შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემთხვევით შეყვარებული《15》


29-10-2019, 14:17
ავტორი წერო:)
ნანახია 1 953

ანანო საპირფარეშოდან გამოვიდა და ეცადა სახეზე არაფერი შესტყობოდა როცა იგრძნო მკლავზე თითები როგორ ჩასჭიდა და თავისკენ მიატრიალა ნიკამ
_მაპატიე ანანო...არ მინდოდა ეს რომ გენახა...
_რა თქმა უნდა არ გენდომებოდა_მიუგო ირონიულად ანანომ_შენს გოგოს უთხარი ზრდილობა ისწავლოს,არც შენ გაწყენდა
_ის ჩემი გოგო არ არის_შეიშმუშნა ნიკა_მე უბრალოდ ბევრი დავლიე და თან ისიც არ მშორდებოდა და...მოკლედ ასე მოხდა
_და მე რატომ მიხსნი?!_იკითხა ანანომ მკაცრად
_იმიტომ რომ...იმიტომ...არ მინდა ჩემზე წარმოდგენა დაგიმსხვრიო...
_დაგაგვიანდა_ცივად უთხრა ანანომ თვალებზე მომდგარი ცრემლები არ შეიმჩნია და უკან გამობრუნდა

***
_კაი ღადაობ?მერე?_ორივე დაქალი პირდაღებული უსმენდა ხმაგატყდარ უხასიათო ანანოს
_რა მერე!რა მერე!აღარ არის მერე!დავინახე კოცნაობდა,ვიყვირე,ვიჩხუბე,გამოვედი და თავისი აზრით ბოდიში მომიხადა!რა არის გაუგებარი?
_მაპატიე_ჩაიბურტყუნეს ლიკამ და ნუცამ.ანანოს ნამუსმა შეაწუხა.მაგრამ მაინც არ თქვა რამე
_შენ რას ფიქრობ?_ფრთხილად კითხა ნუცამ ცოტა ხნის შემდეგ
_რას უნდა ვფიქრობდე ნუცა_ჩუმად თქვა გოგომ_ის ჩემი არასდროს ყოფილა რომ რამე მოვთხოვო მაგრამ საშინელ გულისწყვეტას განვიცდი,არ აღმოჩნდა ისეთი როგორიც მეგონა.მითუმეტეს ვფიქრობდი რომ მასაც მოვწონდი.თურმე არ მოვწონდი ან დიდი-დიდი როგორც სათამაშოს ისე მიყურებდა_ანანომ სახე ხელებში ჩამალა და ყელში გაჩხერილი ბურთი მძიმედ გადააგორა
_ის შენ როგორც სათამაშოს არასდროს შემოგხედავდა ანანო_მტკიცედ უპასუცა ნუცამ. ანანომ პირი გააღო რომ რაღაც ეთქვა_შეიძლება შენი თავის რწმენა არ გაქვს მაგრამ ის მაინც დაიჯერე რომ ნიკა ამას მე ვერ გამიკეთებდა!ჩემს დაქალს ის ასე არასოდეს შეხედავდა სულ რომ მსოფლიო პორ.ოვარსკვლავი იყო!
_არ ვიცი..._ანანომ თავი ისევ ხელებში ჩარგო.
_ანანო ნუ მიაქცევ რა ამდენ ყურადღებას_თბილად თქვა ლიკამ_მართალია ფეხებზე ვერ დაიკიდებ მაგრამ ასე ძალიანაც ნუ გადაყვები რა...მთვრალი იყო ბოლობოლო.თან ყველა წმინდანი არაა
_ასე მაინც არ უნდა იქცეოდეს_ჯიუტად თქვა ანანომ._ამას ვერ დავივიწყებ...
***
ეს რა ჯანდაბა გავაკეთე?!ძლივს დამთბარ ურთიერთობას ასე უცებ როგორ გავუნადგურე მომავალი?!ამდენი არ უნდა დამელია!საკუთარი თავის კონტროლი როდის უნდა ვისწავლო?
ნიკა სპორტდარბაზში მთელ თავის ენერგიას ხარჯავდა და ფიქრისგან თავი უსკდებოდა.
ვარჯიშიც კი ვერ შველიდა ახლა გონების გამორთვას.ორ საათზე მეტი იქნებოდა რაც სპორტდარბაზში იყო ვარჯიშობდა და ფიქრობდა სიტუაცია როგორ გამოესწორებინა მაგრამ ერთადერთი რაც ახლა კარგად გამოდიოდა ეს საკუთარი თავის ლანძღვა-გინება იყო.
სამ საათში სპორტდარბაზიდან რომ გამოვიდა თავი ჩვარი ეგონა.შინაგანადაც "მომჩვარული"იყო.
სასტუმროში მივიდა პირდაპირ თავის ოთახში შევიდა დაიბანა და მერე დასაძინებლად დაწვა.იფიქრა იქნებ ძილის მერე მაინც მომაფიქრდეს რამეო.ცოტახანში კარებზე ბრახუნმა გააღვიძა და სანამ "შემოდის" თქმას მოასწრებდა მანამდე შემოვარდა ოთახში ნუცა.ბიძაშვილს თვალები დაუბრიალა და დოინჯი შემოიტყა.
_რა გააკეთე?
_რ..აა?_ძილისგან დაბოხებული ხმით ძლიბს უპასუხა საწოლზე წამომჯდარმა ნიკამ რომელიც აზრზე ვერ მოსულიყო რაზე ელაპარაკებოდა ნუცა
_დაგავიწყდა კიდეც?ასეთი ჩვეულებრივი მოვლენაა?
რა კოცნა-პროჟნა აიტეხე?
_გეხვეწები თუ ლექციების
კითხვას აპირებ კარი გაიხურე და გადი თუ რჩევა გაქვს რამე კი მითხარი!_ნიკამ თმებში ხელი შეიცურა და დაამთქნარა
_ანანო ხომ მოგწონს არა?_ხმადაბლა კითხა ნუცამ_დაბადებიდან გიცნობ მოტყუება არ სცადო
_მერე?_უთხრა დანებებლმა ნიკამ ნუცამ გაიღიმა
_მაშინ ყურებს ნუ ჩამოყრი სიტუაცია გამოასწორე და მისი გული მოიგე!არ გაგიჭირდება
_ ნუ გამაცინე მეგონა რამე ახალს მეტყოდი.როგორ უნდა გამოვასწორო?
_დაუმტკიცე რომ უნამუსო საქონელი არ ხარ!
_რ ო გ ო რ ?_უთხრა შეღონებულმა მოთმინებიდან გამოსულმა ბიჭმა
_რა ყველაფერს მე მეკითხები სიყვარულმა დაგადებილა?_ატიტინდა ნუცა_კაცი არა ხარ?რამე ქენი!
_ვაიმე ნუცა მომცილდი ძილი დამაცადე.ავაგე მეც კიდე ოცნების კოშკები მეთქი დამეხმარებათქო.გადი გაიარე!
_ძილით ვერაფერს გამოასწორებ ახლავე ფეხზე აბრძანდი და გამობრძანდი დროზე საჭმელი ჭამე!ყველანი ერთად ვჭამთ და იქნება დაილაპარაკოთ გეშველოთ რამე!
_ყველა ერთად..?_კითხა შემცბარმა
_კაი ნიკა ნუ ჩაიფსი_ჩაიხითხითა ნუცამ და ოთახიდან გავარდა.ნიკა საწოლიდან ფეხი თრევით ადგა მუქი ლურჯი მაისური გადაიცვა და სამზარეულოში გავიდა.იქ მარტო ანანო დახვდა რომელიც თაროდან თეფშებს აწყობდა.ხო აბა ნუცა რას იზამდა? ამათ მარტო დატოვებას არ ეცდებოდა სულ?
_საჭმელი რა არის?__იკითხა ნიკა.ანანო შეხტა და ბიჭს გამოხედა
_ცეცხლი
_კიდევ?
_ნავთიც თუ გინდა_უპასუხა ირონიულად ანანომ
_რას მერჩი?_კითხა ნიკამ ღიმილით
_არაფერს რას უნდა გერჩოდე_მხრები აიჩეჩა ანანომ და თეფშები მაგიდაზე დაალაგა
_ვერ ხარ ხასიათზე_ისე ლაპარაკობდა ნიკა თითქოს ვერაფერს ხვდებოდა.
_რას გადამეკიდე?_იყვირა ანანომ.ნიკამ გაოცებულმა შეხედა არ ელოდა ასეთ რეაქციას.
_არ გადაგკიდებივარ...რა გჭირსთქო ის ვიკითხე...მართლა რა დაგემართა?
_სიკვდილი!_ბებერი ქალივით იწყევლებოდა ანანო
_რა დამემართადა ცხოვრება დამცინის!საერთოდ არაფერი გამომდის! ყველას ფეხებზე ვკიდივარ!მშვენივრად ვარ!სინამდვილეში არაფერიც არ მჭირს!ეს ჩემი ჩვეულებრივი ცხოვრებაა!_ანანო ოთახიდან გაიქცა და საპირფარეშოში შევიდა.მწარედ ატირდა და ვერ ჩერდებოდა,ქვითინებდა.ასე უცბად და ძლიერად რატომ ატირდა თავადაც არ იცოდა.სახეზე წყალს ისხამდა მაგრამ არ შველოდა.კარზე კაკუნი გაისმა
_ანანო აქ ხარ?_ნიკას ხმა იყო
_არა!_უკივლა ანანომ
_შემოვდივარ!_ნიკა პასუხს აღარ დალოდებია.ოთახში პირდაპირ შევიდა.ანანომ სარკეში,ოთახში შემოსული ნიკა რომ დაინახა მისკენ სწრაფად გატრიალდა
_რა გინდა?_კითხა უხეშად
_რატომ ტირი?_ნიკას ხმა შეცვლოდა.სახეს კი უფრო სერიოზული გამომეტყველების მიღება თუ შეეძლო ვერ იტყოდი
_შენი საქმე არაა
_დავაშავე რამე?
_არაფერი
_აბა მე რაღას მერჩი?
_მაღიზიანებ!არ შეიძლება საკუთარი პრობლემა მქონდეს?!
_და რა პრობლემაა ასეთი?_ნიკა თბილად ლაპარაკობდა და ანანოს უახლოვდებოდა ნელნელა
_არ მინდა ამაზე საუბარი!
_მითხარი...
_გთხოვ...შემეშვი_ხმაგამტყარმა ახედა ნიკას რომელიც უკვე მასთან იდგა და ლამის ცხვირით ეხებოდა
_არ შეგეშვები სანამ არ მეტყვი რა ხდება_ნიკამ მკლავები მოხვია და გულში ჩაიკრა.ანანო აფართხალდა
_გამიშვი ახლავე!ნუ მეხები!თავი დამანებე!_ყვიროდა გოგო მაგრამ ბიჭი არც კი ინძრეოდა
_გული ხომ არ გაგიტეხეს?_ღიმილით დახედა ნიკამ.ანანო გაშეშდა
_რა თქვი?
_რაც გაიგე!
_არა!
_კი!კი!ნეტავ იმ ბიჭის აზრები გამაგებინა ვინც ასე გატირებს
_რას ლაპარაკობ?_ანანოს თვალები გაფართოებოდა
_მაგ ბიჭის ცემა მინდა_თავისას აგრძელებდა ნიკა_რატომ ვერ გაჩერდა თავის ადგილას?რატომ ვერ მოაბა თავის სათქმელს თავი თავიდანვე?ახლა რატომ ლაპარაკობს ამას?
_რას ბოდიალობ?_ანანოს ხმა ჩახლეჩვოდა
_მომწონხარ!_ჩაეღიმა ნიკას და გაშეშებულ პირდაღებულ ანანოს თვალებში ჩახედა_მომწოხარ და ვნანობ იმას რაც გუშინ ჩავიდინე მაგრამ მთვრალი ვიყავი...ვიცი რომ ამიტომ ხარ უხასიათოდ ვიცი რომ ამიტომ ტირი.მაგრამ ყველაფერს გამოვასწორებ!შანსი მომეცი დაგიმტკიცე რომ ასეთი არ ვარ!
_ნარცისი ხარ!და კიდევ ამაზე უარეს მომენტს ვერც კი აარჩევდი..._ერთწუთიანი დუმილის შემდეგ უპასუხა ანანომ თავი მისი მკლავებისგან დაიძვრინა და საპირფარეშოდან გავიდა.
რას გრძნობდა ვერ გაეგო.
ერთდროულად გაუხარდა,გაბრაზდა,ესიამოვნა,გაცეცხლდა,დაიბნა.
ყველაზე მეტად არ მოელოდა ახლა ნიკასგან ამას.გუშინ ვიღაცას კოცნიდა დღეს სიყვარულს უხსნის.ასე არ შეიძლება!ვერ ხვდებოდა ნიკა რას თამაშობდა.თამაშობდა?ანანომ არაფერი იცოდა.თავში ნუცას ნათქვამი ამოუტივტუვდა რომ მას როგორც სათამაშოს არასდროს შეხედავდა და გაიღიმა.ეს ღიმილი სწრაფად მოიშორა როცა ოთახში შემოსული ნიკა და ნუცა დაინახა.არ აპირებდა ნიკასთვის ასე უცბად დაექნია თავი და ეთქვა მეც მომწონხარო.



ვიცი ვიცი ვიცი უსაშინლესი და უპატარავესი თავია რაც კი ოდესმე დამიწერია მაგრამ სამდღიან ექსკურსიაზე ვიყავი და დავიღალე თან ვერ ჩამოვყალიბდი რა მინდა.რამდენჯერ დავჯექი და წერა დავიწყე არ იცით.უბრალოდ თავში არაფერი მომდიოდა.მაკრიტიკეთ რამდენიც გაგეხარდეთ დდ გამოვასწორებ აუცილებლად.ეს თავი "მოვალეობის მოხდის მიზნით" დავდე დდ იმიტომ რომ ვიცოდი ბეევრი დამაგვიანდებოდა.ვეცდები მომდევნოში ყველაფერი გამოვასწორო და გავზარდო.უბრალოდ დამეხმარეთ დდ იცით როგორაცდდ



№1 სტუმარი სტუმარი ანა

მთავარიაა არშეწყვიტოო დაა მოვაა მუზაა თავისთვის (მაიინც კაი თავი იყოო ცოტა ინტრიგაშიც დავრჩი ასე მალე როშეწყვიიტე მაგრამ მთავავარია არშეწყვიტო (ველი ახალ თავს გულით და სულით :-)) ♡♡♡♡

 


№2  offline წევრი წერო:)

სტუმარი ანა
მთავარიაა არშეწყვიტოო დაა მოვაა მუზაა თავისთვის (მაიინც კაი თავი იყოო ცოტა ინტრიგაშიც დავრჩი ასე მალე როშეწყვიიტე მაგრამ მთავავარია არშეწყვიტო (ველი ახალ თავს გულით და სულით :-)) ♡♡♡♡

გელოდით სულით და გულიით დდ♡♡♡♡♡
როგორ გამახარეეე♡♡♡♡ვეცდები იმედები არ გაგიცრუო:);)

 


№3 სტუმარი სტუმარი nancho

მშვიდად იყავი,მასე თუ განიცადე მუზები გაგიფრინდება,წერა რომ ადვილი იყოს ყველა დავწერდით.

 


№4  offline წევრი წერო:)

სტუმარი nancho
მშვიდად იყავი,მასე თუ განიცადე მუზები გაგიფრინდება,წერა რომ ადვილი იყოს ყველა დავწერდით.

მშვიდად ვარ დდ აფორიაქების რა შემეტყო?:)დდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent