შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბიჭი ფანჯრიდან (3 თავი )


27-10-2019, 16:57
ავტორი gabi du
ნანახია 2 758

- ქალიშვილო! ერთი წუთით... - კატო შეტრიალდა და ჰოი საოცრებავ. მის წინ ,,ბიჭი ფანჯრიდან" იდგა და უღიმოდა.
-...
- ჟურნალების წაღებაში დაგეხმარები - უთხრა თიმილით და თავის მოძრაობით კატოს მკერდზე მიხუტებული რამდენიმე ჟურნალისკენ ანიშნა.
- მადლობა მაგრამ თავადაც მოვერევი. - ცივად უთხრა გოგომ.
- მე წაგაღებინებ. - ჯიუტად იმეორებდა ბიჭი. - სანაცლოდ კი შენს სახელს, ტელეფონის ნომერს და მისამართს მეტყვი მაკვარანცხო.
- უკაცრავად?! ბრაზი მოერია ტასოს თუმცა, შეამჩნია, რომ ბიჭი ზომაზე მეტად იყო ნასვამი კიარადა უფრო სწორი ქნება, რომ ვთქვათ ფეხზე ძლივს იდგა.
- ჰო. რა იყო? - მხრები აიჩეჩა ბიჭმა.
- თქვენ გიჟი ხომ არ შეგხვედრიათ სადმე? - უხეშად უთხრა კატომ და გზა განაგრძო.
- ახლა გიჟიც გავხდი არა? თავი ვინ გგონია? რაკი მომწონხარ იფიქრე, რომ სამყაროს ცენტრი ხარ და რამით აღემატები სხვას? ერთი გატუტუცებულ, თავხედი, უკარება და უსაქციელო შავტუხა გოგო ხარ. აი ვინ ხარ და... - კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა, მაგრამ უცნობმა ბიჭმა პირზე ხელ ააფარა ენადგაკრეფილ ,,ბიჭს ფანჯრიდან" და მანქანისკენ წაათრია. გაჭირვებით მოათავსა წინა სავარძელზე კარი გარედან ჩაუკტა და კატოს მიუბრუნდა.
- ბოდიშს გიხდით. გთხოვთ აპატიეთ... ზედმეტი დალია და... სიფხიზლეში მაგარი " ჯიგარი" ბიჭია... - უხერხულად აიწურა ბიჭი. - მე იოსკა ვარ, მისი მეგობარი.
- კატო. - ესღა უთხრა გოგომ და უჩუმრად განაგრძო გზა. კომპლიმენტებსა და მოწიწებას ნაჩვევს გაუჭირდა დაჯერება, რომ ვიღაცამ გაბედა და ასე გამოლანძღა.
მეორე დღეს იგივე ადგილას დახვდა ბიჭი - ამჟამად ფხიზელი.
- კატო... გთხოვ მომისმინო. - ვედრება გაკრთა მის ხმაში.
- მოგისმინოთ? დაგრჩათ კი რამე უთქმელი?
- ბოდიში მინდა მოგიხადო. ძალიან მრცხვენია... იოსკამ მომიყვა, რომ ძალიან დავაშავე. იცი მე...
- საკმარისია. გპატიობ. იმედია სხვა დროს არაფერი შეგეშლება. - თქვა და წასვლა დააპირა.
-კატო! - შეაჩერა ბიჭმა. - მინდა გთხოვო, რომ მხოლოდ ერთხელ შემხვდე და ვილაპარაკოთ.
- რა საჭიროა? რა გვაქვს სალაპარაკო?
- გთხოვ... ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. მინდა დაგარმუნო, რომ მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. - მავედრებელი მზერით შეხედა ბიჭმა. მოეწონა კატოს მისი ჭაობისფერი თვალები და ღრმა მზერა. ფრაზაზე კი "მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ"-ო თავი ვეღარ შეიკავა და გაეღიმა.
- მოვიფიქრებ.
- მე ტატო ვარ ჩხაპელია. - ხელი გაუწოდა ბიჭმა.
- კატო ემხვარი. - მცირედი ფიქრის შემდეგ ხელი შეაგება გოგომაც.
- ესეიგი შევთანხმდით ხომ?
- რას გულისხმობთ?
- რომ შანსს მომცემ დაგიმტკიცო გიჟი არ ვარ... და კიდევ თქვენობით ნუ მომმართავ, თორემ თავი ბებერი მგონია და ჯარის ამბების მოყოლა მინდება. - ორივეს გაეცინა.
- ეგრე იყოს. მოვიფიქრებ როდის გნახო - უთხრა კატომ.
- როდის მეტყვი?
- როცა მოვიფიქრებ. - თვალი ჩაუკრა გამხიარულებულმა კატომ და ზურგი აქცია გაღიმებულ ბიჭს.
- ეგრე არ გამოვა. როგორც ჩანს გამოერკვა, მიხვდა კატის ეშმაკბას და დაედევნა. - ტელეფონის ნომერი მითხარი. დაგირეკავ და დროზე შევთანხმდეთ ხო?
- კარგი 555 44 66 ბოლო ორ ციფრს თუ გამოიცნობ დამირეკე და მაშინ შევხვდეთ როცა თავად გენდომება. თუნდაც ძალიან დაკავებული ვიყო. - ანცობის ხასიათზე დადგა გოგო.
- მპირდები? - გამოწვევა მიიღო ბიჭმა.
- გპირდები. - უკვე მიმავალმა მიაძახა კატომ.
შუაღამისას ამღერდა კატოს ტელეფონი. ძილ-ბურანში მყოფმა უპასუხა უცხო ნომერს.
- 15 წუთში შენს სახლთან სკვერში... - გაისმასასიამვნო ბარიტონი ტელეფონს მიღმა.
- არ არსებობს. - თვალები ჭყიტა და წამოძახა კატომ.
- არსებობს და სიტყვა სიტყვაა მაკვარანცხო. - გამარჯვებული ხმით ჩასძახა ბიჭმა და გაუთიშა.
ის დღე იყო და ძალიხნ დამეგობრდნენ. იმდენად შეეჩვივნენ ერთმანეთს თავისუფალ დროის არცერთ წამს არ კარგავდნენ უერთმანეთოდ. ერთად იზიარებდნენ დარდსა თუ სიხარულს. მიზნებსა და ცნებებს. მტრულად უყურებდნენ ერთმანეთის თაყვანისმცემლებს. ვერავინ მოიძებნა ისეთი, რომელსაც ერთმანეთისთვის გაიმეტებდნენ. ერთი ორჯერ ნასვამმა ტატომ გადაუკრა სიტყვა "ყირაზეც დავდექი და თავი მაინც ვერ შეგაყვარეო. " ,, უშენოდ დღე ვერ დამიღამებია და რაღა გინდაო" -ღიმილით პასუხობდა გოგო. ამაზე შორს არ წასულა მათი დიალოგი ამ თემაზე და ორივე პატიოსნად და ღირსეულად ატარებდა საუკეთესო მეგობრის ტიტულს.
- რომ მომენატრები, რომ ერ გაგიგონებ რაღა ვქნა? - ამოისლუუკუნა კატომ ერთხელაც და თავი მკერდზე მიადო ტატოს. ეს, ის დრო იყო ტატომ სამხედრო, საკონტრაქტო სსმსახურს რომ მოაწერა ხელი და 1 თტვიანი კარანტინი გარდაუვალი იყო.
- მომწერე ხოლმე. - ღიმილით მოხვია ხელი და გულში ჩაიკრა.
- შევძლებთ მესიჯობა? - თვალები ვარსკვლავებით აევსო.
- ღნერთო, როდის უნდა გაიზარდო?! რა უნდა ჯარში და მითუმეტეს კარანტინის დროს ტელეფონს.
- აკი მომწერეო? - ერთმანეთის მიყოლებით ჩაქრნენ მის თვალებში ვარსკვლავები.
- მესიჯებირომ არ არსებობდა ერთანეთს წერილებს არ წერდნენ?
- გინდა ტრედი გამოვუშვა-ხოლმე? - ახლა ჭინკები უკრთოდნენ თვსლებში კატოს.
- აჯობებს სპირიტული სეანსები მოვაწყოთ-ხოლმე და სულებს დავაბაროთ სათქმელი. - გადაიხარხარა ტატომ. მერე უცებ დასერიოზულდა. უფრო ძლიერად მიიკრა მეგობრის სხეული გულზე და რაღაცნაირი ჩამწყდარი ხმით მიმართა.
- თავს გაუფრთხილდი. გთხოვ არ მანანო ეს ნაბიჯი. როგორმე გაუმკლავდი ლეილას გამოხტომებს და უცხო გარემოსაც მოერიდე სანამ არ ვიქნები.
- ნუ ღელავ. კარგად ვიქნები. შენ კი შეეცადე სილპათიური ბიჭი მიპოვო.
- მეთქი როგორ მიშვებს ასე ადვილადთქო. თურმე იქაც თავის საქმეზე მგზავნის ეს მაკვარანცხი. - თვალი დააბრიალა ბიჭმა. ამაზე ორივე ერთად ახარხარდნენ. მერე? მერე ძალიან დიდხანს ჰყავდათ ერთმანეთი გულში ჩაკრული. იმდენად დიდხანს, რომ ზეპიარად იცოდნენ წუთში რამდენ დარტყმას აკეთებდა თითოეული მათგანის გული.
... წერდა... ყოველდღე წერდა კატო წერილებს. თითოეულ უჯრედამდე დავლილ მონატრებას. დაცარიელებული სულის კივილს სტრიქონებში აქსვდა და შემდეგ მოწიწებით ინახავდა ყველა მათგანს. მოგვიანებით, რომ გადახედა ტატოსთვის მიცემა გადაიფიქრა " ეს წერილები, რომ ნახოს იფიქრებს, რომ თმის ძირებამდე ვარ შეყვარებული" ...

ვფიქრობ მოგეწონებათ. მომდევნო თავი მეტად ვრცელი და ინფორმაციული იქნება. ვისაც მოგწონთ ისიამოვნეთ.



№1  offline წევრი Yavisfertvala

ძააააააააააააააააააააააააააააააალიან პატარაა

 


№2 სტუმარი სტუმარი Nita

კარგია ნამდვილად , უბრალოდ ძალიან პატარა თავებია

 


№3  offline წევრი anamaria♡

აი კარგია მაგრამ ძალაინ პატარებია

 


№4  offline წევრი gabi du

3 შვილს ვპარავ დროს, რომელსაც რომანის ასატვირთად ვიყენებ. მომიტევეთ. :) სამაგიეროდ გპირდებით პერიოდულობას დავიცავ და ყოველდღე დავდებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent