შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვების ხარჯზე... (19 თავი)

31-10-2019, 19:14
ავტორი naattii
ნანახია 1 837

ღამის ორი სრულდებოდა უკვე მემილიონედ რომ იცვალა გვერდი სოფიამ საწოლში. როგორც კი თვალს დახუჭავდა სანდროს საშინელ მდგომარეობაში ჩავარდნილი ზურგი წარმოუდგებოდა თვალწინ და წამებში ახელდა თვალს. მთელი გულით ნანობდა ამ ორი დღის საქციელს. სანამ მოსწავლეებს უჯდა ბიჭზე ფიქრებს თავს აღწევდა, მარტო დარჩენილს კი სინდისი მოსვენებას არ აძლევდა. ვინ იცის სანდრომ რამდენჯერ ჩაიგდო მის გამო თავი საფრთხეში, მან კი არც მოინახულა. ესეც არ იკმარა, კონსტანტინეს სახლის გარემონტებაც დაავალა რომ ღია ფანჯრებში არ დაეძინებინა. აფორიაქებულმა ფიქრებმა და საკუთარი თავის ლანძღვამ იმ დონეზე მიიყვანა, ბალიშში თავ ჩამხობილმა დაიღმუვლა და წამებში წამოხტა ფეხზე. სანამ გადაიფიქრებდა მანამდე ჩაიცვა და საფულეთი ხელში დატოვა ბინა. ტაქსის ფუფუნება არ ქონდა, ამიტომ ღამე მორიგე მარშუტს დაელოდა და პირველ წრიულში დაიკავა ადგილი. აღელვებული მიადგა საავადმყოფოს და ღიმილიც ვეღარ გაიმეტა მიმღებში მჯდომი გოგოსთვის.
-გისმენთ?_ღამის თევას მიჩვეული ფხიზლად უღიმოდა მასპინძელი.
-ალექსანდრე ნემსიწვერიძის ნახვა მინდა, ვიცი, რომ ახლა ნახვის საათები არ გაქვთ, მაგრამ ძალიან გთხოვთ რა_მუდარა სახეზეც ეწერა.
-მაპატიეთ, მაგრამ ვერ შეგიშვებთ, დიდ საყვედურს მივიღებ. არ მთხოვოთ რა, ოთხიდან იქნება ხვალ მიღება.
-არა, თქვენ არ გესმით, მე... მე ჯანდაბა მეც არ მესმის თქვენ რა უნდა გესმოდეთ_სახეში ჩარგო ხელები .
-მართლა მინდა დაგეხმაროთ, მაგრამ რომ დაგინახონ მომხსნიან_გოგოსაც შეეცვალა გამომეტყველება.
-ანუ უბრალოდ უჩინარი უნდა გავხდე?_ჩაფიქრებულმა დახარა თვალები და სახე გაუნათდა, -რატი, როგორ დამავიწყდა, იქნებ დღესაა მორიგე? ნუ კარდიოლოგიაშია, მაგრამ ხომ გადმოვა? რატო გოდოლაძე, შეძლებს ჩუმად შემიყვანოს, გთხოვთ რა.
მიხვდა გოგონა რა მნიშვნელოვანი იქნებოდა მისი შეშვება და სისტემაში მითითებული ბიჭის ძებნა დაიწყო, რამდენიმე წამში გაეღიმა და შიდა ნომერზე დარეკა.
-ღამე მშვიდობის რატი, მიმღებიდან ვარ ნათია, შეგიძლია მესტუმრო?_გაეღიმა სოფიას გაცისკოვნებულ სახეზე და მალევე გათიშა ტელეფონი. -მალე მოვა_თვალი ჩაუკრა გოგოს და მალულად შეათვალიერა კამერები.
ისე იყვნენ საქმის გაკეთებაში გართულები და ისე გაყვა გახარებული სოფია კლასელს, რომ კუთხეში პლანშეტ აფარებული, გაღიმებული ვაჩე არცერთს შეუნიშნავს.

ჩუმად გადააცვა რატიმ ძველ მეგობარს მორიგის ტანსაცმელი და ყურში ჩაჩურჩულა სასურველი ოთახის ნომერი. მადლობა გულით გადაუხადა სოფიამ და ხსენებულ სართულს მიადგა. მორიგებს შემოვლა უკვე დაესრულებინათ და ექთნების ოთახში თვლემდნენ, არავინ შეხვედრია აღელვებულ გოგოს, ისე ავიდა მესამე სართულზე და მითითებულ კაბინეტს მიუახლოვდა, არავის დაუნახავს. ღრმა ამოსუნთქვით გააღო კარი და ჩაბნელებულ ოთახში შეაბიჯა. წამით სუნთქვა შეეკრა ლოგინზე, მუცელზე მწოლიარე ბიჭს რომ მოკრა თვალი, თუმცა გაბედა და ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა. ისევ ეძინა სანდროს, ხელები საჯდომის გვერდით დაედოთ და ძილშიც კი შეატყობდით ფორიაქს. მთელი ზურგი მოეშიშვლებინათ, წასმულ მალამოს ხედავდა სოფია და ემოდან დაფარებულ ქაღალდის მსგავს ნაჭერს, რომელიც სპეციალურად დამწვრობისთვის გამოიყენებოდა და კანს მიწეპებისგან იცავდა. აშკარა იყო ასეთ სანდროს ვერ უყურებდა, უცნაურად წიწკნიდა გული ამ სანდროს ძველ, მხარბეჭიან, საკუთარ თავში დარწმუნებულ ბიჭთან რომ აიგივებდა და წარმოდგენა არ ქონდა მისი გრძნობები რას ნიშნავდა, ან საერთოდ რას გრძნობდა. იქნებ დრო იყო ცოტა სერიოზულად ეაზროვნა და საკუთარი თავისთვის დაესვა მთავარი შეკითხვა, რატომ წამოვიდა ღამის ორ საათზე სახლიდან ადამიანისთვის, თუ ის მისთვის არაფერს წარმოადგენდა?
-ჯანდაბაა, ალექსანდრეე, მაინც აქამდე მიმიყვანე. როგორ გებრძოდი, როგორ არ ვიმჩნევდი, მაგრამ ფაქტი ვერ შემაცვლევინე, შემცვალე და თავი მომაწონე. ღმერთო, აი ამ წუთას საზიზღრად ვერ გიტაან, თავი როგორ მომაწონე. უფლებას არ მოგცემ უფრო ჩამითრიო, გეფიცები როგორც კი წამოდგები ისე გავქრები შენი ცხოვრებიდან და შენც ისე გაგაქრობ ვითომ არც მიარსებია._მკაცრი ხმით დაემუქრა გათიშულ ბიჭს და თითის დაქნევაც არ დავიწყნია. მთელი თავდაჯერება გაუქრა უცნობის ხმა რომ მოესმა ჩუმად გაღებული კარიდან:
-ორივემ ვიცით რომ ეგ ეგრე იოლად არ მოხდება_ღიმილით უყურებდა ბიჭი.
-მე.. თქვენ.. არც კი ვიცი ვინ ხართ_რამდენიმე წამში მოეგო სოფია გონს და ისევ ძველებურად ამაყად გასწორდა წელში.
-მე ვაჩე გახლავართ, ამ დალეწილი ყმაწვილის მეგობარი_ხელი გაუწოდა გოგოს ჩამოსართევად.
-ის.. ის ვაჩე?_წარბები აეზიდა მაღლა და გამოწვდილ ხელს დახედა.
-სავარაუდოდ ის ვაჩე_გაეღიმა ბიჭს და უპასუხოდ დარჩენილი ხელი უკან გამოსწია. -სამწუხაროა მე ვერ ვიტყვი ის სოფიათქო, იმიტომ რომ წარმოდგენა არ მაქვს ვინ ხარ_ჩაფიქრებული ათვალიერებდა აწითლებულ გოგოს.
-ალბათ საჭირო არ იყო_სიმკაცრეს არ აკარგინებდა ხმას.
-სხვა შენს ადგილას აწიკვინდებოდა რას ქვია არ მიცნობო.
-აქამდე უნდა მიხვედრილიყავი სხვა რომ არ ვარ, თუ სასწაული მოხდა და საჭირო გახდა გაგაგებინებ ვინც არის სოფია, როგორ ჩანს ჯერ ეგ დრო არ დამდგარა_თავი ზრდილობიანად დაუკრა ბიჭს და აჩქარებული გულით დატოვა ოთახი.
-ჯანდაბაა, სოფიაა, ჯანდაბა შეენ, როგორ არასდროს გამოგდის რასაც დაგეგმავ, ახლა ხომ ის იდიოტიც გაიგებს აქ რომ ვიყავი. ამის დედ..._რომ მიხვდა რასაც ამბობდა დაამუხრუჭა და პირზე ხელი აიფარა.
-არა სოფია, ისიც ზედმეტია მკვლელი ნარკომანი რომ მოგწონს, შენ თავს საერთოდ ნუ დაკარგავ, ჯანდაბაა მკვლელი და ნარკომანი მომწონს_უფრო და უფრო ემატებოდა აღელვება ფიქრების მოსვლით და ჯიუტად აგრძელებდა ფეხით გზას სახლისკენ.

უკვე შუადღე იქნებოდა სანდრო საშინელმა შეგრძნებამ რომ გააღვიძა. ეგონა ზურგზე რამდენიმე ათასი ხანჯალი ყოველ წამს ერჭობოდა და წვას ჭკუიდან გადაყავდა. ეს არ იყო ისეთი ტკივილი, რომელსაც ადამიანი გაუძლებდა. გამშრალი ტუჩები ენით დაისველა და ხმის ამოღება სცადა.
-არი ვინ...მე... ა ქ_თვალების გახელას ჯერ კიდევ ვერ ახერხებდა.
-აქ ვარ ბოს, გონზე მოდით, როგორ იქნა, თორემ დავიტანჯეთ ლამის გვამთან საუბრით_რადგან კონსტანტინემ იცოდა ვერავინ მიწვდებოდა უფროსის გაწვალების შანსი ჰონდა.
-ე.. ქი მი_ძლივს ამოილუღლუღა ბიმა და წამში დასერიოზულდა კოტეც.
-ახლავე ბოს_კარებში გავარდა და მალევე დაბრუნდა თეთრ ხალათიან კაცთან ერთად.
-კარგია რომ გონს მოხვედით, ეს აუცილებლად გვჭირდებოდა, ამის გამო იძულებით შეგიწყვიტეთ მორფის მიღება, ვიმედოვნებდით ტკივილი გონს მოგიყვანდათ, ფაქტია გაამართლა.
-მო რფიი, არ ააა, ეგ არაა_ისევ უჭირდა ლაპარაკი სანდროს, თუმცა გრძნობდა ვეღარ უძლებდა და უკვე თავად ქონდა სურვილი წამლის გაკეთების.-ჯანდა ბას, ახ...ლა ვე გამი...კეთე
-ჯერ თქვენი შეგრძნებები უნდა აგვიღწეროთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიმე კიდურში შეგრძნების დაქვეითებას აქვს ადგილი?
-თე..ძო, მარ ...ჯვნივ და ფე ხიც
-მარცხენას გრძნობთ?_გახარებული ეკითხებოდა ექიმი.
-კიი_უკვე ღმუილში გადადიოდა ტანჯვა ბიჭს.
-ახლავე, ახლავე გაგიყუჩებთ_ექთნის სახელის ძახილით დატოვა პალატა და კონსტანტინეც უკან გაყვა, ადგილზე მჯდომ ტყუპებს, ვაჩესთან ერთად ლილუც მიმატებოდათ და მომლოდინე თვალებით უყურებდნენ ექიმს.
-რასაც ვშიშობდი საბედნიეროდ არ ახდა, რენტგენზე ცოტათი მალების დაზიანება აღინიშნებოდა და ვშიშობდი დამბლა არ დაცემოდა, მაგრამ ფეხს გრძნობს.
-მაგრამ მან ხომ თქვა მხოლოდ ერთსო, მეორე?
-არ ინერვიულოთ, ახლა სხეული დაბეჟილობებით აქვს სავსე და გონს ახლახანს მოვიდა, იმ მხარეს ვერ გრძნობს სადაც აფეთქების ტალღამ დაარტყა და მენდეთ მხოლოდ დროის საკითხია. რამდენიმე დღე შეგვიძლია მორფი გამოვიყენოთ, თუმცა შემდეგ ტკივილებთან გამკლავება თავად მოუწევს და ახლობლების გვერდით დგომა აუცილებლად დასჭირდება_მრავალმნიშვნელოვნად გადახედა ექიმმა მომლოდინეებს და დერეფანში გზა განაგრძო.

-ბედი მაქვსო შენ უნდა თქვა, მორფს თავისივე ხელით გიკეთებს ექიმი_მოცინარი ვაჩეს დანახვისას გაეღიმა მაშინვე ბიჭს.
-შენ რაღა ჯანდაბას აკეთებ აქ?
-გეგონა მარტო ვალებისთვის მჭირდებოდი? დაგავიწყდა ჩვენი პირობა? ყოვეთვის და ყველგან ერთად_გაუღიმა ვაჩემ.
-დაგიჭერენ მასეთი ერთად ყოფნა არც გვინდა_თავის გადაქნევა მოუნდა სანდროს თუმცა ვერაფერიც ვერ გაატოკა, -კოსწიას დაუძახე რა_ნელნელა ხვდებოდა როგორ კარგავდა ძალას და დაძინებამდე უმნიშვნელოვანესი საქე ჰქონდა გასარკვევი.
-აქ ვარ ბოს, მეორე ბოს_თავი დაუკრა ვაჩეს და სანდროსთან ახლოს ჩაიმუხლე.
-ისე ერთმანეთი ჩემგან გაიცანით, მეორე ბოსი გავხდი ახლა_უკმაყოფილოდ ჩაიბუღუნა ბიჭმა, თუმცა არავის გაუგია, სანდრო კონსტანტინეს მითითებებს აძლევდა.
-როგორაა?
-კარგად ბოს, აფეთქებისას სახლში იყო, მთელი კორპუსი განადგურებული ქონდათ, ფანჯრები ჩალეწილი, მუშებით რომ მივედი ლამის მოვკვდი, ცელოფნები ქონდა აფარებული_თავი დახარა ბიჭმა.
-ფანჯრები ჩაუსვი?_გაღიმებას ეცადა სანდრო
-მეგონა ისედაც მთხოვდით_გაკვირვებული მოუბრუნდა ბიჭს.
-ყოჩაღ, მარჯვენა ხელი ტყუილად არ ხარ, მადლობა კონსტანტინე, ხომ იცი შემდეგი რა თხოვნა იქნება?
-ორი კაცი მყავს დატოვებული, არც ერთი წამით უშვებენ ხედვის არეადან, მეც იქ წავალ უფრო მშვიდად ვიქნები და თუ დაგჭირდებით დამირეკეთ, აი მობილურიც მოგიტანეთ_კომოდზე დაუდო იგივე ნომრით ახალი ტელეფონი.
-მადლობა ღმერთს და ვაჩეს შენი თავი რომ გამომიზავნეს_თვალები დახუჭა სანდრომ.
-უფროსო ქალი მაინც იყოთ, ვიფიქრებდი ან ჰორმონები უთამაშებს ან რავიცი თვიური აქვსთქო_ხითხითს იკავებდა კონსტანტინე.
-აბა აორთქლდი აქედან შე გაფუჭებულო_მაშინვე დაუბღვირა ბიჭმა, თუმცა მის შეკავებულ სიცილზე თავადაც გაეღიმა.

-სოფია ვინაა ძმაო ჩემოო?_რამდენიმე წუთის დუმილი დაარღვია ვაჩემ.
-მძინავს_ტუჩის კუთხეებში გაეღიმა სანდროს.
-მე შენ აქ საქმისთვის გამოგიშვი თუ სიყვარულობანას სათამაშოთ ბიჭო?
-ნეტა ვთამაშობდე და მოგების შანსი მქონდეს_სიმწრით გაეცინა ბიჭს.
-ასეთი პესიმისტი როდის მერე ხარ შე ჩე***_წარბები შეეჭმუხნა ვაჩეს, თუმცა საუბრის დასრულება არ დასცალდათ, ტყუპები შევარდნენ პალატაში აქოშინებულები და ზომბებივით ამტვრევდნენ ერთმანეთს თავ-პირს პირველი ვინ იტყოდა:
-ვიტალი...
-დაკავების ორდერი გვაქ....
-ორ დღიანმა წანწალმა შედეგი გამოიღო...
-ხუთი მოწმე გვყავს_ერთმანეთის ნათქვამს აბოლოვებდნენ და გამარჯვების ნიშნად იღიმოდნენ.

№1 სტუმარი სტუმარი gvantsa

ვააა რა მაგარიაა სანდრო გონს მოვიდაააა და სოფიამაც აღიარა რომ მოსწოონს რაღა მომკლაავს :)) ტყუპები არიან უმაგრესებიი და მაგ ვიტალის მოუგრეხენ კისერს :))

№2  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

აიი კოსწია არის სასწაული ბიჭი, როგორი მიხვედრილია, თვითონ მოიფიქრა ფანჯრების ჩასმა ყოჩაღ მომეწონა. სოფია ისევ მყარად რომ დგას, მაგრამ ცოტა ცოტა რქები ემტვრვეევა, მესმის მისი რეალირად რომ შეხედო სანდროსნაორ ბიჭთან ურთიერთობის დაწყება არ მენდომებოდა, მაგრამ
ამ ისტორიაში სანდრო ძალიან საყვარელია. ვაჩე ფორმაშია :დ მოკლედ დღეს ის ეგაგვახარე, იქნებ ხვალაც ასე გაგვახარო ახალი თავით ❤️

№3  offline მოდერი naattii

სტუმარი gvantsa
ვააა რა მაგარიაა სანდრო გონს მოვიდაააა და სოფიამაც აღიარა რომ მოსწოონს რაღა მომკლაავს :)) ტყუპები არიან უმაგრესებიი და მაგ ვიტალის მოუგრეხენ კისერს :))

აუცილებლად ეცდებიან :)))

ablabudaa
აიი კოსწია არის სასწაული ბიჭი, როგორი მიხვედრილია, თვითონ მოიფიქრა ფანჯრების ჩასმა ყოჩაღ მომეწონა. სოფია ისევ მყარად რომ დგას, მაგრამ ცოტა ცოტა რქები ემტვრვეევა, მესმის მისი რეალირად რომ შეხედო სანდროსნაორ ბიჭთან ურთიერთობის დაწყება არ მენდომებოდა, მაგრამ
ამ ისტორიაში სანდრო ძალიან საყვარელია. ვაჩე ფორმაშია :დ მოკლედ დღეს ის ეგაგვახარე, იქნებ ხვალაც ასე გაგვახარო ახალი თავით ❤️

ვეცდები და ვნახოთ ❤️

ჩემმა ბიჭმა გაიღვიძა ❤ სანდრიკ ნუ ღელავ შენ, მაგ ჯიუტ არსებას მალე მოუგრეხ რქებს❤ სოფიასიც მესმის, ასე მარტივი არაა მკვლელის და ნარკომანის შეყვარება, მაგრამ უკვე რომ ზომაზე მეტად მოსწონს? იმდენად, რომ ლამის სანდროს ლექსიკით საუბრობს. ასე, რომ მორჩეს მუქარას დაგივიწყებო და ეგეთები :)
კოსტიკა რა სასწაული ბიჭი ყოფილა, უთქმელადაც მიხვდა რა უნდა ექნა და როგორ მოქცეულიყო სოფიოსთან. ხუმრობაც, რომ კარგი ცოდნია, როგორ ეღადავება ვაჩეს და სანდროს. აი "მეორე ბოსო" ეგ იყო კარგი :)
რაღაც თბილად მომეჩვენა ღამის ორ საათზე ვაჩე ისევ კლინიკაში, რომ იყო❤
ვიტალი გასკვანჩეს :) გაუშვით ფეიერვერკები, მომაწოდეთ შამპანური უნდა აღვნიშნო (მიუხედავად იმისა, რომ არ მიყვარს დავლევ ისე მიხარია :დ).
იმედია მაგ საზიზღარი არსების დაკავების და მთლიანად შემდგომი პროცესები მშვიდობიანად ჩაივლის და ჩემი ტყუპები კარგად იქნებიან.
გაგვახარე ხვალეც რა❤

№5  offline მოდერი naattii

რუსკიმარუსია

როგორ დავიჯერო რომ გჯერა ყოველგვარი ინტრიგის გარეშე დაიჭერენ ვიტალის? კარგი რაა, ნაგაზის მასწიაა :D :D

naattii

გოგო, რატომ არ მაცლი წარმოვიდგინო ვიტალის ხელებზე ბორკილები და დავტკბე ამ მომენტით? smiley smiley
ვიცი სადღაც რაღაცას მალავ, მგრამ მაინც მიხარია და შემარგე smiley

№7 სტუმარი ჩბ

დღეს დადებ?

№8  offline მოდერი naattii

ჩბ
დღეს დადებ?

არ ვიცი, არამგონია

№9  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

დღეს გაგვახარეებ ხო ახალი თავით? ❤️

№10 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან კარგია და საინტერესო სანდრო კი გამოძვრა და ცოცხალი გადარჩა მაგრამ სოფიას როგორ შეიყვარებს თავს ეს ძალიან ძნელია

ზოგჯერ ვერ ვტოვებ კომენტარებს არ გეწყინოთ შესანიშნავი ნაწარმოებია მადლობას ????????????????????????

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent