შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საქორწილო კაბა (9 თავი)


27-10-2019, 23:41
ავტორი ნეაკო
ნანახია 3 420

ისევ იატაკზე ვიჯექი და ისევ ვტიროდი, ისევ მე ვიყავი დამნაშავე ყველაფერში, ისევ მე დავუშვი შეცდომა და ისევ ჩემს გამო დაზარალდა ჩვენი ოჯახი, ყველა ემოცია მომეძალა ერთად და ავღრიალდი, არვიცი რამდენ ხანს ვიყავი ასე, რამდენხანს დავტიროდი ჩემს თავს, მაგრამ თითქოს შვება მომცა ცრემლების ღვრამ და ოდნავ დავმშვიდდი, მაჯის საათს დავხედე და ვერ გავარჩიე რომელი საათი იყო, ტელეფონი გათიშული მქონდა ამიტომ ვერ გავიგე რა დრო იყო, მაგრამ მივხვდი რომ უკვე ძალიან გვიანი იყო, ფეხზე წამოვდექი და დერეფანში დავიწყე სიარული რომ ცოტა გონს მოვსულიყავი, უეცრად მთელი სხეული გამიცივდა ექიმების მთელი გუნდი რომ გამოვარდა სირბილით დერეფანში, ვიგრძენი შიშისგან როგორ შემეკრა სუნთქვა და ვინატრე მამას კარს ჩასცდენოდნენ, მაგრამ სწორედ იქ შეცვივდნენ, მე ისევ ცრემლები მომეძალა და ის პატარა იმედი რასაც ვებღაუჭებოდი ისიც გაქრა, ნერვიულობისგან ხელები ამიკანკალდა და სავარძელში დავჯექი, ვგრძნობდი ნელნელა როგორ მერთმეოდა ძალა მთელს სხეულში. კარის გაღებას ველოდი მოუთმენლად და თან მეშინოდა, რადგან არ ეთქვათ ის რისიც ასე მეშინოდა, რაც ასე მთრგუნავდა და მაფრთხობდა... კარი გაიღო, გამოვიდა ექიმი მას კიდევ მოყვნენე სხვა ექიმები, მე ფეხზე წამოვდექი და ნელნელა მივუახლოვდი მკურნალ ექიმს, ცრემლები მახრჩობდა და ხმა ვერ ამოვიღე, მისი გამომეტყველებით მივხვდი რომ რაღაც ცუდი მოხდა
-სამწუხაროდ მდგომარეობა დამძიმდა-ამოღერღა აღელვებით, მე თითქოს გულზე მომეშვა კიდეც, მთავარია რომ ჯერ ისევ ცოცხალია და სუნთქავს გავიფიქრე და ექიმის ხმამ და ბოლო სიტყვებმა ტყვიასავით გული გამიგლიჯა -სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვეღარ შევძელით-ამოთქვა და მომაჩერდა, მე ვერ გავიაზრე, ვერ ვიწამე, ვერ დავიჯერე რომ მამა მოკვდა, რომ ის აღარაა ამქვეყნად, რომ ის აღარ სუნთქავს, ამ აზრების მოძალებამ გონება დამიხშო და ძალიან ღრმად შემომეჭრა სულში, იმდენად ღრმად და მტკივნეულად რომ არვიცოდი როგორ გავმკლავებოდი, ცოტახნის შოკის მერე მოთქმით ავტირდი და მუხლებზე დავეცი ძალა გამოცლილი ,,არა არა" ვიმეორებდი გიჟივით ,,არა ეს შეუძლებელია" ,,მამა არ მოკვდებოდა" ვყვიროდი და თან ვტიროდი, ბოლოს ავდექი და ეზოში გავიქეცი, ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი მაგრამ მაინც რაღაც მახრჩობდა, რაღაც ძლიერი მიჭერდა ყელში, გავიქეცი, მივრბოდი ძალიან ჩქარა, ვცდილობდი ამ ჯოჯოხეთს გავცლოდი რაც შეიძლება სწრაფად, წავსულიყავი რაც შეიძლება შორს რომ ეს ტკივილი განელებულიყო, დანაშაულის შეგრძნება მაწამებდა და მიწამლავდა ისედაც მოშხამულ სულს...წვიმა წამოვიდა, შემცივდა ძალიან მაგრამ სულის სიცივესთან სხეულის სიცივე რა მოსატანია, დიდხნს მივდიოდი, მივრბოდი, და არც ვიცოდი სად და რატომ... სანდროს სახლი რომ დავინახე მაშინ მივხვდი რატომ და სად მივრბოდი, მამაჩემის და ჩემი ცხოვრების დამანგრეველთან მოვედი, იმ მკვლელთან მოვედი თავისი ძალაუფლებით და ფულით ცხოვრება რომ დაგვინგრია, კარს დავეჯაჯგურე და იმდენხანს ვანრახუნე რომნდაცვა გამოვარდა და პოლიციის გამოძახებით დამემუქრა
-აკაკის სანამ არ ვნახავ არ წავალ-ვყვიროდი ბოლო ხმაზე რომ თქეში წვიმის ხმა გადამეფარა
-უკვე მეასედ გეუბნები აქ არაა, არ მოსულა ჯარ
-ხოდა დაველოდები
-აქ ვერ დაელოდები
-თქვენ ვინ გეკითხებათ სად დაველოდები ჭიშკრის გარეთ!-ვუყვირე მათ და ბეტონზე ჩამოვჯექი, კარგა ხნის ლოდინის მერე მოლაგდა რამდენიმე მანქანა და ეზოში შედიოდნენე მიყოლებით, მე მივხვდი აკაკი რომ მოვიდა დაცვით და წამოვვარდი რომ ეზოში შემეხწია, რის გამოც დაცვა გადმოხტა მანქანიდან და ხელები დამიჭირეს, გამათრიეს გვერდით, ხელი რომ არ შემეშალა მანქანებისთვის, ართი ეზოში შემავალი მანქანის მინ ჩამოიწია და ველოდი იმ მკვლელის სახის დანახვას, მან ფანჯრიდან დამცინავად გამომხედა და ისევ ასსია მინა მე გავიწიე მაგრამ მათთაან ვერაფერს გავხდი
-მკვლელო-ვიყვირე ბოლო ხმაზე-მკვლელი ხარ, მამა შენ მომიკალი, ამას არ შეგარჩენთ-დავიყვირე და ბიჭებს ვაიძულე შეეშვათ ხელი, ისინი ჭიშკარში შევარდნენე და კარი დაკეტეს, მე მღელვარებისგან დაძაბული, გაავებული მისი ირონიით და სიცივისგან აკანკალებული ტრასაზე დავჯექი, ძალას ვეღარ ვპოულობდი რომ ავმდგარიყავი და გავცლოდი აქაურობას, კარგახანს ვიყავი ამ მდგომარეობაში და უკვე გონება დახშულს მანქანის ფარების შუქმა მაიძულა გონს მოსვლა
-მარიამ -სანდროს ხმამ გამიყინა ისედაც გაციებული სხეული -აქ რას აკეთებ? აქ რატომ ხარ? რა დაგემართა? -თავდახრილს ნიკაპზე ხელი წამავლო და თავი ამაწევინა
-შემეშვი-ამოვიხავლე ხმაჩავარდნილმა, და მისი ხელი მოვიშორე,
-მარიამ -ერთი ეს თქვა და სცადა ხელში ავეყვანე რისგამოც დავფრთხი და უკან დავიწიე
-არ შემეხო-ამოვიხავლე ისევ და წვალებით ავდექი, ვგრძნობდი რომ ძალა მეცლებოდა ფეხებში, მაგრამ მაინც ჯიუტად წინ წავედი, უეცრად ძალა დავკარგე და სანამ ჩავიკეცებოდი ხელში ამიტაცა, მე ინსტიქტურად დავებღაუჭე და კისერზე ჩამოვეკონწიალე, ვიგრძენი როგორ აუჩქარდა გულისცემა და სუნთქვა გაუხშირდა, მეც დავიძაბე დე ხელი გავუშვი
-დამსვი-ვუთხარი მისუსტებული ხმით მან ერთი დამხედა და მანქანისკენ წამიყვანა, წინა სავარძელში დამსვა და თავის მოსაცმელი მომაფარა, თავად საჭეს მიუჯდა.
თათიას გოგას მკურნალმა ექიმმა დაურეკა და სთხოვა სასწრაფოდ მისულიყო საავადმყოფიში, თათიას მაშინვე ცრემლები მოაწვა მაგრამ თავი შეიკავა და ლუკასთან შევიდა
-დე მამა საავადმყოფოშია-ხმა გაებზარა და ისევ ცრემლები მოაწვა
-ხოო?-სრულიად უემოციოთ იკითხა და თათიას რისხვამაც არ დააყოვნა
-ხოო, თუმცა შენ ან შენს დას რაში გაინტერესებთ მამა როგორაა ან სადაა ანბრახდება მისთავს-თათია გამოვარდა გაბრაზებული ლუკას პალატიდან და საავადმყოფოში გავარდა აღელვებული.
უკვე დიდიხანია ლუკასთვის მამა აღარ არსებობდა, იდესღაც პატარას უყვარდა მამა ან უნდოდა ყვარებოდა, მაგრამ მამამ არ მისცა უფლება, მისთვის მამობა არასოდეს გაუწევია, არასოდეს უთქვამს ერთი თბილი და საქებარი სიტყვა, ისე გაიზარდა მამის მხარდაჭერა არასოდეს უგრძვნია, პირიქით მუდამ ჩაგრავდა ,თრგუნავდა, ამცირებდა და ხელითაც ეხებოდ, მისი მოსაწონი ვერაფერი გააკეთა, მამას მისი არც საქციელო მოწონდა და არც ჩაცმა და საერთოდ მისი არსებობა აღიზიანებდა.
თათიამ დიდი ტრამვა მიიღო გოგას დაკარგვით, სრულიად გათიშული იჯდა სავარძელში და დაყურებდა საყვარელი მამაკაცის ცივ უსუცოცხლო სხეულს, პანაშვიდის საზარელი ტრადიცია და ყვავილებით გადაჭედილი ოთახი, უცნობ ნაცნობი ხალხი უკვე სულს უხუთავდა და დილით გონებადაკარგული საავადმყოფოში წაიყვანეს.
ლიკამ თორნიკეს დაურეკა დილის შვიდ საათზე
-გაიაგე? მარიამის მამა დიღუპა
-რაა? -საწოლიდან წამოხტა თორნიკე
-ხო ღამე დაიღუპა, ფეისბუქში ეწერა
-რაა? შენი საუკეთესო მეგობრის მამის ამბავი ფეისბუქით გაიგე?-უღრიალა თორნიკემ
-რა გაღრიალებს იდიოტო? გამომაგდო მარიამმა შენი თავი არმაქო
-და შემც მიატოვე არა?-ყურმილი გაუთიშა და საერათოდ გამორთო ტელეფონი, მისი უსულგულობამ გააოცა და გააღიზიანა თორნიკე, ვერ მიხვდა რა მოხადა მათშორისასეთი რომ ლიკან ასე აქცია ზურგი.
თორნიკე მარიამის სახლში მივიდა, მერე ლუკასთან საავადმყოფოში მაგრამ მარიამს ვერ მიაგნო და ლიკას აადგა სახლში, რომელმაც გახარებული სახით შინ შეიპატიჟა
-სად შეიძლება იყოს? მიდი მის სხვა მეგობრებს დაურეკე
-ვიცი სადაც იქნება -გაეღიმა ირონიულად და სანდროს დაურეკა ისე რომ თორნიკეს არაფერ უთხრა -სანდრო მარიამი შენთანაა?-კითხა როგორცკი სანდრიომ ყურნილი აიღო
-ხოო მერე?
-დაუღრინა სანდრომ
-არაფერი-ლიკამ გათიშა და კმაყოფილი სახით მიაჩერდა სახეალეწილ ბიჭს



№1  offline წევრი nigita

ჩემი ეჭვი გამართლდა იმის თაობაზე რომ ლიკას თორნიკე უყვარს. ძალიან მეცოდება მარიამი და ლუკა რომლებსაც მშობლების სიყვარული არ უგვრძნიათ. თათია კი ყველაფერში მარიამს ადანაშაულებს რის გამო იმის გამო რომ არ უნდოდად გაყოლოდა ადამიანს რომელიც არ უყვარს. იმედია თათია მიხვდება მის დანაშაულს საკუთარი შვილების მიმართ, ლუკა კიდევ ძალიან სუსტი პიროვნებაა საკუთარ დაზეც კი არ ფიქრობს.
სანდროსც ცოდვაა მაგრამ ლიკას გავლენაც იტყობა და იმედია მარიამ ეყოფა გამბედაობა და ლიკას მის ადგილს მიუჩენს, თორნიკეც მიხვდება ამ წაკლა გოგოს ნამდვილ სახეს.

 


№2  offline მოდერი ნეაკო

nigita
ჩემი ეჭვი გამართლდა იმის თაობაზე რომ ლიკას თორნიკე უყვარს. ძალიან მეცოდება მარიამი და ლუკა რომლებსაც მშობლების სიყვარული არ უგვრძნიათ. თათია კი ყველაფერში მარიამს ადანაშაულებს რის გამო იმის გამო რომ არ უნდოდად გაყოლოდა ადამიანს რომელიც არ უყვარს. იმედია თათია მიხვდება მის დანაშაულს საკუთარი შვილების მიმართ, ლუკა კიდევ ძალიან სუსტი პიროვნებაა საკუთარ დაზეც კი არ ფიქრობს.
სანდროსც ცოდვაა მაგრამ ლიკას გავლენაც იტყობა და იმედია მარიამ ეყოფა გამბედაობა და ლიკას მის ადგილს მიუჩენს, თორნიკეც მიხვდება ამ წაკლა გოგოს ნამდვილ სახეს.

სრულიად გეთანხმებით, მარიამი ყველას ნამდვილ სახეს დაინახავს და მიხვდება ვინაა მართალი და ნამდვილი და ვინ ყალბი. თათია მალე მიხვდება რომ თავისმა სიამაყემ დაუნგრია ცხოვრება და არა შვილმა

 


№3  offline წევრი Takk.22

მე სანდრო მარიამოს წყვილისკენ ვიხრები

 


№4 სტუმარი ელეე

სანდროსთან სჯობს რომ დარჩეს ვიდრე თორნიკესთან. თორნიკე ზედმეტად სუსტია ხოლო სანდრო კიდევ ხელის კვირს მიუხედავად მასთან არის რავიცი მე სანი მირჩევნია

 


№5  offline მოდერი ნეაკო

Takk.22
მე სანდრო მარიამოს წყვილისკენ ვიხრები

ჯერჯერობით შეუძლებელია მათი დაახლოვება მაგრამ მომავალში არცესაა გამორიცხული

ელეე
სანდროსთან სჯობს რომ დარჩეს ვიდრე თორნიკესთან. თორნიკე ზედმეტად სუსტია ხოლო სანდრო კიდევ ხელის კვირს მიუხედავად მასთან არის რავიცი მე სანი მირჩევნია

არჩევანის გაკეთება ჯერ ადრეა მაგრამ ნელნელა ყველას ნამდვილ სახეს დაინახავს და მიხვდება ვინ სჭირდება რეალურად

 


№6  offline წევრი თათუ♡

Rodis dadeb shemdegs?

 


№7  offline მოდერი ნეაკო

ბოდიში დაგვიანებისთვის ხვალ აუცილებლად დავდებ ახალ თავს

 


№8  offline წევრი khatia khatia

როგორც მივხვდი ლიკას თორნიკე უყვარს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ მარიამი და თორნიკე ერთად აღარ იყვნენ joy დამპლობაც ამას ქვია რა
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 


№9  offline აქტიური მკითხველი terooo

Ლიკას თორნიკე უყვარს. Არ გამიკვირდება სანდროს აკვიატება მარიამი ლიკას დამსახურება იყოს. Ან ისიც რომ ეთქვა სანდროსთვოს მარიამს უყვარს და თავს იფასებს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent