ცხოვრებავ, ირონია დამალე... (თავი 3) +18
-რას გულისხმობ? - ემი ვხვდები რომ რაღაცას მალავ და არ მინდა ერთმანეთს ვატყუებდეთ. -შენ რა ჩემს ქალიშვილობას გულისხმობ? -თუნდაც, იმ დღეს რო მოგატყუე ერთად ვიყავითთქო ისეთი რეაქცია გქონდა, მართლა მეგონა რომ ქალიშვილი იყავი . -აჰა გასაგებია... ჯობია წავიდეთ... -ნუ ბრაზობ ემი, ქართულ მენტალიტეტში არ ვარ ჩაფლული და ეს ყველაფერი არ მაბრკოლებს, არც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, უბრალოდ რაღაც ისე არ არის და მინდა რომ სიმართლე მითხრა, გირჩევნია ერთმანეთზე არაფერი ვიცოდეთ და საიდუმლოებები გვქონდეს? -უბრალოდ ამისთვის არ ვარ მზად იოანე, ეს ჩემთვის მტკივნეული საკითხია და არასდროს არავისთვის მითქვამს... -კარგი როგორც საჭიროდ ჩათვლი. წავიდეთ თუ ასე ძალიან გინდა... -მე შენგან წასვლა არ მინდა, თემის თავიდან არიდება მინდოდა, მაგრამ მართალი ხარ არც მე მინდა ჩვენს შორის საიდუმლოები, გეტყვი მაგრამ არ შემაწყვეტინო... -გისმენ -მაშინ 15 წლის ვიყავი, ზაფხული იყო გვიან ღამით დედას გამოვეპარე სახლიდან არ მინდოდა გამეღვიძებინა, თავს ცუდათ ვგრძნობდი და მინერალური წყალი მინდოდა, უკან რომ ვბრუნდებოდი ქუჩებში შუქი არ იყო და ირგვლივ არც არავინ ჩანდა, უკნიდან ხმა მომესმა რომ ვიღაც მომყვებოდა, ნაბიჯებს მოვუმატე, მაგრამ მაინც დამეწია და თავში რაღაც ჩამარტყა, გონს რომ მოვედი სრულიად შიშველი ვიყავი ვერ გავიაზრე რა ხდებოდა ვეცადე წინააღმდეგობა გამეწია, მაგრამ უკვე გვიანი იყო... მარტო ის მახსოვს რომ შავი კაპიუშონიანი სვიტერი ეცვა და სახე არ უჩანდა... და კიდევ სუნი საშინელი ალკოჰოლის სუნი ასდიოდა, გაცნობიერება ვერ მოვასწარი ისე გაიქცა... -ანუ გინდა მითხრა რომ იმ ნაბიჭვარმა.... სიგარეტს დასტაცა ხელი და გარეთ გავიდა, ფანჯრიდან ვუყურებდი, ხელები უკანკალებდა, ვძლივს ამოიღო კოლოფიდან სიგარეტი, ნერვიულად წაუკიდა და თავი უკან გადაწია, ჩემი ცრემლები კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა, თავისით მოდიოდა თვალებიდან, გავიქეცი ზურგძე ავეკარი და ხელები ძლიერად მოვუჭირე, ალბათ 10 წუთი ასე გაუნძრევლად ვიდექით -რატომ არავის უთხარი? -აზრი არ ქონდა იოანე არანაირი ხელმოსაჭიდი არ იყო და თან 15 წლის ბავშვი ვიყავი, შემეშინდა და გაჩუმება ვარჩიე. შემობრუნდა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია -ემი შენს სიცოცხლეს გეფიცები ვიპოვი, მაინც მივაგნებ და დედის ტრ*კს მოვუ*ყნავ, აღარასდროს დავინახო, რომ მის გამო ტირი გაიგე? -გავიგე ხელები შემომხვია და ჩემს თმებში ჩარგო ცხვირი, ვიგრძენი როგორ დამეწვეთა მხარზე ცხელი სითხე, ოდნავ მოვშორდი კისერზე შემოვხვიე ხელები და მის ტუჩებს დავეწაფე -ემი დაიმახსოვრე, რომ ჩემს გარდა ვერასდროს ვერავინ ვერ შეგეხება... იმაზე მეტად მიყვარხარ ვიდრე შენ წარმოგიდგენია... -მეც მიყვარხარ იოანე. -წამოდი შევიდეთ ახლა თორე გამეყინები... -ისე რო იცოდე მე მშია -აუ მეც და წამო წავიდეთ მაშინ... ჩავსხედით მანქანაში შემოვიხურე პლედი და ჩემი ფეხები მის კალთაში მოვათავსე. მთელი გზა ვუყურებდი მის სახეს და ვხვდებოდი, რომ ჩვენ ერთმანეთისთვის დავიბადეთ, იმისთვის რომ ერთმანეთი გვიყვარდეს... მივედით სახლში და სალი კარებში დაგვხვდა -აბა რაშვებით გვრიტებო? -მშვენივრად ვგრძნობთ თავს -მშვენივრად კი არა მალე ამოდი ჩემ ოთახში და მომიყევი ყველაფერი თორე ვერ გადამირჩები... -მე კიარა შენ მომიყევი თქვენს შორის რა ჯანდაბა ხდება -ხო მოგიყვები წამო ავიდეთ.... -ემიიი -ხო იო რა ხდება? -ახლა იო გავხდი? რა ძალა ჰქონია ჩემთან სექსს ხედავ? -რას იკრიჭები ერთი ვიცოდეე -კაი ხო... ხოარ დაგავიწყდა რო მე საღამოს მივდივარ თბილისში? მოვწესრიგდები მანამდე მე და გნახავ -რო არ წახვიდე? -არ გამოვა -აუუ არ წახვიდე რა გთხოვ -ახლა მაგ ტუჩებს მოგაჭამ -გთხოვ ! -ემი მნიშვნელოვანი რომ არ იყოს ვინ მაიძულებდა შენგან წასვლას -კარგი ხო... დამპირდი რო მალე ჩამოხვალ -გპირდები ჩემო ლამაზო, ძალიან მალე ჩამოვალ -კარგი გავიქეცი მე სალისთან -მიდი ოთახში ავედით თუ არა სალი დამეტაკა -მიდი მიდი დროზე მოყევი რა მოხდა თორე ვეღარ ვითმენ -ხმა გავასწორე და დავიწყე მოყოლა -რას ქვია მოგატყუა გოგო -ხო რა იმ დღეს ერთად არ ვყოფილვართ თურმე -მაინც საყვარელია -კაი ახლა შენ მომიყევი რა ხდება -გუშინ გიტარაზე რო გავედით გიჟივით დამეტაკა და მაკოცა, მემგონი ეს ძმაკაცები ერთნაირად მოქმედებენ -რა იყო სექსიც გქონდათ -არა მაგრამ წუხელ ჩემს ოთახში ეძინა და დილით ჩახუტებულებმა გავიღვიძეთ -გიყვარს? -არ ვიცი ემი მართლა არ ვიცი, თავგზა მაქვს არეული -კარგი მოდი აქ ჩამეხუტე ძაან მომენატრე... გავედი ჩემს ოთახში და წყალი გადავივლე ამდენი ემოციისგან განვიტვირთე, შემოვიხვიე პირსახოცი და გამოვედი, ოთახში იოანე დამხვდა, წამოვიკივლე და პირსახოცი ჩამომვარდა -რა გაკივლებს გოგოო, ან რა არი ეს? -შემაშინე -ნუ იფარებ მინდა რო გიყურო -კარგი რა იოანე -მოდი ჩემთან... იცი რო მაგიჟებ და ჭკუიდან გადაგყავარ? -ვიციი თეძოებში მტაცა ხელი და ფეხებზე გადამიჯინა. -არ მოგენატრე? - კი მომენატრე მაგრამ აქ არ შეიძლება -რატო გვიჩივლებენ? -არა მაგრამ სალი არ შემოვიდეს -სალიმ დამინახა რომ შემოვედი და არ შემოვა სველ თმებში ძლიერად მომიჭირა ხელი და კედელთან ამაყუდა -ფეხი აწიე!! უსიტყვოდ დავემორჩილე და მეორე ხელი ბარძაყზე მომიჭირა.. ვიგრძენი მისი პენი*ი როგორ შემოდიოდა ჩემში და ორივე ხელები კედელზე მოვათავსე -გაბედე და მითხარი რომ არ მოგწონს!!! ბიძგებს მოუმატა და ჩემს ხმას ვეღარ ვაკონნტროლებდი, პირზე ხელი ამაფარა და მხარზე მიკბინა, მთელი სხეული ამიკანკალდა და სხვა სამყაროში გადავედი... ხელში ამიყვანა ფეხები წელზე შემოვხვიე მის ტუჩებს ვერ ვწყდებოდი, ვიგრძენი როგორ გაათ*ვა და გადამაწვინა საწოლზე... ჩემს მკერდს დაადო თავი და გახშირებული სუნთქვით რამდენიმე წუთი გაუნძრევლად იწვა...ცოტახანში ამოიწია და გულზე მიმიკრა -უკვე დაბნელდა და არ მიდიხარ? -ხო წავალ ცოტახანში, რამდენიმე დღე ვერ გნახავ და მინდა რო შენთან ვიყო -მალე ჩამოდი რა -ხო ჩემო პატარა მალე ჩამოვალ... საქმეებს მოვაგვარებ და შენთან ვიქნები. რამდენიმე დღეში ჩამოვედით თბილისში, მონატრებული სახეები ვნახეთ, დედას გადავეხვიე და სახე დავუკოცნე, როგორ მომმნატრებია... დაღლილი შევედი ჩემს ოთახში და ბალიშზე დავემხე. ტელეფონზე ზარია -აბა როგორ არის ჩემი პრინცესა? -იოოოო... შენ ხარ? -ხო მე ვარ ვეღარ მცნობ? -მოდიხარ? -არა ჩემო პატარა რაღაც ისე არ განვითარდა მოვლენები როგორც საჭირო იყო და ცოტახანს კიდევ მომიწევს დარჩენა -აუუ კარგი რა -ნუ წუწუნებ და მალე ჩამოვალ -მიყვარხარ -მეც მიყვარხარ ჩემო ლამაზო... გაკოცე და ჭკვიანად იყავი... დღეს 21 ნოემბერია და 22 თენდება... ჩემი დაბადებისდღეა 22 წლის ვხდები და იოანე ჯერ კიდევ არ ჩამოსულა, ეტაპობრივად მირეკავს ხოლმე, მაგრამ ვხვდები რომ რაღაც რიგზე არ არის და არ მეუბნება, ისე მენატრება ჩემ თავს აღარ ვგავარ... მასზე ფიქრით გათიშულს ტელეფონზე ზარია... საათს გავხედე და 12 ს გადასცდა, ვუპასუხე და ნანატრი ხმა ჩამესმა -როგორ ხარ? -ნორმალურად -რა იყო გაბრაზებული ხარ? -მეტყობა რამე? -კი გეტყობა -არაუშავს გამივლის -დაბადების დღეს გილოცავ ჩემო ლამაზო, მადლობა რომ დაიბადე და მადლობა რომ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდი... ძალიან მიყვარხარ -მადლობა -ნუ ბუზღუნებ ემი ცოტაც და ჩამოვალ, საჩუქარი გამოგიგზავნე გიგი მოგცემს -არ მჭირდება შენი საჩუქარი მე, მითხარი რა ხდება და ამდენი ხანი რატომ ვერ ჩამოხვედი? -ემი ნუ აზვიადებ არაფერი არ ხდება რამდენიმე დღეში ჩამოვალ -კარგი ხო მეც მიყვარხარ ტელეფონი გავთიშე და დაიწყო რეკვები თუ ვინმესთვის გამარჯობა მითქვამს ყველა მილოცავდა დაბადებისდღეს... დილით რაღაც ხმა მაღვიძებს -გაიღვიძე გოგო -აუუ სალიი შენ უნდა მომკლა? -ადე ადე ადე -კარგი ხო რა ხდება -გასართობად მივდივართ -რა გასართობად? -შენი დაბადების დღე უნდა ავღნიშნოთ -მე არ ვიხდი დაბადების დღეს -ნუ სულელობ რაღაცას, ადექი დროზე რაღაც ოქროსფერი კაბა ჩამაცვა შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, მოკლედ რომ ვთქვათ ჩემი სტილისტი იყო.... საღამოს წავედით კლუბში -გილოცავ ემი -მადლობა გიგი -ეს ჩემგან და ეს იოანესგან -ძალიან დიდი მადლობა გიგი რატომ წუხდებოდი -კარგი რა ემი... ისე დღეს ძაან ლამაზად გამოიყურები და არავინ მომტაცოს შენი თავი თორე რა ვუთხრა იოანეს მერე -ნუ ღელავ შენ გვერდით ვიქნები ცოტა დავლიეთ, ვიცეკვეთ და კარგად გავერთეთ.... გარეთ გამოვედი სუფთა ჰაერი მჭირდებოდა, ზურგიდან მესმის ხმა -როგორ ხარ ლამაზო? შემოვბრუნდი და ვიღაც ზე სიმპათიური ბიჭი, იაგუარ ლენდ როვერზეა მიყუდებული და მომღიმარი სახით მიყურებს. -რაიყო დამუნჯდი? -მე მე კარგად ვარ მადლობა, მაგრამ მგონი ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ. -ეს შენ არ მიცნობ... ემილი, თუ ემი? რომელი გირჩევნია? -თქვენ ჩემი სახელი საიდან იცით? -თბილისი პატარა ქალაქია ემი. მე ალექსი მქვია -სასიამოვნოა... -ემი აქ ხარ? გამოვარდა გიგი -ხო გიგი აქ ვარ -შემოდი არ გცივა? -ხო მოვდივარ -ხო გითხარი ჩაბარებული მყავხართქო რას დაბოდიალობ -დროებით.. მომაძახა „ალექსმა“ და შევედით კლუბში... იოანე-საღამო ხანს ჩავედი საუთჰამპტონში, ამჯერადაც წვიმს როგორც ჩვევია, მაგრამ სმიტი არსაც ჩანდა, დავურეკე მამას და გამოვართვი მისამართი... იქ მისულს კარი ნახევრად ღია დამხვდა, დავაკაკუნე, მაგრამ არავინ იყო... შევედი სახლში და საოცარი სცენა დამხვდა, ვიღაც კაცი სავარაუდოდ სმიტი მხვდება ყელ გამოჭრილი სკამძე მიბმული და ირგვლივ სისხლის გუბე, მკვლელობის იარაღი კი ქამარში გარჭობილი... მიუხედავად იმისა რომ ვიცოდი არ შეიძლებოდა შევხებოდი და მითუმეტეს მკვლელობის იარაღს, ინსტიქტურად ამოვაძრე ქამრიდან უსაშველოდ დიდი და ფართე დანა, დავურეკე შესაბამის ორგანოებს და ისინიც რამდენიმე წუთში ადგილზე გაჩნდნენ, ავუხსენი სიტუაცია, რა და როგორ მოხდა. წავედი სასტუმროში და იქ დავბინავდი კარგად გამოვიძინე და დილით ტრადიციულად ყავა და სიგარეტი... კარზე კაკუნია -გამარჯობათ -გამარჯობა?! -ბატონი გიგი ზარნაძე ბრძანდებით? -დიახ გახლავართ -თქვენი დაკავების ორდერი გვაქვს, უნდა წამომყვეთ... თქვენ ეჭვმიტანილი ხართ ბატონი სმიტ ჯონსის მკვლელობაში... -რა? რას ბრძანებთ? -მკვლელობის იარაღზე თქვენი თითის ანაბეჭდებია ნაპოვნი, ამასთანავე თქვენს გარდა სხვა ადამიანის კვალი ვერ მოიძებნა, აღნიშნულ ტერიტორიაზე... დროდა დრო დარეკვას ვითხოვ, სანამ ეს საკითხი მოგვარდება... არ მინდა ემიმ გაიგოს ეს ყველაფერი და არც არავინ, ჯერჯერობით მაინც... დილით ნაბახუსევზე გავიღვიძე, საშინლად მისკდებოდა თავი. თვალი გადავავლე ჩემს ხელს და დავაკვირდი იოანეს ნაჩუქარ სამაჯურს.... ისეთი ლამაზი და ორიგინალურია, ძალიან მომწონს, ღიმილი მომეფინა სახეზე. ავდექი ლოგინიდან მოვწესრიგდი, ცოტა გონს მოვედი და ამასობაში სალიც მოვიდა, მისაღებიდან მომესმა მისი ხმა -გამარჯობა ლელა დეიდა, როგორ ბრძანდებით -კარგად ვარ შვილო, გაიხარე შენ როგორ ხარ? -მეც არამიშავს... ემის კიდე სძინავს? -არა არ სძინავს, წეღან ყავა გაიკეთა და ისევ ოთახში შევიდა -კაი მეც შევალ მაშინ. -მოიცა შვილო რაღაც უნდა გითხრა... -რა ხდება ლელა დეიდა ხო მშვიდობაა? -კი შვილო მშვიდობაა დამშვიდდი, უბრალოდ რაც აგარაკიდან ჩამოხვედით, ემი სულ სხვანაირია ხან ძალიან მხიარულია, თვალები უბრწყინავს ხან კიდე მოწყენილი და უხასიათო, რაღაცა ხდება და მიმალავთ ხო ასეა? -მორჩებით ახლა ჩემზე ჭორაობას თუ რას იზავთ? ინტერესს დაგიკმაყოფილებ ლელაკო დედიკო და გეტყვი, რომ გავიცანი ერთი ძალიან კარგი ადამიანი, სალიც ძალიან კარგად იცნობს და გპირდები რომ გაგაცნობ რამდენიმე დღეში ახლა საზღვარგარეთაა... -რასამბობ ემი, ასეთი განცხადება არასდროს გაგიკეთებია... ესეიგი სერიოზულია -კი ასეა დედა -შვილო ძალიან გთხოვ კარგად დაფიქრდი და არ იჩქარო -ყველაფერი კარგად იქნება დედა დამშვიდდი... (მოვეხვიე და მთელი ძალით ჩავეხუტე) -კარგი კარგი ხო ამატირეთ ამხელა ქალი, სამსახურში მაგვიანდება... შემოიხურა ქურთუკი და სახლიდან გავიდა -წამო სალი ჩემ ოთახში ყავა გამიცივდა და სიგარეტი მინდა, თან წავიჭორაოთ. -ხომოვდივარ.. -აბა დაცხე ახლა ცხელცხელი ამბები რა ხდება -რავი გოგო ისეთი არაფერი -ეეეეე ეს რა ღიმილი დავიჭირე შენ სახეზე? ეს რაღაც უცხოა სალი... -ოო შენ ხო ვერაფერს გამოგაპარებს კაცი. -მიდი მიდი მალე მოყევი აღარუნდა მიკიბ მოკიბვა -მოკლედ რო ჩამოვედით დავიწყეთ შეხვედრები კინოში ვიყავით, მერე ვახშამზე დამპატიჟა რესტორანში და გამომიტყდა, რომ ვუყვარვარ... -მერე შენ რა უპასუხე? -მემგონი სახეზე მაწერია ემი რო მიყვარს, არც დავმალე და მეც გამოვუტყდი, მერე მასთან წავედით სახლში წითელი ღვინო დავლიეთ, არ მეგონა ასეთი რომანტიკოსი თუ იყო, ერთი სიტყვით ძაან მოვიხიბლე, მთელი ღამე ერთად გავატარეთ... -ეგ რას ნიშნავს? -ს*ქსი გვქონდა თან როგორი იცი?რაღაც სასწაული იყო დილით რო გავიღვიძეთ მთელი ოთახი ჩამოლეწილი იყო -გიჟი ხარ რა სალი -ის მემგონი ჩემზე გიჟია -ვაიმე ძაან მიხარია სალი.. ძაან მიყვარხარ და ხო იცი შენი ბედნიერება მეც მაბედნიერებს -მეც მიყვარხარ ემი ( მოვეხვიეთ ერთმანეთს და ორივეს ცრემლები მოგვადგა თვალებზე) -კარგი კარგი გვეყოფა ახლა შენ მითხარი რა ხდება -აუ სალი მე მართლა გაურკვევლობაში ვარ ამდენი ხანი გავიდა და ეტაპობრივად მირეკავს ხოლმე თან რაღაცნაირი ხმა აქვს... ვხვდები, რომ რაღაცას მიმალავს, თორე ამდენ ხანს უნდა ჩამოსულიყო -კარგი რა ემი რა იცი რა ხდება ცუდზე რატომ ფიქრობ? -არ ვიცი სალი მართლა არ ვიცი, არადა ისე მენატრება რო არცკი შემიძლია გადმოგცე, ეს სამაჯური კიდევ უფრო მახსენებს მის თავს... -კარგი დამშვიდდი ცუდზე ნუ ფიქრობ მალე ჩამოვა -კარგი მაგრამ მე ლექციაზე მაგვიანდება შენ არა? -მე არ მივდივარ დღეს უნიში მე და გიგი სადღაც მივდივართ ოღონდ არ ვიცი სად -კაიწამო გავიდეთ უნივერსიტეტში ჩვეულებრივად მოსაწყენი დღე იყო და გამოსვლისას ვიფიქრე ცოტას გავისეირნებთქო, ამოვაძრე ჩანთიდან ყურსასმენები ჩავრთე მუსიკა და დავადექი გზას... ავაყოლე მუსიკას ტანი, დარწმუნებული ვარ გიჟის იმიჯი მაქ, მაგრამ ჩემს სტიქიაში მყოფი მივაბიჯებ... გვერდიდან თვალი მოვკარი, რომ კარგახანია მანქანა მომყვება, გავჩერდი ისიც გაჩერდა, ყურსასმენები მოვიხსენი და მივედი მანქანასთან, ალბათ 100 პროცენტით დაბურულმინაზე მივაკაკუნე თითი და ჩამოწია მინა -აქ რასაკეთებ? ან რატომდამყვები? ალექსი ხო? -კი არ გეშლება ალექსი... და არც მოგყვებოდი უბრალოდ დაგინახე და გადავწყვიტე მოგსალმებოდი, მაგრამ ისე იყავი დაკავებული თეძოების ქნევით ვერ გაიგე მანქანის სიგნალი... -გასაგებია, უკვე მივესალმეთ ერთმანეთს კარგად ბრძანდებოდეთ -დაჯექი გაგიყვან -არა მადლობა ფეხით მირჩევნია -კარგი მაშინ ყავა დავლიოთ აქვე კაფეში -ყავა უკვე დავლიე ნუ შეწუხდებით -კარგი რა გაეწყობა მანქანა უკან დაწია და ინერციით ისევ წინ გამოექანა ჩემს წინ მდგარი გუბე მთელს სხეულზე შემომასხა და დაატორმუზა -არც ახლა არ წამოხვალ თუ მანდ გაიყინები? -არსადაც არ წამოვალ -კარგი მაშინ ასე მოვიქცეთ გადმოვიდა მანქანიდან მსტაცა ხელი და მანქანაში ჩამტენა... სადღაც მდიდრულ სახლთან გაჩერდა და სახლში შემათრია -რასაკეთებ ალექსანდრე? -ალექსანდრე არა ალექსი! -კარგი ალექს რასაკეთებ? შენი სიჯიუტის ბრალია ჩემო ლამაზო, აი ამ ოთახში შედი აბაზანაა, მოწესრიგდი და ჩემი დის ტანსაცმელს მოგიტან... ეს ბიჭი ვერ არი, ტვინში უჭერს როგორც ვხვდები, სხვა გზა არ მაქვს უბრალოდ უნდა შევიდე ამ აბაზანაში... წყალი გადავივლე და გარეთ გამოსულს საწოლზე გადაკიდებული ტანსაცმელი შევნიშნე, ელვისებური სისწრაფით გადავიცვი და გამოვედი გარეთ -ალექსანდრე სად ხარ? -ალექსანდრე არა ალექსითქო, აბაზანაში ვარ მეც და დამელოდე სახლში წაგიყვან -არა მადლობა მე თვითონ წავალ და ამ ტანსაცმელსაც გამოგიგზავნი -ემილი დამელოდეთქო მომესმა ხმა გვერდითა ოთახიდან, რომელსაც კარზე გასაღები ქონდა -ბატონო ალექსანდრე -ალექსი -ალექს თქვენი ოთახის გასაღები გადამეყლაპა, მე გავდივარ და კარგი დროის გატარებას გისურვებთ -ემილი არც გაბედოო!!!!!! -უკვე გვბედე კარგადდ... გამოვიკეტე კარი და სახლში წამოვედი... იოანე-არანაირი ალიბი არ ჭრის თავი, რომ გავიმართლო. ის რომ ვთქვა იმ დროს აეროპორტში ვიყავითქო, პოლიცია რომ მოვიდა გვამი ჯერ კიდევ თბილი იყო... ასერომ ძალიან დიდ შარში ვარ.... არ ვიცი ამ ყველაფრიდან თავს როვორ დაგაღწევ დილით ადრიანად გამეღვიძა, ნერვიულად წამოვხტი ლოგინიდან და სააბაზანოსკენ გავემართე, მოვწესრიგდი და ჩემს სავარძელში მოვკალათდი, ცოტა მციოდა მაგრამ ახლა აქ ყოფნა მჭირდებოდა ამოვიღე კოლოფიდან სიგარეტი უნდა მომეკიდებინა და ცივად დავაბრუნე კოლოფში, ტელეფონი მოვიმარჯვე, უკვე აღარ შემეძლო და დავურეკე სალის -სალი გაიღვიძე -რაიყო რამ გადაგრია ამ დილაუთენია -სალი მალე ადექი და ჩემთან გაჩნდი -რაიყო გოგო რა გეტაკა -არაფერი არაფერი მალე მოდი უბრალოდ -კარგი ხო მოვდივარ, რას მიხეთქავ გულს.... ტელეფონი მოვისროლე, შევწექი ისევ ლოგინში, შემოვიხვიე საბანი და ცრემლები ჩამომგორდა თვალებიდან... სული მეხუთება ტკივილისგან, ისე ძალიან მჭირდება ახლა იოანე სულ ერთი წუთით მაინც დავინახო.... მუცელზე მოვისვი ხელი და უფრო მოვუმატე ტირილს... კარზე გაბმული ზარია, გავაღე და სალის შეშინებული სახე შემეფეთა, მოვეხვიე და ტირილს ვერ ვწყვეტდი... -გამაგებინე რა ჯანდაბა გჭირს ემილი, ნუ გადამიყვანე ჭკუიდან გაუჩერებლად ტირი და არაფერს მეუბნები, ვერ გავიგე რა ხდება -სალი ციკლი გადამიცდა -მერე? -მგონი ორსულად ვარ -რაიცი? იქნებ უბრალოდ სხვა რამეა, რას ტირიხარ და მოთქვამ -არასდროს არ ყოფილა სალი მსგავსი შემთხვევა და ახლა დაემთხვა მაინცდამაინც? -მერე შე სულელო რომც იყო ორსულად შენ და იოანეს გიყვართ ერთმანეთი და მშვენიერი ნათლია ვიქნები მეც... -კარგი რა სალი ჩემი დაბადების დღის მერე არ დაურეკავს, განა რასაკეთებს ახლა იქ ისეთს, რომ 2 წუთი ვერ მოიცალოს და დამირეკოს.... უბრალოდ ფეხებზე დამიკიდა -ნუ სულელობ ემი რა, მოდი ჩემთან ჩაგეხუტო... იოანეს უყვარხარ, გიგიმ მითხრა რომ ბავშვობიდან ერთად ვართო და ასეთი იოანე არასდროს მინახავსო, ალბათ მართლა სერიოზულადაა საქმე და მაგიტო ვერ გიკავშირდება -რაცარუნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ძაან გამაბედნიერებს მისი შვილის და ჩემი შვილის ყოფნა ჩემ მუცელში, ახლაა არაა ამის შესაფერისი დრო სალი... დედა გაგიჟდება ამას რო გაიგებს, იოანეც არ ჩანს იქნებ საერთოდაც არ ჩამოვიდეს, გიგიმაც კი არ იცის მისი გზაკვალი, არ მინდა ბავშვი მამის გარეშე გაიზარდოს -ანუ რისი თქმა გინდა, თუ ორსულად ხარ აბორტს გაიკეთებ? -არა რასამბობ გოგო გაგიჟდი? ეგ აღარ გაიმეორო, მე მკვლელი არ ვარ და არც არასდროს არ გავაკეთებ მსგავს რამეს -კარგი კარგი ნუღა ბოდიალობ ჩავალ მე აფთიაქში ამოვიტან ორსულობის ტესტს -კარგი... ვუთხარი სლუკუნით და კარი გაიკეტა... რამდენიმე წუთში სირბილისგან ენაგადმოგდებული შემოვარდა სახლში და ტესტი მომაწოდა -მიდი გოგო ადექი დროზე გაიკეთე ეს საოხრე ტესტი გამისკდა ქალს გული შევედი საპირფარეშოში ხელების კანკალით გავხსენი და სალის გავძახე -გოგო რა უნდა ვქნა? -აუუუუუ რა იდიოტი ხარ გგოგო ახატია ზედ გაახილე თვალები ზუსტად ისე გავაკეთე როგორც ინსტრუქციაში იყო იდაყვები მუხლებზე დავალაგე, ორივე ხელში ტესტი მიჭირავს და გაშტერებული თვალებით ვუყურებ რა მოხდება -გამოდი გოგო აწიიიი -მხოლოდ ერთი ხაზია წითელი -ხოდა ესეიგი არ ხარ ორსულად დაწყნარდი, ვსო მორჩა ყველაფერი არ გამიხეთქა გული ამ გოგომ... -ხო მაგრამ მაშინ ციკლი რატომ გადამიცდა? თან 5 დღით -კარგი წამო მაგ საკითხზე ექიმს მივმართოთ ჯობია ჩავსხედით მანქანაში და მივედით გინეკოლოგთან, გამიმართლა რომ ქალია... გამსინჯა რაღაც კითხვები დამისვა და სულ ამით შემოიფარგლა -რა მჭირს ექიმო? -არაფერი ჩემო კარგო სრულიად ჯანმრთელი ხარ, უბრალოდ შეგცივდა ალბათ და ბევრი ინერვიულე -ნერვიულობით კი ნამდვილად ბევრი ვინერვიულე -ხოდა ეგაა ზუსტად ამ ყველაფრის მიზეზიც... აი რეცეპტი გამომართვი ეს წამლები იყიდე და ყველაფერი კარგად იქნება -კარგით მადლობა ეკა ექიმო -არაფერს შვილო კარგად იყავი... დაწყნარებული სახით გამოვედი და მოვახსენე სიტუაცია სალის -აუ ემილი საჯაია ნეტა შემეძლოს რო გაგიხეთქო ეგ ლამაზი თავი -რას მერჩი გოგო -რას გერჩი კი არა შენზე მეტად მე ვინერვიულე მემგონი -ვაიმეეე... ჩემი გოგო ხარ შენ, ჩემი საუკეთესო გვიან ღამით კარზე ზარია დედა არარის სახლში... ვიფიქრე ვინ შეიძლება იყოსთქო და გავიხედე ეგრედ წოდებულ გლაზოკში, კართან არავინ იდგა და გავაღე, ძირს იდო უზარმაზარი ვარდების თაიგული გვერდით პატარა პარკით... გავხსენი ეს პარკი და ჩემი საყვარელი სუნამო... დავუწყე ბარათს ძებნა, დიდი იმედი მქონდა იოანეს ამოვიკითხავდი, მაგრამ „იმედია მოგეწონა, ა ლ ე ქ ს ი“ იმედი გამიცრუვდა დავყარე მაგიდაზე ყველაფერი და შევწექი ლოგინში გავიკეთე ყურსასმენები და დავიძინე... .............................. -გოგო ალექსი ჩამოვიდა -ვინაა ალექსი? -მეღადავები? არ გრცხვენია მაგას რო მეკითხები? -ვაიმე მე ვინც მგონია იმაზე ამბობ? -ხო მაგ ალექსზე გეუბნები, ჩამოსულა ესპანეთიდან, იმ დღეს დავინახე ვიღაც გოგოს ელაპარაკებოდა -გოგოს? -ხო მეც გამიკვირდა გოგოსთან ერთად არავის უნახავს -ხო იცი რო მაგ ბიჭს მაინც დავითრევ არაა? -დიდი კონკურენციაა, რო იცოდე -საერთოდ არ მადარდებს, მაინც ჩემი იქნება ............................................... -აუ ისეთი რამე უნდა გითხრა რო შოკში ჩავარდები? -რა? -ალექსი ჩამოვიდა ესპანეთიდან -ეეე ატყდება ახლა თბილისში ერთი ამბავი, მარა მაინც დავითრევ მაგ ბიჭს ............................................... -თაზო როგორ ხარ? -ეეე ალექს ჩამოხვედი? -კი თაზიკ ჩამოვედი, არ გამოხვალ ჩამთან? -კი ძმა კი როგორ არა მალე გავიჩითები აქვე ვარ 5 წუთში მანდ ვარ... -აბა თაზიკ მოყევი რა ხდება თბილისში (მიაწოდა 1ჭიქა ვისკი) -რავი ალექს ძველებურად ახალი არაფერი შენსკენ? -მე როგორც კი ჩამოვედი იმ საღამოს ჩვენ კლუბში გავიარე... ერთი გოგო ვნახე -ეეე გოგო? -ხო რაიყო რატო გიკვირთ ყველას გეი კიარ ვარ, უბრალოდ ზედმეტი გოგოების აკიდება არ მიყვარს, მაგრამ ის სხვანაირია -და ვინ არის? -ემილი -გვარი? -საჯაია -ეეეე ძმაო ეგ არ გამოვა -რატო რა ხდება -იცი ვისი გოგოა ეგ? -ვისიც არუნდა იყოს უნდა დათმოს -არამგონია -რატო არაგგონია? -იმიტო რო ეგ გოგო შენი ბიძაშვილისაა -იოანეს გულისხმობ? -კი იოანეს -კარგი რა თაზიკ როდის იყო იოანე ვინმე ქალს სერიოზულად უყურებდა, გართობის მეტი არაფერი ანაღვლებს, ისიც გამიკვირდა საუთჰამპტონში რო წავიდა, და იქედან რომ ჩამოვა დარწმუნებული იყავი რო ეგ გოგო არცკი გაახსენდება, იქ კიდე სხვას ნახავს და ასე რა შენთვითონაც ხო იცი როგორია -ხო მაგრამ ამჯერად მგონი მართლა სერიოზულადაა საქმე, უბრალოდ სერიოზული თემები მოხდება თქვენს შორის, და დაფიქრდი გიღირს? -მე ყოველ შემთხვევაში ჩემსას ვეცდები და თუ ერთმანეთი უყვართ მათ შორის არ ჩავდგები. აბა რას იტყვით, იოანე თუ ალექსი? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.