შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულ შენ მიყვარდი (თავი 2)


30-10-2019, 00:28
ავტორი duchi_duchi
ნანახია 3 178

სახლის კარი გავაღე, სახლში შევედი, შუქი ავანთე შემოსასვლელში ,მერე კოლიდორს გავუყევი და სამზარეულოს მივაშურე, ჩაიდანი გადმოვიღე ,გასქურაზე შემოვდგი ,ყავა გავიკეთე და იქვე ჩამოვჯექი, თან ყავას მივირთმევდი ,თან ირაკლიზე ფიქრისგან თავს ვერ ვიხსნიდი ,რაღაც იყო ამ ბიჭში,რამაც პირველივე დანახვისას დამატყვევა...ზლაზვნით ავდექი ,მისაღებში შევედი ,სადაც დივანი ,ორი კრესლო ,შუაში პატარა მაგიდა და კედელზე ტელევიზორი იყო ,კედლები პატარ ,პატარა ,სურათებით იყო გაწყობილი ,ერთერთ კედელთან, წიგნების თარო იდგა და აივნის კარი..აი გვანცა შენი მეორე სახლი ,სადაც მინიმუმ 4 წელი უნდა გააატარო სრულ მარტოობაში, ვუთხარი ჩემს თავს ..ოთახი მოვათვალიერე და სააბაზანოს მივაშურე .ცხელი წყალი მართლაც რომ მომიხდა ,პირსახოცი შემოვიხვიე. ჩემს საძინებელში შევედი, ო როგორ მიყვარს ეს საძინებელი ,ჩემი შავთეთრი კედლები, მისივე შავი ფარდებით .ვერ ვიტან სინათლეს, ჩემი დიდი და ფუმფულა საწოლი.იქეთ აქეთ ტუმბოები ,გვერდით გარდერობის ოთახი. თვალი მოვავლე. ჩემს ფუმფულა საწოლში შევწექი ,საბანი დავიფარე და თვალი როგორც კი დავხუჭე დამეძინა....
დილით 9 ზე გავიღვიძე ისევ უცვლელი სტილი ავირჩიე .აბანოში შევედი ,თავი მოვიწესრიგე და რომ გამოვედი ყავა მოვიდუღე .მივირთვი,კარი გავიხურე და დავადექი უნის გზას...ეზოში დამხვდნენ ისევ ის სასტავი ,ვინც გუშინ ვიყავით, ერთმანეთს მივესალმეთ გადავკოცნეთ..აი ირაკლის რომ ვაკოცე ჟრუანტელმა დამიარა, ვიგრძენი რომ ჩემს შეხებაზე მანაც ის განიცადა რაც მე...გადიოდა დრო ,ვესწრებოდით ლექციებს, დღის ბოლოს კი სულ სადღაც მივდიოდით, ვერთობოდით და ვცდილობდით ყველა უკეთესად გაგვეცნო კიდევ ერთმანეთი, ძალიან ძმაკაცური ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, სულ ერთად ვიყავით და უერთმანეთოდ ვერ ვძლებდით...მოვუკელი მარიამთან ნინისთან და აკოსთან დარეკვებს ,მათ მხოლოდ შაბათკვირას ვნახულობდი ,მაგრამ არაფერი იცვლებოდა რომ ვნახავდით ისევ ისეთი ურთიერთობა გვქონდა...ირაკლის მიმართ კი უფრო და უფრო მიმძაფრდებოდა გრძნობები ,მასაც განსაკუთრებული უერთიერთობა ქონდა ჩემთან, არცერთთან არ იყო ისეთი როგორც ჩემთან...ერთ დღეს ქეთისთან დავრჩი ..
-გვანცა შეყვარებული გყავს?
-არა ქეთი არ მყავს
-აბა ვის წერ ხოლმე?
-ჩემს მეგობრებს,აუცილებლად გაგაცნობ მათ.აკო ნინი მარიამი და გიგა ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან...
-კარგი და დაამუღამე ირაკლი როგორ გიყურებს ხოლმე?სულ შენ გიყურებს, სულ ცდილობს რომ შენს გვერდით იყოს, როცა ვერ გხედავს თვალებით გეძებს და რომ დაგინახავს იღიმის...
-ვინ ქეთი ჩვენი ირაკლი?ახალაძე?
-ხო ჩვენი ირაკლი
-კარგი რას ამბობ
-კი თავს დავდებ რომ მოწონხარ
გულმა გამალებით დაიწყო ძგერა, გამიხარდა ამ სიტყვების მოსმენა...
-ქეთი მე რატომ ვერ შევამჩნიე?
-სად გცალია მაგისთვის სულ რაღაცეებს ლაპარაკობ და ბიჭებს ექაქანები...
-კარგი გავარკვევ მაგას მაგრამ მანამდე მეც უნდა გამოგიტყდე რაღაცაში...პირველივე დანახვიდან მომწონს ირაკლი და ანუ მეც მეტყობა?
-არა შენთვის არ შემიმჩნევიაა, აუ რა მაგარი წყვილი იქნებოდით...
-კარგი რა ,როგორც გოგო მგონი ვერც აღმიქვამს, სულ ჩემი ძმა ხარო მეძახის, ეგეც და ბიჭებიც.მე კიდე ჩემს თავთან ომი მაქვს იმის გამო რომ ჩემი ძმაკაცი მომწონს,მომწონს კი არადა მიყვარს მგონი..(ხო ცოტა ნაადრევი და ხმამაღალი განცხადება იყო)
-ვაიმე გვანცა რას ამბობ გიყვარს?
-კი ვიტყვი რომ ერთი ნახვით შემიყვარდა,მაგრამ პრობლემა არის, ის რომ ჩემი ძმაკაცია და თან სხვა ბიჭის მიმართაც მაქვს რაღაც გრძნობა, ვერ ვხსნი ოღონდ ამ გრძნობას ,მიზიდულობაა ,ლტოლვა თუ რაა?მაგრამ ის ვიცი რომ ირაკლის ნაირი გრძნობა არაა...აქაც რთულ სიტუაციაში ვარ,ისიც ჩემი საუკეთესო მეგობარია ,მასთან თავს სხვანაირად ვგრძნობ, ყველაზე კარგად მასთან ვარ.მისი ერთი ჩახუტება და გვანცუს დაძახება ყველაფერია...წამოვედი,იქნებ სხვა ქალაქში მაინც მეშველოსთქო და აქაც ძმაკაცი შემიყვარდა.არა რა ბედი დამცინის მაგრამ აკოს დაკარგვას ჯობია ყველაფერი დავკარგო, ამიტომ ვერასდროს გაიგებს ამის შესახებ.აუცილებლად გაგაცნობ აკოს და შენც შეგიყვარდება ის ძალიან კარგია...
-რას აპირებ?
-რამეს მოვიფიქრებ
14 თებერვალი ახლოვდებოდა და ჩვენმა სასტავმა გადავწყვიტეთ ირაკლისთან და რომასთან შევკრებილიყავით სახლში და აღგვეღნიშნა...ყველაფერი მოვაწყვეთ გოგონებმა საჭმელები გავაკეთეთ,ბიჭების მეგობარი გოგონებიც იყვნენ და ერთი ორი ძმაკაციც...
ქეთის ნათქვამის შემდეგ ირაკლიზე დაკვირვებებს ვანხორციელებდი და მართალიც აღმოჩნდა. სულ მიყურებდა, სულ ცდილობდა რომ ჩემთან ყოფილიყო ახლოს, მეც იმედი მეძლეოდა და ვფიქრობდი რომ ცალმხრივი სიყვარულით არ დავიტანჯებოდი.თან ეს ყველაზე კარგი ვარიანტი იყო აკოს მიზიდულობის დასავიწყებლად...სუფრას ვაწყობდი ირაკლი რომ მოვიდა.
-გვანც ფოტო გადავიღოთ რა
-კარგი გადავიღოთ
ქეთის დაუძახა. ქეთიმაც ფოტო აპარატი მოიმარჯვა ხელში,ირაკლი ზურგიდან ამეკრო ხელები მუცელზე მომხვია, ნიკაპი მხარზე ჩამომადო და ქეთის უთხრა გადაიღეო..ჩემთან რა ხდებოდა ამ დროს ვერ გეტყვით.გავშეშთი, სუნთქვა შემეკრა ,უკვე ვეღარ ვუძლებდი მის ასე ახლოს ყოფნას...ყველა დავჯექით თვალს არ ვაშორებდით ერთმანეთს...ირაკლის და რომას ერთერთი ძმაკაცი ადგა რომელიც იმ დღეს გავიცანი...ხელში ჭიქა ეჭირა მოდი ამ ჭიქით გვანცას დავლოცავ მთელი საღამოა ვუყურებ როგორ გააკეთა ყველაფერი. როგორი ჯიგარი და კარგი ადამიანია, მე უკვე გავიცანი და მჯერა რომ იშვიათია ასეთი ადამიანი და მეგობრები დღეს. გაუფრთხილდით მას და გაუფრთხილდით ერთმანეთს,მეგობრობის ფასი არაფერიაო.მე კიდევ ენა გადავყლაპე,არ ველოდი ამ სიტყვებს...ფეხსე ავდექი და ისე მოვუხადე მადლობა...ვცეკვავდით ვსვავდით და ძაან გვეკიდა 14 თებერვალი ან გარეთ რა ხდებოდა ...ცეკვის დროს დავინახე ,ირაკლი აივანზე იდგა და სიგარეტს ეწეოდაა. მე მიყურებდა, რომ შევხედე ტუჩის კუთხე ჩატეხა და თვალებში მომაშტერდა მეც გავჩერდი და აივანზე გავედი
-რას აკეთებ აქ?
-ვეწევი
-გასაგებია
-შენ ხომ არასდროს მოწევ?
-რა კითხვებით ხარ?
-არა ისეთი ბიჭური ხარ არ გამიკვირდება რომც მოწიო მაგრამ არ მინდა ოდესმე დავინახო ეს
-ირაკლი როგორც ბიჭი და არა მეგობარი.მეგობარი რომ არ იყო რა.როგორც გოგოს ისე შემომხედავდი?
-რატო მეკითხები?
-იცი უკვე მეშინია რომ მთელი ცხოვრება მარტო ვიქნები, რადგან ყველა ეგრე მეუბნება რომ ძაან ბიჭური,ძაან ამაყი,ჯინიანი თავნება და ფეთქებადი ვარ...ამის გაგონებაზე გადაიხარხარა...
-კარგი რა დამცინი?ვკითხე და თვალებში ცრემლი ჩამიდგა
-კარგი რა გვანც შენ ტირილიც იცი?ბიჭებიც ტირიან?
ამის გაგონებაზე თავი ვეღარ შევიკავე ,ცრემლები გადმომცვივდა. სახლში შევარდი ჩანთას ხელი მოვკიდე და წავედი...ირაკლი კიბეებზე დამეწია გვანცას ძახილით ,ყურს არ ვუგდებდი,მაჯაში ხელი მომკიდა, კედელს მიმანარცხა და ვიგრძენი როგორ შემეხნენ მისი ტუჩები. გიჟივით მკოცნიდა, ვერ გავიგე თავიდან რა ხდებოდა,მან ხომ პირველი კოცნა მომპარა.მე კი ცრემლები გამალებით მომდიოდა უკვე ვზლუქუნებდი...
-ჩშშ ყველაზე ტკბილი ხარ, ყველაზე მაგარი გოგო ხარ შენ, მკოცნიდა და თან მეჩურჩულებოდა.
-ირაკლი მიყვარხარ !წამომცდა ჩემდაუნებურად და ცივად მოწყდა ჩემს ტუჩებს.
-გიყვარვარ?
-ხო პირველივე დღიდან მიყვარხარ
-მაპატიე გვანცა მაგრამ მე არ მიყვარხარ. მომახალა ისე რომ არც შეულამაზებია...
-სიყვარულის დღეს გილოცავ ირაკლი და გისურვებ ისეთმა შეგიყვაროს ვინც შენ გეყვარება...
ცრემლები მოვიშორე და გავეცალე...
იმ ღამის მერე შევიცვალე, გულჩათხრობილი გავხდი ,აღარ ვიცინოდი, თავსაც არ ვუვლიდი.გადიოდა დღეები უნის არდადეგებიც დაიწყო და წავედი სახლში.სადგურზე აკო დამხვდაა. ისე ჩავეხუტე ლამის სული გავაძრე,მანქანაში ჩავჯექი და სახლში მიმიყვანა. ლუდები ვიყიდეთ. ნინის მარიამს და გიგას დავუძახეთ და ჩავუჯექით ჩვენებურად...ძალიან ბევრი დავლიე.

თხოვნა მაქვს თუ წაიკითხავთ კომენტარებში დამიწერეთ თქვენი აზრი..მადლობა და ამ ისტორიის ატვირთვას რომ მოვრჩები ვიფიქრებ ახალ ისტორიაზე...



მე გელოდები, კარგია, მართლა, ოღონდ, ეს ისტორია ბანალურ ისტორიაში გადადის, და როგორმე უნდა მოვაშოროთ ასეთ კარგ ისტორიას ეს სიბანალურე, აბა შენ იცი, გელოდებიიიიი

 


№2  offline წევრი duchi_duchi

სიყვარული გულს გვტკენს
მე გელოდები, კარგია, მართლა, ოღონდ, ეს ისტორია ბანალურ ისტორიაში გადადის, და როგორმე უნდა მოვაშოროთ ასეთ კარგ ისტორიას ეს სიბანალურე, აბა შენ იცი, გელოდებიიიიი

ukve dawerili maqvs da shecvla ar minda droc ar maqvs rom shevcvalo...madloba rom kitxulobt.

 


№3  offline წევრი Lurjtmiani

ფუ რა ნაგავია ირაკლი...აი თუ არ უყავრდა რას ეტაკა და კოცნიდა ტიპიური ბაბნიკი ნაგავი...

 


№4  offline წევრი nino araxamia

ძაან მაგარია ????????

 


№5  offline წევრი Nin_ia

მალე დაწერე გაგრძელება, მოუთმენლად ველიიი????

 


№6  offline წევრი duchi_duchi

Nin_ia
მალე დაწერე გაგრძელება, მოუთმენლად ველიიი????

დავდე უკვე მესამე თავი და ველოდები როდის დაადასტურებენ...მადლობა რომ კითხულობთ..

 


№7  offline წევრი liilu

ოჰოოო... ეს რა იყო?! თუ ჩაიფიქრე, რომ ხალხი გაგეკვირვებინა - ჩემი აზრით გამოგივიდა. არ ველოდი...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent