მეზობელო კარისაო (სრულად)
პირველად როდის დაინახა? არ ახსოვს! სამაგიეროდ კარგად ახსოვდა როდის მიიქცია ამ ქალმა მისი ყურადღება. ამჯერად ბარში იჯდა დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ და განტვირთვის მიზნით მეგობრებთან ერთად ერთობოდა, თვალი რომ მოსჭრა მოზუზუნე სივრცეში შემოსულმა. თითქოს დრო შენელდა და მხოლოდ მის მოძრაობას აღიქვამდა. თვალისმომჭრელად ლამაზი იყო, იმდენად, რომ სულიც კი შეეხუთა. იცნობდა, როგორ არ იცნობდა. მის მოპირდაპირე კორპუსში ცხოვრობდა, იმავე სართულზე და როდესაც ფარდები ღია ჰქონდა, ლამის ყველაფერს ხედავდა. იცოდა, რა რეჟიმით ცხოვრობდა ქალი, ვინ მოდიოდა მასთან სტუმრად, რამდენად აქტიური იყო მისი სექსუალური ცხოვრება და საერთოდაც, რაზე ბრაზდებოდა და რა უხაროდა, იმასაც კი თავისუფლად გეტყოდათ. მაგრამ, აბა, გეკითხათ მისი ცოლი როგორ იყო, რას აკეთებდა და რა გეგმები ჰქონდა ცხოვრებაში, პასუხისთვის ალბათ მთელი საუკუნე მოგიწევდათ ლოდინი. რატომ მოხდა ასე? თავადაც არ იცოდა. ვეღარ ან აღარ ინტერესდებოდა მისი ყოველდღიურობით. რატომ დაიწყო ნათიამ მის თვალში გაუფერულება და წინა პლანზე მოპირდაპირე კორპუსის მეზობელმა წამოიწია, ვერც ამას ხვდებოდა. არა, ხვდებოდა, მაგრამ საკუთარ თავსაც კი არ უტყდებოდა. შეუყვარდა? პირველი დანახვისთანავე! მართალია, მას უკვე აღარ ახსოვდა, თუ როდის მოხდა ეს, მაგრამ გონების რომელიღაც მიმალულ კუნჭულში ჯერ ისევ იყო შემორჩენილი მოგონებები. ორი წლის წინ მშვიდად იდგა საკუთარი ბინის აივანზე, ყავას მიირთმევდა საყვარელი ფინჯნიდან და ეზოს აკვირდებოდა. ნათია, რა თქმა უნდა, უკვე წასულიყო სამსახურში და მისთვის მხოლოდ სწორედ ის გამზადებული ყავა დაეტოვებინა, რომელსაც იმ წამს აგემოვნებდა. ვერა და ვერ დაიმახსოვრა ქალმა, რომ ვერ იტანდა ასეთ მწარე ყავას, მაგრამ რა ექნა? უკვე მიჩვეული თავად ამატებდა ხოლმე ორ კოვზ შაქარს და შემდეგ მშვიდად მიირთმევდა. სითხე ლამის ბოლომდე ჩაცლილი ჰქონდა, როცა მათ ეზოში სატვირთო მანქანამ გადმოუხვია, მას კი უკან მოჰყვა მუქი მწვანე ოპელ-ასტრას მარკის ტაქსი, საიდანაც სწორედ მისი მომავალი მეზობელი გადმოვიდა. ქალს იმდენად მოკლე მაღალწელიანი ჯინსის შორტი და ტანზემომდგარი ზედა ეცვა, მაშინვე მიიქცია იქ მყოფი ყველა მამრობითი სქესის ყურადღება. არც თავად დრჩენილა გულგრილი ამ მადისაღმძვრელი ფორმების მიმართ, როდესაც ქალი, თითქოს სპეციალურად, გადაიხარა და უკანა სავარძლიდან საშუალო ზომის ქოთანში დარგული გრძელფოთლიანი მცენარე გადმოიღო. მაშინ თმა კარედ ჰქონდა შეჭრილი და იმაშიც კი სცხელოდა. ყოველ მეორე წამს ხელის დანიავებით ცდილობდა გაგრილებას და სქელ მუქყავისფერ თმაშიც (რომელიც მზის შუქზე მოწითალო ფერს იღებდა) დაისრიალებდა ნატიფ თითებს. სატვირთო მანქანიდან გადმოსულ მუშებს ზედმიწევნით აძლევდა მითითებებს და არც მაშინვე მასთან თავმოყრილი მეზობლების მიერ შეთავაზებულ დახმარებაზე უთქვამს უარი. ჭკვიანი ქალი იყო, ვერ დაუკარგავდით. ბაჩომ დიდხანს უყურა სიტუაციას და ადგილიდანაც კი არ განძრეულა, მიუხედავად იმისა, რომ ნერვები ეშლებოდა მისი მეზობლების მიერ ასეთ გადამეტებულ ყურადღებაზე. იმ წამს გაჩენილმა გრძნობამ, რომ უნდოდა თითოეული კაცისთვის თვალები დაეთხარა, ვინც ქალს მშიერი მხეცის თვალებით უყურებდა, ხომ საერთოდ დაუკარგა მოსვენება. აი, ადგილზე აწრიალება მერე უნდა გენახათ, ქალმა პირდაპირ მას რომ ამოხედა და ამ სიშორიდანაც კი კარგად გაარჩია, როგორ გაუღიმა. დიდი ინტერესით აკვირდებოდა, სად წაიღეს მომავალი მეზობლის ნივთები და როცა დაინახა, რომ ზუსტად მის მოპირდაპირედ მდებარე ბინაში ალაგებდნენ და ახარისხებდნენ ყველაფერს, ყელში გადასასვლელი ნერწყვი სასულეში გადასცდა და ისეთი ხველა აუვარდა, ყველას ყურადღება მიიქცია. -ალალი, ბაჩო, - ამოსძახა ქვედა სართულის აივანზე გადმომდგარმა მანანამ და კვლავ ახალი მეზობლის თვალიერებას აგრძელებდა, - არ დაიხრჩო! -მადლობა, მადლობა, - ჩაიბურტყუნა და მაშინვე მოსცილდა აივანს, მაგრამ თვალები მაინც გარეთ დარჩა და ამჯერად აივნის კართან მდგარი ადევნებდა თვალყურს. რამდენიმე დღეში საერთოდაც ერთმანეთი გაიცნეს, როცა ქალი მაღაზიიდან შინ ბრუნდებოდა დატვირთული და ლამის ხელიდან გასცვენოდა პროდუქტი. ბაჩო უყურადღებოდ ხომ ვერ დატოვებდა, ხოდა ადგა და სახლამდე მიატანინა. ქალმა მადლობის ნიშნად ლოყაზე აკოცა, გაუღიმა და სახლში შევიდა, ხოლო ბაჩო გახევებული იდგა რამდენიმე წუთის განმავლობაში და ქალის მიერ დატოვებულ ქოქოსის არომატს ისუნთქავდა. მეორედ უკვე ერთ-ერთ ბარში შეხვდნენ, სადაც ბაჩო და მისი მეგობრები რაგბის მსოფლიო თასის სანახავად იყვნენ მისულები. მაშინაც თვალი მოსჭრა ერთ-ერთი გუნდის მაისურში გამოწყობილმა. მაგრამ ამჯერად მამაკაცთან ერთად იყო და ცოტა არ იყოს და იეჭვიანა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს მამაკაცი ნუცასკენ გადაიხარა და ტუჩებში მოწყვეტით აკოცა ერთ-ერთი ლელოს დადების შემდეგ. ძლივს აარიდა ამღვრეული მზერა და იმის ნაცლად, რომ მოპოვებული ქულები გახარებოდა, სიმწრით გადაყლაპა ლუდის ყლუპი. მართალია, შესვენებაზე ერთმანეთს გამოელაპარაკნენ, აზრებიც გაცვალეს თუ ვინ გახდებოდა ჩემპიონი, მაგრამ ბაჩო მეორე ტაიმისას იქ ვეღარ გაჩერდა და მაშინვე სახლში გაიქცა. მეგობრებთან მოიმიზეზა, ნათიამ დამირეკა, რაღაც სჭირდებაო და აორთქლდა იქიდან. იმ ღამით პირველად დაავიწყდა ქალს ფარდების ჩამოფარება და მაშინაც კაცმა მშვენივრად დაინახა, როგორ ტკბებოდა მისი სასურველი ქალის სხეულით ვიღაც სრულიად სხვა. ვეღარ ხვდებოდა, სპეციალურად აკეთებდა თუ მართლა ავიწყდებოდა ხოლმე ფარდების ჩამოფარება ქალს. არადა, ძილის დროს ისეთი მშვიდი, წყნარი და ნაზი ჩანდა. ხშირად დასთენებია მის ასე შორიდან ყურებაში. ნათია ბოლო დროს რაღაცას ეჭვობდა კიდეც, მაგრამ ბოლომდე არ სჯეროდა, რომ ასეთი რამ შეიძლება მას დამართნოდა. არ იყო ბაჩო მოღალატე ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ რეალური ცოლ-ქმარიც არ ერქვათ მათ. თვეში ერთხელ თუ ექნებოდათ სექსი, ისიც მოვალეობის მოხდის მიზნით. მაშინ საერთოდ რატომ მოიყვანა ქალი ცოლად? მშობლები გულს უწყალებდენ, მოიყვანე ვინმე ცოლადო, ხოდა ესეც ადგა და პირველივე შემხვედრი მოიყვანა. მერე რა, რომ დიდად არ მოსწონდა დედ-მამას და არც ნათიას მშობლებს ეპიტნავებოდათ სიძედ, რაც უფრო მეტი ადამიანი დარჩებოდა გაწბილებული, მით უკეთესი. ახლა კი, ახლა იჯდა ბარში თავის მეგობრებთან ერთად და უყურებდა ქალს, რომელსაც რამდენიმე დღის წინანდელი ნერვიულობისა და ისტერიკის კვალიც კი არ ეტყობოდა სახეზე. იმდენად ეშხიანი იყო, რომ მზერას წამითაც ვერ აცილებდა. ნუცამ და მისმა რამდენიმე დაქალმა ბართან დაიკავეს ადგილები და მაშინვე სმა დაიწყეს. -ეს შენი მეზობელი არაა? - მოულოდნელად იკითხა ლევანმა და ბაჩოს მხარზე ხელი გაჰკრა, - მოგტყდა კისერი მაქედან ყურებით, მოდი და ჩემს ადგილას დაჯექი, აქედან უკეთესად ჩანს, - ბოლო სიტყვები უჩურჩულა, საუბარში გართულ ბიჭებს რომ არ გაეგოთ და ეშმაკურად ჩაუკრა თვალი. -შენ? - გაოცდა ბაჩო და მართლა გაუცვალა ადგილი. -ხო, მე, - გაიცინა ისევ კაცმა და მიმტანს ანიშნა კიდევ რამდენიმე კათხა ლუდი დაემატებინა, - ამათსას შენ იხდი, იცოდე. -მოსულა, - გაეცინა ბაჩოსაც და შედარებით უკეთეს პოზიციაზე მოკალათდა. უყურებდა, როგორ მიყოლებით სცლიდნენ გოგოები არაყს და განსაკუთრებით ნუცა აქტიურობდა. რამდენიმე საათში ბიჭებიც წამოიშალნენ. ზოგს ცოლმა დაურეკა და სახლში იხმო, ზოგიც უბრალოდ დაიღალა. -შენ არ მოდიხარ? - ჰკითხა გასვლის წინ ლევანმა და პასუხს თავიდანვე მიხვდა, - კარგი ბატონო, მაშინ აბა, შენ იცი. კარგად მიხედა, - გაიცინა, დაემშვიდობა და წავიდა. დიდ ხანსაც აღარ მოუწია ლოდინმა. კარგად შემთვრალი ნუცა რომ ფეხზე წამოხტა და ჯერ სკამზე ავიდა საცეკვაოდ, სკამიდან მაგიდაზე გადაინაცვლა, მაგიდიდან კი დახლზე აძვრა. ყველამ მისკენ გაიხედა. ერთი-ორმა მობილურიც კი ამოიღო ამ სანახაობის დასაფიქსირებლად. ქალს ეს სულაც არ ანაღვლებდა. სექსუალურად არხევდა სხეულს და ფრიალა კაბას კიდევ უფრო აფრიალებდა. ბაჩომაც ვეღარ მოითმინა, მაშინვე ფეხზე წამოხტა და ბარის რამდენიმე თანამშროელთან ერთად გარეთ გაიყვანა ქალი. -ბაჩოო, - გაიცინა ნუცამ და წვერიან ლოყაზე ჩამოუსვა ხელი, - რა კარგი სახელია ბაჩო, აქამდე როგორ ვერ შევამჩნიე? - კისკისებდა და თავს ძლივს იმაგრებდა. მამაკაცს კი უარესად უბნევდა თავ-გზას. რამდენიმე წუთში მისი მეგობრებიც გამოვიდნენ და ბაჩოს მკლავზე ჩამოკიდებული რომ დაინახეს, შედარებით მოეშვნენ. იცოდნენ, რომ მეზობლები იყვნენ და მასთან ნუცას საფრთხე არ ემუქრებოდა. -ჩასხედით, გაგიყვანთ, - შესთავაზა დანარჩენებსაც, როცა ნუცას ჩანთა გამოართვათ და ქალი წინა სავარძელზე ღვედით კარგად გაკოჭა. -არა, მადლობა. ნუცაც გეყოფა, ჩვენ ტაქსით წავალთ, - გამოეპასუხნენ და იქვე მდგარ ტაქსიში მოკალათდნენ. მასაც სხვა რა გზაღა ჰქონდა, მანქანაში მოთავსდა და სახლისკენ აიღო გეზი. მთელი გზა იცინოდა ქალი. მთელი გზა ძლივს აცილებდა თვალს და წინ იყურებოდა, რომ რამეს არ დასჯახებოდნენ. ბოლოს როგორღაც მაინც მიაღწიეს დანიშნულების ადგილამდე. ბაჩომ მანქანა კორპუსის უკანა შესასვლელთან გააჩერა და ამჯერად ჩაჩუმებულ ქალს დააკვირდა. -მოვედით, - თითქოს ამოიოხრაო კაცმა. არ ეთმობოდა ასე მალე გასაშვებად. -ვიცი, - გაიღიმა ქალმა და სევდანარევი მზერით ახედა კორპუსს. -კარგი, გადმოდი, სახლამდე მიგაცილებ. თავს არაფერი მოუწიო, - ჩაეცინა ბაჩოს და პირველი თავად გადავიდა. შემდეგ ქალის მხარეს გამოხსნა კარი და მასაც დაეხმარა გადმოსვლაში. ჟრუანტელმა დაუარა ტანში, როცა მკლავი მის წვრილ წელს შემოხვია და ქალის სხეულის სიმხურვალე ასე ახლოდან შეიგრძნო. -კიბეები, - წამოიყვირა ქალმა და ისევ აკისკისდა, - ბევრი, ძალიან ბერი კიბეა აქ! -და შენ მათზე ამ მდგომარეობაში ვერც ახვალ, - მკაცრად თქვა ბაჩომ, ოდნავ დაიხარა, ქალს მხრებსა და მუხლებში მოჰკიდა ხელი და ასე ხელშიატატებული ნელ-ნელა დაიძრა. ქალი ამან კიდევ უფრო გაამხიარულა, ხელები კისერზე შემოხვია, თავი მხარზე ჩამოადო და ხანდახან ფეხებსაც იქნევდა ხოლმე ჰაერში. მართალია, მეხუთე სართულამდე სანამ ავიდა, ქალი კიდევ უფრო დამძიმდა და ეგონა, რომ ასტონიან ტვირთს ეზიდებოდა, მაგრამ მაინც არ უშვებდა ხელს და კიდევ უფრო მჭიდროდ იკრავდა მკერდზე. -ჩშშ, - ბოლოს ვეღარ მოითმინა და ალმაცერად დახედა მის მკლავებში მოკალათებულს, - ხომ არ გინდა, რომ ყველა მეზობელი შეყარო და დააფეთიანო ამ დროს? ქალმაც შეშფოთების ნიშნად ცალი ხელი პირზე აიფარა და კვლავ გადაიკისკისა. მერე კი მის სახლის კარსაც მიადგნენ. -არა, რაა, არ დამსვა, კარგია ასე, - ამოიწუწუნა ქალმა, მკლავები უფრო მჭირდროდ შემოხვია ბაჩოს და თავიც მის ყელში ჩარგო, იმის ნიშნად, რომ არც მას ეთმობოდა მამაკაცის სხეულზე ტკიპასავით აკრული ყოფნა. -თუ არ დაგსვი, აბა, კარს როგორ გავაღებთ? -აი, გამომართვი, - ცალი ხელით გაუწოდა გასაღები, შემდეგ კი ისევ ისე მოეხვია კაცს, - მხრებიდან გამიშვი ხელი და მარტივად გახსნი. ნუ გეშინია, არ დაგივარდები. ბაჩოსაც სხვა რა გზა ჰქონდა, ქალოს სურვილს დაჰყაბულდა და რამდენიმე უშედეგო ცდის შემდეგ რკინის კარმაც ინება დანებება. კაცმა ფართოდ შეხსნა კარი და ფეხის დახმარებით მიხურა. ეგონა, ქალს ჩამოეძინა, რადგან ხმას აღარ იღებს და მძიმედ სუნთქავსო, ამიტომ პირდაპირ მისი საძინებლისკენ აიღო გეზი. -კარგი ორიენტაციის უნარი გქონია, - ჩაიცინა ქალმა და ბაჩოსთვის მოულოდნელად თავისი რბილი ტუჩებით მიეწება იმ ადგილს, სადაც მამაკაცის პულსაცია ყველაზე მეტად იგრძნობოდა. მთელი გზის განმავლობაში ვერ აცილებდა თვალს, იმდენად იწვევდა და ახლა, როგორც იქნა, გაბედა. მის სახლში იყვნენ, მის ტერიტორიაზე, მის სამფლობელოში. აქ კი ყველაფერი ისე ხდებოდა, როგორც თავად მოისურვებდა. -ნუცა... რას... - თავადაც დაბნეული იყო კაცი და მის საძინებელში, ერთ ადგილას გაშეშებული ვეღარ ფიქრობდა რა მოემოქმედებინა. ნაბიჯს ვერ წინ დგამდა და ვერც უკან. არც ის ახსოვდა, რომ მის ყელში ჩამძვრალი ქალისთვის ხელი უნდა გაეშვა და ძირს ჩამოესვა. -მადლობა, რომ სახლში მომიყვანე და რაიმე სისულელის ჩადენის უფლება არ მომეცი, - ტუჩები არტერიისთვის არ მოუშორებია, ისე ამოიბუტბუტა ნუცამ და კაცს სხეულში ჭიანჭველების არმიამ დაუარა. არც ამხელა ნებისყოფის უნარი გააჩნდა და თუ ახლავე არ მოუსვამდა აქედან, მერე... მერე... ო, ღმერთო ჩემო! ბაჩომ ერთი ამოიგმინა იმის წარმოდგენაზე, თუ რა შეიძლება მომხდარიყო და მიუხედავად იმისა, რომ ძალიანაც სურდა და მოსწონდა მომავლის ეს ზმანება, მაინც უკან მოუწია დახევა. -უნდა დაგსვა და წავიდე, - ხმა უფრო დაბოხებოდა კაცს. -რატომ? მე მომწონს! მშვენივრად ვგრძნობ თავს. -ნუცა, მთვრალი ხარ. მეც ნასვამი ვარ. თანაც ხელშიც ვეღარ გიჭერ. -შენს ცოლს ხომ კარგად იჭერ ხოლმე და არ უშვებ მკლავებიდან, როცა სექსი გაქვთ და თანაც, საწოლში კი არა, მთელს ოთახში?! - ნიშნისმოგებით ჩაიცინა ქალმა და კვლავ მისი ყელით ტკბობა განაგრძო, - მომწონს შენი სუნი და მთლიანად ეს ადგილი, - ნაზად ჩამოატარა თითი ყურის ბიბილოდან მხრამდე და შემდეგ ისევ ტუჩებით შეეხო, - იმდენად მომწონს, რომ ლამისაა კბილებით გეცე და გამოგღადრო! -ნუცა, რა?.. შენ რა იცი, მე როდის და სად მაქვს სექსი? -მარტო შენ კი არ უთვალთვალებ მეზობლის ფანჯრებს, - ჩაიცინა ქალმა და მწადერ უკბინა. მამაკაცის წამოყვირებაზე კი გადაიკისკისა და ნატკენი ადგილის დასაამებლად რამდენჯერმე ნაზად აკოცა. -ჩემს მოთმინების უნარს ანადგურებ! ასე არ შეიძლება, - უკვე გმინავდა ბაჩო და ნელ-ნელა თავად იხრებოდა ქალისკენ. მისი დამათრობელი ნაზი ქოქოსის არომატი ლამის ჟანგბადად ჰქცეოდა ბარიდან აქამდე და ახლა, როცა ასე ახლოს ჰყავდა, თანაც თავად იწვევდა, უბრალოდ გული ვერ გაუძლებდა, თუნდაც ერთხელ რომ არ ეკოცნა. -ხვალ ამას ორივე ვინანებთ! - დანებებასავით ამოთქვა კაცმა, ძირს ჩამოსვა და ისე, რომ წამიც არ დაუკარგავს ქალის დაბუშტულ ტუჩებს მისწვდა. -მე არა, შენ ინანებ. ცოლი მე კი არ მყავს, - გაიცინა ქალმა და მამაკაცის მოქნილ ბაგეებს საკუთარი ააყოლა, - მშვენივრად მოგეხსენება, რამდენიმე დღის წინ რომ დავშორდი დიმას. ცოლის ხსენებაზე თითქოს ცივი წყალი გადაასხესო, ქალის ტუჩებს მოსწყდა და ფანჯრისკენ გაიხედა, რომელსაც სქელი სალათისფერი ფარდა ფარავდა. ნათია ალბათ მისულიიყო ამ დროს სახლში და მას ელოდა. -წადი, - ამოთქვა ქალმა და ბაჩოს ხელი ჰკრა, როგორც კი მისი სახის გამომეტყველება შენიშნა, - ცოლი გელოდება. მამაკაცის მზერა კვლავ მის წინ მდგომს დაუბრუნდა, რომელსაც სარაფნის სქელი ღილების შეხსნა დაეწყო და მაღალქუსლა ფეხსაცმლიდანაც ამოეყო ტერფები. -ბაჩო, წადი! - თავი გადააქნია ქალმა, ბოლო ღილიც გახსნა და მთლიანად მოიშორა სხეულიდან კაბა, - წადი და კვლავ მხოლოდ ფანჯრიდან ცქერით დატკბი, - ჩაიცინა და სულაც არ შერცხვენია მამაკაცის წინაშე მხოლოდ ქვედა საცვლის ამარად რომღა იდგა. ისიც დიდად ვერაფერს უფარავდა, სულ მთლად გამჭვირვალე იყო. -გილოცავ, ჩემი მოთმინების უნარი სულ მთლად ამოწურე და გაანადგურე, - დაიღრინა კაცმა და ისე დაიწყო ქშენა, გეგონებოდათ კორიდაზე გამოსული ხარია და წინ წითელ ნაჭერს უფრიალებენო. შემდეგ კი ხმის ამოღებაც არ აცადა, ისე მიიზიდა თავისკენ და ბაგეებზე დააცხრა. არც მათ დაკბენას ერიდებოდა და ქალსაც უფრო მეტად ახელებდა. ნუცამ როგორც კი დრო იხელთა, მაშინვე გადააძრო მაისური და მამაკაციც ნახევრად შიშველი დატოვა. ბაჩომ მხოლოდ ერთი ჩაიცინა, როცა ქალი გაშეშდა მისი შემყურე და ტუჩი მოიკვნიტა, შემდეგ კი მუცელზე შემოისვა და საწოლზე გადააწვინა. -მაგიჟებ, ნუცა, - ამოთქვა კოცნებს შორის და ქალის ყელის შესწავლას რომ მორჩა კოცნებით უფრო ქვემოთ გადაინაცვლა. წამით ვერ ეშვებოდა ქალის დახეთქვამდე დაბერილ მკერდს და ტუჩებითა და ხელებით ეფერებოდა, აღიზიანებდა და ტანქვეშმომწყვდეული ნუცას კვნესა საამო მელოდიასავით ჩაესმოდა ყურში. ქალს თითები ზეწარში აეხლართა და თავგადაგდებული ცდილობდა ბოლომდე შეეგრძნო ის სიამოვნება, რასაც მამაკაცი ანიჭებდა. ბაჩომ კიდევ უფრო ქვემოთ გადაინაცვლა, ცალ ხელს კვლავ არ უშვებდა ქალის მკერდს, მეორეთი კი ერთი მოძრაობით გახადა ქვედა საცვალი და მთლად შიშველ ქალღმერთს წამით სულშეკრულმა დახედა. არა, მეტის მოთმენა ნამდვილად არ შეეძლო. ტუჩებით კვლავ მკერდიდან გაუყვა გზას ქვემოთ და როდესაც ქალის ფეხებს შორის მოექცა, ნაზად წაეტანა და აკოცა. -ბაჩოო, - წამოიკივლა ქალმა. სხეული დაეჭიმა და წელში გაიზნიქა. თითები ზეწარში კიდევ უფრო მაგრად ახლართა და ქვედა ტუჩზე გამეტებით იკბინა. -ბაჩო, ასე შემოგაკვდები, - ნაწყვეტ სუნთქვას ამოაყოლა და თვალდახუჭულმაც კი იგრძნო, როგორ ჩაიცინა კაცმა. შემდეგ ნელა წამოიმართა, თავადაც გაიძრო დარჩენილი სამოსი, რაც სხეულს უფარავდა და ხელი შარვლის ჯიბისკენ რომ გააცურა, ქალმა არ დაანება. -მერწმუნე, არ გჭირდება, - ჩურჩულით უთხრა და კვლავ ტუჩებზე წაეტანა. კაცსაც აღარ უყოყმანია, ძალიან ნელა გააერთიანა მათი სხეულები და ნუცასთან ერთად ამოიოხრა. -ახლა გავგიჟდები! - წამოიკივლა ნუცამ, როცა ბაჩომ კვლავ ძალიან ნელა გააგრძელა მოძრაობა და თან ქალის სხეულის არც ერთ წერტილს არ ტოვებდა შეუსწავლელს. საწოლზე მოთავსდა, ნუცა კალთაში ჩაისვა, მთელი სხეულით მიიწება და გაისიგრძეგანა. იმდენად არ ეთმობოდა თითოეული შეგრძნება, რასაც ეს ქალი იწვევდა მასში, რომ მზად იყო, მთელი ცხოვრება ასე, მასთან ჩახვეულს გაეტარებინა. გრძნობდა როგორ გროვდებოდა სიამოვნების თითოეული წვეთი სადღაც ქვემოთ, ნელ-ნელა იზრდებოდა და სადაც არაა უნდა გამსკდარიყო. -მიდი, პატარავ, - ძლივს ამოთქვა კაცმა და თითქმის იმავე წამს მოეშვა ქალის დაძაბული სხეულიც, რომელიც კიდევ რამდენიმე წამის განმავლობაში თრთოდა და კანკალებდა განცდილი სიამოვნებისგან. მილიმეტრითაც კი არ შორდებოდა მამაკაცს და კიდევ უფრო მჭიდროდ ხვევდა ხელებს. კბილებით იყო ჩაფრენილი კაცის მხარს და საკუთარ ანაბეჭდს უტოვებდა. შემდეგ მოეშვა, კბილები ტუჩებით ჩაანაცვლა და რამდენჯერმე ნაზად და ხმაურით აკოცა. -მშურს შენი ცოლის, - ძლივს ამოთქვა ნუცამ და ისე, რომ მამაკაცის სხეულთან ერთიანობა არ დაურღვევია, აბურდულ საწოლზე ხელის კვრით გადააწვინა და პლედი გადმოიფარა. -ჩემი ცოლის ძალიან ბევრს შურს, - ქალის სიტყვები შეიფერა ბაჩომ და როცა უკეთესად მოთავსდა ბალიშებზე, უფრო მჭიდროდ მოხვია ხელი და ალერსისგან გაწითლებული ტუჩები კიდევ უფრო დაუწითლა. -არ წახვიდე, ხო? - სთხოვა ჩურჩულით, მის მკერდზე უკეთესად მოთავსდა და იქვე აკოცა. -რომც გაგეგდე, მაინც არ ვაპირებდი არსად წასვლას, - გაეცინა ბაჩოს, ქალის თმებში თითები ახლართა და მის ნეტარ გამომეტყველებაზე გულიანად გაეღიმა, - გიყვარს, არა, როცა თმებზე გეფერებიან? -ძალიან, - გამაძღარი კნუტის ხმით კრუსუნებდა ქალი და ბაჩოს მისი ტუჩების და ამონასუნთქი ჰაერის კანზე შეგრძნებისასაც კი ბუსუსები აყრიდა, - დედაჩემმა იცოდა ხოლმე, თუ ვერ ვიძინებდი, ჩემთან ერთად წვებოდა და თმაზე მეფერებოდა. შემდეგ ცოტა ხანს გაჩუმდა და როდესაც კაცს ეგონა რომ უკვე ეძინა, მაშინ წარმოთქვა ძალიან, ძალიან ხმადაბლა: -არ გამიშვა, კარგი? არასდროს გამიშვა. სულ ასე გყავდე, გთხოვ, - ამოიჩურჩულა ქალმა და ამჯერად ნამდვილად წამებში ჩამოეძინა. დილით ნუცაზე ადრე გამოეღვიძა და ჯერ კიდევ მის სხეულზე სუროსავით შემოხვეულ ქალს ღიმილით დახედა. იმდენად ფრთხილად მოიცილა სხეულიდან, რომ თითქმის არც კი შერხეულა და სწრაფად ჩაიცვა. მისი მობილური ზუზუნს არ წყვეტდა, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია. მის ბალიშს ჭაბღაუჭებულ ქალს დახედა, შემდეგ კი სამზარეულოსკენ გაიკვლია გზა და საუზმის მომზადება პირველად ცხოვრებაში თავად ითავა. ვერცხლისფერ ლანგარზე დაალაგა გახუხულ პურებში მომწყვდეული მდნარი ყველის ნაჭრები, ახლადმოდუღებული ყავა, იქვე ლარნკიდან ერთი ყვავილის ამოძვრენაც არ დავიწყებია და საძინებლისკენ გაეშურა. ქალს ჯერ ისევ ეძინა, ამიტომ ფრთხილად მიუწვა გვერდით და ნაზდ შეანჯღრია. -ნუცაა, - ჩასჩურჩულა ყურში და იქვე აკოცა, - ნუცა, პატარავ, გაიღვიძე. -მმმ... - ამოიბუტბუტა ქალმა, მკლავზე ხელები შემოხვია და იმის ნაცლად, რომ გამოფხიზლებულიყო, მის ყელში ჩარგო თავი და ძილი გააგრძელა. -ნუცა, გამოფხიზლდი, - ამჯერად ღიმილით შეანჯღრია და სახეზე ჩამოყრილი თმა ნაზად გადაუწია ყურს უკან. -ვერ გიტან, - ამოიდუდღუნა ქალმა და ამჯერად ნამდვილად გაახილა თვალი. -მეც ვგიჟდები შენზე, - კვლავ გაუღიმა კაცმა და ძილისგან აღუებულ ღაწვებზე აკოცა, - ნახე, რა მოგიტანე, - წამშივე მოსცილდა და სინი მუცელზე გადმოიდო. -არ მჯერა, - ხელები სახეზე აიფარა ქალმა და თვალებაბრჭყვიალებულმა გახედა, - მადლობა, მადლობა, -წამოიძახა და გახარებული მოეხვია ყელზე. ასეთი იყო ნუცა, სულ მცირე დეტალიც კი ძალიან ახარებდა და აბედნიერებდა. უხმოდ ისაუზმეს, შემდეგ კი ბაჩოს წასვლის დრომ მოაწია. გემრიელად დაუკოცნა სისხლისფერი ტუჩები ქალს, მართალია, არ ეთმობოდა, მაგრამ ბოლოს მაინც გაუშვა და სახლისკენ წავიდა. სახლში შესულს კი ნათია ჯალათივით კარებშივე შეეგება. -სად იყავი? - ნორმალურად სახლში შესვლაც არ აცადა, მაშინვე რომ ეცა და კითხვების კორიანტელი დააყენა, - ან ტელეფონი სად ჯანდაბაში გქონდა, ერთხელ მაინც დაგეხედა, იქნებ მიმხვდარიყავი, რომ ვნერვიულობდი! -სად ვიყავი და ქალებში, - მხრების აჩეჩვით უპასუხა ბაჩომ და სააბაზანოსკენ წავიდა. -სიმართლის თქმა თუ არ გინდა, სისულელეებსაც ნუ მებოდიალები! - ამოიღრინა ქალმა და სააბაზანოს კარზე მუშტი დააბრახუნა. -თუ არ გჯერა, შენი ნებაა, - ონკანი მოუშვა ბაჩომ და ცხელი წყლის ქვეშ დადგა. მართალია, ენანებოდა ნუცას სურნელი სხეულიდან ჩამოსაბანად, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. შემდეგი ერთი კვირა ისე გავიდა, ერთმანეთი თვალითაც არ უნახავთ. მხოლოდ ფანჯრებიდან თუ მოჰკრავდნენ ხოლმე თვალს და მობილურზე შეტყობინებებს უტოვებდნენ. მაგრამ იმ საღამოს ნუცამ უცნაური შეტყობინება გამოუგზავნა, აივანზე გამოდიო. ნათია სააბაზანოში იყო შესული და მისთვის ნამდვილად არ ეცალა. სპორტულების ამარა გავიდა აივანზე და მოპირდაპირე კორპუსს გახედა. შუქები თითქმის ყველა სართულზე ჩამქვრალიყო, მაგრამ მეხუთე სართულიდან მაინც ჩანდა მბჟუტავი სინათლე. ნუცა ფანჯარასთან იდგა ატლასის ღამის პერანგით და პირდაპირ მისკენ იყურებოდა. მიხვდა, რომ ახლა რაღაც საოცრებას იხილავდა, მაგრამ ამდენსაც არ ელოდა. ქალმა ერთი ეშმაკურად ჩაიცინა, შემდეგ კი ძალიან ნელა წაიღო ხელი მხრებისკენ და ჯერ ერთი ბრეტელი გადმოიგდო, შემდეგ მეორე. საღამურმა ქვემოთ ჩაცურება იწყო და ლამის მთელი მკერდი გამოუჩნდა. ცალი ხელი ნელა წაიღო ყელისკენ და სრიალით დაუყვა მკერდისკენ, ხოლო მეორეთი ნელ-ნელა დაიწყო საღამურის აკეცვა და ტუჩზე იკბინა, როცა ბარძაყი ოდნავ მოუშიშვლდა. ბაჩოს სუნთქვაც კი დაუმძიმდა, მაგრამ წამითაც არ აცილებდა მზერას. მაგრამ მოულოდნელად ყველაფერს შეეშვა, კაცს მასთან მისვლის ნიშნად ხელი დაუქნია, საყვარლად გაუცინა და ერთი ხელის მოსმით გადააფარა ფარდები. -გამაგიჟებს, ეს გოგო ნამდვილად გამაგიჟებს! - ამოიბურტყუნა და უკანმოუხედავად გავარდა კარში. ჯერ ორი წუთი ეზოში იბოდიალა, ვითომ მაღაზიაში მიდიოდა, შემდეგ კი კორპუსებს შემოუარა და უკანა ეზოდან შევიდა სადარბაზოში. ეს და სხვა არაერთი ვნებიანი ღამე გაატარეს ერთად, სანამ ის ავადასახსენებელი დღე არ დადგა. სამსახურიდან დაბრუნებულს ცოლი ავი მზერით შეეგება და ბაჩოს კარი ნორმალურადაც არ ჰქონდა მიხურული, მისაღებში მდგარი ყვავილებიანი ვაზა რომ გაფრინდა მისკენ. -სულ მთლად შეიშალე? - იყვირა კაცმა და ამჯერადაც აიცილა მისკენ გამოფრენილი საგანი. -ეს იმის გამო, რომ მღალატობდი, - კიოდა ქალი და უფრო და უფრო მეტ ნივთს ისროდა, - ეს იმის გამო, რომ ჩვენს მეზობელთან მღალატობდი! ახლა კი დატკბი იმით, რაც დაიმსახურე! - კიდევ ერთხელ უკივლა და აივნისკენ გაახედა. -ნათია, რა ჩაიდინე? - ხმა ჩაუვარდა ბაჩოს და ერთიანად გაბრდღვიალებულ სახლს დააკვირდა, საიდანაც წამის წინ ყვირილის ხმა მოისმოდა, ახლა კი ყველაფერი ჩაწყნარებულიყო. ქალისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია, ისე გავარდა გარეთ და ხუთი სართული შეუსვენებლივ აირბინა. გულმა რეჩხი უყო, როცა კარი შეღებული, ხოლო იქაურობა არეული დახვდა. -ნუცაა! ნუცა, სად ხარ? - ყვიროდა და გაშმაგებული დაეძებდა ქალს. ბოლოს იპოვა კიდეც. უგონოდ იწვა იატაკზე და იმდენად იყო ცემისგან დალილავებული, სახის ნაკვთებს ნორმალურად ვერც კი გაარჩევდით. თავიდან შეხებაც კი ვერ გაბედა, მაგრამ შემდეგ სწრაფად აიტაცა და საავადმყოფოში წაიყვანა. არც ერთი წამით მოსცილებია გვერდიდან მას შემდეგ, რაც პალატაში გადაიყვანეს და ბოლოს, როგორც იქნა, გონსაც მოვიდა. -ბაჩო, - ამოიჩურჩულა ნუცამ და თვალები მინაბა, როცა კაცმა საბნის ზემოთ დატოვებულ ხელზე ტუჩები მიაწება, - მითხარი, რომ კარგად ხარ და ჩემ გამო არაფერი დაგმართნია. -მე რა უნდა მომსვლოდა? - გაიოცა კაცმა. წამითაც არ წყვეტდა ხელზე ფერებას. -მან გაიგო. ჩვენზე გაიგო, - ლამის ამოიტირა ქალმა და თვალი აარიდა. -ვინ მან, ნუცა? ვინ ჩაგაგდო ასეთ დღეში? -მამაჩემმა. -რაა? კი, მაგრამ როგორ გაგიმეტა ასე? -არ ესმის, რომ ჩემს ცხოვრებაში ჩარევის უფლება არ აქვს, - ამჯერად ნამდვილად ტიროდა ქალი. -კარგი, კარგი, ჩემო საყვარელო, დამშვიდდი, გთხოვ, - ეფერებოდა ბაჩო და ნაზად დააცოცებდა ქალის ცრემლებისგან დასველებულ სახეზე თითებს. -არ შემიძლია. დედაჩემიც მისმა ამ სიმხეცემ შეიწირა. იმდენად ეჭვიანი იყო, ბოლოს ვეღარ გაუძლო და თავი მოიკლა. ახლა უნდა, რომ მეც მასსავით დავასრულო სიცოცხლე. -ჩშშ... ნუ ტირი, ყველაფერი კარგად იქნება. მე შენთან ვარ, პატარავ. ყველაფერი კარგად იქნება, - გულში ჩაიკრა გულამომჯდარი ნუცა. მონოტონურად ეჩურჩულებოდა და თან თავზე უსვამდა ხელს. -არ შეგვეშვება, - როგორც იქნა, დამშვიდდა და ამოთქვა ქალმა, - ჩემ შემდეგ შენ მოგადგება და ნამდვილად არ მინდა, რამე დაგიშაოს. -არ მეშინია, ნუცა. მთავარია, შენ იყო კარგად. -არადა უნდა გეშინოდეს, - ჰაერი სტვენით ჩაუშვა ფილტვებში და თავადაც მიეფერა მამაკაცს სახეზე, - ვერ მოისვენებს, სანამ არ გაიგებს, რომ შეგეშვი. ცოლიან მამაკაცთან საქმე როგორ დაიჭირეო. შემარცხვინეო. არც კი იცი, რა აღარ მეძახა. -მაგაზე ნუ დარდობ, გთხოვ. ყველაფერს მოვაგვარებთ. -არა, ბაჩო. არ იქნება მასე, - ამოიოხრა და მზერა აარიდა კაცს. -ნუცა, რას აპირებ? -მე... მე წავალ, - ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და თვალები დახარა ქალმა, - ცოტა ხანს ავორთქლდები აქედან. ჩემს თავს ვერ ვაპატიებ, რამე რომ დაგემართოს. ისიც დამშვიდდება და შემდეგ დავბრუნდები. აუცილებლად დავბრუნდები, გპირდები. -არა! - წამოიყვირა კაცმა ისე, თითქოს სიცოცხლის მთავარ არსს ართმევდნენ. და არ იყო ასე თუ? -გთხოვ, არ შემეწინააღმდეგო. აზრს მაინც არ შევიცვლი. ცოტა ხანს თვალებში უყურა და როცა გააცნობიერა, რომ ქალი მართლაც მტკიცედ იდგა თავის აზრზე და წამითაც არ გადავიდოდა, ამოიოხრა. -კარგი, იყო ისე, როგორც შენ გინდა. მაგრამ ნუცა, ერთი დაიმახსოვრე. მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ და შეეცადე მალე დამიბრუნდე. -მეც მიყვარხარ, - ამოიჩურჩულა ქალმა და მამაკაცის იმ დროისთვის უკანასკნელ კოცნას დაუნანებლად აჰყვა. მერე? მერე გაქრა საპნის გამსკდარი ბუშტივით და ბაჩოს სახლის მოპირდაპირე სადარბაზოს მეხუთე სართულზე დიდხანს აღარ ანთებულა შუქი! ბოლო ერთი წლის განმავლობაში მის ყოველდღიურ რუტინად სახლი-სამსახური იქცა. შიგადაშიგ მეგობრებთან ერთად ბარში გავლასაც გამოურევდა ხოლმე, მაგრამ ეს იმ იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენდა, მხოლოდ თვეში ერთხელ რომ ხდებოდა. ნუცა წავიდა, მალევე კი ნათიაც აორთქლდა და დარჩა ასე მარტო. თავისუფალ დროს ჩამოჯდებოდა და აივნიდან გასცქეროდა მოპირდაპირე კორპუსს, სადაც ამდენი ხნის განმავლობაში ერთხელაც კი აღარ გახსნილა მეხუთე სართულის ფანჯრები. დროც თითქოს სპეციალურად ნელა გადიოდა. შეხედავდა საათზე მოწიკწიკე ისრებს და იმედგაცრუებული კვლავ არიდებდა მზერას. დროის ერთ-ერთი ერთი ნაკლიც ხომ სწორედ ესაა, როცა ყველაზე მეტად გინდა მისი გასვლა, სწორედ მაშინ ანელებს სვლას და შენს მოლოდინს აუტანელს ხდის. სრული ერთი წელი გავიდა, მაგრამ არანაირი სიახლე. ვის არ მიმართა, ვინ არ შეაწუხა, მაგრამ ამაოდ. სტამბულის აეროპორტიდან ნუცას კვალი დაიკარგა, გაქრა და ვეღარსად მიაგნო. არც იმით დაინტერესებულა დიდად, მის გვერდით მცხოვრებმა ჩხეიძეებმა ბინა რომ გაყიდეს და რამდენიმე დღეში ახალი მეზობელი გადმოუვიდა. ისიც კი არ გაუგია, ვინ გადმოსახლდა. იმ დღესაც ახალი დამთავრებული ჰქონდა საუზმობა, მოულოდნელად ზარი რომ დარეკეს და ხელში არც მეტი არც ნაკლები ნათია შერჩა. -გამარჯობა, ბაჩო, გამარჯობა, - მიპატიჟებას არც კი დალოდებია, ისე შევიდა სახლში და სავარძელში მოკალათდა. -აქ რა ქარმა გადმოგაგდო, ნათია? -მომენატრე-მეთქი, რომ გითხრა, მაინც არ დამიჯერებ, გაიცინა ქალმა, - ამიტომ პირდაპირ საქმეზე გადავალ. შენთვის ორი კარგი და ერთი ცუდი ამბავი მაქვს და რომლით დავიწყო? -ჯანდაბას, იყოს კარგი. -როგორც შენ იტყვი, - მხრები აიჩეჩა ქალმა, ჩანთა მოიხსნა და იქიდან ქაღალდები ამოაძვრინა, - პირველ რიგში, ორსულად ვარ და რამდენიმე კვირაში ვთხოვდები. ხოლო, რაც შეეხება მეორე ამბავს, დღეიდან შენი ცოლი აღარ ვარ, - და კაცის წინ მოაწერა ქაღალდებს ხელი, - აჰა, გამომართვი. გილოცავ, ყოფილო მეუღლევ. ბაჩოს სახეზე ნერვიც არ შეტოკებია. უგულისყუროდ დახედა საბუთებს, მადლობის ნიშნად თავი დაუქნია და წვერიან ლოყაზე ჩამოისვა ხელი. -და ცუდი ამბავი რაღაა? -დღეს გარეთ არ გაგიხედავს, ხომ? შენი გოგოს სახლში ვიღაც უცხო ოჯახი გადმოდის. -რაო? - აქ კი იკადრა ფეხზე წამოდგომა კაცმა და მაშინვე აივნისკენ გავარდა. ნათია მართალი იყო. მეხუთე სართულის ბინის ფანჯრები ფართოდ გამოეღოთ და მუშები ახალ ავეჯს ეზიდებოდნენ. ეზოში კი რამდენიმე უცხო ბავშვი დახტოდა და ქალის სიტყვებს, შორს ნუ წახვალთო, ყურადღებას ნაკლებად აქცევდა. -ჯანდაბა და ნუცა? - აღმოხდა ბაჩოს და იქვე მდგარ სავარძელზე ჩაეშვა. -მე წავედი, - გამოსძახა ნათიამ, საბუთები იქვე დაუტოვა ხელუხლებლად და გაუჩინარდა. თავის ფიქრებთან ასე განმარტოებით ჯდომა მხოლოდ რამდენიმე წუთს აცადეს. შემდეგ კარზე ისეთი კაკუნი ატყდა, გეგონებოდათ კიდევ ერთი მსოფლიო ომი დაიწყო და ბაჩოს წასაყვანად მოსულიყვნენ, რათა წინა ხაზზე გაეშვათო. -მოვდივარ, მოვდივარ! - იყვირა ნერვებმოშლილმა და ჭუჭრუტანაში არც კი გაუხედავს ისე გამოხსნა კარი. გამოხსნა და მაშინვე ადგილზე გაშეშდა. არა, დაუჯერებელი იყო. მის წინ ნუცა იდგა, ჯანმრთელი და საღსალამათი. თმა კიდევ უფრო დაგრძელებოდა და დალალები ამჯერად წელამდე სწვდებოდა. -გამარჯობა, მე თქვენი ახალი მეზობელი ვარ. აი, აქ, გვერდით ბინაში გადმოვედი, - ღიმილით დაიწყო ნუცამ ლაპარაკი და კედელს მხრით მიეყრდნო, - ხოდა, მეზობელო კარისაო, გავიგე ცოლს გაშორებიხართ და სახლში არ შემომიპატიჟებთ? ბაჩოსაც გაეცინა. შემდეგ კი ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მოავლო ქალს ხელი და სახლში შესვა. ბოლო ფიქრი, რომელმაც თავში გაუელვა, სანამ ნუცას ტუჩებს ეპატრონებოდა და შემოსასვლელ კარს ქალის დახმარებით ხურავდა, იყო, რომ ნუცა იყო ის ერთადერთი, რომელსაც ჭკუიდან გადაჰყავდა. *** მართალია, პატარაა, მაგრამ მე მაინც იმედი მაქვს, მოგეწონებათ ერთ დღეში მოვარდნილი მუზით და ორ დღეში დაწერილი ეს ისტორია. გელოდებით და მიყვარხართ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.