერი❣️❣️ საბაზე და ნუცაზე ჰო საერთოდ ვგიჟდები ისევე როგორც სანდროზე და ლილეზე❣️♥️ მე სალის ისტორიაც მაინტერესებდა, რაღაცნაირად საყვარელი გოგო ჩანდა და მომწონდა მისი პერსონაჟიც❣️ ველოდები შემდეგ თავს და ახალ წელს!❣️❣️ ძალიან მაგარი გოგო ხარ❣️❣️❣️

 


№9  offline მოდერი painter1

სესო
რამდენ ხანს ველოდი, ყოველ ხუთ წუთში შემოვდიოდი რომ არ გამომპარვოდა და როგორც იქნა გამოჩნდი❣️❣️❣️❣️ ძალიან მაგარიაა, აი მე რომ მიყვარს ზუსტად ისეთი საკითხავია❣️❣️ სტილიც ძალიან მომწონს და საერთოდ ყველაფერი❣️❣️ საბაზე და ნუცაზე ჰო საერთოდ ვგიჟდები ისევე როგორც სანდროზე და ლილეზე❣️♥️ მე სალის ისტორიაც მაინტერესებდა, რაღაცნაირად საყვარელი გოგო ჩანდა და მომწონდა მისი პერსონაჟიც❣️ ველოდები შემდეგ თავს და ახალ წელს!❣️❣️ ძალიან მაგარი გოგო ხარ❣️❣️❣️

მადლობა დიდი❤️ სალის პერსონაჟი რავი არ შემოვიყვანე მაინც საახლობლო წრეში გავავრცე ისტორია :დ მიხარია რომ მოგწონს ❤️

 


№10  offline წევრი Yavisfertvala

აუ რა ჩემი გაბრიელი და კატო :(((

 


№11  offline მოდერი painter1

Yavisfertvala
აუ რა ჩემი გაბრიელი და კატო :(((

შემდეგ თავში იხილავ გენაცვალე. ❤️

 


№12 წევრი რუსკიმარუსია

ისე დაწერე დაველოდოთ ახალ წელსო, მგონი ნამდვილ ახალ წლამდე არ აპირებ დაბრუნებას :დ
ნუცას ორსულობის წიკები შეგვიწირავს მე და საბას :დ როგორც იქნა ორმხრივი აღიარება გვაქვს და ნუცი მაინც ჭედავს :) როგორ უთხრა საბამ "უბრალოდ გაგიხსენე" ხოდა შეირგე ნუცა ეგ კაცი გვერდით, თორემ რიგი უდგას :დ საყვარლები ესენი❤
პოზიტივი სანდრო, ლილეს გვერდით კიდევ უფრო დიდი პოზიტივს და ბედნიერებას ასხივებს❤ სახლთან დაკავშირებით რაღაც ეჭვი გამიჩნდა და ვნახოთ აბა თუ გამართლდება :)
სანდროა ადგილზე სხვა ალბათ გაუჭედავდა გაბრიელს, ამან კიდევ წადი და გვერდით მიუწექიო :) ეს პატარა ლაწირაკები რა დღეში არიან :) :დ
ვითომ აპატია ირაკლიმ ქალიშვილს თავისი "შეცდომა"? დაველოდოთ ახალ წელს. ისე რა შევამჩნიე იცი? ნატალიმ შვილების გამო მიაკითხა ოჯახს და არსად არ ჩანს, რომ ბავშვებს ბებია-ბაბუასთან რაიმე კონტაქტი აქვთ.
მემგონი მარიამი მართლა ფეხმძიმეთაა და ჯერ თვითონაც არ იცის :დ ლუკა და მარიამი თავიანთი ელისაბედით ნამდვილი გიჟების ოჯახია, ცოლ-ქმარს ერთმანეთზე მეტად უქრით :დ ვნახოთ რამდენად აასრულებს ბატონი ბავშვების გეგმას :დ
ნინას იარები საშინელებაა :( რა ტანჯვა გამოიარა ასეთი, რომ საკუთარ თავს მიაყენა ზიანი და ამის შესახებ თვით ლუკამაც კი არ იცის :( რეზიმ სახელი უკვე დასტყუა იმ ბიჭის და იმედია, მალე მთლიან ისტორიას გავიგებთ. მგონი, მალე გადაბარგდება ნინაჩკა ბატონ ფსიქოლოგთან, თან ბინიდან ხედიც მოსწონს :)

 


№13 სტუმარი maco maco

მე ვფიქრობდი რატომღაც ნინა მოულოდნელად იქნებოდა ორუსლად როგორ მოულოდნელადაც აგმოაჩინა რომ რეზი მოწონს, რეზიი უდასტოინესი ჩემი ფავორიტი :)

 


№14  offline მოდერი painter1

რუსკიმარუსია
ისე დაწერე დაველოდოთ ახალ წელსო, მგონი ნამდვილ ახალ წლამდე არ აპირებ დაბრუნებას :დ
ნუცას ორსულობის წიკები შეგვიწირავს მე და საბას :დ როგორც იქნა ორმხრივი აღიარება გვაქვს და ნუცი მაინც ჭედავს :) როგორ უთხრა საბამ "უბრალოდ გაგიხსენე" ხოდა შეირგე ნუცა ეგ კაცი გვერდით, თორემ რიგი უდგას :დ საყვარლები ესენი❤
პოზიტივი სანდრო, ლილეს გვერდით კიდევ უფრო დიდი პოზიტივს და ბედნიერებას ასხივებს❤ სახლთან დაკავშირებით რაღაც ეჭვი გამიჩნდა და ვნახოთ აბა თუ გამართლდება :)
სანდროა ადგილზე სხვა ალბათ გაუჭედავდა გაბრიელს, ამან კიდევ წადი და გვერდით მიუწექიო :) ეს პატარა ლაწირაკები რა დღეში არიან :) :დ
ვითომ აპატია ირაკლიმ ქალიშვილს თავისი "შეცდომა"? დაველოდოთ ახალ წელს. ისე რა შევამჩნიე იცი? ნატალიმ შვილების გამო მიაკითხა ოჯახს და არსად არ ჩანს, რომ ბავშვებს ბებია-ბაბუასთან რაიმე კონტაქტი აქვთ.
მემგონი მარიამი მართლა ფეხმძიმეთაა და ჯერ თვითონაც არ იცის :დ ლუკა და მარიამი თავიანთი ელისაბედით ნამდვილი გიჟების ოჯახია, ცოლ-ქმარს ერთმანეთზე მეტად უქრით :დ ვნახოთ რამდენად აასრულებს ბატონი ბავშვების გეგმას :დ
ნინას იარები საშინელებაა :( რა ტანჯვა გამოიარა ასეთი, რომ საკუთარ თავს მიაყენა ზიანი და ამის შესახებ თვით ლუკამაც კი არ იცის :( რეზიმ სახელი უკვე დასტყუა იმ ბიჭის და იმედია, მალე მთლიან ისტორიას გავიგებთ. მგონი, მალე გადაბარგდება ნინაჩკა ბატონ ფსიქოლოგთან, თან ბინიდან ხედიც მოსწონს :)

გამოვაჩენ ბავშვებსაც... ის რომ თქვი ნინამ ზიანი რომ მიაყენა თავის თავსო არასწორად გაიგე... ან მე ვერ დავწერე გასაგებად.. ანუ იმ ჩათლა.ხმა ნიკამ ქნა რა ის პროსტა “გაიღადავა” მე ვქენიო. ხვალ დავდებ აუცილებლად, შეიძლება დღეს საღამოსაც ნამდვილ ახალ წლამდე რა მოიცდის :დ

maco maco
მე ვფიქრობდი რატომღაც ნინა მოულოდნელად იქნებოდა ორუსლად როგორ მოულოდნელადაც აგმოაჩინა რომ რეზი მოწონს, რეზიი უდასტოინესი ჩემი ფავორიტი :)

რაღაც ყველა ორსულად დარჩა, ნინას და რეზის უცებ გაბანალირება არ მინდა. :დ <3

 


№15 სტუმარი nati

როდის დადებ ახალს? <3

 


№16  offline მოდერი painter1

nati
როდის დადებ ახალს? <3

საათ ნახევარში :დ

 


№17  offline წევრი Yavisfertvala

painter1
Yavisfertvala
აუ რა ჩემი გაბრიელი და კატო :(((

შემდეგ თავში იხილავ გენაცვალე. ❤️

Da rom arc shemdegshi ar arian??

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent