შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემთხვევით შეყვარებული ^6^


30-09-2019, 08:04
ავტორი წერო:)
ნანახია 2 029

მეგობრები ზღვაზე კიდევ ცოტახანი დარჩნენ შემდეგ დაიშალნენ და შეკრება საღამოსთვის გადაწყვიტეს.
_ აუ როგორ მეძინებაა_თქვა ანანომ_ვაფშე ყველაფერი მეზარება
_ იავნანა გიმღერო? _ კითხა ნიკამ
_ არა მადლობა მერე რაღა დამაძინებს_გაიცინა ანანომ
_ რატომ " ბარტყო " ასე გაფორიაქებ? _ სარკასტულად გაიღიმა ნიკამ
_ ახლა ეს მთელი ცხოვრება უნდა მახსენო? _ გაწითლდა ანანო
_ სანამ არ მომბეზრდება " ბარტყო " _ ბოლო სიტყვა ხაზგასმით თქვა ბიჭმა
_ რა დავაშავე_შუბლზე ხელი მიირტყა ანანომ
მეგობრები სასტუმროში რომ მივიდნენ მოწესრიგდნენ და ისე დაიძინეს ორი საათი რომ თვალი არ გაუხელიათ.მერე საღამოც მოვიდა და სასტუმროში ნიკას ნუცას და ანანოს კილაძეების ტყუპებიც ეწვივნენ
_ ოჰ მობრძანებულან კილაძეების მოსწრებები_კარზე კაკუნის გაგონების შემდეგ გააღო ნუცამ
_ რას შვები შენ ფილტვებში წყალი არ ჩაგიდგა? _ სიცილით შეაბიჯა ოთახში ლუკამ
_ კი და ვის უნდა ვუმადლოდე ხო არ იცი? _ ჩაიცინა ნუცამ_იმდენი წყალი ვსვი ორი წელი ზღვაზე წასვლა აღარ დამჭირდება
_ ბარემ ხვალაც ჩაგახჩობ და ხუთი წელი აღარ დაგჭირდება
_ ლიკა გააჩუმე შენი ძმა თორემ იმ პირს ამოვუკერავ ახლა
_ გაჩუმდი ლუკა_მოვალეობის მოხდის მიზნით უთხრა ლიკამ სიცილით
_ ანანო სადაა? _ იკითხა ლუკამ
_ ხო შენ ანანო მოუძიებელი არ დაგრჩეს_უთხრა ნუცამ_სად უნდა იყოს, ძინავს
_ მერე რომ გავაღვიძოთ არა? _ ჩაერთო ლიკა
_ თავზე რომ დაგამხობთ ყველაფერს მერე არ თქვათ რატომ არ გაგვაფრთხილეთო
_ რა უნდა მიქნას მისი ერთადერთი სიყვარული ვარ_გაიცინა ლიკამ_შენ ის მითხარი როგორ გავაღვიძოთ იდეები მომაწოდეთ აბა
_ ტაფის რახუნი არ გამოდგება? _ იკითხა ლუკამ
_ არა! _ ლიკას ნაცვლად უპასუხა ნუცამ
_ ნიკაზე რომ მოვატყუოთ თითქოს მოიწამლა ძალიან და სიცხისგან გული წაუვიდა?
_ მაგას ანანოც კი არ დაიჯერებს_აბსურდული ტონით უპასუხა ნუცამ
_ მოულოდნელად გაღვიძებული ადამიანი იმასაც კი დაიჯერებს ინგლისის დედოფალი გარდაიცვალა და ახალ დედოფლად შენ გირჩევენო რომ უთხრა_დარწმუნებით უთხრა ლუკამ_თან რეაქცია მაინტერესებს რომც არ დაიჯეროს მაინც_დაამატა მერე
_ შენ ანანოს გრძნობები რატომ გაინტერესებს ბრატ? _ მზერით გაბურღა ლიკამ ძმა
_ ჩემი მოსავლელია და " ზნაჩიტ " მაინტერესებს_აუღელვებლად უპასუხა ლუკამ
_ შენი მოსავლელია, ოთახი კი არაა_უთხრა ნუცამ
_ ოთახი რომ იყოს რა მიჭირს_გაიცინა ლუკამ. _ მიდი ახლა ნუცა და რაც შეიძლება დამაჯერებლად უკივლე შენს მძინარე დაქალს რომ შენი ძვირფასი ბიძაშვილი მოიწამლა და სიცხისგან იწვის.ნუცამ თვალები აატრიალა.
_ ხო კაი.მაგრამ მე გაღვიძების ეს ხერხი სისულელედ მიმაჩნია_ნუცა ანანოს საწოლისკენ გაეშურა.ანანო ბალიშებში ჩაფლობილიყო და სველი თმები სახეზე ეყარა.ნუცამ დასამშვიდებლად ერთი ჩაისუნთქა სახიდან ღიმილი მოიშორა და ანანოს შენჯღრევა დაიწყო. თან დიდი დამაჯერებლობით და გრძნობითბკიოდა
_ანანოოო ნიკა მოიწამლააა მიშველე რაა სიცხისგან გული წაუვიდა არ ვიცი რა ვქნაააა ანანოო_მთელი ემოციებით კიოდა ნუცა ამ კივილზე კი ოთახში გაოცებული ნიკაც შემოვიდა.
_ მაგი მადარდე ახლა_ამოიბურტყუნა ანანომ და გადაბრუნდა _ მოიცა რააა? _ ერთი წამის მერე გაიაზრა ანანომ და ისე სწრაფად გადმობრუნდა რომ საწოლიდან გადმოვარდა. _ საავადმ. . . _ სიტყვა გაუწყდა როცა ოთახში მოფხუკუნე მეგობრები შენიშნა და სულ გაწითლდა როცა ნიკას თვითკმაყოფილ და ნასიამოვნებ მზერას შეეჩეხა_თქვე. . . თქვე. . . _ ბრაზისგან და დაბნეულობისგან ენას ძვლის იდგამდა ანანო_თქვე უნამუსო, გარეკილო ხალხო საერთოდ ჩემი გაღვიძება როგორ გაბედეთ? ! სიცოცხლე მოგბეზრდათ? ხომ იცით რომ მთელი კალათა შოკოლადების გარეშე ბრაზი არ გადამივლის და ცხოვრებას გაგიმწარებთ? ! _ მიამატა ანანომ
_ შემოვგვტენა ახლა _ გაიცინა ლუკამ_ჩემი ღრმა ბოდიშით არ დაკმაყოფილდები?
_ არა ლუკაჩო_უნამუსო ღიმილით ახედა ანანომ
_ ეჰ რას ვიზამთ ჩემი ძმა და მეგობარი მტრად ვერ მეყოლება_გაიღიმა ლუკამ ანანოსთან მივიდა და თბილად ჩაეხუტა.
_ იცი მგონი ნახევარი კალათაც დამაკმაყოფილებს ნაცნობობის " პონტში " _ გაეცინა ანანოს
_ აი სწორედ ამას ვგულისხმობდი ყოველ საუბარში როცა ჩემს აფერისტობაზე ვლაპარაკობდი_განაცხადა ლუკამ_ვიცი ადამიანი როგორ მოვთაფლო_ლიკას და ნუცას გაეცინათ ხოლო ნიკამ ნაძალადევად გაიღიმა, ეჭვიანობის ტალღამ დაუარა როცა ანანო ლუკაზე ჩახუტებული დაინახა და თვითონაც ვერ ხსნიდა რატომ მაგრამ გულის სიღრმეში კი ამის მიზეზს მშვენივრად ხვდებოდა.
_ რა ვქნათ ხალხო ამაღამ კლუბში არ წავიდეთ? _ თემა წამოჭრა ნუცამ
_ არავითარ შემთხვევაში_ერთდროულად თქვეს ნიკამ და ლუკამ
_ თქვენ ორს ახლა რომ გადაგაბამთ ერთმანეთზე და გისვრით ზღვაში ნახავთ მერე_მიუგო ბიჭებს ნუცამ
_ მემგონი ვთქვი არა გასაგებად_მკაცრად თქვა ნიკამ
_ ვითომ რატომ? _ გააპროტესტა ანანომაც
_ ათასნაირი ჯიშის ხალხი და გარყვნილი ადამიანი დადის იქ ანანო და იმიტომ_მშვიდად უპასუხა ლუკამ.ანანომ თვალები გადაატრიალა
_ ისე ნუ ლაპარაკობთ თქვენ ორი თითქოს კლუბებში თავადაც არ დადიოდეთ_ალაპარაკდა ლიკაც
_ ჩვენ თუ დავდივართ ბიჭები ვართ და მაგიტომ_თქვა ნიკამ
_ ვაიმეეე რა ვეღარ მოძველდა გოგოს და ბიჭის განსხვავება _ ბრაზით ამოილაპარაკა ნუცამ
_ კიბეებზე რომ ადიხარ და ჩანთა გაქვს ასატანი ან კიდე კარში რომ უნდა გაგატაროს ბიჭმა მაშინ კარგად გავიწყდება გენდერული თანასწორობა_ნიშნისმოგებით გახედა ლუკამ
_ ნუ ახლაა_დაიბნა ნუცა
_ იბლუკუნე ახლა არ მივდივართ და მორჩა! _ გადაჭრით თქვა ნიკამ.
_ აუუუ_ერთად ამოიზმუვლეს გოგონებმა
_ ა რ ა_დამარცვლა ლუკამ
_ აუ რა ჟმოტი ხარ რაა_მიახალა ლიკამ ტყუპისცალს.
_ ენა შენ!
_ აუ აბა რა ვქნაათ? _ იკითხა ანანომ
_ რა გინდა რომ ვქნათ " ბარტყო " ? _ ისე გაიღიმა ნიკამ ანანო დაფიქრდა ჰოლივუდის ღიმილს ეს ხალხი რა ოხრობას ეძახისო
_ეს ქმნილება გააჩუმეთ ვინმემ სანამ შემომაკვდა_იყვირა ანანომ.ნიკამ ჩაიცინა
_ დავიჯერო არ იცოდი ასე რომ იქნებოდა მაგას რომ აკეთებდი? _ კითხა ნიკამ
_ არა _მკვახედ უპასუხა ანანომ
_სასეირნოდ გავიდეთ რა უნდა ვქნათ მეტი_თქვა ლიკამ
_ კარგი აზრია_დაეთანხმა ნუცა_თქვენ წამობრძანდებით? _ ბიჭებს გახედა მან
_მოიცა თავში აზრად გაივლე რომ არ წამოვიდოდით? _ უპასუხა ნიკამ
ნუცა და ანანო მალე მოემზადნენ და მეგობრებთან ერთად სასეირნოდ წავიდნენ.მიუყვებოდნენ სანაპიროს და კოხტა ქუჩებს ათვალიერებდნენ, ზღვიდან მობერილი სიო ანანოს სახეზე სასიამოვნოდ ელამუნებოდა ტალღები მზის ოქროსფერ სხივებზე თეთრად ბრწყინავდნენ, ზღვის შრიალის ხმა თინეიჯერებამდე ოდნავ აღწევდა და ანანოს ეს ძალიან სიამოვნებდა.მზეს ჩასვლა დაეწყო და ცა ათას ელფერად აჭრელებულიყო.ღრუბლებს კონტურად ნარინჯისფერი შემოვლებოდათ შიგნით კი ყვითლად ანათებდნენ ცა კი პალიტრას დამსგავსებოდა სადაც მხატვარს ყველაზე თბილი ფერის მისაღებად ყვითელი ნარინჯისფერი ვარდისფერი იასამნისფერი და თეთრი შეეზავებინა.ანანოს ისეთი შეგრძნება გაუჩნდა სახატავი ნივთები რომ მიგეცათ იქვე ჩამოჯდებოდა და ხატვას დაიწყებდა.
_ რა სილამაზეა_აღმოხდა ანანოს
_ ნამდვილად_დაუმოწმა ლიკამ.
_ სურათს გადამიღებ? _ კითხა ანანომ
_ " იასნა"გადაგიღებ აბა _ ანანომ ლიკას თავისი ტელეფონი გაუწოდა თვითონ კი შემაღლებულ ადგილზე ავიდა რომლის ქვემოთაც სანაპირო იყო და ფეხის ერთი არასწორი ნაბიჯიც და სიკვდილის ანგელოზი უკვე გზაში იყო.ანანო ბევრი სხვადასხვა პოზის მორგებას ცდილობდა თუმცა ლიკა ყველაფერზე თავს აქნევდა " არ ვარგას " ძახილით
_ ვაიმეე აჰაა_ამოიყვირა ანანომ ხელები გაშალა და ფეხი უკან გადადგა თუმცა ნახევარი ტერფი რომ საყრდენის გარეშე დარჩა, შექანდა და წონასწორობის შესანარჩუნებლად ხელების ჰაერში ქნევა დაიწყო.ნიკა სწრაფად მივარდა გოგონას ჩაეჭიდა თავისკენ გამოქაჩა , ძლიერი მკლავები შემოხვია და ძირს ჩამოსვა.შეშინებული ანანო ნიკას ორი წამით მიეკრა შემდეგ ნიკამაც გაუშვა ხელები და ანანომ დაბნეულმა, შეშინებულმა და დარცხვენილმა ახედა
_ მადლობა. . . რომ გადამარჩინე. . .
_ არუშავს_გაუცინა ნიკამ _ შენ ხომ საავადმყოფოში მიგყავდი რადგან მე სიცხისგან გული მიმდიოდა.უბრალოდ მომავალში ფრთხილად! _ ანანომ მორიდებულად გაუღიმა
_ კარგი. . .
_ შენ გოგო ნორმალური ხარ?რაზე ფიქრობდი იქ ხტუნვა რომ დაიწყე? ! _ ცრემლები მოდიოდა ნუცას_ნიკას რომ არ დაეჭირე რა უნდა გვექნა მერე ან შენ რა უნდა გექნა? ! _
_ კარგი ნუცა დაწყნარდი ხომ არაფერი მომხდარა_თბილად უთხრა ლუკამ გოგონას ცალი მკლავი მოხვა და მკერდზე მიიხუტა.ძმასთან შიშისგან დადუმებული ლიკაც მივიდა.
_ კარგით რა ხალხო რას დამტირიხართ კი არ მოვმკვდარვარ_გაიხუმრა ანანომ.
_ იცინე ახლა_შეუბღვირა ლიკამ
_ თქვენ წესით ახლა მე უნდა მეხუტებოდეთ მაგ მოზვერს კი არა_ისევ ხუმრობას ცდილობდა ანანო
_ ნახე კიდევ დიდგულზეა_ცრემლები მოიწმინდა ნუცამ, გაიცინა და დაქალს მთელი ძალით ჩაეხუტა ლიკაც მათ შეუერთდა.
_ შენ რა მოგკლავს შე ეშმაკის ფეხო მთელი ცხოვრება ხომ ნერვები უნდა მაწყვიტო _ გაიცინა ლიკამ.
_ხოო მაგ მისიით მოვევლინე ქვეყანას!


ესეც მეექვსეე ცოტა პატარაა იმედია არ მიწყენთ
წარმოდგენა არ გაქვთ როგორ მასიამოვნეთ წინაზე რომ დატოვეთ კომენტარები
იმედია ახლაც იგივეს გაიმეორებთ ძაააალიააან დიდი სტიმულია




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent