შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვების ხარჯზე... (15 თავი)


25-10-2019, 14:56
ავტორი naattii
ნანახია 1 955

სრულ მდუმარებაში მიიწევდა მანქანა ისევ ქუთაისისკენ, რამდენიმე წუთი იყო უკვე სოფიამ რაც სლუკუნი შეწყვიტა და ახლა ჩუმად იყურებოდა ფანჯარაში. სანდრო წინ მიჯდომოდა კონსტანტინეს გვერდით და ხმას არც ის იღებდა. ბიჭი ორივეს აკვირდებოდა და ჩუმად ეცინებოდა. სანდრო ხელის კანკალს უკვე ვეღარ უმკლავდებოდა, არც ის უნდოდა სოფიას რამე შეემჩნია. მართალია მასთან ცხოვრება წარმოდგენებშიც არ ქონდა, იცოდა, რომ ამის შანსი მინიმალური იყო, მაინც არ უნდოდა გოგოს თვალში საბოლოოდ დაეკარგა ყველანაირი ღირსება.
სოფია კი ფიქრებით ბებოსთან იყო და პალატაში თავზე ედგა. გული უსკდებოდა მარტო დარჩენილ ქალს რომ წარმოიდგენდა. მის გარეშე როგორ იქნებოდა, ან ექიმი როგორი ყავდა, ახლა ორმაგად უნდა ემუშავა საავადმყოფოს ხარჯები რომ დაეფარა. ამას მნიშვნელობა არ ქონდა, ბოლობოლო ბებოს პენსიას აიღებდა წინასწარ, ან მოსწავლეებს თხოვდა ნაადრევად მოტანას, როგორღაც თავს გაიტანდნენ, მთავარია გამოჯამრთელებულიყო. ფიქრებიდან გონს მანქანის გაჩერებამ მოიყვანა, უფრო კი იმით გაოცდა საკუთსრ ბინას რომ ახედა.
-აქ რა გვინდა?
-სხვაგან გადახვედი და არ ვიცი?_დამცინავად გამოხედა სანდრომ და სისხლიანი ხელი აკანკალებულმა გაშალა და მომუჭა.
-უბრალოდ ვიფიქრე, რომ ისევ ვიმალებოდით.
-არა, დავითი დაჭერილია, ვიტალის კიდევ შენ არაფერში ჭირდები, დარწმუნებული ვარ არც იცის ვინ ხარ_მხრები აიჩეჩა ბიჭმა და მანქანიდან გადავიდა.
-ანუ?_გაკვირვებული გადაყვა გოგოც.
-ჯერჯერობით მშიდობაა, შენთვის_ზემოდან დახედა სანდრომ.
-ეგ რას ნიშნავს?
-შენთვის საინტერესოს არაფერს_ბინისკენ წაკრა ხელი და თავადაც უკან გაყვა. მობრუნებულმა კონსტანტინეს წასვლა ანიშნა და ისიც მაშინვე დაიძრა ადგილიდან. ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდნენ მეორე სართულს და მხოლოდ კარებთან შეჩერებულმა სოფიამ შეამჩნია ჯერ კიდევ უკან მდგომი გადამრჩენელი.
-ხომ მომაცილე, სადღა მომყვები?
-ღმერთო ჩემო, შენ სულ ასეთი მასპინძელი ხარ?_სახლში შესულ გოგოს მიყვა უკან და კარებიც დაკეტა.
-არა, მხოლოდ შენნაირებთან_ სააბაზანოს კარი შეაღო სოფიამ და სახე მოიბანა. პასუხის გასაცემად პირი დააღო სანდრომ მაგრამ კარის ზარმა შეაწყვეტინა, არც დაფიქრებულა ისე პირდაპირ გამოაღო კარი და საკუთარ წარმოსახვაში მაგრად წამოირტყა კეფაზე ხელი, კარში გაოცებული სახით იდგა მშობელი, რომელსაც პატარა ბიჭი ეყენა წინ.
-ალბათ მოსწავლეა, ჯანდაბა_თავი დაბნეულმა მოიქექა სანდრომ და მაშინვე შეეშვა ფიქრებში საკუთარ თავთან საუბარს. -დიახ?_ეცადა სახეზე გამოკვეთილი მიმიკა ღიმილისთვის მიემსგავსებინა.
-ჩვენ სოფიასთან ვართ_შეუცვლელი სახით გააგრძელა ქალმა მისი თვალიერება.
-მაგდა, შემოდით_ქალის ხმაზე მაშინვე გამოვარდა გოგოც და სანდროს ლამის სიცილი აუტყდა სახე ჯერ კიდევ სველი რომ ჰქონდა, ისე გამოვარდა გამშრალებას დაავიწყდა.
-არ ვიცოდი თუ დაოჯახდი სოფია, გილოცავთ_სანდროზე თვალის მოუშორებლად ჩაილაპარაკა სტუმარმა.
-რა ვქენი? უი არა, რას ამბობ,ეგღა მაკლია ამსთან_ვითომჩუმად ჩაილაპარაკა ბოლო სიტყვები, თუმცა მშვენივრად მიწვდა სანდროს გულს და გონებას. სიმწრით ჩაეცინებოდა რომ შეძლებოდა.
-წინა მოსვლაზე უკან წამოვიდა გიგა, სახლში არ დამხვდაო, ახლაც ტელეფონზე ვერ გამოვედი და მოსვლა და მოკითხვა გადავწყვიტე, მეთქი ხომ მშვიდობაათქო_ჭორაობას არ წყვეტდა ქალი და თან უპრობლემოდ მიიწევდა მისაღებისკენ.
-ხო მაპატიე მაგდა, ავარიაში მოვყევით მე და ბებო და დღეს მოვახერხე სახლში დაბრუნება_ წრილობები გამოაჩინა თმების გადაწევით და იმხელა შეიკივლა ქალმა ღმერთო ჩემოო, მხოლოდ ერთი თხელი მაისურის ამარა გამოვარდა სანდრო სამზარეულოდან ტაფით ხელში.
-ნაზი ხომ კარგადაა?_ტუჩი მოიკვნიტა ქალმა გვერდულად სანდროს დანახვაზე, თუმცა საუბრის თავი მაინც ქონდა.
-კი, კარგადაა, საავადმყოფოში დატოვეს_ლამის ფხუკუნით ჩაილაპარაკა გოგომ მაგდას სახის დანახვაზე.
-სოფია, ეს ქმარი თუ არა აბა?_კითხვის ნიშნიანი მზერით გადმოხედა გოგოს და სამზარეულოში დაბრუნებულ ბიჭზე მიუთითა.
-ეეგ? ჩემი მოსწავლის ბიძიაა, ერთხელ რომ მოაკითხა ბავშვს მოვეწონე და მას შემდეგ ცოლს მეძახის. გონებრივად ვერ არის ბოლომდე წესრიგში ხომ ხვდები და მისმა ოჯახმა მთხოვა როცა მოვა არ გამოაგდო დაგვირეკე და მოვაკითხავთო, მეც ვეხმარები_მხრები აიჩეჩა გოგომ და გონებაში ლამის სიცილით შეწუხდა ქალის სახეზე.
-გონებრივად ვერ არის?_სახე მოქუფრულმა გადაამოწმა მაგდამ, -ღმერთო როგორი უსამართლო ხარ ზოგჯერ, ასეთი კაცი და ტვინნაკლული შეიძლება?_მოწყენილმა ისე ჩაილაპარაკა, აშკარა იყო კაცისგან ფიქრებში უკვე მეხუთე შვილს აჩენდა.
-რას ვიზამთ, რაცარუნდა სამწუხარო იყოს ასეა, _ხელები გაშალა სოფიამ და თხოვნის სახით გადახედა ქალს -მაგდა, მოდი გიგა ამ საღამოს გვიან ან ხვალ გამოუშვი კარგი? ახლა დავბრუნდი საავადმყოფოდან და გადავივლებ ხუთი წუთით დავისვენებ.
-მომავალ კვირამდე არ გაგაკარებ, ხუთი წუთი კიარა ახლა დაწოლა გჭირდება, ისედაც უფასოდ ამეცადინებ და იმხელაზე ხართ წიგნში მასალით წასული არაფერი დააკლდება. კარგი დასვენება ჩემო გოგო_გადაეხვია ქალი და სახლიც დატოვა.
კარები რომ მიკეტა სამზარეულოსკენ წასვლა და ყავით გამოფხიზლება გადაწყვიტა, თუმცა უკან მობრუნებულს გასასვლელთან მომღიმარი და გულზე ხელებ გადაჯვარედინებული სანდრო დახვდა. ნელი ნაბიჯებით წამოვიდა ბიჭი მისკენ და მიახლოებულმა თავი დახარა.
-თუ შენს ქმრობას გადავწყვეტ, დამიჯერე ამ სახლიდან ოჯახი კიარა, ქართველოს შეიარაღებული ძალებიც კი ვერ გამიყვანს ძალით_ლოყაზე, ტუჩთან ძალიან ახლოს აკოცა და თვალებ გაფართოებული გოგო იქვე დატოვა შემოსასვლელში. თავად ღიმილით შევიდა სააბაზანოში და არხეინად მოუშვა წყალი.

საავადმყოფოდან დაბრუნების შემდეგ ორ საათში სამი მოსწავლე ეჯდა უკვე დამშვიდებულ გოგოს ლოჯში სპეციალურად მოწყობილ სამეცადინო კუთხეში. თითქოს გარე სამყაროს მთლიანად იყო მოწყვეტილიყო, მთელი გულითა და მონდომებით უხსნიდა ბავშვებს ახალ მასალას და გაუგებრობის შემთხვევაში თავიდან იმეორებდა უკვე ნათქვამს. ბავშვებიც მალევე ისრუტავდნენ ნათქვამ სიტყვებს და სავარჯიშოების წერაში ერთმანეთს ტოლს არ უდებდნენ. სოფიას შემხედვარე ხვდებოდა სანდრო როგორი არის ადამიანი, რომელიც მოწოდებით პედაგოგია და წარმოუდგენელი სიხარულით ივსებოდა ასეთი ქალი რომ გაიცნო. რამდენიმე წუთი აკვირდებოდა კარებიდან მოსწავლეებთან მჯდომ გოგოს და ავტომატურად იღიმოდა, თუმცა შემდეგ წამიერად ამოუტივტივდა თავისი ცხოვრება, როგორ წესებს მიზდევდა და ღიმილი ჩამოერეცხა სახიდან. ახლა იმდენად წარმოუდგენლად ეჩვენებოდა მისი და სოფიას ურთიერთობა ოცნებასაც ვერ ბედავდა. ცხოვრების გახსენებამ წამლის მოთხოვნილებაც შეახსენა და გაბრაზებული წავიდა შემოსასვლელში ჩამოკიდებული ქურთუკისკენ და წამებში შეიგრძნო ჯიბეში ჩაყოფილ ხელზე დაფასოებული წამლის დოზა.
ვერ გაბედა, ამ სახლში, ამ წამებში და სოფიას გვერდით ვერ გაბედა. გაიკეთებდა და მერე? როგორღა გაებედა თვალებში ჩხედვა კიარა მის გვერდით დადგომაც კი? ასეთი ბინძური ასეთი სუფთა ადამიანის გვერდით...
თითქოს მაშველი რგოლივით მოევლინა აწკრიალებული ტელეფონი, გახარებულმა დახედა და მაშინვე უპასუხა გაბრიელის ზარს.
-ახლა გამოვდიოდი, ხომ მშვიდობაა?_ხმა დაეძაბა ბიჭს.
-მშვიდობაზე უკეთესი, ლილუმ გაიღვიძა_სიცილით ჩასძახა ბედნიერმა გაბრიელმა.
-ნეტა სულ ასე დაგვიმტკიცებდეს მაგარი გოგო რომაა,_სანდრომაც გაბედნიერებულმა წამოიძახა და ქურთუკი მოიცვა.
-მალე მოდი თუ გინდა ტყუპების სახელებს რომ მოუსწრო, საზეიმო გამოცხადება გვექნება_სიცილს არ წყვეტდა გამომძიებელი და სანდროს შორიდან ესმოდა ლილუს მონატრებული ბურდღუნიც.
-რა იყოთ მეფე ლომია?_სიცილით ამოიცვა თავადაც ბოტასები და შემოსასვლელში გამოსულ სოფიას მოკრა თვალი -15 წუთში თქვენთან ვარ.
-სად მიდიხარ?_მაშინვე დაინტერესდა სოფია.
-ისე გახარებული ვარ მაგ შეკითხვაზე არ ჩაგეძიები, ჩემი და გონს მოვიდა და საავადმყოფოში მივდივარ, ნაზისაც მოვინახულებ და კიდევ ერთხელ ვიკითხავ როგორაა_ლაპარაკით გამოაღო კარი და ნახევრად გასული ისევ უკან შემობრუნდა: -კინაღამ დამავიწყდა_მომენტალურად აკოცა მომღიმარ გოგოს ტუჩის კუთხესთან და მაშინვე აორთქლდა სახლიდან. სამწუხაროდ სოფიას აწითლებულ ლოყებს თვალი ვეღარ მოკრა.


-აი ყველაზე მაგარი გოგო ხარ ვისაც კი ვიცნობ_გაბრწყინებული შევარდა პალატაში სანდრო და ტყუპების ფერებაში გართულ დას ლამის თავზე დაახტა, მაშინვე აუვარდა ლოგინზე და მთელი სხეულით მოეხვია.
-ბავშვები გამეჭყინტა იდიოტო_ხელის კვრით გადმოაგდო სიძემ.
-ჩუ რა, ერთი გასროლით ორი გააკეთე და მომაფერებინე მაინც.
-მერე ჩემსავეთ მაგარი კიარ ხარ, აკეთე ბატონო და შენები და ისინი ჭყინტე, ნახე როგორ აატირა ცუდმა ბიძიამ_ბიჭი აიყვანა ხელში და ჩუ მამას ძახილით მიიხუტა გულზე, ლილუ ვარდისფერებში გამოწყობილ გოგოს ეხვეოდა და სურნელს ისუნთქავდა.
-აუ პატარა ოჯახივით ხართ ახლა მართლა_ლამის ტირილამდე მისულმა წამოიძახა სანდრომ და დას მიეხუტა ისევ.
-მომენატრე სანდრინიო, წვერი როდის მოიცილე?_გაპარსულ ლოყაზე დაუსვა დამ ხელი.
-აბა შენმა ქმარმა ლამის იარაღი დამიმიზნა გაბურძგნული არ დაგინახო ჩემ შვილებს მოეკაროო და ბავშვებს ხომ უნდა მივეფერო_სიცილით აკოცა პატარა ქალბატონს თავზე.
-სწორი უთქვამს_სიცილით დაუქნია თავი და მხიარულად აკოცა.
-ჩვენც მოვედიით_ბუშტებითა და საჩუქრებით ხელდამშვენებულები გამოჩნდნენ კარებში მშობლები, ნენე და ბარბარე.
-როგორ გამახარე ჩემო გოგო_აცრემლებული მოეფერა დედამთილი ლილუს.
-მოკლედ, დაბრუნება ძალიან მიხარია, თქვენი და ჩემი შვილების ნახვა კიდევ უფრო მეტად, მადლობელი ვარ სახელებზე რომ დამელოდეთ, რადან გული დამწყდებოდა გადაწყვეტილება რომ ვერ შემესრულებინა. რადგან სქესი არ ვიცოდი ორივეზე მოფიქრებული მქონდა და მიხარია, არჩევანის გაკეთება რომ არ მომიწევს_გაღიმებულმა დახედა ხელებში მოქცეულ გოგონას და დედამთილს გაუსწორა მზერა.
-ჩემი ქალბატონი თამარ ყიფიანია, ბებოს სახელს ბოლომდე სიამაყით ატარებს, იმიტომ რომ ხშირად გავუმეორებ, რომ ჩვენი ოჯახის ბედნიერება მისი ბებოს დამსახურებაა_აცრემლებულ ქალს გადახედა ღიმილით და ახლა სანდროს გაუწვდინა ხელი -ბიჭი ალექსანდრე ყიფიანია და დიდი იმედი მაქვს მის სეხნიას გამოსწორების გზაზე წაიყვანს და ბედნიერებას მოუტანს თავისი დაბადებით _თვალი ჩაუკრა თვალებ გაფართოებულ ძმას და ხელებში მოქცეული გოგონა დედამთილს გაუწოდა. ისევ ბალიშზე მიწოლილმა შუბლზე იგრძნო საყვარელი ტუჩები და განაბული მიეხუტა ქმარს.
-როგორი ბედნიერი ვარ თქვენ რომ მყავხართ_სამივე შვილიშვილი ერთად მიიხუტა თამარმა და ვეღარ შეძლო მოწოლილი ცრემლების დამალვა.
პალატაში არსებული იდილია გაბრიელის ზარმა დაარღვია, შუბლშეკრულმა დახედა ძმის ნომერს და მაშინვე უპასუხა:
-იოანე, რა მომენტს დააკლდი ნეტა იცოდე.
-გაბრიელ, მაპატიე მაგრამ სასწრაფოდ უნდა წამოხვიდე_დაძაბული ხმა ჰქონდა ტყუპს.
-რა მოხდა?
-დავითის მოკვლა სცადეს_კბილების ღრჭიალით გაისმა ბიჭის ხმა და გაბრიელის მხრიდანაც მოყვა ღრმად ამოსუნთქვა.



სანდრიკ, სადაც სამი დღე გაქაჩე მაგ დასაწვავის გარეშე იქაც ცოტა გაიჭირვე რა :) თან რამხელა მიზეზები გყავს სამაგისოდ ეგეც ხომ უნდა გაითვალისწინო. აქეთ ლილუ, იქეთ აწითლებული სოფი და კიდევ პატარა ტყუპები❤ მე ჩემი ბიჭის მჯერა❤
სოფის ქვეცნობიერს სანდროს ცოლობა უნდა და როდის აღიარებს სოფიც ნეტა ეგ გამაგებინა.
რა კარგია, დავითის მოკვლა რომ არ გამოუვიდათ. ეჭვი მაქვს ის კაცი ხმას არ ამოიღებს, მაგრამ იმედია დათვითი ალაპარაკდება.
მეტი სოფიო და სანდრო მინდა მე ❤

 


№2  offline მოდერი naattii

რუსკიმარუსია
სანდრიკ, სადაც სამი დღე გაქაჩე მაგ დასაწვავის გარეშე იქაც ცოტა გაიჭირვე რა :) თან რამხელა მიზეზები გყავს სამაგისოდ ეგეც ხომ უნდა გაითვალისწინო. აქეთ ლილუ, იქეთ აწითლებული სოფი და კიდევ პატარა ტყუპები❤ მე ჩემი ბიჭის მჯერა❤
სოფის ქვეცნობიერს სანდროს ცოლობა უნდა და როდის აღიარებს სოფიც ნეტა ეგ გამაგებინა.
რა კარგია, დავითის მოკვლა რომ არ გამოუვიდათ. ეჭვი მაქვს ის კაცი ხმას არ ამოიღებს, მაგრამ იმედია დათვითი ალაპარაკდება.
მეტი სოფიო და სანდრო მინდა მე ❤

წუწუნის გამო მთელი თავი წყვილს მივუძღვენი :D

 


naattii
რუსკიმარუსია
სანდრიკ, სადაც სამი დღე გაქაჩე მაგ დასაწვავის გარეშე იქაც ცოტა გაიჭირვე რა :) თან რამხელა მიზეზები გყავს სამაგისოდ ეგეც ხომ უნდა გაითვალისწინო. აქეთ ლილუ, იქეთ აწითლებული სოფი და კიდევ პატარა ტყუპები❤ მე ჩემი ბიჭის მჯერა❤
სოფის ქვეცნობიერს სანდროს ცოლობა უნდა და როდის აღიარებს სოფიც ნეტა ეგ გამაგებინა.
რა კარგია, დავითის მოკვლა რომ არ გამოუვიდათ. ეჭვი მაქვს ის კაცი ხმას არ ამოიღებს, მაგრამ იმედია დათვითი ალაპარაკდება.
მეტი სოფიო და სანდრო მინდა მე ❤

წუწუნის გამო მთელი თავი წყვილს მივუძღვენი :D

ხოდა მაინც არ მეყო smile smile

 


№4 სტუმარი სტუმარი gvantsa

ბედნიერებაა აქ რო შემოვდივარ და ახალ თავს ვხედავ :))

 


№5  offline მოდერი naattii

სტუმარი gvantsa
ბედნიერებაა აქ რო შემოვდივარ და ახალ თავს ვხედავ :))

უღრმესი მადლობა ❤️

 


№6 სტუმარი სტუმარი ანი

აუუუ მომეწონა სანდროს და სოფიას მომენტებიიი ^-^
ახლა ჯერი წამლის დანებებაზე დადგება ალბათ არა?!
ეჭვი არ მეპარება სოფოს გამო წამალსაც მიაგდებს სანდრიკო^-^

 


№7  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

აუუ აი ძალიან მაგარი თავი იყო, ძალიან ბედნიერი, დადებითი ემოციებით ავივსე ❤️

 


№8  offline მოდერი naattii

სტუმარი ანი
აუუუ მომეწონა სანდროს და სოფიას მომენტებიიი ^-^
ახლა ჯერი წამლის დანებებაზე დადგება ალბათ არა?!
ეჭვი არ მეპარება სოფოს გამო წამალსაც მიაგდებს სანდრიკო^-^

ეცდება მაგრამ ცოტა რთულად იქნება საქმე :(

ablabudaa
აუუ აი ძალიან მაგარი თავი იყო, ძალიან ბედნიერი, დადებითი ემოციებით ავივსე ❤️

სწორედ ეგ მინდოდა ემოციური თავის შემდეგ ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent