შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეხვედრა. (თავი 1)


27-10-2019, 20:35
ავტორი BvBArMy
ნანახია 1 906

არასდროს ვყოფილვარ თაყვანისმცემლებით განებივრებული გოგონა. არც ბევრი მეგობარი მყოლია. ყველას მოსწონდა ჩემი განსხვავებული აზროვნება, ის თუ როგორ ვსაუბრობდი, რა მომწონდა, რა მიზნები მქონდა,შეეძლოთ საათობით მჯდარიყვნენ და ესმინათ ჩემთვის, მაგრამ მხოლოდ ნაცნობობით შემოიფარგლებოდნენ. რთულია როდესაც გარეგნობა ხელს არ გიწყობს. არა, მახინჯი არასდროს ვყოფილვარ პირიქით, ძალიან ლამაზი სახის ნაკვთები მქონდა, მაგრამ ტანი ხელს არ მიწყობდა. 21-ე საუკუნეში კი ყველას ყველაფერი იდიალური მოსწონს. მთავარია როგორ არის შეფუთული და მნიშვნელობა არ აქვს რა დევს შიგნით. პატარაობაში სხვების მსგავსად მეც ყოველთვის ვოცნებობდი კონკიას ისტორიაზე, მაგრამ ნელ-ნელა ბავშვური ილუზიები მოვიშორე და გულგრილი გავხდი სიყვარულის მიმართ. ყოველთვის რთული ბავშვი ვიყავი. რთული იყო ჩემი გაგება, მაგრამ მე ყველას მოსმენა და მდგომარეობიდან გამოყვანა შემეძლო. უნივერსიტეტში მეორე კურსზე ვიყავი და პარალელურად კაფეში ვმუშაობდი. პატარა ქალაქიდან ვიყავი ჩამოსული, სადაც ყველა ყველას იცნობდა. ჩემს ოჯახს არასდროს უჭირდა, მაგრამ მინდოდა ჩემი შრომით ნაშოვნი ფული მქონოდა. თანაც დღეში მხოლოდ 5 საათს ვმუშაობდი და არ ვიტვირთებოდი. ჩვენი კაფე საკმაოდ განთქმული იყო თბილისში და შესაბამისად ყოველთვის ბევრი მომხმარებელი გვყავდა. მე ბარისტა ვიყავი და მათთან შეხება არ მქონდა, რადგან დიდად არ მხიბლავდა ხალხთან ურთიერთობა. თანაც ძირითადად ქართული ელიტის წარმომადგენლები გვსტუმრობდნენ და ზედმეტად ამაზრზენი იყო მათი დამოკიდებულება თანამშრომლებისადმი.
-თინანო, რაღაც უნდა გთხოვო.-ჩემი უფროსი დამიდგა წინ და მავედრებელი სახით შემომხედა. ვგიჟდებოდი ლოლაზე. ძალიან საყვარელი ქალი იყო. მომსახურე პერსონალთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა ქონდა.
-რა ხდება?-უსიამოვნოდ შევიშმუშნე.
-დღეს ჩემი და ნიკოლოზის ქორწინების 30 წლის თავია და ცოტა ადრე მიწევს წასვლა. შენ უნდა დარჩე დღეს ჩემს მაგივრად. რა თქმა უნდა ანაზღაურებაც შესაბამისი იქნება. -მომლოდინე თვალებით დამაშტერდა.
-კარგით, რა პრობლემაა. -გავუღიმე და თან ყავის გაკეთება დავიწყე.
-ოქრო ხარ.-ჩამეხუტა, თავის ჩანთას ხელი დაავლო და მაღალ ქუსლიანებით გაბაკუნდა გარეთ.
საშინლად დამღლელი დღე იყო. უამრავი ხალხი შემოდიოდა კაფეში და მთელი დღე გადარბენაზე ვიყავი. უკვე აღარ ვიცოდი რამდენი სასმელი გავაკეთე. თავი საშინლად მტკიოდა. 8 ის მერე არასდროს ვმუშაობდი და თურმე იმდენი ხალხი ყოფილა ყოველთვის, საკუთარი გადაწყვეტილებით ვიამაყე. ჩემს საქმეში იმდენად ვიყავი გართული საერთოდ ვერ ვამჩნევდი გარშემო რა ხდებოდა.
-სად არის ერთი შენი უფროსი? დაუძახე! უსაქმური და უნიათო ხარ. -ყვირილმა გამომაფხიზლა და წარბაწეულმა მოვათვალიერე გარემო. ჩვენი მიმტანი ნატო ნერვიულად იწვალებდა ხელებს და ცდილობდი უკმაყოფილო კლიენტი დაემშვიდებინა, რომელიც გაცეცხლებული ყვიროდა. სწრაფად წავედი მათკენ.
-რატომ ყვირით?-მკაცრად ვიკითხე და გაცეცხლებული გოგო შევათვალიერე. 24-25 წლის იქნებოდა. საკმაოდ ლამაზი იყო. კარგი ტანით და სახის ნაკვთებით, მაგრამ ზედმეტად გათამამებული და კაპასი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა.
-რატო და მოუხელთებელი თანამშრომლები რომ გყავთ ეგ. სად არის ამ კაფის მფლობელი? -ისეთი ხმით წიოკობდა სიცილი ძლივს შევიკავე.
-რა ხდება აქ,გვანცა?-საიდანღაც მაღალი, უზომოდ სიმპატიური მამაკაცი შემოვიდა. ისეთი გამყინავი ხმის ტემბრი ქონდა წამით ჟრუანტელმა დამიარა და ჩემზე ერთი თავით მაღალს ავხედე.
-გამოშტერებულმა ყავა გადამასხა ზედ.-ცოფებს ყრიდა, როგორც გავიგე გვანცა.
-ქალბატონო, ხელი რომ აიქნიეთ წონასწორობა ვეღარ შევინარჩუნე და შემთხვევით გადაგესხათ. კიდევ ერთხელ ბოდიში. -დასჯილი ბავშვივით ამოილაპარაკა ნატომ.
-აა, ანუ ჩემი ბრალია? იცით მე ვინ ვარ?გიჩივლებთ.
-თქვენ არ გაქვთ უფლება ასე მიმართოთ ჩვენს თანამშრომლებს! საერთოდ არ ვიცი ვინ ხართ და არც მაინტერესებს. ერთადერთი რაც ვიცი, არის ის რომ ძალიან ცუდად აღზრდილი ბრძანდებით და ელემენტარული ისიც არ იცით საზოგადოებაში როგორ მოიქცეთ. ბოდიში უკვე მოგიხადათ ნატომ. შეგიძლიათ წახვიდეთ და სადაც გინდათ იქ იჩივლოთ. კაფეში დამონტაჟებული კამერებით ყველა კარგად გაიგებს რა მოხდა. ახლა შეგიძლიათ შეურაცხყოფისთვის ბოდიში მოუხადოთ ნატოს!-მტკიცედ წარმოვთქვი და ჯიქური მზერა გავუსწორე. მამაკაცის მზერა გვერდიდან მწვავდა. რაღაცნაირი მზერით მაშტერდებოდა, მაგრამ მე არ ვიმჩნევდი.
-ტიტე, გესმის რას ლაპარაკობს?-ნირწამხდარმა წამოიკივლა. -რამე მოიმოქმედე.
-სახლში მივდივართ!-მკაცრად თქვა და გასასვლელისკენ წავიდა.
-რა? ასე უბრალოდ შეარჩენ?
-ცირკების დადგმა გეყოფა!-დაიგვირგვინა მამაკაცის ხმამ.-გამოადგი ფეხი!-ბრძანებასავით იყო ბოლო სიტყვები და კარში გაუჩინარდა. გაცეცხლებულმა გოგომ ფეხები ააბაკუნა ერთ ადგილას და გაბრაზებული გაყვა უკან.
-ლოლა მოგვკლავს.ჩვენი მუდმივი კლიენტი იყო.-შეშინებულმა ამოილაპარაკა ნატომ.
-დამშვიდდი. თუ რამეა მე დაველაპარაკები.-ვთქვი და საქმის გაკეთება განვაგრძე.

___________________________________________
-რატომ შეარჩინე ასეთი სიტყვების თქმა?-ნაპერწკლებს ყრიდა მანქანაში ქალი.
-იმიტომ რომ მართალი იყო. -მხრები აიჩეჩა კაცმა.
-მე შენი ერთადერთი და ვარ. უნდა დაგეცავი.-ცხვირი აბზიკა გვანცამ.
-ვისგანნ? შენივე მოწყობილი ცირკი იყო, რომელიც უაზროდ წამოიწყე და ხალხსაც სალაპარაკო მიეცი.
-იმ გომბიოს მაინც არ შევარჩენ ამ ყველაფერს.-უფრო თავისთვის ამოილაპარაკა ქალმა.
-ტრა*ი დააყენე გვანცა!-დაიყვირა ტიტემ. -უაზროდ გატუტუცებული ხარ და გგონია შენს გარშემო ბრუნავს სამყარო. რას ფიქრობ ყველა ფეხქვეშ გაგეგება, როცა გაიგებენ რომ ბუბა ჩანქსელიანი შვილი ხარ? მიწაზე დაეშვი და ცოტა გონება გაატოკე. ტვინი მომეტ*ნა უკვე შენი კაპრიზებით!25 წლის ხარ და 10 წლის ბავშვივით იქცევი. -გაკვირვებულმა გვანცამ ხმა ვეღარ ამოიღო და გაბრაზებულმა გაატრიალა თავი ფანჯრისკენ. მანქანის სალონში გამეფებული სიჩუმე ტელეფონის ზარმა დაარღვია.
-გისმენ, თედო.-ტელეფონს უპასუხა ტიტემ და თავისი თლილი და გრძელი თითებით ოსტატურად შემოატრიალა საჭე. -რა უნდა მაგ ა*ვარს? რატო ვერ ისვენებს? ..... მოვალ მალე.-ტელეფონი დაკიდა.
- გუშინ შენი შეყვარებული იყო ჩემთან მოსული.-ამრეზით გადახედა დას. გვანცამაც სწრაფად შემოატრიალა თავი და ინტერესით შეხედა ძმას. -მგონი დიდი ხარ იმისთვის რომ შენთვითონ გადაწყვიტო რა გინდა ცხოვრებაში. თუ გინდა ცოლად გაყვე, გაყევი. არასდროს ჩავრეულვარ შენს ცხოვრებაში და არც ახლა ვაპირებ.-მხრები აიჩეჩა კაცმა და მანქანა გააჩერა.
-ანუ პრობლემა არ გაქვს?-ეჭვით შეხედა ტიტეს.
-ჩემსა და გიორგის შორის, რაც მოხდა ჩვენი საქმეა და შენ არ გეხება. პროსტა შენ რატო გინდა მაგას გაყვე ცოლად ვერ ვხვდები.-ირონიულად ჩაიცინა.
-მიყვარს.-გაბრაზებულმა წამოიძახა.
-ოხ, ეს სიყვარული რა ყოფილა.-თეატრალურად წამოიძახა და ჩაიცინა.
-ხო, შენნაირი ხალხი ვერ გაიგებს.-გესლი არ დააკლო გვანცამაც და მანქანიდან გადავიდა.

1 კვირა გავიდა იმ ამბის შემდეგ. ლოლამ მომხდარზე გაიგო და პირველი შემთხვევა არ არის, მეც ყელში მაქვს ამოსული გვანცას გამოხტომებიო განაცხადა. კაფეში ისევ 5 საათს ვმუშაობდი, მაგრამ ზამთარი იყო და უფრო მეტი ხალხი შემოდიოდა ცხელი ყავის ან შოკოლადის დასალევად. მეც უფრო მეტი საქმე მქონდა.
-აღარ შემიძლია. საშინლად დავიღალე. -სკამზე მძიმედ დაეშვა ნატო.
-თუ გინდა ცოტა ხანს შეგცვლი და შენ ყავა გააკეთე. -ღიმილით ვუთხარი და ჩემი ადგილი დავუთმე.
-აუ ჯიგარი ხარ.-სიცილით მითხრა და წიგნაკი გამომიწოდა, თვითონ კი ჩემი ადგილი დაიკავა. წინსაფარის სწორებით წავედი მაგიდისკენ და წიგნაკი მოვიმარჯვე.
-გამარჯობა, რას ინებებთ?-ღიმილით ვთქვი და კლიენტებს შევხედე. ჩემს წინ არც მეტი და არც ნაკლები ბატონი ტიტე იჯდა, თავისივე ასაკის მომხიბვლელ გოგონასთან ერთად. თვალები ავატრიალე, მაგრამ სახიდან ღიმილი არ მომიშორებია, რადგან ვფიქრობ კლიენტებს კარგი განწყობით უნდა მოემსახურო.
-შავი ყავა, უშაქროდ.-საშინლად მომხიბვლელი ხმით მითხრა. -თეკლა, შენ რა გინდა?-კითხა გოგონას, მაგრამ თვალი არ მოუშორებია ჩემთვის. მე შეკვეთას ვიწერდი და ყურადღებას არ ვაქცევდი.
-მწვანე ჩაი.-წრიპინა ხმით მითხრა ქალმა და ამრეზით ამათვალიერა.
-ახლავე იქნება.-ღიმილით ვუთხარი და ნატოსკენ წავედი. შეკვეთა მალევე მივუტანე და კიდევ ერთხელ ვკითხე:
-კიდევ რამეს ხომ არ ინებებთ?
-არა, თავისუფალი ხარ.-თვალები დამიბრიალა ქალმა. აშკარად ცუდ დროს მივედი. ცალი წარბი ავწიე და მაგიდას მოვშორდი. კიდევ ნახევარი საათი გავჩერდი კაფეში. უკვე სახლში წასვლის დრო იყო საშინლად, რომ გაწვიმდა. ქოლგას ვერასდროს ვიტანდი, ამიტომ ჩემი ქურთუკი ჩავიცვი და ჩქარი ნაბიჯით გავედი გარეთ. სამი ნაბიჯი მქონდა გაფადგმული უკნიდან ხმა რომ მომესმა:
-შემიძლია სახლში წაგიყვანო...



№1  offline წევრი izabella

საინტერესო დასაწყისია. მომეწონა ტიტე, თავისი გატუტუცებული და რომ არ დაიცვა და სიმართლის მხარეს დადგა. თინანო მაგარი გოგო ჩანს. მე ველოდები მომდევნოს

 


№2  offline წევრი Maia G.

როგორ გამეხარდა შენი ლინკის დანახვა,მიყვარს შენი ისტორიები,არც ეს იქნება გამონაკლისი ვატყობ,ველი მომდევნო თავს❤

 


№3 სტუმარი Anna

როგორც ყოველთვის, ყველაფერი თავის ადგილზეა და რაც მთავარია, საინტერესოა.

 


№4 სტუმარი სტუმარი უცნობი

დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ისტორიას მაინც დაასრულებ.

 


№5  offline წევრი BvBArMy

სტუმარი უცნობი
დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ისტორიას მაინც დაასრულებ.


წინა ისტორიაც დასრულებული მაქვს.
--------------------
I Hate Everything About You

 


№6  offline წევრი Rania

Saintereso dasacyisiaaa. Imedia momdevnoc male iqnebaa
--------------------
Q.qimucadze

 


№7 სტუმარი სტუმარი სოფო

აურაძალიან კარგიაა <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent