შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთვარის მორჩილი 18+ (სრულად)


1-11-2019, 02:20
ავტორი ნადარაია
ნანახია 59 838

გაზაფხული იყო თბილისში, მაგრამ სულაც არ იგრძნობოდა ეს. ნუ, როგორც სჩვევია ხოლმე აქაურობას, დილით თოვს, შუადღეს ისე ცხელა, მოკლე მაისურით გამოდიხარ გარეთ და საღამოს შეიძლება ისეთ წვიმაში მოხვდე, რომ სახლამდე გზაც ვერ გაიკვლიო. რას ვიზამთ, ასეა თუ ისეა, ყველას გვიყვარს ჩვენი ლამაზი თბილისი.
მაგრამ საკითხავი ისაა, რა ხდება ქალაქში მაშინ, როცა ყველას სძინავს, როცა ჩაბნელებულ ქალაქს მხოლოდ მთვარის შუქი ანათებს. მაშინ, როცა დაღლილი მიდიხარ სახლში უნივერსიტეტიდან, სკოლიდან ან სამსახურიდან. იმდენად დაღლილი ხარ, რომ არაფრის თავი არ გაქვს, გინდა მოკალათდე საწოლში და უბრალოდ დაისვენო, არც იფიქრო, არც ხვალინდელი დღე დაგეგმო, არც დღევანდელი შენი საქციელები განსაჯო, უბრალოდ მოწყდე ამ სამყაროს და დაივიწყო, რომ შენ გარდა ამ ქალაქში კიდევ მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ზოგს უჭირს, ზოგს ულხინს, ზოგი ბედნიერია სიცოცხლით, ზოგი სიკვდილს ებრძვის... და შენც კი, როცა მაინც მიქრის შენი გონება ხვალინდელისკენ, არ ხარ ბოლომდე დარწმუნებული, რომ ეს დღე გათენდება და შენი ცხოვრება ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდება.
მარტის მზე ამოვიდა თბილისში ქალაქს ჩამომდგარი შავი ღრუბლები სათითაოდ გადაფანტა. ღამით წვიმდა, კოკისპირულად წვიმდა. ჰაერში ჯერ კიდევ ტრიალებდა მიწის, ყვავილების და ნესტის სუნი, აი ის სუნი, ბევრს რომ ძალიან გვიყვარს და „წვიმის სუნს“ ვეძახით. გრილოდა, მაგრამ მზის სხივების დანახვამ მაინც გამოაფხიზლა ყველა, სინათლის დანახვამ ბევრიც გააბედნიერა, თითქოს ძალა დაუბრუნდათ და ახალი დღის იმედი მიეცათ.
ნელ-ნელა გამოფხიზლდა დედაქალაქი, გაისმა სკოლების ზარის ხმა, მანქანების სიგნალი, მეტროს გრუხუნი, აივსო პარკები მოხუცებით და პატარა ბავშვებით. როგორც ჩანს, ბევრისთვის გათენდა ახალი დღე, მზიანი გაზაფხულის დღე, რომელიც სიურპრიზებით იყო აღსავსე.
მაგრამ...
თურმე შესაძლებელია ერთ წამში მზე ჩავიდეს, კი არ ჩავიდეს, უბრალოდ გაქრეს. ისევ მოიღრუბლოს, ცივმა ნიავმა დაუბეროს და ყველაფრის ხალისი გაქრეს.
„ახალი ამბავი გაიგეთ?“ - ისმის ჩურჩული ძველი ქალაქის ქუჩებში. „ეს რა მომხდარა...“ „საცოდავები...“ „ხედავთ, როგორ იმატა კრიმინალმა?“ „საკუთარ სახლშიც ვეღარ იქნები უსაფრთხოდ“ „ბავშვებს რაღას ერჩოდნენ?“ „ახლა რა იქნება?“ „ახლა რა იქნება?“ „ახლა რა იქნება?“
და მართლაც... ახლა რა იქნება?


1.
საბავშვო ბაღის ჭრიალა, მწვანე კარი შეაღო მარიამ მახარაძემ. დაღლილი, სევდიანი და ჩაფიქრებული იყო. სწრაფად გაიარა სასრიალოებიანი ეზო და შენობაში შევიდა. დერეფანში ერთმანეთში არეული საჭმლის სუნი ირეოდა. ერთ-ერთ კარზე დააკაკუნა და ფრთხილად შეაღო.
- გამარჯობა... შეიძლება მახარაძე წავიყვანო?
- ვინ ბრძანდებით? - გაისმა შიგნიდან ასაკოვანი ქალის სიგარეტისგან დაბოხებული ხმა.
- მისი უფროსი და ვარ, მარიამი...
ბევრი დარწმუნება არ დასჭირდა. 5 წლის ნინია მახარაძესთან ერთად შავი მერსედესის კარში გაუჩინარდა. მანქანა დაბურული იყო, ამიტომ ვერც ვერავინ დაინახავდა, რომ მანქანაში მძღოლის გარდა, კიდევ ერთი ახალგაზრდა იჯდა. ის ნაზად შეეხო მარიამის ტუჩებს და პატარა ნინიას ხელი გადაუსვა.
- რა გჭრის მარიამ? რატომ ხარ უხასიათოდ? - თვალები დაუწვრილდა, მზერით ბურღავდა და ცდილობდა გოგონას ფიქრები წაეკითხა, რაც არაერთხელ გამოსვლოდა.
- არ ვიცი, რაღაც ვერ ვარ დილიდან. თავი მტკივა და გული ცუდს მიგრძნობს. გთხოვ, მალე წაგვიყვანე სახლში, გეგი... დღეს არსად წამოსვლის თავი არ მაქვს...
კაცს არც კი გაჰკვირვებია გოგონას ასეთი პასუხი, პირიქით, მოელოდა კიდეც. ოდნავ ჩაეღიმა.
- მარიამ, ამაზე ხომ ვისაუბრეთ? დღეს ჩემი მშობლები უნდა გაგაცნო, მერე სახალხოდ ხელი გთხოვო... რატომ გინდა, რომ მაწყენინო? - მშვიდი, მაგრამ მუქარით აღსავსე ხმა ჰქონდა.
გეგი ლიპარტელიანი... ნამდვილი გაქნილი არამზადა, რომელსაც არაერთი ადამიანის გაუბედურებაში მიუძღოდა წილი. 35 წელს გადაცილებული, ნახევრად მელოტი, დიდი, მოსუქებული თავით და მამაპაპური ღიპით. დიდი ხანია თვალი დაედგა 23 წლის მარიამ მახარაძისთვის, რომელიც ერთ დროს უბედნიერესი ლამაზმანი გახლდათ, მუდამ მომღიმარი, ყურადღების ცენტრში, მაგრამ ლიპარტელიანმა ყველა შეყვარებული თუ თაყვანისმცემელი ჩამოაშორა გოგონას, მის ოჯახსაც დაუახლოვდა, შარიან საქმეში გააყოფინა თავი, ყველა გზა მოუჭრა და მხოლოდ ერთი არჩევანის საშუალება დაუყოვა - საძულველ კაცზე გათხოვება.
- გასაგებია, გეგი, მაგრამ... მინდა ჩემი ოჯახის წევრებიც იქ იყვნენ... განა ბევრს ვითხოვ?
- ამაზეც ხომ ვისაუბრეთ? ეს არაოფიციალური გაცნობაა, უბრალოდ ჩემს მშობლებს გაგაცნობ და დიდი ბებიის ბეჭედს მოგარგებ ხელზე. - თან გოგონას თლილი თითები თავის ხელებში მოიქცია და თავისი უხეში ტუჩები შეახო.
სძულდა მარიამს ეს კაცი, ყველაზე მეტად ეზიზღებოდა, მაგრამ სხვა გზა არ იყო. ვერც კი მიხვდა, როდის შემოეფანტა ყველა მეგობარი, შეყვარებული, როდის გაუბედურნენ ოჯახის წევრები და როდის წავიდა მამის კარიერის საქმე ისე ცუდად, რომ ციხეს ძლივს ასცდა. სძულდა გეგის შეხება, გვერდით ყოფნა, კოცნა, ალერსი, ის ჰაერიც კი სძულდა, რომელსაც გეგი სუნთქავდა. სძულდა თავისი თავი და ცხოვრება, რომელმაც ასე გასწირა სამუდამო ტანჯვისთვის.
- ნინიას მაინც წამოვიყვან, გთხოვ... თან ხომ იცი როგორ ვუყვარვარ... არ შეუძლია უჩემოდ...
- მარიამ... - ხმას აუწია კაცმა. - ჩვენი ნიშნობის დღეს არ მინდა გაწყენინო...
- კი მაგრამ, გეგი... - ხმას აუწია გოგომაც, არ სურდა ლიპარტელიანების გარემოცვაში მარტო დარჩენა, საერთოდაც არ უნდოდა წასვლა. - მე ხომ შენი საცოლე ვარ... მე მჭირდება დღეს ჩემთვის საყვარელი ადამიანების გვერდში დგომა... მე ხომ...
სიტყვა გაუწყდა, რადგან კაცმა მოულოდნელად სილა გააწნა, თან ისე მწარედ, რომ ტუჩიც გაუხეთქა. გაოგნებული დასცქეროდა მარიამი სისხლიან თითებს და გაოგნებული უყურებდა ურჩხულს, რომელიც მალე მისი ქმარი უნდა გამხდარიყო.
- რატომ ურტყამ ჩემს დას?! - დაიყვირა ნინიამ.
- არ მინდოდა, მაგრამ გამომტყუე. ხომ გაგაფრთხილე, გაჩუმდი თქო... - გეგი მარიამისკენ დაიხარა და ტუჩიდან სისხლი თეთრი ხელსახოცით მოწმინდა. - იცი როგორც მიყვარხარ... და მაინც მეწინააღმდეგები, მარიამ... ასე არ შეიძლება...
ბევრი რამის თქმა უნდოდა მახარაძეს, მაგრამ თავი შეიკავა, ან რა აზრი ჰქონდა?! დღეს მისი სიამაყე და ქალურობა პირველად გადათელეს, პირველად აღმართეს მასზე ხელი და კიდეც დაასამარეს. ორივე ხელი მოჰხვია დას და მაგრად ჩაიხუტა. რამდენიმე ცრემლიც ჩამოუგორდა სახეზე, მაგრამ გრძნობდა, რომ ჯერ ყველაფერი წინ იყო, მისი უბედურება ახლა იწყებოდა.
ლამაზ, სამ სართულიან სახლს მიუახლოვდნენ წყნეთში. ეს ის სახლი იყო, სადაც მარიამ მახარაძე გაიზარდა, სადაც ის უყვარდათ, ეალერსებოდნენ და აფასებდნენ.
- 20 წუთში აქ იყავი, ბევრი არ მალოდინო... - გასძახა გეგიმ გადასულს.
- 20 წუთი? მხოლოდ 20 წუთი აქვს ბედნიერებისთვის, ბატონო გეგი? - ბოროტულად გაიცინა მძღოლმა, რომელიც მთელი გზა დუმდა.
- ასეა შალვა... რას ვიზამთ... მე უკეთეს მომავალს ვპირდები მას...
სახლში შევიდა და დაძაბულობაც თითქოს გაქრა. გამოეგებნენ უსაყვარლესი მშობლები, რომელთაც მზე და მთვარე ამოსდიოდათ მარიამზე.
- ეს ვინ მოვიდაო? - მამამ ხელში აიტაცა ნინია.
- დედი, კაბა მოვამზადე... - დაიწყო ბედნიერი ხმით დედამ. - ჩაიცვი, ბევრი არ ალოდინო კაცს.
- დედა... რა მნიშვნელობა აქვს რა მეცმევა? - თვალები აატრიალა მარიამმა. - ამ დღის შემდეგ, ყველანაირ ტანსაცმელში უბედური ვიქნები.
- ასე ნუ ამბობ მამი, კარგი კაცია გეგი, თან ხომ შენი ნებით დათანხმდი, არა?
- ჩემი ხელით ვითხრი სამარეს...
- წადი ახლა, და მალე დაბრუნდი... - თბილად მოეხვია დედა. - საღამოს აქაც სუფრა გელოდება...
- რა სუფრა? - გაიკვირვა მარიამმა.
- როგორ თუ რა სუფრა... ჩემი გოგო ინიშნება და მე არ უნდა აღვნიშნო? თან ეს არაჩვეულებრივი იდეა შენმა მომავალმა ქმარმა მომაწოდა... მარტო ნათესავები იქნებიან, ისინი, ვისაც უხარია შენი ბედნიერება...
- რა კარგი სპექტაკლია... - აღარ მოუსმენია, ოთახისკენ დაიძრა.
უგულოდ ჩაიცვა საძულველი კაბა, მშობლების ნაჩუქარი კულონი ჩამოიკიდა, თვალები მკრთალად შეიღება და სულაც არ უფიქრია ახალი ჭრილობის დაფარვა, რომელიც მოძალადე საქმრომ მიაყენა. ეზოდან გაბმული სიგნალები უკვე ისმოდა.
- ხისთავიანი... - ამრეზით გახედა მანქანას და კიბეზე დაეშვა.
- რა ლამაზი ხარ დედი! - დაიწყო ქალმა.
- დედა... გთხოვ... არ გინდა...
- გაკოცო მაინც დე...
ქალი ძლიერად მოეხვია შვილს.
- მიყვარხარ მარიამ, იცოდე ეს კარგად...
- მეც დედა, მეც... წავედი და გნახავთ...
მამასაც გადაეხვია.
- სახე ნუ ჩამოგტირის, ჩემო ულამაზესო. ენდე მამიკოს... ამ ცხოველის ხელში არ დაგტოვებ... - ჩასჩურჩულა და ლოყაზე აკოცა.
გულმა რეჩხი უყო, არ ესიამოვნა მამის სიტყვები. საშინელმა წინათგრძნობამ მოიცვა, სახლიდან გამოსვლა ასე არასდროს გაძნელებია. ერთხელ კიდევ მოხედა თეთრს გალავანს და შავ მანქანაში გაუჩინარდა.
- რა ლამაზი ხარ. - უთხრა გეგიმ გოგონას და ხარბად აათვალიერა მისი გამოყვანილი ტანი.
- წავედით... - დააიგნორა კაცი და ფანჯარასთან მოკალათდა.
გეგი არც მეტი, არც ნაკლები შსს-ს მინისტრის უსაყვარლესი ბიძაშვილი გახლდათ. დაახლოებით ალბათ მიხვდებით როგორი სახლ-კარის, ქონების და ოჯახის პატრონი იქნებოდა. მარიამი საქმროს სახლში სულ ორჯერ იყო ნამყოფი, ახლა კი მესამედ მიდიოდა საძულველ ადგილას.
- მარიამ, ძალიან მინდა, რომ კარგი შთაბეჭდილება დატოვო ჩემს ოჯახზე... - დაიწყო გეგიმ და გოგონას ხელი თავის ხელებში მოიქცია.
- მე ვერავის ვითამაშებ, გეგი... ის ვიქნები, ვინც ვარ... - უპასუხა ხმადაბლა და ხელი გაითავისუფლა.
- მარიამ... - სახე ყურთან მიუახლოვა. - კარგად იცი, რასაც ვუშვები იმ ადამიანებს, ვინც არ მემორჩილება. ნუ ისარგებლებ იმით, რომ მიყვარხარ, რადგან საყვარელ ადამიანსაც კი არ დავინდობ, ყველაზე მარტივი მაგალითი ჩემი ძმაა, კარგად იცი, რა ბედიც ეწია მას. ამიტომ, დაიმოკლე ეგ ლამაზი ენა და შენს ტყავს გაუფრთხილდი.
ოჰ, როგორ სძულდა ეს არსება... რას არ მისცემდა, ოღონდ გეგი ლიპარტელიანს არ გადაყროდა ამ ცხოვრებაში. თავს ძლივს იჭერდა, რომ ხელებით არ ჩაფრენოდა მას და მთელი სახე არ დაეკაწრა. ღრმად სუნთქავდა და სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობდა.
მუქი შინდისფერი სახლი და მისი შავი გალავანიც გამოჩნდა. ლიპარტელიანმა გოგონას წელზე შემოჰხვია ხელი. კარი მოსამსახურე გოგონამ გააღო. სევდიანი, თანაგრძნობით აღსავსე მზერა გაუსწორა მარიამს და მალევე გაუჩინარდა. მისაღები ოთახი აბრდღვიალებული იყო ბროლის ჭაღებით, დიდი სუფრა გაეშალათ ლიპარტელიანებს. ოთახი დატვირთული და თითქოს დამძიმებულიც იყო ძვირადღირებული და უსარგებლო ნივთებით. მოჩუქურთმებული სარკეები, ნახატები, ავეჯი... ყველაფერი ზედმეტად გადაპრანჭული იყო, მაგრამ ეს სულ არ აწუხებდა თამარა ლიპარტელიანს, გეგის უსაყვარლეს დედას, რომელსაც თავი მე-18 საუკუნიდან გადმომხტარი არისტოკრატი ეგონა.
- ნუ გძე ვი, სტოლკა ვრემია პრაშლო ი მი ჟძიომ... (სად ხართ, ამდენი დრო გავიდა და ჩვენ ისევ გელოდებით...) - გაისმა თამარას მკაცრი, ბოხი ხმა.
მართალია ქალბატონი ლიპარტელიანი თბილისში დაბადებული და გაზრდილი გახლდათ, მაგრამ მასში მაინც მძვინვარებდა რუსი ბებიის სისხლი. თამარა ლიპარტელიანი ევგენია ანტონევნას რეინკარნაცია გახლდათ, აი რომ ამბობენ, გაჭრილი ვაშლივით ჰგვანანო, ასე იყვნენ რუსი ბებია და გარუსებული შვილიშვილი.
- მოგესალმებით, ჩემო უსაყვარლესო ნათესავებო... - ხმა აიმაღლა გეგიმ და ოთახში მყოფ, თხუთმეტამდე ადამიანს მიმართა. - მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი უსაყვარლესი ქალბატონი, რა თქმა უნდა, ქალბატონი თამარას შემდეგ. - თამარას ბოროტულად ჩაეღიმა. - ეს არის მარიამ მახარაძე, შემდეგში ლიპარტელიანი, ჩემი მომავალი მეუღლე და შვილების დედა...
გეგიმ უხეშად მოჰხვია ხელი გოგონას, რომელიც უემოციოდ უყურებდა ბრბოს. ხალხის მასას, რომლებიც თვალებით სჭამდნენ გოგონას და რაიმე ნაკლის პოვნას ცდილობდნენ. სიხარულით, ღიმილით და ბედნიერებით არავინ შეხვედრია ახალ რძალს.
- ისედაც ვიცნობთ, რა საჭიროა ასეთ გამორჩეული წარდგენა... - მკვახედ ჩაილაპარაკა ვიღაც ასაკოვანმა ქალმა, რომელიც მოშორებით იჯდა.
- მოდი, სუფრასთან დავსხდეთ... - სიტუაციის განმუხტვა სცადა გეგიმ.
რამდენიმე წუთს მხოლოდ დანა-ჩანგლის ხმა ისმოდა. უგემურად ჭამდა მარიამი და ფიქრებით სულ სხვაგან იყო. თვალწინ ედგა თავისი სახლი, ნათესავები. წარმოიდგინა როგორი მხიარულება იქნებოდა იქ. აქ კი... თავი ნამდვილ პანაშვიდზე ეგონა.
ცოტა ხანში, ყველანაირი ცერემონიის და ემოციის გარეშე ამოიღო გეგიმ პატარა ყუთი. არც წამოდგომით ან მუხლზე დადგომით შეუწუხებია თავი, ყუთი გახსნა და ბეჭედი ამოიღო. დიდი, მასიური ოქროს ბეჭედი იყო, ზურმუხტის დიდი თვლით. განა ლამაზი? პირიქით, უშველებელი და მოუხერხებელი.
- ეს ბეჭედი ჩემს რუს დიდ ბებიას ეკუთვნოდა და ასე გადაეცემა თაობიდან თაობას. დღეს კი მარიამ მახარაძე ოფიციალურად ხდება მარიამ ლიპარტელიანი, ჩემი საცოლე და მთელი ცხოვრების თანამგზავრი. ყველას მოგიწოდებთ, რომ გიყვარდეთ და აფასებდეთ მას ისე, როგორც მე მიყვარს...
გოგონას მარჯვენა ხელზე ზურმუხტის თვალი აბრჭყვიალდა. საშინლად იყო მარიამი, თითქოს ამ ერთმა ბეჭედმა ისე დაამძიმა, რომ თავსაც კი ვეღარ სწევდა მაღლა. დაჰყურებდა ამ საშინელ ქმნილებას და თავს ყველაზე უბედურ ქალად გრძნობდა. თვალები ცრემლებით აევსო, განწირულობის, უსამართლობის ცრემლებით.
- ნახე როგორ გაუხარდა... - ცინიზმით თქვა სადედამთილომ.
- ვის არ გაუხარდებოდა, თამარა? ასეთი ოჯახის რძლობა სანატრელი აქვს ხალხს... აღარც სწავლა დასჭირდებათ, აღარც შრომა, გარჯა, წიგნებზე ღამეების თენება... მე ვიცნობ ამისნაირ გოგოებს, კარგად გიცნობთ... ოღონდ ფულში და სიმდიდრეში იცხოვროთ და სულსაც კი გაყიდით... გადასწ კაკოი ტა...(საზიზღრობაა) - ამოისისინა თამარას გვერდით მჯდომმა ქალმა.
აი აქ კი ვეღარ მოითმინა მარიამ მახარაძემ. სულ გადაწითლდა, თავში სისხლმა აასხა. მაგიდაზე ხელები დააბრახუნა და ფეხზე წამოიჭრა.
- როგორ ბედავთ! - დაიყვირა უცებ.
ყველამ ერთად თვალები დაჭყიტა.
- როგორ ბედავთ ასე მელაპარაკოთ! არავის ფული არ მჭირდება! სიღარიბეში არასდროს გავზრდილვარ, არაფერი მაკლდა! როგორ ბედავთ და ასეთ შეურაცხყოფას როგორ მაყენებთ! აბა მე მკითხეთ! მინდა თქვენი რძლობა?! მსიამოვნებს აქ ჯდომა და თქვენი სახეების ყურება? მსიამოვნებს თქვენი მზერა ჩემზე? თითქოს სამუზეუმო ექსპონატი ვიყო და არა ადამიანი! თითქოს არაფერი მესმოდეს!
- ზატკნის! (მოკეტე!) - ფეხზე წამოიჭრა თამარა. - კაკ ტი სმეეშ? ტუპაია სუკა! (როგორ ბედავ? უტვინო კახპა!)
- დედა დამშვიდდი... მარიამი აღელდა... მე დაველაპარაკები... - მშვიდად წამოდგა გეგი. - წამოდი ძვირფასო...
მარიამს ხელი ჩასჭიდა და მეორე სართულზე, თავის საძინებელში აიყვანა. კარი გასაღებით ჩაკეტა, გიჟივით შემობრუნდა და მთელი ძალით სილა გააწნა გოგონას.
- შენ ვინ ხარ! ვინ მოგცა უფლება უღრიალო ჩემს მშობლებს?
- და მათ ვინ მისცა უფლება საქვეყნოდ განმსაჯონ და დამამცირონ? - ლოყა ეწვოდა, ცრემლები ახრჩობდა, მაგრამ მაინც ძლიერად იდგა.
გეგი ლიპარტელიანმა პერანგის ღილი გაიხსნა, შარვალი ღიპზე გაისწორა და თავისი ძლიერი ტორები თმებში ჩაავლო საცოლეს. მაგრად მოქაჩა და მთელი ძალით საწოლზე დააგდო. მარიამი მაინც დუმდა.
- აქ იყავი და მოწესრიგდი. არ მინდა ნიშნობის პირველი ღამე სილურჯეებში გაატარო. გითხარი, ნუ ცდი შემს მოთმინებას თქო!
- და შენ გგონია ამის მერე შენი ცოლი გავხდები? არ მჭირდება ეს ბეჭედი, არც ჩემს ოჯახს სჭირდება შენი ფული! - ბეჭედი თითიდან მოიძრო და მოისროლა. - გიჩივლებ! ჩემზე ძალადობაში გიჩივლებ! ავადმყოფო!
- ჰაჰაჰაჰაჰა... მიჩივლებს გოგო... და სად მიჩივლებ? ჩემს პოლიციაში? - ამაზრზენად გადაიხარხარა კაცმა. - თუ გინდა, რომ დღეს ცოცხალი გადამირჩე... ახლავე აიღე ბეჭედი, მოწესრიგდი, დაბლა ჩამოდი და ჩემებს ბოდიში მოუხადე! მერე ვიფიქრებ შენთვის სასჯელის შემსუბუქებაზე...
კარი მაგრად გაიჯახუნა და კიბეზე ჩავიდა. ახლა კი სძლია მარიამს ემოციამ და ცრემლების ნაკადმა თვითონ გაიკვლია გზა მის ღაწვებზე. უნდოდა ეყვირა, ეწივლა, ნაფლეთებად დაეგლიჯა ჯერ გეგი, მერე კი მისი მთელი ოჯახი.
- რა დავაშავე ასეთი, ღმერთო... - ამოთქვა ჩუმად. - რით დავიმსახურე ეს სატანჯველი...
რამდენიმე წუთით თავი ხელებში ჩარგო, მერე ფანჯრიდან გაიხედა. სავსე მთვარე ანათებდა, სამანქანო გზა თითქოს მთვარის შუქს ირეკლავდა და უფრო გამოკვეთილად ჩანდა.
- რა ჯანდაბას ვაკეთებ აქ? რატომ ვეგუები ბედს, როცა ასეთი ოჯახი მყავს?!
ჩუმად დატოვა ოთახი და ფეხაკრეფით დაეშვა კიბეზე. იცოდა, რომ სამზარეულოდან ეზოში გასასვლელი უკანა კარიც არსებობდა. წამით შეავლო თვალი ლიპარტელიანების ნადიმს. ნამდვილი პანაშვიდი. არავინ იღიმოდა, უბრალოდ ხმამაღლა განიხილავდნენ თუ როგორი გაუზრდელი და თავხედი გოგონა შეიყვარა გეგიმ. ბეჭედი მოიხსნა და სამზარეულოს მაგიდაზე დატოვა, კარი გააღო და გაუჩინარდა.
დაახლოებით ოცი წუთი ელოდა გეგი საცოლეს, ეკლებზე იჯდა და ხელები ეფხანებოდა, უნდოდა ჭკუა ესწავლებინა თავნება გოგოსთვის. ბოლოს ვეღარ მოითმინა და თავისი საძინებლისკენ აიღო გეზი.
- ხომ გითხარი, ნუ მეთამაშები თქო! - ყვირილით შეაღო კარი, მაგრამ ოთახში არავინ დახვდა.
თითქმის მთელი მეორე სართული შემოირბინა, მაგრამ მახარაძის კვალიც არ ჩანდა. მიხვდა რაშიც იყო საქმე. მოხდა ის, რაც არ გაუთვალისწინებია, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ამ საღამოს მარიამი შეიძლებოდა გაჰქცეოდა. ცივმა ოფლმა დაასხა, მთელ სხეულში რაღაც საზარელმა შეგრძნებამ დაუარა.
- შენი დედას შევ*ცი! მარიამ მახარაძე! ეს რა ჩაიდინე! მითხარი, რომ სახლში არ წასულხარ! - თავში ხელები შემოიკრა ნერვიულად, ტელეფონი ამოიღო და კანკალით აკრიფა საცოლის ნომერი.
„მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან.“
- ამის დედა მოვტ*ან! ეს რა გააკეთე! ღმერთო ჩემო! მარიამ... - გეგის ხმა გაებზარა, ბოლო სიტყვები ხავილით ამოთქვა.
ამის შემდეგ ბევრი დრო არ გასულა. მალე აჟღრიალდა გეგის ტელეფონი, ამ ხმას კი ექოდ მოჰყვა იქ შეკრებილთა ტელეფონის ხმებიც, ჩაირთო ტელევიზორები, საინფორმაციო გამოშვება ბოლო ხმაზე. მანათობელ მანქანებთან ერთად გაემართა „პოლიციის უფროსი ლიპარტელიანი“ წყნეთში მდებარე ერთ-ერთი თეთრი სახლისკენ, რომელიც სულაც აღარ იყო თეთრი.
ერთმანეთში არეულიყო პოლიციის, სასწრაფოს და სახანძრო მანქანების გამაყრუებელი ხმები, უამრავ ჟურნალისტს მოეყარა თავი, ხელში მიკროფონებით უყურებდნენ კამერებს და მთელი ემოციით ამცნობდნენ საქართველოს ახლადდატრიალებულ უბედურებას.
„შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ რამდენიმე წუთის წინ საშინელი აფეთქება მოხდა წყნეთში, კერძოდ ყოფილი შსს-ს მინისტრის მოადგილის, სოლომონ მახარაძის ოჯახში. აი აქ, ჩემს უკან კარგად ხედავთ, როგორ უშედეგოდ ცდილობენ მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას. ხანძარი იმდენად დიდია, რომ მათთვის შეუძლებელია სახლში შეღწევა და იქიდან ადამიანების გამოყვანა, თუ რა თქმა უნდა, ვინმე გადარჩა. ოჯახის ახლობლებისგან ვიგებთ, რომ სახლში დაახლოებით 12 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან 3 არასრულწლოვანი. დღეს სოლომონ მახარაძე თავისი ქალიშვილის, მარიამ მახარაძის ნიშნობას აღნიშნავდა, სავარაუდოდ, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია... ახლახანს მოვიდნენ შსს-ს მინისტრი და მისი ბიძაშვილი, გეგი ლიპარტელიანი, რომელიც მარიამის საქმრო გახლდათ. ჩვენ ვეცდებით მათთან გასაუბრებას... „ბატონო გეგი, მომისმინეთ, ბატონო გეგი... სად იმყოფებოდა მარიამ მახარაძე აფეთქებისას?“
- ახლავე გაა*ვი აქედან, თორემ გაჩენის დღეს გაწყევლინებ! - მოუტრიალდა გამწარებული გეგი ქალს.
ამას არ ელოდა. ლიპარტელიანს აზრადაც კი არ მოსვლია, რომ შეიძლებოდა მარიამი ნიშნობიდან წამოსულიყო და უკან, სახლში დაბრუნებულიყო. უბრალოდ არ სჯეროდა, ეს როგორ გამოეპარა. ნერვიულობისგან კანკალებდა, ცივი ოფლი ასხამდა, ტანსაცმელი უჭერდა და რა ექნა არ იცოდა.
- გაგვედო, გეგი... - გვერდში ამოუდგა მინისტრი ბიძაშვილს. გეგისგან განსხვავებით, ის სრული სიმშვიდით შესცქეროდა ცეცხლის ალს.
- ჰა? - ამოიკნავლა ლიპარტელიანმა.
- ეს საქმე არ შეგვრჩება... სასწრაფოდ რამე უნდა მოვიმოქმედოთ...
- რას ამბობ, ლადო! არ ვიცი ჩემი საცოლე სად არის, შეიძლება მოასწრო მოსვლა და ახლა იქ, შიგნით იწვის...
- შენ სულ გამო*ლევდი? რა დროს შენი საცოლეა, შენს ტყავს საფრთხე ემუქრება. გგონია რომ გადავრჩებით? ეს რომ გაგვიგონ, სამუდამოდ ჩაგვაყუდებენ ციხეში და გაგვთხრიან დუბინკებს!
- კი მაგრამ...
- რა მაგრამ, შე ს*რო, რა მაგრამ! სხვა გზა არ გვრჩება... ყველა ჩემზე მოიტნს ეჭვს, ხალხი სამართლიანობას და დამნაშავის დასჯას მოითხოვს... უნდა მოვიფიქროთ, ახლავე უნდა მოვიფიქროთ, ვის შევტენით ამ საქმეს...
- ლადო... შიგნით მარიამია...
- და რა? მიდი... შედი... მიდი შენც მასთან ერთად დაიწვი... მე არ გაკავებ...
- ლადო... - მაგრამ თვითონაც ხვდებოდა, რომ მარიამს ვეღარაფერი გადაარჩენდა, თუ არაფერს მოიმოქმედებდა, მაშინ დანაშაულისთვის პასუხისგება მოუწევდა და გაუყენებდნენ გლდანის გზას, სამუდამოდ.





2.
საღამოს 11 საათი ხდებოდა. მარტი იყო, ბოლო დღე. ჰაერში გაზაფხულის სურნელი ტრიალებდა. ყაზბეგის გამზირზე მოაბიჯებდა საშუალო სიმაღლის გოგონა, მუქი, გრძელი და სწორი თმით, შავი მოსაცმელი ეცვა და თავი კაპიუშონში ჩაემალა. გზაზე ისე გადავიდა, არც კი გაუხედავს მანქანა მოდიოდა თუ არა, არც ის გაუგია, როგორ დაუსიგნალეს და ალბათ შეაგინეს კიდეც. ჩქარი ნაბიჯით მოდიოდა, თვალები ცრემლებს დაეგუბებინათ და თითქმის სრულიად დაებინდათ მხედველობა. ქვაფენილიან ტროტუარზე მიდიოდა და ვერაფერს ხედავდა, არც ის იცოდა სად მიდიოდა, ვერც ტიროდა, ვერც კიოდა, ხელებიც კი გაჰქვავებოდა ჯიბეში.
„მომკლავენ... აუცილებლად მომკლავენ...“ პანიკურად იმეორებდა გონებაში. უცებ საშინელი გულისრევა იგრძნო, გარშემო ყველაფერი დატრიალდა, დაბარბაცდა და რამდენიმე ნაბიჯი უმისამართოდ გადადგა. ვიღაცას დაეჯახა. თავი ვერ ასწია, მაგრამ სხეულის პროპორციებით და ჩაცმულობით მიხვდა, რომ ბიჭი იყო. უნდოდა „უკაცრავადო“ ეთქვა, მაგრამ თავი ვეღარ შეიკავა, ჩაიმუხლა და აღებინა. ვიღაცამ შუბლი დაუჭირა, ნაზად გადაუწია თმები. სული ძლივს მოითქვა, ისევ ყველაფერი ბრუნავდა, ამჯერად უფრო ძლიერად. თვალთ დაუბნელდა, რამდენჯერმე დაახამხამა, მაგრამ მაინც არაფერი ჩანდა, ძლიერი ხელები კი ისევ იჭერდნენ, თავისდა გასაოცრად, უცხო ადამიანის მკლავებში უსაფრთხოდ გრძნობდა თავს. უნდოდა „მადლობაო“ ეთქვა, მაგრამ ხმა ვერ ამოიღო. „რა ჯანდაბა მემართება! უკვე მოვკვდი?!“ ფიქრობდა თავისთვის, როცა ყურების წუილი დაეწყო და საბოლოოდ მოსწყდა სამყაროს.
გათიშულმა ვერც იგრძნო, როგორ ააფრიალეს წამებში ჰაერში, როგორ აღმოჩნდა შავი მანქანის სავარძელში. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ მოვიდა გონს, მანქანა სადღაც მიდიოდა, მაგრამ სიბნელეში არაფერი ჩანდა. ხედავდა მძღოლს, რომელსაც თეთრი, მოკლემკლავიანი მაისური ეცვა. თავი ისე სტკიოდა, ვერ ასწია, მზერაც დაბინდული ჰქონდა, ამიტომ რამდენიმე წუთში ისევ ღრმა ძილს მისცა თავი. მანქანა კი მიდიოდა, მიიწევდა ღამის წყვდიადში. ბორგავდა გოგონა, წრიალებდა, წკმუტუნებდა. რამდენჯერმე აღმოხდა კიდეც „მომკლავენ... აუცილებლად მომკლავენ...“, მანქანა მაინც მიდიოდა, გაუჩერებლად.
ფანჯრიდან შემოსული მზის შუქი თვალებზე ანათებდა. უყვარდა დილის ძილი და ეზიზღებოდა ადრე გაღვიძება, სინათლეც აღიზიანებდა, ამიტომ ყოველთვის ფარდებჩამოფარებულ, ჩაბნელებულ ოთახში ეძინა ხოლმე. წარბები შეკრა და თვალები ფრთხილად გაახილა. თეთრ ზეწარზე ედო თავი. რა საინტერესოა, არადა ეზიზღებოდა მხოლოდ თეთრი, ყოველთვის ერჩივნა რაიმე უფრო ფერადი და ცოცხალი ეყიდა. ოდნავ წამოიწია, თვალები რამდენჯერმე დაახამხამა, მზერა გაეწმინდა და მიხვდა, რომ სულაც არ იმყოფებოდა სახლში.
ორ ადგილიან საწოლში იწვა, თეთრ, ფუმფულა ბალიშში ჩაერგო თავი. ოთახი მონაცრისფრო-მოცისფრო საღებავით შეეღებათ, ღია კრემისფერი ავეჯი ამშვენებდა, საწერი მაგიდა, თაროები, რომლებსაც რამდენიმე წიგნი და სუვენრი ამშვენებდა. ყველაფერი იდეალურად იყო დალაგებული, უზარმაზარ ფანჯარასთან პატარა დივანი მიედგათ, აი ისეთი, ფილმებში რომ გვინახავს, წიგნით და ცხელი ყავით რომ წამოჯდებიან და წვიმის ფონზე კითხულობენ.
- ოჰ, ვიღაცას გაუღვიძია.... - გაისმა ბიჭის მკვეთრი, ბოხი და სასიამოვნო ხმა, ცალი მხარით კარს მიყრდნობოდა
- ააააააააააააააააააააააააააააააააა... - შეხტა გოგონა და დაიწივლა.
გაოცებისგან ბიჭს თვალები წარბებზე აუვიდა.
- ვინ ხარ! - ფეხზე წამოიჭრა გოგონა, მაგრამ წამებში ინანა, რადგან შარვალი არ ეცვა და ტრუსის ამარა იდგა სრუალიად უცხო ბიჭის წინ.
ბიჭმა მადის აღმძვრელად აათვალიერა გოგონას წვრილი ფეხები, გამობზეკილი საჯდომი და გამომწვევი, შავი მაქმანებიანი საცვალი. რომ მიხვდა ბიჭი საითაც იყურებოდა, ისევ საწოლში ჩაწვა და საბანი გადაიფარა. ბიჭმა ღიმილი ვერ შეიკავა.
- რა გაცინებს, იდიოტო! სად არის ჩემი შარვალი?!
ბიჭს კიდევ უფრო გაეღიმა, თვალებით ანიშნა აი იქ, მარჯვნივო. მართალიც აღმოჩნდა, გოგონას ჯინსი საწოლის გვერდით მდგომ დივნზე გადაეკიდათ, თეთრი კეტებიც იქვე ეწყო. გოგონამ შარვალი აიღო, მოხერხებულად გაუყარა ფეხები და მაღლა აიწია. ბიჭმა კიდევ ერთხელ შეათვალიერა სტუმრის გვერდები და საჯდომი.
- ქალის უნახავივით ნუ იყურები, ძალიან გთხოვ! - თვალები დაუწვრილდა.
- ქალი? აბა ქალი? რომელ კლასში ხარ თქო უნდა მეკითხა... - დანანებით ჩაილაპარაკა ბიჭმა.
- ვინ ჯანდაბა ხარ? - გაღიზიანდა გოგო.
- მე? მე ვინ ვარ? თუ შენ ვინ ხარ? - დასერიოზულდა ბიჭი.
- მართალი ხარ, სულ არ მაინტერესებს ვინ ხარ. წავედი მე...
კარისკენ წავიდა, ბიჭი გვერდით გაიწია და გზა დაუთმო, გამწარებული გოგონა თითქმის მირბოდა, ბიჭი აჩრდილივით აედევნა უკან, თან სახიდან ღიმილი არ მოშორებია. სტუმარმა სწრაფად ჩაირბინა კიბე, მიმოიხედა და კარისკენ აიღო გეზი. გასაღები გადაატრიალა და გარეთ გავიდა. სიგრილემ და ნიავმა ტანში დაუარა, შეაჟრჟოლა. სახლის წინ შავი, დაბალი მერსედესი ეყენა, უკან კი მხოლოდ სიმწვანე ჩანდა. არც ჭიშკარი, არც ღობე, პირდაპირ უშველებელი ხეები და დაბურული ტყე.
- ეს სად ჯანდაბაში ვარ! - აღმოხდა სასოწარკვეთილს.
- რატო, რას ერჩი? სუფთა ჰაერი, მშვიდი გარემო... - ისევ გაისმა ბიჭის ბოხი ხმა.
- რატომ თამაშობ ჩემს ნერვებზე? - ვეღარ შეიკავა თავი.
- როგორ გეკადრებათ...
- უნდა წავიდე!
- მიბრძანით...
- გზასაც თუ მასწავლიდით, მადლობელი დაგრჩებოდით... - დაეჯღანა გოგო.
- კი, რა თქმა უნდა... აი ასე, პირდაპირ უნდა იაროთ, ტყეში... 200 მეტრში დიდი ქვის ლოდი შეგხვდება, მანდ მარჯვნივ უნდა შეუხვიო... - გოგონა სრული სერიოზულობით უსმენდა და იქით იყურებოდა, საითაც ბიჭს ხელი გაეშვირა. - კიდევ 200-300 მეტრს გაივლი და შეგხვდება გუბე, ამ გუბეს უნდა გადაახტე, ისე ვერ გააღწევ...
ახლა კი მიხვდა გოგონა, რას ბოდავდა მისი მასპინძელი, როგორი ნეტარი, ცინიკური სახით შესცქეროდა სტუმრის დაბნეულ სახეს და ამით კიდევ უფრო მეტად ხალისობდა.
- მეღადავები ხო?!
- ჰაჰაჰაჰაჰააჰა... - გადაიხარხარა ბიჭმა, აშკარად ძალიან პოზიტიურად მოქმედებდა მასზე უცხო გოგონა.
- ძალიან სასაცილოა... ჩაჯექი მანქანაში და წამიყვანე აქედან.
- ოჰ, კაი ერთი... და სად წაგიყვანო?
- თბილისში...
- თბილისი აქედან ძალიან შორსაა...
- რა? - ტანში გასცრა გოგონას. - ვინ ჯანდაბა ხარ! სად წამომიყვანე! მომიტაცე?
- არანაირად... მოიცა, მოიცა... შენ არ იყავი გუშინ ხელებში რომ ჩამვარდი, მერე კინაღამ ზედ დამარწყიე, ყვიროდი მომკლავენ, მომკლავენო...
- რაა?? - გაიოცა და თითქოს მეხსიერებაც აღუდგაო. გაახსენდა გუშინდელი დღე. თუ როგორი გამწარებული გამოვარდა შსს-ს სამინისტროს შენობიდან, საით წავიდა აღარც ახსოვდა, მხოლოდ ერთი სიტყვა უტრიალებდა თავში - „მომკლავენ...“. ახსოვს საშინელი თავბრუს ხვევა და თავის ტკივილი, მერე კი... მერე კი თითქოს მეხსიერების რაღაც ფრაგმენტი ამოაჭრეს გონებიდანო.
- ჩაი გინდა? - ვითომც არაფერი, ისე შესთავაზა ბიჭმა.
გოგონა უხმოდ დათანხმდა და სახლში შევიდა. მყუდრო სამზარეულო ჰქონდა მასპინძელს, კარადიდან ორი ფინჯანი გამოიღო, მოხდენილად ჩამოასხა ჩაი და გაოგნებულ სტუმარს წინ დაუდგა. გოგონამ უხმოდ მოსვა ცხელი სითხე, ჩაის რაღაც უცხო, მაგრამ ძალიან გემრიელი არომატი დაჰკრავდა. ცოტა გამოფხიზლდა.
- გუშინ რა მოხდა? - იკითხა მშვიდად და მზერა ბიჭს გაუსწორა.
ახლაღა დააკვირდა თავის მასპინძელს. საკმაოდ მაღალი ბიჭი იყო, დაკუნთული და ნავარჯიშები სხეული ნაცრისფერი მაისურის ქვეშ იმალებოდა. გრძელი, ყურებს ჩამოცდენილი, მუქი თმა ჰქონდა, შუაში უსწორმასწოროდ გაყოფილი და აბურდული, ნაწილი შუბლზეც ჩამოყროდა. კოპები ჰქონდა შეკრული, რაც მის ამოუცნობ თვალებს კიდევ უფრო იდუმალს ხდიდა, სწორი ცხვირი, თხელი, მაგრამ საოცრად ვნებიანი ტუჩები. უნდა ვაღიაროთ, სიმპატიური მასპინძელი ჰყავდა.
- ვიცი, რომ სიმპატიური ვარ... - ჩაეღიმა ბიჭს.
- ჰა? - სირცხვილის ალმურმა გადაჰკრა სახეზე, თმა ყურზე გადაიწია და მაგიდას დახედა.
- გუშინ რაც მოხდა, არაფერი გახსოვს?
- მახსოვს, რომ სადღაც ქუჩაში მივდიოდი, საშინლად მეხვეოდა თავბრუ და გული მერეოდა... მეტი არაფერი... შენ ვინ ხარ ან აქ რა მინდა? - სევდიანად იკითხა და ბიჭს იმედიანი თვალებით შეხედა.
- საბედნიეროდ თუ საუბედუროდ ყაზბეგზე ვიყავი, ბანკიდან ფული გამოვიტანე და მანქანისკენ მივდიოდი შენ რომ დამეჯახე და კინაღამ გადამაყირავე, ეგეც არ იკმარე და პირდაპირ ჩემს ფეხებთან მოგინდა ღებინება... არც ეგ იკმარე და გონება დაკარგე. მეგონა „პერედოზი“ გქონდა. რა ჯანდაბა უნდა მექნა? ტელეფონიც ვერ გიპოვე ვინმესთვის რომ დამერეკა... თან გამწარებული იძახდი მომკლავენ მომკლავენო. ხელში აგიტაცე და აქ წამოგიყვანე... ანუ გადაგარჩინე... შენ კიდევ ასე უსულგულოდ მლანძღავ...
ისე დამაჯერებლად საუბრობდა, შეიძლება გგონებოდა, რომ ამ ყველაფერს სრული სერიოზულობით ამბობდა. ღიმილი ერეოდა და საუბრის დროს ტუჩის კუთხე უტყდებოდა.
- არ გლანძღავ... - შერცხვა გოგონას. - უბრალოდ გაურკვევლობაში ვარ...
- აბა მე მკითხე... ვიღაც უცხო გოგო მომყავს სახლში... რა ვიცი ვინ ხარ ან რას დამიპირებ, იქნებ მანიაკი ხარ... - შეშფოთებული სახე მიიღო ბიჭმა.
აი აქ კი ვეღარ მოითმინა გოგონამ და გაეცინა. ინსტიქტურად თმა ისევ ყურზე გადაიწია და ბიჭს მზერა გაუსწორა.
- აი ასე, თურმე გაღიმებაც გცოდნია... - ჩაეღიმა ბიჭს.
უნდა ვაღიაროთ, არც სტუმარი ჰყავდა ურიგო. მართალია საოცრად მაღალი არ გახლდათ, მაგრამ სწორი ფეხებით და სხეულის კოხტა პროპორციებით არავის ჩამოუვარდებოდა. მკერდს ჩაცილებული, გრძელი და სწორი წაბლისფერი თმა ჰქონდა, პატარა, მოგრძო სახე, წვრილი, „აზიური ჭრილის“ თვალები, პატარა, ოდნავ კეხიანი ცხვირი, გაბუშტული და ვნების აღმძვრელი ტუჩები.
- ვიცი, რომ ლამაზი ვარ... - სიამაყით ჩაილაპარაკა და ბიჭს გამომწვევად გახედა.
- ჰა? - არ მოელოდა.
- ჩაი დამიმატე თქო... - ხელით ანიშნა ჩაიდანზე.
- ესეიგი დარწმუნდი, რომ მანიაკი არ ვარ... - ჩაიდანი მოიმარჯვა და წარბაწეულმა გადახედა სტუმარს.
- ჯერ არა... მადლობა...
- ბევრი გსმენია მანიაკებზე?
- კი, საკმაოდ...
- სკოლაში გასწავლიან თუ დისნეის სერიალებში ნახე?
- მეოთხე კურსზე ვარ! - ნაწყენი და გაბრაზებული მზერა ესროლა.
- კაი, არ გადამრიო... - გაიოცა ბიჭმა. - მაქსიმუმ მე-11 კლასელი მეგონე და უკვე იმაზე ვდარდობდი, არასრულწლოვანის მოტაცებისთვის არ დამიჭირონ თქო.
- რაიყო, შენ ძალიან დიდი ხარ და გიხარია?
- 29 წლის ვარ...
- დიდი ამბავი... 8 წელი არც იქით, არც აქეთ, განვითარების დონით მაინც ტოლები ვართ... - ცინიზმი გაერია გოგონას ხმას.
- როგორ გჯერათ გოგონებს ამ ზღაპრების...
- რა გქვია? - ახლა მიხვდა, რომ ბიჭის სახელიც კი არ იცოდა.
- დემეტრე... სასიამოვნოა... - ხელი გაუწოდა ბიჭმა, გოგონამ არ ჩამოართვა.
- ზედმეტად... - გაუღიმა ოდნავ. - აბა დემეტრე, როდის წამიყვან სახლში?
- მე აქედან ფეხის მოცვლას არ ვაპირებ... შენ კი იცი გზა...
- კარგი რა... ტელეფონი მაინც მომეცი...
- რომ პოლიციას დაურეკო და დამიჭირონ? არა, გმადლობთ, ზედმეტად ახალგაზრდა ვარ ამისთვის...
- რატომ წამომიყვანე? - მოთმინების ფიალა ევსებოდა გოგოს.
- აბა ქუჩაში უნდა დამეტოვებინე გათიშული? - გაუკვირდა დემეტრეს.
- მართალი ხარ... - დამშვიდდა გოგო. - და ვაფასებ შენს საქციელს, მართლა... შენ რომ არ ყოფილიყავი, ვინ იცის რა დღეში ვიქნებოდი, მაგრამ ახლა დროა ქალაქში დავბრუნდე... საქმეები მაქვს მოსაგვარებელი...
- რა საქმეები? არ მითხრა კრიმინალი ვარო...
- დემეტრე... ნუ მაიგნორებ... სერიოზულად გეუბნები...
- მეც სერიოზულად გეუბნები გოგონი, რომ გზა იცი და შეგიძლია მიბრძანდე... მე აქედან წასვლას არ ვაპირებ...
- აააააააააააააა... - დაიყვირა ისევ. - ეს ვის გადავეყარე...
- შენს სახელს არ მეტყვი? - ინტერესით მიაჩერდა გოგოს.
- არა! - მკვახედ მოუჭრა.
- რატომ ვითომ...
- არ გიცნობ და იმიტომ...
- უცხოებს არ ეცნობი? დემეტრე მქვია თქო, ხომ გითხარი, ესეიგი მიცნობ...
- ნიალა...
- რა?
- ნიალა მქვია...
- ლამაზი სახელია... - ჩაფიქრდა ბიჭი.
- ვიცი, ვიცი...
- ზედმეტად თავდაჯერებული ხომ არ ხარ?
- როგორ გეკადრებათ... მშია... - მიმოიხედა გოგომ.
- დამავიწყდა რომ მეთქვა „თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ სახლში“ თქო, ეტყობა...
- ხომ მომიტაცე? ხოდა ვალდებული ხარ მაჭამო...
- აი მაცივარი... შეგიძლია რამე მოამზადო... - ხელით ანიშნა უზარმაზარ, ორ კარიან მაცივარზე.
- კაი ერთი... შენი აზრით, კულინარს ვგავარ?
- ჩემი აზრით მე-7 კლასში 4-ჯერ ჩარჩენილ სკოლის მოსწავლეს ჰგავხარ...
დემეტრეს უაზრო კომენტარს ყურადღება არ მიაქცია და მაცივარი გამოაღო. წითელი ვაშლი დაინახა და თვალები აენთო. გემრიელად ჩაკბიჩა.
- ვინ ინახავს ვაშლს მაცივარში?
- მე...
- დიდი მადლობა გადარჩენისთვის და მასპინძლობისთვის, ბატონო დემეტრე... მაგრამ სამწუხაროდ უნდა დაგტოვოთ, ბევრი საქმე მაქვს ქალაქში...
- როგორ გეკადრებათ... არ დაგავიწყდეს, გუბეს უნდა გადაახტე... - სიცილი ვერ შეიკავა ბიჭმა.
გაბრაზებულმა ნიალამ კარი გაიჯახუნა და ტყისკენ წავიდა.
ის მაინც სცოდნოდა, სად ჯანდაბაში იყო. გათიშული ისე წამოიყვანა დემეტრემ, ვერც კი გაიგო რამდენი საათით იარეს, გზა ხომ საერთოდ არ დაუნახავს. არ იცოდა სად იყო და რამდენად შორს იყო თბილისიდან. მაინც შეუპოვრად მიიწევდა წინ. არც გზა, არც ბილიკი, საერთოდ არაფერი ჩანდა, უბრალოდ ხეები, მხოლოდ ხეები, საითაც არ უნდა გაგეხედა. რაც უფრო ღრმად შედიოდა, უფრო ბნელდებოდა და იბურებოდა ტყე.
- სად ჯანდაბაში ვარ? - აღმოხდა სასოწარკვეთილს.
მაჯის საათს დახედა, უკვე საათ-ნახევარია უმისამართოდ დადიოდა, ტყე კი არ ილეოდა. ფეხები საშინლად სტკიოდა, კიდევ 10 წუთი იარა, შემდეგ კი ერთ-ერთ დიდ ხესთან ჩაიკეტა. ისე ბნელოდა, იფიქრებდი ღამეაო, არადა საათი შუადღის 3 საათს აჩვენებდა.
ხეს მიეყრდნო და რამდენიმე წამით თვალები დახუჭა. გონება უნდა მოეკრიბა. არც არაფერი გააჩნდა, შავი შემოსაცმელი მოკლემკლავიან მაისურზე გადაეცვა, ჯინსის შარვალი და თეთრი კედები. მხოლოდ მაჯის საათი იყო მისთვის ამ სამყაროში ორიენტირების ერთადერთი საშუალება. ყველაფერთან ერთად საშინლად შიოდა, სწყუროდა და სიარულისგან ფეხის ტერფები ეწვოდა.
- დამეჯერებინა დემეტრესთვის... - ამოიკნავლა და თვალები გაახილა. - უნდა დავბრუნდე, სხვა გზა არ არის... დაბნელებამდე უნდა დავბრუნდე... რა მინდოდა, რას მოვდიოდი...
უკან წამოვიდა, უფრო სწორედ თავი დაირწმუნა, რომ უკან წამოვიდა, სინამდვილეში კი თვითონაც ვერ გაეგო საით წავიდა. მიდიოდა დაღლილი, მაგრამ მაინც არ ნებდებოდა, ყოველ წამს ელოდა, რომ ეს უსასრულო ტყე დასრულდებოდა და დემეტრეს სახლიც გამოჩნდებოდა.
ერთი საათი სიარულის შემდეგ აღიარა, რომ დაიკარგა. არ უნდოდა დაჯერება, მაინც მიიწევდა წინ, მაინც დგამდა ნაბიჯებს, მაგრამ ფეხები ისე უკანკალებდა, იფიქრებდით ახლა გადატყდებაო. სწორი თმა ასჩეჩვოდა, შუბლზე ცივი ოფლი ასხამდა, ხელები სულ ტალახიანი, ხელის გულები კი დახეთქილი ჰქონდა. საათს დახედა. 5 საათი სრულდებოდა.
სასოწარკვეთილებამ პიკს მიაღწია, ნიალას თავბრუ დაეხვა, ისედაც კარგა ხანია ყველაფერი ბრუნავდა. ხე, ხე, ხე, ხე... ყველგან, ყველა მხარეს, მხოლოდ ხე... კლაუსტროფობიის შეგრძნებაც კი დაეუფლა, ეგონა, რომ ხეებს რაღაც სივრცეში ჩაეკეტათ და აღარ უშვებდნენ, მერე უცებ წარმოიდგინა, რომ ეს ხეები მოძრაობდნენ.
- ნიალა, გონს მოდი... ეს მხოლოდ შენი წარმოსახვაა... ახლა არ უნდა დაეცე... დემეტრე უნდა იპოვო...
ასე ამხნევებდა თავის თავს, როცა ფეხები ერთმანეთში აებლანდა, რბილი მიწა ჩამოიშალა და გოგონაც ჩაითრია. ციცაბო დაღმართსაც არ უჩანდა დასასრული, ნიალა კი მიგორავდა, ძალიან სწრაფად, თან კიოდა, მაგრამ ხმაც ჩაუწყდა და გაჩერდა. გრძნობდა როგორ ედებოდა პატარ-პატარა ქვებს და ლოდებს, გრძნობდა, როგორ დანასავით ერჭობოდნენ მის სხეულს, სისხლის სუნიც იგრძნო. და გაჩერდა... დაღმართი დასრულდა.
შუაგულ ტყეში ასე უსულოდ ეგდო ნიალა ანჯაფარიძე. თვალთ დაუბნელდა, ყველაფერი სტკიოდა და ეწვოდა, მაგრამ მისი გონება ტყეზე უფრო შორს იყო. თმები ჩამოჰფარვოდა თვალებზე, მზერა ნახევრად დაებინდა, მხოლოდ ნაწილს ხედავდა, ისე, როგორც გუშინ, როცა შემთხვევით უფროსის კაბინეტს ჩაუარა.
ტყეში ეგდო, მაგრამ ხედავდა ლადო ლიპარტელიანის კაბინეტის კარს, სულ ოდნავ რომ იყო შეღებული. ლიპარტელიანი მარტო არ ყოფილა, ბიძაშვილთან, ძმასთან და კიდევ რამდენიმე ადამიანთან ერთად იყო. დაძაბულობა, ჩახუთულობა და რაღაცნაირი ბოროტება სუფევდა იქ.
არც კი იცის რატომ გაჩერდა კართან, რატომ არ გააგძელა სიარული და რატომ არ დატოვა შენობა მშვიდად, რატომ არ გაუდგა მშვიდად სახლის გზას, სადაც არავინ ელოდა. ის ხომ ამ დღემდე თავისუფალი იყო, აკეთებდა იმას, რაც სურდა, სუნთქავდა მშვიდად, არავინ უკონტროლებდა ცხოვრებას, არავის ადარდებდა მისი ყოველი ნაბიჯი.
ახლა კი იწვა და თმებს შორის კარი წარმოედგინა, სადღაც შორს კი არჩევდა ლადო და გეგი ლიპარტელიანების შეშინებულ სახეებს. გაუკვირდა მათი სამსახურში დანახვა, სწორედ ამიტომაც გაჩერდა კართან, უბრალო, ადამიანურმა ინტუიციამ სძლია, ერთს ფიქრობდა, მეორე დახვდა, არ ელოდა მათ და გაჩერდა, დააკვირდა მათ სახეებს და მისი ფიქრები რომ გამართლდა, გაუკვირდა. „ამ კაცს ასეთი უბედურება დაატყდა გუშინ თავს და ახლა აქ ზის?“ - გაიფიქრა თავისთვის გეგიზე. ნაბიჯი უნდა გადაედგა, მაგრამ იმ სიტყვებმა გააშეშა, რაც ოთახიდან მოესმა.
„ ეს საქმე თუ გაგვიბაზრდა, სიმაღლის მიხედვით ჩაგვაყუდებენ ციხეში და ტრა*ში დუბინკების მეტს ვეღარაფერს ვიხილავთ სიკვდილამდე...“ - ეს სიტყვები ლადო ლიპარტელიანს ეკუთვნოდა.
„მე გეუბნებოდით, რიგრიგობით დავერიოთ, ასე ერთად ყველაზე ეჭვს მიიტანენ თქო, მაგრამ ვინ მომისმინა?“ - გაისმა ერთ-ერთი ზურგით მჯდომის ხმა.
„მახარაძეების მოდგმა გაწყვიტეთ, ერთ ღამეში... და არ გიფიქრიათ ამას რა მოჰყვებოდა?“ - ეს ხმა კი ყველაზე ხანშიშესულ კაცს ეკუთვნოდა.
„ნუ გავიწყდებათ, რომ იქ ჩემი საყვარელი ქალიც იყო...“ - დააგვირგვინა გეგის მონოტონურმა ხმამ.
ამ დროს კი მოხდა დაუჯერებელი, ამოუხსნელი რამ. საშინელმა ქარმა დაუბერა ოთახიდან. ფანჯარა და კარი ერთდროულად გაიღო, გაქვავებული ნიალას მზერა კი პირდაპირ ლადოს ამაზრზენ თვალებს შეეჩეხა.
კაცს იმდენად საზიზღარი მზერა ჰქონდა, რომ ნიალას სხეულში რეფლექსებმა გაიღვიძა, „გაიქეცი, თავს უშველე“... ჩაჰყვიროდა ხმა...
ფართხალებდა ნიალა ტყეში, „გარბოდა“, მაგრამ მაინც ერთ ადგილას იყო. მართალია სინამდვილეში მოასწრო გაქცევა, მოუხედავად იმისა, რომ ოთახში მყოფი უკლებლივ ყველა მას გამოეკიდა, უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ და უბრძანებდნენ გაჩერებას.
„მაგისი ბო*ი დედას შევ*ცი... გააჩერეთ ეს გოგო... ჩემი ხელით უნდა დავახრჩო...“ - ჩაესმოდა არაადამიანების დაუნდობელი ხმები.
სინამდვილეში კი გაექცა, მაგრამ ახლა ხომ აქ იყო, უღრან ტყეში, სრულიად მარტო, დალეწილი და დაუცველი, აღარც გაქცევის ძალა ჰქონდა, აღარც ბრძოლის.
- დემეტრე... მიშველე... - ამოიკნავლა უკანასკნელი ძალებით და გონება დაკარგა.










3.
დემეტრე ყიფიანი... ამჟამად რაჭაში მცხოვრები, თუმცა მშობლების შტო სვანეთიდან და სამეგრელოდან მოდიოდა. რაჭაში რამ გადმოხვეწა, ამ ამბავსაც აუცილებლად გიამბობთ, მაგრამ მოგვიანებით.
თბილისში დილით ჩავიდა, ძმაკაცმა დაურეკა, გუშინ საღამოს ისეთი ტრაგედია დატრიალდა, ოჯახები განადგურდაო. თუ ჩამოხვალ, ახალ საქმეს მოგცემ, თან ისეთი საქმეა, ეს რომ გამოვიდეს მთელ ხროვას გლდანის გზას გავუყენებთო. დიახ, პროფესიით იურისტი გახლდათ, კერძოდ ადვოკატი. რამდენიმე წელი ხელი არ მოეკიდა თავისი საქმისთვის, ისვენებდა, პირადი მიზეზების გამო, მაგრამ დრო იყო განდეგილ ცხოვრებაზე უარი ეთქვა და ჩვეულ რიტმს დაბრუნებოდა.
თბილისში ძმაკაცი მოინახულა, მისი ძმაკაცი გამომძიებელი გახლდათ. ბავშვობის მეგობარი, რომლის იმედიც მუდამ ჰქონდა, ისინი ხომ სკოლიდანვე განუყრელები იყვნენ.
- რას ჰგავხარ ! - შეიცხადა გამომძიებელმა სანაიამ, ძმაკაცს გადაეხვია და ბეჭებზე რამდენჯერმე დაჰკრა ხელი.
- მეც მომენატრე, აჩო... - გაეღიმა დემეტრეს.
- ტყეში გავარდნილ მარტოსულ მგელს ჰგავხარ... არ გრცხვენია, ტო?
- ხომ იცი, ჩემი გამჭირვებია...
- დემეტრე! 4 წელი გავიდა!
- მაინც არაფერი შეცვლილა... და გთხოვ, ამ თემაზე არ მინდა საუბარი...
- არც ვაპირებდი ძმაო. საქმეზე მოკლედ გეტყვი...
- ასეთი უფრო მომწონხარ აჩი, უფრო სექსუალური ხარ... - ხმა დაიდაბლა დემეტრემ.
- შენ სულ გამო*ირებულხარ... კაი, მომისმინე ახლა... ყოფილი მინისტრი, სოლომონა გახსოვს?
- რა დამავიწყებს... დიდებული კაცია...
- იყო... სამწუხაროდ, იყო...
- რატო ეე... რა მოუვიდა? - სასოწარკვეთილი ხმით იკითხა ყიფიანმა.
- მოკვდა... ან მოკლეს...
- გამაგებინე, რომელი? მოკვდა თუ მოკლეს...
- სწორედ ამას ვარკვევ... მაგრამ პასუხის პოვნა არც ისე მარტივია, შენ რომ გგონია... ამ საქმეში ისეთი ძაღლები არიან გარეულები... - აჩომ ხელი ჭერისკენ გაიშვირა.
- ღადაობ, ტო? - ყურებს არ უჯერებდა დემეტრე. - როდის მოხდა?
- გუშინ საღამოს... ისინი კი დილიდან აქ არიან და რაღაცას განიხილავენ... - ისევ ჭერისკენ ანიშნა.
- კი მაგრამ... ძაღლი გეგის საცოლე სოლომონას შვილი არ იყო?
- ცოტა ჩუმად, შე ჩემა, აქ კედლებსაც ყურები აქვს... საქმეც მაგაშია, რომ სოლომონას შვილი, მარიამი, გეგი ლიპარტელიანის საცოლე იყო, მეტიც, გუშინ ოფიციალურად დაინიშნენ... მაგრამ გასაოცარი იცი რა არის? გეგი ლიპარტელიანმა არც ერთი საცოლის ნათესავი არ დაპატიჟა ამ წვეულებაზე, რომელიც თავის სახლში გამართა...
- ხო მაგრამ, მარიამი ხო იქ იყო?
- აი კიდევ ერთი გასაოცარი ფაქტი ამ საქმეში... მარიამ მახარაძემ ლიპარტელიანების სახლი დაახლოებით საღამოს 8 საათზე დატოვა... ეს კარგად ჩანს ლიპარტელიანების კამერაში... გოგონა ტაქსიში ჩაჯდა და სადღაც წავიდა... ნახევარი საათის შემდეგ კი მოხდა აფეთქება სოლომონას სახლში, წყნეთში... გინდა კიდევ გაგაკვირვო?
- რას მერჩი, შე ჩემა! ისედაც ვერ ხედავ? ყბა ხელებით მიჭირავს...
- მახარაძეების მთელ მოდგმას მათ სახლში მოეყარა თავი...
- არ არსებობს... - შესძახა დემეტრემ.
- 12 გარდაცვლილია...
- მარიამი?
- ჯერ არ მოსულა ექსპერტიზის პასუხები, მაგრამ სავარაუდოდ მარიამმა მოასწრო სახლში მისვლა...
- და ამ ჩემისას, საცოლე დაეწვა და ახლა აქ ზის? -აღშფოთება ვერ დამალა დემეტრემ.
- დიახ, ჩემო მეგობარო, როგორ სწორად მიხვდი ჩემი გულის ნადებს...
- რა საინტერესოა... ესეიგი მთელი საძაღლეთი აქ არის და თავიანთი ტყავის გადარჩენაზე ბჭობს...
- ეგრეა... თან გეგის რომ დავაკვირდი, რაღაცნაირი სახე ჰქონდა. წაშლილი, თან გაფითრებული, თითქოს შეძრულია ამ ამბით, მაგრამ ამაში გარეულები რომ არ იყვნენ, ახლა ქელეხის ამბების მოსაგვარებლად ირბენდნენ, ვერც ლადოს და ვერც გეგის ვერ დაიჭერდნენ ჟურნალისტები, ისე დაიწყებდნენ მუქარას და გადაცვეთილი ფრაზების ძახილს „ჩვენ ამას გამოვიძიებთ...“ - ბოლო სიტყვები სხვა ხმის ინტონაციით თქვა. - ამათ ჰგონიათ, რომ რახან დილაა, ვერ მივხვდები აქ რატომ არიან... ხო ვიცი, რომ რეჩებს ამზადებენ ტელევიზიებისთვის, ხალხისთვის... მაგრამ არა ბატონო, ეს საქმე არ შერჩებათ... ხომ იცი, მგლების ყმუილზე ძაღლები გარბიან....
- ახლა მითხარი, მე რაში გჭირდები?
- ხომ იცი, მარტოსული მგელი ვერაფერს გახდება, მას მეორე მარტოსული მგელი სჭირდება, ანუ შენ, ჩემო მეგობარო. შენ გეგი ლიპარტელიანის პირადი ადვოკატი იქნები...
ამას კი ნამვილად არ ელოდა დემეტრე, თვალები გაოცებისგან დაჭყიტა.
- მომესმა?
- არა, დემეტრე... შენ მე ისე მჭირდები, როგორც ჰაერი და წყალი ახლა...
- არა, ძმაო... მე იმ კრიმინალების თანამოაზრე არ გავხდები...
- გახდები... საქმეს ასე სჭრიდება... მე მჭირდები დემე, შენ უნდა იყო ჩემი თვალები და ყურები მათ საქმეში...
- დავიჯერო, ლიპარტელიანს ადვოკატი არ ჰყავს?
- ჰყავს, მაგრამ შენ გგონია ამ საქმეს ვინმე ნაცნობს ანდობენ? ვინც მოხარშულად იცნობს ამათ... არა... პირიქით, ისეთს მოძებნიან, ვისაც ადვილად დააბოლებენ და იმას ეტყვიან, რაც უნდათ, რომ მოსამართლემ იცოდეს...
- და მე ადვილად დამაბოლებენ? - ეწყინა დემეტრეს.
- არა დემე, შენ ვინ რას დაგაბოლებს... მაგრამ შენ არაჩვეულებრივი მსახიობი ხარ და უბადლოდ შეარულებ დაბოლებულის როლს. თან წარმოიდგინე, ასაკით პატარა ხარ, ანუ ნაკლები გამოცდილება გაქვს, შენი წარსული სუფთაა, მინისტრს და მისიანებს არ იცნობ, არც კი გსმენია მათზე ბოლო ორი წელია, ორი წლის წინ კი ისედაც ცხონებული სოლომონა იყო მინისტრი. მოკლედ... დემეტრე... შენ აიღებ ამ საქმეს და ბოლომდე დაიცავ გეგი ლიპარტელიანის უფლებებს...
- შენ, როგორც ჩანს, უჩემოდ აგიწყვია გეგმები... და რაღა მაინც და მაინც მე ამიყვანენ? მილიონი ახალბედა ადვოკატია...
- მე ამ ძაღლების ხროვაშიც მყავს ჩემი ხალხი...
- მგელი ყოფილხარ, არჩილ სანაია.. მგელი... - სახეზე ძმაკაცით გამოწვეული სიამაყე გამოეხატა. - მაგრამ, მაინც არა...
- დემე, ნუ დაიწყებ... ახლა შენ საქმე ისე გჭირდება, როგორც მე ამ უბედურების გამოძიება... ჩვენ ეს საქმე გვესაჭიროება...
- იმენა შერლოკა ხარ, აჩო... - ჩაეღიმა დემეტრეს.
- შენც არ ხარ ნაკლები...
- ჯანდაბას... იცი, როგორ დამკერო... როდიდან გჭირდები?
- ახლა არა, სანამ ექსპერტიზის პასუხი არ იქნება, იქამდე შენს აქ ყოფნას აზრი არ აქვს... მოკლედ, მინიმუმ 1 კვირა რაც გინდა ის აკეთე... მაგრამ 1 კვირაში აქ იქნები, უარი აღარ მიიღება იცოდე, სულ რომ თოვლი მოვიდეს და რაჭაში ყველა გზა ჩაიხერგოს, თვითმფრინავით ჩამოგაკითხავ და წამოგიყვან...
- კარგი ხო, გავიგე, გავიგე! - წამოიზლაზნა დემეტრე.
- ისე გადი, რომ ვერავინ დაინახოს შენი სახე, კამერებსაც ერიდე...
- კარგი, მამიკო... - გამოაჯავრა აჩი.
- გავიგე რაც თქვი! უმადური...
სახეზე ღიმილგადაკრულმა დატოვა ძმაკაცის კაბინეტი.
რამდენი ხანია თბილისში არ ყოფილა. თითქოს მოენატრა ეს ბინძური, ჭუჭყიანი ქალაქი. მოენატრა საცობები, ხმაური, გაბოროტებული ხალხი. ნათქვამია, თბილისმა მონატრება იცისო. სწორად უთქვამთ, ეს ქალაქი ყველა წასულს, ყველა გაქცეულს უკან იზიდავს.
მაღაზიებს დაუყვა, ახალი ტანსაცმელი იყიდა. რაღაც ნივთებიც დაამატა, რაჭის სახლის გალამაზება უნდოდა, რაც იქ იყო გადახვეწილი, ბევრი ახალი იდეა გაუჩნდა სახლთან დაკავშირებით და უნდოდა ამ ერთ კვირაში ჩანაფიქრი სისრულეში მოეყვანა. დატვირთა მანქანა პროდუქტებით და ყაზბეგზე, ბანკთან გააჩერა, ფულის გამოტანა უნდოდა.
უკვე გვიანი იყო, 11 საათი ხდებოდა ბანკიდან რომ გამოვიდა, კიბეზე ეშვებოდა, როცა საეჭვოდ მომავალი გოგონა დაინახა. წამით გაუშტერდა მასზე თვალი. ის იყო მანქანიკენ წასვლა დააპირა, რომ გოგონა დაბარბაცდა და დემეტრემაც ინსტიქტურად ხელები შეაშველა, რომ არ დაცემულიყო. არეული, დაბნეული სახე ჰქონდა, ნანერვიულები და დაღლილი. შეეცოდა გოგონა, ხელის გაშვებას აპირებდა, როცა ნიალას გული აერია. რაღაცნაირი მზრუნველობა იგრძნო მის მიმართ, შუბლიც დაუჭირა და ლამაზი თმაც გადაუწია. არ ჰგავდა ვიღაც მაწანწალას, უცხო გარეგნობა ჰქონდა. აპირებდა მისთვის სახლამდე გაყვანა შეეთავაზებინა, მაგრამ მოულოდნელად გოგონამ გონება დაკარგა. ბუმბულივით მჩატე იყო, დემეტრემ ხელში აიტაცა და მანქანისკენ წაიყვანა.
გოგონას ჯიბეში ტელეფონის და საფულის ძებნა დაიწყო, იქნებ ვინმე დაქალისთვის ან ოჯახის წევრისთვის დაერეკა და მიეყვანა, მაგრამ არაფერი აღმოაჩნდა. სხვა გზა არ დარჩა დემეტრეს, მანქანას მიუჯდა და რაჭის გზას დაადგა. მთელი ღამე იარეს, მაგრამ სტუმარი მხოლოდ ერთხელ მოვიდა გონს და მალევე გაითიშა. მაგრამ არ გაჩერებულა, ბორგავდა და შეშინებული მხოლოდ ერთ ფრაზას გაიძახოდა: „მომკლავენ...“.
რა არ იფიქრა დემეტრემ. კრიმინალი მომყავსო, მკვლელია ან ქურდიაო, იქნებ ტრეფიკინგის მსხვერპლი იყო და ვინმეს გამოექცაო და მსგავსი სულელობები. თავიდან ბავშვი ეგონა, ალბათ ბოლო კლასშია და მშობლებს გამოექცა ან რაიმე მსგავსიო. რაც მეტს ფიქრობდა, უფრო აბსურდული აზრები მოსდიდა და ეს აგიჟებდა.
გამთენიისას ჩააღწიეს რაჭაში. დემეტრემ სტუმარი ისევ ხელში აიტაცა და თავის საძინებელში შეიყვანა. შარვალი სულ ტალახიანი ჰქონდა ქუჩაში ფორთხიალისგან, ისევე, როგორც მოსაცმელი. ფრთხილად გახადა ჯერ ერთი, მერე მეორე. ცდილობდა ლამაზი ფორმების ხილვისგან მომარებული ჰორმონები ჩაეხშო, ამიტომ რაც შეიძლება სწრაფად გაეცალა სტუმარს.
რამდენიმე საათით ეძინა მისაღებში დივანზე. ხმაურმა გამოაღვიძა და სტუმრის მოსანახულებლად ავიდა.
ნიალა დღის შუქზე ბევრად უფრო ლამაზი იყო. ახლა უფრო მეტად დააკვირდა სტუმრის უცხო და მომხიბვლელ სახეს, მიუხედავად იმისა, რომ ძილისგან შეშუპებოდა. როცა ნიალა კივილით წამოხტა, მისმა ამ ბავშვურმა საქციელმა კიდევ უფრო გაამხიარულა მასპინძელი, მაგრამ ლამაზ საჯდომზე და სექსუალურ საცვლებზე დაკვირვებით მიხვდა, რომ სულაც არ ჰქონდა საქმე სკოლის მოსწავლესთან.
როცა ნიალამ უთხრა უნდა წავიდეო, ხელი არ შეუშლია. იცოდა, რომ გზას ვერ გააგნებდა და უკან დაბრუნდებოდა. წასულ გოგონას რამდენიმე საათი ელოდა, მაგრამ რომ არ დაბრუნდა შეეშინდა, ვაი თუ ტყეში რამე მოიწიაო, სწრაფად ჩაიცვა და კვალდაკვალ აედევნა.
რამდენიმე საათი იარა, ეს ტყე ისედაც ზეპირად იცოდა. ბოლოს დაკარგა გოგონას პოვნის იმედი, მაგრამ საიდანღაც ნაცნობი ყვირილი შემოესმა და ხმის მიმართულებით წავიდა. ციცაბო დაღმართს რომ მიუახლოვდა კინაღამ ნიალას ბედი გაიზიარა. აქ მიწა ისე ცურავდა, რომ ნებისმიერს ჩაითრევდა. ნელი ნაბიჯით, ფრთხილად ჩაუყვა დაღმართს და უსულოდ მწოლიარე ნიალასთან ჩაიმუხლა. პულსი გაუსინჯა, ცოცხალი იყო. ამოისუნთქა.
ჯერ გოგონას გამოფხიზლება სცადა, მაგრამ ვერაფერს გახდა. საწყალს რამდენიმე ადგილას კანი სულ გადახეხოდა და სისხლი მოსდიოდა. ძალიან ფრთხილად აიყვანა ხელში და სახლის გზას გაუდგა.
დაიღალა დემეტრე, ხელები დაეჭიმა და ეტკინა, მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა? სულელ სტუმარს შუაგულ ტყეში ხომ არ მიატოვებდა. რამდენიმე წუთით ხესთან ჩამოჯდა, უკვე საკმაოდ ბნელოდა. ნიალა კალთაში დაისვა, გოგონას თავი ბიჭისთვის მხარზე დაედო და მშვიდად სუნთქავდა. დემეტრემ გოგონას ჩამოყრილი სველი თმა გადაუწია. სახეც დაკაწროდა, მაგრამ მაინც შეუდარებლად ლამაზი იყო.
- აი რა მოსდით დაუჯერებელ სკოლის მოსწავლეებს... - ჩაილაპარაკა ბიჭმა თავისთვის და ცერა თითით ლოყაზე მოეფერა.
გოგონას გრძელი წამწამები ჰქონდა, წვრილი წარბები, ოდნავ კეხიანი, პატარა ცხვირი. აკვირდებოდა დემეტრე, მონუსხული იყო მისით, ცდილობდა გოგონას სახის ყოველი დეტალი შეესწავლა. თან ეღიმებოდა, თვითონაც არ იცოდა რატომ, მაგრამ მაინც ეღიმებოდა. შეიძლება თავის თავზე, შეიძლება ამ დაუმორჩილებელ, მეამბოხე არსებაზე, ახლა რომ გატრუნულიყო მის მკლავებში. მზერა ნელა გადაიტანა დიდ და ვნებიან ტუჩებზე. საოცარმა სურვილმა შეიპყრო, უნდოდა გიჟივით დაწაფებოდა ამ გემრიელობას.
- ახ, რა ჯანდაბა გემართება დემეტრე ყიფიანო! - შემოუძახა თავის თავს და ფიქრები გაფანტა. - რას მიშვება ეს გოგო...
ფეხზე წამოიჭრა და გზა განაგრძო. ერთ საათში უკვე სახლში იყვნენ, გაყინულები. რაც არ უნდა დღისით ცხელოდეს, რაჭაში საღამოს ყოველთვის გრილა.
ნიალა ოთახში აიყვანა. შუქი აანთო და გოგონას დაზიანებულ სხეულს დააკვირდა. სისხლი და ტალახი არეულიყო ერთმანეთში. შარვალი სულ დაფლეთოდა, მუხლები და წვივები კი გადატყავებოდა. შავი მოსაცმელი გახადა. შიგნითა თეთრი მაისურიც გატალახებული და ალაგ-ალაგ დასისხლიანებული იყო. მაისური ოდნავ აუწია, მუცელიც კი გაკაწროდა, რამდენიმე ჩალურჯებაც მოუჩანდა.
- რა გიყო ახლა მე შენ? - თავზე ნერვიულად გადაისვა ხელები, არ ელოდა სტუმრის ასეთ მდგომარეობაში ნახვას. - უნდა დაგბანო, სხვა გზა არ მაქვს, თორემ ინფექცია შეგეჭრება და მოკვდები, გაიგე?
გათიშულ ნიალას არაფერი ესმოდა.
- დუმილი თანხმობის ნიშანიაო, გამიგია... - დემეტრე თავის თავს ესაუბრებოდა, თითქოს ამხნევებდა, არ უნდოდა ნერვიულობას გადაეწონა მასში მხნეობა.
აბაზანაში ცხელი წყალი მოუშვა. ძალიან ფრთხილად გახადა გოგონას ტანსაცმელი, საცვლების ამარა დატოვა. საცვლებიც კი ტალახიანი იყო.
- სად გადაიჩეხე ამნაირი! - შეიცხადა დემეტრემ. - ჩემი ბრალი არ არის, შენ მაიძულებ ამის გაკეთებას...
ზურგს უკან ხელი შეუცურა და ბიუსჰალტერის შესაკრავი თითების მარტივი მოძრაობით გაუხსნა. პატარა ტანის კვალობაზე სტუმარს საკმაოდ დიდი ზომის მკერდი ჰქონდა. ლამაზი, მრგვალი მკერდი მადისაღმძვრელად უყუებდა დემეტრეს.
- ჯოჯოხეთში ვარ თუ რა ხდება ჩემს თავს... - ყველანაირად ცდილობდა მკერდისკენ თვალი არ გაჰქცეოდა, მაგრამ ამაოდ. - დემეტრე, გონს მოდი!
სწრაფად გახადა შავი საცვალი და ხელში აიტაცა. ცხელ აბაზანაში ჩააწვინა. ნიალა შეიშმუშნა, თვალები ოდნავ გაახილა და დემეტრეს გაოცებულ მზერას წააწყდა.
- ვიცოდი... რომ... ისევ... გადამარჩენდი... - ამოიჩურჩულა და ტუჩის კუთხე ჩატეხა, თვალებს ძლივს ახელდა.
- არ იყავი ღირსი, მაგრამ ხომ არ მიგატოვებდი შუაგულ ტყეში...
- დემეტრე... მტკივა...
- რა გტკივა?
- ყველაფერი...- თქვა გოგონამ და ისევ გაითიშა.
ხელების ნაზი მოძრაობით ბანდა გოგონას სისხლნარევ ტალახს სხეულიდან. წყალი ნელ-ნელა გამუქდა, ნიალა კი ადამიანურ ფერს დაუბრუნდა. პირსახოცი მოახვია და ისევ ხელში ატაცებული თავის საწოლზე დააწვინა. უბადლო სხეული ჰქონდა ნიალას, მაგრამ დემეტრე ახლა ამაზე არ ფიქრობდა, ხედავდა გოგონას დაფლეთილ კანს და თითოეული ჭრილობა სტკიოდა.
- არ უნდა გამეშვი... მაგრამ ისეთი ჯიუტი ხარ... მე ვინ დამიჯერებდა...
ჭრილობები დაუმუშავა, თავისი სამი ზომით დიდი ტანსაცმელი ჩააცვა და საბანი გადააფარა. შორს ვერ წავიდოდა, ვაი და გოგონას რამე გასჭირვებოდა. გვერდით მიუჯდა, ცოტა ხანს იწრიალა და თვითონაც მალევე გაითიშა. ახლა იგრძნო ყველა კუნთის ტკივილი და უსაშველო დაღლა, მაგრამ ეს ამად ღირდა.
დემეტრეს შუადღეს გაეღვიძა. თვალები მოისრისა და ფეთიანივით წამოხტა.
- აუ ჩემი, დამძინებია...
მერე გვერდით მწოლიარე გოგონას გახედა, ნიალა მშვიდად სუნთქავდა, ჭრილობები უკეთ ჰქონდა. დემეტრე წამოდგა და აბაზანას მიაშურა. ჯაკუზს გახედა და გუშინდელი საღამო დაუდგა თვალწინ, შიშველი და ლამაზი ნიალას სხეული.
- რა ჯანდაბა მემართება?! - თავში შემოიკრა და ონკანი მოუშვა.
სამზარეულოში დაეშვა და საუზმის მომზადება გადაწყვიტა. თვითონაც ვერ გაეგო რატომ, მაგრამ უჩვეულოდ კარგ ხასიათზე იყო და სიამოვნებდა, რომ სულაც არ უწევდა ამ მიყრუებულ ადგილას მარტო ყოფნა. მარტო ცხოვრებამ ყიფიანი კულინარადაც აქცია. რატომღაც ბლინების მომზადება გადაწყვიტა, ხილი დაჭრა და ჩაი მოადუღა. ყველაფერი ერთად დააწყო და საძინებლისკენ დაიძრა. თავსიდა გასაოცრად ნიალას უკვე ეღვიძა.
- ოჰჰ, ვიღაცას გაუღვიძია...
- ყოველ დილას ასე უნდა მაძახო? - გაისმა ნიალას ხრინწიანი ხმა.
- რა სწერვა ხარ... - ხელი ჩაიქნია ყიფიანმა. - საუზმე მოგიტანე...
- რა რომანტიკული ხარ... რით დავიმსახურე?
- გრძელი ენით ნამდვილად არა... პროსტა ბავშვს ხო არ ვაშიმშილებ... - ნიალას გვერდით მიუჯდა.
- იუმორინა... - თვალები აატრიალა ნიალამ.
- რა ხასიათზე ხარ, რაიყო... დაიძინე მაშინ, მძინარე უფრო მომწონხარ... - თვალი ჩაუკრა დემეტრემ. - წამოჯდომა შეგიძლია?
- მგონი კი, ოღონდ ხელი მომკიდე...
დემეტრემ ორივე ხელი წელს ქვემოთ შეუცურა, ნიალამ ხელები კისერზე მოჰხვია, ბიჭის ძლიერ მხრებს დაეყრდნო და წამოჯდა. ყიფიანმა ზურგს უკან ბალიშები შემოუწყო.
- კარგი ბიჭი ხარ, დემეტრე... უბრალოდ არ მესმის, ამას რატომ აკეთებ?
- რას ამას?
- სრულიად უცნობი გოგო თბილისიდან აქ წამომიყვანე, ტყეში გადაჩეხილი მომძებნე, მომიყვანე და ახლა აქ ისე მივლი, თითქოს შენი შეყვარებული ან ცოლი ვიყო...
- არასოდეს თქვა არასოდეს... - ღიმილით გაუმეორა ბიჭმა და შუბლზე ჩამოყრილი თმა გადაიწია.
- კაი რა, არ ვღადაობ ვაფშე...
- და რა პასუხს ელოდები? თბილისში გონება დაკარგე, შენს ჯიბეში ტელეფონს ვეძებდი, იქნებ ოჯახის წევრის ან დაქალის ნომერი მეპოვნა რომ დამერეკა, მაგრამ ვერაფერი ვნახე. არც საფულე გქონდა, არც პირადობა, არაფერი... ხომ არ დაგაგდებდი? წამოგიყვანე. ტყეში რომ ჯიუტი თხასავით გავარდი, წინასწარ ვიცოდი, რომ დაიკარგებოდი, მაგრამ რომ გამეფრთხილებინე, შენ მე დამიჯერებდი?
- და რატომ არ გამიყვანე მანქანით? ეს ხომ უფრო მარტივი კითხვაა?
- ქალაქში არ ვაპირებ დაბრუნებას კვირის ბოლომდე, კვირის ბოლოს შენც წაგიყვან და დაგტოვებ სადაც მოისურვებ.
- სახლი არ მაქვს... - ფანჯრისკენ გაიხედა გოგონამ და ჰორიზონტს თვალი გაუსწორა.
- რა? აბა ვისთან ცხოვრობ, დედასთან?
- არც დედა მყავს, არც მამა...
- შეყვარებულთან? დაქალთან?
- არც ერთი არ მყავს...
- კი მაგრამ, რატომ? - არ ელოდა ასეთ პასუხს.
- უბრალოდ არ მყავს... რა ვალდებული ვარ მოგიყვე? - გაკაპასდა ნიალა.
- არანაირად... უბრალოდ გკითხე...
- თბილისში მაინც გამოგყვები... ახლა მაჭამე... - ბლინების დანახვაზე თვალები აენთო.
- კაი ერთი... - გაეღიმა დემეტრეს. - მიდი და ჭამე...
- ხელებს ვერ ვწევ...
- აფერისტი... - ჩანგალს ხელი დაავლო და გემრიელი ბლინი კრემში ამოავლო.
- შენ რატომ ცხოვრობ აქ? - მადიანად ღეჭავდა ბლინს და დემეტრეს თვალს არ აშორებდა.
- რა არ მოგწონს აქაურობაში? - მიმოიხედა გულუბრყვილოდ.
- მიხვდი რაც გითხარი... - თვალები აატრიალა ისევ.
- რა ჯობს მარტო ცხოვრებას...
- შეყვარებული არ გყავს?
- არა...
- ცოლი?
- ცოლი რომ მყავდეს აქ ვიჯდებოდი შენთან?!
- ხო, ეგეც მართალია... მაშინ დედა ან მამა... და-ძმები?
- არა, არ მყავს არც ერთი...
- ნუთუ...
- გთხოვ ჩუმად ჭამე... - მუდარა გაკრთა მის თვალებში.
რამდენიმე წუთი არც ერთს ხმა არ ამოუღია. ნიალა უყურებდა დემეტრეს, ცდილობდა მისი გარეგნობის შესწავლას, უყურებდა თვალებში და ცდილობდა წაეკითხა რა იმალებოდა ამ ადამიანის შინაგან სამყაროში. მოსწონდა ბიჭის გრძელი თმა, მოკლე წვერი, რომელიც უფრო სექსუალურს ხდიდა. მოსწონდა ბიჭის თხელი ტუჩები, რომელსაც წამდაუწუმ ისველებდა ენით. მოსწონდა მისი თეთრი, ლამაზი კბილები და ის მრავალმნიშვნელოვანი ჩაღიმება, გოგონას რომ ხშირად ჩუქნიდა. მოსწონდა ბიჭის მეტყველი თვალები, იდუმალი გამოხედვა, სქელი წარბები.
- ასე დიდხანს თუ მიყურე, შეგიყვარდები... და მერე შენ რა მოგიშორებს? - გაეხუმრა ბიჭი.
- არ გიყურებ... - ხელები გადააჯვარედინა და ფანჯრიდან გაიხედა.
- ვიხუმრე, ნიალა...
თავისი სახელის გაგონებაზე რაღაცნაირად შეკრთა. პირველად გაიგო დემეტრეს მიერ წარმოთქმული თავისი სახელი, ბიჭის ხავერდოვანი ხმა სასიამოვნოდ მისწვდა მის სმენას, რაღაცნაირი, სრულიად უცხო შეგრძნება დაეუფლა.
- ტანსაცმელი შენ გამხადე? - ახლაღა შეამჩია, რომ 3 ზომით დიდი ტანსაცმელი ეცვა
- კი... - ვნებით ანთებული მზერა გაუსწორა სტუმარს.
ნიალამ ურცხვად შეიცურა ხელი მასურში და მკერდი მოისინჯა, შემდეგ იგივე შარვალში გაიმეორა, თან თვალებს არ აშორებდა ყიფიანს.
- ესეც შენ გამხადე?
- სხვა გზა არ მქონდა... სულ ტალახიანი და სისხლიანი იყავი... - თავი გაიმართლა ბიჭმა.
- მერე, მოგეწონა? - ბიჭის ნერვებზე თამაშობდა.
- განსაკუთრებული არაფერი... - ღიმილით უპასუხა დემეტრემ.
- ჰო, თვალებზე გეტყობა... - გამარჯვებული ხმით თქვა ნიალამ და ბოლო ლუკმა შეჭამა.
- რა თაობა მოდის... წამოდგომა შეგიძლია?
- არამგონია... პირიქით, ძალიან სუსტად ვარ და პატარა მოძრაობაზეც კი ყველაფერი მტკივა... - ამოიკნავლა.
- შენი ბრალია... სად მიხტოდი...
- მართალი ხარ, პირდაპირ მანქანის გასაღების ძებნა უნდა დამეწყო...
დემეტრეს ისევ გაეღიმა. გიჟდებოდა მგონი, ამ გოგონას ყველა პასუხზე ღიმილს ვერ იკავებდა, თვალსაც ვერ აშორებდა.
- მოდი ჭრილობებს დაგიმუშავებ ისევ, ჩალურჯებებზე იოდს წაგისმევ... იქნებ მალე გამოკეთდე და დამტოვო ჩემს სამფლობელოში მარტო...
- რაღაცნაირი ადამიანი ხარ... - წარბი ასწია ნიალამ. - ამოუცნობი ფენომენი.
- ფსიქოლოგიაში ათაინი, ბავშვო... ახლა ნება მომეცი მოგხედო...
ნიალა თვალს ვერ აშორებდა ბიჭს, მოხიბლული იყო მისი გარეგნობით, მისი საქციელებით, თან გაკვირვებულიც კი... ვერ გაეგო, რატომ აკეთებდა ის ამ ყველაფერს. დემეტრემ ფრთხილად აუწია შარვლის ტოტები, სწორი და პრიალა ფეხები ჰქონდა სტუმარს, ფეხებიც კი საოცრად მიმზიდველი. გადატყავებულ ადგილებზე რაღაც ბლანტი სითხე წაუსვა, ჩალურჯებებზე იოდი. ფეხებს რომ მორჩა, მაისური აუწია, არ უნდოდა მკერდისკენ გაჰქცეოდა მზერა, მაგრამ ნიალამ მაისური უფრო მაღლა აიწია, ისე რომ ძლივს ფარავდა მის სამ ზომა ავლადიდებას. წვრილი წელი და დიდი მკერდი გონებას ურევდა ყიფიანს, თავის თავს და მასში გაღვიძებულ მამაკაცურ სურვილებს ებრძოდა.
- ასე თუ გააგრძელებ ჩემს თვალიერებას, შეგიყვარდები... - გადაიკისკისა გოგომ.
პირველად, ამ ორი დღის განმავლობაში, პირველად გაიცინა და ისედაც გონებაარეული დემეტრე კიდევ უფრო გააგიჟა.
- სიცილი როგორ გიხდება... - ვერ შეიკავა თავი.
- შენ მე მოგწონვარ... - გამარჯვებული ხმით შემოსძახა ნიალამ.
- მართლა? - გაიოცა ბიჭმა.
- კი, კი... ზუტად ვიცი... - თვალი ჩაუკრა.
- და შენ არ მოგწონვარ? - კითხვა შეუბრუნა დემეტრემ.
- შეიძლება, მაგრამ ჩვეულებრივი ბიჭი ხარ, რა...
- აჰა... ესეიგი ჩვეულებრივი... და შენ რა გაქვს არაჩვეულებრივი, მე რომ მომწონდე?
- ყველაფერი... - გაეღიმა ნიალას, მაისურს დასწვდა და კიდევ უფრო მაღლა აიწია.
მრგვალი და ლამაზი მკერდი გამომწვევად უყურებდა ბიჭს. კერტები გამაგრებოდა და მკედი გამკვრივებოდა. დემეტრე ამას არ ელოდა,ჯერ თვალები გაუფართოვდა, მაგრამ მალევე მოეგო გონს, ნიალას ვნებით ანთებული მზერა გაუსწორა.
- ძალიან საშიში სკოლის მოსწავლე ხარ, ნიალა... - უთხრა მშვიდი ხმით, მაგრამ მაინც გაკრთა მასში მღელვარება.
ნიალას მხოლოდ გაეღიმა, მაისური ისევ ჩამოიწია და ხელები საბანში გაყო.
- მეძინება...
- ანუ დაგტოვოთ? - გაუკვირდა დემეტრეს.
- როგორც გინდა...
- თავხედი ხარ... - ჩაეღიმა ისევ.
ნელა წამოდგა, წამლები იქვე ახლოს დააბინავა და კარისკენ წავიდა.
- მადლობა, დემეტრე... დიდი მადლობა... - გაისმა ნიალას მშვიდი ხმა, რასაც ძილის ფშვინვა მოჰყვა.
ასე გაღიმებული იდგა კართან ყიფიანი, უყურებდა მძინარეს და თავის თავზე ეცინებოდა. მოსწონდა ამ გოგოსთან ყოფნა, ნიალას ბავშვურობა აიძულებდა თავი ისევ ცოცხალ ადამიანად ეგრძნო და კიდევ უფრო მოსწონდა. იყო რაღაც თავისუფლებით და მეამბოხეობით აღსავსე ამ გოგოში, რაც დემეტრეზეც გადადიოდა.
ღიმილით ჩაუყვა კიბეს და ამჯერად ეზოში გასვლა დააპირა.








4.
გეგი ლიპარტელიანი დილიდან თავის ოთახში ბოლთას ცემდა. რამდენჯერმე ჩაუარა გამოღებულ კარადას, უნდოდა რაიმე ისეთი ჩაეცვა, რაც ყველაზე მეტად სძულდა, რადგან ამ დღის შემდეგ იმ ტანსაცმლის დაწვას გეგმავდა. დღეს ოფიციალურად მიაბარებდნენ მიწას მახარაძეების მთელ შტოს.
მართალია გეგი ნამდვილი არამზადა გახლდათ, მაგრამ მთელი გულით განიცდიდა მარიამის ამბავს. განა რაიმეს ნანობდა? განა ის ადარდებდა, რომ ამ ამბამდე რამდენიმე საათით ადრე საყვარელ ქალზე ხელი აღმართა ან მთელი ოჯახის წინაშე დაამცირა. უბრალოდ აგიჟებდა ის, რომ მარიამი მისი არ გახდა, რომ მის ცხოველურ მკლავებში ვერ ამოაყოფინა გოგონას თავი. თავის თავზეც ბრაზდებოდა, უნდა გაეთვალისწინებინა, რომ მარიამს შეიძლებოდა დაეტოვებინა ლიპარტელიანების სახლი და თავის სახლში დაბრუნებულიყო, რომელსაც არაჩვეულებრივად შემუშავებული გეგმის მიხედვით გაზის აფეთქება ჰაერში ასწევდა.
ექსპერტიზის პასუხი წინა საღამოს მოვიდა. 12 გარდაცვლილიდან ერთ-ერთი ნამდვილად გახლდათ მარიამ მახარაძე. ეს რომ გაიგო ლიპარტელიანმა, ცივმა ოფლმა დაასხა, ეს ამხელა, გასიებული ადამიანი წამებში ჩამოდნა და უსუსურობად იქცა. შეიძლებოდა გეფიქრათ, რაღაც სინდისის მაგვარმა გაიღვიძა მასშიო, მაგრამ არა... ეს მხოლოდ შიში იყო. შიში საკუთარი თავისა, შიში მომავლისა, შიში ტყვეობისა.
- ვერ გადავრჩებით... ამის დედა მოვტ*ან... ეს რა შარში გამაყოფინე თავი გეგი! - არ ცხრებოდა არანაკლებ შეშინებული ლადო ლიპარტელიანი.
- მე გადმომაბრალე ყველაფერი... მხოლოდ ერთი გთხოვე... მარიამი ცოცხალი მჭირდება მეთქი... ეგეც ვერ შეასრულე...
- რა დროს მკვდრის დატირებაა, გეგი! რამ გამოგა*ლევა ასე! - საყელოში სწვდა ბიძაშვილს. - მაგ კახპა მარიამს აღარფერი ეშველება, ვსო... და ჩვენ? მე და შენ რა გვეშველება, ამაზე არ გიფიქრია?
გეგი ლიპარტელიანი დუმდა. როგორც ყოველთვის, როცა ბიძაშვილი ყველანაირ არგუმენტს აცლიდა, ასე უბრალოდ დუმდა და დასისხლიანებული თვალები უსასრულობისთვის გაეშტერებინა.
- ლადო, ადვოკატზე რას ვაპირებთ? - გაისმა ერთ-ერთი მოშორებით მჯდარი კაცის ხმა, რომელიც სრული სიმშვიდით აბოლებდა სიგარეტს.
- არ ვიცი, კოკა, პიზდე*ში ვართ, ყველანი ერთად... მანაგაძე ვერ დაგვიცავს, ისეთ საქმეებში გავხლართე, მანაგაძე უარს მეტყვის ყველაფერზე, მაგარი მოვჯ*ით მაგასთან, ყველამ ერთად... კინაღამ გაისროკა... არა და, ამ საქმიდან მხოლოდ მაგ ძაღლის გამჭრიახი ენა თუ გვიხსნის...
- და მერე რა გიშლის ხელს?! - ისევ აუღელვებლად აბოლებდა კოკა. - რამდენსაც მოგთხოვს ორმაგი ჩაუთვალე... აგერ ნახავ მინე*საც გაგიკეთებს... ფული ჯოჯოხეთს ანათებსო, ხო გაგიგია...
- არამგონია, კოკა... მანაგაძემ საკმარისზე მეტი ფული აიღო და ოჯახიანად აითესა აქედან... ეგ აქ არ დაბრუნდება... თან მეშინია...
- შენ... ლადო ლიპარტელიანს... შსს-ს მინისტრს... გეშინია... - მეორე ღერს მოუკიდა კოკამ.
- წლებია მანაგაძე ჩვენი ბინძური საქმეების თანამონაწილეა... - გამოფხიზლდა გეგი. - ყველა ჩვენს მიქარულს ეგ სი*ი წმენდდა, მართალია მშრალზე გამოვყავდით, მაგრამ მანაგაძე ეგეთი *ლეც არ არის, სამხილები თავისთვის არ დაეტოვებინა. ყველა ადამიანს ეშინია შავი დღის... ხედავდა, რასაც ვუკეთებდით ხალხს... რატომ არ ეგონებოდა, რომ ერთ დღეს შეიძლება მასაც ეგრე მოვქცეოდით?!.. ამიტომაც შეინახავდა ბევრ ისეთ კომპრომატს, რასაც შეუძლია არა მარტო მე და ლადო, არამედ შენც და კიდევ ბევრი სხვაც საუკუნით გასროკოს... მარტივი ლოგიკაა კოკა...
- როდიდან აგიმუშავდა ტვინი, ძალიან მაინტერესებს! - ხმას აუწია კოკამ. - ამდენს თუ ხვდები, აქამდე რას მიკეთებდი?! *ვერებს რომ იფხანდი და გეგონა 12 კაცის მკვლელობა მარტივი იქნებოდა, ამაზე ადრე არ გიფიქრია? მიახოცეთ ერთმანეთს მთელი ოჯახი და არც კი გაითვალისწინეთ, რომ გეგმა ყოველთვის არ მართლდება. ან რა სიყვარულობანა აგიტყდა ამხელა კაცს, ამაზრზენობა! შენი სიყვარულობანას გამოა, რომ ასეთ დღეში ვართ! მოგიტ*ან ლოგიკა!
გეგი ისევ დუმდა. გასაკვირი არაა, როგორი ადვილად მანიპულირებადია ადამიანი?!
- მე შემოგთავაზებთ ერთ იდეას, პროსტა არ ვიცი, გაამართლებს თუ არა... - ხმა ამოიღო დივანზე წამოპლაკულმა, ავადმყოფურად გამხდარმა კაცმა. - რომ არ გაამართლოს, მე არავინ მომთხოვს პასუხს, იცოდეთ...
- ამოღერღე... - კბილებში გამოსცრა ლადომ.
- მგონია, რომ ამ საქმეს გამოცდილმა და ცნობილმა ადვოკატმა არ უნდა მოკიდოს ხელი...
- რას ბოდავ... - ახარხარდა კოკა.
- გამოცდილი და ცნობილი უარესს დაგმართებთ. ისეთი ვიღაც გჭირდებათ, ვინც ნაკლებად გიცნობთ და თქვენი ბინძური თამაშები არც კი გაუგია...
- ვინც არ გვიცნობს როგორ უნდა დაგვიცვას, ძაან მაინტერესებს...
- არ გიცნობს და იმას დაიჯერებს, რასაც ეტყვი. ეტყვი არავინ მომიკლავსო, მარიამი ჩემი სიყვარული იყო, როგორ შემეძლო მისთვის რამე დამეშავებინაო. დაიჯერებს, ჩაყლაპავს და ყველა თავის რეჩს ისე ააწყობს, როგორც შენ მოუყვები.
- განაგრძე... - დაინტერესდა გეგი.
- ყველაზე დიდ მძ*ნერში შენ ხარ, გეგი... პირველი ეჭვმიტანილიც შენ ხარ... აბა რა პონტია ტო, გოგოს ხელს თხოვდი, სუფრა გქონდა და ერთი მისი ნათესავიც კი არ დაგიპატიჟია... მერე გოგო გაგექცა... იფიქრებენ შური იძიაო...
- მე რა მძ*ნერშიც ვარ, კარგად ვიცი და ნუ მებლატავები... - წყობიდან გამოვიდა გეგი. - გყავს ვინმე ახალბედა ადვოკატი, შენს ნათქვამს რომ გაამართლებს?
- რამდენიმე ვიცი... ერთ-ერთი კატო გოგოლაძეა...
- ვინ კატო? ნაბი*ვარი დიმა გოგოლაძის შვილი? - შეიცხადა კოკამ.
- ხო, ეგ...
- შიგ ხო არ გაქვთ... შანსი არაა, დიმას ნაბო*არ გოგოს არც კი გაეკაროთ... ახვა*კა...
- კაი, სხვა ვინ იცი... - თვალები აატრიალა ლადომ.
- დათო კაკულია... ახალგამოჩეკილი ადვოკატია...
- ვისი ლეკვია? - არ ნებდებოდა კოკა.
- სალაყაიასი... მგონი...
- არა, მამენტ სალაყაია არაა ცუდი ტიპი... მაგრამ ეჭვი მაქვს ეს საქმე თუ შეგვრჩა, არ შეგვეშვება და ბოლომდე გამოგვწოვს რაც გვაქვს... - დაასკვნა ბოლოს.
- *ლე არავის მოჭამოს... - წყობიდან გამოვიდა ლადო.
- მოჭამს, დამიჯერე... გამკეთებელია... - მელოტ, დაცვარულ თავზე ხელი გადაისვა კოკამ.
- დემეტრე ყიფიანი... - განაგრძო სიის კითხვა. - ორი წელია ხელი არ მოუკიდია არც ერთი საქმისთვის, ანუ რაც ჩვენ მთავრობაში ვართ, გონზე არაა რა ხდება ქვეყანაში... დამყოლია, კარგი ენა აქვს... ჯერ არც ერთი თავისი საქმე არ წაუგია...
- მომწონს ეგ ბიჭი... - ყურები ცქვიტა გეგიმ. - რამდენი წლისაა?
- 28 ან 29...
- კაი რა... 28 წლის ღლაპმა ამხელა საქმიდან როგორ უნდა გამოგვათრიოს?! - დაეჭვდა კოკა.
- 48 წლის მანაგაძეს ჯობს, ყოველ შემთხვევაში, მისგან საფრთხეს მაინც არ უნდა ელოდე... აი მანაგაძემ კი, რომ მოინდომოს სროკზე კი არა სახრჩობელაზე გაგიშვებთ... - ჩაიღიმა გამხდარმა კაცმა და მახინჯი კბილები გამოაჩინა.
- რას იტყვით? - ამოიოხრა ლადომ. - უკეთესი ვარიანტი გაქვთ რომელიმეს?
ოთახში სიჩუმემ დაისადგურა.
- დაურეკე ყიფიანს... დაკრძალვამ ჩაიაროს და მერე მოვიდეს... ვნახოთ რა ბიჭია... - საზეიმოდ გამოაცხადა ლადომ.
- გოგოსგან რა ისმის? - კიდევ ერთ სიგარეტს მოუკიდა კოკამ.
- აუ ეგ გოგო სულ არ მახსოვდა... - თავში ხელი შემოიკრა გეგიმ.
- ვინ გოგო... რაზეა საუბარი... - ჩაერია ისევ გამხდარი.
- ვიღაც *ლექალამ მოისმინა, როგორ განვიხილავდით მახარაძეების მკვლელობას...
- და მერე რა? განიხილავდით პროსტა...
- პროსტა არა, საკმარისზე ბევრი ვთქვით... - პირიდან კვამლის რგოლები გამოუშვა მელოტმა.
- რა გჭირთ კი მაგრამ! ასე დაბნეულად როგორ მოქმედებთ, ტო?! ამდენი შეცდომის ერთად დაშვება შეიძლება? - ფეხზე წამოიჭრა გამხდარი.
- ნუ იჭრები ყველაფერზე, ბათა! ვიღაც გოგომ ჩაიარა და ყველაფერი გაიგო...
- და მერე რა ბედი ეწია ამ გოგოს? იმედია მიწაში დევს უკვე, ხო?
- გაგვექცა... - ამოიღმუვლა გეგიმ.
- რა ჯანდაბა ხდება, ბო*იშვილი ვიყო! რა ადვოკატის ძებნა აგიტყდათ! ტრა*ში ხართ, ვსო! გოგო როგორღა გაგექცათ?! ვიცით მაინც ვინაა?
- ნია ანჯაფარიძე, 21 წლის სტუდენტი...
- აქ რა ჯანდაბა უნდოდა...
- პრაქტიკანტია...
- და 3 დღეა ვერ პოულობს შსს?! - შეიცხადა ბათამ.
- შსს-ს ვიღაც ნიას ძებნისთვის არ სცალია ახლა... კერძოები ეძებენ, მაგრამ აორთქლდა!
- და მერე ვინმე არ ჰყავს? დედა, მამა, ბებია, შეყვარებული, შვილი... ვინმე... დაადებ იარაღს და ნიაც სირბილით მოვა...
- აუ ბათა, ეგეთებს ნუ გვასწავლი, ძაან გთხოვ... - ცინიკურად გადმოხედა კოკამ. - ვეძებეთ, მაგრამ მხოლოდ ნახევარძმა ჰყავს, ეგეც ცხრა მთას იქით, დედისტრა*ში გადაკარგული... წლებია არ კონტაქტობენ... მაგ ძმის გამო ნია თავსაც არ აიტკიებს...
- ანუ გოგო აორთქლდა და ცოცხალი მოწმე დაიარება... და თქვენ აქ სხედხართ და ვიღაც ადვოკატს ეძებთ... საღოლ ძმაო, ამაზე უფრო ტრაკ*ში ჯერ არ ყოფილხართ...
- ყოფილხართო, რომ იძახი, ძვირფასო ბათა... შენ არ ხარ ჩვენი ნაწილი? - გაღიზიანდა ლადო. - შენ არ მოგიკლავს და არ გიწამებია არავინ, ხო? ჩვენ მოგვიწოდებ რაღაცებისკენ და შენ? გინდა გავიხსენო შენი საგმირო საქმეები?
ოთახში ისევ დუმილმა დაისადგურა. მხოლოდ კოკას გაბოლების ხმა და ლადოს სკამის ჭრაჭუნი არღვევდა ცოდვილებით სავსე ოთახის სიმყუდროვეს.


5.
ძალიან ჩუმად დაიარებოდა თავის სახლში დემეტრე ყიფიანი, არ უნდოდა სტუმრისთვის სიმყუდროვე დაეღვია. რამდენჯერმე ააკითხა მაღლა, დახედა, რამე ხომ არ უჭირდა. გოგონას გათიშულს ეძინა. ბოლოს დაიღალა აქეთ-იქეთ სიარულით, ოთახში დივანზე ჩამოჯდა, წიგნი აიღო და მთელი არსებით გადაეშვა ლიტერატურის სამყაროში.
- რას კითხულობ? - მოესმა ნიალას ნამძინარევი ხმა, დაახლოებით ერთი საათის შემდეგ.
- „ყვავილები ელჯერნონისთვის“, იცი?
- ვიცი... ძალიან ბევრი ვიტირე, როცა წავიკითხე...
- ნუთუ?! მეც ვიტირებ?
- იტირებ... ყველა ტირის... ელჯერნონი კვდება...
- და ელჯერნონის გამო ვიტირებ? - დაეჭვდა დემეტრე.
- ბევრს ლაპარაკობ... - საბანი გადაიწია და წამოჯდომა სცადა, მაგრამ ამაოდ, მხოლოდ ტკივილისგან გამოწვეული წკმუტუნი აღმოხდა.
- სადმე მიდიხარ? - წიგნი დახურა დემეტრემ და წამებში გოგონას გვერდით აღმოჩნდა.
- ფისი მინდა... - თავისი უსუსურებით გაღიზიანებულმა ყიფიანზე იყარა ჯავრი.
დემეტრეს უბრალოდ გაეღიმა. უყურებდა ამ პატარა გოგონას და თავს ვერ იკავებდა. ნიალა ყოველი თავის საქციელით, მიმიკით, გამოხედვით, საუბრით... ყველაფრით რაღაც უცნაურ გრძნობებს აღძრავდა მასში, უცნაურ იმპულსებს, რომლებიც მთელ სხეულს მოედებოდნენ და აიძულებდნენ ასე უაზროდ გაეღიმა.
- წამო, დაგეხმარები... - წამებში ჰაერში ააფრიალა სტუმარი.
- გადამაყენებ? - გონს ვერ მოვიდა ნიალა.
- ხო... თუ საჭირო გახდა...
- არა, დიდი მადლობა... უბრალოდ კარამდე მიმიყვანე და დანარჩენს როგორმე მივხედავ...
- კარი არ ჩაკეტო, რაიცი რა ხდება...
გოგონამ თვალები აატრიალა და ფორთხვით შევიდა ტუალეტში. დაახლეობით ნახევარი საათი ელოდა დემეტრე და ბოლოს, როგორც იქნა დაუძახა, გამომიყვანეო.
- ჩავარდი? - ისევ ხელში აიყვანა, ამჯერად უფრო ახლოს მიიკრა სხეულზე, მოსწონდა ის უჩვეულო სითბო, რომელიც ნიალას სხეულიდან მოდიოდა.
- ხო... როგორ მიხვდი...
- კაი, სულ ნუ მესწერვები...
- არ გესწერვები, უბრალოდ შენს უხარისხო იუმორს ვერ ვეგუები...
ისევ გაეღიმა, გოგონა წამოაწვინა და ბალიშები შემოუწყო. თვითონ გვერდით, მეორე მხარეს წამოწვა და თავი ხელის გულს დააყრდნო. უყურებდა პატარა მეამბოხეს, მოსწონდა მისი გარეგნობა, მისი რაღაცნაირი ხასიათი, მოსწონდა თავისი სტუმარი.
- გიყვარდები... - მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა ნიალამ.
- იოცნებე... - თვალი არ მოუშორებია. - ახლა დაკითხვის დროა... მე დავსვამ კითხვებს, შენ კი გულახდილად მიპასუხებ, ტყუილი არ გავიგო, თორემ შენს თავს პოლიციას გადავცემ...
- კაი ერთი... კიდევ რას მოითხოვთ? - გაოცდა ნიალა.
- სად სწავლობ?
- ჯავახიშვილში...
- ფსიქოლოგია?
- იურიდიული...
ამ პასუხს არ ელოდა ყიფიანი, აშკარა გაკვირვება დაეტყო.
- მუშაობ?
- კი. - ანერვიულდა გოგო.
- სად?
- რატომ უნდა გითხრა?
- უნდა მითხრა. სად თქო?
- შსს-ში. პრაქტიკანტი ვარ. ვიყავი.
- რატომ იყავი?
- წამოვედი ან გამომაგდეს...
- წამოხვედი თუ გამოგაგდეს?
- შენ რა, ადვოკატი ხარ? რა კითხვები დამაყარე!!
- კი, ადვოკატი ვარ...
- მართლა? - გაოცდა გოგო.
- მართლა... რატომ გამოგაგდეს? რა დააშავე?
- რატომ გგონია, რომ რამეს დავაშავებდი?
- ჩვენი ორ დღიანი თანაცხოვრება მაფიქრებინებს ამას...
- იდოტი... - გაღიზიანდა გოგო.
- რატომ გამოგაგდეს, თქო?
- არ გეტყვი.
- მაშინ სხვანაირად გკითხავ, „მომკლავენ, მომკლავენო“ რომ იძახდი, ვინ აპირებს შენს მოკვლას?
- რამდენი რაღაც დაგიმახსოვრებია?
- ნიალა, მიპასუხე! - ხმა გაუმკაცრდა დემეტრეს.
- არა!
- მაშინ, მიბრძანდი აქედან... - წყობიდან გამოვიდა ყიფიანი.
- წავალ! - წამოდგომა სცადა, მაგრამ ყველა უჯრედი სტკიოდა, ნაბიჯიც ვერ გადადგა. - დამარეკინე, მომაკითხავენ და წავალ!
- კარგი, მაპატიე... ზედმეტი მომივიდა... - წამოდგა დემეტრე და ოთახის კარი გაიჯახუნა.
გაბრაზდა ნიალა, ძალიან გაბრაზდა დემეტრეზე, მაგრამ ყველაფერზე მეტად მისი ეს საქციელი ეწყინა, ეწყინა დაყვირება და ხმის მკაცრი ტონი. მერე თავის თავზე გაბრაზდა. 2 დღის გაცნობილი ვიღაც ბიჭის დაყვირებაზე ასეთი რეაქცია რატომ მაქვსო. თავი ფანჯრისკენ შეაბრუნა და მზერა ხედს მოავლო. ფანჯარაზე წვიმის წვეთები ცრემლებივით მორაკრაკებდნენ. მოიღრუბლა და უჩვეულოდ ჩამობნელდა.
- რა ამინდია... - აღმოხდა კოპებშეკრულ ნიალას.
და ფიქრები სეტყვასავით წამოვიდა. ამდენი დღე თავს იკავებდა, ცდილობდა ის საბედისწერო საღამო არ გაეხსენებინა, მაგრამ აღარ გამოუვიდა. გაახსენდა, რომ ძალიან ეჩქარებოდა. სირბილით ჩამორბოდა შსს-ს კიბეზე და გასასვლელს ეძებდა. ეძებდა იმიტომ, რომ 1 კვირის წინ აიყვანეს პრაქტიკაზე და აქაურობას კარგად არ იცნობდა. ბედისწერაა თუ უბედურება, გზა აერია და პირდაპირ იმ დერეფანს გაუყვა, სადაც ლადო ლიპარტელიანი და მისი საძაღლეთი თავზე დამტყდარ საშიშროებას ხმამაღლა განიხილავდნენ. უნდა გაევლო, უნდა გაეგრძელებინა სიარული, მაგრამ ადამიანურმა ინტერესმა სძლია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გვარი მახარაძე გაიგო. ამ გვარს ხომ დილიდან მთელი ქალაქი იმეორებდა. კართან მოშორებით გაჩერდა და ღრიჭოდან ოთახში დაიწყო ყურება. ხედავდა სახეზე ფერდაკარგულ გეგის და მის გვერდით კოკა ცაავას, რომელიც მრავალმნიშვნელოვნად აბოლებდა სიგარეტს. გაიგონა, როგორ თქვეს „არ შეგვრჩება ეს ამბავი...“, „უკეთ უნდა დაგვეგეგმა“, „ყველა ერთად არ უნდა შეგვეკრიბა, ცალ-ცალკე უნდა გაგვეწყვიტა, მაგათი ჯიში მოვტ*ან“... მალევე მიხვდა ნიალა, რომ ამბავი, რომელმაც თბილისი შოკში ჩააგდო, თვით შსს-ს მინისტრის მოწყობილი იყო. შეეშინდა, არაამქვეყნიურად შეეშინდა, ფეხები გაუქვავდა და გაშეშდა. სწორედ ამ დროს, ბედის ირონია არაა? ქარმა დაუბერა, ორპირში კარი გაიღო და ნიალას თვალები პირდაპირ ლადო ლიპარტელიანის თვალებს შეეჩეხა.
გაიღვიძა გოგონაში გადარჩენის რეფლექსმა და ისე სწრაფად გაიქცა, როგორც შეეძლო. ესმოდა კაცების ღრიალი, გინება და ლანძღვა. „შე ახვა*კა, შე ნაბო*არო... მოდი აქ, სად გარბიხარ... ვერსად გაგვექცევი... შენ მოგიტ*ნავ კარგის ტრა*ს“... და ასე დაუსრულებლად. როგორღაც გამოაღწია და პირველივე ჩამოვლილ ტაქსიში ჩაჯდა. დაუყვირა, რაც შეიძლება შორს წადი აქედანო. ასე ამოყო თავი საბურთალოზე. ტელეფონიდან კარტა ამოიღო, პირდაპირ სამანქანო გზისკენ მოისროლა, ტელეფონი კი ნაგვის ურნაში გადაადო. ჩქარი ნაბიჯით განაგრძო სიარული ყაზბეგზე. ვერ იაზრებდა, რა დაატყდა თავს. არ სჯეროდა, რომ ეს მართლაც მის თავს ხდებოდა. თვალები ცრემლებს დაებნელებინათ, არაფერი ჩანდა, უბრალოდ ინსტიქტურად მიიწევდა წინ. კინაღამ მანქანა დაეჯახა, მაგრამ ერჩივნა დაჯახებოდა. რამდენიმე გაბმული სიგნალი და გინებაც გაიგო. უკვე არაფერს ჰქონდა აზრი. ყველაფერი დატრიალდა, საშინელი თავის ტკივილი და თავბრუს ხვევა იგრძნო. გონება... გონება კი არ ჩერდებოდა... „მომკლავენ... მაწამებენ... აუცილებლად გამანადგურებენ...“, მერე გონება გაეთიშა და აი აქ, სრულიად უცხო ადამიანთან ამოყო თავი, სადღაც გადაკარგულში, ტყეში, ყველასგან და ყველაფრისგან მოშორებით.
- შეიძლება შემოვიდე? - გაისმა დემეტრეს „დასჯილი ბავშვის“ ხმა.
- შენი სახლია. - უპასუხა ჩუმად, ისე, რომ არც გაუხედავს.
ბიჭი ნელი ნაბიჯით წამოვიდა და თავის ადგილზე ჩამოჯდა. ნიალა მაინც არ უყურებდა.
- შემომხედავ?
- არა.
- კარგი რა, ერთ შანსს ვიმსახურებ.
- ვითომ რატომ...
- სიკვდილს გადაგარჩინე, არაერთხელ...
- მთელი ცხოვრება თუ ასე უნდა დამამადლო ჩემი გადარჩენა, არ მინდა, გმადლობთ!
- ნიალა... მაპატიე...
ყიფიანის მიერ წარმოთქმულ ყოველ „ნიალაზე“ გოგონას სხეულში რაღაც უცნაური ცხოველი ცოცხლდებოდა და ისე დაბაჯბაჯებდა, მუცელში ყრუ ტკივილებს გრძნობდა. ოჰ, ეს ხმა... დემეტრეს ხმა... ყველაფერს მისი ბოხი ბარიტონი აკეთებდა...
- რატომ დამიყვირე? ვინ მოგცა უფლება ასე მომექცე? - განრისხებული მზერით დააჯილდოვა.
- გაბრაზდი თუ გეწყინა? - ღიმილი გაკრთა ბიჭის სახეზე.
- შენ, ვიღაც 2 დღის გაცნობილმა შეუძლებელია მე მაწყენინო, ამიტომ უფრო პირველი. - დაეღრიჯა და კიდევ უფრო შეუკრა კოპები.
- როგორ გამოვისყიდო ჩემი დანაშაული?
- დამარეკინე.
- არა!
- რატომ?! გამაგებინე რატომ?!
- იმიტომ...
- და კიდევ მე ვარ სკოლის მოსწავლე?
- კი... ხარ... და ყოველთვის იქნები... - გაეღიმა დემეტრეს, გოგონას ჩამოშლილი თმა ყურზე გადაუწია და ორი თითით ლოყაზე მიეფერა.
- რას აკეთებ? - თვალები დაუწვრილდა გოგოს.
- თუ ვიცოდე... - ახლა თავის თავზე გაეღიმა, ხელი მოაშორა.
- მანიაკი ხარ? - შიში გაკრთა ნიალას ხმაში.
- კი... ყველაზე ვნებიანი და სექსუალური მანიაკი, ვინც კი ოდესმე შეგხვედრია...
- საიდან ამხელა წარმოდგენა საკუთარ თავზე? - თვალები აატრიალა.
- ნიალა, ნუ მეთამაშები... თორემ შეგიყვარდები... - გამოაცხადა ბედნიერი ხმით.
- ელოდე... - ენა გამოუყო.
- მოდი, კიდევ წაგისმევ წამალს... და ხვალ უკვე ფეხზე იქნები... - პასუხს არ დალოდებია, ისე გადახადა გოგონას საბანი და წასმა დაუწყო.
- გიჟი ხარ? - თვალს არ აშორებდა ნიალა.
- რატომ? - ჩეღიმა ყიფიანს.
- აბა გამაგებინე, ამას რატომ აკეთებ? ჩემზე რატომ ზრუნავ? არც კი მიცნობ... იქნებ მე ვარ მანიაკი, ან მკვლელი... ან რა ვიცი... საერთოდ არაფერი იცი ჩემზე...
- იქნებ უბრალოდ, უანგაროდ ვაკეთებ ამ ყველაფერს. აი ასე, მინდა და ვაკეთებ...
- ხო და გიჟი ხარ... - სიცილი ვეღარ შეიკავა გოგომაც.
ნიალას გაცინებაზე ერთი თავისი ემართებოდა დემეტრეს. უბრალოდ სულელივით აშტერდებოდა გოგონას მომღიმარ სახეს, მის ტუჩებს, კბილებს, თვალებს... ყველაფერს... აშტერდებოდა და ეღიმებოდა, სურვილი იპყრობდა, გიჟივით დაეკოცნა მისთვის ლამაზი სახე, შეეგრძნო მისი თმის არაამქვეყნიური სურნელი, რომელსაც მთელი ოთახი მოეცვა.
„რაზე ფიქრობ ყიფიანო! რა ჯანდაბა გჭირს!“ - შემოუძახა თავის თავს, ნიალას საბანი გაუსწორა და მოშორდა.
მეორე დილით მართლაც უკეთ გრძნობდა სტუმარი თავს, მართალია მაინც ყველაფერი სტკიოდა, მაგრამ წამოდგომა შეძლო. კიბემდეც მივიდა, მაგრამ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და საშინელი თავბრუს ხვევა იგრძნო.
- დემეტრეეეე... - დაიწივლა უცებ და მხსნელიც წამში გაჩნდა.
გოგონას უძლური სხეული ბიჭის ძლიერ მკლავებს მიესვენა. დემეტრემ გოგონა პირველ სართულზე ჩამოიყვანა და დივანზე წამოაწვინა. სულ გადათეთრებულიყო, ტუჩები გალურჯებოდა, კანკალებდა.
- რა ჯანდაბა დაგემართა, გოგო... - შუბლზე ხელი გადაუსვა და საფეთქლების ზელა დაუწყო. - სად მიდიოდი, შეიძლება გავიგო?
- სულ... ნუ... მადანაშაულებ...
ნიალა ასეთ მდგომარეობაშიც კი მზად იყო პასუხის გასაცემად, რაზეც ყიფიანს გაეღიმა. წამოდგა, ნიალას ფეხები ჰაერში აუწია.
- რას აკეთებ?.. - ვერ მოითმინა გოგომ.
- წნევა დაგივარდა...
დემეტრეს მეთოდმა გაამართლა და მალე გოგონას სახე ნორმალურ ფერს დაუბრუნდა. ჩაიმუხლა და თავი სახესთან მიუტანა. ლოყაზე ნაზად მიეფერა.
- ყველაზე დაუჯერებელი სკოლის მოსწავლე ხარ, მთელ დედამიწაზე...
ნიალა უცებ ვერ მოვიდა გონს. ჯერ დემეტრეს შეხებამ გააგიჟა, მერე კი ბიჭის სახემ, რომელიც რანდენიმე სანტიმეტრით იყო მისგან დაშორებული. პირველად უყურებდა თავის მხსნელს ასე ახლოდან, პირველად ჩახედა მას უძირო თვალებში.
- ხომ გითხარი, შეგიყვარდები თქო... - ნასიამოვნები სახით ჩაილაპარაკა დემეტრემ, ისე, რომ გოგონას მოფერება არ შეუწყვიტავს.
- სიყვარულზე საუბარი ცოტა ადრე ხომ არ არის? - თავის დახსნა არ უცდია გოგოს.
- მართალია, ყველაფერს თავისი დრო აქვს... ყავას დალევ?
- კი...
ნელა წამოჯდა და მზერა ბარს უკან მოფუსფუსე დემეტრეს გაუსწორა. ბიჭს არაჩვეულებრივი სხეული ჰქონდა. ნავარჯიშები, დაყენებული კუნთებით, სწორი და გრძელი ფეხები. თეთრი მაისური მის სხეულს უფრო მიმზიდველს ხდიდა. რამდენიმე წამში ყავით და საფირმო ბლინებით ხელში გვერდით მოუჯდა.
- მიირთვით...
- შენ რომ მაჭმევ იმას სულ სხვა გემო აქვს... - გამომწვევად უთხრა ნიალამ.
- რა ცუდი ბავშვი ხარ... - გაეღიმა დემეტრეს, ჩანგალი აიღო და ბლინის პატარა ნაჭერი თეთრ კრემში ამოავლო.
ნიალას ტუჩები კრემით მოეთხვარა ან სპეციალურად გააკეთა ასე. მერე გაეღიმა, ისე, რომ ცეცხლოვანი მზერა ყიფიანისთვის არ მოუშორებია. ენა ტუჩებს მადიანად აუსვა და კრემიც გაქრა. დემეტრეს მზერა დაეძაბა, ხელები მომუშტა და ძარღვები დაებერა. ხედავდა გოგონას ვნებიან ტუჩებს და სურვილი კლავდა, დაწაფებოდა და დაეკოცნა.
- ახ, ჩემიი... - ნერვიულად წამოდგა და ისევ ბარისკენ დაიძრა, ჭიქა ცივი წყლით აავსო და მოიყუდა.
- საკითხავი აი ის არის, ვის ვინ უყვარდება... - მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა, ბიჭისთვის არც შეუხედავს, ორივე ხელი თეფშს დაავლო და მადიანად განაგრძო ჭამა.
დემეტრე ბურდღუნით გაუჩინარდა აბაზანაში. ნიალას ბოროტულად გაეღიმა. ბიჭი რამდენიმე წუთში დაბრუნდა და გოგონას წინ დაკეცილი ტანსაცმელი დაუწყო.
- სად იყავი? მოთხოვნილებებს იკმაყოფილებდი? - გაუღიმა და თვალებით ბიჭის შარვლის უბეს დახედა.
- ჯერ ეგრეც ვერ მოქმედებ ჩემზე... - წარბები ასწია და არანაკლებ ბოროტულად გაუღიმა. - და თან სკოლის მოსწავლეც აღარ ვარ ჩემი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ლამაზი მანდილოსანი ვერ ვიპოვო...
- როგორი ენამახვილი ბრძანდებით, ადვოკატო?! განდეგილურ ცხოვრებას ეწევი, თან მგონი კარგა ხანია... იქნებ სულაც არ გიზიდავს მანდილოსნები? - სამაგიეროს გადახდა არ დააყოვნა სტუმარმა, ნაცრისფერი ჟაკეტი ბოლომდე ჩაიხსნა, ისე, რომ მასპინძლისთვის მზერა არ მოუშორებია.
ჟაკეტი სულ ოდნავ ფარავდა დაბერილ კერტებს, ნიალას სუნთქვა გახშირებოდა და მკერდი გამომწვევად აუდ-ჩაუდიოდა, თავი ოდნავ გვერდით შეეტრიალებინა და ყიფიანის ყოველ მოძრაობას აკვირდებოდა. დემეტრემ ღიმილიანი მზერა შეავლო გოგონას ორ დიდ ღირსებას, ასე მადის აღმძვრელად რომ უყურებდნენ, მაგრამ როგორც აქამდე ვთქვით, სკოლის მოსწავლე აღარ იყო, ასეთ თამაშებს რომ წამოგებოდა.
- ბავშო, ასე ნუ იქცევი... თორემ დაისჯები... - პატარა ბავშვივით თითი დაუქნია. - აქ შენი სუფთა ტანსაცმელია, მაისური სულ დაფლეთილია, ამიტომ ჩემსას გათხოვებ, ჯანდაბას...
- იცი, როგორ ვერ გიტან?! - თვალები დაუწვრილდა გოგოს.
- ტანსაცმელი რომ გაგირეცხე, იმიტომ? - ისეთი სახე მიიღო, ვითომ ვერ მიხვდა რა იგულისხმა.
- გადი, უნდა ჩავიცვა... - ბიჭს ზურგი აქცია.
- საბავშვო ბაღი...
დემეტრე წამოდგა, თეფში და ჭიქა აიღო და ბარისკენ წავიდა.
- სხვა ოთახში გასვლა ვიგულისხმე... - ხმა გაუმკაცრდა გოგოს.
- გეუბნები არ მაინტერესებ თქო... სულაც არ ვაპირებ შენს ყურებას, რაც გინდა ის ქენი... - აუღელვებლად უპასუხა და ჭურჭლის რეცხვა დაიწყო, იცოდა თავისი ასეთი საქციელებით როგორ ნერვებს უშლიდა სტუმარს და თავს მშვენივრად გრძნობდა.
გოგონამ გაიფიქრა, აზრი არ აქვს ამასთან ლაპარაკს, თანაც შიშველი უკვე მნახა, რამე რომ ნდომოდა, აქამდე მიზამდაო. მერე თავის ფიქრებზეც გაბრაზდა და ასე კოპებშეკრულმა გაიხადა ბიჭის სპორტულები და საცვლებს დასწვდა.
ნიჟარასთან აყუდებული დაბურული სარკე არაჩვეულებრივად ირეკლავდა გოგონას. აქ კი ვეღარ შეიკავა თავი ყიფიანმა. ხედავდა ნიალას სექსუალურ სხეულს, გამომწვევ საჯდომს, რომელსაც კიდევ უფრო გამომწვევს ხდიდა შავი მაქმანებიანი ტანგა. ოდნავ გვერდულად იდგა და უყურებდა როგორ გაუყარა გოგონამ ხელები ბიუსჰალტერს, ცდილობდა შეკვრას, მაგრამ არ გამოსდიოდა.
- ვიცი, რომ მიყურებ... - გაისმა ნიალას გატანჯული ხმა.
წყალი დაკეტა. რამდენიმე ნაბიჯში მიუახლოვდა და ზურგზე აეკრო. ტუჩები ყურთან მიუტანა.
- მოდი, დაგეხმარები... - ამოიჩურჩულა ვნებიანად და ყურს უკან ოდნავ შეეხო.
ბუსჰალტერის ორივე ბოლოს დასწვდა და ყველაზე მჭირდოდ შეუკრა, მკერდი უფრო მაღლა ამოეწია და უფრო გემრიელად უცქერდა.
- ასე ვერ ვსუნთქავ... - აღმოხდა გოგოს, ოღონდ ვერ გაეგო რისგან, მჭიდროდ შეკვრისგან თუ დემეტრეს სიახლოვისგან.
- არაუშავს... გაუძლებ...
დემეტრემ თითები ნაზად ჩაატარა გოგონას ზურგზე, ხელები შემოჰხვია თეძოზე და მუცელზე, მის კანზე რგოლებს ხატავდა.
- რომ ჰკითხო, სულაც არ ვმოქმედებ... - გამარჯვებული ხმით ჩაილაპარაკა ნიალამ, თავი გაითავისუფლა და წამებში გადაიცვა 3 ზომით დიდი ნაცრისფერი მაისური.
- შენ დაიწყე ეს თამაში, არ დაგავიწყდეს... - იმედგაცრუება გაკრთა ბიჭის ხმაში. - წესებიც შენია... მე აგყევი...
- ხოდა დორბლები მოიწმინდე... - თითებით ბიჭის ქვედა ტუჩს შეეხო და ნიკაპისკენ ჩამოუცურა. - აზრი არ აქვს...
- ვნახოთ ვინ ივლის დორბლიანი... - გოგონას მოშორდა და გარეთ გავიდა.
ნიალა ისევ დივანზე მოკალათდა. თავიდან აღფრთოვანებული იყო თავისი საქციელით. ელოდა, როდის შემოვიდოდა დემეტრე, რომ დამცინავი საუბარი გაება, ან რაიმე მორიგი ოინი მოეწყო, მაგრამ ბიჭი არ ჩანდა. საათზე მეტი გავიდა. აღარ იცოდა რა ექნა. წრიალებდა და ვერ ისვენებდა. ვერ გიტანო კი უთხრა, მაგრამ ღმერთია მოწმე, ამ ბიჭზე უკვე გიჟდებოდა. რა თქმა უნდა, ამას თავის თავთანაც კი არ აღაირებდა, მაგრამ ეს ასე იყო. მოსწონდა ბიჭის ნერვებზე თამაში, მისი მოთმინების და თავშეკავების გამოცდა, მოსწონდა და იზიდავდა ბიჭის გარეგნობა, ხმა, მიხვრა-მოხვრა, საუბრის მანერა, საქციელი, გრძელი და ლამაზი თითები, ასე თავისუფლად რომ დასრიალებდნენ მის სხეულზე, ყველაფერი... მონუსხული იყო თავისი მასპინძლით და ვერ გაეგო, რა ხდებოდა მის თავს. უბრალოდ გრძნობდა, რომ მასსა და დემეტრეს შორის რაღაც კავშირი იყო. ისეთი კავშირი, სახელს რომ ვერ დაარქმევ და ვერ აღწერ, მხოლოდ გრძნობ. ქვეცნობიერი კარნახობდა, რომ ამ 2 დღის გაცნობილ ბიჭთან თავი დაცულად უნდა ეგრძნო. მაგრამ გონება მაინც არ ასვენებდა.
„ასე იმიტომ ფიქრობ, რომ გამოუცდელი და სულელი ხარ! ადამიანებთან ურთიერთობის გამოცდილება არ გაქვს!“ - ჩასძახოდა გონება.
ბოლოს ვეღარ მოითმინა და წამოდგა, ბარბაცით მივიდა კართან და გარეთ გავიდა. შუა დღე იყო, მაგრამ მაინც გრილოდა. კიბის 2 საფეხური ჩაიარა და მინდორზე განაგრძო სვლა. გახედა ტყეს, ოჰ... როგორ სძულდა ეს ტყე... გაახსენდა გაუთავებელი ხეები, სიბნელე და სიცივე, თავბრუს ხვევა და მიწის სუნი, მერე დაგორება და გონების დაკარგვა, მაგრამ იმედი იმისა, რომ დემეტრე გამოჩნდებოდა.
სახლს უკვე კარგად მოშორებოდა, ბიჭის ხმა რომ გაიგო.
- სად მიდიხარ, შეიძლება გავიგო? - დემეტრე სულ სხვა მხრიდან მოდიოდა. - ისევ ტყეში გინდა გასეირნება?
- არა!.. - დაიყვირა. - შენ გეძებ... სად ხარ ამდენ ხანს?
ამასობაში ბიჭი მიუახლოვდა, გოგონამაც ისარგებლა და ორივე ხელით დაეყრდნო, რადგან სადაცაა გული წაუვიდოდა ისევ.
- ისევ ფერი არ გადევს... სახლში უნდა ჩაგკეტო? - ჩვეული მზრუნველობა დაუბრუნდა ყიფიანის ხმას.
- სად იყავი? რატომ დამტოვე? - შეტევაზე გადავიდა გოგო.
- საქმეზე დამირეკეს... არ შეიძლება? - არ ელოდა ასეთ რეაგირებას.
- აჰ... შენ ხომ ჩვენი ადვოკატი ხარ... გამახსენდა... - ახლა უკვე ბრაზნარევი ცინიზმი გაჩნდა.
- ნიალა, რა გინდა?
- ამიყვანე და სახლში შემიყვანე... და ფეხი არ მოიცვალო... გული გამისკდა... იცი როგორ ვინერვიულე?
- რას ამბობ... ჩემზე ინერვიულე? - არ ეშვებოდა ბიჭიც.
- ხო... უფრო სწორედ... იმაზე ვინერვიულე, რომ შენ რომ რამე დაგემართოს... მე აქ ვინ მომაგნებს? რამდენიმე დღეში ტყის ნადირის ვახშამი გავხდები...
- ან იქნებ საუზმე? - სრული სერიოზულობა ჟღერდა ბიჭის ხმაში.
- ნუ დამცინი... - მკერდზე ხელი ჰკრა გაბრაზებით.
- მაშინ აღიარე, რომ ჩემზე ინერვიულე...
- ასი წელი... ეგღა მაკლია...
- მიდი, მიდი... აღიარე... - გაეღიმა დემეტრეს.
- არასდროს... ძალიან დიდი წარმოდგენა გაქვს შენს თავზე...
- ხო არა? მაშინ ბრძანდებოდეთ აქ და სახლშიც თავად დაბრუნდით...
აუღელვებლად უპასუხა ბიჭმა და სახლისკენ შებრუნდა. ნელი ნაბიჯით აუყვა ბილიკს.
- დემეტრე! დემეტრე! მოდი აქ! - იძახდა გოგო. - ვის ველაპარაკები მე... მოდი აქ მეთქი... აუ. დემეტრე... არ დამტოვოო აქ... მეშინია... ვერ დავდივარ... დემეტრე...
მაგრამ ბიჭს თითქოს არაფერი ესმოდა, მიაბიჯებდა წინ.
- ხო კაი... ვაღიარებ... ვინერვიულე... შენზე... - დანებდა გოგო, რამდენიმე ნაბიჯი ბარბაცით გადადგა.
- ვერ გავიგე... - გაისმა ყიფიანის ნასიამოვნები ხმა.
- აუუ... ეს ვინაა... შენზე ვნერვიულობდი მეთქი... ხომ კარგად გაიგე? - გაბრაზება ემატებოდა ნიალას ხმას.
- კი, კი... არაჩვეულებრივად... - სწრაფი ნაბიჯით წამოვიდა სტუმრისკენ, წამებში ჰაერში ააფრიალა და გზას გაუდგა.
- როგორ მეზიზღები... ნეტავ იცოდე... - ვერ მოითმინა ნიალამ.
- ხო, ხო... ვიცი... მეც მეზიზღები... - გამოაჯავრა ნიალას წრიპინა ხმა.
მოულოდნელად გოგონამ გადაიხარხარა. აი აქ კი დანებდა დემეტრე, ნაბიჯიც კი შეანელა და მონუსხული, ნიალას ულამაზეს ღიმილს მიაშტერდა.
- გიჟი რომ ხარ, გითხარი უკვე ხომ? - თვალი გაუსწორა გოგონამ.
- კი... ბევრჯერ...
- და რომ გიყვარდები, ეგეც გითხარი?
- კი... ბევრჯერ...
- მშვენიერი... - აღტაცებით გაკრთა მის ხმაში.
- და შენც რომ გიყვარდები, იცი?
- ხოო?!
- ხო, ხო... რას ვიზამთ, ასეთი ყოფილა ცხოვრება...
- იდიოტი... - მიაძახა და დივნისკენ წავიდა.
- ბავშვი... - არ ჩამორჩა და კიბეზე ავიდა.
რამდენიმე წუთში ყუთებით დახუნზლული დაბრუნდა.
- სხვა სახლში გადადიხარ? - ჰკითხა გაკვირვებულმა სტუმარმა.
- გამაგებინებს ვინმე, რას ერჩის ეს გოგო ამ სახლს?!
- ოოო, მუდამ იუმორინას ნოტაზე როგორ ხარ!
- ხატვა გეხერხება? - გამომწვევად გახედა გოგონას.
- რა?
- ხატვა გეხერხება?
- კი... მგონი... რატომ? - დაიბნა ნიალა.
- სახლი უნდა შევღებო...
- რა მოგელანდა?
- დიდი ხანია გეგმაში მაქვს, თბილისში საღებავების და რაღაც ნივთების საყიდლად ვიყავი ჩამოსული, აბა შენი წამოყვანა კი არ მქონია დაგეგმილი...
- იიი... ვინ გაძალებდა მერე?
- მოდი, მომეხმარე...
ნიალა წამოიზლაზნა, ყუთები სავსე იყო სხვადასხვა ფერის და ზომის საღებავებით, ყველანაირი ზომის ფუნჯით და კიდევ მილიონი ხარახურით.
- და შენ ხატავ? - ეჭვის თვალით აათვალიერა ბიჭი.
- კი...
- რა უცნაურია...
- რატომ? ადვოკატები არ ხატავენ?
- არა, უბრალოდ აქამდე ვერაფერი შევამჩნიე შენში „არტული“... ხომ ხვდები... რაღაც უფანტაზიო ტიპი მგონიხარ...
- შენ ჯერ კიდევ არ იცნობ ჩემს ფანტაზიებს... - ძლიერი ხელი წელზე შამოხვია და სხეულე აიკრო.
- დაიწყო ისევ... - თვალბი აატრიალა და თავის დახსნა სცადა.
- კარგი ნიალა, ნუ თამაშობ... - ჩასჩურჩულა და ტუჩებით გოგონას ყურს ოდნავ შეეხო. - ვიცი, რომ ძალიან მოგწონვარ... ვიცი, რომ უკვე გიჟდები ჩემთან ყოფნაზე... - მეორე ხელი ფეხიდან საჯდომზე აუცურა. - ვიცი, რომ ჩემი სიახლოვე გაბნევს, ძალიან ბევრ რამეს განდომებს და ბინძურ ფანტაზიებსაც გიღვიძებს... ვიცი, რომ აქამდე შენზე 8 წლით უფროს და გამოცდილ კაცთან ურთიერთობა არ გქონია და სწორედ ეს გიზიდავს ჩემში, მოგწონს როგორ გეთამაშები, როგორ გეხები... - საჯდომზე ძლიერად უჩქმიტა, რასაც ნიალას წამოკივლება მოჰყვა. - მოგწონს, როცა ძლიერ მკლავებში ხარ გამომწყვდეული, გატრუნული ელოდები ჩემს შემდეგ ნაბიჯს... მოგწონს ჩემი ხმა, ჩემი საუბარი, ჩემი საქციელი, უხეშობა და მზრუნველობა... მოგწონს, როცა გეფერები, როცა ხელში აგიტაცებ და სახლში გაბრუნებ... ისიც მოგწონს, რომ შიშველი გნახე და არაფერი გავაკეთე, მოგწონს ჩემი თავშეკავებულობა, ეს შენს თამაშს უფრო აზარტულს ხდის... გიზიდავ... ძალიან გიზიდავ და ყველაზე მთავარი იცი რა არის? - ყურის ბიბილოზე ნაზად უკბინა. - გიყვარდები... შენ მე გიყვარდები... 3 დღის გაცნობილი მამაკაცი... სრულიად შემთხვევით... თავბრუს გახვევ... გხიბლავ... შენში ქალურ სურვილებს ვაცოცხლებ... და შენ ეს მოგწონს... ძალიან, ძალიან მოგწონს...
ნიალას თვალები აენთო. მოულოდნელად დემეტრეს მაისურს დასწვდა და გადააძრო. ბიჭის ხელები მოიშორა და ამჯერად თვითონ აასრიალა თხელი თითები მოქნილად ყიფიანის მხურვალე სხეულზე. ამას არ ელოდა დემეტრე, გაკვირვება ღიმილთან ერთად გამოეხატა სახეზე, წარბები მაღლა აზიდა.
- მე ვთამაშობ მარტო? და შენ არ მოგწონვარ? დარწმუნებული ხარ, რომ შენ საერთოდ არაფერს გრძნობ, როცა მე გეხები? - ამჯერად ბიჭის ზურგთან მივიდა, ნელ-ნელა აუცურა თითები მენჯებიდან ბეჭებამდე, მხრებამდე და კისრამდე. - კარგად შეიგრძენი, იმიტომ რომ მე სულ სხვა რამეს ვხედავ. ჩემს შეხებაზე მთელი სხეული გეჭიმება. - დემეტრემ თავი გვედით მიატრიალა და გოგონას ჩახედა, ნიალამაც ანთებული თვალები გაუსწორა, უფრო ახლოს მივიდა და ხელები V ხაზისკენ წაიღო, ხაზს თითები ჩააყოლა, ხედავდა, როგორ დაებერა ბიჭს კუნთები, როგორ გაუხშირდა გულისცემა. - შენ მე მოგწონვარ... შენ ჩემზე გიჟდები... უჩემოდ ყოფნა აღარ შეგიძლია და ვერ იგებ რატომ, მე ხომ სულ რაღაც 72 საათია მიცნობ. ასევე გიჟდები ჩემთან თამაშზე... არასდროს გქონია შენზე 8 წლით უმცროს გოგონასთან ურთიერთობა, ერიდებოდი პატარა და გამუცდელ გოგონებს... - თითები მოაშორა და ისევ მხრებზე მოჰკიდა, ენის წვერით დაკუნთულ ბეჭს შეეხო და კბილები მაგრად ჩაასო, ბიჭი არ განძრეულა. - გეტკინა თუ გესიამოვნა? ალბათ, უფრო მეორე... თავშეკავებაო ამბობდი, ხომ? თავს ძლივს იკავებ, რომ ეს ტანსაცმელი არ შემომახიო... თავს ძლივს იჭერ, რომ აქვე არ დამეუფლო... გინდა რომ მაკოცო... ყველგან... მოგწონს ჩემი სხეული, ჩემი ბავშვურობა და ქალურობა... გიზიდავ, გიწვევ... მოგწონს ჩემი ხასიათი... მოგწონს, როცა გეპასუხები, გეთავხედები, გეუზრდელები... და ამავე დროს როგორი კარგი ვარ... როგორი ლამაზი... როგორი თავისუფალი, დამოუკიდებელი და თან დაუცველი... მოგწონს, როცა იმედის თვალებით გიყურებ... როცა შენში ნამდვილ მამაკაცს ვხედავ... მოგწონს ჩემი სურნელი, ჩემი თმა, ჩემი თითები... თავს ვერ უტყდები, მაგრამ მე ისედაც ვიცი, რომ სამი დღის გაცნობილი, სრულიად უცნობი გოგონა გიყვარდება... გიზიდავ, მოგწონვარ, შენში მამაკაცურ სურვილებს ვაღვიძებ და შენ ეს მოგწონს... ძალიან, ძალიან მოგწონს...
გოგონა მოშორდა. სუნთქვა აჩქარებოდა, გული გამალებით უცემდა. იგივე მდგომარეობაში იყო ყიფიანიც. ვერ იაზრებდა რა მოხდა. მოხიბლული იყო თავისი პატარა სტუმრით. უფრო მეტად შეიპყრო სურვილმა ნიალათვის ხელი ჩაეკიდა და აღარსად გაეშვა. აღიარების დრო დადგა? კი ბატონო... ნიალა მართალი იყო... დემეტრეს სამი დღის გაცნობილი გოგონა უყვარდებოდა, მოსწონდა მისი მეამბოხე და ტემპერამენტიანი ხასიათი. მაგრამ ეჭვი არ ეპარებოდა, რომ გოგონაც ზუსტად იგივეს გრძნობდა მის მიმართ.
- დიდი ფუნჯი გინდა თუ პატარა? - წარმოთქვა რამდენიმე წუთის შემდეგ სრულიად მშვიდი ხმით, თან ძირს დაგდებულ მაისურს დასწვდა და გადაიცვა.
- გააჩნია რას ვღებავთ...
- მოდი, ეზოს ღობით დავიწყოთ...
- მაშინ დიდი მომეცი... - ხელი გაუწოდა. - ზოგადად, ყველაფერი დიდი მიყვარს...
დემეტრეს ჩაეღიმა, ერთ-ერთი ფუნჯი გაუწოდა და საღებავებისკენ დაიხარა.
- რა ფერი გინდა?
- ყველა...
- საბავშვო ბაღს არ მინდა რომ დავამსგავსო ჩემი ეზო, რომ იცოდე...
- მაშინ იასამნისფერი, ოღონდ ღია...
- კი ბატონო, ინებეთ...
ორივე ეზოსკენ დაიძრა. ლამაზ ორნამენტებიანი რკინის ღობე სახლს მთელ სიგრძეზე ერტყა. დემეტრე ერთი მხარისკენ წავიდა, ნიალა მეორე. ორივე აღელვებული იყო, ზედმეტადაც კი, მაგრამ არც ერთი არ იმჩნევდა. დუმილს მხოლოდ ჩიტების ჭიკჭიკი და საღაბავის დაწვეთების ხმა არღვევდა.
დაახლოებით ორი საათის შემდეგ დაღლილი და დაქანცული ნიალა სახლის კიბესთან მიესვენა. ჯერ მხოლოდ ღობის მეხუთედის შეღებვა მოესწრო, მაშინ, როცა ყიფიანი თითქმის ამთავრებდა თავის მხარეს.
- მოკვდი უკვე? - მოესმა დემეტრეს ხალისიანი ხმა.
- კიიი... ფეხები და ხელები აღარ მემორჩილება...
- რა ფაქიზი ყოფილხარ, არადა იმსიგრძე ენა გაქვს, ვინ იფიქრებს ამას...
- მიყვარს შენი ორ ლარიანი იუმორინა... - ენა გამოუყო. - მშია...
- კაი ერთი... მიბრძანდი და მოამზადე რამე, ქალი შენ ხარ აქ...
- სკოლაში არ მასწავლიან საჭმლის მომზადებას... - ეშმაკურად გაუღიმა.
- ნუ ცდილობ მაგ ღიმილით მომთაფლო... - დასერიოზულდა.
- ახლა მე გადავივლებ და რომ დავბრუნდები მინდა რაიმე გემრიელი დამახვედრო... - პასუხს არც დალოდებია, წამოდგა და სახლში გაუჩინარდა.
დემეტრე ღობეს მიბრუნდა, ბევრი არ ჰქონდა დარჩენილი.
- რას მიკეთებს ეს გოგო, ჰა? - მიმართა ფუნჯს, საღებარში ჩააწო და თავისი საქმე განაგრძო. - რატომ მირევს ტვინს? რატომ მინდება, რომ კოცნით დავახრჩო, ჰა? გამაგებინე ერთი... ამხელა კაცი ბავშვივით ამაცანცარა და თავის ჭკუაზე ისე მატრიალებს, ვერც ვეწინააღმდეგები... ესაა სამართალი? თუმცა შენ რა გიჭირს... ფუნჯი ხარ...
დაღლილმა შეაბიჯა სახლში და თავისი ოთახისკენ წავიდა, ხელები და ტანსაცმელი სულ დასვრილი ჰქონდა. კარი მოურიდებლად შეაღო, მაგრამ სახტად დარჩა.
- ღმერთო ჩემო! - თვალებზე ხელები აიფარა, რადგან ქალბატონ ნიალას დემეტრეს კარადა გამოეღო და თავით შიგნით იყო შემძვრალი, სრულიად შიშველი გახლდათ. - კარის ჩაკეტვა არ გასწავლეს?
- კარზე დაკაკუნება არ გასწავლეს? - არანაკლებ გაოცებული იყო ნიალა, უზარმაზარი ლურჯი ჟაკეტი წამში მოიხურა, კაბასავით ჰქონდა.
- ბოდიშით, არ ვარ მიჩვეული ჩემს სახლში შიშველი ქალების სირბილს...
აბაზანაში შევიდა, წყალი მოუშვა და თავი შეუშვირა. ასე იდგა გაუნძრევლად რამდენიმე წუთით, გონს ვერ მოსულიყო. თვალწინ ედგა ნიალას ჩამრგვალებული ფორმები, მადის აღმძვრელად რომ უყურებდნენ და აგიჟებდნენ.
- დედას შევე*ი! - ხელი მიარტყა კედელს. - ეს გოგო რაღაცას გამომრტყუებს... ამდენი მოთმენა არ შეგვიძლია ჩვენ... - საბრალო თვალებით დახედა თავის სასქესო ორგანოს.
ნიალამ სველი თმა ოდნავ შეიმშრალა, გარეცხილი შარვალი და მაისური ფანჯარაზე გადაკიდა და დემეტრეს ოთახის დათვალიერება დაიწყო. ოთახი ძალიან დიდი იყო. ერთ კუთხეში უზარმაზარი ორადგილიანი საწოლი იდგა, სადაც ნიალას უკვე მესამე ღამეა ეძინა. საწოლის გვერდით შეტეხილში დიდი ვიტრაჟის მსგავსი ფანჯარა იყო, ფანჯრის ქვეშ წამოსაწოლი, ასეთი მხოლოდ ფილმებში ენახა, დეპრესიის ჟამს რომ ჩამოსხდებიან წიგნით ხელში და გადაჰყურებენ წვიმიან ამინდს. კედელზე მუქი ფარდა იყო ჩამოფარებული, ფარდა რომ ჩამოგეშვა, მთლიანად დაფარავდა ვიტრაჟს და წიგნის წასაკითხი კუთხეც გაქრებოდა. „მშვენიერი მოფიქრებაა“- გაიფიქრა.
მეორე დივანი ოთახის შუაში იდგა, დივნის შუაში დაბალი ჟურნალების მაგიდა. ვიტრაჟის მოპირდაპირე კედლები მთლიანად ტანსაცმლის კარადებს დაეკავებინა, მუქი წაბლისფერი და კრემისფერი თაროები ჭადრაკისებურად იყო განლაგებული, კარადის ყველზე დიდ კარებზე კი უზარმაზარი სარკე ეკიდა, სადაც მთელი ოთახი ჩანდა. „ეს ბიჭი ტანსაცმლის მანიაკია“ - დაასკვნა საბოლოოდ. შემოსასვლელი კარის გვერდით სააბაზანოს კარი იყო, სადაც ახლა ბატონი დემეტრე ცხელ შხაპს იღებდა. გიჟურმა სურვილმა შეიპყრო, აბაზანის კარი შეეღო და ყიფიანის დაკუნთული ბეჭებისთვის ხელები შემოეხვია.
- რაზე ფიქრობ ნიალა! სულ გამოშტერდი? - თავი გააქნია და აბაზანის კარს მზერა აარიდა.
კარების მოპირდაპირე კედლები მთლიანად წიგნებს დაეფარა. უცხო დიზაინის, ლამაზად დაგრეხილი თაროები ყიფიანს წიგნებით გაეძეძგა. იმ თაროს მოუახლოვდა, რომელსაც ყველაზე კარგად სწვდებოდა.
„ფორთოხლის გოგონა“, „ოსტატი და მარგარიტა“, „ლამაზი მეგობარი“, „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“, „იდიოტი“, „ღვთაებრივი კომედია“, „სამოსელი პირველი“, „ტრიუმფალური თაღი“, „80000 კილომეტრი წყალქვეშ“, „ჯინსების თაობა“, „შაგრენეს ტყავი“, „დორიან გრეის პორტრეტი“, „ანტონიო და დავითი“, „ცუდი გოგოს ოინები“, „ვეფხისტყაოსანი“.
- ვეფხისტყაოსანი? - გაიკვირვა გოგომ. - რა თანმიმდევრობით აქვს ეს წიგნები დალაგებული?
„დათა თუთაშხია“, „ომი და მშვიდობა“, „ბუზთა ბატონი“, „ქარიშხლიანი უღელტეხილი“, „დიდოსტატის მარჯვენა“, „ბერლინი, ალექსანდერპლაცი“, „ჰობიტი“, „მარტინ იდენი“, „დევიდ კოპერფილდი“, „ლაშარელა“, „ქარწაღებულნი“...
რაც უფრო მეტ წიგნს ნახუობდა, მით უფრო ემატებოდა გაოცება. ჯერ ერთი, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ დემეტრეს ასე შეიძლებოდა ყვარებოდა კითხვა, მაგრამ ყველაზე უფრო მეტად წიგნების განლაგება აოცებდა. ჯავახიშვილის „ლაშარელა“, „დევიდ კოპეფილდსა“ და „ქარწაღებულნის“ შორის იდო. ასე ვინ ალაგებს წიგნებს?
თაროებზე ფოტოებიც შემოედო, ლამაზ ჩარჩოებში ჩადებული. ერთ-ერთ ფოტოზე პატარა ბავშვი კალთაში ეჯდა ახალგაზრდა და ლამაზ ქალს. ბავშვს ხელში ყვავილი ეჭირა და იღიმოდა, ქალს კი უზარმაზარი თეთრი „შლიაპა“ ეხურა და არისტოკრატული ღიმილით უყურებდა კამერას. „ეს, ალბათ, დემეტრეა ბავშვობაში“ - დაასკვნა ბოლოს.
მეორე ფოტოზე დემეტრე იყო, ალბათ 3-4 წლის წინ, გრძელი თმის ნაცვლათ თმა გადაპარსული ჰქონდა და უფრო პუტკუნა იყო, ვიდრე ახლა. გვერდით ლამაზი, ხუჭუჭა, ქერა გოგონა ეჯდა, დემეტრეს მისთვის ხელი გადაეხვია, ორივე იცინოდა. „ეს ვინაა? და? მაგრამ ხომ თქვა და არ მყავსო... შეყვარებული? ეგეც არ ჰყავს, ყოფილის ფოტოს ვინ დაიკიდებს თავთან? უნდა ვკითხო...“
ამ დროს სააბაზანოს კარი გაიღო და თეთრპირსახოცშემოხვეული დემეტრე გამოვიდა. უსექსუალურესი იყო, ნიალას ყბა ჩამოუვარდა. მხრებზე და მკერდზე წვეთები ისევ შემორჩენოდა, სველი თმა უკან დაგაეწია, პირსახოცი ისე დაბლა ჩამოექაჩა, V ხაზი ზედმეტად მკვეთრად და გამომწვევად უყურებდა გოგონას. სწორი და მაღალი ფეხები ჰქონდა ბიჭს, ნავარჯიშები სხეული ისეთი იდეალური იყო, რომ ნებისმიერს შეაცდენდა.
- არ დაეცე, რამეს ჩაეჭიდე...
- კი, როგორ არა... იქნებ კეთილი ინებო და ჩაიცვა?
- შენ თუ გაქვს უფლება ჩემს ოთახში შიშველმა ირბინო, მე რა დავაშავე?
- ტანსაცმელი აიღე და სხვა ოთახში ჩაიცვი... - უბრძანა და საწოლზე გაწვა.
- კარგი ერთი, შენ თვითონ გაბრძანდი, თორემ ამ პირსახოცის მოხსნა სულ არ შემრცხვება...
- ბლა, ბლა... - თვალები აატრიალა ნიალამ.
- არ გჯერა ხო? - თვალები ეშმაკურად აენთო ბიჭს.
პირსახოცის ჩატანიებულ ბოლოს დასწვდა და თეთრი ნაჭერი ძირს დავარდა.
- ღმერთო ჩემო! - დაიწივლა გოგომ, ორივე ხელი იდაყვებიანად აიფარა თვალებზე. - ავადმყოფო! რას აკეთებ!
- რა იყო, ნიალა, არ გინახავს?! - გადაიხარხარა ბიჭმა.
- გიჟი ხარ! ნამდვილი გიჟი! ავადმყოფი! მანიაკი! - წიოდა ნიალა, თავი ბალიშში ჩარგო.
- მე გაგაფრთხილე... შენ არ გახვედი... - კარადა გამოაღო ბიჭმა.
- გიჟი! გიჟი! იდიოტი! ბავშვი!
- მე? - შეიცხადა ბიჭმა. - ბავშვის რეაქცია ვის ჰქონდა ვხედავთ ყველანი კარგად...
- მალე ჩაიცვი!
- საერთოდ გადავიფიქრე ჩაცმა...
- დემეტრეეეე! - ისევ დაიწივლა.
- კარგი ხო! ვიცმევ... დამაცადე... ყველაფერი შენ გაცვია და მე რა ჯანდაბა ჩავიცვა... თან ნახე როგორ აურევია აქაურობა... ჩემი დაკეცილი ტანსაცმელი...
- კიდევ დაკეცავ... არაუშავს...
- გოგო არა ხარ? საჭმელს შენ არ აკეთებ... დაკეცვა არ გიყვარს... აბა რა შეგიძლია?
- განახო რა შემიძლია? - თვალებზე ხელებაფარებული გადმობრუნდა და ფეხები გადაშალა.
- კიდევ მე ვარ გიჟი ხო? ჩემი ბიჭის დანახვაზე მე შემეშინდა წეღან?
- მალე ჩაიცვი!...
- მაცვია უკვე, შეგიძლია გამოიხედო...
დემეტრეს მართლაც ჩაეცვა, ოღონდ მხოლოდ ქვემოთ. წელს ზემოთ ისევ შიშველი იყო.
- და ზემოთ მე უნდა ჩაგაცვა?
- მაცადე გოგო, ვეძებ! რაიყო, ასე მოგწონს ჩემი მხრები, რომ გინდა ჩამაცვა? - გამომწვევად გამოხედა.
- რამხელა წარმოდგენა აქვს ამ ბიჭს თავის თავზე?! - თვალები აატრიალა.
- რამსიგრძე ენა გაააქვს...
გოგოსთვის მოულოდნელად დემეტრე გამოქანდა, მწოლიარე ნიალას თავს დააცხრა, ზემოდან მოექცა, ორივე მაჯაში ხელები ჩასჭიდა და თავს ზემოთ დაუჭირა.
- რას აკეთებ? - გონს ვერ მოვიდა გოგო.
- გაიმეორე წეღან რაც თქვი!
- დემეტრე, მომშორდი... - გაიბრძოლა გოგომ, მაგრამ ბიჭმა კიდევ უფრო ძლიერად დაუჭირა ხელები და უფრო მეტად მიაკრა თავის სხეულზე.
- გაიმეორე წეღან რაც თქვი, თქო... გრძელი ენა რომ გაქვს... და სამი დღეა ტლიკინებ... მიდი, გაიმეორე...
- ძალიან დიდი წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე... კიდევ გაგიმეორო? - თავბრუ ეხვეოდა ბიჭის სიახლოვით, ბიჭის სუნელით, მისი ცხელი სხეულით, ერთი სული ჰქონდა ხელები დაეხსნა და კისერზე მოეხვია.
- ხო? მოდი შევამოწმოთ...
დემეტრემ ორივე მაჯა ერთი ხელით დაუჭირა, მეორე ხელი გაითავისუფლა და ნიალას შიშველ ფეხზე ნელა აუცურა. ძალიან ნელა ეფერებოდა, თითებს აქეთ-იქით დაასრიალებდა. თავი კისერთან მიუახლოვა, გოგონამ კი თავი უკან გადასწია. დემეტრეს ჩაეღიმა, ჯერ ფრთხილად აკოცა კისერში, მერე უფრო მომთხოვნად, ნიალას გული ამოვარდნას ჰქონდა, სუნთქვა გახშირებოდა. დემეტრე კი უფრო მომთხოვნად და გიჟურად ჰკოცნიდა, იყენებდა ენას, რამდენჯერმე კიდეც უკბინა, რასაც გოგონას ჩუმი კვნესა მოჰყვა. „დემეტრე...“ - ჩურჩულებდა გოგონა, სიამოვნების მორევში გადაშვებულიყო. დემეტრე კოცნით ყურთან ავიდა.
- კიდევ გაიმეორებ? - სუნთქვა მასაც გახშირებოდა.
- ძალიან... დიდი... წარმოდგენა... აჰ... გაქვს... საკუთარ... თავზე...
დემეტრეს გაეღიმა. ფეხიდან ხელი საჯდომზე აუცურა, მაგრად უჩქმიტა. ჟაკეტი ოდნავ გაუხსნა და სველი კოცნებით ბიუსჰალტერიდან მომზირალი მკერდისკენ ჩავიდა. ისევ გიჟივით ჰქოცნიდა, თავბრუს ახვევდა ნიალას სურნელი, უფრო მეტად ახელებდა და აღაგზნებდა. ხელი საჯდომიდან საცვლისკენ წაიღო, თითების მარტივი მოზრაობით ხელი დაბლა ჩაუცურა. ნიალა ვეღარ იკავებდა კვნესას.
- როგორ დასველებულხართ, ქალბატონო?! - შეიცხადა და კბილებით მკერდს წაეტანა.
- ვაიმე... - ვერ ჩერდებოდა გოგონა, სულ კანკალებდა.
- აბა, ისევ გაიმეორე რაც წეღან თქვი... - საცვალში თითები აამოძრავა, ნაზად ეფერებოდა.
- ვსო, კარგი... გნებდები... - აღმოხდა გოგოს.
დემეტრეს ჩაეღიმა. წამებში მოშორდა, ჟაკეტი ისევ შეუკრა და ოთახიდან გავიდა.
- ვაიმე, დედა! - ამოიკნავლა გოგომ. - ეს ვინ ყოფილა...
სისხლი უდუღდა ბიჭს, თავი ძლივს შეიკავა და გოგონას მოშორდა. მთელი სხეული უხურდა, ტუჩები სასიამოვნოდ უბჟუოდა და ყველგან ნიალას სურნელი ასდიოდა. ქვედა სართულის აბაზანაში შევარდა და ცივი წყალი მოუშვა, რამდენჯერმე შეისხა სახეში, სარკეში იყურებოდა და იდიოტივით იღიმოდა.
- გაგედო ყიფიანო? - შეუძახა თავის თავს.
საჭმლის მომზადებას შეუდგა, მაკარონი წყალში ჩაყარა, პომიდორი დაჭრა, ყველი გახეხა. ნიალა არ ჩანდა. ყველაფერი რომ მოამზადა და მაგიდა გაშალა, მერე აიჭრა კიბეზე. ნიალა ისევ საწოლზე იწყვა, ისევ იმ პოზაში, როგორშიც დატოვა.
- კარგი, გამოფხიზლდი ახლა... - დაიწყო ხარხარი.
- ავადმყოფი ხარ!.. - წამოხტა გოგო და ბალიში მთელი ძალით ესროლა.
- რა ვქნა, რომ ასე ვაღელვებ მანდილოსნებს?
- იდიოტი! - ვერ ცხრებოდა ნიალა.
- წამოდი, საჭმელი მზადაა...
- შენი არაფერი მინდა! გიჟი!
- კარგი, გეყოფა... წამოდი...
- არა მეთქი!
- რა დაუჯერებელი ვინმე ხარ!
გოგონასკენ წავიდა, მიუახლოვდა, ხელები მოჰხვია და პირდაპირი მნიშვნელობით მხრებზე გადაიკიდა.
- რას აკეთებ! - ხელებს ურტყამდა გოგო.
- საჭმელად მიმყავხარ!
მხრებიდან ჩამოიღო და სკამზე დასვა.
- ჭამე!
- არა!
- ჭამე, მეთქი!
- ა რ ა...
დემეტრე ჩანგალს დასწვდა და პირი ძალით გააღებინა.
- სახლშიც დედიკო გაჭმევს?
- დედა არ მყავს... - თვალები დაუწვრილდა.
- კარგი, ბოდიში...
- თბილისში როდის მივდივართ?
- სამ დღეში...
- კიდევ სამი დღე შენ რა გაგიძლებს!
- აბა მე მკითხე!
- ხოდა ახლავე წამიყვანე...
- არა, თბილისი შორსა... სამ დღეში წავალთ...
- სვანი ხარ ხო?
- ნახევრად...
- როგორ გეტყობა...
- იცი რა? ჭამე... თუ არ გინდა, ნუ შეჭამ, მე არაფერს გაძალებ... - ჩანგალს ხელი გაუშვა.
- შევჭამ!
- სამი დღე მალე გავა, თუ ასე გაღიზიანებ, შეგიძლია ხმა არ გამცე... რაც გინდა ის აკეთე, მეც მაქვს ჩემი აუარებელი საქმე... დავიღალე შენი დევნით... სახლიდან თუ წახვალ, იცოდე აღარ მოგძებნი... რაც გინდა ის გიქნია...
- ხო არა? კარგი, შევთანხმდით... შენი ზედმეტი რეპლიკაც კი არ გავიგო, იცოდე... - ეწყინა ნიალას.
- არ გაიგებ, დამიჯერე...
დემეტრემ თავის თეფშს ხელი დაავლო და გარეთ გავარდა.
- ღმერთო ჩემო! - დაიღრიალა გოგომ. - ეს ვინ არის!
უღიმღამოდ გადაყლაპა რამდენიმე ლუკმა, დანარჩენს ნაგავში გადაუძახა, თეფში ამორეცხა და ოთახში ავიდა. თითქმის 10 საათი იყო უკვე. თხელი მაისური გადაიცვა და საწოლში შეყო თავი.
სამ დღეში წავიდოდა... მაგრამ იქ რას იზამდა? სიკვდილივით ეშინოდა ლიპარტელიანების. იცოდა, რომ ისინი ამ საქმეს ასე არ დატოვებდნენ და ყველაფერს გააკეთებდნენ ერთადერთი მოწმის გასანადგურებლად. ისიც უკვირდა, აქამდე პოლიციამ როგორ არ მოაგნო. ალბათ, მართლა სადღაც გადაკარგულში იყო დემეტრეს სახლი, თორემ უკვე კარგა ხნის მკვდარი იქნებოდა. მკვდარი... ნამდვილად მკვდარი... 12 ადამიანი არ დაინდეს, მათ შორის 3 ბავშვი... გაზით გაგუდეს და ერთი ხელის მოსმით ჰაერში ააფრიალეს... და ნიალას ვინმე დაინდობდა? არც არავინ ჰყავდა დამცველი. უდედო და უმამო, უდედმამიშვილო, უმეგობრო, უსახლკარო... უ-ზე რაც იწყება ყელაფერი ნიალას სჭირდა.
გაინტერესებთ, ალბათ, აქამდე როგორ მოაღწია, ხომ?
16 წლის იყო, როცა მამა გარდაეცვალა, ლოთობისგან და ნარკოტიკებისგან ღვიძლი დაეშალა. 19 წლისას დედა გაუხდა ავად, ჭლექი დაემართა. სად აიკიდა ჭლექი? დედამისი ბოთლების ქარხანაში მუშაობდა, მიწის ქვეშ, ნესტში და სიცივეში. რამდენიმე თვეში დედაც აღარ ჰყავდა. მამაზე გული არ დასწყვეტია, რადგან მას ვერასდროს იტანდა. სძულდა ალკოჰოლის სუნით გაჟღენთილი კაცი, ვენები მუდამ ჩალურჯებული რომ ჰქონდა. სძულდა მისი ძმაკაცები, ანთებული თვალებით რომ უყურებდნენ ძმაკაცის პატარა შვილს და ვინ იცის რა ბინძური აზრები აწუხებდათ. სძულდა მამის შეხება, რადგან თუ დალევდა, ყოველთვის ასე უმიზეზოდ სცემდა. სძულდა თავისი დალურჯებული სხეული, მაკიაჟით რომ ცდილობდა დაეფარა. დედამისსაც უყვარდა დალევა, მაგრამ პრობლემებისგან გასაქცევად უფრო სვამდა, ვიდრე სიამოვნებისთვის. სძულდა მშობლების გაუთავებელი ჩხუბი, წივილი, კივილი, გინება... წყობიდან გამოსულ დედამისსაც არაერთხელ უცემია ნიალა. აი ასეთი ლამაზი ბავშვობა ჰქონდა. მიუხედავად ამისა, სკოლა მაინც წარჩინებით დაამთავრა, თავისი შრომით და მასწავლებლების უანგარო დახმარებით ჯავახიშვილში სრულიად უფასოდ ჩაირიცხა. სწავლა არასდროს სწყუროდა, მაგრამ იცოდა, რომ ეს თავისი პრობელემისგან თავის დასაღწევი ერთადერთი გზა იყო.
გადმოცემით იცოდა, რომ მამის მხრიდან ძმა ჰყავდა. ძმა დედამისთან ერთად უკრაინაში ცხოვრობდა და შეიძლება სულაც არ იცოდა ნიალას არსებობის შესახებ.
მშობლების სიკვდილის შემდეგ სახლი გაყიდა. კურსელთან ერთად ერთ ოთახიანი ბინა იქირავა და იქ ცხოვრობდა, უნივერსიტეტთან ახლოს. არავინ ჰყავდა დამხმარე, არც დეიდა ან ბიძა, არც ვინმე ახლობელი, სრულიად მარტო დარჩა. კურსელს სალომე ერქვა, არ დაქალობდნენ, მაგრამ თანაცხოვრება მშვენივრად გამოსდიოდათ. რამდენიმე მეგობარი ჰყავდა, მაგრამ ახლოს არავისთან იყო, არავინ იცოდა ნიალას წარმომავლობა, მისი წარსული. 10 დღის წინ შსს-ში სტაჟიორად აიყვანეს. ერთ-ერთ ლექტორს განსაკუთრებით უყვარდა ნიალა, სამსახურიც მან უშოვა. ჭკუაზე არ იყო გოგონა, ბედნიერებისგან აღარ იცოდა რა ექნა. რას წარმოიდგენდა, რომ მალე საფლავსაც კი გაითხრიდა.
თბილისის გახსენებაზე კანკალი ეწყებოდა და ტირილი უნდებოდა. რა უნდა ექნა? ლიპარტელიანები ალბათ ყველგან ეძებდნენ. სალომესაც მიადგებოდნენ და სახლს კონტროლზე აიყვანდნენ, უნივერსიტეტშიც ვერ გამოყოფდა თავს, ვერც ანგარიშიდან გამოიტანდა ფულს, ყველგან მოაგნებდნენ. დაიჭერდნენ და საწამებელ ოთახში წაიყვანდნენ, გამხეცებული ძაღლები ყველაფერზე არიან წამსვლელები, ეს კარგად იცოდა. ვინ იცის, რას დამართებდნენ და როგორ ამოხდიდნენ სულს 21 წლის გოგონას.
ამ ფიქრებში ჩაეძინა ნიალას. გვიან დაბრუნდა დემეტრე, მძინარეს დახედა. გაახსენდა რამდენიმე საათის წინ როგორ ეალერსებოდა და ისევ სურვილმა შეიპყრო, მაგრამ გადასაფარებელი და წიგნი აიღო და დაბლა ჩავიდა.



6.
მახარაძეების ტრაგედიის ამბიდან 5 დღე გავიდა. სრულიად საქართველო შოკში იყო. ყველა სატელევიზიო არხი, ყველა საინფორმაციო გადაცემა თუ ინტერნეტ-ბლოგი, ყველა ამ თემაზე საუბრობდა. ყველას ერთი და იგივე კითხვა უტრიალებდა: რა მოხდა სინამდვილეში? ბუნებრივი აირი თავისით აფეთქდა თუ ააფეთქეს? ვინ არის დამნაშავე?
გეგის ტელეფონი არ ჩერდებოდა, სახლთანაც ჟურნალისტების რიგი იდგა. მხოლოდ ერთხელ გახედა თამარა ლიპარტელიანმა ჟურნალისტებს და გამოუცხადა: „აცალეთ ჩემს შვილს საცოლის გლოვა, გვაცადეთ მთელ ოჯახს დავიტიროთ მიცვალებულები, ჩტო ვი ზა ლუძი? (რა ჯიშის ადამიანები ხართ?“) არაადამიანებო! სულ ცოტათი მაინც გაიზიარეთ ჩვენი განსაცდელი და შეგვეშვით... ცოტა ხნით მაინც შეგვეშვით...“.
ორი აზრი არ არის ქალბატონი თამარა უაბდლო მსახიობი იყო. სინამდვილეში რა ხდებოდა ლიპარტელიანებთან? ყველა თავისი ტყავის დაძვრენას ცდილობდა. იმ საბედისწერო საღამოს მათ სახლში დაახლოებით 15 ადამიანი შეკრებილიყო, აქედან 8 უკვე ქვეყნის საზღვრებს გარეთ იმყოფებოდა. ქალბატონი თამარა ცოფებს ყრიდა, ეს რა შარში გაგვხვია ამ გოგომ, მოგეყვანა იმ დღეს ამის ვინმე ნათესავი, ეჭვს ჩვენზე ხომ არ მოიტანდნენო. თამარას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ მისი სათაყვანებელი შვილი ასეთი უსულგულო მკვლელი იყო.
გეგი კი ადგილს ვერ პოულობდა, 5 დღეში ჩამობერდა და გახმა. ყოველი ტელეფონის დარეკვაზე გული უსკდებოდა, ლადოს დანახვაც აღარ უნდოდა.
- ადვოკატს ვინმე ელაპარაკა? - იკითხა კოკამ მეორე დილით, შეკრებაზე.
- ბათა, ელაპარაკე იმ შენს ახალბედა ადვოკატს? - გაისმა ლადოს ხმა.
- ველაპარაკე, ორშაბათს მოვა...
- მანამდე სადაა?
- მოთმინება, გეგი, მოთმინება... თქვენ ჯერ კიდევ გლოვობთ... ასე პირდაპირ ადვოკატის აყვანა ეჭვს გამოიწვევს. მოვიცადოთ, ერთი კვირა მაინც გავიდეს...
- მახარაძეების ჯიში მოვტ*ან, ეს რა შარში გაგვხვიეს... - არ ცხრებოდა ლადო.
- არ იყო ეს გეგმა კარგად გათვლილი... - სიგარეტს მოუკიდა კოკამ. - ჩვენი ბრალია, უფრო მეტი უნდა გვეფიქრა...
- კარგია, რომ ამას ხვდები კოკა... წესით მარიამი დღეს ჩემს გვერდით უნდა ყოფილიყო...
- გეგი, ნუ და*ლევდი! გეყოს ამ გოგოს დატირება... ვსო... აღარ არის...
- და ვისი ბრალია ეს?
- შენი... ასე გაინტერესებს ვისი ბრალია? შენი ბრალია... - წამოხტა კოკა.
- როგორ მიბედავ...
- შენ გამოგექცა... შენს სახლში იყო, შენს გვერდით... გამოგექცა...
- დაწყნარდით... - ხმას აუწია ბათამ. - საქმეს ასე ვერ ვუშველით... გეგის ბრალი ამ საქმეში მხოლოდ ოცი პროცენტია.
- ყველაფერი სოლომონის ბრალია! -დაიგრგვინა ლადომ. - თვითონ გაითხარა საგვარეულო საფლავი! გეგმების დასაწყობი დრო არ გვქონდა! სოლომონი პირდაპირ დაგვემუქრა! რამე რომ არ მოგვემოქმედებინა, იარაღის საქმე გაბაზრდებოდა და მაგ ბებერთან ერთად ჩაგვაყუდებდნენ ციხეში!
- გამომძიებელი ვინ არის? - იკითხა ლადომ.
- სანაია...
- ჩემი კარგი მოვტ*ან... რაღა სანაია? - მაგიდიდან ფურცლები გადაყარა ლადომ.
- აბა ვის ელოდი? კილაძეს? თუ ჭანტურიას? შენი აზრით 12 ადამიანის მკვლელობის საქმეს ვის მისცემდნენ?
- სანაია დაგვწვავს... ეგრევე დაგვწვავს... - კვამლი გამოუშვა კოკამ. - ეგ ისეთი ძაღლია, ეჭვი არ მეპარება, უკვე ყველაფერი იყნოსა...
- არამგონია, ეგეთიც ვერ არის... მოწმე არ გვყავს, კამერებს არაფერი დაუფიქსირებია, ჩვენ ყველანი ჩვენ-ჩვენ სახლებში ვიყავით, ლიპარტელიანებთან ვაფშე ნიშნობა იყო... სანაიას ფერფლში მოუწევს ხელჩასაჭიდის ძებნა, რაც არ არის...- სიტუაცია განმუხტა ბათამ
- მოწმე გვყავს... - თავზე ხელები გადაისვა გეგიმ. - ნია ანჯაფარიძე...
- აუ ეს ახვარ*კა კიდევ ვერ ვიპოვეთ, ხო? - თვალები ჭყიტა კოკამ.
- მიწამ ჩაყლაპა... - დაიღრიალა ლადომ. - ორი დღეა ჩემი გამომძიებლები ეძებენ და არსად არ არის...
- შეშინებულია... პატარა ბავშვია... - დაიწყო ბათამ. - იქნებ ვაფშე არაფერი თქვას?
- და ამდენი ადამიანი „იქნებ არ თქვას“ იმედზე ვიყოთ?
- ეგეთებს ეძებენ სანაიას ხალხი, მიწიდან ამოაძვრენენ და სასამართლოზე დაგვისვამენ...
- ამიტომ უნდა დავასწროთ სანაიას და მიწაში ისე ჩავათრიოთ, რომ ვერავინ ამოათრიოს... - თითები გაატკაცუნა კოკამ.
- ლადო, ხალხი დაამატე და ძებნა განაგრძონ, საზღვრები შეამოწმონ, სადმე ხო არ წავიდა... თორემ გაგვედო...
- ადვოკატს რას ვეუბნებით? სიმართლე არ ვუთხრათ? - იკითხა ანერვიულებულმა გეგიმ.
- არამგონია ეგ სწორი იყოს... - მაგიდაზე ფეხები შემოაწყო ბათამ. - მაინც გაიგებს, მიხვდება...
- აბა რა ჯანდაბა უნდა ვქნათ?
- დამასრულებინე... - ხმა საოცრად მშვიდი ჰქონდა. - ადვოკატმა საჭიროა იცოდეს ის ინფორმაცია, რომელიც მას ჩვენს დასაცავად გამოადგება, ამიტომ ჩემი აზრით მან ამ ამბის მხოლოდ ნაწილი უნდა გაიგოს.
- და რომელი ნაწილი? - ირონიულად გაეცინა კოკას.
- ყველაფერი, გარდა იარაღის ამბისა.
- და რომ იკითხავს მართლა თქვენ მოკალით 12 კაციო რას ვეტყვით? კის?
- დაეშვი ღრუბლებიდან, ჩემო გეგი. ამას ნებისმიერი ადვოკატი ისედაც მიხვდება, სულ რომ პირველი საქმე იყოს მისთვის.
- და ეგ ყიფიანი სანდოა? რომ შეეშინდეს და თავისი ხელით ჩაგვდოს სამარეში?
- ხოდა ჩვენც ჩავითრევთ...
- მეც ვეთანხმები ბათას... - დაიწყო ლადომ. - ტყუილზე რომ ავაგოთ, ვიღაცას რაღაც ისეთი წამოსცდება, რომ ეგრევე დაგვწვავენ და ადვოკატიც ვერ დაგვიცავს. ხომ იცით, რომ ჩვენებებში თითოეულ სიტყვას აქცევენ ყურადღებას...
- იცი მე რა მაინტერესებს? შსს-ს მინისტრს რატომ უნდა სჭირდებოდეს თავის დაცვა? - მეორე სიგარეტს მოუკიდა კოკამ.
- იმიტომ ჩემო კოკა, რომ ეს მკვლელობა გახმაურებულია და ხალხი აუცილებლად მოითხოვს ვიღაცის დასჯას... ჟურნალისტებმა ჩვენზე ადრე მიაღწიეს აფეთქების ადგილს და სანამ ჩვენ გავიგებდით რა მოხდა, ხალხმა ყველაფერი იცოდა... შენ ეს ის გამოყრუებული ქვეყანა ხო არ გგონია, შენს ბავშვობაში რომ იყო? რასაც ეტყოდი იმას რომ იჯერებდნენ? პროვოკატორი ჟურნალისტები რომ დაიწყებენ წარსულში ქექვას, გგონია ვერ იპოვიან რაიმეს იარაღთან დაკავშირებულს? მართალია ეგ ამბავი სოლომონამ დაიწყო თავის დროზე, მაგრამ ჩვენსავით სუფთად არ მუშაობდა, რაღაც კვალს მაინც დატოვებდა.
- თან სოლომონა ამხელა მაყუთზე არ მუშაობდა, აი ჩვენ კი...
- ამაზე თავიდანვე უნდა გვეფიქრა... სათადარიგო გეგმა უნდა გვქონოდა, ჩვენი გეგმის წარუმატებლობის შემთხვევაში თავი როგორ დაგვეძვრინა. მაგრამ ვიჩქარეთ, ძალიან ვიჩქარეთ...
- ჟურნალისტებმა ისე მიაწოდეს ინფორმაცია ხალხს, რომ ჩვენ უკვე განვიხილებით ეჭვმიტანილებად... უფრო სწორედ ეჭვს ნიშნობაზე მარიამის არც ერთი ნათესავის ყოფნა, ყველა მახარაძის ერთ სახლში შეკრება და მარიამის გაქცევა აღძრავს... რაც უდავოდ გეგის შეცდომაა...
- ხო, მე დამაბრალეთ... მაგრები ხართ... მე შემომაწმინდეთ ხელები... მე სულაც არ მინდოდა მახარაძეების სიკვდილი, არ დაგავიწყდეთ. ისინი თავიანთი ნებით მატანდნენ მარიამს, ხელს არ მიშლიდნენ არაფერში...
- ანუ ბრალს მე მდებ, გეგი? - ფეხზე წამოიჭრა ლადო. - ეს რომ არ გვექნა, რამდენიმე დღეში სოლომონს დაინახავდი პირდაპირ ეთერში აღიარებითი ჩვენებით... მოაღებდა პირს... არ ვიცი რა ეტაკა ამ სიბერეში, რომელმა ცოდვებმა შეაწუხა, მაგრამ ფაქტია, რომ საჯაროდ აპირებდა ხალხისთვის ყველა თავისი ცოდვის გამხელას... აპირებდა ეთქვა, რომ ფულის გათეთრებით და შავი ბაზრით მილიონებს იღებდა და ჩვენც ამ ყველაფრის თანამონაწილენი ვიყავით. მერე მარიამი კი არა მზის შუქის დანახვაც კი მოგენატრებოდა.
და ასე გრძელდებოდა დაუსრულებლად... მაშინ, როცა აჩო სანაია თავის ჯგუფთან ერთად წინ და უკან დარბოდა, აგროვებდა სამხილებს, ეძებდა მოწმეებს, კითხავდა ხალხს და უკვე ეჭვიც აღარ ეპარებოდა, რომ ყველაფერი ლიპარტელიანებმა გააკეთეს.
ყოველ საღამოს დაფარული ნომრიდან ურეკავდა დემეტრეს და ყველაფერს ატყობინებდა. წინასწარ ამზადებდა ძმაკაცს ბრძოლისთვის, აცნობდა რა ხალხთან უნდა ჰქონოდა საქმე, როგორ უნდა დაეჭირა თავი, როგორ უნდა ეთამაშა. აჩოს დემეტრეს იმედი ჰქონდა, იცოდა, რომ ძმაკაცი არ დააღალატებდა. ხელები ეფხანებოდა. ერთი სული ჰქონდა ქვეყნის „დამცველები“, სამართლიანობის „მაძიებლები“, კორუფციის მამები ყველა ერთად გამოეკეტა გისოსებში. არაერთი ადამიანი გააუბედურეს, ყველამ ერთად. ლიპარტელიანების და მათი ყურმოჭრილი მონების ხელებზე არაერთი ადამიანის სისხლი და უბედურება იყო. დიდხანს ეძებდა სამართალს ამ ქვეყანაში აჩო, მაგრამ რომ ვერ იპოვა, ასე გადაწყვიტა ხალხის დახსნა ლეშიჭამია ყვავებისგან.



7.
ნიალას გვიან გაეღვიძა, 12 საათი სრულდებოდა. გვერდით დემეტრე არ ეწვა და როგორც ჩანს, საერთოდ არ სძინებია აქ. მოწესრიგდა და დაბლა ჩავიდა. ყიფიანს ლეპტოპი გაეშალა და რაღაც ფურცლებ ჩაჰკირკიტებდა.
- დილამშვიდობისა... - მიესალმა გოგონა.
- საუზმე მაგიდაზეა... - ნიალასთვის არც შეუხედავს, ისე ანიშნა მაგიდისკენ.
ეწყინა დემეტრესგან ასეთი პასუხი, უხმოდ მივიდა მაგიდასთან. ყავა უნდოდა, მაგრამ გაზი ვერაფრით აანთო. ასეთ გაზი ცხოვრებაში არ ენახა, მხოლოდ შუშა იყო და ზედ იდგა ჩაიდანი. ბევრი უკირკიტა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.
- დემეტრე, გაზს ვერ ვანთებ...
დემეტრე უხმოდ წამოიზლაზნა, ბარს მიუახლოვდა, რაღაც ღილაკი გადაატრიალა და ისევ დივანზე დაჯდა. რა თქმა უნდა, ნიალასთვის ზედაც არ შეუხედავს. ყავა დაისხა და პურზე კარაქი გადაისვა. დემეტრეს ხილიც დაეჭრა, გიჟდებოდა ნიალა ხილზე.
ბიჭი ისე იქცეოდა, თითქოს სახლში სრულიად მარტო იყო. სრული სერიოზულობით მიშტერებოდა ეკრანს და რაღაცას კითხულობდა. ყველანაირად ცდილობდა ნიალა ბიჭის ყურადღების მიპყრობას, ხან რა დაახეთქა, ხან რა დაასხა, ხან რას დაეჯახა, მაგრამ დემეტრესგან მხოლოდ იგნორს იღებდა.
ბოლოს ვეღარ მოითმინა და ბიჭს გვერდით მიუჯდა.
- არ დამელაპარაკები?
- არა...
- არც შემომხედავ?
- არა...
- დემეტრე, კარგი რა...
- შენ ისურვე ასე...
- საღებავები სად არის? ეზო უნდა შევღებო...
- კართან, ყუთში...
- არ მომეხმარები?
- არა...
- უჟმურო! - დაუყვირა და სახლიდან გავიდა.
დემეტრემ გამჭირვალე კარიდან დაინახა, როგორ ყრიდა ცოფებს სტუმარი. გაეცინა ნიალას ბავშვურ საქციელზე, მაგრამ არ აპირებდა თავისი პოზიციის დათმობას. ისევ ლეპტოპს მოუბრუნდა და აჩოს მიერ გამოგზავნილი საქმის დეტალების კითხვა განაგრძო.
სამი საათი ისე გავიდა, ნიალას ხმა არ გაუგია. ლეპტოპი გადადო და გარეთ გავიდა. გოგონა ბიუსჰალტერის ამარა იდგა და ღობეს ღებავდა.
- ეს გოგო გიჟია! - ჩაილაპარაკა თავისთვის და უკან შებრუნდა.
საჭმლის მომზადებას შეუდგა. სალათი გააკეთა და სტეიკები შეწვა. ერთ საათში დაღლილი და მშიერი ნიალაც შემოვიდა.
- იქნებ მოვკვდი! არ უნდა გეკითხე?! - დაუყვირა ბიჭს.
- არ მომკვდარხარ, როგორც ჩანს...
- ოოო, როგორ მეზიზღებიიი! - საღებავის ქილა და ფუნჯი კუთხეში მიანარცხა და მეორე სართულზე ავიდა.
ცხელმა შხაპმა ცოტა გონზე მოიყვანა. ხელები დასჭიმვოდა და თითები სტკიოდა. მთელი ტანი საღებავით ჰქონდა დასვრილი. დემეტრეს იმდენი საპონი და შამპუნი ჰქონდა, რომელი წაესვა აღარ იცოდა.
ამჯერად, პირსახოცშემოხვეული გამოვიდა, იმედი ჰქონდა, რომ დემეტრე ოთახში დახვდებოდა, მაგრამ ბიჭი არ ჩანდა. სუფთა ტანსაცმელი ადვილად იპოვა, ჰუდი და შარვალი აირჩია. მოსწონდა დემეტრეს ნაირნაირი ტანსაცმელი, ყველა ძვირადღირებული და ბრენდული იყო. როგორც ჩანს ყიფიანი ფულს არ ზოგავდა გარდერობის გასაახლებლად. ტანსაცმელს დემეტრეს სუნი ასდიოდა, რაც გოგონას თავბრუს ახვევდა. საწოლს გახედა, გუშინ ამ დროს ხომ ბიჭი ეალერსებოდა, ახლა კი ზედაც არ უყურებდა.
დაბლა ჩავიდა და დემეტრესთან ერთად მაგიდას მიუჯდა. ბიჭი აუღელვებლად ჭამდა და ისევ ისე იქცეოდა, თითქოს ნიალა საერთოდ არ არსებობდა.
- კიდევ დიდხანს აპირებ ჩემს დაიგნორებას? - ვეღარ მოითმინა გოგომ.
- კიდევ ორი დღე...
- კარგი რა... მოვიწყინე...
- მე შენი გასართობი ვარ? - დემეტრემ დანა-ჩანგალი დადო და გოგონას სერიოზული მზერა ესროლა.
- არავის უთქვამს გასართობი ხარო... უბრალოდ დამელაპარაკე...
- შენ არ მითხარი, ხმა არ გამცეო?
- კარგი რა... - ამოიწკმუტუნა გოგომ.
- ერთი პირობით დაგელაპარაკები...
- გისმენ...
- შენზე ყველაფერს მომიყვები... და მომიყვები რა დააშავე, რატომ დაგსდევენ მოსაკლავად...
- ისევ იმავე თემას ვუბრუნდებით? - ნერვიულად შეხედა გოგონამ.
- კი, ნიალა... და შენ ყველაფერს მოყვები...
- კარგი, გისმენ... დამკითხე, ადვოკატო... - ხელები გადააჯვარედინა.
- სახელი.
- ნია, მაგრამ ნიალა მირჩევნია.
- გვარი.
- ანჯაფარიძე.
- დაბადების თარიღი.
- 29 ივნისი, 1998 წელი.
- დაბადების ადგილი.
- თბილისი.
- მშობლები?
- არ მინდა მშობლებზე საუბარი... - იატაკს დააშტერდა ნიალა.
- მშობლები?
- ორივე გარდაცვლილია.
- ვწუხვარ.
- ნუ წუხხარ, იმსახურებდნენ.
- ბატონო? - არ ელოდა დემეტრე.
- მამაჩემი ავადმყოფი და მანიაკი იყო. - მოულოდნელად ნიალამ ჰუდი გაიხადა. - ხედავ აქ, მხარზე დიდ შრამს? მთვრალმა მამაჩემმა სიგარეტი დამაწვა. 14 წლის ვიყავი.
დემეტრეს სახე წაეშალა, ნიალას მხართან კანი ამომწვარი ჰქონდა.
- რა?
- ხედავ აქ, ნეკნებთან შრამს? აქ ბუხრის საჩხრეკი მომარტყა დედაჩემმა. უფრო სწორედ, მესროლა, თან ცხელი... 17 წლის ვიყავი.
ფერდზე კანი ამომწვარი და გადახლეჩილი ჰქონდა, შრამი დაახლოებით 5-6 სანტიმეტრის იქნებოდა. ნიალამ შარვალი ჩაიწია.
- ხედავ აქ, ბარძაყზე ამ შრამებს? მამაჩემმა მაკრატლით დამისერა. მთვრალი იყო, დედაჩემი ვეგონე... ძილში დამადგა და საკანცელარიო მაკრატლით დამისერა...
ნიალას ხმა უკანკალებდა, თვალები ცრემლებს აევსო, იმ უზარმაზარ ტკივილს იხსენებდა, ამდენი წელი რომ გაურბოდა და თავს არიდებდა.
- ნიალა... - ხმა ძლივს ამოიღო დემეტრემ.
- პატარა ბავშვი ხარო მეძახი, ხო, შეიძლება ახლა ვარ ბავშვი, რადგან ბავშვობა არავინ დამაცადა... მამაჩემი ღვიძლის დაშლით, მტანჯველი ტკივილებით ჩაძაღლდა. მეგონა დავისვენე, მაგრამ არც დედაჩემი ჩამორჩებოდა. ყოველ საღამოს დაუნდობლად მცემდა, ცხვირი დედაჩემმა გამიტეხა... თმა ალაგ-ალაგ ამოვარდნილი მაქვს, იმიტომ, რომ თმებით მაფორთხიალებდა და რაც ხელში მოხვდებოდა, ყველაფერს მესროდა... ისიც რამდენიმე წელში მოკვდა, ისიც მტანჯველად და ტკივილით... მშობლები არ მყავს და არც არასდროს მყოლია... იმედია კარგად გაიგე!
კივილით დაასრულა და თავი ხელებში ჩარგო. ცრემლებს ვეღარ იკავებდა, პირიქით, უნდოდა ეღრიალა და მთელი თავისი განცდები გულიდან ამოეღო. ტიროდა და მაინც... რა ლამაზი იყო... ცრემლიანიც კი ყველას სჯობდა...
დემეტრე წამოდგა, ნიალას ფეხებთან დაიჩოქა და თავი კალთაში ჩაუდო.
- მაპატიე... ცხოველივით მოვიქეცი...
- ცხოველი შენ კი არა ისინი იყვნენ, მაგრამ არა... ცხოველი თავის შვილს ასე არ გასწირავს... - სლუკუნებდა გოგო და ცრემლები ღაპაღუპით სდიოდა. - ისინი მანიაკები იყვნენ, უსულგულო მანიაკები...
- მოდი ჩემთან... - ნიალას ორივე ხელი მაგრად მოჰხვია და კალთაში ჩაისვა.
გოგონას თავი დემეტრეს მკერდზე მიედო და თავს ყველაზე დაცულად გრძნობდა, თავისი მთელი ცხოვრების განმავლობაში. დემეტრეს ძლიერი ხელები გოგონას სუსტი და მთრთოლვარე სხეულისთვის შემოეხვია, ცხვირი მის სურნელოვან თმაში ჩაერგო და ხარბად სუნთქავდა.
- მე არასდროს არავის დავუცვივარ... - განაგრძო შედარებით მშვიდად. - იცი რამდენი ადამიანი ხედავდა ჩემს ტანჯვას... მეზობლები, ნათესავები, ნაცნობები, უცნობები... არავინ გამომქომაგებია, არავის გამოუწვდია დახმარების ხელი...
დემეტრემ ნიალას ჰუდი გადააცვა, ხელი მოჰხვია და შუბლზე აკოცა.
- მე ხომ აქ ვარ? შემომხედე... - ნიალამ ცრემლიანი თვალები აანათა ბიჭს. - მე ხომ არაერთხელ გადაგარჩინე... რომ მცოდნოდა რა დღეში იყავი, ეჭვი არ შეგეპაროს, რომ აუცილებლად მოვიდოდი და იმ ჯოჯოხეთიდან წამოგიყვანდი.
- მართლა წამომიყვანდი? - მიამიტი ბავშვის კითხვა დასვა ნიალამ.
- კი... მართლა წამოგიყვანდი და აქ ჩემთან, ტყეში მოგიტაცებდი, ამ სახლში ჩაგკეტავდი და არსად გაგიშვებდი.
- იდიოტი ხარ... - სიცილი ვერ შეიკავა ნიალამ.
- ჯანდაბას, ვარ... ამხელა კაცს ტვინი სულ ამირიე... აბა რა ვარ... თბილისში სად ცხოვრობ ან ვისთან ერთად?
- უნივერსიტეტთან ახლოს ვცხოვრობ, კურსელთან ერთად ბინა მაქვს ნაქირავები.
- ფული საიდან გაქვს? სტაჟიორებს ხომ არ უხდიან ხელფასს...
- მშობლების ბინა გავყიდე და ორი წელია იმ ფულით მიდგას სული, ასე ვთქვათ...
- დიდი ხანია სტაჟიორი ხარ?
- 10 დღე...
- და რატომ წამოხვედი?
- მოსაკლავად დამსდევენ... - ისევ იატაკს დააშტერდა.
- რა? კი მარა, რატო?
- იმ დღეს, როცა შენ თბილისში მიპოვე... რამდენიმე საათით ადრე სამსახურიდან გამოვდიოდი, როცა გზა ამებნა და სრულიად სხვა სართულზე ამოვყავი თავი. ერთ-ერთი კარი ოდნავ ღია იყო და ვიღაც თანამდებობის პირები რაღაცას განიხილავდნენ. მეც გავჩერდი, რა ჯანდაბამ გამაჩერა არ ვიცი, მაგრამ გავჩერდი... მომესმა როგორ განიხილავდნენ ვიღაცების მკვლელობას. პირდაპირ აღიარეს, როგორ მოკლეს ისინი. გავქვავდი, ნაბიჯი ვერ გადავდგი. უცებ კარი გაიღო და მათაც დამინახეს.
- მერე? - დემეტრე შოკში იყო.
- რაღა მერე?! გამომეკიდნენ, მლანძღეს და მაგინეს, როგორ გამოვასწარი არ ვიცი. რაღაც ტაქსიში ჩავჯექი და თავი საბურთალოზე ამოვყავი. დანარჩენი შენც იცი...
- და ჩემს წინ დაეცი, მე წამოგიყვანე...
- ხო... როგორც ხედავ სახლში ძებნილს მალავ და ნებისმიერ წამს შეიძლება დაგადგეს პოლიცია და თანამზრახველობისთვის დაგაპატიმროს... მე კი დამიჭერენ და ისე გამაქრობენ, თითქოს არც ვარსებობდი.
დემეტრეს გაეღიმა.
- ეგ არც ისე მარტივია, მაგრამ შესაძლებელია...
- ეს სულაც არ არის ის პასუხი, რომელსაც მოველოდი...
- აბა რას მოელი? წადი ახლავე აქედან, აღარ დამენახოს?
- დაახლოებით...
- თუ გინდა, აქ დარჩი...
- რა? - ყურებს არ უჯერებდა გოგო.
- მე წავალ თბილისში და ჩამოგაკითხავ ხოლმე...
- გიჟი ხარ! ნამდვილი გიჟი! არანაირად! მე თბილისში მოგყვები!
- კარგი, როგორც გინდა... იმედია რაიმე გეგმა გაქვს...
- სახლში ვერ დავბრუნდები... უთვალთვალებენ... უნივერსიტეტში ვერ მივალ...
- აბა რა ჯანდაბას აპირებ? - ხმა გაუმკაცრდა დემეტრეს.
- არ ვიცი...
- აქ რჩები თქო! მორჩა! ეს აღარ განიხილება... ცოტა ხნით მაინც, სანამ ყველაფერი არ ჩაწყნარდება... აქ იქნები...
- ასე ძალიან შეგიყვარდი? - გაეცინა ნიალას.
- არა, ეგრე ძალიანაც არა... და შენ?
- ეგრე ძალიანაც არა... - ისევ იცინოდა გოგო.
- სიცილი როგორ გიხდება! და სულ სწერვა სახით დადიხარ!
- შენ კრიტიკულ დღეებში უნდა მნახო...
- ვაიმე, ღმერთმა ნუ მანახოს! - ხელები დანებების ნიშნად აღმართა ყიფიანმა. - დიდხანს უნდა ვიჯდეთ აქ?
- არა... მე მგონი ვჭამდი...
ნიალა მაგიდას მიუჯდა. ცდილობდა გაეღიმა და არ შეემჩნია, როგორ ძლიერად სტკიოდა სხეულის თითოეული უჯრედი, როგორ ძლიერად სტკიოდა სული და იხრჩობოდა. მოსწონდა დემეტრესთან ყოფნა, თავს უსაფრთხოდ გრძნობდა და მოსწონდა ბიჭის სიახლოვე, მისი ალერსი, ზრუნვა... მას ხომ აქამდე ასე არავინ მოქცევია.
რამდენიმე ლუკმა ძლივს გადაყლაპა, თავი მტკივაო მოიმიზეზა და ოთახში ავიდა. საწოლში შეწვა, საბანი თავზე გადაიფარა და ცრემლებს თავისუფლება მიანიჭა. ბალიშს კბილებს უჭერდა და ისე ღრიალებდა. როგორ სტკიოდა, როგორ ძალიან სტკიოდა ყველაფერი... გაახსენდა ყოველი დარტყმა, ყოველი შრამი ისევ ისე აეწვა, როგორც მაშინ, როცა მიაყენეს. გაახსენდა ტირილში გათენებული ღამეები, სამართლის ძებნაში გატარებული დღეები, იმედით აღსავსე დღეები, რომ ვიღაც აუცილებლად გამოჩნდებოდა და იხსნიდა, მაგრამ ამაოდ. ნიალა მარტო იყო, თავის განსაცდელთან ერთად.
ეგონა, რომ ყველაფერი დამთავრდა. ეგონა, რომ შვებით ამოისუნთქა, რომ ღმერთმა ისევ გადმოხედა და ახლა მაინც მოვიდოდა ბედნიერება, მაგრამ ისევ ამაოდ. ახლა ძაღლების მთელი ხროვა მოსაკლავად დასდევდა, წამებით და ტკივილით ამოხდიდნენ სულს და ასე დასრულდებოდა ეს უბადრუკი ცხოვრება. ყოველთვის იბრძოდა, ებრძოდა ყველას გარშემო, მაგრამ ვერ იმარჯვებდა, დამარცხებული და მიტოვებული ეგდო სადღაც კუთხეში, ზედაც არავინ უყურებდა.
იგრძნო როგორ მიუწვა გვერდით დემეტრე, როგორი მოჰხვია ორივე ხელი წელზე და როგორ მიიზიდა თავისკენ.
- დემე... - ამოისლუკუნა.
- ჩშშშ... არ გინდა... უბრალოდ დავიძინოთ...
- ხო არ დამტოვებ?
- არა... გილოცავ, 8 წლით უფროსი კაცი გამოიჭირე...
ნიალას გაეღიმა, იდაყვი ფერდში უთავაზა, რასაც ბიჭის „ოჰ“ მოჰყვა.
- დაწყნარდი, თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ... - ჩასჩურჩულა ყიფიანმა.
ხელები კიდევ უფრო ძლიერად მოჰხვია, უფრო ძლიერად აიკრო სხეულზე და მთლიანად გოგონას სურნელში გადაეშვა.


8.
ნიალას დემეტრეს მკლავებში გამოეღვიძა. ბიჭს ორივე ხელი მაგრად მოეხვია მისთვის, თავი კისერში ჩაერგო. გაახსენდა გუშინდელი საღამო და რაღაცნაირად შერცხვა. შერცხვა ამ სრულიად უცხო ბიჭის, რომელსაც მხოლოდ 6 დღე იცნობდა. არაფერი იცოდა დემეტრეზე, მაგრამ მგონი მართლა უყვარდებოდა. ასე არავისთან ყოფილა, დემეტრეს გვერდით ისეთი განცდა ეუფლებოდა, თითქოს დაცული იყო, ყველაზე უსაფრთხოდ, ყველასგან შორს. ვერც გამგელებული ძაღლები მოაკითხავდნენ მოსაკლავად და ვერც სხვა ვინმე დაუშავებდა რამეს.
- რამდენს ხვანცალებ? - გაისმა დემეტრეს ძილისგან კიდევ უფრო დაბოხებული ხმა.
- ვეღარ ვსუნთქავ... - დაიწუწუნა გოგომ.
- სამაგიეროდ მე ვსუნთქავ მშვენივრად... - კუდევ უფრო ძლიერად მოჰხვია ხელები.
- მაინც არ მაგდებ სახლიდან? - ზემოდან მოექცა ბიჭს და თვალებში ჩახედა.
- არა...
- პოლიცია რომ მოვიდეს?
- არ მოვა...
- და რომ მოვიდეს?
- მაშინ ერთად გავიქცეთ ტყეში...
- ოოო... - ხელი დაკრა მკერდზე. - ამ ტყეში გაქცევას მირჩევნია ლიპარტელიანმა დამიჭიროს...
- ლიპარტელიანმა? - თვალები გაუფართოვდა ბიჭს.
- ხო, რავი... - მიხვდა რომ თავი დაიწვა. - მინისტრი არაა?
- კი, მაგრამ შენ მაგასთან რა საქმე გაქვს? - ადვოკატმა გაიღვიძა ყიფიანში.
- არაფერი... - თავის დაღწევა სცადა. - პირველი მე შევდივარ აბაზანაში...
წამოხტა და აბაზანის კარი მოიხურა. წყალი მოუშვა და ხელები შეუშვირა.
- რა დებილი ხარ, ნიალა... მიდი, მოაღე პირი, რომ დემეტრეც დაიჭირონ... - მიმართა თავის თავს სარკეში.
რამდენიმე წუთში გამოვიდა, დემეტრე ისევ საწოლში კოტრიალობდა.
- ადექი რა, მშია... - დაუძახა კარადიდან თავჩარგულმა.
- ღმერთო ჩემო! ეს ვინ ჩამისახლდა... - ხელები ცისკენ აღმართა. - რამის გაკეთება შეგიძლია?
- იცი შენ კარგად მე რაც შემიძლია... - გამომწვევად გამოხედა და თვალი ჩაუკრა.
- ეგ ჯერ კიდევ გასარკვევია...
დაახლოებით ნახევარ საათში ორივე სასაუზმოდ შემოსხდომოდა მაგიდას. ნიალას ხილის სალათი ედო წინ და ანთებული თვალებით შესცქეროდა. დემეტრე ურცხვად უყურებდა, გოგონას ყოველ მოძრაობას მონუსხული აკვირდებოდა. მოსწონდა გოგონას თვალები, ცხვირი. გამომწვევი ტუჩები, ხილის წვენს რომ მოეთხვარა. მოსწონდა პატარა და ლამაზი თითები, რეფლექსურად თმაში რომ იცურებდა და წინ ჩამოშლილ თმას ყურს უკან იწევდა.
- შეგიყვარდი, ხო? - ბიჭის მზერა დაიჭირა ნიალამ.
- რამე მსგავსი მეტყობა? - გაიოცა დემეტრემ.
- კი... რაღაც მსგავს სიმპტომებს ვიჭერ...
- ხო, მეც გატყობ რაღაცებს...
- დღეს რას ვღებავთ? - საუბარი გადაიტანა ნიალამ.
- აი, ამ კედელს...
ბიჭმა ხელით დივნის მოპირდაპირე თეთრ კედელზე ანიშნა.
- და რას ერჩი ამ კედელს?
- ზედმეტად თეთრია... ცოტა მეტი სიცოცხლე მინდა შევმატოთ...
- და რა დავხარტოთ? მზე? თუ ყვავილები?
- ყველაფერი რაც თავში მოგვივა...
ნიალამ ფეხზე გაიხადა, მაისური აიკეცა და ბიუსჰალტერში ჩაიტანია. ბავშვობაში მართლა ხატავდა, მაგრამ წლებია ფანქარიც კი არ სჭერია ხელში.
- ვნახოთ ერთი როგორ ხატავ... - გამომცდელი მზერა ესროლა ბიჭმა.
- ოხ... და შენ? შენ ბევრის მაქნისი ხარ?
- ხედავ ამ ნახატებს? - დემეტრემ ოთახში დაკიდულ რამდენიმე უზარმაზარ ტილოზე ანიშნა, ლამაზი ფერები ერთმანეთში არეულიყო.
- არ თქვა მე დავხატეო... - პირი დააღო გოგონამ.
- შენ წარმოიდგინე, კი...
- ღმერთო ჩემო! ხელოვანთან ვწევარ, თურმე...
- ვწევარ არა, უფრო მძინავს... ვწევარ სულ სხვა რამეა...
- იოცნებე... იოცნებე...
მოულოდნელად ბიჭი უკნიდან აეკრა, ორივე ხელი ლამაზ წელზე და მუცელზე შემოჰხვია. ნიალას სხეული დაეძაბა, რაც დემეტრეს ესიამოვნა.
- ჩემი შეხება ასე გაგიჟებს? - ჩასჩურჩულა და კისერში ვნებიანად აკოცა.
- საიდან ამხელა წარმოდგენა? - თვალები აატრიალა გოგომ.
- ჩშშ... ფრთხილად! ბოლოს ეს სიტყვები რომ თქვი გახსოვს რა მოხდა?
- მგონი დამავიწყდა... - იმედიანად გაინაბა გოგო.
- სარკეში ჩაიხედე და კისერზე სისხლჩაქცევებს დააკვირდი, გაგახსენდება... - დაისისინა და მოშორდა.
- რა დამპალი ხარ! - დაუყვირა და ხელები თმაზე გადაისვა.
დემეტრემ ბოლო ხმაზე გადაიხარხარა.
- მაინც პატარა ბავშვი ხარ, რა... - ხელი ჩაიქნია და ფუნჯი აიღო, საღებავში ჩააწო და კედელს მიუახლოვდა.
- და რამხელა გგონია შენი თავი? ზედმეტად ბევრი იცხოვრე? საკმარისად გამოგცადა ცხოვრებამ?
- შენ წარმოიდგინე... კი... - უცებ დასერიოზულდა ბიჭი, ხმაში რაღაცნაირი სევდა ჩაუდგა.
- იქნებ შენზეც მომიყვე რამე? - ნიალამაც აიღო ფუნჯი.
- დამკითხეთ, ქალბატონო...
- სახელი.
- დემეტრე.
- გვარი.
- ყიფიანი.
- დაბადების თარიღი.
- 4 ნოემბერი, 1990.
- რა ბებერი ხარ! - გაეცინა ნიალას.
- არა, პატარავ... ეს შენ ხარ მეთერთმეტე კლასში...
- როგორ მაღიზიანებს შენი იაფფასიანი იუმორი... - ფუნჯი ტანსააცმელზე წაუსვა დემეტრეს.
- რას აკეთებ! - თეთრ მაისურზე დაიხედა. - საბავშვო ბაღში დავბრუნდით?
- როგორც ჩანს... მშობლები გყავს?
- არა... ორივე გარდაცვლილია...
- და ან ძმა?
- არც ერთი...
- შეყვარებული?
- არა... - გაეცინა ბიჭს.
- აბა ის ქერა გოგო ვინაა, შენთან ერთად ფოტოზე? - ხელით ოთახისკენ ანიშნა.
მოულოდნელად დემეტრეს სახე წაეშალა, მოექუფრა და გაუმკაცრდა.
- როგორც ჩანს... ოთახი კარგად შეგისწავლია...
- უსაქმურობამ იცის...
- ხატვა განვაგრძოთ...
- დემეტრე... მე გკითხე, ის გოგო ვინ არის, თქო...
- ამ თემაზე არ მინდა საუბარი...
- როგორც გინდა... - დადუმდა ნიალა.
ხმა არც ერთს ამოუღია. რამდენიმე საათი გაუჩერებლად ხატავდნენ. პირველი ნიალა დანებდა და დაღლილი დივანს მიესვენა. დემეტრე ისევ ისე ხატავდა, როგორც თავიდან. კოპებშეკრული, ცივი გამომეტყველებით, თითქოს ოთახში სრულიად მარტო იყო, ოთახში კი არა, ალბათ, მთელ სამყაროში. გაუაზრებლად ხატავდა, ფიქრებით სულ სხვაგან დაქროდა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, მაინც არაჩვეულებრივად ხატავდა. ბევრი ფერი არ გამოუყენებია, ძირითადად ლურჯი, ცისფერი, ყვითელი, შავი და გარდამავალი ფერები. აი, ნიალას დახატული კი ნამდვილი სიჭრელე იყო, თუმცა მისი ნახელავი სულაც ჩამოუვარდებოდა მასპინძლისას.
ანჯაფარიძემ რამდენიმე წუთს კიდევ უყურა ყიფიანს, მერე კი ჩაეძინა. როცა გაეღვიძა, თავი ბალიშზე ედო და პლედი ეფარა. დემეტრეს მზრუნველობაზე გაეღიმა, ის შეუდარებელი იყო. ნელა წამოდგა, ბიჭს ეზოში მოკრა თვალი.
- შენ რა, ეწევი? - გაუკვირდა მის ხელში სიგარეტის დანახვა.
- ხო, ხანდახან... - დემეტრეს არც შემოუხედავს.
- როცა სევდა შემოგაწვება? - ცინიზმი გაერია გოგონას ხმაში.
- დაახლოებით...
- შეგიძლია მომიყვე... - კიბეზე ჩამოჯდა ნიალა.
- მოწევ? - შესთავაზა ბიჭმა.
- დიდად არ ვგიჟდები, გმადლობთ...
დემეტრეც ნიალას მიუჯდა გვერდით, მზერა ჰორიზოტს გაუსწორა და ჩაფიქრდა.
- რაჭაში ვართ...
- რა? - გაოცებულმა გახედა გოგომ.
- ხო, რაჭაში ვართ.
- ასე შორს? აქ რა გვინდა?
- მიყვარს აქაურობა... - ფეხებთან ბალახი მოგლიჯა და წვალება დაუწყო.
- ამ სიშორეზე რამ წამოგიყვანა? - არ სჯეროდა ნიალას.
- აქ ვცხოვრობ, უკვე ორი წელია.
- სახლი შენია?
- არა, უფრო სწორედ ნახევრად...
- და ნახევრად ვის ეკუთვნის?
- ეკუთვნოდა... აი იმ ქერა გოგოს, ფოტოზე რომ ნახე...
- ვინ არის?
- ნატა... - წამიერად მზერა გაეყინა.
- ნატა ვინ არის?
- ნატა... ნატა... ნატა... - იმეორებდა ბიჭი და ყოველ წარმოთქმაზე სახე უზარმაზარი ტკივილით ემანჭებოდა. - მე ის მიყვარდა...
- ოჰო... - არ იცოდა რა ეთქვა. - და სად არის ახლა ნატა?
- ნატა აღარ არის...
- დიდი ხანია აღარ არის?
- ორი წელი და 7 თვე...
- და რა მოუვიდა? - მიახალა ეგრევე, მაგრამ მიხვდა, რომ ასე არ შეიძლებოდა. - მაპატიე, დებილივით ვიქცევი... ვწუხვარ ნატას გამო...
დემეტრემ ამოიოხრა და თავი მუხლებში ჩარგო. რამდენჯერმე ღრმად შეისუნთქა ჰაერი, თითქოს დამშვიდებას ცდილობდა. ნიალამ ხელი ზურგზე მოჰხვია და თავი ბეჭზე დაადო.
- მე არასდროს არავინ მყვარებია... - დაიწყო გოგომ.
- ჩემს გარდა, ხო? - ამოიღმუვლა ბიჭმა.
- აუ დემეტრე... - გაეცინა და ხელი დაჰკრა. - სულ ნუ მაცინებ...
- კარგია, რომ არ გყვარებია... და თან ძალიან ცუდია, რომ ეს გრძნობა არ გამოგიცდია...
- და როგორია სიყვარული? - ბოლო სიტყვაზე განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა.
- რავი, რა გითხრა ისეთი, რაც არავის უთქვამს ამ გრძნობაზე... - თვალებში ჩახედა ბიჭმა.
- შენ რას ფიქრობ?
- სიყვარული... -რამდენიმე წამიანი პაუზა გააკეთა. - გაგიჟებს, ჭკუიდან გადაჰყავხარ, შენს პიროვნებას რადიკალურად ცვლის, სხვა თვალით უყურებ გარემოს, სხვა ფერებით აღიქვამ... ის მოგწონს, რაც არასდროს მოგეწონებოდა... საერთოდ აღარ გაინტერესებს ის, რაზეც ადრე გიჟდებოდი... უფრო მეტად აფასებ შენს თავს... იცი, რომ არსებობს ადამიანი, რომელსაც ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვარხარ და შენს დაკარგვას ვერ გადაიტანს. ამიტომ უფრო ფრთხილად ხარ, გზაზე გადასვლისას ორჯერ მიმოიხედავ აქეთ-იქეთ, საიდანმე მანქანა არ მოდიოდეს. შარში გახვევას ერიდები, თავს უფრთხილდები... მომავალს იმედით უყურებ, გეგმებს აწყობ... შენთვის დაბრკოლება აღარ არსებობს... აღარ გეშინია, ცდილობ კარგად გამოიყურებოდე... ზრუნავ, გიყვარს, გენატრება... მისი ერთი გაღიმება ყველა წამალზე უკეთ გკურნავს... მისი ერთი ჩახუტება და კოცნა სამყაროს მმართველად გაქცევს... თავი ყველაზე ბედნიერი ადამიანი გგონია...
- და უცებ ყველაფერი გენგრევა... - დაასრულა ნიალამ.
- ჭკვიანი გოგო ხარ, ნიალა... ეს განსაკუთრებით მომწონს შენში...
ნიალამ ჩაიცინა.
- და მისი სიკვდილის შემდეგ აქ გადმოიხვეწე?
- ხო...
- რატომ? აქაურობა მის თავს გახსენებს?
- არა... უბრალოდ დავიღალე ძმაკაცების ზრუნვით, რაღაცნაირი სიბრალულით სავსე თვალების ცქერით... განმარტოება მინდოდა და რაჭამ შემიფარა...
- ძალიან გენატრება?
- კი... მაგრამ ნატას ვერაფერი დააბრუნებს... ეს კარგად მაქვს გააზრებული... ამიტომ არ ღირს უსაფუძვლო ცრემლების დენა და დეპრესიაში ჩავარდნა... ვიცი, რომ ცხოვრება გრძელდება და ვიცი, რომ ნატას ჩემი ბედნიერება ენდომებოდა...
- და მე ვინ ვარ ამ თამაშში?
- შენ... აზრზე არ ვარ... - გაეღიმა ბიჭს, თითებით თმა უკან გადაუწია გოგოს. - შენ ხარ ერთი დაუჯერებელი და ცელქი სკოლის მოსწავლე, რომელსაც პოლიცია მოსაკლავად დასდევს და წარმოდგენაც არ მაქვს რა უნდა მოგიხერხო... ჩემს მომავლის გეგმებში აქამდე არა ყოფილხარ...
- და ახლა ვარ?
- როგორ გგონია?
- ვარ. - ნასიამოვნებმა გაიღიმა და ცას ახედა. - მაგრამ პოლიცია მართლა მეძებს და შეგიძლია გამაგდო...
- ეგ არ გამოვა...
- რატომ? - ისევ გაეცინა გოგოს.
- იმიტომ, რომ მგონი მართლა მიყვარდები...
- და მერე ნატა? - ჰკითხა გულუბრყვილოდ.
- ნატა აღარ არის... ნატა აღარ დაბრუნდება... მე ისევ ვარსებობ, მიუხედავად იმისა მინდა თუ არა ეს... და შენ ჩემს გვერდით ხარ...
- ჯანდაბას, დემეტრე... რატომ მირევ ტვინს...
- სკოლის მოსწავლეების გულთამპყრობელი ვარ...
- ხარ... - ამოიოხრა.
- ნატა, ასე ვთქვათ, ჩემი ბავშვობის სიყვარულია. სადღაც 15 წლისები ვიყავით, როცა ერთმანეთი გავიცანით და მალევე ერთად გავიჩითეთ რა... ჩემთვის სკოლის პერიოდი პირდაპირ ნატასთან ასოცირდება... აი, შენ კარგად მიხვდები ამას, მერვე კლასელო... - ნიალამ თვალები აატრიალა. - ბიჭებს რომ აქვთ დაკაცების სტადია და თავი ყველაზე მაგრები რომ ჰგონიათ, დაახლოებით ეგეთი ვიყავი მეც... ახლა მეცინება, მაგრამ მაშინ მაგარი გასწორებულში ვიყავი სკოლაში პალაჟენია რომ მეჭირა და ორიანის მიღება მაგარი ტიპობა რომ მეგონა...
- არა, მერე მე მეტყვის ბავშვი ხარო!
დემეტრეს გაეღიმა და გოგონას შუბლზე აკოცა.
- ხარ... აბა რა ხარ... ერთად დავამთავრეთ სკოლა, ბანკეტზე წლის წყვილად გავიჩითეთ და ეგეთი თემები... - დემეტრეს ისევ იღიმოდა. - მერე ერთად ჩავაბარეთ, მეორე-მესამე კურსამდე ერთად ვიყავით, მაგრამ მერე აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი ურთიერთობა სულაც არ იყო სრულყოფილი. არ ვიცი ამას როგორ მიხვდები, მით უმეტეს არ გყვარებია და არც არავინ გყოლია, მაგრამ ვეცდები მარტივად აგიხსნა. ჩვენ გვიყვარდა ერთმანეთი, ვზრუნდავდით ერთმანეთზე, ვსაუბრობდით მილიონ თემაზე, ვეკითხებოდით ერთმანეთს აზრს, არსად დავდიოდით ერთმანეთის გარეშე, მაგრამ ჩვენს ამ ვითომ და იდეალურ სასიყვარულო ურთიერთობას ყველაზე მთავარი აკლდა...
- ქიმია... - დაასწრო გოგონამ.
- ხო, აი, ზუსტად... მშვენივრად გცოდნია... ჩვენს ამ სიყვარულს ცეცხლი აკლდა... მამენტ, ახლა ქიმიას ეძახიან მაგას... მე და ნატა რაღაცნაირად მიჩვეულები ვიყავით ერთმანეთს და ვერ წარმოგვედგინა ჩვენი აწ უკვე დამოუკიდებელი ცხოვრება ერთმანეთის გარეშე...
- და დაშორდით?
- ხო... ერთ დღეს ნატამ გამომიცხადა მგონი აჯობებს მეგობრებად დავრჩეთო... თავიდან ვერ მივხვდი რა იგულისხმა, რა არ ვიფიქრე. გავბრაზდი, ვეჩხუბე, ვიეჭვიანე და ამის გამო დღემდე მეშლება ჩემს თავზე ნერვები... არადა თურმე მართალი იყო, მაგრამ იმდენად ვერ წარმომედგინა ჩემი ცხოვრება შეყვარებული ნატას გარეშე, რომ ასე ვთქვათ, ღრუზინი კაცივით მივიღე ეს ყველაფერი...
- ოჰო...
- ცხოვრებაზე ხელი ჩავიქნიე... არადა შენხელა ვიყავი ზუსტად... ღმერთს ვადანაშაულებდი ჩემს უბედურებაში... მაშინ ვერ ვიაზრებდი, რომ თურმე ნატა მართალი იყო... ნატაში ყოველთვის რა მხიბლავდა იცი? ის ყველაფერს ჩემზე ადრე ხვდებოდა... ბევჯერ ვყოფილვარ მისი ამ თვისებით აღფრთოვანებული, მაგრამ იმ მომენტში რატომღაც გონება დამებინდა...
- მერე რა მოხდა?
- ჩემი ასეთი საქციელისთვის დამსაჯა. მთელი 2 წელი არ მელაპარაკებოდა, მეც ასე ვექცეოდი. ნუ, იმას არ ვამბობ, რომ გამარჯობასაც არ ვეუბნებოდით ერთმანეთს, მაგრამ ჩემგან უფრო ცივილურ რეაქციას ელოდა. მე ძალიან ცუდად ვიყავი, რაღაცნაირი სიცარიელე გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში. ჩემივე საქციელის გამო დავკარგე უახლოესი მეგობარი, მრჩეველი და კეთილის მსურველი. ვატყობდი, რომ მასაც ვაკლდი, მაგრამ ძალიან ამაყი იყო და ვიცოდი, რომ პირველი არ გადმოდგამდა ჩემკენ ნაბიჯს, თან, მით უმეტეს, მე ვიყავი დამნაშავე.
დემეტრემ კიდევ ერთ სიგარეტს მოუკიდა და გააბოლა. რამდენიმე წუთი ჩუმად ეწეოდა, ნიალა კი ელოდა, როდის მოიკრებდა ბიჭი აზრებს.
- ბოლოს, როცა ვეღარ ვძლებდი მის გარეშე, დავურეკე. ვუთხარი, რომ შერიგება მინდოდა, რომ ცუდად ვიყავი და თუ არ დამელაპარაკებოდა, რაღაც საშინელებას დავმართებდი თავს. ეს მაშინ მეგონა ასე, თორემ ახლა ხომ გეუბნები, მეცინება. შემირიგდა, ოღონდ ერთი პირობით, მხოლოდ მეგობრები ვიქნებოდით. სხვა გზა არ მქონდა, მაგრამ გულში მაინც მქონდა იმედი, რომ ძველი სიყვარული ისევ გაგვახსენებდა თავს.
- მერე? გაგახსენათ?
- შენ წარმოიდგინე და არა... როგორც ყოველთვის, ნატა მართალი აღმოჩნდა. ჩვენ მეგობრობა უფრო უკეთ გამოგვივიდა, ვიდრე შეყვარებულობა. უბრალოდ ამას გვიან მივხვდი... და ჩემი ბრალია ეს... თორემ იმ ორ წელს ასე სულელურად არ დავკარგავდი... თან რომ მცოდნოდა მერე რა იქნებოდა... - სიგარეტი ჩააქრო.
- და შენ დღემდე იდანაშაულებ თავს...
- ისევ აღდგა ჩვენი ურთიერთობა... - ბიჭმა ნიალას კომენტარი დააიგნორა. - ისევ დაბრუნდა ჩემს ცხოვრებაში მიზნები, ისევ გაფერადდა სამყარო. რა თქმა უნდა, ცოტა ხნით...
- რა მოუვიდა ნატას?
- ვიღაც შეუყვარდა... საერთოდ არ მიეჭვიანია, პირიქით, გამიხარდა მისი ამბავი. ის ბიჭიც გავიცანი, რაღაცნაირად შეეფერებოდა ნატას. გიჟდებოდნენ ერთმანეთზე. მაგრამ მათი ბედნიერება რამდენიმე თვეს ვერ გასცდა. არ ვიცი, თუ გახსოვს... 2 წლის და 7 თვის წინ მოხდა ეგ ამბავი, მთელი თბილისი ამაზე საუბრობდა... საშინელი ავარია ოქროყანასთან. ნატა და თავისი შეყვარებული მთაწმინდიდან ჩამოდიოდნენ მანქანით, როცა ვიღაც მთვრალმა ბავშვებმა გაიტანეს. აი, ხო... ზუსტად ბავშვებმა. ყველაზე უფროსი 17 წლის იყო. 200-ით მოქროდნენ და მშვიდად მიმავალი მანქანა კლდიდან გადაისროლეს.
- მგონი, მახსოვს... - თქვა ძალიან ჩუმად.
- ნაწილ-ნაწილ ამოიტანეს ნატაც და ის ბიჭიც...
- ძალიან ვწუხვარ, მართლა... და მაპატიე ამ თემას რომ შევეხე... - დუდღუნებდა თავისთვის.
- ოდესმე ხომ მაინც უნდა მომეყოლა... - გაღიმება სცადა ბიჭმა.
- მერე რა მოხდა?
- აი, მაშინ დაიწყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე თავზეხელაღებული და რთული პერიოდი... ყველაფერზე წავედი, რაც კი შეიძლებოდა...
- მოიცა, ანუ ნატას სიკვდილის გამო სიცოცხლეც არ გინდოდა?
- მაგიჟებს შენი ბავშვური კითხვები... - ჩაეღიმა ბიჭს. - ხო, იყო დრო, როცა არ მინდოდა... და მინდოდა ნატას გავყოლოდი...
- და კიდევ მე ვარ ბავშვი?! არ თქვა, რომ ც სცადე! - შეიცხადა ნიალამ.
- არა, არა... - გაეცინა ბიჭს. - მაგაზე არც მიფიქრია.
- კიდევ კარგი!
- ნახე, უკვე როგორ ნერვიულობ ჩემზე... - ხელი მოხვია და ახლოს მიიზიდა.
ბიჭის სხეულიდან სულ სხვა იმპულსები, სულ სხვა სითბო მოდიოდა, რაც საოცრად მოქმედებდა გოგონას სუსტ სხეულზე, რომელიც დემეტრეს ყოველ შეხებაზე ხელახლა იმუხტებოდა.
- გცივა?
- არა...
- როგორ არა, კანკალებ...
- არ მცივა.
- აბა, ჩემი სიახლოვე გაკანკალებს? - თვალები ეშმაკურად აენთო.
- აშკარად მცივა!
კიბე აირბინა, სააბაზანოში შევრდა და კარი მაგრად ჩაკეტა. როგორც ჩანს, დემეტრეს ცხოვრებაც სავსე ყოფილა დანაკარგებით, ტკივილით და დარდით. და მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც ყველაზე ახლობელ ადამიანად მიაჩნდა. როგორმე უნდა დახმარებოდა, როგორმე ბიჭისთვის ეს სადარდებელი უნდა შეემსუბუქებინა. განა სასწაული არაა? გინდა დაეხმარო ადამიანს, რომელსაც 6 დღეა იცნობ და შენთვის ყველაზე ახლობლად მიგაჩნია.
- ოხ, ყიფიანო! ნუთუ მეც მიყვარდები... - ამოიოხრა და კარს ზურგით მიეყრდნო.
დაბლა რომ ჩავიდა, დემეტრე ისევ ხატავდა, უფრო სწორედ ნახატი თითქმის დაესრულებინა. ერთი შეხედვით ვერ გაიგებდი რა იყო, რაღაც აბსტრაქტული და დამაფიქრებელი. ჩანდა მზე, ხეები, ქალის სხეული, რაღაც რქიანი ცხოველი და კიდევ ბევრი პატარა რამ.
- ვამაყობ თქვენით, ბატონო დემეტრე! - ტაში დაუკრა.
- შენც მიგიძღვის წვლილი...
- ჩემი ნაჯღაბნი შენსასთან შედარებით არაფერია...
- რა თავმდაბალი ყოფილხარ... - გაიოცა ბიჭმა ცინიკურად.
- დემეტრე... - დაიწყო გოგომ ჩუმად, რამდენიმე ნაბიჯი ბიჭისკენ გადმოდგა.
- გისმენ...
- ახლა რა იქნება?
- რას გულისხმობ?
- ვითომ ვერ ხვდები! ხვალ რა იქნება...
- ხვალ მე თბილისში წავალ, ჩემს საქმეებს მივხედავ... რამდენიმე დღეში ჩამოგაკითხავ...
- და მე აქ მარტო უნდა ვიყო? - შეიცხადა.
- ხო... რა მოხდა მერე?
- რა მოხდა? ამ სახლს ტყის მეტი არაფერი აკრავს, ტყეში მგლები არიან და ვინ იცის კიდევ რა ცხოველები დაძრწიან... და მე აქ მარტო უნდა ვიყო?
- აი თურმე რაშია საქმე... - გაეღიმა ბიჭს. - არ გინდა რომ წავიდე? თუ ის არ გინდა, რომ აქ მარტო დაგტოვო?
- შენ არაფერ შუაში ხარ! მე მგლების მეშინია! ნამდვილი მგლების და კიდევ იმ მგლების ხროვის! მომაგნებენ! და მე აქ მარტო ვიქნები! - პანიკაში იყო უკვე. - და შორს კი არ წავლენ, აქვე ტყეში მომკლავენ და დამმარხავენ! მე არავინ დამიცავს... წარმოიდგინე, რამე რომ დამემართოს კაციშვილი არ მომიკითხავს... რომ დამიჭირონ და მაწამონ? რომ მატკინონ? რა ჯანდაბა გავაკეთო მარტომ?
- და ჩემი აქ ყოფნა რას შეცვლის?
- შენთან რომ ვარ... - შეჩერდა გოგო, ამოისუნთქა. - ჯანდაბას! ჩემი 21 წლიანი უბადრუკი ცხოვრების განმავლობაში ასე დაცულად არასდროს მიგრძვნია თავი!
- შენ მე გჭირდები? - ისე მიუახლოვდა, რომ მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრი აშორებდათ, წვრილ და ლამაზ თვალებში ჩახედა, მრისხანებისგან რომ აელვარებულიყო.
- კი! მჭირდები... შენთან არაფრის მეშინია... არ ვიცი რატომ, საიდან, როგორ... ერთი კვირაც არაა რაც გიცნობ და ასე მგონია სახლში ვარ! ვიცი, რომ ასე არ უნდა მეგონოს! ვიცი! - ხელებს იქნევდა და თმას უკან იწევდა. - ვიცი, რომ უცხო ვარ... ვიღაც გოგო, რომელიც დაბადებიდან არავის ჰყვარებია... მე არ მყავს ნათესავი, მეგობარი, რომელიც შემიფარებს... არ ვიცი, როგორ მოხდა ასე... მაგრამ... სრულიად მარტო ვარ... უფრო სწორედ ვიყავი... სანამ შენ... შენ, ამ გიჟ და გადარეულ ადამიანს შეგხვდებოდი, რომელმაც ერთ კვირაში ჭკუიდან გადამიყვანე და ისედაც ამოტრიალებული ცხოვრება სულ მთლად ამომიტრიალე! მეგონა არაფერი შემაშინებდა, მაგრამ დემეტრე! მეშინია! მეშინია, რომ ჩემ გამო რაღაც მოგივა და ამას თავს ვერ ვაპატიებ, გესმის?! მეშინია, რომ დაგკარგავ და ისევ მარტო დავრჩები... იმიტომ, რომ აღარ შემიძლია... მარტოობა აღარ შემიძლია... ბრძოლისგან დავიღალე! ამჯერად ვიცი, რომ ვეღარც გადავრჩები, მაგრამ არ მინდა სიკვდილი! აქამდე იცი რამდენჯერ მინატრია რომ რაღაც დამმართნოდა და მეორე დღე აღარ გათენებულიყო? მთელი ცხოვრება ვნატრობდი სიკვდილს და ახლა, როცა ასე ახლოსაა ეს სიკვდილი, ახლა აღარ მინდა... ცხოვრება მინდა... და შენი ბრალია, რომ ცხოვრება მინდა!
ნიალა ღრმად სუნთქავდა, დემეტრესთვის თვალი თვალში გაეყარა და სადღაც უსასრულობაში იცქირებოდა. ბიჭი უბრალოდ იდგა, მაგრამ გული და გონება მასაც არეოდა. უყურებდა ამ პატარა, სუსტ გოგონას, რომელიც იმაზე ძლიერი იყო, ვიდრე ჩანდა. უყურებდა ამ სკოლის მოსწავლეს და ხედავდა ქალს.
- ჯანდაბას... დაე დამსაჯოს ღმერთმა ამის გამო! - გაეღიმა დემეტრეს და ნიალას ვნებიან ტუჩებს გიჟივით დაეწაფა.
ამას არ მოელოდა. უყურებდა გაოცებული და არ სჯეროდა. დემეტრე კი არ ჩერდებოდა. ერთი ხელი თმაში შეუცურა, მეორე წელზე. კოცნიდა საოცრად ვნებიანად, ძლიერად. შიგადაშიგ კბილებითაც კი წაეტანებოდა გემრიელ ტუჩებს. ენას პირში უყოფდა და ბოლომდე აგემოვნებდა მეამბოხე ქალღმერთს, ჭკუიდან რომ გადაჰყავდა ეს დღეები.
- დე... მე... რას... აკე... თებ... - ძლივს ამოიჩურჩულა გოგომ, გული ისე გამალებით უცემდა, რომ ალბათ მალე საგულიდან ამოხტებოდა.
- ჩშშ... - წამით შეყოვნდა, თვალებში ჩახედა და გაუღიმა.
ნელ-ნელა მოეგო გონს, თვითონაც გაეღიმა. ორივე ღრმად სუნთქავდა. ნიალამ მზერა ბიჭის უძირო თვალებიდან ვნებიან ტუჩებზე გადაიტანა. წამიერი პაუზა საკმარისი აღმოჩნდა რეალობაში დასაბრუნებლად.
- ვნახოთ ერთი, რა შეგიძლია... - თქვა და თავისი ინიციატივით დაეძგერა ყიფიანის ტუჩებს.
ხელი კისერზე შემოხვია და წვრილი თითები თმაში შეუცურა, ოდნავ მოქაჩა. დემეტრემ ორივე ხელი საჯდომზე ჩაავლო და ჰაერში ასწია. ნიალამ ფეხები ფერდებზე შემოაჭდო. გახელებულმა ბიჭმა სტუმარი კედელზე მიანარცხა და მთელი სხეულით ზედ აეკრო. ამდენი კოცნისგან ნიალას ტუჩები გაუბუჟდა, მაგრამ მაინც, ყიფიანის ყოველ შეხებაზე მთელ სხეულში რაღაც უცხო, მაცოცხლებელი და აღმაგზნებელი ტალღა უვლიდა.
ბიჭის მაისურს დასწვდა და წამებში გადააძრო. ხელები ბეჭებზე ჩაუცურა და ამდენი დღის სურვილი აისრულა. ბრჭყალები ჩაასო და თან ტუჩზე უკბინა.
- როგორ აღმაგზნებთ, ქალბატონო... ერთი იცოდეთ... - ამოიქშინა ბიჭმა.
ნიალა კედელს მოაშორა და დივნისკენ წავიდა. წამებში გადააძრო გოგონას მაისური. ტუჩებს მოშორდა და იმავე ტემპით კისრისკენ ჩავიდა, სველი და გიჟური კოცნებით. ნიალას კვნესა აღმოხდა, თავი უკან გადაწია და სიამოვნებას მიეცა. დემეტრე კი არ ჩერდებოდა. თითების მარტივი მოძრაობით მოაშორა ბიუსჰალტერი და ამდენი დღის ნანატრ მკერდს გაშმაგებული დაეწაფა. ჰკოცნიდა გიჟივით, მუჭებში მოექცია და თითებით გამაგრებულ კერტებს უსრესდა. ხან კბენდა, ხან ენით წაეტანებოდა.
- ვაიმე... დემეტრე... მაგიჟებ... - კვნესოდა გონებაარეული გოგონა.
დემეტრეს გიჟური კოცნა ნელ-ნელა ნაზ ალერსში გადაიზარდა. მკერდიდან ისევ კისრისკენ აუყვა გზას, კოცნიდა ნელა, მომთხოვნად და თან ნაზად. ისევ ტუჩებს მიუახლოვდა, თვალებში ჩახედა აბნეულ ნიალას, რომელიც სირცხვილისგან იწვოდა.
- როგორი გამოუცდელი ხარ... როგორი უბიწო... როგორი გემრიელი... როგორი საოცარი... როგორი სურნელოვანი... ყველასგან განსხვავებული... მაგიჟებ... ჭკუიდან მშლი...
ისევ ტუჩებზე დაეწაფა, ოღონდ უფრო ნაზად. საოცრად კოცნიდა, ყველანაირი მიძინებული გრძნობა გააღვიძა გოგონას სხეულში, გამოაღვიძა ყველასგან მივიწყებული სული.
- დღეისთვის საკმარისია... ყველაზე ტკბილ ლუკმას ბოლოსთვის დავიტოვებ...
თავი ნიალას კისერში ჩარგო და დაღლილი, გოგონას მთრთოლვარე სხეულს მიესვენა.
- თორემ ხო რას ამბობ... მე გნებდებოდი... - უთხრა ირონიით.
- მნებდებოდი რომელია... - გადაიხარხარა.
- დებილო! - იდაყვი უთავაზა გვერდში და წამოდგომა სცადა.
- სად მიდიხარ! - ხელი ჩაავლო და უკან დააბრუნა, კიდევ უფრო მაგრად მოხვია მკლავები. - მე წასვლის ნებართვა არ მომიცია...
- უნდა ჩავიცვა!
- მით უმეტეს ჩაცმის! ძლივს შენი მკერდი დავისაკუთრე!
- იდიოტი ხარ! - გაეცინა.
ორივე დადუმდა, სუნთქავდნენ მშვიდად და ცდილობდნენ მოზღვავებული ენერგიის, ვნების, სურვილის და სიყვარულის ნიაღვარი ისევ კალაპოტში დაებრუნებინათ. ნიალა თითებით ბიჭის თმას ეთამაშებოდა, დემეტრე კი ხარბად სუნთქავდა პატარა მეამბოხის გამაგიჟებელ სურნელს.
- რა გამიკეთე ამ ერთ კვირაში, ჰა? - ამოიდუდღუნა ბიჭმა.
- და შენ რა გამიკეთე?
- თავი შეგაყვარე... - ჩაილაპარაკა ნასიამოვნებმა და კისერში ხმაურიანად აკოცა.
- ჯერ მე შეგაყვარე... - მსუბუქად მოქაჩა თმა. - დემე, ხომ არ მიმატოვებ?
ნიალას ხმაში შიში, მუდარა, ნერვიულობა, თხოვნა და გულუბრყვილობა ერთდროულად გაკრთა.
- ნიალა... როგორი ბავშვი ხარ... როგორი პატარა... - გაეღიმა და კიდევ ერთხელ აკოცა, ამჯერად ტუჩებში. - არ მიგატოვებ... რომ დაგიჭერენ, ციხეშიც მოგაკითხავ ხოლმე...
- აუ, დემეტრე! - ზურგზე ხელი დაჰკრა. - კარგი რა!
- კაი, ვღადაობ ხო იცი... არ მიგატოვებ თქო, ბავშო, არა... არა... აწი უკვე აღარ!
ნიალას გაეღიმა. მართლაც რომ ყველაზე დაცულად და უსაფრთხოდ აი ამ, 6 დღის გაცნობილ კაცთან გრძნობდა თავს. მასზე არაფერი იცოდა, არ იცოდა საიდან მოდიოდა, რას საქმიანობდა, ვინ იყვნენ მისი მშობლები, მეგობრები, არ იცოდა რა იყო მისი საყვარელი საჭმელი, სასმელი ან საყვარელი ფერი, მაგრამ ერთი რამ კარგად ჰქონდა გააზრებული - მას ეს ბიჭი ჰაერივით და წყალივით სჭრიდებოდა. სწორედ დემეტრე იყო ის ერთადერთი, რომლის გამოჩენასაც ნიალა წლების განმავლობაში ელოდა. რა საინტერესოა ეს ცხოვრება, როცა გგონია და იმედი გაქვს, რომ ვიღაც გამოჩნდება და დახმარების ხელს გამოგიწვდის, მაშინ არავინ ჩანს. როცა ყველანაირი იმედი გადაწურული გაქვს და ცხოვრებაზე ხელს ჩაიქნევ, მაშინ გამოჩნდება „ის“ და ცხოვრების ხალისს გუბრუნებს.
რას ფიქრობდა დემეტრე? ამდენი წლის შემდეგ, ამდენი სევდიანი, უაზრო, მონოტონური, უღიმღამო და შავთეთრი დღის შემდეგ მის ცხოვრებაში მზემ გამოანათა. მზე ეს პატარა არსება იყო, ახლა რომ მის მკლავებში გატრუნულიყო და ხმას არ იღებდა. პატარა გოგონა, ქუჩაში ნაპოვნი, განადგურებული გოგონა, რომელმაც ბიჭის ცხოვრებას აზრი დაუბრუნა. არ იცოდა ნიალას წარმომავლობა, მისი საქმიანობა, ოჯახი, არც საყვრელი საჭმელი იცოდა და არც საყვარელი ფერი, მაგრამ სტკიოდა ნიალას ყოველი ჭრილობა, ყოველი შრამი, ყოველი მწარე დღე და ცრემლიანი ღამე. ნაზად ეფერებოდა და ცდილობდა ბოლომდე შეეგრძნო ეს პატარა ბედნიერება, მის გულს უკვე რომ ავსებდა. ამბობენ, სპონტანურად და უცებ დაწყებული ურთიერთობა დიდხანს არ გრძელდებაო. რატომ ამბობენ ასე? რატომ არ სჯერათ რაღაც განსხვავებულის? რაღაც ისეთის, რაც გადაცვეთილ, მრავალჯერ გახლეჩილ და შეწებებულ ურთიერთობას თავისი სპონტანურობით აჯობებს?
- მაპატიე ნიალა... - დაიჩურჩულა ბიჭმა.
- რა გაპატიო? - გაოცდა გოგონა.
- აქამდე რომ არ გამოვჩნდი...
- მთავარია გამოჩნდი... - ნაზად აკოცა ბიჭს ქვედა ტუჩზე.



9.
ნიალას დილით გვიან გაეღვიძა. ახსოვდა, რომ დივანზე ჩაეძინა, მაგრამ რბილ საწოლში გამოეღვიძა, რომელიც გაჟღენთილი იყო დემეტრეს სურნელით. გუშინდელი საღამო გაახსენდა და გაეღიმა. ეს არ იყო სიზმარი... ეს იყო რეალობა, ნიალას ნანატრი რეალობა.
სამზარეულოდან ხმაური ისმოდა. ალბათ, ყიფიანი თავის საფირმო ბლინებს ამზადებდა.
მოწესრიგდა და სირბილით დაეშვა კიბეზე. დემეტრეს ლეპტოპი და რაღაც ფურცლები მაგიდაზე გაეშალა, თვითონ გარეთ იყო გასული, ალბათ ჩანთებს ალაგებდა მანქანაში.
ნიალა მაგიდას მიუახლოვდა. ფურცლებს დახედა, დემეტრეს მარკერით რაღაცები გაეხაზა. დივანზე ჩამოჯდა და ლეპტოპი მუხლებზე დაიდო.
„მარიამ მახარაძის საქმე“
ნიალა გაშრა. ცივმა ოფლმა დაასხა და კანკალმა აიტანა.
„მახარაძეების მკვლელობა“
„სოლომონ მახარაძე“
სათაურები ერთმანეთს ცვლიდა, ნიალას კი შიში და გაოცება ერთდროულად ემატებოდა.
- ჯანდაბა... - დაიჩურჩულა.
მოულოდნელად ეკრანზე დაფარული მიმოწერა გაიხსნა. სახელი არ ჩანდა, რაღაც ინიციალები ეწერა, ნიალამ მიმოწერა ხელის კანკალით გახსნა.
„ლიპარტელიანი ხვალ 4 საათზე გელოდება. ყველაფერი დაწვრილებით ჩაიწერე, თავი მოაწონე და დაარწმუნე, რომ ადვოკატად გამოდგები. შენი იმედი მაქვს. შერლოკა.“
ლიპარტელიანი... ამ გვარმა ნიალას შიშის ზარი დასცა, მთელ სხეულში რაღაც საზარელმა შეგრძნებამ დაუარა. იქნებ სხვა ლიპარტელიანიაო, გაიფიქრა წამიერად, მაგრამ ფაქტი ფაქტია. მახარაძეების მკვლელობასთან მხოლოდ ორი ლიპარტელიანი ასოცირდება.
- რას აკეთებ? - გაისმა დემეტრეს ბრაზნარევი ხმა.
ნიალას ისე შეეშინდა, კინაღამ ლეპტოპი გაუვარდა ხელიდან.
- არრაფფერრსს... უბრალოდ... დავინტერესდი... - ამოიბლუყუნა თავდახრილმა.
- არ მიყვარს, როცა ჩემს ნივთებს ხელს ჰკიდებენ...
ნიალამ ლეპტოპი დადო და ღრმად ჩაისუნთქა.
- თბილისში მოგყვები... - თქვა უჩვეულოდ მტკიცედ.
- რა? - წარბები აქაჩა ბიჭმა.
- რაც გაიგე. მეც მოვდივარ.
- ნიალა, რამე მოხდა? გაწყენინე? - დემეტრეს ხმა მოულბა.
იტანჯებოდა ნიალა. ორ ცეცხლს შუა იწვოდა და არ იცოდა რა ეთქვა.
- კი... არა... მოკლედ... მოგყვები... ვსო... არ მკითხო არაფერი...
- რას ბოდავ გოგო! თბილისში პოლიცია გეძებს...
- არ მაინტერესებს, აქ მაინც არ დავრჩები...
- ნიალა, რა მოხდა? რა გეწყინა?
- არაფერი! უბრალოდ თბილისში მინდა! - ხმას აუწია.
- გუშინ სიყვარულს მეფიცებოდი, არ დამტოვო არასდროსო, დამიცავიო. შეიძლება გავიგო ახლა რა ჯანდაბა დაგემართა? - ღრიალებდა დემეტრე.
- ნუ მიყვირი! - დაიწივლა. - გადავიფიქრე... დამანებე თავი... თუ არ წამიყვან, მე თვითონ წავალ.
- ასე ხო? კი ბატონო, წაგიყვან... მაგრამ ჩემი ცხოვრებიდან ისევ ისე გაქრები, როგორც გამოჩნდი, გაიგე?
- გავიგე...
- დედას შევ*ცი! - დაიღრიალა და კარი გაიჯახუნა.
ნიალა ჩაიკეცა, თავი ხელებში ჩარგო და აქვითინდა. ყოველთვის ასე რატომ ექცეოდა ცხოვრება? როცა რაღაც უკეთესის იმედი გაჩნდებოდა, სწორედ მაშინ ენგრეოდა თავზე ყველაფერი.
„ გამოდის, რომ დემეტრე ლიპარტელიანის ადვოკატია... ლიპარტელიანი მე მეძებს, ანუ დემეტრე მე მეძებს... ღმერთო ჩემო!“ - ფიქრისგან თავი უსკდებოდა.
დაახლოებით ნახევარ საათში დემეტრემ კარი ისევ შემოგლიჯა.
- წამოდი, მივდივართ! - უბრძანა.
წვიმდა, საშინლად წვიმდა და ციოდა. ნიალა ერთიანად კანკალებდა. სველი ფანჯრის მინიდან ადევნებდა თვალს გაბრაზებულ დემეტრეს, რომელიც სახლის კარს კეტავდა. ბოლოჯერ აათვალიერა გოგონამ სახლი, სადაც თავის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი წუთები გაატარა.
დემეტრემ მანქანა ისეთი სისწრაფით მოწყვიტა, კინაღამ წვალებით შეღებილი ღობე გაიტანეს. ორივე დუმდა, ორივე გზას მიშტერებოდა. ასე უხმოდ იარეს დაახლოებით 1 საათი.
გოგონა ისევ კანკალებდა, წამით არ გაჩერებულა, მთელი სხეული უთრთოდა, რისი მიზეზიც მარტო სიცივე ვერ იქნებოდა. დემეტრემ წამით გამოხედა, თავისი გრძელი და ლამაზი თითები ღილაკისკენ წაიღო და გათბობა ჩართო.
„დემეტრე! ნუ ზრუნავ ჩემზე, გთხოვ!“ - გაიფიქრა ნიალამ, ტანჯვით სახე მოეღრიცა, რადგან უნდოდა ბიჭის ამ საოცარ თითებს შეხებოდა და მოჰფერებოდა.
ორივეს ახრჩობდა კითხვები, მაგრამ ვერც ერთი ბედავდა ამ სამარისებური სიჩუმის დარღვევას. თბილისში რომ შემოვიდნენ, მხოლოდ მაშინ ამოიღო ბიჭმა ხმა.
- სად დაგტოვო?
- არვიცი... - ამოიჩურჩულა.
- რა? - ხმას აუწია. - ვერ გავიგე...
- სადაც გინდა იქ, თქო!
დემეტრემ მთელი ძალით დაამუხრუჭა, ღვედი რომ არ ჰკეთებოდათ, შუშას მიასხამდნენ ტვინს. სხვა რა გზა იყო? დიღმის გზატკეცილზე უნდა ჩამოსულიყო. ნიალამ თითების კანკალით გამოაღო კარი.
- მმმ... სიტყვებს ვერ ვპოულობ... იმდენად მადლობელი...
- არ გინდა ეს ტრუხა ბაზარი... ჩადი მალე! - გააჩუმა გოგონა, ზედაც არ შეუხედავს.
გაბრაზებულმა ნიალამ კარები მთელი ძალით მიაჯახუნა და სწრაფი ნაბიჯით გაუყვა გზატკეცილს. დემეტრე რამდენიმე წამს უყურებდა პატარა მეამბოხეს, ბოლოს გულმა აღარ მოუთმინა, მანქანით დაეწია.
- ფული გაქვს?
ნიალამ არც კი გამოხედა.
- ფული გაქვს, მეთქი?
- მაქვს, მიბრძანდი... - ხელით გზისკენ ანიშნა.
დემეტრე კიდევ უფრო გაბრაზდა, აგიჟებდა ნიალას ეს დაუმორჩილებლობა. ისევ მოწყვიტა მანქანა და წამებში გაქროლდა.
ყიფიანს თბილისში პატარა ბინა ჰქონდა დოლიძეზე. მანქანა ეზოში გააჩერა და სახლში ავიდა. რამდენი თვეა აქ ფეხი არ შემოედგა. ჩანთა დივანზე მოისროლა და თვითონ ფუმფულა საწოლში ჩაეშვა. თავი უსკდებოდა, ამხელა გზის შემდეგ მითუმეტეს. მთელი გონებით ნიალასთან იყო.
- დედას შევ*ცი! არ უნდა დამეტოვებინა! - დაიღრიალა.
ის იყო სახლიდან გასვლას და ნიალას მოძებნას აპირებდა, ტელეფონმა რომ დარეკა.
„გისმენთ...“
„ყიფიანი ხარ? ადვოკატი...“ - ცივმა და ამაზრზენმა ხმამ დემეტრეს სხეულში უსიამოვნოდ დაუარა.
„დიახ, რა გნებავთ?“
„მისამართს გწერ, ერთ საათში აქ იყავი, ყველანაირი კითხვის გარეშე.“
შეტყობინებამაც არ დააყოვნა. დემემ აჩოს დაფარულ ნომერზე დარეკა.
- მე ვარ ბებერ... კი, დარეკეს... არა , სადღაც მუხაწყაროსკენ დამიბარეს... შეგატყობინებ...
თეთრ მაისურში, პიჯაკში, მოტკეცილ შარვალში, თეთრ კეტებში და სათვალეებში გამოსყობილი ახალგაზრდა ადვოკატი ერთ საათში დათქმულ ადგილზე მივიდა. იცოდა დემეტრემ, რომ ადამიანთან პირველი შეხვედრა ყველაზე მნიშვნელოვანია და გარეგნობა, შეიძლება გადამწყვეტ როლსაც თამაშობდეს, ამიტომაც გამოეწყო დიდი მონდომებით.
რაღაც საშუალო ზომის სახლი იყო, ზორბა კაცებმა ბიჭის გაჩხრეკვა ითავეს, რასაც დემეტრესგან მხოლოდ ირონიული ღიმილი მოჰყვა.
- ტელეფონი, იარაღი, ხმის ჩამწერი, ყველაფერი მომეცი... - დაიდუდღუნა ერთ-ერთმა.
- აუ არა რა, ხმის ჩამწერს დავიტოვებ, გთხოვ...
დემეტრეს უკბილო ხუმრობას ზორბას წარბის აწევა მოჰყვა.
მისაღებში შეიყვანეს, ძველი სახლი იყო, ძველი რემონტით. მაგიდასთან 4 ერთმანეთზე უფრო ჩასუქებული ქართველი იწონებდა თავს. მეხუთე, აწოწილი და გამხდარი მოშორებით იჯდა. დემეტრემ იცნო მამამისის ძველი მეგობარი ბათა.
დემეტრემ ყველას გაუღიმა, სათითაოდ ჩამოართვა ხელი და მითითებული ადგილი დაიკავა. უბადლო მსახიობი გახლდათ, ეჭვი არ შეგეპაროთ.
- ალბათ უკვე იცი, რატომაც დაგიბარეთ... - დაიწყო ლადომ, რომელიც ჯერ კიდევ გამომცდელი მზერით ათვალიერებდა დემეტრეს.
- დიახ, ბატონო ლადო... საქმეს უკვე გავეცანი...
- და რას ფიქრობ? გამოვძვრებით? - ვერ მოითმინა გეგიმ, რომელიც ამ 1 კვირაში სულ ჩამობერებულიყო.
- გეგი, სიმშვიდე! - თვალები დაუბრიალა კოკამ.
- ეჭვიც კი არ მეპარება, რომ გამოძვრებით...
- და საიდან ასეთი დარწმუნება? - გაეცინა ლადოს. - იქნებ, მართლა ჩვენ დავხოცეთ ყველა მახარაძე?
- შეუძლებელი არაფერია, ბატონო ლადო.
- და ასე, ჰაერზე ამბობთ ამ სიტყვებს? ღმერთის იმედზე? - გაეცინა კოკას.
- ეჰ, ბატონო კოკა... ღმერთმა კარგა ხანია დ,აგვივიწყა... მაგრამ გვაქვს ენა, რომელიც ყველაზე მახვილია და ნებისმიერი სიტუაციიდან იხსნის ადამიანს...
- ზედმეტი თავდაჯერებულობა გამოუცდელობაზე მეტყველებს... - დაასკვნა კოკამ.
- კოკა! ამის დრო არ არის! - ხმას აუწია ლადომ. - დემეტრე ხო?
- დიახ... - ინეტერესით აღსავსე მზერა ესროლა.
- იმედია შენი ნდობა შეიძლება... იმიტომ, რომ ჩვენ შენ გენდობით და შენი დაცვის იმედი გვაქვს. საქმე ძალიან ცუდად რომ არ გვქონდეს, ასე არ ვიღელვებდით. იმენა მძ*ნერში ვართ თავიდან ბოლომდე და უნდა ამოგვიყვანო.
- არ ამოგვიყვან და თავსაც დაკარგავ... - დაემუქრა კოკა.
დემეტრეს მხოლოდ გაეღიმა.
- გაგვყიდი? გვიღალატებ? ჩვენს გასროკვაზე იჩალიჩებ? მტრებს დაუმეგობრდები? ჩაგითრევთ და შენი ოჯახის წევრები და საყვარელი ადამიანებიც მოგვეწევიან... გაიგე? - ფეხზე წამოიჭრა კოკა.
- გასაგებია...
- სანამ დათანხმდები იფიქრე, მერე უკან დასახევი გზა არ იქნება. - გაისმა ბათას შედარებით მშვიდი ხმა.
- მე ყველაფერზე თანახმა ვარ... - მტკიცე იყო დემეტრე. - სანამ აქ მოვიდოდი, საქმე კარგად შევისწავლე, ამიტომ ვიცი რა სიბინძურეშიც მომიწევს ხელების ფათური. არ მეშინია, არც ამ საქმის მეშინია და, სიმართლე გითხრათ, არც თქვენი მუქარის. მშიშარა და მხდალი რომ ვიყო, არც აქ მოვიდოდი. მე არ ვაპირებ უკან დახევას, ამიტომ გისმენთ.
დემეტრეს ბოლო სიტყვებმა გარდამტეხი შთაბეჭდილება მოახდინა ძაღლებზე. უკვე აღარ ეპარებოდათ ბიჭში ეჭვი. ყიფიანის დამატყვევებელმა გარეგნობამ, ჩაცმულობამ და სიმტკიცემ აჩო სანაიას იმედები გაუმართლა. ხროვა გაება.
- რაც შეეხება საქმეს... ახლა მე დავსვამ კითხვებს და თქვენ გულწრფელად მიპასუხებთ, რაც მეტი მეცოდინება, მით უკეთ დაგიცავთ... ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული.
კაცებმა ერთმანეთს გადახედეს.
- ეჭვი არ მეპარება, რომ მკვლელობა თქვენი დაგეგმილია, ამიტომ არ დავსვამ უაზრო კითხვებს, რომლებზეც პასუხები ისედაც ცხადია. რაც მაინტერესებს ისაა თუ რა დააშავა სოლომონ მახარაძემ? - პირდაპირ საქმეზე გადავიდა, რაღაც დავთარი გადაშალა.
- დააშავა... ბევრი დააშავა და ბევრიც მიქარა... - გესლიანად თქვა ლადომ, ცოტა არ იყოს აოცებდა დემეტრეს ასეთი უშიშრობა და სითავხედე.
- ყველაფერი 3 წლის წინ დაიწყო, სოლომონა ჯერ კიდევ მინისტრი იყო. - დაიწყო ბათამ. - ჩვენ მას გარიგება შევთავაზეთ. მაშინ გეგი ციხის უფროსი ბრძანდებოდა. სახელმწიფომ რამდენიმე მილიონი გამოყო პატიმრების მკურნალობისთვის, საკნების გასარემონტებლად და ასე შემდეგ.
ეს კოკას იდეა იყო. არალეგალური იარაღით ვაჭრობის საქმის, უბრალოდ, ბიუჯეტიდან მოპარული ფულით ჩანაცვლება. რა თქმა უნდა, იარაღით ბევრად უფრო მეტი ფული იშოვეს, მაგრამ ბიუჯეტი უფრო ხელსაყრელი ტყუილი აღმოჩნდა და რეალური თანხის მეათედსაც კი ვერ გაუტოლდა. იარაღის საზღვრებს გარეთ გატანაში იმაზე მეტი ადამიანი იყო გარეული, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა. შესაბამისად, ამ თემის ხსენება ადვოკატთანაც შეეშინდათ.
- და თქვენ ეს ფული მოგინდათ... - დაასკვნა დემემ და დავთარში რაღაც ჩაინიშნა.
კაცებმა ისევ ერთმანეთს გადახედეს.
- სოლომონი არ დაგთანხმდათ. - განაგრძო ადვოკატმა მსჯელობა.
- სოლომონს ერთი ნაკლი ჰქონდა. ციხეში ამოსალპობად ჩაყრილი მკვლელები და ქურდები ეცოდებოდა. - ჩაიცინა ლადომ, ეს სრული სიმართლე იყო. - სერიოზული საქმე შევთავაზეთ... ძალიან ბევრი ფულის მოხსნა შეგვეძლო, მაგრამ... არაო...
- უფრო მეტიც... - სიგარეტს მოუკიდა კოკამ. - მაშინდელ პრემიერთან ყველაფერი ჩამოკარკლა... ყველას გვაიძულა უცხოეთში დაგვეხვია... მაგ *ლისთავას გამო 3 წელი პაბეგში ვიყავით...
სინამდვილეში 3 წელი გეგმავდნენ როგორ ჩამოეშორებინათ სოლომონი იარაღის ბიზნესიდან და როგორ მოსულიყვნენ მთავრობაში სუფთა სინდისით.
- მთავრობა რომ შეიცვალა დავბრუნდით... - განაგრძო გეგიმ.
- თან ძაან მაგრად დავბრუნდით... ლადო ეგრევე მინისტრად დასვეს...
- აი მაშინ კი მიხვდა სოლომონა, რაც ჭამა. გვეტენებოდა, რას არ აკეთებდა. ბოლოს თავისი ქალიშვილიც მოგვყიდა გეგისთვის...
ამ სიტყვებზე ყველა ახარხარდა გეგის გარდა.
- ლიჟბი თავი გადაერჩინა და 22 წლის გოგო გვაჩუქა... - დაეთანხმა კოკა ამაზრზენი სიცილით.
- ეგონა მარიამი გადაარჩენდა, მაგრამ ვერ მოგართვით...
- მარიამს თავი დაანებეთ! - ხმა აიმაღლა გეგიმ.
- აუ, ამან რა ტვინი მოტ*ნა თავისი სიყვარულებით!
- მარიამი უნდა გადარჩენილიყო. - თქვა გეგიმ ხმადაბლა.
- თუ მარიამი უნდა გადარჩენილიყო, მაშინ როგორ აღმოჩნდა ხანძრის დროს სახლში? - ჩაეკითხა დემე.
- გაგვექცა. ჩემთან იყო სახლში, ნიშნობა გვქონდა, რაღაცაზე გაბრაზდა და ვერც კი მივხვდი ისე წავიდა. გონს რომ მოვედი, უკვე გვიანი იყო.
- ნიშნობაზე არც ერთი მახარაძე არ დაპატიჟეთ?
- არა. აი ამან დაგვღუპა.
- რა თქმა უნდა, ეს უფრო მეტ ეჭვს აჩენს ხალხში და თქვენკენ იშვერს ხელს. - დაასკვნა დემემ.
- ხოდა ეს ხელი სხვაგან უნდა გააშვერინო! - მუქარანარევი ბრძანება გასცა კოკამ.
- თქვენს გარდა ვინმემ იცის რა მოხდა სინამდვილეში? ნებისმიერი ვინმე. ცოლი, შვილი, დედა, ნათესავი, და-ძმა?
- არა, მხოლოდ ჩვენ 4 ვართ ამ საქმეში.
- მშვენიერია... - შეაქო ყიფიანმა.
- მეგობრებო, ის პატარა კახპა ხომ არ გავიწყდებათ? - ვისკი დაისხა კოკამ.
- დედა მოვტ*ან! ეგ გოგო სულ გადამავიწყდა. - შესძახა ლადომ.
- ვინ გოგო?
- ეს ამბავი რომ მოხდა, ჩვენი ტყავის დაძვრენაზე დავიწყეთ ფიქრი, აბა სხვა რა ჯანდაბა უნდა გვექნა. ვიღაც ნაბოზ*არმა გოგომ კი ყველაფერი გაიგო. თან იმენა პირდაპირ ვთქვით, რომ თორმეტივე ჩვენ მოვკალით.
- და სად არის ახლა გოგო? - არ ელოდა დემეტრე.
- ჯანდაბაში, მიწამ ჩაყლაპა. მაგრამ მალე ვიპოვი... - არ ცხრებოდა ლადო. - და ჩემი ხელით დავარხჩობ...
- მანამდე კარგად გავჟ*მოთ... - გადაიხარხარა კოკამ, რასაც სხვა დამსწრეების სიცილიც მოჰყვა.
- ამ სიტუაციაში ყველაზე ნაკლებად მოწმის არსებობა გვაწყობს. - დასერიოზულდა დემე. - ამიტომ, რაც მალე მოაგვარებთ ამას, მით უკეთესი...
კიდევ რამდენიმე წუთი გაგრძელდა დაკითხვა, მერე ყიფიანი სათითაოდ დაემშვიდობა მკვლელებს, თავისი ნივთები დაიბრუნა და თბილისის გზას დაადგა.
- რას ფიქრობთ? გვიშველის? - იკითხა გეგიმ შეშინებულმა.
- არ გვიშველის და მაგისი აჯობებს...
- ჭკვიანი ბიჭია, პატარაა, მაგრამ საკმაოდ ჭკვიანი და მიხვედრილია. - თქვა კოკამ. - მაგრამ არც სანდოა ბოლომდე, მე თუ მკითხავთ.
- ახლა ამის დრო არ არის. - სიტუაციის განმუხტვა სცადა ბათამ. - მე მომწონს ეს ბიჭი, მაგარი შენძრეულია. გული მიგრძნობს დაგვეხმარება.
- ყიფიანზეც გავარკვიოთ ყველაფერი, დედიკო, მამიკო, ცოლიკო თუ ჰყავს, მაინც, სიფრთხილეს თავი არ სტკივა... - დააგვირგვინა ლადომ.
ასე გააგრძელებდნენ ბჭობას, მოულოდნელად ლადოს ტელეფონი რომ არ აწკრიალებულიყო.
„გისმენთ... მშვენიერი... ყოჩაღ... სადმე გარეუბანში, ყველასგან მოშორებით... მალე მოვალთ ჩვენც...“
- რა ხდება?
- პატარა ნიაკო ანჯაფარიძეც დავიჭირეთ... - საზეიმოდ გამოაცხადა მინისტრმა, რასაც საყოველთაო სიხარული მოჰყვა.


10.
ნიალა არ ელოდა, რომ დემეტრე ასე შუა ქუჩაში მიატოვებდა. ბოლო წამამდე ეგონა, რომ დაბრუნდებოდა, ან სადმე დახვდებოდა, მაგრამ ამაოდ. შუა დიღმის გზატკეცილზე მიაბიჯებდა და წარმოდგენაც არ ჰქონდა რა უნდა ექნა. ტელეფონიც არ ჰქონდა, რომ ვინმესთვის დაერეკა, ერთადერთი ოც ლარიანი ედო ჯიბეში, ბარათი, რომელზეც სხვა ფული ედო, ვაკეში იყო, სალომესთან ოთახში.
- ღმერთო, დამეხმარე, გთხოვ... - თვალები ცრემლებით ავსებოდა.
სახლში ვერ მივიდოდა, ვერც უნივერსიტეტთან გამოჩნდებოდა და ვინ იცის, იქნებ მთელი ქალაქის მასშტაბით ეძებდნენ. ყოველი შავი მანქანის ჩავლაზე გული უცემდა, ელოდა, რომ საიდანღაც გამოჩნდებოდა ყიფიანი, მაგრამ ამაოდ.
- დებილი ხარ, ნიალა, დებილი. რატომ ელოდები, რომ 1 კვირის გაცნობილი ბიჭი მოვა და ისევ გადაგარჩენს, მით უმეტეს შენი ქაჯური საქციელის შემდეგ!
სადღაც პარკში ამოყო თავი, ხის სკამზე ჩამოჯდა. მის წინ 2-3 წლის ბავშვები თამაშობდნენ. ორი ბიჭი იყო, სამი გოგო. ნიალას ჩაეღიმა. პატარების მშობლებიც იქვე ისხდნენ და რაღაცას განიხილავდნენ. ერთ-ერთი პატარა განსაკუთრებით მოეწონა. ბიჭი იყო, ცისფერი თვალებით და ყავისფერი კულულებით. ჩაეღიმა.
- ნეტავ მე არ მეყოლება შენნაირი პატარა? - ამოიჩურჩულა. - არ მეყოლება... - საკუთარ თავსვე უპასუხა. - რადგან დღესვე მომკლავენ... აუცილებლად მომკლავენ...
პანიკა დაუბრუნა, კანკალებდა და ვერ ჩერდებოდა. მისი გონება მხოლოდ წამებით სიკვდილისკენ მიჰქროდა.
- დემეტრე... დაბრუნდი რა... - თავი მუხლებში ჩარგო და ტირილი დაიწყო.
- დედიკო, ის გოგო ტირის. - გაისმა ერთ-ერთი ბავშვის ხმა, რომელიც პატარა თითს ნიალასკენ იშვერდა.
ნიალამ თავი ასწია. ხუთივე ქალი მისკენ იყურებოდა.
- გოგონა, კარგად ხარ? - დაიძახა ერთ-ერთმა.
- დიახ... არაჩვეულებრივად... - წამოხტა და სირბილით წავიდა ქუჩისკენ.
ასე იბოდიალა თითქმის 4 საათი. მოშივდა, მაგრამ ფული საჭმლისთვის არ ემეტებოდა. საღამოს ნიალას ბედად მოიღრუბლა, დაიქუხა და წვიმამაც დასცხო.
დაღლილს, დაქანცულს და მშიერს უკვე აღარაფრის თავი ჰქონდა, ბედის ასე მწარედ დაცინვაზე მხოლოდ ეღიმებოდა, აღარც თავისი თავი ადარდებდა. გადაწყვიტა სახლში დაბრუნებულიყო. თუ ძაღლები დახვდებოდნენ, წაყვებოდა, თუ არა და ბარათს მაინც აიღებდა და სადმე ჰოსტელში გაჩერდებოდა.
პატარა საცხობთან გაჩერდა. ფენოვანი ლობიანი მადისაღმძვრელად უყურებდა ვიტრინიდან. ბავშვობიდან გიჟდებოდა ლობიანზე, ცდუნებას ვერ გაუძლო.
დაახლოებით 5 საათზე თავის კორპუსთან იდგა. ვერ ბედავდა ასვლას, მაგრამ ბოლოს მაინც მესამე სართულზე ამოყო თავი. რამდენიმე ზარის შემდეგ გაოცებულმა და შეშინებულმა სალომემაც გაუღო კარი.
სალომე ქერა იყო, სიმაღლეში 1.60 და პუტკუნა. წრიპინა ხმა ჰქონდა.
- ნიალა...
- გამარჯობა... - ჩაეღიმა.
- აქ რა გინდა... გეძებენ... - შეშფოთება ემატებოდა სალომეს.
- ვიცი. ბარათი, ფული, ტანსაცმელი, ყველაფერი აქ მაქვს. ავიღებ და წავალ.
- არა, ნიალა. სახლში არ შემოხვიდე... - შეევედრა.
- გამატარე სალომე... - ნერვები აღარ ჰყოფნიდა, გოგონას გვერდი აუარა და ოთახში შევიდა.
- რა ჩაიდინე? პოლიცია რატომ გეძებს? - გაეკიდა გოგოც.
- ისეთი არაფერი პოლიცია რომ მეძებდეს. - ტანსაცმელს ზურგჩანთაში ტენიდა. - მაგრამ ბედს უყვარს ჩემი დაცინვა, როგორც ჩანს...
- და სად წახვალ?
- რა მნიშვნელობა აქვს?!
ნიალამ წამებში შეკრა ზურგჩანთა, კარისკენ წავიდა.
- აბა შენ იცი, სალომე. თუ ვინმე ბიჭი მოვიდა, სახელად დემეტრე... უთხარი, რომ... ანდა დაიკიდე... მაინც არავინ მოვა...
ის იყო გასვლას აპირებდა, რომ კართან ორი უზარმაზარი კაცი დახვდა აყუდებული.
- როგორც იქნა გამოჩნდი, ძუკნა... - გამოსცრა ერთ-ერთმა.
ნიალას შიშისგან ფერი დაეკარგა. გაქვავდა. ზორბამ თავისი ძლიერი და უხეში ხელები გოგონას ჩაავლო.
- გამიშვი! - დაიწივლა გოგომ. - არ მომეკარო! მიშველეთ!
- რამდენს ბედავს ეს თავხედი! - წარმოთქვა მეორემ ზიზღით, ხელი მოიქნია და ნიალას მთელი ძალით სილა გააწნა.
ტკივილი იმდენად ძლიერი იყო, რომ გოგონას მოულოდნელად თვალთ დაუბნელდა, სმენა დაეხშო. ტუჩი გაუსკდა, საიდანაც სისხლი თქრიალით წამოვიდა.
- პირი გადაუკარი. - გასცა ბრძანება მოძალადემ. - შენ კი, სიტყვა არავისთან დაგცდეს, თორემ შენი დაქალის ბედს გაიზიარებ... - დაემუქრა სალომეს.
ნიალას ხელი ზურგშიც ჩააზილეს და კიბისკენ უბიძგეს. სადარბაზოსთან დიდი დაბურული ჯიპი იდგა. საჭესთან მჯდარი მესამე ზორბა მანქანიდან გადმოხტა, უკანა კარი გააღო, სადაც ნიალა შეაგდეს და თვითონაც გვერდში მოუსხდნენ.
- დაქოქე ვოვა... - უბრძანა მძღოლს მოძალადემ.
არ სჯეროდა ნიალას, არ სჯეროდა, რომ ეს რეალობა იყო, მაგრამ მისი სხეული სულ სხვანაირად რეაგირებდა. კრიჭა ეკვროდა, ალბათ იმ ნაჭრის გამო, პირში რომ ჩატენეს. სულ კანკალებდა და ცრემლები ღვარად მოსდიოდა. თავის თავს თითქოს შორიდან უყურებდა, ნაცემს, დამახინჯებულს და ბოლოს მიწაში ჩაგდებულს.
- ნუ სლუკუნებ, გოგო! - მხარში უთავაზა ერთ-ერთმა.
- რა კარგი ჩიტი ხარ! - თმაში ხელები შეუცურა მეორემ.
ნიალამ თავი გააქნია, ხელის მოშორება სცადა, მაგრამ ამაოდ. კაცმა თმა მაგრად მოქაჩა და თავი ააწევინა.
- ნუ ურჩობ, თორემ კარგად ხედავ, არაფერზე დავიხევთ უკან. შენნაირი ნაბო*რებისთვის მოგვივლია?! გგონია კაი დღე გელოდება? შეიძლება ხვალინდელი დღეც არ გაგითენდეს, მაგრამ არა... რას ფიქრობდი ლიპარტელიანი რომ გადაიკიდე? ისეთს გიზამენ, სიკვდილს სანატრელს გაგიხდიან...
სისინებდა კაცი გოგოს ყურთან. ნიალა ცუდად იყო, ვეღარ სუნთქავდა, ყელში უზარმაზარი ბურთი მოსწოლოდა და სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. თმებში ისეთი ძალით ჩაფრენოდა კაცი, რომ ალბათ სკალპსაც აახევდა.
- მაგრამ მანამდე კარგად გაერთობიან, ეჭვი არ შეგეპაროს... - გადაიხარხარა.
- იქნებ ჩვენც მოგვატ*ნევინოს? - სიცილში აჰყვა მეორე, თავისი კოტიტა თითებით ფეხზე შეეხო და ხელი გადაუსვა.
ნიალამ მთელი სხეულით დაიწყო წრიალი, კაცის ხელის მოშორება უნდოდა, სძულდა, ერჩივნა აქვე მომკვდარიყო, ვიდრე რომელიმე მათგანი შეხებოდა.
- ნახე როგორი დაუმორჩილებელია. მგონი ამ*დგა... - აგრძელებდა კაცი.
- კარგი, გეყოს ბადრი. ხომ ხედავ, ეშინია პატარას. თან ბრძანება გვაქვს იქამდე ცოცხალი მივიყვანოთ.
- ცოცხალს მივიყვანთ, მაგრამ გაჟ*მულს... მერე რა...
- ბადრი, გეყოს...
ბადრიმ ხელები გასწია, მეორე კაცმაც უშვა ხელი ნიალას თმას. რამდენიმე წუთში მანქანაც გაჩერდა. ნიალას ხელი ჩაავლეს და გადაათრიეს. რაღაც ძველ სახლში შეიყვანეს, რომელიც შარდის სუნად ყარდა. კუთხეში, რკინის მილზე მიაბეს, ხელები და ფეხები გაუკოჭეს.
მალე ეზოდან ხმაური მოისმა. ძაღლების ხროვა სახლს მოადგა. ნიალას თვალები დაეხუჭა. არ უნდოდა მათი საზიზღარი სახეების დანახვა, არ უნდოდა თავისი თავის ამ მდგომარეობაში დანახვა.
მოულოდნელად შეხტა, რადგან ბადრიმ მთელი სათლი ყინულივით ცივი წყალი გადაავლო.
- გამარჯობა! - მიესალმა ხალისიანად ლადო.
გოგონამ ოთახს თვალი მოავლო. მის წინ სკამზე მინისტრი მოკალათებულიყო. მის უკან მაგიდას მიყრდნობოდა ბათა, რომელიც სიბრალულით შეჰყურებდა საცოდავ ტყვეს. კუთხეში გეგი ლიპარტელიანი იდგა და შორიდან ათვალიერებდა გოგოს. კოკა ფანჯარასთან ჩამოჯდა და სიგარეტიც გააბოლა.
- რატომ არ მპასუხობ, სალამი ღვითისააო, არ გაგიგია? - ირონია გაეპარა ლადოს ხმას. - ააა, თუმცა როგორ მიპასუხებ. ბადრი, მოხსენი ეს რაღაცა პირიდან, იქნებ ნიაკოს ჩვენთან საუბარი უნდა.
ბადრის გაეცინა. თითების უხეში მოძრაობით სველი ნაჭერი პირიდან მოაცილა. ნიალამ ხმამაღლა დაიწყო სუნთქვა, თან ახველებდა.
- ეს რა საქციელია, ბადრი? სტუმარი ასე უნდა მოგეყვანათ? რა დღეში ჩაგიგდიათ გოგო... - არ ცხრებოდა ლადო.
- კაი, გეყოს. - გააჩუმა ბათამ. - საქმეზე გადადი...
- ვინ ხარ, რა ჯანდაბას წარმოადგენ, ვისთან მუშაობ, ჰა?
ნიალამ ხმა ვერ ამოიღო.
- კითხვა გავიმეორო? - წამოდგა ლადო.
ნიალა ისევ დუმდა.
- ვინ ხარ თქო, გოგო! - მიუახლოვდა და ფეხი მთელი ძალით ჩააზილა წვივის ძვალში.
- ააააააა... - დაიყვირა გოგომ.
- აააი, თურმე გცოდნია ლაპარაკი. გისმენ!
- ნია ანჯაფარიძე...
- ეგ ჩვენც ვიცით. ვისთან მუშაობ? პრემიერთან? გაგოშაძესთან? ცაავასთან?
- რა?.. არავისთან... - სლუკუნებდა გოგო.
- დავიჯერეთ... - ფეხზე წამოიჭრა კოკა.
- არ გატყუებთ... გეფიცებით...
- აბა გინდა თქვა, რომ იქ, იმ სართულზე შემთხვევით აღმოჩნდი? - ირონია გაერია გეგის ხმასაც.
- გეფიცებით... შემთხვევით... გზა ამერია...
ყველამ ერთხმად გადაიხარხარა.
- გზა არევია გოგოს, ჩვენ კიდევ როგორ ცხოველივით ვექცევით, რის გამო...
ლადო გოგონას მიუახლოვდა, მის წინ ჩაიმუხლა და სახე ახლოს მიუტანა.
- აქედან ცოცხალი გასვლა არ გიწერია... ამიტომ შენთვისვე აჯობებს სიმართლე თქვა... რაც მეტს იტყვი, მით უფრო ნაკლები ტნჯვით მოკვდები.
- გეფიცებით... მართლა...
გეგიმ მთელი ძალით გააწნა სილა. ნიალამ გონება დაკარგა.
- მოკვდა? - იკითხა გეგიმ შიშით.
- არა, ჯერ ადრეა ამის სიკვდილი... - სათლს დასწვდა ლადო და ცივი წყალი კიდევ ერთხელ გადაავლო.
ნიალა გონს მოვიდა, მაგრამ ერჩივნა მომკვდარიყო, ვიდრე ისევ ამ ოთახში ამ ცხოველებთან ამოეყო თავი.
- მოყვები? - გაუღიმა ლადომ.
- პრაქტიკანტი ვარ... სამინისტროში ამიყვანეს... 1 კვირა არც იყო გასული, შენობა არ ვიცოდი, გზა ამებნა... გეფიცებით...
- და თუ გზა აგებნა, ეს დედამოტ*ნული, მაშინ რა ჯანდაბა გინდოდა კართან, შემთხვევით გვისმენდი?
- ხო...
- რა ხო, გოგო! - კიდევ ერთხელ უთავაზა ლადომ წიხლი, ამჯერად გვერდში.
ნიალა ტკივილისგან მოიკეცა, უეჭველი ნეკნის ან მენჯის ძვალი გაუბზარა. სუნთქვა შეეკრა, ხმა ვერ ამოიღო.
ლადომ რამდენიმე წუთს იცადა, სანამ ნიალა გონს მოვიდა.
- არ ვიცი... არ ვიცი რატომ გავჩერდი... - დაიწყო ტირილით. - რატომ მიწა არ გამისკდა მაშინ...
- ნამდვილად, რატომ მიწა არ გაგისკდა... - დაეთანხმა კოკა.
- არ მჯერა. არ მჯერა მე ეს ტყუილები! თან ვიღაც უპატრონო გოგო ხარ, რომელსაც დასაკარგი არაფერი აქვს, არც არავინ ჰყავს... ეს კიდევ უფრო დიდ ეჭვს ბადებს... შენნაირ თავზეხელაღებულებს სანთლით ეძებენ...
- გეფიცებით... არავის ჯაშუში არ ვარ... არასწორ დროს არასწორ ადგილზე აღმოვჩნდი...
- ხოდა არასწორ დროს, არასწორ ადგილზე მოკვდები... - დააგვირგვინა გეგიმ.
- ნია, კარგად მომისმინე. თუ იტყვი ვისთან მუშაობ, სიკვდილი მალე მოვა. თუ არ მეტყვი... შეიძლება აქ თვეები დაგტოვო. შიმშილით, წყურვილით მოკვდები... ამაზე მტანჯველი სიკვდილი არ არსებობს... მანამდე სათითაოდ ყველა მოგტ*ნავთ, თან არაერთხელ... რასაც მოგვესურვება, იმას გაგიკეთებთ... წამების უკიდურეს ზომებს მივმართავ, სანამ არ იტყვი ვინ შემოგაგზავნა. ამიტომ აირჩიე როგორი სიკვდილი გირჩევნია... დრო ხვალამდე გაქვს...
ხუთივე ერთმანეთის მიყოლებით გაიკრიფა. გოგონას ყველაფერი სტკიოდა, მაგრამ სულიერი ტკივილი ფიზიკურზე მილიონჯერ მეტი იყო. სისხლი სდიოდა, სუნთქვა უჭირდა, ფეხი ალბათ მოტეხილი იყო, მაგრამ სული... ნიალა მიწასთან გაასწორეს. რას არ მისცემდა, ოღონდ ახლა მართლა მიწა გასკდომოდა ან ლიპარტელიანს უბრალოდ ტყვია დაეხალა. არ შეეძლო, ვერ გადაიტანდა ამდენ ტკივილს, ამდენ შეურაცხყოფას და დამცირებას. ძაღლების სათამაშო ვერ გახდებოდა, ვერ აიტანდა მათ ბინძურ და სისხლიან ხელებს თავის სხეულზე, რომელიც მხოლოდ დემეტრეს ეკუთვნოდა.
- დემეტრე... მიშველე... - ჩურჩულებდა თავისთვის, მანამ, სანამ არ გაითიშა.


11.
შეხვედრიდან დემეტრე სახლში არ დაბრუნებულა, ნიალას საძებნად წავიდა. 3 საათის განმავლობაში მთელი დიღომი შემოიარა, გამვლელებსაც კი ეკითხებოდა, დაახლოებით ამ სიმაღლის, ასეთი და ასეთი გოგო ხომ არ შეგხვედრიათო, მაგრამ ამაოდ.
დაღლილს ნერვები დაწყვეტაზე ჰქონდა. აუზრო ფიქრები თავბრუს ახვევდა.
„რა ჯანდაბა ეტაკა? იქნებ რამე მოხდა და ამიტომ მოიქცა დილით ასე? იქნებ რამე ვაწყნენინე? რა ჯანდაბა ვაწყენინე... ან რას ჩამოვსვი აქ შუა გზაზე? ოხ დემეტრე, *ლე ხარ ამხელა კაცი! სულელი! და ვინ იცის ახლა ბავშვი რა დღეშია...“
ასეთ ფიქრებში იყო და მანქანით უმისამართოდ მიდიოდა, აჩომ რომ დაურეკა. ჩემთან ამოდი და ვჭამოთ, თან მომიყევი რა მოხდაო.
აჩო ვერაზე ცხოვრობდა. ნამდვილი „ვერელი“ ტიპი იყო, განსაკუთრებით ყმაწვილკაცობაში. სანაია 32 წლის გახლდათ, ცოლ-შვილიანი კაცი. მისი მეუღლე მაგდა აჩოს ბავშვობის სიყვარული იყო, მე-9 კლასიდან შეყვარებულები იყვნენ და სკოლის დამთავრებისთანავე დაქორწინდნენ. ეს ალბათ აჩოს ცხოვრებაში ყველაზე გიჯური გადაწყვეტილება იყო. იმ დროს არავის გაჰკვირვებია 18 წლის მოზარდების ქორწინება, პირიქით, ორივეს ოჯახი დიდი ზარზეიმით შეხვდა ამ ამბავს. მაგდა წყნარი, მშვიდი და გამგები სრულიად აბალანსებდა მის ანტიპოდ მეუღლეს. „ვერელი ბიჭი“, რომელსაც თავში უქროდა, მაგდას ხასიათმა, მიდგომამ და უსაზღვრო სიყვარულმა დააშოშმინა. მალევე გაუჩნდათ ბიჭი, დემეტრეს ნათლული დემნა. სანამ აჩო იურიდიულზე სწავლობდა და შერლოკ ჰოლმსს მეასედ კითხულობდა, მაგდა დიასახლისად, სამაგალითო ცოლად და დედად ჩამოყალიბდა. დემეტრეს კეთილი შურით შურდა ძმაკაცის, მიუხედავად ყველაფრისა, აჩოს არაჩვეულებრივი ცოლი და შვილი ყოველთვის ელოდა სახლში. დემეტრესაც ეგონა, რომ ნატა მისი ბედი იყო, რომ მალე ნატას ცოლად მოიყვანდა და 5 შვილი ეყოლებოდათ, მაგრამ ცხოვრება სიურპრიზებით არის სავსე, ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა.
კარზე ზარი დარეკა. ღიმილიანი მაგდა თბილად შეეგება.
- დემეტრე! - გადაკოცნა და მოეხვია. - როგორ მოგვენატრე! სად ხარ დაკარგული, სააად?!
- მეც მომენატრე რძალო... - მოეხვია ბიჭიც. - დავბრუნდი, ხომ ხედავ...
- ასე აღარ გაქრე იცოდე!
- ნათლია...
ყვირილით გამოიქცა 14 წლის ბიჭი ოთახიდან და დემეტრეს მაგრად მოეხვია. დემნა დედამისის ასლი იყო, მაგდას ჰგავდა ღია ცისფერი თვალებით და ქერა თმით.
- რამხელა გაზრდილხარ! კაცი ხარ უკვე! - ეხვეოდა დემეტრეც და თავზე ჰკოცნიდა.
ტკბილეულით და საჩუქრებით გატენილი ორი შეკვრა ბავშვს დააჭირა, ბოლოს კი აჩომდეც მიაღწია.
- შერლოკ, როგორ გიკითხოთ...
- მე რა მიჭირს, ძაღლების ხელში შენ ხარ...
- ძაღლები ვერ მომერევიან, როცა შერლოკი მიცავს, ხომ იცი...
სამზარეულოში საოცარი სუფრა დახვდა გაშლილი. ახლა გაიაზრა, რომ მთელი დღეა ლუკმა არ ჩაედო პირში.
- მაგდა! საოცრება ხარ! - შესძახა ყიფიანმა, მაგდა ჰაერში დააბზრიალა და ჩანგალს დასწვდა.
- მოყევი ახლა, რა მოხდა. - გვერდით მიუჯდა სანაიაც.
- აცადე ადამიანო, ჭამოს! - ხის კოვზი მსუბუქად დაუკაკუნა თავზე.
- შენ მოდი აქ! მე უნდა შეგჭამო!
მაჯაში სწვდა ცოლს და კალთაში ჩაისვა.
- დემეტრე, იქნებ როგორმე უშველო შენს სექსუალურად დაუკმაყოფილებელ ძმაკაცს?
- ნწ, მაგას მე ვერ ვუშველი... მხოლოდ შენ... - უპასუხა სიცილით, თან ხორცის ნაჭერს ჭრიდა.
- ვერავინ გიშველის, ხომ ხედავ მაგდანა? - უთხრა სიცილით და მხარზე აკოცა.
- რომ იცოდეთ მე ყველაფერი მესმის... - გაისმა დემნას ხმა.
- გესმოდეს, მამი, დიდი ბიჭი ხარ უკვე!
- დებილო! - კიდევ ერთხელ უთავაზა მაგდამ კოვზი.
დემეტრემ რომ ვახშმით გული იჯერა, შემდეგ მოუტრიალდა ძმაკაცს, რომელიც ინტერესით იწვოდა.
- ამოღერღე ყიფიანო, თორემ მაგრად დაგჟეჟავ...
- მოკლედ... სადღაც მუხაწყაროში დამიბარეს, რაღაც ძველ და ჩაბანძებულ სახლში.
- ვაიმე, ვერც კი ხვდებიან, რომ ასეთი საქციელით უფრო მეტ ეჭვს ბადებენ...
- დაცვამ გამჩხრიკა და ამომაცალეს ყველაფერი.
- დიქტაფონი გიპოვეს?
- ვერა...
- ოჰ, შენც კაი ძაღლი ხარ. - მხარზე ამაყად დაუტყპუნა ხელი.
- მერე შევედი შიგნით, რაღაც მაგიდასთან დამსვეს.
- ვინები იყვნენ?
- ორივე ლიპარტელიანი, გეგიც და ლადოც. ნუ ბათა თავისთავად. როგორ დაბერებულა ეგ ჩემისა, არადა ახალგაზრდობაში ატრიალებდა ვერას მახსოვს.
- კაი, მერე?
- ერთი მელოტი კაცი იყო, სულ ეწეოდა და რაღაც ღრმა ფილოსოფიურ კომენტარებს აკეთებდა.
- კოკა ღლონტი! სხვა ვინ იქნებოდა?
- და ვინაა ეს კოკა ღლონტი? მაგრად კი მომშალა ნერვებზე.
- ვინაა და ლიპარტელიანის მამოძრავებელი ძალა. რასაც კოკა ჩასძახებს, ბატონი მინისტრიც იმას აკეთებს. მე თუ მკითხავ, მაგათგან ყველაზე საშიში ეგ კაცია. ყველაფერზეა წამსვლელი საერთოდ. ნუ, სადაც გეგიმ თავისი ძმა თავისი ხელით გადასცა პოლიციას და სამუდამოც მიუსაჯეს, ამის მერე რა უნდა გაგვიკვირდეს, მაგრამ ეს ბევრად მეტია. და საშიში ისაა, რომ კოკა ყველაზე ჭკვიანია. ფრთხილად უნდა იყო იმენა მაგასთან, არ უნდა დაგვწვას.
- დიქტაფონს დაგიტოვებ და მოუსმინე რაები იბაზრა მაგ კოკამ.
- აუცილებლად. სხვა?
- ბოლოს ვიღაც გოგო ახსენეს. ვიღაც ნია. მოწმეაო.
- რაააა?
- ჰო, ესენი სამინისტროში რომ თავიანთ ცოდვებს განიხილავდნენ, ამ საცოდავმა პატარა გოგომ იქვე გაიარა, ყველაფერი გაიგო, ამათმაც დაინახეს გოგო და გამოეკიდნენ.
- მოკლეს?
- არა, გოგო გაექცათ.
- ხო არ ღადაობ... - არ სჯეროდა აჩოს.
- ეძებენ ერთი კვირაა და ვერ მიაგნეს.
- დემეტრე, ეს გოგო ჩვენ უნდა ვიპოვოთ, თანაც სასწრაფოდ! ეს გოგო ზედმეტი წვალების გარეშე ჩაგვაყუდებინებს ამ სვავებს სამუდამოდ.
- ვიპოვით. მთავარია ჩვენ დავასწროთ პოვნა, თორემ ჩათვალე გოგო მკვდარია.
- ვაა, ამას უკვე აღარ ველოდი. შენი იმედი მაქვს, დემე, იცოდე! სიტყვაც არ გამოგრჩეს. ფრთხილად, ტაქტიანად და ოსტატურად.
- ვიცი, შერლოკ, ვიცი.
- სხვა რა ხდება შენკენ?
- შენ წარმოიდგინე და ხდება.
- არ გაატ*აკო! - გაუკვირდა სანაიას.
- ხო, ხო... არც მე მჯერა, მაგრამ ფაქტია, რომ ხდება.
- ვინაა , სად იპოვე?
- ჰაჰაჰა, აქეთ მიპოვა.
- რა ჰქვია?
- ნიალა. - ეს სახელი განსაკუთრებულად თბილად თქვა.
- ვაი, მგონი დაგენძრა.
- ვიცი, ვიცი.
- მოყევი ახლა.
- შენ რომ შეგხვდი ერთი კვირის წინ, მერე მაღაზიებში გავედი, რაღაცები ვიყიდე რა, რაჭის სახლისთვის. მერე პავლოვზე აღვმოჩნდი, მეთქი ბარემ ფულს გამოვიტან ბანკიდან. გამოვდივარ და ვიღაც გოგო მოდის, ნუ არ მივაქციე ყურადღება, წავედი მანქანისკენ და ეს გოგო დაბარბაცდა, ხელი მივაშველე, თორემ ასფალტზე დაასხამდა ტვინს.
- ვაუ, რა რომანტიკულია... მერე? - ჩაერია მაგდაც.
- მერე გული აერია, ხო არ მივაგდებდი, გონება დაკარგა, არც ტელეფონი ჰქონდა, არც საბუთები, არაფერი. მომკლავენ, მომკლავენო. სულ ამას იძახდა, შემეცოდა, ტო. ჩავსვი მანქანაში და გავაქანე რაჭაში.
- რა ქენი? - წყალი გადასცდა სანაიას.
- ხო.
- მოიტაცე? - აღფრთოვანებული იყო მაგდა.
- დაახლოებით.
- შენ შიგ ხომ არა გაქვს? - დაიწყო სიცილი აჩომ.
- ვაფშე გონზე არ იყო, მეგონა კვდებოდა. დაჟე რაჭაში ნემსიც კი დავარჭვე, ცოტა რომ გამოფხიზლებულიყო.
- გიჟი ხარ.
- ნიალაც ამას მეუბნება.
- აჰ, დაჟე ნიალაც ასე გეუბნება?
- დილით რომ დამინახა ისტერიკები გამართა. ვინ ხარ, რა გინდაო.
- აა, ჭკვიანი გოგო.
- წამიყვანეო, სად ვარო. მე ერთი კვირა აქედან ფეხის გამდგმელი არ ვარ და სადაც გინდა იქ წადი, მეთქი. გამექცა.
- მერე? - ყურებს არ უჯერებდა აჩო.
- ტყეში დაიკარგა, სადღაც ხრამში გადაიჩეხა კინაღამ. ძლივს მივაგენი და სახლში დავაბრუნე.
- თუ მჯეროდეს...
- ტანსაცმელი გავხადე, დავბანე, ჭრილობები დავუმუშავე. ისევ გონზე არ იყო.
- დემეტრე, მართლა შენ ხარ?
- ორი დღის მერე ადგა, იცი რა ლამაზია?! იმენა დამატყვევა, სხვა ვერავისზე და ვერაფერზე ვფიქრობდი. ახლაც ეგრე ვარ.
- რამე მოხდა თქვენს შორის? - წარბი ასწია.
- არა, მხოლოდ ვაკოცეთ.
- რამდენი წლისაა?
- 21.
- რაა? დემეტრე, შემახსენე რამდენი წლის ხარ?
- 30, თითქმის.
- მერე?
- რა ვქნა ძმაო, შენსავით ყველა თავისხელას ვერ პოულობს.
- ასე მითხრა შსს-ში ვმუშაობდიო, გამომაგდესო. რაღაც დააშავა ეტყობა და შსს დასდევს. ამიტომ იძახდა მომკლავენო.
- გოგო ნახე რა... ახლა სადაა?
- დიღმის ტრასაზე ჩამოვსვი.
- რატომ ?
- ნერვებზე მომშალა. წინა დღეს ვუთხარი აქ დარჩი, ჩემთან მეთქი. კაიო. მეორე დღეს გამომიცხადა არ ვრჩები, მოგყვებიო.
- და ამაზე ავარდი შენც, ხომ?
- წყობიდან გამოვედი.
- რომ არ გიჩივლა მადლობა თქვი. რა გიკვირს?
- მეგონა ყველაფერი კარგად მიდიდა. ნატაზეც კი მოვუყევი.
- ვაა...
- ეს კი ასე ადგა და გაიქცა.
- მიდი, მოძებნე , რას მიზიხარ აქ?!
- ვეძებე, ვერ ვნახე. რომ წავალ ისევ მოვძებნი.
- ყიფიანო, შარო საიდან მოდიხარო ხომ გაგიგია? აი ეგ ხარ შენ!
- ვიცი... ვიცი...
მალევე წამოვიდა და ისევ ნიალას ძებნა დაიწყო. ვერ მიაგნო. მთელი ქალაქი შემოიარა, ყველა გამვლელი გამოკითხა, მაგრამ ამაოდ. ბოლოს დაღლილი მიესვენა საწოლს იმ იმედით, რომ მეორე დღეს მაინც იპოვიდა.
დილით ბათამ დაურეკა და შეხვედრა სთხოვა. სასაუზმოდ ერთ-ერთ პატარა კაფეში დაიბარა.
- ბათას ვახლავარ... - ხელი ჩამოართვა.
- გაზრდილხარ, დაკაცებულხარ... და უფრო და უფრო ემსგავსები ბაბუაშენს.
- რა გახსოვს ბათა ბაბუაჩემი გაფიცებ... - გაეღიმა დემეს.
- მახსოვს, მახსოვს... ვერაზე პალაჟენია მიჰყავდა... იცინე შენ და მაგან მასწავლა კაი კაცობა მე...
- აფსუს, მე ვერ მოვესწარი...
- მართლაც აფსუს, თორემ ბაბუაშენი ძაღლობის უფლებას მოგცემდა?
- მეუღლე როგორ გყავს ბათა ბატონო, ან შენი გოგო რას შვება?
- მეუღლეს არაუშავს, მიძლებს. ნანიკო ბათუმში ცხოვრობს, იქ გათხოვდა და რამდენიმე წელია გადაიხვეწა ზღვისკენ.
- ვაა, ეს არ ვიცოდი... ანუ შენს კლანჭებს თავი დააღწია ნანიკომ?
- ასე გამოდის... - დანანებით და მონატრებით ჩაილაპარაკა ბათამ. - ასეთი ყოფილა გოგოს ყოლა. გაზრდი, გეყვარება და ჰოპ... უცებ ვიღაც ბიჭი აურევს ტვინს და წაიყვანს...
- ეჭვიანობ ბათა?
- ნუ მეტლიკინები, შენი ჭირიმე...
დემეტრეს გაეცინა. ჩაი და ნამცხვარი შეუკვეთა, მას ხომ ნებისმიერ დროს შეეძლო ეჭამა ნამცხვარი.
- ამ საქმეში როგორ ამოყავი თავი, ბათა? მე მეგონა თავი დაანებე პოლიტიკას და მერე ამ ძაღლურ საქმეებს.
- სხვა გზა არ დამიტოვეს... არ მინდოდა, კი იცი წლებია არ გამოვჩენილვარ, მაგრამ ლიპარტელიანმა გამომიჭირა. მაშინ აპირებდნენ მთავრობაში მოსვლას და რასაც ქვია დამაძალა, შენ მე მჭირდები, შენნაირი გამოცდილი აქ არავინააო.
- ეგ კაი, მაგრამ შენ, საქვეყნოდ ცნობილი ბათა, იქ ზიხარ და უსმენ ვიღაც ახალგამოჩეკილ კოკა ღლონტს და გეგის?
- კოკას მარტივად ნუ უყურებ, ბავშო, ძაალიან საშიში კაცია. ისეთი რაღაცები აქვს გაკეთებული... ვერც კი წარმოიდგენ. კოკამ თუ დაგწვა, ჩათვალე პიზდეც...
- აჩომაც მითხრა ეგ...
- ხოდა დაუჯერე ძმაკაცს. რას შვება აჩო? მაგდა ხომ არ გინახავს?
- გუშინ ვნახე, კარგად არიან...
- ჩემს ბედს შევე*ი, დისშვილი ვეღარ უნდა ვნახო?
- მაგდას არაფერი უჭირს, აჩო ცივ ნიავსაც არ აკარებს, ხომ იცი...
- ვიცი, ვიცი...
- გამხდარი ხარ, ბათა... შეიცვალე...
- ჩემი ღვიძლი მალე სულ დაიშლება და სიგამხდრე ვისღა ემახსოვრება... ახალგაზრდობის ცოდვებმა მიწია, ხომ ხედავ, დემეტრე... მაგრამ კარგ ადამიანად ქცევა არასდროსაა გვიანი მგონი, ხოდა აგერ, გეხმარებით, მეტი რა ვქნა...
- კაი კაცი ხარ, ბათა, ყოველთვის კარგი იყავი, ყოველ შემთხვევაში მე ბავშვობიდან ყველაზე მაგარ ტიპად შენ მიმაჩნდი...
- მეგრელი აფერისტი ხარ თქო, ბოლომდე ვერ გეტყვი, მაგრამ მაინც ყივის შენში დედაშენის სისხლი... - ჩაეღიმა ბათას.
- კაი, გაფიცებ, სად იცნობდი დედაჩემს ასე? - გაეცინა ბიჭსაც და ჩაი მოსვა.
ბათა დემეტრეს უყურებდა და იღიმოდა, მაგრამ ვინ იცის მისი გონება სად დაქროდა.
- შენზე ეჭვები ჰქონდათ... - დასერიოზულდა უცებ. - გამოგიძიეს, თავიდან ბოლომდე. იციან შენი მშობლები, ნათესავები, გაშიფრული აქვთ შენი წარსული. პატარა შეცდომაც რომ დაუშვა, დემეტრე, დაღუპული ხარ. მამაზეციერიც კი ვერ გიშველის. იმ შერლოკასაც ასე გადაეცი. სულ მალე პირველი სასამართლოა, დაკითხვებს მანამდე მოაყომარებენ. აჩოს უთხარი, აუცილებლად დაესწროს ლადოს და კოკას დაკითხვას. ეს ორი უსიკვდილოდ აურევს ჩვენებას, პლუს გეგი რაღაცას წამოაყრანტალებს და ეგაა, ეჭვიც გაჩნდება.
- რა კაი ზღაპარივით ყვები ამ ყველაფერს, ბათა...
- ე ბიჭო, გიხსნი გასაგებად და მომისმინე. მერე უკვე შეძლებს შერლოკა პირდაპირ ამ ძაღლებზე აღძრას საქმე. არავინ შეეწინააღმდეგება.
- და შენ რას აპირებ? შენც მიგაყოლებენ, ბათა, ხომ იცი?
- შენ გგონია ჩემი ღვიძლი მაქამდე გაძლებს?
- მაგ ღვიძლის იმედზე ხარ, ხო?
- მე რას ვეუბნები და ეს რას ღადაობს აქ!
- კარგი, ბათა, გავიგე ყველაფერი... ნუ ხარ ასეთი დაძაბული... ნანიკოს ქმარი არ გევასება ანუ?
- საჭორაოდ მოგიყვანე ბიჭო მე შენ?
- ბათააა...
- ხო, არ მევასება. ჩემი გოგო წაიყვანა ჩემგან 300 კილომეტრით შორს.
- ჰოი, საოცრებავ... ამხელა კაცს პრემიერი, პრეზიდენტი და მთელი ძაღლობა ვერ მოგერია და ამ ერთმა აჭარელმა დაგამარცხა?
- დამამარცხა და უიარაღოდაც დამტოვა.
კიდევ დიდხანს ისაუბრეს. გვიან დაიშალნენ, სანამ ჩაის სმა ვისკით გამოტყვრომით არ დაასრულეს.
მეორე დილით გეგის ზარმა გააღვიძა ადვოკატი. თავი უსკდებოდა, მაგრამ ეს საქმე უფრო მნიშვნელოვანი იყო. დემეტრე ამჯერად სხვა ადგილას დაიბარეს, ისევ ქალაქგარეთ, მაგრამ ამჯერად სადღაც გარდაბანში.
- ეს ლოკაციები ყოველ დღე იცვლება? - ჰკითხა გეგის მას შემდეგ, რაც დაცვამ გაჩხრიკა.
- ასეა საჭირო. - შეუღრინა ლიპარტელიანმა.
- არის რაიმე ახალი? - საქმეზე გადავიდა დემე.
- ის გოგო დავიჭირეთ. - თქვა გამარჯვებულის ხმით კოკამ.
- ვინ გოგო? - იკითხა მაინც, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ვისზეც იყო საუბარი და რაც, რა თქმა უნდა, არ ესიამოვნა.
- ჩვენი პატარა და ჭორიკანა ნიაკო.
- პატარა ეძახე და რა ნაშაა... - ტუჩები გაილოკა ლადომ. - მაგრად გაჟ*მავდა კაცი...
ორივე ლიპარტელიანი და კოკა ბოლო ხმაზე ახარხარდნენ. დემეტრეს გააჟრჟოლა, წუთით წარმოიდგინა საწყალი გოგონა, რომელიც ამ მხეცებს ჰყავთ სადღაც გამომწყვდეული და ასეთ გეგმებს აწყობენ.
- მაგის დროც მოვა, ლადო, მთავარია ჯერ თქვას ვისთან მუშაობს.
- და რატომ არ ამბობს? - იკითხა ადვოკატმა.
- გააფრთხილეს, ალბათ, კარგად. ხმა არ ამოიღოო, თორემ ასე მოგივაო და ესეც ხმას არ იღებს.
- და რას ამბობს?
- რას იყვის? არ ვიციო, არაფერ შუაში ვარო, შემთხვევით მოვისმინეო.
- და იქნებ ასეცაა?
- რა მნიშვნელობა აქვს? ის გოგო იქიდან ცოცხალი მაინც ვერ გააღწევს.
- და სანამ მოკვდება ჩემს დაუნდობელ *ლეზე ვახტუნავებ... - ჩაილაპარაკა ბედნიერი ხმით კოკამ.
ყიფიანს მოულოდნელად გულის რევის შეგრძნება დაეუფლა. სიძულვილით ანთებული თვალებით შეხედა კოკას. რას არ მისცემდა, ოღონდ ახლა ამ მელოტი სიმახინჯის საკუთარი ხელით დახრჩობა შესძლებოდა.
- თან ასეთი გოგო როგორ აღმოჩნდა? - ორაზროვნად გაიკვირვა ბათამ. - არც ოჯახი ჰყავს, არც ნათესავები, არც მეგობრები, შეყვარებულზე ხო საუბარიც ზედმეტია.
- მართალი ხარ, ჩემო ბათა. ეგეც საეჭვოა, მაგრამ რაღაც პონტში კარგიცაა, ისე გავაქრობთ, მომკითხავიც არ ეყოლება.
- იქნებ მე დავკითხო? - სცადა მაქსიმალურად გულგრილად ეთქვა.
- და შენ რატომ?
- თქვენი ეშინია, დამფრთხალია, თან თუ უთხარით აქედან ცოცხალი მაინც ვერ გახვალო, მისთვის ყველაფერს აზრი ექნება დაკარგული. ასეთ დროს ადამიანს სულ სხვანაირად უნდა მიუდგე, ამიტომ გთავაზობთ რომ მე შევიდე. მშვიდად, წყნარად დაველაპარაკები, ყველანაირი ძალადობის გარეშე. გოგო ჩემს მიმართ ნდობით აღივსება და ყველაფერს თავისი ნებით ჩამოარაკრაკებს.
- კი მაგრამ ვინ აპირებს რო მის გაშვებას?!
- ეგ უკვე თქვენი გადასაწყვეტია. - იდეალურად თამაშობდა ყიფიანი. - მე ეგ აღარ მადარდებს.
- ადვოკატი ნახე რა... და თქვენ არ გაქვთ რამე პლატონის ფიცი? აი ჰიპოკრატესი როა ეგეთი... - გაეხსნა კოკას.
- დღეს ისევ ჩვენ მივხედოთ... - თქვა ლადომ გადაჭრით. - დღესაც თუ არაფერი თქვა, მაშინ შეიძლება დემეტრეს შეშვება...
- როგორც გინდათ... - მხრები აიჩეჩა ბიჭმა.




12.
სანაპიროზე იჯდა და ზღვას უყურებდა. ქარი ქერა კულულებს ტალღებივით უბნევდა. ლამაზი გოგონა იყო, მაგრამ ღია ცისფერ თვალებში რაღაცნაირი სევდა ჩასდგომოდა. ზღვასთან გამოსვლა უყვარდა, გაჰყურებდა უკიდეგანო სივრცეს და ფიქრობდა. თავის ფიქრებს და სადარდებელს ამ ბობოქარ მოვლენას უზიარებდა და თითქოს მშვიდდებოდა. ორივე ხელით ოდნავ გამობერილ მუცელს ჩაფრენოდა და ეფერებოდა.
- კიდევ დიდხანს აპირებ აქ ჯდომას? - მოესმა უკნიდან საყვარელი ადამიანის ხმა.
- კი, ვაპირებ...
- შეიძლება შემოგიერთდე? - ჰკითხა და უკან მოუჯდა.
გოგონა ზურგით ბიჭს მიეყრდნო, თავი მის მკერდს მიაბჯინა.
- რაზე ფიქრობს ეს ლამაზი თავი? - თმაზე აკოცა, ხელები მუცელზე შემოხვია.
- დედაჩემს ველაპარაკე.
- და რაო სიდედრმა?
- ნიკა, ბათა კვდება. - თქვა და ამ სიტყვებს მთელი თავისი გული ამოაყოლა, ცრემლებმა თავისით გაიკვალა გზა.
- რას ამბობ, ნანიკო, საიდან მოიტანე?
- დედამ მითხრა, არ გეუბნებოდა, მაგრამ რამდენიმე წელია ღვიძლი აწუხებსო. უკვე ისე ცუდადაა, რომ ბევრი არ დარჩაო. - ტიროდა გოგო.
- და მერე? მკურნალობა? ოპერაცია?
- არაფერს აზრი არ აქვს, შენ თუ ჩამოხვალ და ამით თუ გაუხანგრძლივებ ცხოვრებასო...
- ხოდა ჩავალაგოთ და წავიდეთ თბილისში...
- რატომ? რატომ მოხდა ასე? ხომ შეიძლებოდა მეც ჩვეულებრივი ცხოვრება მქონოდა, ისეთი, როგორიც სხვებს ჰქონდათ? მე რა დავაშავე? მთელი ბავშვობა მამაჩემზე მხოლოდ ცუდი მესმოდა... ხალხი ლანძღავდა, სძულდათ და მეც ვერ მიტანდნენ, რომ ასეთი კაცის შვილი ვიყავი... და მიუხედავად ამისა... მე მაინც მიყვარდა მამაჩემი... და დღემდე მიყვარს... და მინდა, რომ იცოდეს რომ მიყვარს... მაგრამ ვერ ვეუბნები... იმიტომ, რომ გამამწარა... გესმის? ნიკუშა, გამამწარა... მაიძულა, რომ 10 წელი მამის გარეშე მეცხოვრა... იმიტომ, რომ ციხეში იყო... მის მიმართ გამოწვულ აგრესიას ჩემზე ანთხევდნენ, თითქოს მე ვიყავი დამნაშავე ბათას ბნელ დანაშაულებში... ასობით ოჯახი გაანადგურა... და მე მაინც მიყვარს... და მეზიზღება, რომ მიყვარს... ბათა ჩემზე არასდროს ფიქრობდა... ეგონა, რომ ფიქრობდა... მაგრამ ვერ ხვდებოდა, რომ მე ის უფულო და უქონელი უფრო მჭირდებოდა, ვიდრე ფულიანი და ციხეში... ამბობენ გამოსწორდაო... იმედი გამიჩნდა... შენი სახლიდან წამოსვლის მერე სულ სხვანაირიაო, კარგად იქცევაო, ბინძურ საქმეებს შეეშვაო... მიხაროდა, ნიკა, მიხაროდა... - ცხარე ცრემლები ნაკადულივით სდიოდა სახეზე. - ვფიქრობდი, რომ ბავშვის გაჩენის მერე ცოტა ხნით თბილისში გადავიდოდით... და ბათა ბაბუა გახდებოდა... პატარა ბავშვის არსებობა საერთოდ დაავიწყებდა წარსულს მეც და მასაც... ამდენი წლის მერე პირველად შევძლებდით ნორმალურად ცხოვრებას... მე მამა მეყოლებოდა, რომელსაც ყველაფერს მოვუყვებოდი... ბავშვს ბაბუა... რომელიც კისერზე შეისვამდა და გაასეირნებდა... და ახლა რა ხდება? მამა, რომელიც მთელი ცხოვრება მაკლდა, ახლა ხელიდან მეცლება... და ის შეგუებულია ამას... დიდი ხანია იცის, რომ კვდება. მაშინაც იცოდა, როცა სახლიდან წამოვედი და არაფერი მითხრა... ახლა ჩემს თავს ვადანაშაულებ... ღმერთო ჩემო... ჩემს თავს ვადანაშაულებ, რომ წამოვედი და მასთან არ დავრჩი... ეს ორი წელიც ასე გავფლანგე... როცა შემეძლო 2 წელი მაინც გამეტარებინა მამაჩემთან სიახლოვეში...
- დამშვიდდი რა, ნანიკო, გთხოვ... ასეთს ვერ გიყურებ... - მაგრად ჩაეხუტა.
- ნიკა, შენ არ გესმის... შენ ყოველთვის გყავდა მოსიყვარულე მშობლები... და მე? 3 წლის ვიყავი პირველად რომ ჩასვეს, ციხიდან რომ გამოვიდა, მე უკვე მეორე კლასში ვიყავი. მამაჩემს არ მივუყვანივარ სკოლაში პირველ დღეს... არ უნახავს, როგორ ვისწავლე წერა და კითხვა... მეორედ რომ დაიჭირეს, 13 წლის ვიყავი... მთელმა ქვეყანამ გაიგო ეს ამბავი. სკოლაში ყველა დამცინოდა, მკვლელის შვილს მეძახდნენ. პირველი სიყვარული და იმედგაცრუება ისე გადავიტანე, არავის დავუმშვიდებივარ და უთქვამს, ცხოვრება წინაა, შენი ფასი ვინც ვერ დაინახა, იმის იქით წასულაო. ვინ გაწყენინა, მამი, თავს გავუხეთქავო, აი ეს დებილობაც კი არავის უთქვამს. რომ გამოვიდა, 16 წლის ვიყავი უკვე. მესამედ იცი როდის ჩასვეს? ეროვნული გამოცდების პირველ დღეს. და მე ნამტირალევი, ნანერვიულები მივედი იქ. რაზე მეფიქრა? გამოცდების ჩაბარებაზე თუ მამაზე, რომელიც 2 საათის წინ ნარკოტიკების გასაღების გამო დაიჭირეს? აი ასე მომექცა მე ეს კაცი... და მაინც... არ დამიკარგავს იმედი... რომ... გონს მოეგებოდა... და როდის? მაინც და მაინც სიკვდილის წინ? ესაა სამართალი, ნიკა?
- დამშვიდდი, ჩემო ერთადერთო... სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს... ხვალ უკვე თბილისში ვიქნებით...

გიჟდებოდა ნიკა თავის ცოლზე. ნათესავის ქორწილში იყო თბილისში ჩასული, როცა ნანიკოს შემთხვევით გადაეყარა. შუქნიშანზე იდგა მანქანით, როცა მოულოდნელად კარი გამოაღეს.
- გთხოვ, მალე წადი... - სასოწარკვეთილი ხმა ჰქონდა გაწეწილ და აქოშინებულ გოგონას, რომელმაც მიუხედავად ამისა, ერთი შემოხედვით დაიპყრო ნიკას გული.
ნიკამაც მოწყვიტა მანქანა. ქალაქიდან რომ გავიდნენ მხოლოდ მაშინ ამოისუნთქა გოგომ, რომელიც სულ კანკალებდა.
- მადლობა... - აღმოხდა ბოლოს.
- არ მეტყვი რა მოხდა?
- მამაჩემი ბევრ ადამიანს სძულს, რომელიღაც მაგისმა მოძულემ მომაგნო და წარმოდგენაც არ მაქვს რას მიპირებდა...
- კარგი, დამშვიდდი, კარგად ხარ უკვე... მე ნიკა მქვია...
- მე ნანა...
აჭარელი ნანიკოს ხელს ეამბორა. აღარც ქორწილში წასულა, რამდენიმე თვეში კი თვითონ მოიყვანა ბათას ერთადერთი ქალიშვილი ცოლად.
ერთი ნახვით შეუყვარდა და ნანიკოს ყოველ შემოხედვაზე ისევ თავიდან უყვარდებოდა. გიჟდებოდა გოგონას ცისფერ თვალებზე, ქერა კულულებზე, პატარა ჭორფლიან ცხვირზე... მისი ერთადერთი საფიქრალი ნანიკო იყო. ოღონდ ამ ქალბატონს რამე მოესურვა და ნიკაც წამებში გაუჩენდა. ნანიკოსთვის კი ნიკაზე იდეალური არავინ არსებობდა. მთელი ცხოვრება ბათაზე ნერვიულობაში გაატარა, საღამოობით დაღლილი რომ მიესვენებოდა საწოლს, მაშინ ნატრობდა ადამიანს, რომელიც ამ ყველაფერს დაავიწყებდა. ნიკა სწორედ ეს ნატვრა იყო.


13.
- ისევ ხმას არ იღებს? - კარი შეგლიჯა კოკამ.
- არა, ბატონო კოკა... - ფეხზე წამოიჭრა ბადრი.
- და ახლა სძინავს?
ბოძზე მიბმულ ნიალას თვალები დაეხუჭა და თავი გვერდზე გადაეგდო. არ ეძინა, მაგრამ კოკას ამაზრზენი სახის დანახვაც არ უნდოდა.
- შევამოწმებ, ბატონო... - წინ გაიჭრა მეორე „დაცვა“.
- იყავი, მე თვითონ.
სახეზე საზარელი ღიმილი გადაეკრა. გოგონას მიუახლოვდა, ჯიბიდან სპირტიანი სასმელი ამოიღო, თავი მოხსნა და რამდენიმე ყლუპი მოსვა. მერე ნიალას წინ ჩაიმუხლა, ფეხზე სისხლმდინარე ჭრილობა შენიშნა, სასმელი მთლიანად ფეხზე გადააცალა.
ნიალას ღრიალმა მთელი დასახლება შეძრა.
- უი, ღვიძავს თურმე... - გაუღიმა გოგონას. - არ თქვა დამეწვაო...
- რა გინდააათ...
- არ იცი რა გვინდა? - დაიღრიალა.
ნიალამ ისევ თვალები დახუჭა, რასაც ისეთი სილის გაწვნა მოჰყვა, რომ მართლა თვალთ დაუბნელდა.
- მე როცა გელაპარაკები, თვალებში მიყურე, გაიგე? - ისევ ღრიალებდა.
ბოძს თავი ისე მიარტყა, რომ გულის რევის შეგრძნება დაეუფლა. საშინელი ხველა აუტყდა, იხრჩობოდა.
- გაუხსენი ხელები... - ბრძანა კოკამ.
- რა?
- რაც გაიგე, დროზე, გაუხსენი!
ბადრიმ დანა ამოიღო და ნიალას ხელები გაუხსნა. გოგონა არ განძრეულა.
- რას იპრანჭება ეს კახპა? - ირონია გაეპარა მის ხმას.
წამოდგა, ნიალას თმებში ხელები ჩაავლო და ძალით წამოაყენა. ნიალამ დაიკივლა.
- ხო ხვდები, რომ სანამ არ იტყვი არ შეგეშვებით? უბრალოდ თქვი, ვისთან მუშაობ და მარტივად, უმტკივნეულოდ მოკვდები.
- არავისთან არ ვმუშაობ... გესმით? არავისთან... - ბოლო ძალები მოიკრიბა გოგომ, რასაც ისევ სილის გაწვნა და მიწაზე დავარდნა მოჰყვა.
- არ მიყვარს მატყუარა გოგოები... სხვა გზას არ მიტოვებ, ნიაკო...
კიდევ უფრო საზარელი ღიმილი გადაეკრა სახეზე, გოგონა ნაზად წამოაყენა, ხელი წელზე შემოხვია.
- მითხარი, ნიაკო, რამდენ კაცთან გიტ*ნაურია? - ხელი ფეხზე აუცურა და საჯდომს ჩააფრინდა.
- ხელი გამიშვი! - გაუძალიანდა გოგონა, ყველაზე და ყველაფერზე მეტად სძულდა ამ წამს ეს კაცი და მხოლოდ ერთი სურვილი ჰქონდა, საკუთარი ხელებით დაეხრჩო.
- ნახე, თან როგორი ურჩი ყოფილა... მიყვარს დაუმორჩილებელი გოგონები...
ხელები ზურგს უკან გაუკავა, უხეშად აკოცა კისერში. ნიალა ღრიალებდა, ცრემლები ღაპაღუპით სდიოდა და თავის დახსნას ამაოდ ცდილობდა.
კაცმა გოგონას მაისური გადააძრო და ბიუსჰალტერის ამარა დატოვა. ბიუსჰალტერსაც გაუხსნიდა, ბადრი რომ არ შემოსულიყო და ხელი არ შეეშალა.
- ბატონო კოკა...
- ბადრი, გააჯვი...
- ვოვა მოვიდა, ვიღაც კაცი მოიყვანა, ასე ამბობს ლადომ გამოგზავნაო...
- ვინ ჩემი *ლეა?
- დემეტრე ყიფიანი...
ამ სახელის და გვარის გაგონებამ ელექტროდენივით დაუარა ნიალას სხეულში, თითქოს გამოფხიზლდა, გამოცოცხლდა.
- დედას შევე*ი! ეს ახალგამოჩეკილი ადვოკატი უკვე ძალიან მაღიზიანებს. ჩვენ საქმე გვაქვს დასამთავრებელი, იცოდე, ვეცდები მალე მოვიშორო სტუმარი.
ჩასჩურჩულა ნიალას და ისევ ძირს დაანარცხა. გოგონამ ტკივილისგან ყრუდ ამოიგმინა. მაისურს დასწვდა და დიდი ტკივილით გადაიცვა. ესმოდა დემეტრეს ხმა. როგორ ენატრებოდა, როგორ სჭრიდებოდა, თურმე, ამ ხმის გაგონება.
ჯალათმა ბადრიმ ისევ ბოძზე მიაბა. რამდენიმე წუთში მანქანის დაქოქვის ხმა გაისმა.
„არა, გთხოვ... დემეტრე... არ წახვიდე...“ - ლოცულობდა გულში.
წუთიერმა დუმილმა დაისადგურა. არც ბადრის ხმა ისმოდა, არც კოკასი, არც დემეტრესი. წუთები გაიწელა ან ნიალას ეჩვენებოდა ასე, მაგრამ ბოლოს კარი ისევ გაიღო.
- შეიძლება მძევალთან მარტო დავრჩე? - დემეტრეს ხმამ მაცოცხლებელი ტალღასავით დაურასა სხეულში.
- არა. - შეუღრინა ბადრიმ.
- ეს ვისი ბრძანებაა?
- არავის უბრძანებია ვიღაც ადვოკატი გოგოსთან მარტო დატოვეო.
- ჩემი ბრძანება არ არის საკმარისი? ვინმეში ხო არ გეშლები? კოკასი არ ვიცი, მაგრამ ლიპარტელიანი მენდობა და ჩემი აზრი მისთვის მნიშვნელოვანია. აი, შენი აზრი კი არავისთვის არაფერს ნიშნავს...
ბადრიმ ერთხელ კიდევ შეიღრინა და გარეთ გავიდა.
ახლაღა დაინახა დემეტრემ ოთახის მეორე კუთხეში მიგდებული გოგონა, რომელსაც სისხლიანი თმა სახეზე ჩამოყროდა.
- რა ცხოველები არიან! - აღმოხდა გამწარებულს.
რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და გოგონას წინ ჩაიმუხლა.
- დემეტრე... - ამოიკნავლა ნიალამ.
ეს ხმა... ეცნო... თან როგორ ეცნო... სახეს დააკვირდა, ლამაზ თვალებში ჩახედა. თავზარი დაეცა. ერთიანად გადაფითრდა, თვალებს არ უჯერებდა.
- ღმერთო ჩემო! ნიალა!
ის იყო... ეს დასახიჩრებული და ნაცემი გოგონა ნიალა იყო... გოგონა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ეალერსებოდა, რომელიც მის მკლავებში გატრუნულიყო და მის კოცნას ელოდა. გოგონა, რომელიც შეუყვარდა.
- როგორ ვერ მივხვდი! - აღმოხდა გაგიჟებულს, თავის თავზე მოეშალა ნერვები. - ნია ანჯაფარიძე... რომელსაც არავინ ჰყავს საერთოდ, ჩემს გარდა...
- დემეტრე... - ცხელი ცრემლები ღვარად წამოუვიდა. - მე შენ გნატრობდი...
- სულელო გოგო! - მიუახლოვდა და მაგრად მოეხვია. - ამის გამო გამექეცი? გეგონა რახან ამ ძაღლების ადვოკატი ვარ შენ გაგწირავდი?
- არა... მე... არ მინდოდა... შენთვის პრობლემები შემექმნა...
- ჩემი მე-7 კლასელი... სულელი ბავშვი! რა დღეში ჩაგაგდეს, ნიალა! გეფიცები, ნატას სულს გეფიცები თუ ჩემი ხელით არ დავასახიჩრო ყველა! გაჩენის დღეს ვაწყევლინებ სულ ყველას, ვინც შენზე ხელის აღმართვა გაბედა! ამათ მოვუტყ*ავ გამჩენებს... მაგრამ მანამდე უნდა გაგიყვანო აქედან... - კისერზე საძილე არტერია დაებერა, ცოფებს ყრიდა, ადამიანს აღარ ჰგავდა.
- დემეტრე, ასე უბრალოდ ვერ გამიყვან... მოგკლავენ... ბადრი კარში დგას გადატენილი იარაღით.
- აბა რა ჯანდაბა უნდა ვქნა, ამის დედაც...
- შენ რომ არ მოსულიყავი, ვინ იცის ის კაცი რას მიზამდა... - ისევ ატირდა გოგონა.
დემეტრეს ცივმა ოფლმა დაასხა.
- ხელი დაგაკარა?
- აპირებდა...
- მოვკლავ... გეფიცები, ჩემი ხელით გამოვჭრი ყელს! გამო*ლევებული !
გაგიჟებული ყიფიანი აქეთ-იქით დადიოდა და ბოლთას სცემდა.
- გაგიყვან, გაიგე? - მივარდა და მისი სახე ხელებში მოიქცია. - ნიალა! ჩემო სკოლის მოსწავლევ... ჩემო დაუმორჩილებელო ბავშვო... გპირდები, ღამით უკვე სახლში იქნები, ჩემს გვერდით...
ნიალას ტუჩებს მსუბუქად შეეხო და ფარდულიდან გავარდა.
- მომისმინე შენ! - ბადრის წინ აეტუზა, საყელოში სწვდა.- გოგოს ხელი არ დააკარო, თორემ თითებს დაგატეხავ... ეს გოგო... ეს გოგო ლიპარტელიანებს სჭირდებათ, ცოცხალი, ამიტომ იზრუნე, რომ თმის ღერიც კი არ ჩამოუვარდეს! გაიგე?
- რას მელაპ...
- გაიგე მეთქი? - დაიღრიალა ყიფიანმა ბოლო ხმაზე.
ბადრის ხმა აღარ ამოუღია, გაოცებული შებრუნდა ფარდულში.
დემეტრემ მანქანა ადგილიდან მოწყვიტა, თან სანაიას ნომერს კრეფდა.
- სად ხარ?
- რა ხდება, დემე, ხო მშვიდობაა?
- სად ხარ? სასწრაფოდ უნდა დაგელაპარაკო...
- კი მაგრამ, რა მოხდა?
- სად ხარ, მოვალ... - უკნიდან რომელიღაც მანქანამ დაუსიგნალა, რადგან კი არ მიდიოდა, მიქროდა. - დედისტყ*ნა! რას მისიგნალებ!
- დემეტრე, დამშვიდდი... სახლში ვარ... აქ მოდი... ოღონდ მოდი, ცოცხალი, გაიგე?
ყიფიანმა ტელეფონი გათიშა. ასეთი გაგიჟებული არასდროს ყოფილა. ახსენდებოდა ნიალას სახე, რომელიც სულ დაესახიჩრებინათ და ნერვები ეშლებოდა. ნერვები ეშლებოდა საკუთარ თავზე. რომ ვერ შეძლო და ვერ დაიცვა საყვარელი ქალი. რომ ახლაც ვერაფერს აკეთებდა და პირიქით, უნდა დაეცვა ის ჯალათები, რომლებმაც გოგო ასეთ დღეში ჩააგდეს. კინაღამ ორი მანქანა გაიტანა. ვერ ხვდებოდა, ვერ გრძნობდა ვერაფერს გაბრაზების და ტკივილის გარდა. სტკიოდა ანჯაფარიძის თითოეული ჭრილობა.
გიჟივით ავარდა მესამე სართულზე.
- რა მოხდა, გამაგებინებ? - არანაკლებ ჭკუიდან შეშლილი დახვდა ძმაკაცი, რომელმაც უკვე აღარ იცოდა რა ეფიქრა.
- მოწმე დაიჭირეს...
- მერე? ეს გაგიჟებს?
- მოწმე ნიალაა, აჩო... გესმის? ჩემი ნიალა... - ამ სიტყვებს მთელი თავისი ტკივილი ამოაყოლა.
აჩო იდგა გახევებული და ხმას ვერ იღებდა.
- იცი რა უქნეს? აჩი, იცი რა უქნეს? - ღრიალებდა ცხოველივით. - დაასახიჩრეს, ჩემი ყველაზე ლამაზი გოგოს სახე დაასახიჩრეს! მითხარი, როგორ დავწყნარდე? მითხარი, როგორ არ მივვარდე ამ ძაღლების ხროვას და როგორ არ წავაცალო თავები?
- დემეტრე! გონს მოდი! - დაიბუბუნა აჩოს ბოხმა ხმამ.
იმოქმედა, მოულოდნელად ყიფიანი გაჩერდა.
- თავები რომ წავაცალოთ, ორივეს ჩაგვსვამენ. შენი ნიალა და ჩემი მაგდა სულ მარტოები დარჩებიან.
- მარტო წავალ!
- დაოკდი მეთქი! - დაიბუბუნა ისევ. - ჩემს გარეშე ციხეშიც არ ჩაჯდები! მაგრამ მომისმინე! მოუხმე შენს გამჭრიახ გონებას! შენი და ჩემი ჩასმა რა ხეირი?
- ნიალას შევპირდი, რომ დღეს ღამე უკვე სახლში იქნებოდა, გესმის?
- მესმის... და ასეც იქნება... მაგრამ სისხლის ღვრის გარეშე.
- და შენ გგონია ამის მერე მე ისევ იმ ძაღლების ადვოკატი ვიქნები?
- იქნები! ყიფიანო! გონს მოდი! პირიქით, კიდევ უფრო უნდა გავძლიერდეთ და სამივე ისე უნდა ჩავაყუდოთ, სული იმ სიბინძურეში ამოხდეთ. კაი, ვთქვათ ნიალა წამოვიყვანეთ და შენც გაქრი. ვისზე მიიტანენ ეჭვს? იმაზე ხომ არა, ვინც გოგო ბოლოს ნახა? გიპოვიან, მიწიდან ამოგაძვრენენ, ეჭვი არ შეგეპაროს, ორივეს ერთმანეთზე დაგაკლავენ და ისევ თავისუფლები დარჩებიან! კიდევ რამდენს გაამწარებენ და მოკლავენ? ამაზე არ შეგიძლია იფიქრო?
- არა! მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ ქალი, რომელიც მიყვარს ახლა სადღაც ფარდულში ცხოველივითაა დაბმული და ნაწამები!
- დემეტრე! გპირდები, დღეს ნიალას სახლში წაიყვან, მაგრამ გონს მოდი...
- დედას შევე*ი! ძაღლები! ნაბიჭვრები! ბინძური კოკას ხელები ჩემს გოგოს ეხებოდა! ლიპარტელიანმა სცემა! როგორ უნდა მოვითმინო ეს ყველაფერი?
აჩომ რამდენიმე ნაცნობთან გადარეკა, დაახლოებით უკვე ხვდებოდა რა უნდა მოემოქმედებინათ. დემეტრე აათვალიერა, ცოტა დამშვიდებულიყო. ვისკი ჭიქებში ჩაასხა და ძმაკაცს გაუწოდა.
- ამის დროა ახლა? - ამრეზით შეხედა ჭიქას.
- დალიე! დროზე!
დემეტრემ მოსვა რამდენიმე ყლუპი, რაღაც ცხელმა დაუარა სხეულში.
- პატარა ბავშვივით იქცევი, არ იზრდები ამხელა კაცი!
- მაგდა რომ ასეთ დღეში ყოფილიყო არც შენ იჯდებოდი მშვიდად.
- ნუ იგესლები და მომისმინე ახლა! საღამოს დაურეკავ ლადოს!
- მაგათი დანახვა აღარ მინდა მეთქი!
- ყიფიანო! - დაიბუბუნა ისევ. - თავი არ მაცემინო! ხო გინდა ნიალას გამოხსნა? ხო იჭაჭები? ხოდა გააკეთე რასაც გეუბნები ვა! ვინაა ეს! როგორ გასვანდები ხოლმე!
- რა უნდა გავაკეთო?
- ღამით, დაახლოებით 10 საათისკენ დაურეკავ ლადოს. სასწრაფოდ უნდა შეგხვდეთ ყველას თქო, ეტყვი. დაგიწყებს ხვალამდე ვერ მოიცდისო? შეეწინააღმდეგე, რაც გინდა მოიფიქრე და როგორმე სამივე და პლუს ბათა სადმე ქალაქიდან შორს დაიბარე. როგორმე 1 საათი უნდა გაწელო ეს ამბავი.
- და შენი აზრით რა უნდა ვუთხრა ისეთი, რომ 1 საათით გაჩერდნენ?
- უთხარი გავიგე ვისთან მუშაობს ეგ გოგოო.
- და ვისთან მუშაობს?
- ჩემთან...
- შენ ხო არ გამო*ლევდი?
- დემეტრე, ასეა საჭირო. იციან, რომ წლებია ვებრძვი და იციან, რომ ამ საქმეს მე ვიძიებ.
- სასამართლომდე 2 კვირაა, 2 კვირაში რომ მოგკლან?
- არ მომკლავენ...
- საიდან იცი?
- საბას ველაპარაკე. ხვალ დილიდანვე გაავრცელებს ტელევიზიებში, რომ ლიპარტელიანს მე ვუჩივი. თუ მომკლეს, მთელი სამყარო გაიგებს ვინ მომკლა.
- და ამით იმშვიდებ თავს?
- სხვა გზა არის?
- 12 ადამიანი ისე მიახოცეს ერთმანეთს ხელიც არ აკანკალებიათ, შენ ვინ დაგინდობს, აჩო?
- ბიჭო, რახან გეუბნები, ესეიგი გათვლილი მაქვს ყველაფერი ვააა, დავიჯერო ჩემზე მეტად შენ გიყვარს ჩემი თავი?
- მაგდა და დემნა?
- მაგდას და დემნას გამგზავრებას ისედაც ვაპირებდი სასამართლოს წინ, დიდი ამბავი 2 კვირით ადრე თუ გავუშვი.
- და სად უშვებ? დედამისთან?
- არა, იქ ეგრევე მიაგნებენ. ჩემს ძმასთან გავუშვებ, გვარი ისედაც სხვადასხვა გვაქვს, ადვილად ვერ იპოვიან, თან გოგა ჩემზე კარგად დაიცავს ორივეს.
- შერლოკ, რამდენს წირავ ჩემ გამო?
- შენ გამო კი არა, ეს ყველაფერი რომ ჩაივლის ისე უნდა მიგბეგვო შენი ურჩობის და სვანობის გამო... პატრონი ვერ გიცნობს.
- კაი, მე გავიყვანე ისინი ერთი საათით... - დააიგნორა ძმაკაცის მუქარა. - ამ დროს შენ რას იზამ?
- იმ ადგილს მივაგენი, სადაც დაგიბარეს. ძალიან სულელები არიან, ერთ-ერთი მიყრუებული ფარდულია და ჰგონიათ ვერ მიაგნებენ, მაგრამ მთავარი ავიწყდებათ. სიგნალის ჩასახშობი არანაირი აპარატურა არ აქვთ, შესაბამისად მშვენივრად იჭერს ტელეფონიც და ინტერნეტიც.
- ბადრი! გენიოსი ხარ, აჩო!
სანაიას გაეღიმა.
- ბადრის ტელეფონი ჩართულია, შევძვერით და მოვისმინეთ ბოლო ზარები. ეგეც რა სი*ია იცი? ჯერ ხო ლიპარტელიანის ყველა ბრძანებას მონასავით ასრულებს, მერე ამ ყველაფერს ტელეფონით თავის ცოლს უყვება. სიტყვა-სიტყვით ისმის როგორ ჰყავთ დამწყვდეული მოწმე. ეს საკმარისია ბადრის მინიმუმ 10 წლით გასასროკად...
- შენ ვინც არ გიცნობს...
- პახოდუ ეს ბადრი ადრე იყო ნასამართლევი მკვლელობის თანამონაწილეობისთვის...
- ანუ ამ შემთხვევაში ყველაფერი ბადრის შეეტენება...
- ბადრის დავიჭერთ, ნიალას წამოვიყვანთ. ამ დროს შენ მათ ეტყვი, რომ გოგომ აღიარა ვისთან მუშაობს და ეს მე ვარ. მერე ცოტა ხანში გაიგებენ, რომ ბადრი დაიჭირეს და გოგო წაიყვანეს.
- კიდევ უფრო შეეშინდებათ და ეგრევე შენს მოძებნას ბრძანებენ.
- ამ დროს საბა გაუშვებს სიუჟეტს ჩემზე, სადაც ვიტყვი, რომ თუ რამე დამემართა ამათი ბრალი იქნება...
- და გგონია შეგეშვებიან?
- სასამართლომდე მაინც ვიცოცხლებ.
- და მაგდა? დემნა?
- ბილეთები უკვე ავიღე, გოგაც გაფრთხილებულია, საღამოს 8 საათისთვის მაგდა და დემნა უკვე ჰაერში იქნებიან.
- სარისკოა...
- როგორც კი მაგდა დამირეკავს და მეტყვის, რომ თვითმფრინავი აფრინდა, მაშინვე შტურმით ავიღებთ ფარდულს...
- სანაია, რამე რომ დაგემართოს ჩემს თავს არასდროს ვაპატიებ...
- ჩემს ადგილას შენც იგივეს გააკეთებდი... - მოეხვია მეგობარს.


14.
თავი ბოძისთვის მიედო, თვალები დაეხუჭა და ფიქრობდა. ვინ იცის რამდენი დრო გავიდა დემეტრეს წასვლიდან. იქნებ რამდენიმე საათი? ვერ ითმენდა, არ შეეძლო, ყველაფერი სტკიოდა, ვერ ინძრეოდა, მაგრამ მისი გული მაინც ფეთქავდა. დემეტრეს გამოჩენამ სიცოცხლის ხალისი დაუბრუნა, იმედი გაუჩნდა... იმედი ხომ ის ერთადერთი შეგრძნებაა, რომელიც სასოწარკვეთილ ადამიანებს გამძლეობას ჰმატებს.
ხანდახან ბადრის გამოხედავდა, რომელსაც თავი ტელეფონში ჩაერგო. გულის რევის შეგრძნება ეუფლებოდა ამ არაკაცის დანახვისას. პატარა ფანჯრიდან ხედავდა, რომ უკვე ღამე იყო, დემეტრე კი არ ჩანდა.
„იქნებ რამე მოუვიდა?“, „იქნებ ბადრიმ ჩვენი საუბარი გაიგონა?“, „იქნებ დემეტრე მოკლეს?“, „ღმერთო ჩემო, ჩემს გამო მოკლეს?!“
მსგავსი ფიქრები შიგნიდან სჭამდა. ისევ ბადრის შეხედა. კაცი ნასიამოვნები სახით დასცქეროდა ტელეფონის ეკრანს, ბოროტულად ეღიმებოდა. მოულოდნელად მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა.
- რას მიყურებ, კახპავ...
წამოდგა, ნიალას წინ ჩაიმუხლა.
- გაინტერესებს რას ვუყურებ? აი, შეხედე... - ეკრანზე რაღაც პორნოგრაფიული ვიდეო იყო ჩართული. - გინდა შენც ასე? ნახე როგორი დაუნდობელია ეს კაცი...
ნიალამ ვეღარ მოითმინა და კაცს სახეში შეაფურთხა. ბადრის სახეზე ღიმილი გაუქრა, წარბები შეჭმუხნა და თვალები მრისხანებით აენთო.
- შე ნაბო*არო! - მთელი ძალით მოუქნია ხელი და სახე აუწვა. - შენ გგონია ამას შეგარჩენ?
ხელები გაუხსნა, თმაში ხელი ჩაავლო და წამოაგდო. ნიალა ტკივილისგან აკივლდა.
- თავხედო კახპავ! ეს როგორ გამიბედე! - კიდევ ერთი სილა გააწნა და გოგონა ძირს დააგდო.
ცხოველივით ეძგერა, ტანსაცმელი სხეულზე შემოახია.
ამ დროს განათდა ოთახი, ყველა მხრიდან თეთრი სინათლე წამოვიდა, ნიალამ თვალები დახუჭა. ესმოდა ყვრილი, სირენის ხმა, ღრიალი, გინება... თვითონ კი ეგდო ძირს, თვალები შიშისგან დახუჭა და ემბრიონის პოზაში მოიკუნტა, მოშიშვლებული მკერდის დამალვას ცდილობდა.
წამით თვალები გაახილა, დაინახა როგორ დაადეს ბადრის ხელებზე ბორკილები და როგორ წაიყვანეს მანქანისკენ.
- ყოჩაღ, ყიფიანო, გამოგივიდა... - დაიჩურჩულა და გაითიშა.
ვერ იგრძნო, როგორ მიუახლოვდა მას აჩო სანაია, თავისი საყვარელი ადამიანის უახლოესი ძმაკაცი. ვერ იგრძნო, როგორ აიტაცა ხელში და როგორ ჩასვა მანქანაში.
გონს რომ მოვიდა, ცხელ აბაზანაში იწვა, დემეტრეს ძლიერი ხელები კი მის ჭრილობებს ჭუჭყისგან და სისხლისგან წმენდნენ. დეჟავიუს შეგრძნება დაეუფლა, ნამდვილად არ სჯეროდა, რომ ეს რეალობა იყო.
- დემეტრე... - ამოიჩურჩულა მაინც.
- აქ ვარ, ჩემო ბავშვო... აქ ვარ, შენთან... და არ დაგტოვებ, არასდროს...
წყალი მალე გაფერადდა, ტალახით და სისხლით იყო წაბილწული.
დემეტრემ პირსახოცი შემოახვია და ხელში ატაცებული წაიყვანა საძინებელში.
სხვა ოთახი იყო, ისევ მყუდრო, მაგრამ არ ჰგავდა რაჭის ოთახს. აი ერთ-ერთი იმის დამამტკიცებელი ფაქტი, რომ მართლა წამოიყვანეს იმ ჯოჯოხეთიდან.
- დემეტრე... მართლა აქ ხარ?
- აქ ვარ... - საწოლზე დააწვინა და თვალებში ჩახედა.
- იქ რომ ვიყავი... გონებაში რაჭის სახლს წარმოვიდგენდი და სულ შენ გელაპარაკებოდი... სულ შენთან ვიყავი...
დემეტრე მსუბუქად შეეხო მის ტუჩებს, შემდეგ ყელს, რასაც გოგონას არც თუ ისე კარგი რეაქცია მოჰყვა.
- გთხოვ, არ გინდა... ახლა არა... უბრალოდ არ შემეხო...
დემეტრე ნიალას სურვილს დაჰყვა, წამლები აიღო და ჭრილობების დამუშავებას შეუდგა. ნიალას წვრილი და ლამაზი ფეხები სულ ნაკაწრებს და ჭრილობებს დაეფარა, ზოგი იმდენად დიდი და ღრმა იყო, რომ ყიფიანს წარმოდგენაც კი ზარავდა რამხელა ტკივილი გადაიტანა ამ პატარა გოგონამ.
მარცხენა წვივთან განსაკუთრებით დიდი ჭრილობა ჰქონდა, ჭრილობის გარშემო კი კანი ამომწვარი და დაფუფქული. ბიჭი ოდნავ შეეხო თითებით, რასაც ნიალას კვნესა მოჰყვა.
- აქ რა მოგივიდა?
- კოკამ სპირტი გადამასხა...
დემეტრემ იგრძნო როგორ მოაწვა სისხლი თავში, ძარღვები დაებერა, მუშტი შეკრა.
- დედას მოვუტ*ნავ! გეფიცები, ნიალა! შენს თითოეულ ჭრილობას ასმაგად ვატკენ... მაგათი ძაღლი დედა მოვტ*ან!
ფეხებიდან სხეულზე გადაინაცვლა. მარჯვენა ფერდი სულ დალურჯებული ჰქონდა, ზოგ ადგილზე იასამნისფერშიც გადადიოდა. აქ ხომ დაუნდობელმა ადამიანმა დაუცველ გოგონას წიხლი უთავაზა.
არანაკლებ ცუდ დღეში იყო ანჯაფარიძის ულამაზესი სახე. წარბი და ტუჩი გახეთქილი, თვალები ჩალურჯებული, ლოყები აწითლებული.
ვეღარ გაუძლო, ვეღარ გაუძლო ყიფიანმა ამდენს, აივანზე გავარდა და ბოლო ხმაზე დაიღრიალა.
- გავანადგურებ! სათითაოდ მოვკლავ! წამებით ამოვხდი სულს!
გული რომ იჯერა, გოგონას გამაყუჩებელი ნემსი გაუკეთა და დამაძინებელიც დაალევინა. მერე გვერდით მიუწვა, მაგრამ წამითაც არ მიჰკარებია ძილი. მთელი ღამე დარაჯობდა, თმაზე ეფერებოდა. მიუხედავად წამლების ამხელა დოზისა, გოგონას მშფოთვარედ ეძინა, რამდენჯერმე წამოიყვირა კიდეც.
- რა დღეში ჩაგაგდეს... ჩემო მშვენიერებავ... რა დღეში ჩაგაგდეს... ეს როგორ ვაპატიო? შენი წამება როგორ შევარჩინო? თავს შევაკლავ და შურს ვიძიებ...
...
დილით აჩომ დაურეკა დაფარული ნომრით. უთხრა, რომ ბადრი უკვე გისოსებს მიღმა იჯდა. საბამ სიუჟეტი გაუშვაო, მაგდა და დემნა უკვე გოგასთან არიანო.
ყველაფერი გეგმის მიხედვით აეწყო და სწორედ ეს აშინებდა ყიფიანს. გული ცუდს უგრძნობდა, იცოდა, რომ ლიპარტელიანები ასე ადვილად არ დანებდებოდნენ.
თავს დამნაშავედაც გრძნობდა, რადგან საკუთარი პირით უთხრა მათ სანაიას ნადირობაზე, მაგრამ სხვანაირად არ შეეძლო. უყურებდა საწოლზე მოკუნტულ გოგონას, რომელსაც ყოველი გადატრიალება სტკიოდა, სხვანაირად არ შეეძლო... შური უნდა ეძია... ყველაფრის ფასად...
რამდენიმე საათში ნიალამ გაიღვიძა, დამფრთხალმა მოავლო თვალი ოთახს, მაგრამ დემეტრე რომ დაინახა დამშვიდდა.
- მეგონა დამესიზმრე...
- როგორ მომენატრე... - მიუახლოვდა და ისევ აკოცა, ნიალა შეიშმუშნა.
დემეტრე მაშინვე მოშორდა.
- საუზმედ შენი საყვარელი ბლინები გვაქვს... - ეცადა მაქსიმალურად მხიარულად ეთქვა.
ნიალას თვალები აენთო.
- მინდა...
- მე-7 კლასელი თქო, ხო ვიძახი არა? - გაეცინა ბიჭს, რამდენიმე წამში მარწყვით, შოკოლადით და ნაღებით სავსე ბლინებით დაბრუნდა.
საკუთარი ხელებით აჭამა, თან გოგონას რეაქციებზე ხალისობდა, როგორი ბედნიერი სახით შეექცეოდა საჭმელს.
- დემეტრე... - გამოუცხადა ბოლოს. - სარკე მომიტანე...
- რა საჭიროა სარკე? ხომ იცი, რომ ისედაც უბადლოდ ლამაზი ხარ...
- დემეტრე... სარკე მინდა... გთხოვ...
სხვა გზა არ ჰქონდა. პატარა სარკე მოუტანა. ნიალას გამომეტყველება შეეცვალა.
- რას ვგავარ! ღმერთო ჩემო! რა მიქნეს! - ტიროდა სასოწარკვეთილი.
- ნიალა... - სარკე გამოართვა. - შენ ისედაც ულამაზესი ხარ... სარკე არ არის საჭირო ამის დასამტკიცებლად...
- გამანადგურეს, დემეტრე... გამანადგურეს... დამამახინჯეს... გადამთელეს...
- შენ ჩემი ძლიერი გოგონა ხარ! არ დაგავიწყდეს... ამასაც უნდა გაუძლო, როგორმე უნდა გაუძლო და გპირდები... ამის შემდეგ აღარასდროს აღარფერი შეგაწუხებს... გესმის? უნდა გაუძლო, ჩემო ლამაზო... როგორმე... შენ ძლიერი ხარ, შენ ვერავინ დაგამარცხებს, ვერავინ...
უყურებდა დემეტრეს თვალებში და თანდათან ძალა ემატებოდა. ბიჭის სიტყვები ასე რადიკალურად მოქმედებდნენ მასზე.
- რატომ? - დაიწყო ჩუმად გოგომ. - რით დავიმსახურე შენი თავი?
თავისი თლილი თითებით დემეტრეს სახეს შეეხო, ნაზად დაატარებდა თითებს ბიჭის წვერზე, ცხვირზე, თვალებზე, შუბლზე, ტუჩებზე. დემეტრე კი კოცნიდა, თითოეულ თითზე და ხელის გულზე.
- მე ხომ ერთი ჩვეულებრივი, უპატრონო გოგო ვარ, რომელსაც არასდროს არაფერში გამართლებია... და უცებ შენ... შენ ჩნდები და ცვლი ჩემს ცხოვრებას... რატომ? უბრალოდ ეს კითხვა მიტრიალებს... რატომ და რით დავიმსახურე შენი თავი?
- და მე? - კითხვა შეუბრუნა ბიჭმა, ნაზად მოჰკიდა ხელები სახეზე. - მე რით დავიმსახურე შენი თავი, ნიალა? ნიალა... ნიალა... ასეთი ლამაზი სახელი ცხოვრებაში არ გამიგია... უსასრულოდ მინდა ვიმეორებდე და შენ გიცქერდე... შენ მიპასუხე, მე რით დავიმსახურე შენი თავი? - თითებით გოგონას ცრემლებს სწმენდდა და თან ეფერებოდა.
- მიყვარხარ... ყიფიანო... საოცრად მიყვარხარ... - გაეღიმა უცებ.
- მეც მიყვარხარ, ბავშო, საოცრად... - თქვა და ტუჩებზე დააცხრა.
ამჯერად ნიალაც აჰყვა კოცნაში, ჭრილობა სტკიოდა, მაგრამ დემეტრე ისე ნაზად კოცნიდა, თითქოს ჰაერს ეხებოდა. მის ამ სინაზეში ჩანდა თუ როგორ უყვარდა ეს პატარა არსება, ამ 12 დღეში ცხოვრება რომ ამოუტრიალა.


15.
სამი დღე ისე გავიდა, არც ლიპარტელიანები გამოჩენილან და არც აჩო. ისარგებლა ყიფიანმა ამ სამი მშვიდი დღით. გვერდიდან არ მოშორებია თავის საყვარელ ქალბატონს, უვლიდა, ჭრილობებს უშუშებდა, ეალერსებოდა და ავიწყებდა იმ კოშმარულ დღეებს, რაც ნიალამ გადაიტანა. დემეტრეს ძალისხმევამ ნელ-ნელა შედეგი გამოიღო. ღრმა ჭრილობები შეხორცდა, ნაკაწრები გაქრა, სილურჯეებიც შემცირდა, ნიალას სახეზე კი ღიმილი გამოჩნდა.
სასამართლო ახლოვდებოდა. საბას რეპორტაჟმა საზოგადოებაში საოცარი აჟიოტაჟი გამოიწვია. აინტერესებდათ ვინ იყო არჩილ სანაია და რატომ ემტერებოდა ლიპარტელიანებს. რა თქმა უნდა, არც ერთმა მხარემ არ ისურვა საჯაროდ რაიმე კომენტარის გაკეთება. მიუხედავად ამისა, ხალხი კარგად ხედავდა მინისტრის წაშლილ სახეს, გადაფითრებულ გეგი ლიპარტელიანს, რაც მათში ეჭვს ბადებდა.
აჩოს დასდევდნენ, მისი ყოველი ნაბიჯი და სატელეფონო ზარი დეტალებში იცოდნენ, ამოწმებდნენ მის ფოსტას და ყველანაირ მიმოწერას. ხელ-ფეხი შეუკრეს. ვერავის უკავშირდებოდა, ვერც ცოლ-შვილს, ვერც ძმაკაცს.
სხვა გზა არ ჰქონდა, იჯდა საქმეში თავჩარგული და გეგმას აწყობდა თუ როგორ უნდა ჩაესვა ციხეში 4 კრიმინალი.
შუა ღამის 3 საათზე სანაია ტელეფონის ხმამ გამოაფხიზლა. დაფარული ნომრიდან ურეკავდნენ.
- გისმენთ...
- ჩამოენ*რიე ეზოში, დროზე...
- ვინ ხარ!
- ჩამოენ*რიე, თორემ რამდენიმე წუთში აღარც ცოლი გეყოლება და აღარც შვილი...
- მოვდივარ!
მაგდა და დემნა მისი ყველაზე სუსტი წერტილები იყვნენ. მაგდა იყო ქალი, რომელმაც თავი ნამდვილ მამაკაცად, შეიძლება ითქვას, მეფედაც კი აგრძნობინა. ქალი, რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალა, მიმართულება და აზრი მისცა. დემნა კი იყო იმედი, მომავალი.
იარაღი შარვალში ჩაიდო და დაბლა ჩავიდა. ისევ ტელეფონმა დაურეკა.
- როგორც ჩანს ძალიან გიყვარს შენი ცოლ-შვილი...
- რა გინდა!
- შე კარგმოტ*ნულო, თუ ოჯახი და მშვიდი ცხოვრება გინდოდა, რას ეჭიდებოდი მინისტრს და მის ოჯახს? არ შეგეძლო მშვიდად და აუღელვებლად გეცხოვრა შენთვის?
- სად არიან?
- ყველაფერთან ერთად სულელიც ყოფილხარ, ჩემო აჩიკო... ისინი შენ თვითონ არ გადამალე სადღაც?
- რა გინდა ჩემგან!
შემდეგ იყო სამჯერ გასროლის ხმა, აჩოს მიწაზე დავარდნა, სისხლის გუბე, მეზობლების წივილი, სასწრაფოს გამაყრუებელი ხმა, რამდენიმე ქირურგი თავზე, თეთრი ოთახი და დამაბრმავებელი შუქი, მერე შუქიც ჩაქრა... დაბნელდა...
აჩოს დაჭრის ამბავი ერთ-ერთმა საერთო ნაცნობმა შეატყობინა დემეტრეს. გააფთრებული წამოვარდა ზეზე ყიფიანი, ღრიალებდა და ცოფებს ყრიდა. რამდენიმე ვაზა, საათი და ნათურა იმსხვერპლა. ისიც უთხრეს მის ცოლს შეატყობინეო.
როგორ უნდა დაერეკა მაგდასთვის? რა პირით უნდა ეთქვა, შენი ქმარი ჩემს გამო დაჭრეს და სახლიდანაც ვერ გავდივარ რომ ვნახო, ცოცხალია თუ მკვდარიო. გიჟდებოდა და მხოლოდ ერთი სურვილი ახრჩობდა, ოთხივე ძაღლი სათითაოდ მოეკლა.
- დემეტრე, დამშვიდდი... - ეხვეწებოდა ნიალა. - ყველაფერი წყალში ჩაიყრება...
- რა ჩაიყრება? რა ჩაიყრება, გამაგებინე? ის არ მყოფნიდა შენ რა დღეშიც ჩაგაგდეს? ახლა აჩოც მიაყოლეს... ვინ იცის რა სჭირს... ვერც კი ვნახულობ, ეს დედამოტ*ნული! ახლა მის გვერდით უნდა ვიყო...
- დემეტრე! შენ რომ იქ გამოჩნდე იმ წამსვე მოგკლავენ... შენ გგონია აჩომ არ იცოდა რა ელოდა? მას ყველაფერი დაგეგმილი ჰქონდა წინასწარ, ალბათ, ასეთი შემთხვევისთვისაც იყო მზად...
ნიალა ზურგიდან მოეხვია.
- არ მოკვდება... კარგად იქნება...
- ყველაფერი ჩემი ბრალია...
- შენი კი არა ჩემი ბრალია... გამოვჩნდი შენს ცხოვრებაში და ავრიე ყველაფერი...
- აჩოს და ლიპარტელიანების მტრობა შენს გამოჩენამდეც იყო... შენ კი მართლა თავდაყირა დააყენე ჩემი ცხოვრება... - ლოყაზე აკოცა და თავი მის თმებში ჩარგო.
მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს. აკვირვებდა საძაღლეთის სამ დღიანი დუმილი, მაგრამ მათგან ასეთ სვლას არ ელოდა. 12 ადამიანის დაწვის შემდეგ 21 წლის გოგო აწამეს, ბოლოს კი თავიანთი მოწინააღმდეგე დაჭრეს, რომელზეც საბას წყალობით მთელმა ქვეყანამ იცოდა. შეცდომას შეცდომაზე უშვებდნენ და ვერც კი ხვდებოდნენ, რომ სამარეს ითხრიდნენ.
დილის 7 საათზე ისევ დაურეკეს. სცადა მტკიცედ ეპასუხა, მაგრამ არ გამოუვიდა. ყიფიანის ბოხი და ომახიანი ხმა სადღაც გამქრალიყო.
- როგორ არის?
- გადარჩა...
ამ ერთი სიტყვის გაგონებამ დემეტრეს სიცოცხლის ხალისი დაუბრუნა. თურმე რამხელა ძალა აქვს ერთ სიტყვას, თურმე როგორ შეუძლია ერთ სიტყვას შენი ცხოვრების შეცვლა.
- ანუ ცოცხალია...
- ცოცხალია, მაგრამ მისი მდგომარეობა მძიმეა. 3 ტყვია ესროლეს, ერთი მხარში, მეორე სულ რამდენიმე სანტიმეტრით ასცდა გულს, მესამე ხერხემალში. როგორც ორი ტყვია წინიდან მოხვდა და ერთი უკნიდან, ანუ მას ორი ადამიანი დაესხა თავს...
- დედას შევე*ი! ექიმები რას ამბობენ?
- მხარს უშველეს, გულსაც... მაგრამ ხერხემალს ვერა... სავარაუდოდ გამომძიებელი სანაია ხეიბარი დარჩება...
ბოლო სიტყვებმა საბოლოო დარტყმა მიაყენეს ყიფიანს. თვალები გაუფართოვდა, გაშრა, გაქვავდა... არ ელოდა... შეიძლება ითქვას ძმაკაცის სიკვდილს უფრო ელოდა, ვიდრე მის ხეიბრობას. ვერც კი გაიაზრა როგორ აკრიფა მაგდას ნომერი.
- გისმენთ... - უპასუხა მხიარული ხმით.
დემეტრე კი იჯდა და სიტყვებს ვერ უყრიდა თავს, პირში ენას ვერ ატრიალებდა, გონებაში თითქოს ყველა სიტყვა ერთდროულად გაიფანტა. ის იყო მაგდა ტელეფონის გათიშვას აპირებდა, რომ დემეტრემ ხმა ამოიღო.
- მაგდა... - მხოლოდ ეს შეძლო, ხმა იყო ჩამწყდარი, ჩამქრალი და გადათელილი.
- დემეტრე... - შიშის ნოტები გაკრთა გოგოს ხმაშიც. - რა მოხდა? მშვიდობაა?
- აჩო...
- პირდაპირ თქვი, დემეტრე... - გაისმა შეშფოთებული ხმა.
- აჩო დაჭრეს... გუშინ ღამით... - ამოღერღა საბოლოოდ.
- მერე? როგორ არის?
- გადარჩა... - იგივე სიტყვა გამოიყენა, ის სიტყვა, რომელმაც წუთის წინ მას იმედი დაუბრუნა.
- ღმერთს მადლობა!
- მაგრამ მძიმედაა... 3 ტყვია ესროლეს, ერთ-ერთი ხერხემალში მოხვდა და ამბობენ... ამბობენ... შეიძლება ხეიბარი დარჩესო... - სუნთქვა უჭირდა, იხრჩობოდა.
- ანუ... ანუ ცოცხალია, ხომ? - ისმოდა მაგდას ტირილნარევი ხმა.
- მაპატიე მაგდა... გთხოვ, მაპატიე... ვერ დავიცავი... ჩემს გამოა ასე... მაპატიე...
- დემეტრე! იცოდე ცოცხალი დამახვედრე! რომ ჩამოვალ ცოცხალი უნდა იყოს!
- შენ ოღონდ მთხოვე და თუ გინდა დღესვე დავხოცავ სამივე ნაბო*არს... - ხვეწნა იგრძნობოდა მის ხმაში.
- ნუ სულელობ, დემეტრე! იმისთვის არ შეუკლავს თავი ჩემს ქმარს კინაღამ, რომ შენ რაც გინდა ის აკეთო, თან სისულელე...
- რა ჯანდაბა უნდა ვქნა, ამის დედაც... რა ჯანდაბა უნდა ვქნა!
- ის რაც აჩომ გითხრა! როგორც კი რაიმე ახალს გაიგებ მაშინვე დამირეკე იცოდე!
- მაგდა...
- ცოცხალი დამახვედრე მეთქი! თორემ ვერ გადამირჩები!
ეს თქვა და ტელეფონი გათიშა.

16.
დილით ადრე გაღვიძება მზის ამოსვლას დაასწრო. მძინარე ნიალას დახედა, ისევ დემეტრეს მაისურში იყო გახლართული, ძილის დროს მაისური ასწეოდა, მოშიშვლებული მუცელი და უკანალი მადისაღმძვრელად უყურებდნენ დემეტრეს. სახეზე ეშმაკური ღიმილი გადაეფინა. გოგონას ფეხებისკენ დაიხარა, მუხლის ოდნავ მაღლა ტუჩები შეახო, იგივე გაიმეორა მეორე მხარესაც. ნაზი კოცნებით აუყვა გოგონას უზადო ფეხებს.
- აი ასე მომწონს გაღვიძება... - ამოიკრუსუნა ნამძინარევი ხმით, თან თვალებიც არ გაუხელია.
ბიჭს გაეცინა. კოცნით თეძოზე და მუცელზე გადაინაცვლა. ხელი ფეხზე აუცურა და საჯდომთან გაჩერდა. ცერა თითი საცვალის ზორტს გაუყარა და ოდნავ ჩამოქაჩა.
- აპ, აპ, აპ, აპ... - წამოჯდა უცებ და დემეტრეს ხელი გააშვებინა. - ეს მაშინ იქნება, როცა მე ვიტყვი...
გამომწვევად აათვალიერა ბიჭი და წარბები დაუქაჩა.
- მიყვარს შენს თავზე დიდი წარმოდგენა რომ გაქვს ხოლმე... - ჩაიცინა.
- ბატონო?
- ოხ, ნიალა... ჭკუას როდის ისწავლი...
ეცა და ისევ უკან გადააგორა. ზემოდან მოექცა და ხელები თავს უკან გაუკავა.
- დემეტრე!
- დემეტრეე... - გამოაჯავრა ბიჭმა. - გაიმეორე წეღან რასაც ამბობდი... მიდი, მიდი... გისმენ...
- როცა მე მოვინდომებ, მაშინ იქნება ყველაფერი... კიდევ გაგიმეორო?
ბიჭი ტუჩებზე დააცხრა. ისე გაგიჟებით დაუწყო კოცნა, იფიქრებდი საუკუნეა ამას ნატრობსო. ნიალაც არ ჩამორჩა ტემპს, ხელი კისერზე მოჰხვია და კბილებით ბიჭის ტუჩს წაეტანა. დემეტრეს თვალები აენთო, ტუჩებს მოწყდა და კისრისკენ გაიკვალა გზა. სიამოვნებისგან გოგონას კვნესა აღმოხდა.
- კვნესას... ახლა... განახებ... - ჩასჩურჩულა დემეტრემ და კბილებით ნიალას ყურს წაეტანა.
მარჯვენა ხელი ჯერ მუცელზე აუსვა, შემდეგ ფეხები გადააშლევინა, თითებით გოგონას საცვალში შეძვრა.
აი აქ კი ვეღარ მოითმინა, მის ბაგეებს გაბმული კვნესა მოწყდა. სიამოვნებისგან თავი უკან გადააგდო, ხელებით დემეტრეს ბეჭებს ჩააფრინდა.
- რაო რა თქვი? აბა გაიმეორე... - ხედავდა ნიალას მთრთოლვარე, დაკლაკნილ სხეულს თავის მკლავებში და სიამოვნებისგან ივსებოდა.
- როცა... მე... მოვინდომებ... მაშინ... იქნება... აჰ... ყველაფერი... - ძლივს დაამთავრა წინადადება.
ყიფიანს ბოროტული ღიმილი გადაეფინა სახეზე. ტემპს აუჩქარა, თან გოგონას ათრთოლებულ სხეულს მხურვალე კოცნებით აჯილდოვებდა. ნიალა უკვე პიკს აღწევდა, ორგაზმმაც არ დააყოვნა.
- დედას ვფიცავარ... გიჟი ხარ... - აღმოხდა ბოლოს.
- ეს მხოლოდ დასაწყისია... ყველა შენს თავდაჯერებულ სიტყვას ასეთი სასჯელი მოყვება...
- ძაან მკაცრიც ნუ იქნებით, მასწ...
- ისევ მიწვევ? - თვალებში ჩახედა.
- არა, არა... ამჯერად გნებდებით...
დემეტრე აბაზანაში შევიდა, ცივმა შხაპმა უფრო გამოაფხიზლა. ღიღინით გამოვიდა ოთახში და კარადას მიუახლოვდა.
- რაღაც კარგ ხასიათზე ხარ, რას გეგმავ? - ფრთხილად წამოდგა ნიალა.
- განადგურებას... ბოროტი ადამიანების განადგურებას...
კარადას მიუახლოვდა. პირსახოცშემოხვეული საოცრად სექსუალური იყო, ნავარჯიშები სხეული ჯერ კიდევ ნამიანი ჰქონდა.
- ეგრე რატომ მიყურებ? წეღან შენ არ მითხარი უარი? - სარკიდან დაინახა გოგონას აწითლებული სახე, რომელიც ბიჭის სხეულს თვალს არ აშორებდა.
- იდიოტო! - დაიბნა.
ამ დროს ყიფიანმა წელზე შემოხვეულ პირსახოცს ხელი აჰკრა და თავისი ავლადიდება გამოაჩინა.
გოგონამ დაიკივლა, თვალებზე ხელები აიფარა.
- ავადმყოფო! დებილო! იდიოტო!
- კარგი რა, ბავშვო, დროა მეცხრე კლასში გადავიდეთ...
- ამხელა კაცი ხარ! ასე ერთობი?
- იცი, რომ მაინც ჩემი გახდები? აი მე ვიცი... ხოდა, შესაბამისად ვერთობი...
- ღმერთო გადმომხედე!
რამდენიმე წუთის შემდეგ ყიფიანი თავის შავ მერსედესში იჯდა და ლადო ლიპარტელიანის სახლში მიდიოდა.
- სად დაიკარგე, ადვოკატო? ასე რატომ მოგვანატრე თავი?- ეჭვის თვალით აათვალიერა მინისტრმა ახალშესული.
- ვმუშაობდი... თანაც ძალიან ბევრს...
- მერე რამე ხეირიანი აღმოაჩინე მაგ შენს მუშაობაში? - დასცინა გეგიმ.
- საკმაოდ საინტერესო ფაქტებს წავაწყდი... პირველ რიგში ეჭვიც არ მეპარება, რომ გამომძიებელი სანაია თქვენ დაჭერით...
- რას ბოდიალობ, ბიჭო! - დაიყვირა კოკამ.
- ძალიან გთხოვთ, მშვიდად მომისმინეთ... მეორე, რაშიც ეჭვი არ მეპარება ისაა, რომ მოწმე ნია ანჯაფარიძე სანაიამ წაიყვანა, თანაც საიმედო ხელში ეყოლება.
- ეგ ჩვენც ვიცით, დემეტრე... - ხმა ამოიღო ბათამაც.
- მთავარი პრობლემა ეს არ არის, მთავარი პრობლემა ბადრია...
ლიპარტელიანებმა ერთმანეთს გადახედეს.
- მე მაინტერესებს რამდენად სანდოა ბადრი? დიდი ხანია თქვენ გემსახურებათ? ბევრი თქვენს მიერ დაგეგმილი საქმის თანამონაწილე ყოფილა? ალბათ ხვდებით, რომ თუ ბადრი აალაპარაკეს ჩვენი საქმე წასულია... ბადრი იმაზე მეტს იტყვის, ვიდრე გამოძიებას სჭირდება...
ბოლო სიტყვებზე ორივე გადაფითრდა. ერთმანეთს თვალი აარიდეს, რაც არ გამოჰპარვია ადვოკატს.
- ბადრი ხუთ წელზე მეტია ჩვენთან მუშაობს. კოკას ძმასთან ერთად იჯდა ციხეში, ასე ვთქვათ, მან გამოუშვა ჩვენთან.
- ანუ იმაზე მეტი იცის, ვიდრე უნდა იცოდეს. - ჩაილაპარაკა სასოწარკვეთით, მაგრამ გულში ნასიამოვნები ხმით.
- ვიღაც ბადრი უნდა წყვეტდეს ჩვენს ბედს? - წამოხტა ლადო ღრიალით. - ბადრიმ უნდა ჩაგვაბ*ზოს მთელი ქვეყნის წინაშე?
- ცოლი არ ჰყავს მაგ დედამოტ*ნულს? დავემუქროთ... - არანაკლებ ღრიალებდა გეგი.
- საქმე იმაშია... - დაიწყო დემეტრემ მშვიდად. - რომ ბადრი სპეციალურ იზოლატორში ჰყავთ, არც ცოლს მისცემენ მისი ნახვის ნებას და არც ვინმე სულიერს. სასამართლომდე...
- ლადო! გააკეთე რამე! შსს-ს მინისტრი რისთვის ხარ?!
- რა ჯანდაბა უნდა გავაკეთო? იმ სიუჟეტის შემდეგ მთელი სამინისტრო გამადიდებელი შუშით მაკვირდება!
- ეგ მართალია. - დაეთანხმა ყიფიანი. - ახლა ისე გაკვირდებიან, როგორც არასდროს... თითოეული შენი ეჭვის აღმძვრელი ქმედება შენს წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.
- პრემიერიც... რაღაც ნიტოდ მიყურებს... ამ ხანძრის მერე... არადა კაცი თვალდახუჭული მენდობოდა...
- ესეიგი ნაბოზ*რი ნია ანჯაფარიძე გაგვექცა... - თქვა კოკამ, დემეტრეს სიბრაზის ტალღამ გადაუარა. - ნაბიჭ*არი სანაია გადარჩა... ახლა ეს *ლე ბადრი დაიჭირეს... ბარემ, პირდაპირ ხომ არ ჩავბარდეთ პოლიციას? - მზერა დემეტრეს გაუსწორა. - და რას მიკეთებ ამ დროს შენ? ძვირფასო ადვოკატო...
- რა გეგმა გაქვს, ყიფიანო... როგორ გვიხსნი ამ სიტუაციიდან? - ჰკითხა გეგიმ.
- რეალურად ეს საქმე თქვენთვის ჩანს ასე საშინლად. მაგრამ ასეც არ არის... - დაიწყო მშვიდად. - მკვლელობის ღამეს თქვენ ყველა ერთად იყავით, ეს პირველი ალიბია, თანაც საკმაოდ შორს „უბედური შემთხვევის“ ეპიცენტრისგან. ნიშნობა და სიყვარული. ბატონო გეგი, ფაქტობრივად თქვენზეა დამოკიდებული თქვენი ბედი.
- მე? - შეიცხადა.
- შენ მაქსიმალურად უნდა ითამაშო განადგურებული შეყვარებულის როლი. შენი ერთადერთი სიყვარული და ოფიციალური საცოლე უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. შეძრული ხარ ამ ამბით, ვერ იჯერებ რომ ეს რეალობაა... მე ჩემს სათქმელს აუცილებლად ვიტყვი, ბატონო კოკა. - მტრული მზერა ესროლა ღლონტს. - მაგრამ ყველაფერს მაინც თქვენ წყვეტთ, ბატონო გეგი და თქვენ, ბატონო მინისტრო.
- სანაიამ დაკითხვაზე მოწმის სახით ნია ანჯაფარიძე რომ შემოიყვანოს?!
- თქვენ იმ დღეს სამინისტროში საერთოდ არ ყოფილხართ, ნუ გავიწყდებათ. ბატონო მინისტრო, ეს მაინც შეგიძლიათ მოაგვაროთ, ასე არ არის?
- კამერები! - შესძახა ლადომ. - რა თქმა უნდა! როგორ ვერ მოვიფიქრე!
- ზუსტადაც. - გაეღიმა ადვოკატს. - თქვენ, იმ საბედისწერო დილას, ყველანი გეგისთან იყავით, ამხნევებდით, მან ხომ ცხოვრების სიყვარული დაკარგა... ნია ანჯაფარიძემ რაც არ უნდა თქვას, ვერავინ დაამტკიცებს თქვენს სამინისტროში ყოფნას.
კიდევ დიდხანს დარჩა დემეტრე ლიპარტელიანის სახლში, კიდევ ბევრი საჭირო „დარიგება“ უნდა მიეცა ძაღლებისთვის სასამართლოს წინ.

რესპუბლიკური საავადმყოფოს უკანა ეზოში შავი, დაბურული ჯიპი შევიდა. კაციშვილი არ ჭაჭანებდა. მხოლოდ საავადმყოფოს ეკლესიიდან ისმოდა მგალობლების ხმა. ავტოსკოლის დახაზულ ტერიტორიას ჩაუარა და სამედიცინო უნივერსიტეტის უკანა ეზოს ღობესთან გაჩერდა. უკანა კარი გაიღო, ვიღაც გადმოვიდა. თხელი და სუსტი აღნაგობით მიხვდებოდი, რომ გოგონა იყო. საჭესთან მჯდომმა დაბურული შუშა ოდნავ ჩამოსწია.
- ფრთხილად იყავი! - უთხრა მკაცრად. - თუ რამე საეჭვოს შენიშნავ ეგრევე დამირეკე!
გოგონას პასუხი არ გაუცია. შავი ლაბადა მოიხურა, სახეზე თმა ჩამოიწია და კაპიშონში ჩაიმალა.
ნელა მიდიოდა, თითქოს თავის თავს ებრძოდა. ნაძვის ხიდან გირჩი ჩამოვარდა, გოგონა შიშისგან შეხტა, უკვე გამობრუნებასაც აპირებდა იქვე მორბენალი ციყვი რომ არ დაენახა.
- დამშვიდდი! ნუ გეშინია! - გაიმხნევა თავი.
საავადმყოფოს კიბე აიარა, ჯანსაღი თვალით მოსაცდელი მოათვალიერა. ბევრი ხალხი არ იყო. კიდევ უფრო მჭიდროდ მოიხურა ლაბადა. ცდილობდა ყურადღება არ მიექცია. კიბისკენ წავიდა. რამდენიმე სართული აიარა.
- ას მეოთხე პალატა საით არის? - ჰკითხა ერთ-ერთ ექთანს.
- აი იქ, მარჯვნივ. შესვლის საშვი გაქვთ? - ეჭვით აათვალიერა აშკარად გამოუცდელმა გოგომ.
- დიახ, მეუღლე ვარ მისი.
- ახლა ექიმია შიგნით. წესით არავის უშვებენ იქ. - ისევ ეჭვით უყურებდა.
- იქნებ დამეხმაროთ? - მაჯაზე შეეხო თავისი გაყინული თითებით.
- უკაცრავად? - არ ელოდა ექთანი.
მეორე ხელით ლაბადის ჯიბიდან რამდენიმე კუპიურა ამოაძვრინა.
ექთანი უფრო შეშინდა, თვალები გაუფართოვდა.
- არა... არა... ეს... არ შეიძლება... - დაიბნა.
- მე უბრალოდ ქმრის ნახვა მინდა... დიდი გზა გამოვიარე... მხოლოდ ვნახავ... სხვა არაფერი... სულ 5 წუთით შეშვებას ვითხოვ.
- პაციენტი ძალიან მძიმედ არის... სულ რაღაც რამდენიმე წუთის წინ მოვიდა გონს.
- ვიცი... მაგიტომაც მოვედი... ელზა... გთხოვ... ვიცი, რომ ფული გჭირდება...
ექთანი თავისი სახელის გაგონებაზე კიდევ უფრო დაიბნა.
- რამდენიმე წუთს მომიცადე. ექიმი რომ გამოვა შეგიყვან, ზუსტად ორი წუთით.
- კარგი ადამიანი ხარ, ელზა... - ფული ხელში ჩაუთვალა.
დიდხანს არ მოუწია ლოდინი. მალევე აღმოჩნდა ას მეოთხე პალატაში.
- ზუსტად 5 წუთი! - კიდევ ერთხელ გააფრთხილა ექთანმა.
შავებში ჩაცმული შიგნით შევიდა. ოთახი წამლის სუნად ყარდა. საწოლზე სახვევებში და მილებში ახლართული კაცი იწვა. შავებში ჩაცმულმა ჩაახველა.
- არჩილ... გაახილეთ თვალი... ვიცი, რომ გღვიძავთ...
სანაიამ გაოცებული მზერა ესროლა.
- ვერ მიცანით ხომ? - ირონია გაკრთა გოგონას ხმაში.
ლაბადა გაიხადა, თმა სახიდან გადაიწია. დამწვარი თითები, ხელები, მაჯები, ნახევრად დამწვარი და წაშლილი სახე. რამდენიმე ადგილზე ჯერ კიდევ სახვევები ეკეთა, მაგრამ ალაგ-ალაგ მაინც ჩანდა ალისფერი დამწვრობები. სანაიას თვალები გაუფართოვდა. პირში რაღაც მილი ჰქონდა ჩაყენებული, ხმა ვერ ამოიღო, მაგრამ რა თქმა უნდა იცნო.
- ახლა მიხვდით... მიხარია... - წამიერად გაიღიმა. - გაინტერესებთ, ალბათ, როგორ გადავრჩი... - დაიწყო მცირედი დუმილის შემდეგ. - გეგის სახლიდან გამოქცეული, შეურაცხყოფილი და სასოწარკვეთილი ტაქსიში ჩავჯექი. სახლში დავბრუნდი. ფანჯრიდან დავინახე როგორი ზეიმი ჰქონდა ჩემს ოჯახს. არ მინდოდა მთავარი კარიდან შესვლა. ხო, სწორედ ამან გადამარჩინა ალბათ. სასწაული არაა? არადა, შემეძლო ზარი დამერეკა და გაქცეული პატარძლის როლი მეთამაშა. უკანა კარიდან გადავწყვიტე შესვლა, უფრო სწორედ, ფანჯრიდან. აი, სწორედ ამან დამტოვა გარეთ, ფანჯარა დაკეტილი დამხვდა. ფანჯარა, რომელიც ყოველთვის ღია იყო, სამზარეულოს ფანჯარა დაკეტილი დამხვდა. - მშვიდი ხმა ჰქონდა, ჩახლეჩილი და უსიცოცხლო. - სამზარეულოს მოვშორდი, ისევ წინა კარისკენ წამოვედი, სხვა გზა არ მქონდა. აი, სწორედ მაშინ ჩავხედე სიკვდილს თვალებში. საშინელი აფეთქების ხმა გაისმა და ჩემი საყვარელი სახლი, ჩემი გამზრდელი სახლი ჩემს თვალწინ ცეცხლის ალში გაეხვა. ტალღამ სადღაც შორს გადამისროლა. რომელიღაც თხრილში ჩავვარდი. მესმოდა ყვირილი, წივილი, ჩემი ოჯახი შველას ითხოვდა... მაგრამ... - ისევ დადუმდა. - გაგრძელება თქვენც იცით...
სანაია თვალს არ აშორებდა განადგურებულ გოგოს. მართალია გამაყუჩებელი მოქმედებდა, ეძინებოდა, მაგრამ არ ნებდებოდა. თავიდან ეგონა მელანდებაო, რაღაც დონეზე სჯეროდა კიდეც, რომ ელანდებოდა, მაგრამ ყველაფერი საოცრად რეალურს ჰგავდა.
- ნათლიაჩემმა მიშველა. როცა პოლიცია, სახანძრო და სასწრაფო მოვიდა, თქვენ წარმოიდგინეთ და ჩემი ძებნა არავის დაუწყია. თვითონ გეგისაც კი. ყველას სჯეროდა, რომ მეც შიგნით ვიყავი. უამრავი ხალხი მოაწყდა იქაურობას და მარტო ნათლიაჩემი დაეჭვდა ჩემს შიგნით ყოფნაში. ჩემი სახლი ხომ გახსოვთ? ტრიალ მინდორზე ერთადერთი სახლია. სანამ ხანძარს აქრობნენ, სანამ ყველა გაურკვევლობაში იყო შემთხვევით მიპოვა თხრილში. იცით, რომ გონზე ვიყავი? გასაკვირი არაა? აი, მე დღემდე მიკვირს... - ირონია ბატონობდა მის ხმაში. - ჩემი სახლი და ჩემი ოჯახი თვალწინ ამიფეთქდა, ტალღამ რამდენიმე მეტრში გადამისროლა და მე გონზე ვიყავი! დაველაპარაკე. ვუთხარი წამიყვანე მეთქი. ყოველ შემთხვევაში თვითონ ასე მეუბნება, იმიტომ, რომ მე ყურებში არაფერი მესმოდა, მხოლოდ გაბმული წუილი. სხვათაშორის, სმენა დამიქვეითდა და მარჯვენა თვალში მხედველობა მხოლოდ 20% მაქვს. ცოცხალი რომ ვარ და ახლა ფეხზე ვდავარ, აი აქ, თქვენს წინ და ჩემი დანგრეული ცხოვრების ისტორიას გიყვებით, ეს ყველაფერი ჩემი ნათლიის დამსახურებაა. საერთოდ არ მესმის რატომ ვარ ცოცხალი, ან რაიმე აზრი თუ აქვს ჩემს სიცოცხლეს, მაგრამ ფაქტია აქ ვარ... ამიტომ მინდა, რომ დაგეხმაროთ. 20 დღის წინ ცხოვრება თავზე დამექცა და ზუსტად ასე მინდა თავზე დაექცეთ ცხოვრება ლიპარტელიანებს. ბრაზი მახრჩობს, ღამეები არ მძინავს, შურისძიების სურვილი ბატონობს ჩემში. მინდა ისე გამწარდნენ, როგორც მე გამამწარეს. უბრალოდ სიკვდილი მხოლოდ შვება იქნება მათთვის. ამიტომ მოვედი აქ.
მარიამი აჩოს მიუახლოვდა, თავისი გაყინული თითებით ხელზე შეეხო.
- მინდა იცოდეთ, რომ რეალური ვარ... და მე თქვენ დაგეხმარებით...
ახლა საბოლოოდ დარწმუნდა სანაია მახარაძის არსებობაში.
ექთანმა თავი შემოყო.
- დრო გავიდა.
- ახლავე.
სანაიასკენ დაიხარა და თითქმის ჩურჩულით უთხრა.
- რამდენიმე დღეში მე თვითონ მოგძებნით ისევ...
გამომძიებელმა მადლიერებით აღსავსე მზერით დააჯილდოვა მთავარი მოწმე.

17.
ორი დღის შემდეგ სანაიას მილი ამოუღეს პირიდან. რამდენიმე სიტყვაც თქვა. აშკარად ეტყობოდა, რომ გამოჯანმრთელების გზაზე იდგა. ორი დღე საკმარისი აღმოჩნდა შერლოკასთვის, რომ ყველაფერი გაეაზრებინა, ახალი გეგმები დაელაგებინა, სრულყოფილი, აწონდაწონილი და ზუსტად გათვლილი.
იმავე საღამოს შავ კეპში და კაპიშონში გამოწყობილი ბიჭი აუყვა ას მეოთხე პალატისკენ გზას. მას არ დასჭირვებია ექთნის მოსყიდვა, პირდაპირ შევიდა სანაიას პალატაში.
- ცოცხალი ხარ, შე ჩემა! - აღმოხდა დემეტრეს.
- როგორ შემოხვედი? - გაიოცა აჩომ.
- ეგრე მიცნობ? რა კითხვებია...
- რახან შენ გადარჩი... აწი რა მომკლავს... - ბედნიერებისგან ანათებდა ყიფიანი.
- რა გეშველება... - გაიცინა სანაიამაც, მაგრამ ტკივილისგან სახე მოეღრიცა.
- არ გაინძრე, ბიჭო... გულს ნუ მიხეთქავ...
- დაჯექი მანდ! ცანცარა! სერიოზულად უნდა დაგელაპარაკო!
- არის!
- ჯერ მითხარი როგორ არიან მაგდა და დემნა?
- კარგად არიან. შენი ძმა ცივ ნიავსაც არ აკარებს. მაგდა ღელავს ძალიან შენზე. უი, მოიცა, რაღაც გადმოგცა.
დემეტრე მოულოდნელად წამოდგა. ძმაკაცისკენ დაიხარა. ლოყაზე ხმაურიანად აკოცა.
- აე... რას... რას აკეთებ?
- ეს შენი ცოლისგანაა... ასე დამაბარა... - სიცილისგან სულს ძლივს ითქვამდა.
- რამ გამოგა*ლევა ამხელა კაცი... - გაეღიმა აჩოსაც. - გეთქვა კოცნა გადმოგცაო, სიტყვაზე დაგიჯერებდი.
- რა იყო, შე ჩემა, მაგდა ჩემზე უკეთ გკოცნის?
- მასხარა! ნიალა როგორ არის?
- რავი, რა უჭირს, არის ჩემი ნერვების მოშლის ხასიათზე...
- ნიალა ვახსენე და თვალებში გულები აგენთო. რაო ყიფიანო, გამოგიჭირეს?
- გამომიჭირეს რომელია, შე ჩემა, დავფრინავ ამხელა კაცი...
- საძაღლეთში რა ხდება?
- ყმუიან. ხვდებიან რა შარშიც არიან, მაგრამ მე ვამშვიდებ, ბოლომდე მივყვები ჩვენს გეგმას. სასამართლოს გადადებას აპირებენო, გავიგე.
- რატომ? - შეიცხადა.
- შენს გამო. აბა მთავარი თავდამსხმელის გარეშე რა უნდა ჩატარდეს.
- არავითარ შემთხვევაში! შენ არ იცი რა ტუზი დაგვეცა, დემეტრე! პროსტა ვერ დაიჯერებ!
- რა მოხდა?
- ორი დღის წინ მარიამ მახარაძე გამომეცხადა აქ, პალატაში.
დემეტრეს თვალები შუბლზე აუვიდა.
- რა?
- ხო, გეფიცები, ცოცხალია.
- მორფინზე ხარ, შე ჩემა?
- დამიჯერე, მართლა აქ იყო, ცოცხალია და ჩვენი დახმარება უნდა.
სანაიამ ყველაფერი სიტყვასიტყვით მოუყვა. ყიფიანმა აღარ იცოდა რა ექნა, რა ემოცია გამოხატვოდა სახეზე, რა უნდა ეთქვა.
- ანუ ჩათვალე, რომ საქმე მოგებული გვაქვს. - დაასრულა აჩომ.
- თუ მჯეროდეს! გეფიცები! არ მეგონა ასეთი სასწაულებიც თუ ხდებოდა!
- აბა მაგ ნაბიჭ*რებს რა ეგონათ? 12 კაცის მკვლელობა შერჩებოდათ?
უეცრად კარი გაიღო და ექთანი შემოვიდა.
- აქ რას აკეთებთ? - შესძახა დემეტრეს დანახვაზე.
- მივდივარ უკვე... ჯიგარი ხარ, შერლოკ...
ექთანს ტყვიასავით ჩაუქროლა და წამებში რესპუბლიკურის შენობაც დატოვა.
სახლში საღამოს 10 საათისკენ დაბრუნდა. ღიღინით შეაღო კარი. ნიალა სამზარეულოში დახვდა, გაზქურასთან ხის კოვზით ხელში.
- ოჰოოო... - შეიცხადა დემეტრემ. - შენ დაჟე ტაფის გამოყენებაც იცი?
- კი! ცივ იარაღად სიფათში! - მკვლელი მზერა ესროლა ბიჭს, აშკარად ნერვებზე იყო.
- რა გჭირს, ლამაზო? რატომ ხარ ასე?
- მშია! და შენ არ ჩანხარ მთელი დღეა!
- რომელმა უფრო მოგშალა ნერვებზე? შიმშილმა თუ უჩემობამ?
- რა თქმა უნდა, შიმშილმა. - თმები უკან გადაიყარა. - ახლა კი დამაცადე, უნდა ვისიამოვნო.
- შემწვარი კვერცხით? - ჰკითხა ირონიულად.
- დიახ!
კვერცხისმაგვარი რაღაც ტაფიდან თეფშზე გადმოიღო. მაგიდასთან მოკალათდა.
- კვერცხის სხვა ვარიანტიც შემიძლია შემოგთავაზო... - წარბები აუთამაშა ბიჭმა.
- მოხარშული არ მიყვარს და... - უცებ გაჩუმდა. - ფუ რა იდიოტი ხარ! ამხელა კაცი! რაზე ღადაობს! ღმერთო ჩემო!
- აჰაჰაჰაჰა... ვინ გითხრა რომ ვღადაობ.
- ჩუმად იჯექი და დამაცადე ჭამა!
- წავალ, გადავივლებ.
ნიალასკენ დაიხარა, შუბლზე აკოცა და აბაზანისკენ წავიდა.
- თუ გინდა შემომიერთდი... - გამოსძახა იქიდან.
- ასი წელი... - გამოაჯავრა გოგომ.
- ასამდე დაითვალე...
ბოლო რეპლიკისთვის ყურადღება არ მიუქცევია. ჭამა დაამთავრა და ჭურჭლის ამორეცხვა დაიწყო. რაღაცას ღიღინებდა თავისთვის. დემეტრეს სურნელი იგრძნო. გაეღიმა.
- ვიცი, რომ აქ ხარ... - არც გაუხედავს.
ტანს ზემოთ შიშველი დემეტრე კარში იდგა და ნიალას აკვირდებოდა. დემეტრეს ნაცრისფერი მაისური კაბასავით ეცვა გოგონას. მიუხედავად იმისა, რომ ბიჭმა რამდენიმე ახალი ტანსაცმელი უყიდა, მაინც დემეტრეს მაისურები ერჩივნა. ნელი ნაბიჯით წამოვიდა გოგონასკენ, ზურგს უკან დაუდგა და ხელები წელზე შემოხვია.
- დაითვალე ასამდე?
- არა...
- მაშინ დაგეხმარები დათვლაში...
- რას ბოდავ? - რეცხვას მორჩა.
დემეტრემ თავისკენ შემოატრიალა, კიდევ უფრო მაგრად მოხვია ხელი და სხეულზე აიკრა.
- ერთი... - ლოყაზე აკოცა. - ორი... - მეორე ლოყაზე აკოცა.
- ჰა?
- სამი... - ტუჩებზე დაეწაფა.
ასე ფაქიზად და თან ასე მომთხოვნად არასდროს უკოცნია. კოცნიდა ძალიან ნელა, თითქოს დროს წელავდა, თითოეულ წამს იჭერდა. გაოგნებული ნიალაც აჰყვა კოცნაში. ორივე ხელი კისერზე მოხვია და როგორც სჩვეოდა ხოლმე - თითები თმაში შეუცურა.
წამებში ნიალა სამზარეულოს მაგიდაზე აღმოჩნდა. დემეტრე ტუჩებს მოსწყდა და სველი კოცნები ნიკაპზე, ყბაზე და კისერზე დაუტოვა.
- თერთმეტი... თორმეტი... ცამეტი...
ნიალამ სიამოვნებისგან თავი უკან გადააგდო. ყიფიანი კი არ ჩერდებოდა. კისერში კოცნიდა, ხან ძალიან უხეშად და ძლიერად, ხან საოცრად ნაზად და ჰაეროვნად. ეს ნაზავი კი არაამქვეყნიურად მოქმედებდა გოგონაზე. რამდენიმე ჩუმი კვნესაც აღმოხდა. დემეტრემ მაისური გადააძრო. კოცნებით ჩაუყვა ლავიწებს და მხრებს. წამებში გააძრო ბიუსჰალტერიც. სავსე მკერდი ხელებში მოიქცია, მისმა ტუჩებმაც მკერდზე გადაინაცვლა.
- ოცდახუთი... ოცდაექვსი... ოცდაშვიდი... ოცდარვა...
- დე... მე... ვაი...
ამდენი კოცნისგან გოგონა სულ გადაწითლებულიყო, სახეზე ალმური მოსდებოდა. საკმარისად იყო აგზნებული. გული ამოვარდნას ჰქონდა, სუნთქვა გახშირებოდა. დემეტრე ისევ ტუჩებს დაუბრუნდა, სამაგიეროდ ორივე ხელი საჯდომზე ჩაუცურა. ბიჭმა კარგად იცოდა, როგორ ემოქმედა გამოუცდელ მსხვერპლზე, თან ისე, რომ სიამოვნებაც მიენიჭებინა.
- იცი... რომ... მიყვარხარ? - ამოილაპარაკა გოგონას ტუჩებთან, თვალი თვალში გაუყარა, უღიმოდა.
- იცი... რომ მეც... მეც მიყვარხარ?
უღიმოდნენ ერთმანეთს და ამ წამით ტკბებოდნენ. ორივეს არეოდა სუნთქვა, ორივე უსაზღვროდ ბედნიერი იყო, ორივე რაღაც ახალს, ჯერ კიდევ განუცდელს განიცდიდა.
- მზად ხარ? - ჰკითხა დემეტრემ და ყურის ბიბილოზე აკოცა.
- კი...
ამჯერად ნიალა წაეტანა ტუჩებზე. ხელები ბეჭებზე შემოაჭდო, ინსტიქტურად ფრჩხილები კანში ჩაასო.
- ასე... რომ... უარესს... მიშვები... არა? - გაეცინა ბიჭს.
გაშმაგებით კოცნიდნენ, რამდენჯერმე მათი ენებიც შეხვნენ ერთმანეთს. დემეტრემ გოგონა ხელში აიტაცა, წამებში აღმოჩნდნენ საძინებელში. საწოლზე დააწვინა და ზემოდან მოექცა. ხელები თავს უკან გადააწევინა.
- ქალღმერთი ხარ! ორგიებისთვის გაჩენილი ქალღმერთი! - მზერა გაუსწორა და ისევ კისრისკენ წავიდა. - რა ციფრზე გავჩერდი?
- სამოცდა ცხრაზე...
- ნახე, ნახე... სკოლა დაგვიმთავრებია...
თითების მარტივი მოძრაობით ნიალა საცვლის ამარა დატოვა. უყურებდა გოგონას დედიშობილა სხეულს.
- საოცრება! სრულყოფილება ხარ! - ნიალამ სირცხვილისგან აღარ იცოდა რა ექნა, ბიჭს მზერას ვერ უსწორებდა, დაბნეულობისგან და აღელვებისგან კიდევ უფრო ცახცახებდა. - განსაკურთრებით მაშინ, როცა ასე იმორცხვები... და რაც უფრო აღმაგზნებს... რომ იცოდე...
მკერდიდან კოცნებით მუცლისკენ ჩაუყვა. თითებით მის ვაგინას შეეხო.
- თან როგორ დასველებულა... - ჩაილაპარაკა კმაყოფილმა.
ისევ კოცნაზე გადავიდა, ამჯერად ყველაზე მგრძნობიარე ადგილას.
- ვაიმე! - აღმოხდა ნიალას, რომელიც სიამოვნებისგან თრთოდა.
როცა ორგაზმი ახლოვდებოდა და სხეული ეჭიმებოდა, სწორედ მაშინ ჩერდებოდა დემეტრე, რაც კიდევ უფრო აღაგზნებდა.
- მოგწონს ასე რომ გაწვალებ? - ჰკითხა ბიჭმა ნასიამოვნები ხმით, პასუხად მხოლოდ კვნესა მიიღო.
დემეტრემ წამებში გაიხადა ყველაფერი და ისევ ზემოდან მოექცა.
- შემომხედე! - უბრძანა გოგონას. - მიყვარხარ! მენდე...
ხელებით ფეხები გადააშლევინა, პატარა ბიძგი და მათი სხეულები გაერთიანდა. ნიალამ ხმამაღლა დაიკვნესა. დემეტრე ისევ მის ტუჩებს წაეტანა. პატარა ცრემლიც დაინახა გოგონას თვალთან.
- სულ ცოტაც... - ჩურჩულებდა და თან კოცნიდა.
ამჯერად უფრო ძლიერი ბიძგით შევიდა, თუმცა ტკივილი აღარ იყო გაუსაძლისი. ნიალაც მოდუნდა, სხეული ბიჭის ბიძგების ტემპს ააყოლა. ხვდებოდა, როგორ უჭირდა დემეტრეს ეს თავშეკავება.
- აი ასე... ყოჩაღ... - შეაქო და ტემპს უმატა.
კიდევ რამდენიმე წუთი და ნანატრმა ორგაზმმა მოიცვა გოგონას სხეული, ისევე, როგორც ბიჭისა. ორივე ერთად სადღაც აფრინდა და სიამოვნების მორევში გადაეშვა.
ორი დაღლილი სხეული ბალიშებს მიესვენა. სუნთქვა და გულისცემა ორივეს გახშირებული ჰქონდა.
- ძალიან გატკინე? - იკითხა ბოლოს ყიფიანმა.
მოულოდნელად ნიალამ სიცილი დაიწყო, ხმამაღალი სიცილი.
- საუკეთესო ხარ! - წამოიწია და ბიჭის ტუჩებს დააცხრა.
- გიჯი... ხარ... - გაეცინა და კოცნაში აჰყვა.

18.
მეორე დილით დემეტრეს მკლავებში გაეღვიძა. კუნთები სტკიოდა, მაგრამ თან სასიამოვნოდ უბჟუოდა. ოთახი მოათვალიერა. ძირს უწესრიგოდ ეყარა ტანსაცმელი, თეთრი ზეწარი ალაგ-ალაგ ალისფრად შეღებილიყო. გაახსენდა გუშინდელი ღვთაებრივი ღამე. სიამოვნების ღიმილი გადაეფინა სახეზე.
თავი გაითავისუფლა ყიფიანის ძლიერი მკლავებისგან და სააბაზანოსკენ წავიდა. საშხაპეში შევიდა და გუშინდელი ღამის კვალი ჩამოირეცხა.
- ღმერთო ჩემო! - დაიყვირა შიშველი დემეტრეს დანახვისას, რომელიც არეულ ოთახში ტელეფონს ეძებდა.
- რა მოხდა? - გაიკვირვა.
- უბრალოდ... არ ვარ მიჩვეული... - თავის თავზე გაეცინა.
- რას? - მიუხვდა ბიჭი და ღიმილი გადაეფინა.
- შიშველი კაცების ცქერას... - თვალები აატრიალა და ენა გამოუყო.
კარადისკენ წავიდა. სუფთა ტანსაცმელი მოძებნა და პირსახოცი მოიხსნა. მოულოდნელად ჰაერში აღმოჩნდა, მერე საწოლზე. ყიფიანი ისევ ზემოდან დაჰყურებდა.
- რას აკეთებ? - გაუკვირდა ნიალას.
- ჩემს სახლში, ჩემს ოთახში, ჩემს თვალწინ შიშველი დასეირნობ... და კიდევ მე რას ვაკეთებ?
ნიალას ტუჩებს დაეწაფა. ყოველ ახალ კოცნაზე რაღაც ენით აღუწერელი შეგრძნებები ეუფლებოდა, გრძნობდა გოგონასგან მომავალ მუხტს, სიმხურვალეს, თითქოს ვენებში სისხლი ორჯერ უფრო სწრაფად მოძრაობდა. გოგონაც თითქოს გათამამდა, აღარ ერიდებოდა კოცნა, პირიქით, უფრო მომთხოვნი ხდებოდა. კარგად იცოდა, როგორ მოქმედებდა ბიჭზე და უფრო იწვევდა. ხან კბილებით წაეტანებოდა ბიჭის ტუჩებს, ხან ენას იყენებდა მარდად.
- რატომ... მაგიჟებ? - ჰკითხა ბიჭმა.
ხელი ფეხიდან საჯდომისკენ აუცურა, თითებით ვაგინას შეეხო, ნელა შეუცურა საშოში.
- მოიცა... კიდევ? - გაკვირვებული ხმა ჰქონდა ნიალას.
- რა კითხვაა?
მსუბუქი ბიძგით ისევ გაერთიანდა მათი სხეულები, ისევ დაიკვნესა ანჯაფარიძემ. ამჯერად აღარ უცდია ხმის მოთოკვა. რაც უფრო უმატებდა ბიჭი ტემპს, მით უფრო ხმამაღლა და გამომწვევად კვნესოდა.
- ორგიების ქალღმერთი... - გაეცინა ბიჭს.
მოულოდნელად პოზა შეცვალა, გოგონა თავის ასოზე შემოისვა. ხელებით მის გამკვრივებულ მკერდს წაეტანა.
- აბა ვნახოთ, რა შეგიძლიათ... - უთხრა გამომწვევად.
ნიალა დაიბნა, მაგრამ არ შეიმჩნია. ბიჭმა ხელები თეძოებზე შემოაჭდო, მის წვრილ წელს დაეუფლა. აიძულა სხეულის მოძრაობა ბიძგებისთვის აეყოლებინა.
- აი ასე... მიხარია, რომ მარტივად ითვისებ ყველაფერს... - ნასიამოვნები ხმა ჰქონდა.
- სკოლაში ათიანები მყავდა... - თქვა გოგომ და თავი უკან გადააგდო.
- ჩვეულებრივი ქალღმერთი ხარ! - აღფრთოვანებული იყო თავისი რჩეულით.
ნიალამ კვნესას უმატა.
- მეზობლები... აჰ... გყავს? - ჰკითხა დემეტრეს.
- კი, მაგრამ ნიჩიო... მიეჩვიონ...
როცა პიკს მიაღწიეს მართლაც, რომ მთელმა სამეზობლომ გაიგო.
დაღლილები მიესვენნენ საწოლს, უბრალოდ იცინოდნენ.
- არანორმალური რომ იყავი... თავიდანვე შეგატყვე... - უთხრა დემეტრემ. - მაგრამ სექსის ქალღმერთიც თუ იყავი... რას ვიფიქრებდი...
- ზოგადად... ყველაფერში ნიჭიერი ვარ... - თავი შეიქო.
- აი მაგ გრძელ ენას ერთხელ...
- ჩშშ... - პირზე ხელი აიფარა. - აი ამ გრძელ ენას შეუძლია შენი გაჩუმება მხოლოდ...
უთხრა და ისევ ტუჩებზე დააცხრა.

...
- მე არ ვედნობი მაგ დემეტრეს! - ღრიალებდა კოკა.
- სხვა გზა არ გაქვს! - შეეპასუხა ლადო.
- მაგიჟებს მისი უდარდელი სიმშვიდე! არ ვენდობი!
- ტელევიზორს უყურებთ აქ ვინმე? - კარი შემოაღო ბათამ.
- ვის სცალია ტელევიზორისთვის? - თვალები აატრიალა გეგიმ.
- უნდა გეცალოს, ჩემო გეგი... ყველა ჩვენზე ლაპარაკობს... მთელი საქართველო, უკლებლივ ყველა ტელევიზია!
- ამათი დედას შევ*ცი! სხვა თემა არ აქვთ?
- „რა მოხდა სინამდვილეში?“ „უბედური შემთხვევა თუ მკვლელობა“ „რატომ დუმს შსს-ს მინისტრი“ „როდის იქნება სასამართლო“... კიდევ გავაგრძელო ჩამოთვლა? აა ხო, მთავარი გამომრჩა - „ვინ დაჭრა გამომძიებელი სანაია?“.
- სანაია როგორ გადარჩა! კატასავით 9 სიცოცხლე აქვს მაგ დედა მოტ*ნულს?! - ღრიალებდა ლადო.
- ცოლ-შვილი ხო ჰყავს? რატომ არ ვადუმებთ ერთხელ და სამუდამოდ? - სიგარეტს მოუკიდა კოკამ.
- სადღაც გადამალა. მაგარი შენძრეულია ეგ სანაია. ყველაფერი გათვალა.
- ჩვენი ყველა ნაბიჯი იცის მაგ ნაბო*არმა! - დაიღრიალა გეგიმ.
- ზუსტადაც! - თვალები აენთო კოკას. - ამიტომ არ ვენდობი იმ დემეტრე ყიფიანს!
- მოიცა... - დაბნეულობა დაეტყო სახეზე მინისტრს.
- აბა დაფიქრდი! ყიფიანი მივიყვანეთ ანჯაფარიძე სადაც გვყავდა - ანჯაფარიძე საღამოს გაქრა. ზუსტად მაშინ ვყავდით სადღაც დაბარებულები, როცა სანაიამ ნია წაიყვანა. წარბსაც არ ხრის ისე ისმენს ჩვენი გაუბედურების ამბებს. მე მაგ ბიჭს არ ვენდობი და მეტი არ მინდა მართალი აღმოვჩნდე!
- არამგონია ამდენი გაბედოს... - დაიწყო ბათამ.
- რა იყო ბათა? შენც მაგასთან ხომ არ მუშაობ? - გესლიანად ჰკითხა კოკამ.
ამის თქმა და ბათას გამოქანებული მუშტი ერთი იყო. კოკა ძირს დაენარცხა.
- რას აკეთებ?! თუ ხვდები რას აკეთებ ბებერო ნარკომანო! - ფეხზე წამოიჭრა კოკა, ცხვირიდან სისხლი სდიოდა.
- წესიერად მელაპარაკე! არ დაგავიწყდეს შენი ადგილი! - დაიგრგვინა ბათამ.
- ახლა ამის დროა? - არანაკლებ აღრიალდა ლადო. - ბავშვებივით რატომ იქცევით?! გამაგებინეთ ერთი! იმის ნაცვლად, რომ გადარჩენის გეგმებს ვაწყობდეთ როგორ იქცევით?
ყველა დადუმდა.
- ყიფიანზე მეც გამიჩნდა ეჭვი. - თქვა ბოლოს მშვიდად. - ამიტომ გავარკვიოთ სად დადის, ვის ნახულობს, ვისთან ცხოვრობს.
გაცეცხლებულმა დატოვა ლადოს სახლი, მანქანაში ჩაჯდა და ადგილიდან მოწყვიტა. ტელეფონი მოიმარჯვა, ცხოვრებაში პირველად აკრიფა სიძის ნომერი.
- გისმენთ... - გაისმა გაკვირვებული ხმა.
- ნიკა, სად ხარ? სასწრაფოდ უნდა გნახო...
- მშვიდობაა, ბათა?
- მშვიდობაა, უბრალოდ შენი დახმარება მჭირდება.
ნახევარ საათში ერთ-ერთ კაფეში იჯდა სიძესთან ერთად. ნიკა გაკვირვებული უყურებდა კაცის თითოეულ მოძრაობას.
- მითხარი, შემიძლია შენი ნდობა? - ჰკითხა სიძეს, თვალებში ჩახედა, თან ჩაი მოსვა.
- რა თქმა უნდა, ნანიკოს ეხება რამე?
- არა. ჩემი პირადი საქმეა.
- გისმენ...
- დახმარება მჭირდება. ერთ ბიჭთან უნდა მიხვიდე სახლში, სხვაგან არ შეიძლება შეხვედრა.
- ოჰო, მერე?
- ეტყვი, რომ ბათას გამოგზავნილი ხარ და მასზე ეჭვი აიღეს.
- და ვინ აიღო?
- ამას თვითონ მიხვდება. ეტყვი, რომ მელოტმა კაცმა თითქმის ამხილა, უთვალთვალებენ ყველგან, უსმენენ ყველგან. უთხარი, რომ ძალიან ფრთხილად იყოს.
- გასაგებია. კიდევ არის რამე?
- ამას რომ შეასრულებ, ჩემს ცოლს და ნანიკოს მიაკითხავ. ეტყვი, რომ აუცილებლად უნდა წამოგყვნენ. ბაქოს ჩქაროსნულ მატარებელში ჩასხდებით და წახვალთ.
- რა? ხუმრობ?
- ნიკა, საერთოდ არ მეხუმრება. ჩემი ორი უსაყვარლესი ადამიანის სიცოცხლეს განდობ, გესმის? აი აქ დამიმტკიცე, მართლა გიყვარს თუ არა ჩემი ნანიკო.
- ნანიკო 8 თვის ორსულია. ამხელა გზაზე არ წამომყვება.
- მოუწევს! სხვა გზა არ არის! მინდა, რომ დღეს საღამოსვე დატოვოთ ქვეყანა! ბაქოში რომ ჩახვალთ იქ ერთი კაცი დაგხვდებათ, თვითონ გიცნობთ სადგურზე. სახლში დაგაბინავებთ.
- ბათა, რას აპირებ? ნანიკო შენზე ძალიან ღელავს. რამე რომ მოგივიდეს, თავის თავს არ აპატიებს.
- ეჰ... მე ისედაც საკმარისად დავტანჯე ჩემი შვილი. - თმაზე ხელი გადაისვა. - აი მისამართი. ჯერ აქ მიდი.
- ნანიკოს უნდა, რომ შვილიშვილს მოეფერო. უნდა, რომ სიკვდილის წინ მოგიაროს. რატომ ართმევ ამას?
- იმიტომ, რომ ცოცხლები იყოთ. გაიგე? იცოდე, რაც არ უნდა მოხდეს, არ დაბრუნდეთ. სანამ ლიპარტელიანები და კოკა ღლონტი არ იქნებიან ციხეში სამუდამოდ გამოკეტილი, არ დაბრუნდეთ!
ნიკას თვალები გაუფართოვდა. ბათა წამოდგა, სიძეს ხელი ჩამოართვა და ცხოვრებაში პირველად გადაეხვია.
- ვიცი, ჭკვიანი ბიჭი ხარ. ჩემი გოგო სულელს არ გაყვებოდა. შენი იმედი მაქვს!
ჩქარი ნაბიჯით დატოვა კაფე და ისევ მანქანაში ჩაჯდა.
რამდენიმე წუთში უკვე სახლში იყო. დიდი ხანია ასე ადრე სახლში არ დაბრუნებულა.
- ბათა? - გაისმა ცოლის გაკვირვებული ხმა.
- მე ვარ. - სამზარეულოში შევიდა.
- ხო მშვიდობაა? - შიში ედგა თვალებში ქალს.
ბათა წინ აესვეტა. უყურებდა თავის ცოლს, თავის ერთადერთ სიყვარულს. სახე შესამჩნევად დანაოჭებოდა, წელშიც მოხრილიყო.
- როგორ ხარ, ჩემო მზეო? - გაუღიმა და ქალის სახე ხელებში მოიქცია.
ცოლი კიდევ უფრო გაოცდა. რამდენი წელია ბათას მისთვის ასე აღარ მიუმართავს.
- ბათა, რატომ მაშინებ? - სახე შეეცვალა.
- იდეალური ქმარი არასდროს ვყოფილვარ, ლენა. არასდროს გამოვირჩეოდი რომანტიკით, ყურადღებით, სითბოთი. არასდროს მითქვამს შენთვის თუ როგორ მიყვარხარ, როგორ ვაფასებ, რომ მიუხედავად ჩემი საქციელებისა, იმ ტკივილის და ტანჯვისა, რაც ჩვენი ქორწინების პერიოდში მოგაყენე, მაინც ჩემთან დარჩი და არ მიმატოვე. შეიძლება ეს სულაც არ გაგიკეთებია ჩემს გამო, უბრალოდ ნანიკო გინდოდა ბედნიერი ყოფილიყო, მაგრამ... მე მაინც გაფასებ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ შენზე ძვირფასი არავინ მყავს და არავინ მყოლია.
- ბათა! - ქალს თვალები ცრემლებით აევსო. - რა ხდება?
- არაფერი, არაფერი. რამე უნდა ხდებოდეს, რომ ცოლს სიყვარული ავუხსნა? სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო, ხომ გაგიგია. - დაიხარა და ლოყაზე აკოცა. - ნუ ტირი რა... ისედაც საკმარისად გატირე მთელი ცხოვრება... შენს ადგილზე ნებისმიერი ქალი გაიქცეოდა, თავს უშველიდა, უკეთეს ქმარს ნახავდა ვინც გააბედნიერებდა... შენ კი ასე მონასავით დარჩი ჩემთან და დღემდე აქ ხარ, აგერ უკვე 32 წელია.
- მე... შენ... ყოველთვის მიყვარდი... - ასლუკუნდა ქალი.
- ვიცი, ვიცი... მე ამას ყოველთვის ვგრძნობდი... ვგრძნობდი, რომ მიუხედავად ჩემი საქციელებისა, მაინც გიყვარდი და გვერდში მედექი. - მეორე ლოყაზეც აკოცა. - რამდენი ღამე გაატარე ჩემზე ნერვიულობაში, გაბრაზებაში, ტირილში... მე ყველაფერი ვიცი...
- ბათა...
- ცუდად გექცეოდი, ყურადღებას არ გაქცევდი... იცი რატომ? მე შენს თავს არ ვიმსახურებდი და დღემდე არ ვიმსახურებ... მინდოდა რომ წასულიყავი, მინდოდა რომ ბედნიერება გეპოვა, თან გიშვებდი, მაგრამ მაინც გებღაუჭებოდი. შენ ხარ ჩემი მამოძრავებელი ძალა. სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, რაც არ უნდა გამეკეთებინა ვიცოდი, რომ სახლში მელოდებოდი... ვიცოდი, რომ უჩემოდ საწოლშიც არ დაწვებოდი, მთელი ღამე დამელოდებოდი და მაინც კარს გამიღებდი. გახსოვს რამდენჯერ გეჩხუბე ამის გამო? რას მელოდები აჩრდილივით მეთქი, არადა გულში მიხაროდა, მიხაროდა, რომ ყველასგან გადაგდებული, გალანძღული ბათა შენ ისევ გჭირდებოდი.
- ბათა... ახლა რატომ ამბობ ამას? - ცრემლები ღაპაღუპით სდიოდა.
- მოდი ჩემთან. - ხელები მაგრად მოხვია. - ნამდვილი არაკაცი ვარ, რომ შენნაირი ქალი ვერ დავაფასე. ხელის გულზე უნდა მეტარებინე, სიყვარული უნდა მეჩუქებინა შენთვის... ეს არის ქმრის მოვალეობა... მაგრამ მე ეს ვერ შევასრულე... ნამდვილი არაკაცი ვარ ამის გამო! შენნაირ ერთგულ, მოსიყვარულე, მშრომელ და საოცარ ქალს რომ ვერ გავუფრთხილდი ისე, როგორც საჭიროა. მე ვკვდები ლენა... ვკვდები და მთელ ჩემს ცხოვრებას ვნანობ! მხოლოდ შენ და ნანიკო დამრჩით ნათელი წერტილები, დანარჩენი ყველაფერი შავია, ყველაფერი ბნელია. ახლა რომ ისევ 25 წლის ბათა ვიყო, როცა მოგიტაცე, ყველაფერს შევცვლიდი. დამიჯერე, მხოლოდ შენს ბედნიერებაზე ვიზრუნებდი, დაუვიწყარ ცხოვრებას გაჩუქებდი... მაგრამ ახლა ყველაფერი გვიანია...
- რატომ ამბობ ასე, ბათა! ასე არ არის... მიუხედავად ყველაფრისა, მე მაინც კმაყოფილი ვარ ჩვენი ცხოვრებით... მე შენ დღემდე ისე მიყვარხარ, როგორც მაშინ, 18 წლის რომ მომიტაცე.
- ვიცი და ეს მაძლიერებს. შენნაირი ქალი იშვიათია, ღვთის საჩუქარი იქნებოდი ნებისმიერი ადამიანისთვის, მაგრამ ბედმა ჩემი თავი გარგუნა. - ბათასაც მოადგა ცრემლები. - მინდა იცოდე, რომ საოცრად მიყვარხარ და ყოველთვის მიყვარდი. დღემდე ყველაზე ლამაზი ქალი ხარ ჩემთვის და ასე იქნება სამუდამოდ. ცოტა დრო კიდევ რომ მქონდეს, მხოლოდ შენს გაბედნიერებას შევწირავდი, მაგრამ დამაგვიანდა... ჩემი ლამაზი ცოლი ნერვიულობაში ნაადრევად გავაჭაღარავე, დავაბერე... კაცი ვარ მე ამის მერე?
ბათამ ხელები გაუშვა, ფრთხილად ჩამოსვა სკამზე, დაიჩოქა და თავი კალთაში ჩაუდო.
- რა ნამუსით უნდა გთხოვო პატიება... მე ხომ მთელი ცხოვრება დაგინგრიე, პატარა, მეამბოხე გოგონას ყველაფრის იმედი და სურვილი ჩაგიკალი.
- ასე არ ყოფილა, ბათა...
ბათამ ცოლის ხელები თავის ხელებში მოიქცია, დაუკოცნა.
- ასე იყო... და საშინელება ისაა, რომ მე ამას ვხედავდი და არაფერს ვაკეთებდი...
ბათა წამოდგა, კიდევ ერთხელ აკოცა ლენას და ოთახიდან გავიდა. გაოგნებულმა ქალმა თავი ხელებში ჩარგო და მწარედ ატირდა.
- შეიძლება? - ფრთხილად დაუკაკუნა შვილს კარზე.
- მოდი, მამა... - გაუღიმა საწოლზე წამოწოლილმა ნანიკომ.
- იყავი, არ წამოდგე...
- წეღან ახვანცალდა და წამოვწექი... - ხელებით მუცელს მოეფერა. - ალბათ ბიჭია, ძალიან ცელქობს...
- შენც ცელქი იყავი, მახსოვს... დედაშენს ღამეები არ აძინებდი... - ჩაეღიმა კაცს.
- ნახე, ფეხი მომარტყა... - ნანიკომ ბათას ხელი აიღო და ზუსტად იმ ადგილზე დაიდო, სადაც რამდენიმე წამის წინ ბავშვი ამოძრავდა.
- ხო...- გაეცინა. - მაგრამ გული მიგრძნობს გოგოა...
- არადა მე და ნიკა მხოლოდ ბიჭის სახელებზე ვფიქრობთ.
- ჩვენ თავიდანვე გადავწყვიტეთ გოგოსთვის ნანიკოს დარქმევა. მეორე გოგოც მინდოდა და რომ გვყოლოდა, ალბათ, სოფიკოს დავარქმევდით.
- რატომ მაინც და მაინც სოფიკო?
- რავი, შენს სახელს უხდება...
ბათა დადუმდა, აზრებს თავს უყრიდა.
- კარგი ქმარი გყავს. - დაიწყო მშვიდი ხმით.
- ჰა? - გაუკვირდა გოგოს.
- ხო, ხო... ვაღიარებ, მშვენიერი ბიჭი გიპოვნია, რაც მთავარია, ღირსეული ქმარი.
- მამა, რა ხდება? - წარბები შეკრა.
- არაფერი, არაფერი. უბრალოდ ჩემს აზრს გეუბნები. სამწუხაროდ, მამის სიყვარული და ალერსი ყოველთვის გაკლდა. შენი ცხოვრებაც ისე შევიწირე, როგორც დედაშენის.
- ბათა, მაშინებ! - წამოჯდა.
- არა, ნუ გეშინია. უბრალოდ მომისმინე. იმ წუთიდან შემიყვარდი, როცა დედაშენმა მითხრა ორსულად ვარო. დღეებს ვითვლიდი, წუთებს და წამებს როდის დაიბადებოდი. პირველად ხელში რომ აგიყვანე მაშინ მივხვდი, რომ ყველაზე დიდი განძი მეჭირა ხელში და ღმერთმა დამაჯილდოვა შენი მამობით. მაგრამ... ვერ შევასრულე. ვერ შევასრულე ჩემი მამობრივი მოვალეობა... თვალებში რომ ჩაგხედე მაშინ ცხოვრების მიზნად დავისახე შენი გაბედნიერება, გათამამება, მამიკოს თავნება გოგოდ ქცევა... არ გამომივიდა, ვერ ვივარგე...
- მამა... - ცრემლები წამოუვიდა.
- მამა... კაცი, რომელმაც ამდენი ტკივილი მოგაყენა, არ იმსახურებს შენს სიყვარულს. მაშინ ვქრებოდი, როცა ყველაზე მეტად გჭირდებოდი. ვინ იცის, რამდენი შეურაცხყოფა და ტკივილი მოგითმენია ჩემს გამო. განა კაცი ვარ მე ამის მერე? ვიმსახურებ ვიყო მამა?
- ბათა... მიუხედავად ყველაფრისა ხომ იცი, რომ მაინც მთელ სამყაროს მირჩევნიხარ...
- რატომ, ნანიკო, რატომ? მე ამას არ ვიმსახურებ... ძალიან ბევრი ადამიანი გავაუბედურე, მათ შორის ჩემთვის ყველაზე ძვირფასებიც. ყველაფრისთვის ვისჯები და აუცილებლად მომეთხოვება პასუხი. უბრალოდ პატიება მინდა გთხოვო.
- რა პატიება! ბათა! რატომ მაქვს ისეთი შთაბეჭდილება თითქოს მემშვიდობები? ხომ იცი, რომ ამას არასდროს გაპატიებ...
- როგორ მიყვარხარ! როგორ ვამაყობ, რომ ძლიერი და დამოუკიდებელი ქალი ხარ! როგორ მიხარია, რომ საყვარელი ადამიანი გიდგას გვერდში და მალე დედა გახდები! როგორ ვნანობ, რომ აქამდე არ ვიყავი შენთან! როგორ ვნანობ, რომ მამის იმედი არასდროს გქონდა! როგორ ვნანობ, რომ შენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში შენთან არ ვიყავი და, ალბათ, არც ვიქნები.
- რატომ ამბობ ამას! მამა! - ყვიროდა ნანიკო.
- მე ვკვდები, ჩემო სიხარულო... ეს ასეა... ძალიან ცოტა დამრჩა!
- ბათა! ჯერ კიდევ არის შანსი! ასე ნუ გამწირავ!
- გულდამშვიდებული ვარ! შენ გყავს არაჩვეულებრივი ქმარი და განუმეორებელი დედა! შენც საოცარი დედა იქნები, გული მიგრძნობს...
კიდევ ერთხელ მოეფერა მუცელზე. მერე ლოყაზე აკოცა და წამოდგა.
- ბათა! ბათა! ასე ვერ მიმატოვებ! მამა! დაბრუნდი!
ყვიროდა ნანიკო, მაგრამ ბათა უკვე სადარბაზოს კიბეზე ეშვებოდა, მასაც სდიოდა ცრემლები, სიმწრის ცრემლები.



19.
ნიკამ დოლიძეზე მანქანა გააჩერა. იმ სადარბაზოს მიადგა, სადაც ბათამ გამოგზავნა. კარზე რამდენჯერმე დააკაკუნა. რამდენიმე წუთში მაღალმა, დაკუნთულმა და გრძელთმიანმა ბიჭმა გაუღო კარი.
- ვინ გნებავთ?
- დემეტრე ყიფიანი აქ ცხოვრობს?
- რა გნებავს მასთან? - დაეჭვდა ბიჭი.
- ბათამ გამომგზავნა.
- და რატომ უნდა დაგიჯერო?
- მე ნანიკოს ქმარი ვარ.
კიდევ ერთხელ შეათვალიერა სტუმარი და სახლში შეუძღვა.
საიდანღაც ნიავი უბერავდა. ნიალა აივანზე სარეცხს ფენდა.
- აქეთ მობრძანდით. თქვენი სახელი?
- ნიკა. - ხელი ჩამოართვა.
- ყავას ან ჩაის ხომ არ ინებებ?
- არა, მადლობა. დიდი დრო არც მაქვს.
- ხო მშვიდობაა? ბათას სჭირს რამე?
- ბათას არ ვიცი რა სჭირს, მაგრამ ფაქტია ცხოვრებაში პირველად დახმარება მთხოვა. ამიტომ ვარ აქ.
- აბა გისმენ.
- ასე მითხრა, გადაეცი მელოტმა კაცმა ყველაფერი გაიგო შენზე, ეჭვი აიღო, გითვალთვალებენ და გისმენენ, ფრთხილად იყავიო.
დემეტრე წამიერად დადუმდა, მერე გაიაზრა რა მოხდა.
- ნიალა! - დაიყვირა. - ჩქარა შემოდი!
გაოცებული გოგო აივნიდან სირბილით წამოვიდა.
- რა ხდება? - გაკვირვებულმა შეხედა ჯერ დემეტრეს, შემდეგ უცნობს.
- გვითვალთვალებენ! ფანჯარას არც კი მიუახლოვდე!
წამოიჭრა, სასწრაფოდ დაკეტა ყველა ფანჯარა და მუქი ფარდა გააფარა.
- მე ჩემი საქმე შევასრულე. - წამოდგა ნიკა. - ბათამ კიდევ ბევრი რამ დამაბარა, ამიტომ თავს არ შეგაწყენთ. ფრთხილად იყავით და დაუჯერეთ ჩემს სიმამრს.
- დიდი მადლობა, ნიკა. - კიდევ ერთხელ ხელი ჩამოართვა. - ნანიკო მომიკითხე.
- აუცილებლად. ნახვამდის.
დემეტრემ კარი ჩარაზა.
- გამაგებინებ რა ხდება?
- კოკა ღლონტი გახსოვს?
ნიალას გააჟრჟოლა. რა დაავიწყებდა თავისი ღამის კოშმარს? კოკა ღლონტი ხომ ამ ქვეყანაზე ყველაზე მეტად სძულდა.
- მახსოვს... - თქვა ჩუმად.
- რაღაც იყნოსა! ხომ ვამბობდი, მაგარი შენძრეულია თქო! თავიდანვე ნიტოდ მიყურებდა.
- და?
- ბათამ გამოგზავნა ეს ბიჭი, გაგვაფრთხილა გითვალთვალებენ და ფრთხილადო.
- ვაიმე, შენი აზრით დამინახეს?
- არ ვიცი, დიდი იმედი მაქვს რომ არა.
- ნიალა, სახლიდან არ გახვიდე! კარი არავის გაუღო!
- დემეტრე! სად მიდიხარ?
- დამშვიდდი და მომისმინე. - გოგონას სახე ხელებში მოიქცია. - სულ რომ სამყარო ჩამოიქცეს აქედან არ წახვიდე და კარი არავის გაუღო, არავის დაელაპარაკო და ეცადე არ იხმაურო. მალე მოვალ.
ტუჩებზე მსუბუქად შეეხო და წავიდა.
გაოგნებული ნიალა სამზარეულოში შემობრუნდა. დემეტრეს ტელეფონი მაგიდაზე იდო. იმავე წამს კარზე ზარი დარეკეს.
- მერე მე მეტყვის ბავშვი ხარო... ტელეფონს მე მიტოვებდი?
ტელეფონს ხელი დაავლო და კარი გამოაღო.
- სალამი, ლამაზო!
კარში ნიალაზე ორჯერ მაღალი, დაკუნთული და ამაზრზენი შესახედაობის კაცი იდგა. გოგონამ კარის დაკეტვა სცადა, მაგრამ ზორბამ ხელი შეუშალა.
- კი მაგრამ ასე ხვდებიან სტუმრებს?
კარი ფართოდ გამოაღო და სახლში შემოვიდა.
- რა გნებავთ! ვინ ხართ საერთოდ!
კაცი მისაღებში შევიდა, დივანზე ჩამოჯდა.
- მოდი აქ. - დაუძახა ჩუმად.
ნიალამ კარისკენ გაიხედა.
- არც კი გაბედო. კიბესთან სამი ჩემნაირი გელოდება. უმჯობესია აქ მოხვიდე, წყნარად ვისაუბროთ.
ანჯაფარიძე კაცისკენ წავიდა, მის მოპირდაპირედ დივანზე ჩამოჯდა.
- ყიფიანს საიდან იცნობ? - ფეხი ფეხზე გადაიდო ზორბამ.
- არსაიდან.
- აბა მის სახლში რას აკეთებ?
- დ...დამლაგებელი ვარ...
კაცმა ბოლო ხმაზე გადაიხარხარა.
- რაღაც პოლის ჯოხს ვერ ვხედავ. თქვი დროზე საიდან იცნობ.
- დამლაგებელი ვარ თქო.
- მეღადავები ხო? - ფეხზე წამოდგა. - ცოლი ხარ? შეყვარებული?
- არც ერთი. - ცდილობდა მტკიცე ხმა ჰქონოდა, ერთიანად კანკალებდა.
- მე საუბარი ვცადე, რაც მოგივა შენს თავს დააბრალე.
თქვა და გოგონას პირზე ხელი ააფარა. ნიალამ დაიკივლა, მაგრამ კაცმა კიდევ უფრო მოუჭირა ხელი. მეორე ხელით ხელები ზურგს უკან გაუკავა და კარისკენ უბიძგა.
- ვინ არის ეს? - ჰკითხა საჭესთან მჯდომმა, როცა ზორბამ ნიალა შავ ჯიპში ჩასვა.
- წარმოდგენაც არ მაქვს, მაგრამ როგორც ჩანს ჩვენს ადვოკატს ძალიან უყვარს. - ჩაიცინა.
- საით წავიდეთ?
- გეგისთან სახლში.
ამის გაგონება და ნიალას დაწივლება ერთი იყო.
- არა, გთხოვთ... - როგორღაც თავი გაითავისუფლა. - ოღონდ მანდ არა...
- რა იყო, ჩიტო, იცნობ გეგის?
- გთხოვთ... გევედრებით... ისე გავქრები, მამაზეციერიც ვერ მიპოვის, ოღონდ ახლა გამიშვით... გთხოვთ...
ზორბას აშკარა გაკვირვება დაეტყო სახეზე.
- ზაზა, დაძარი მანქანა...
ისევ ძალით გადაათრიეს, ნიალა ფეხებზე ჩამოეკიდა, ძირს ფორთხავდა. საბოლოოდ ზორბამ ხელში აიტაცა და ისე შეიყვანა სახლში. კარი მოსამსახურემ გააღო, რომელიც აშკარად შეშინებული იყურებოდა.
- სახლში ვინ არის? - ჰკითხა გოგოს.
- მარტო ვარ... - შეშინებული ხმა ჰქონდა.
- გეგი სად არის?
- არ ვიცი, ბატონი გეგი რამდენიმე წუთის წინ გავიდა.
ნიალა ერთ-ერთ ოთახში შეიყვანეს, ხელ-ფეხი შეუკრეს.
- დამეხმარე, გთხოვ... - დაიჩურჩულა მოსამსახურის მოახლოვებისას.
- ნუ მაიძულებ პირიც აგიკრა! გაჩუმდი! - დაუღრიალა ზორბამ.
ყიფიანმა მართლაც აღმოაჩინა, რომ ტელეფონი თან არ ჰქონდა, მაგრამ საკმაოდ გვიან. წამოსვლიდან ნახევარ საათში გააჩერა მანქანა თავის სადარბაზოსთან. კიბეზე აიჭრა და გაქვავდა, როცა სახლის კარი ნახევრად ღია დახვდა.
დაუფიქრებლად შეიჭრა შიგნით, რამდენჯერმე დაიყვირა ნიალას სახელი, მაგრამ უკვე იცოდა რაშიც იყო საქმე. ტელეფონი იქვე ძირს დაგდებული დაინახა.
- დედას შევე*ი! ჯანდაბა! თქვენ მოგიტ*ნავთ გამჩენებს! ამას არ შეგარჩენთ!
ღრიალებდა ბოლო ხმაზე, ხელში რაც მოხვდა ყველაფერი დალეწა.
- რა მოხდა, შვილო? - შემოვიდა გაოცებული მეზობელი. - გაგქურდეს?
- დიახ... გამქურდეს... და არ შევარჩენ...
- ვაიმე, შვილო, იქნებ პოლიცია გამოვიძახოთ?
- ჰაჰაჰა, პოლიცია, პოლიცია... - გიჟს ჰგავდა ყიფიანი. - შეგიძლიათ დამარეკინოთ?
ქალმა ძველი ნოკიას ტელეფონი გაუწოდა. სწრაფად აკრიფა ნომერი.
- ბათა! ბათა! ნიალა წაიყვანეს! რას ქვია დავმშვიდდე! ნიალა წაიყვანეს მეთქი! ... ჩემს გარეშე რას მოაგვარებ... ბათა! არ გამითიშო! ბათა! დედას შევე*ი!
ქალმა გაოცებულმა გახედა.
- მადლობა დახმარებისთვის...
ტელეფონი ხელში მიაჩეჩა და კიბეზე დაეშვა.
- კი მაგრამ, ახლა მაინც ჩაგეკეტა კარი... - მიაძახა ქალმა, მაგრამ ვისღა ესმოდა.
ბათამ გეზი ლიპარტელიანების სახლისკენ აიღო. სახლში გიჯივით შევარდა.
- თავისუფლები ხართ! - შემოუძახა ორივე ზორბას.
- ბატონო?
- რაც გაიგე.
- და შენ ვინ ჩემი ფეხები ხარ?
- წესიერად მელაპარაკე, თორემ განახებ ვინ ვარ.
- გეგის უნდა დაველოდო, ასეთია ბრძანება.
- გეგის ბრძანებით ვარ მე. თუ არ გჯერა ამ გოგოს ჰკითხე ვინ ვარ. - ხელი გაიშვირა მოსამსახურისკენ, რომელმაც უკვე აღარ იცოდა რა ექნა.
- ბატონი ბათა გეგის მეგობარია... - თქვა ჩუმად.
- გასაგებია, წავალ, მაგრამ გეგის მაინც შევატყობინებ.
ისევ ეჭვის თვალით უყურებდა ახალმოსულს.
- როგორც გინდა.
ბათა დაელოდა, სანამ ყველა გავიდოდა ოთახიდან, შემდეგ კი ნიალას მიეჭრა.
- გთხოვთ, არაფერი დამიშავოთ... - შეევედრა კაცს.
- დამშვიდდი, დემეტრეს მეგობარი ვარ. - უთხრა კაცმა უემოციოდ.
ხელ-ფეხი გაუხსნა და ფეხზე წამოდგომაში დაეხმარა.
- გოგო მიმყავს და იცოდე, სიტყვა არავისთან დაგცდეს აქ მომხდარზე, გაიგე?
მოსამსახურემ თავი მორჩილად დაუქნია.
ბათამ ნიალა მანქანაში ჩასვა. მოულოდნელად ტელეფონმა დარეკა.
„ბათა სად დადიხარ?“- გაისმა ლადოს საზარელი ხმა.
ბათამ ხელით ანიშნა ხმა არ ამოიღოო.
„რაღაც საქმე მქონდა, რა იყო?“
„ზეგ სასამართლო გვაქვს და შენ რაღაც საქმეზე ხარ?“ - შეშფოთებული ხმა ჰქონდა.
„მოვალ მალე, დამშვიდდი.“
„ის ადვოკატი არ მპასუხობს, ერთი საათია ვურეკავ. შენ ხომ არ შეგხმიანებია?“
„მე საიდან უნდა ვიცოდე, რა თქმა უნდა არა“
მინისტრმა გულიანად შეიგინა და ტელეფონი გათიშა.
- სადმე გაქვს დასარჩენი? სად შეიძლება წაგიყვანო?
- არ... არ ვიცი... არ მაქვს... - ხმა უკანკალებდა.
- დამშვიდდი, ყველაფერი კარგადაა.
- დემეტრე სად არის?
- წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ იმედია რამე სისულელეს არ აკეთებს.
ბათამ რომელიღაც გარეუბნისკენ გადაუხვია. ერთ-ერთ სახლთან გააჩერა.
- გადმოდი.
- სად ვართ? - იკითხა გაოცებულმა.
- რაღაც სასტუმროა, არ ვიცი. აქ იყავი მანამ, სანამ ან მე არ მოვალ ან დემეტრე, გაიგე?
- კი, გავიგე. დიდი მადლობა! კარგი ადამიანი ხართ!
- მთლად ეგრეც არაა, შენ რომ ფიქრობ, მაგრამ მადლობა მიღებულია.
ბათა ამჯერად ლადოს სახლისკენ დაიძრა. ტელეფონზე ნიკასგან შეტყობინება მოუვიდა, უკვე ბაქოში ვართ, შეგვეხმიანე, ნანიკო ძალიან ნერვიულობს შენზეო. მოკლედ უპასუხა, კარგად ვარ და ტყუილა ნუ ნერვიულობს, თორემ ბავშვს შეეშინდებაო.
მართლაც რას არ მისცემდა ბათა, ოღონდ ახლა ნანიკოს გვერდით ყოფილიყო, მისი ყოველი კაპრიზი შეესრულებინა, პატარა შვილიშვილი ხელში დაეჭირა და მისი დამათრობელი სურნელი შეეგრძნო. მაგრამ დააგვიანდა... გონებაში მხოლოდ ამას იმეორებდა, ამაზე მაშინ უნდა გეფიქრა დიდებისკენ და ფულისკენ რომ ისწრაფვოდიო.
ლადოს სახლთან გააჩერა მანქანა. ჩქარი ნაბიჯით შევიდა შიგნით. მისაღებში მხოლოდ კოკა იჯდა და ეწეოდა.
- მარტო შენ ხარ? - ჰკითხა ბათამ.
- ჯერ გამარჯობას ამბობენ, ჩემო ბათა. - არც მოუხედავს ისე უთხრა.
- არ მცალია შენთვის. - მოუჭრა მკვახედ.
- ზატო მე მცალია, არ დაჯდები? ვისკის შემოგთავაზებ, თან ყველაფერს დაწვრილებით მომიყვები.
- რა უნდა მოგიყვე? - დივანზე ჩამოჯდა ბათა.
- აი, მაგალითად საიდან იცნობ ყიფიანს...
ბათას მზერა დაეძაბა.
- და საიდან უნდა ვიცნობდე?
- ყიფიანი შენ შემოგვთავაზე ადვოკატად.
- გეშლება, კოკა. მე რამდენიმე ვარიანტი შემოგთავაზეთ, ყიფიანი თავად აირჩიეთ.
- აააჰ, აი თურმე რაშია საქმე.
- კოკა, რა გინდა? სად არიან სხვები?
- მოდიან, მოდიან. მალე მოვლენ. კარგი, შემდეგი კითხვა. საიდან იცნობ გამომძიებელ სანაიას?
- არსაიდან. რა დაკითხვას მიწყობ? - არ ნებდებოდა ბათა.
- კარგი, მაშინ მითხარი რატომ გაუშვი ის ნაბოზ*რი ანჯაფარიძე?
- რას...
- რატომ მეთქი! - დაიღრიალა კოკამ და ვისკის ჭიქა კედელს მიანარცხა.
- მე წავედი. - წამოდგა ბათა.
- ვერსადაც ვერ წახვალ! ნაბიჭ*არო! მოღალატევ! ყოველთვის ასეთი ჩუმჩუმელა გამყიდველი იყავი!
- რას ბედავ! - მუშტის დასარტყმელად შემობრუნდა ბათა, მაგრამ ადგილზე გაშეშდა.
- ხელები მაღლა! - კოკამ იარაღი ამოიღო. - უკან გაიწიე!
ბათა დაემორჩილა.
- დიდი ხანია გვღალატობ?
- კოკა, იარაღი დადე. - უთხრა მშვიდად.
- დიდი ხანია გვღალატობ მეთქი?! - ისევ ბოლო ხმაზე დაიღრიალა. - იქნებ ცხოვრებაში ერთხელ მაინც აღიარო დანაშაული?
- ხო, დიდი ხანია.
- ვისთან მუშაობ? - კბილებში გამოსცრა კოკამ და ზიზღით აათვალიერა.
- სანაიასთან.
- ფუუ... - შეაფურთხრა. - ადვოკატიც, ხო?
- არა. ადვოკატს არ ვიცნობ თქო, გითხარი უკვე.
- შენ სანაიაზეც ასე თქვი.
- სანაია ჩემი ნათესავია.
- აი თურმე... და იმას ხომ ვერ ამიხსნი როგორ აღმოჩნდა ანჯაფარიძე ყიფიანის სახლში? - გაეღიმა კოკას. - ამიტომ გაუშვი ანჯაფარიძე?
- იმიტომ გავუშვი, რომ საბრალო გოგო არაფერ შუაშია.
- ახლა გამოჩნდა შენში სიბრალული? ბათა! - გადაიხარხარა. - რამდენი კაცი მოკალი, რამდენი გააუბედურე, რამდენი უდანაშაულო გაუშვი სროკზე... და ვიღაც ანჯაფარიძე შეგეცოდა?
- თუ მკლავ, მომკალი. ნუ წელავ. - ხმა ისევ მშვიდი ჰქონდა.
- წამებით და ტანჯვით სიკვდილს იმსახურებ, ბათა, ეს ტყვია ალალია შენთვის.
- ალალი? მაშინ შენ როგორ უნდა მოკვდე? ვის რას ეუბნები? საკუთარი ცოლი არ მოკალი?
- რას ბოდავ! - დაიღრიალა კოკამ.
- გგონია არავინ იცის რომ ცოლის მკვლელი ხარ? ნამდვილი არაკაცი ნაბი*ვარი ხ..
შემდეგ იყო გასროლის ხმა. სამჯერ გაისროლა კოკამ. სამივე ტყვია გულში ესროლა. ბათას უგონო სხეული ძირს დაეცა.



20.
კოკა გაქვავებული იდგა ბათას გვამთან, რომლის გარშემოც სისხლის გუბე იდგა.
- კოკა! რა გააკეთე?! - გაისმა ლადოს ღრიალი, რომელიც სირბილით შემოვარდა სახლში.
- ის გავაკეთე, რასაც ეს იმსახურებდა. - გამყინავი მზერა ესროლა კოკამ.
- გვამს რა უნდა ვუყოთ, კოკა! რამ გამოგა*ლევა! ეს რა გააკეთე!
- არ ვიცი! წარმოდგენაც არ მაქვს! ჯანდაბას! დედას შევე*ი! - აღრიალდა ბოლო ხმაზე.
- წუთი-წუთზე ყიფიანი იქნება აქ!
- დაურეკე! დროზე დაურეკე! უთხარი არ მოვიდეს!
ლადომ ტელეფონი ამოიღო, მაგრამ უკვე გვიანი იყო.
- ღმერთო ჩემო! - აღმოხდა გაოგნებულ დემეტრეს. - ბათა!
- შე ნაბო*არო! - დემეტრესკენ წამოვიდა კოკა. - კიდევ ბედავ აქ მოსვლას?
- კოკა, რას აკეთებ, გამაგებინებ?! - საბოლოოდ წყობიდან გამოვიდა ლადო.
- იცი, რომ ანჯაფარიძე დავიჭირეთ და ამ ახვარმა ბათამ გაუშვა?
- რა?
- და იცი სად დავიჭირეთ? ამ ნაბო*არი ადვოკატის სახლში!
- მოგკლავ! - კისერში წვდა ლადო დემეტრეს.
დემეტრემ წიხლი მუცელში უთავაზა, მინისტრი ტკივილისგან დაიმანჭა.
- კოკა! რას უყურებ! ესროლე! - ამოიგმინა.
კოკამ ჯერ ლადოს შეხედა, შემდეგ დემეტრეს. იარაღი მოიმარჯვა და კიდევ ერთხელ გაისროლა. დემეტრემ სხარტად აიცდინა, ტყვიამ მხოლოდ მხარი გადაუსერა, სირბილით წავიდა მანქანისკენ.
- გარბის ეს ბო*ი! გარბის! - ხაოდა ლადო. - ესროლე, შე *ლეო, ესროლე! დროზე!
დემეტრემ მანქანა ადგილიდან მოწყვიტა, 3 ტყვია დააწია კოკამ. საბარგულის ფანჯარა წამებში ჩამოიფშხვნა.
- ბათა მოკლეს! ღმერთო ჩემო! ბათა მკვდარია! - იმეორებდა შოკირებული ყიფიანი.
თვალები გაუშეშდა, აეწვა. უკნიდან რომ არ დაესიგნალებინათ, ალბათ, რომელიმე ბოძს შეასკდებოდა. საშინელი თავბრუს ხვევა და გულის რევა იგრძნო, ცივმა ოფლმა დაასხა. მანქანა გააჩერა და შუბლით საჭეს მიეყრდნო.
- ბათა მოკლეს... ბათა მკვდარია... - ჩურჩულებდა თავისთვის.
მზერა დაებინდა. ფეხებს დახედა. სისხლის გუბეში ცურავდა.
- ეს... რა ჯანდაბაა... საიდან... მოვიდა... - ენას პირში ძლივს ატრიალებდა.
„მეგობარო... კარგად ხარ?“ - ვიღაცის ხმა ჩაესმა.
ფანჯარას გახედა, მაგრამ მზის სხივებმა თვალი მოსჭრა და მისი სახე ვერ გაარჩია. უცნობმა კარი გააღო.
„მეგობარო... ლიკა სასწრაფოში დარეკე! დროზე! თვალები არ დახუჭო! გონება არ დაკარგო! მიყურე! გესმის? მიყურე!“
ბიჭი მთელი ძალით ანჯღრევდა, ცდილობდა დაჭრილს გონება არ დაეკარგა.
- ნი... ნია... ლა...
შორიდან სასწრაფოს მანქანის სირენის ხმა ჩაესმა, მაგრამ სადღაც ძალიან, ძალიან შორიდან.
გონს მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ მოვიდა. საავადმყოფოს პალატის თეთრ კედლებს შორის გაეღვიძა. რაღაც მილები ჰქონდა მთელ სხეულზე შეერთებული, მარჯვენა ხელი მთლიანად შეხვეული.
თავისუფალი ხელით ყველა მილი მოიშორა, წამოდგომა სცადა. საშინლად დაეხვა თავბრუ.
- რას აკეთებთ! - შემოვარდა პალატაში ექთანი. - თქვენი ადგომა არ შეიძლება! არ გაინძრეთ!
- უნდა წავიდე... მეჩქარება...
- ახლავე ექიმს დავუძახებ...
შეშფოთებულმა გოგონამ რაღაც ღილაკს დააჭირა. რამდენიმე წუთში ექიმიც გაჩნდა.
- ოპერაცია გაგიკეთეთ.
- რა? რამდენი ხანია აქ ვარ?
- დაახლოებით 5 საათია.
დემეტრეს სხეული დაეჭიმა.
- სასწრაფოდ უნდა წავიდე! ექიმო, გთხოვთ, უნდა გამწეროთ! სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია!
- თქვენთან ჭიდაობას არ ვაპირებ! თუ არ გაჩერდებით, დამამშვიდებელს გაგიკეთებთ!
- რა მომივიდა? - მკვლელი მზერა ესროლა გააფთრებულმა ექიმს.
- „ტრასაზე“ გიპოვა ცოლ-ქმარმა, სასწრაფო გამოიძახეს. ხელი ძლივს შეგინარჩუნეთ, ცეცხლსასროლი იარაღით მოგაყენეს ჭრილობა.
- ეგ როგორღაც მეც ვიცი... - თვალები აატრიალა.
- ჭრილობა იმდენად ღრმა იყო... - ხმას აუწია ექიმმა. - რომ რამდენიმე ნერვი და სისხლძარღვი დააზიანა, ამიტომ დაგჭირდათ გადაუდებელი ოპერაცია.
კარზე ვიღაცამ დააკაკუნა.
- ბატონო კახა... პაციენტთან მნახველია...
- ვინ არის? - ისე ჰკითხა, არც გაუხედავს.
- ნია ანჯაფარიძე.
- ნიალა... - შვებით აღმოხდა ყიფიანს.
- გადაეცით, რომ პაციენტი სანამ პოლიციას არ მისცემს ჩვენებას, მანამ ვერავის ნახავს.
- რა? ექიმო! აუცილებლად უნდა ვნახო! ჩემი საცოლეა!
- საცოლე თუა, მოიცდის... როგორც ჩანს... პაციენტი საღ გონებაზეა და შეუძლია ჩვენების მიცემა. - საზეიმო ხმით გამოუცხადა ექთანს.
- კარგით რა. სულ 2 წუთი. ვნახავ, დავრწმუნდები რომ კარგად არის და მერე მივცემ ამ ჩვენებასაც.
- ქეთი! - მიმართა კარში მდგომს ექიმმა. - ანჯაფარიძე თავისი ფეხით მოვიდა?
- დიახ.
- ოთხივე კიდური ადგილზე აქვს?
- დიახ.
- რაიმე დაზიანება შეიმჩნევა?
- არა.
- როგორც ჩანს აქ ერთადერთი ავადმყოფი თქვენ ხართ. საცოლე მოიცდის.
ექიმი გავიდა, მიჰყვა ექთანიც. მხოლოდ ქეთი არ ჩქარობდა გასვლას.
როგორც კი ექიმი თვალს მოეფარა, ქეთი დემეტრეს მიუახლოვდა.
- თქვენ გირეკავენ. - ტელეფონი მიაწოდა.
- რა?
- გირეკავენ, ამდენი დრო არ მაქვს, დროზე. - ნერვიულად ხტოდა ქეთი.
დემეტრემ ტელეფონი ყურზე მიიდო.
- ახლა კარგად მომისმინე, შე ა*ვარო! პოლიციას ჩვენზე რამეს ეტყვი და შენს ნაბო*არ შეყვარებულს ვეღარასდროს იხილავ!
- ვერ გადამირჩებით! თქვენი დედაც მოვტ*ან! ჩემი ხელით დაგხოცავთ!
- მე გაგაფრთხილე...
ტელეფონი გაითიშა, ქეთიც წამებში გაუჩინარდა.
ბევრი ეცადა პოლიცია, რამე ზედმეტი მაინც ეთქმევინებინათ ყიფიანისთვის, მაგრამ ის ერთ ადგილს მიშტერებოდა და რობოტივით ერთი და იმავეს იმეორებდა.
„მე არაფერი ვიცი, არ დამინახავს ვინ მესროლა... ეჭვიც არავისზე მაქვს... არა, მტრები არ მყავს... წარმოდგენა არ მაქვს ვინ დამჭრა“.
ბოლოს დაემუქრნენ, თუ გამოძიებასთან არ ითანამშრომლებთ, თქვენი საქმე ცუდად იქნებაო, რაზეც პასუხად მხოლოდ დემეტრეს ღიმილი მიიღეს.
მიუხედავად ექიმის კატეგორიული წინააღმდეგობისა, ყიფიანი გამთენიისას გაეწერა საავადმყოფოდან.
სახეზე მკვდრის ფერი ედო, ბევრი სისხლი დაკარგა, ძლივს დადიოდა, კიდევ უფრო ჩაშავებულ თვალებს ძლივს ამოძრავებდა, ხანდახან სუნთქვაც კი უჭირდა, ხელი გაუჩერებლად სტკიოდა, მაგრამ მაინც გააღწია საავადმყოფოდან.




21.
სასამართლოს დარბაზი ნელ-ნელა ივსებოდა. საშინელი ხმაური იყო, ყველა ცდილობდა ადგილის დაკავებას, აინტერესებდათ ქალაქის ყველაზე შემზარავი და გახმაურებული „უბედური შემთხვევის“ დასასრული. ერთ-ერთი კუთხე მთლიანად ჟურნალისტებით იყო სავსე. წინა რიგები ბრალდებულთა ოჯახის წევრებს და ნაცნობებს დაეკავებინათ, სკეპტიკური მზერით აკვირდებოდნენ გარშემომყოფებს.
ორი მთავარი ეჭვმიტანილი, გეგი და ლადო ლიპარტელიანები დაცვის თანხლებით შემოიყვანეს, მაშინვე სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. მათ უკან მოჰყვა კოკა, რომელიც ახლობლების წრეს შეუერთდა. ნერვიულობას მაინც თავისი კვალი დაეჩნია მათი სახეებისთვის.
რამდენიმე წუთის შემდეგ გამომძიებელი არჩილ სანაია შემოაგორეს ეტლით. არც ის გამოიყურებოდა კარგად, მაგრამ სიმხდალის კვალს მასზე ვერ შენიშნავდით.
პროცესის დაწყებამდე ზუსტად 2 წუთით ადრე შემოაღო კარი მხარში დაჭრილმა დემეტრე ყიფიანმა, დარბაზს მზერა მოავლო და ლიპარტელიანებისკენ წავიდა.
- შენ აქ რას აკეთ... - სიტყვა შუაზე გაუწყდა ლადოს.
- მე აქ ნიალას დასაბრუნებლად მოვედი. - თქვა საოცრად მშვიდი ხმით.
- რა ვერ შეიგნე, რომ მაგ გოგოს ვეღარასდროს იხილავ? - კბილებში გამოსცრა გეგიმ.
- მაშინაც თუ ციხეში ჩაყუდებას გადაგარჩენთ?
- შენ ამას არ იზამ.
- მე შემიძლია თქვენი დაცვა, მე ვიცი სანაიას ყველა სამხილი თქვენს წინააღმდეგ, ვიცნობ ყველა მოწმეს და ვიცი რასაც იტყვიან. მე მხოლოდ ერთი რამ მჭირდება! მითხარით სად არის ნიალა და თქვენ სამუდამოდ თავისუფლები იქნებით.
- შენ გგონია ამ ყველაფრის მერე რამეში გენდობით?! - გაიკვირვა ლადომ.
- სხვა გამოსავალი გაქვთ?
- ზედმეტად საშიში ადამიანი ხარ, ყიფიანო. შენი თავის პირველი მტერი ისევ შენ ხარ. რა საქმეებში გაეხლართე თუ ხვდები მაინც? ღირს ის გოგო ამდენად?
- მე ნიალას გამო ყველაფერზე ვარ წამსვლელი და როცა გზაზე ვინმე მეღობება, როცა საქმე ჩემთვის ყველაზე ძვირფას ადამიანს ეხება, მეც თქვენნაირი მხეცი ვხდები, ოღონდ ძაღლურად არ ვიქცევი. ესაა ჩვენს შორის განსხვავება.
- ღირდა კი სანაიას დაკოჭლება, ბათას საცოდავი სიცოცხლე და შენი მომავლის დანგრევა ამ ყველაფრად?
- მაგასაც ვნახავთ. - ჩაეღიმა. - კიდევ ერთხელ გიმეორებთ, სად არის ნიალა?
- ჩვენ თუ დღეს აქედან თავისუფლები გავალთ, მხოლოდ მაგ შემთხვევაში დაგიბრუნებთ შენს წაკლა შეყვარებულს. - ჩაისისინა გეგიმ.
- მე არ ვიყო დემეტრე ყიფიანი თუ ჩემი სიტყვა არ შევასრულო. თქვენ შეასრულებთ თქვენს სიტყვას? - დაეჭვდა ბიჭი.
- ოე! ჩვენ ჩვენს სიტყვას ყოველთვის ვასრულებთ. მათ შორის იმასაც, რომ თუ დღეს ჩვენ ჩაგვსვამენ, ნიალას მხოლოდ ჯოჯოხეთში იხილავ. - უთხრა ჩასისხლიანებულთვალებიანმა ლადომ.
“ფეხზე წამოდექით, მოსამართლე მობრძანდება...“ - დაიგუგუნა ხმამ.
სასამართლო დაიწყო. ყიფიანის გონებაში ორი დემონი ებრძოდა ერთმანეთს. დრო ძალიან ცოტა ჰქონდა, აუცილებლად რაღაც უნდა მოემოქმედებინა, მაგრამ რა? დილემის წინაშე იდგა. ან ბავშვობის ძმა და მეგობარი, ან საყვარელი ქალი. რომელიღაც უნდა დაეთმო. მათ შორის თავისი კაცობა და პრიციპები. გაეწირა ძმაკაცი ქალის გამო და თავისუფლება მიენიჭებინა მკვლელი კრიმინალებისთვის?! თავისუფლება მიენიჭებინა ბათას მკვლელისთვის?! 12 ადამიანის ცოცხლად დამწველი არაადამიანებისთვის?! თუ გაეწირა საყვარელი ქალი, ქალი რომელმაც მისი ცხოვრება ამოატრიალა, ქალი რომელმაც თავი ნამდვილ მამაკაცად აგრძნობინა?!
რამდენჯერმე არეული მზერა გააპარა სანაიასკენ, რომელსაც არ გამოჰპავია დემეტრეს დაბნეულობა, თვალებით რაღაცის მინიშნება სცადა, მაგრამ ამაოდ. ყველა ადამიანში ცხოვრობს დემონი, რომელიც ადრე თუ გვიან გამოავლენს თავის თავს. რომელიც ერთხელ აუცილებლად გამოჩნდება, ტვინში შეგიძვრება და ისეთ გადაწყვეტილებას მიგაღებინებს, რომელსაც არასდროს მიიღებდი. ადამიანი მთვარეს ჰგავს, მასაც აქვს ბნელი მხარე, რომელსაც საგულდაგულოდ მალავს. მაგრამ რა უნდა გააკეთო, როცა არჩევანის გაკეთება ორ საყვარელ ადამიანს შორის გიწევს?! რომელი უნდა გაწირო?!
„სიტყვა ეძლევა ადვოკატ დემეტრე ყიფიანს.“ - გაიჟღერა ხმამ.
კიდევ ერთხელ გადახედა სანაიას დაბნეული თვალებით. სანაიამ თავი დაუქნია, თან ისე, რომ მხოლოდ დემეტრეს შეემჩნია. და რას ნიშნავდა ეს? რაზე მისცა თანხმობა?
დემეტრე წამოდგა, ჯანმრთელი ხელით მაგიდას დაეყრდნო, წაბორძიკდა, ისევ დაჯნდა. ხელი ნაჭრილობევზე მოიკიდა, თითებით დაიზილა და ისევ წამოდგა.
- ბატონო მოსამართლე... - დაიწყო ომახიანად. - ჩვენ მოვისმინეთ გამომძიებელი არჩილ სანაიას სიტყვა, რომელიც ასევე ბრალმდებელია. ჩემში და, ალბათ, ბევრ თქვენგანშიც ეს ფაქტი კითხვას ბადებს. რატომ მაინც და მაინც თქვენ, ბატონო არჩილ, და არა სხვა ვინმე, თუნდაც დაღუპულთა რომელიმე შორეული ნათესავი?
სანაიამ გაკვირვებული მზერა მიაპყრო დემეტრეს.
- ვაპროტესტებ, ბატონო მოსამართლე. - წარმოთქვა დინჯად სანაიამ. - ეს კითხვა საქმეს არ ეხება.
მოსამართლემ დემეტრეს ანიშნა განაგრძეო.
- ყველამ კარგად ვიცით ამ ამბის წინამორბედი ისტორია. არაჩვეულებრივი, ზღაპრული სიყვარულის ისტორია, რომელიც ტრაგიკულად დამთავრდა. გეგი ლიპარტელიანს გარდაცვილი მარიამ მახარაძე თავის სიცოცხლეზე მეტად უყვარდა. - დემეტრე მსაჯულებისკენ შეტრიალდა. - ყველას გვყავს ძვირფასი ადამიანი, რომელიც ჩვენთვის სიცოცხლეზე მნიშვნელოვანია, ასე არ არის?
- საქმესთან ახლოს! - ჩაიდუდღუნა მოსამართლემ.
- გეგი ლიპარტელიანისთვის მარიამი იყო ეს ადამიანი. ის მასში თავის საყვარელ ქალს, თავისი შვილების დედას, თავის მომავალს ხედავდა. განა შესაძლებელია ასეთი თავდაუზოგავი სიყვარულის ფონზე ვინმეს ეჭვი შეეპაროს იმაში, რომ გეგი თავისი სიყვარულის გადასარჩენად ყველაფერს არ გააკეთებდა? ამბობენ სამყარო აღსასრულისკენ მიდისო. იცით აღსასრული როდის დადგება? როცა ადამიანებს სიყვარულის ძალაში ეჭვი შეეპარებათ და მას უარყოფენ. - რამდენიმე მსაჯულმა მრავალმნიშვნელოვნად დააქნია თავი.
- საქმესთან ახლოს!
- დიახ, უკაცრავად, გამიგრძელდა. მოგეხსენებათ, იმ საბედისწერო საღამოს ლიპარტელიანების ოჯახში ზეიმი იყო, გეგი ლიპარტელიანმა მარიამ მახარაძეს ხელი სთხოვა. მაშინ, როცა აფეთქება მოხდა, ორივე ბრალდებული მომხდარის ადგილიდან რამდენიმე ათეული კილომეტრით შორს იმყოფებოდა. ასევე ამოღებულია ვიდეო ჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ არც ერთი ბრალდებული ბოლო 1 თვის განმავლობაში არ გაჰკარებია მახარაძეების სახლს, თუ არ ჩავთვლით გეგი ლიპარტელიანის მანქანას, რომელიც მარიამს სახლში აკითხავდა ან ტოვებდა. ლიპარტელიანი არც ერთხელ არ გადმოსულა მანქანიდან.
- ეს არ ამტკიცებს მის უდანაშაულობას! - აღმოხდა სიბრაზისგან აჩოს.
- სიჩუმე! წინააღმდეგ შემთხვევაში დატოვებთ დარბაზს!
დემეტრე ყველანაირად ცდილობდა სანაიასთვის თვალის არიდებას. იცოდა, რომ თუ ერთხელ მაინც გახედავდა, ბოლო მოეღებოდა მის თავდაჯერებულობას.
- უმძიმესი პერიოდი დაუდგა გეგი ლიპარტელიანს. მან დაკარგა საყვარელი ადამიანი და იმის ნაცვლად, რომ მარიამი ეგლოვა, მას მოუწია თავისუფლებისთვის ბრძოლა და დღეს ის სასამართლო დარბაზში ზის, თქვენს წინ. მას არ შეშინებია აქ მოსვლა, რადგან ის უდანაშაულოა. მისი სინდისი, მისი სული სუფთაა და მხოლოდ მარიამისადმი წრფელი სიყვარულის ძალით შეძლო აქ ყოფნა. ბატონო მოსამართლევ, მსაჯულებო, ალბათ დამეთანხმებით, რომ არც ისე მარტივია დაუბრუნდე ჩვეულ ცხოვრებას მას შემდეგ, რაც მთელი ცხოვრება თავზე გენგრევა.
მოსამართლესაც შეეტყო, რომ დემეტრეს სიტყვებმა მასზე იმოქმედა.
- დაბრძანდით, თქვენ კიდევ მოგეცემათ საუბრის შანსი. სიტყვა ეძლევა არჩილ სანაიას.
სანაია ეტლით თავისი ადგილიდან დაიძრა. ცივი მზერით შეხედა ჯერ ლიპარტელიანებს, შემდეგ კი დემეტრეს. ყიფიანმა მხოლოდ წამიერად გაუსწორა მზერა, შემდეგ ძირს დაიხედა.
- სისხლი... - კბილებში გამოსცრა აჩომ.
- რა თქვით? - წინ წამოიწია მოსამართლე.
- ადვოკატს ჭრილობიდან სისხლი სდის. - თვალები მოჭუტა, მის მზერაში მხოლოდ იმედგაცრუება კრთოდა.
დარბაზი ხმაურით წამოიშალა, გადაფითრებული დემეტრე საკაცით გაიყვანეს დარბაზიდან. მოსამართლემ სხდომა მეორე დღისთვის გადადო.
ჭრილობიდან სისხლი თქრიალით მოსდიოდა, ჩვეული თავბრუს ხვევა და გულის რევა დაუბრუნდა. სასწრაფოს მანქნაში იწვა, მანქანა მიქროდა.
- ბრავო, ყიფიანო! - ჩაესმა ყურში, თვალები ოდნავ გაახილა, მის გვერდით სახეგაბრწყინებული გეგი ლიპარტელიანი იჯდა. - არ მეგონა, იმ გოგოს გამო ამდენ რამეზე წამსვლელი თუ იყავი... შენი საქციელი გამაოგნებელია. უნდა გენახა იმ ნაბი*ვარი სანაიას სახე! ყველაზე მტკივნეული დარტყმა მიაყენე, ბრავო, ბრავო!
- მე... ჩემი... შევასრულე... სად არის... ნიალა...
- შენ შენი ნამდვილად შეასრულე... არ ინერვიულო, მალე ნახავ...
- და... - რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ გაითიშა.
სისხლდენა მალევე შეუჩერეს. კათეტერი ჩაუდგეს. ბევრი სისხლი გადაუსხეს. რამდენიმე საათის შემდეგ ყიფიანი გონს მოვიდა.
- ვაიმე! თვალები გაახილა! - შეჰყვირა გოგომ.
დემეტრემ პალატას თვალი მოავლო. ის იყო. ნამდვილად ნიალა იყო. თავისი ლამაზი თმით, წვრილი თვალებით, ოდნავ კეხიანი ცხვირით და სავსე ტუჩებით. მის წინ იდგა მისი ერთადერთი ანგელოზი, მისი სულის ბნელი მხარის ერთადერთი დემონი. ისევ ისე უღიმოდა, როგორც მაშინ, როცა ბიჭის გულს სამუდამოდ დაეპატრონა. ისევ ისეთი საოცარი იყო, როგორც მაშინ, როცა პირველად ნახა, მაგრამ ამჯერად უფრო გამხდარი და ნანერვიულები.
- დემეტრე, კარგად ხარ? - ბიჭის ხელები თავის ხელებში მოიქცია, არ იცოდა რა ექნა, როგორ გამოეხატა ის შვება, რომელიც დემეტრეს ცოცხლად ხილვამ მოჰგვარა.
- ნიალა... ცოცხალი ხარ... - დაიჩურჩულა შვებით.
- იცოდე, ასე აღარასდროს მანერვიულო! გაიგე?!
- აჩო სად არის? არ დაურეკავს?
- აქ ვარ... - ინვალიდის ეტლი გამოჩნდა კარში.
- აჩო... - დაიწყო დემეტრემ.
- ნიალა, შეგიძლია 2 წუთით დაგვტოვო?
ნიალა ხმის ამოუღებლად გავიდა.
- აჩო, მე არ მინდოდა... მე არ მინდოდა რომ ასე ყოფილიყო...
- ჩშშ... ვიცი რაც მოხდა... - ხმა სერიოზული ჰქონდა, თვალები სევდიანი.
- არა, არაფერიც არ იცი... მე სხვა გზა არ დამიტოვეს... სხვა არჩევანი არ მქონდა... ნიალას მოკლავდნენ...
- მე დავინახე რაც გააკეთე...
- მართლა?
- ნუ დარდობ, დავინახე როგორ გაიხსენი ჭრილობა ძალით.
- სხვა გზა არ მქონდა. როგორმე უნდა გამეჩუმებინე, თორემ ნიალას მოკლავდნენ.
- იცი? მე ვამაყობ შენით.
- რა? ეს ყველაზე ლაჩრული და არაკაცული საქციელია, რაც კი ოდესმე ჩამიდენია. - დემეტრემ ზიზღით გადაატრიალა თვალები.
- მეც ასე მოვიქცეოდი. - თქვა აჩომ დუმილის შემდეგ.
- შენ ასე არ მოიქეცოდი. - გაეღიმა ცინიკურად. - ჩემგან განსხვავებით შენ ნამდვილი კაცი ხარ.
- საქმე მაგდას რომ შეხებოდა, მაგდას სიცოცხლეს რომ რამე დამუქრებოდა, მეც ზუსტად ასე მოვიქცეოდი, დამიჯერე. მაგრამ ჩვენს შორის იცი რა არის განსხვავება? მე ჭრილობის გახსნას, სისხლდენას და სასამართლოს ჩაშლას ნამდვილად ვერ მოვიფიქრებდი. განა არ შემიძლია? უბრალოდ როცა საქმე ჩემს საყვარელ ქალს ეხება, მე ყველა და ყველაფერი მავიწყდება. შენ კი... შენ კი მოხერხებული ხარ... ნიალაც დაიბრუნე და ხვალ იმ ძაღლებსაც ჩააყუდებ სამუდამოდ. აი, ამიტომ ვარ შენით აღფრთოვანებული, ყიფიანო.
- და ეს ოხერი ჭრილობა რომ არ გამხსნოდა? ყველაფერი ისე რომ არ გამოსულიყო, როგორც მე მინდოდა? მაშინ რას ვიზამდი? მაშინ რა ჯანდაბას ვიზამდი? შენ გაგწირავდი თუ ნიალას?
- სისულელეების ბოდვას მოეშვი, ადვოკატო, მე შენთვის მგელი ტყუილად არ შემირქმევია. იაპონელები მგელს „დიდებულ ღმერთს“ უწოდებენ. მე არაერთხელ მინახავს შენი დიდებულობა, მათ შორის დღეს.
- აჩო...
- ჰა?
- მადლობა.
- ნუ ბოდავ. - გაეღიმა.
- მადლობა რომ ჩემი გესმის.
- ნიალას მე წავიყვან.
მეორე დილით ყიფიანი თავისი ფეხით მივიდა სასამართლოში. ორივე ლიპარტელიანი გაღიმებული შეხვდა. როგორც ჩანს წინაწარ აღენიშნათ გამარჯვება.
„სიტყვა ეძლევა არჩილ სანაიას“ - დაიგუგუნა ხმამ.
სანაია წინ გამოვიდა.
- ალბათ ბევრი ფიქრობს, როგორ გაბედა ამ ხეიბარმა კაცმა მინისტრის დადანაშაულებაო. ბევრი შეიძლება სულელადაც მთვლის, მაგრამ დამიჯერეთ, მე რომ ჩემს სისწორეში არ ვიყო დარწმუნებული, ახლა აქ არ ვიდგებოდი. ახ, უფრო სწორედ ვიჯდებოდი. საზოგადოების ხსნა რომ არ მინდოდეს მოძალადე მანიაკებისგან, ჩემს ოჯახს საფრთხის წინაშე არ დავაყენებდი, ჩემს სიცოცხლეს საფრთხეს არ შევუქმნიდი და ხეიბრად არ ვიქცეოდი.
- ყველა რატომ ყვება ზღაპრებს?! საქმესთან ახლოს! - დაიდუდღუნა მოსამართლემ.
- მინდა დარბაზში მოვუხმო მთავარ მოწმეს, მარიამ მახარაძეს.
ბოლო სიტყვებმა დარბაზში დაიგუგუნა, რასაც შეცხადების ტალღა მოჰყვა.
- რა სისულელეა! - ფეხზე წამოიჭრა ლადო. - სრული აბსურდი!
- სიჩუმე! - დაიღრიალა მოსამართლემ. - ნებას გრთავთ, დაუძახეთ.
ყველა სასწაულის მოლოდინში გაირინდა. კარი გაიღო და შავებში შემოსილი თხელი ფიგურა გამოჩნდა. ნელი ნაბიჯით მიიწევდა წინ, თავი ჰქონდა დახრილი.
- იტყუება! - ამჯერად გეგი წამოიჭრა. - მარიამი მკვდარია, ეს ექსპერტიზამაც დაადასტურა.
- სიჩუმე!
გოგონა მოსამართლის მარცხნივ გამოყოფილ სკამზე დაჯდა, დარბაზს მზერა მოავლო. შავი ნაჭერი ნახევარ სახეს უფარავდა. მარცხენა ხელით ნაჭერს დასწვდა და სახე გაინთავისუფლა.
დამწვარ ნაჭრილობევებს დაეფარათ მისი სახე, მარიამის სახეს ძველი ხიბლის ნატამალიც აღარ ეტყობოდა.
- ჩვენ გვაქვს დნმ-ს ანალიზი, რომელიც ადასტურებს, რომ ეს გოგონა ნამდვილად მარიამ მახარაძეა. - ადვოკატმა მოსამართლეს რაღაც საბუთი გაუწოდა.
- გააკეთე რამე! - კბილებში გამოსცრა ლადომ დემეტრეს გასაგონად. - ახლავე მოიმოქმედე რამე!
მარიამმა მზერა გეგის გაუსწორა. აი აქ კი ნამდვილად გასცრა სხეულში ლიპარტელიანს. რა თქმა უნდა ეს მარიამი იყო. მისი თვალები, ოხ, ეს თვალები... 3 კვირა რომ მის კოშმარებად გადაქცეულიყვნენ.
„სიტყვა ეძლევა მოწმეს.“
- გეგი ლიპარტელიანი 3 წლის წინ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში და ის ნამდვილ ჯოჯოხეთად აქცია. ჩამომაშორა ყველა მეგობარს, საყვარელ ადამიანს და ბოლოს ოჯახს. გამანადგურა ფიზიკურადაც და სულიერადაც. - ცდილობდა მტკიცე ხმა ჰქონოდა, მაგრამ მაინც უკანკალებდა. - ნამდვილი სასწაულია, რომ გადავრჩი. ალბათ, გაინტერესებთ აქამდე რატომ არ გამოვჩნდი. მეშინოდა, ყოველი გათენებული დღე, ყოველი მზის ამოსვლა მეშინოდა. მეშინოდა, რომ მომაგნებდნენ და დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანდნენ. მე ხომ არ ვიცოდი, რომ მოკლულად ჩამთვალეს. ალბათ, ამას ჩემს მარჯვენა ხელს უნდა ვუმადლოდე, რომელიც, როგორც ხედავთ, აღარ მაქვს.
მარიამმა ცალი ხელით მოსასხამი მოიხსნა. დარბაზში შეშფოთებამ დაიგრგვინა.
- ეგრეთ წოდებული ნიშნობის საღამოს გეგი ლიპარტელიანმა ჩემზე იძალადა. მთელი ოჯახის წინ. ის მე ფიზიკურად გამისწორდა და ამის მოწმეები აქ, ჩემს წინ სხედან. - მარიამმა ქალბატონ თამარას გაუსწორა მზერა. - ჩხუბის შემდეგ ოთახში შემათრია, იქაც იძალადა ჩემზე. შემდეგ დამტოვა და რამდენიმე წუთში დაბლა ჩამოსვლა მიბრძანა. გაქცევა გადავწყვიტე, ნიშნობის ბეჭედი დავტოვე და უკანა კარიდან გავიპარე. როგორც ჩანს, გეგის ჩემი სიკვდილი გეგმაში არ ჰქონდა, მისი მიზანი მხოლოდ ჩემი ოჯახი იყო.
გოგონას ხმა ისევ აუკანკალდა, სანაიამ წყალი მიაწოდა, მზერით გაამხნევა.
- უფრო სწორედ ეს ლადო ლიპარტელიანის მიზანი იყო. გეგი იმდენად სულელია, ამდენს ვერ მოიფიქრებდა. სამწუხაროდ, ამ ყველაფერს ძალიან გვიან მივხვდი. მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. მოგეხსენებათ, მამაჩემი ადრე მინისტრი იყო. მან ძალიან ცუდ ხალხთან დაიჭირა საქმე, ფაქტობრივად ის ქვეყნის მოღალატე იყო. ჩაერთო იარაღით ვაჭრობის ბიზნესში, რასაც მოჰყვა ფულის გათეთრება, რიგი საბუთების გაყალბება და ასე შემდეგ. მაგრამ მამაჩემმა თანამდებობის დატოვების შემდეგ გადაწყვიტა თავისი დანაშაული ეღიარებინა. მე არ ვამაყობ მამაჩემით, პირიქით, ძალიან მრცხვენია. მისი აღიარება არა მარტო მას გამოამწყვდევდა გისოსებს მიღმა, არამედ ლადო ლიპარტელიანსაც, მის თანამზრახველს. არადა, ლადოს სულ სხვა გეგმები ჰქონდა. მამაჩემის წასვლის შემდეგ მისი ადგილის დაკავება სურდა. - მარიამის უსიცოცხლო სახეზე ღიმილისმაგვარი რაღაც გაკრთა. - სწორედ ეს გახდა ჩემი და ჩემი ოჯახის გაუბედურების მიზეზი. ალბათ ყველას ერთიანად დაგვხოცავდა, რომ არა გეგის „სიყვარული“ ჩემს მიმართ.
- რაიმე საბუთი გაქვთ, რაც დაამტკიცებს იარაღით ვაჭრობის საქმეს და მასში ლადო ლიპარტელიანის მონაწილეობას?
- დიახ, ბატონო მოსამართლე. ყველა საბუთი მაქვს. დამიჯერეთ, ეს ერთი თვე მხოლოდ ამ ყველაფრის მოძიებას შევალიე.
- იტყუება! სრული სიცრუეა! - ისევ ფეხზე წამოიჭრა ლადო, რომელიც ნერვიულობისგან კანკალებდა.
შეშინებულ გეგის ხუთივე თითი პირში ჩაედო, ფრჩხილებს იკვნეტდა და გაოგნებული შესცქეროდა მარიამს. მისთვის წარმოუდგენელი იყო მარიამის აქ ყოფნა, რამდენჯერმე თითზე ძლიერად იკბინა, იქნებ ეს ყველაფერი მესიზმრება და გამოვფხიზლდეო.
- მე დასაკარგი აღარაფერი მაქვს. სხეულის 80% დამწვარი მაქვს, ფილტვები ისეთ დღეშია, შეიძლება ნებისმიერ დროს გავიგუდო. ვგრძნობ, რომ დიდი ხნის სიცოცხლე არ დამრჩენია, მაგრამ იმასაც ვგრძნობ, რომ შურისძიების გარეშე აქედან არ უნდა წავიდე. ამ ორმა ადამიანმა დაანგრია ჩემი ცხოვრება და არამარტო ჩემი. აქ ვარ ცოცხალი მტკიცებულება მათი დაუნდობლობისა, დანარჩენი უკვე თქვენზეა, ბატონო მოსამართლევ.
კიდევ რამდენიმე წუთი ილაპარაკა მარიამ მახარაძემ, სანაიამ ყველა მტკიცებულება წარუდგინა მოსამართლეს, რასაც საბოლოო განაჩენი მოჰყვა.
„ორივე ლიპარტელიანს შეეფარდა უვადო პატიმრობა.“
იმავე საღამოს კოკა ღლონტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.



22.
ერთი თვის შემდეგ ეს ამბები აღარავის ახსოვდა. რა საინტერესოა, არა? ვიღაცას ცხოვრება თავზე ენგრევა, ვიღაც კვდება, ვიღაც არსებობას წყვეტს, ხალხი კი ჩვეულ რიტმში აგრძელებს ცხოვრებას. მზე ისევ ამოდის, ისევ მიიჩქარის ხალხი სადღაც. ისევ ხმაურობს ქუჩა, ისევ ისმის გაბმული სიგნალების ხმა, ისევ ხდება რაღაც ახალი. არავის ადარდებს რატომ დასრულდა შენი ცხოვრება, მას ხომ თავისი თავი გასჭირვებია. მან ხომ უნდა იბრძოლოს, რომ შენს დღეში არ ჩავარდეს.
საღამოს ბინდი შემოჰპარვოდა არემარეს. სადღაც ღრუბლებს მიღმა სავსე მთვარე იბრძოდა თავისუფლებისთვის. შავი მერსედესი ეზოში გააჩერდა. ახალშეღებილი ღობე იქაურობას სულ სხვა ელფერს სძენდა. ისევ აქ იყო. ნიალა ისევ აქ იყო, დემეტრესთან ერთად. ბოლოს აქედან რომ წამოვიდა, სიცოცლის იმედიც კი დაკარგული ჰქონდა. მაგრამ თურმე ყველაფერი შესაძლებელია.
- მიდი, კარი გააღე. მე რაღაცებს გადმოვიტან. - გოგონას გასაღები ესროლა.
- რას ჰქვია გადმოიტან! შენი მხრისთვის საჭესთან დაჯდომაც კი არ შეიძლებოდა! რატომ ხარ ასეთი დაუჯერებელი? მაგ რაღაცებს მე გადმოვიტან, კარი შენ გააღე!
- ღმერთო ჩემო! ეს ბავშვი როდის უნდა გაიზარდოს? ნიალა, ქარმა რომ დაუბეროს ის წაგიღებს.
- დემეტრე ყიფიანო! სახლში შედი, თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ!
ნიალა ჩანთებს დასწვდა. მართალია ძლივს დასძრა, მაგრამ მაინც თავისი გაიტანა. დემეტრე უყურებდა და იღიმოდა.
- არა, ძმაო. ასეთი ქალი რომ გყავს გვერდით საერთოდ რისი უნდა შეგეშინდეს?
სახლის კარი ჩაკეტა. ნიალა პროდუქტებს მაცივარში ალაგებდა.
- როგორ გიხდება სამზარეულოში ტრიალი, აი აზრზე არ ხარ! - უთხრა ბიჭმა სიცილით.
- ვერ ეღირსები, ვერასდროს! - გამოხედა ცინიკურად.
- ვღადაობ გოგო, შენი გაკეთებული საჭმლით 1 საათში რეანიმაციაში ვიწვები.
ნიალას სახე შეეცვალა, გაბრაზებისგან თვალები კიდევ უფრო დაუწვრილდა. გაღრეჭილი დემეტრე ფეხზე წამოიჭრა და გოგონას უკნიდან აეკრა.
- აი, ვერ წარმოიდგენ როგორ ვგიჟდები, როცა გაბრაზებ. - ჩასჩურჩულა ყურში.
- აი, ვერ წარმოიდგენ როგორ ვერ გიტან. და ხელი გამიშვი! - ბიჭის მოშორება სცადა.
- აი, ვერ წარმოიდგენ როგორ აღმაგზნებ, როცა ასე მეწინააღმდეგები.
ყურს უკან აკოცა. ნიალას გაეღიმა, მაგრამ დანებებას არ აპირებდა.
- ხელი გამიშვი, მეთქი! ვერ გაიგე მგონი! - ისევ გაიბრძოლა, მუშტები დაუშინა.
დემეტრემ ტკივილისგან დაიწკმუტუნა.
- ვაიმე! ჭრილიბაზე მომიხვდა? - შეშფოთებული შებრუნდა ბიჭისკენ. - ძალიან გეტკინა? ნახე, სისხლი ხომ არ მოგდის?
ყიფიანს გაეღიმა.
- გამეღადავე?
ბიჭმა თავი დაუქნია.
- და შენი აზრით ეს სასაცილოა?!
- ვგიჟდები, როცა ჩემზე ნერვიულობ.
- იდიოტი ხარ! და ამის მერე კიდევ მე ვარ ბავშვი?
- შენ რომ 80 წლის იქნები და მე 90-ის, მაშინაც ბავშვი იქნები, გაიგე?
დემეტრემ ორივე ხელი მაგრად მოხვია, გაბუსხული ნიალა დაემორჩილა.
- ახლა მაკოცე, თორემ არ ვიცი რას გიზამ.
- რას მემუქრები ერთი?! მაგ დაჭრილი ხელით რისი გამკეთებელი ხარ?!
იცოდა, რომ ამ სიტყვებით ცეცხლზე ნავთი დაასხა.
- ბატონო? ახლა გაჩვენებ რისი გამკეთებელი ვარ!
წამებში აიტაცა გოგონა ჰაერში, წამებში აირბინა კიბე და ოთახის კარი შეაღო.
- ვგიჟდები, როცა ნერვებს გიშლი. - ამოთქვა ვნებით აკანკალებული ხმით ნიალამ.
- ახლა ისე დაგსჯი... ხვალ ფეხზე ვეღარ გაივლი...
წამებში გაიხადა მაისური და გოგონაც ბიუსჰალტერის ამარა დატოვა. ტუჩებზე დააცხრა, გააფთრებული კოცნიდა, ნიალას ანთებული თვალები კიდევ უფრო მეტად აგიჟებდა და აღაგზნებდა. გრძნობდა მისი ტუჩების გემრიელ გემოს, გრძნობდა როგორ იწვოდა გოგონაც სურვილით, როგორ ცდილობდა ბიჭს არ ჩამორჩენოდა.
- ასე ძალიან თუ გინდოდი... გეთქვა, სადმე გადავაყენებდი მანქანას... - ჩასჩურჩულა და კისერში აკოცა.
- შენი... უკბილო... ხუმრობები... - თვალები აატრიალა.
- ახლა გახდა უკბილო, ხო?
დემეტრემ კაბა აუწია, თითებით საცვლების ქვეშ შეუძვრა, ძალიან ნაზად დაუწყო მოფერება.
- როგორი სველი ხართ, ქალბატონო? ნუთუ ასე ვმოქმედებ თქვენზე?
ნიალას გაეღიმა, თითების მარტივი მოძრაობით ბიჭს შარვალი გაუხსნა და მის ერეგირებულ ასოს წაეტანა.
- ოჰოო... - აღმოხდა გაოცებულ ბიჭს. - ასეთებიც ვიცით?
- შენ ჯერ... წარმოდგენაც არ გაქვს... რაები შემიძლია... - გაუცინა.
დემეტრემ ხელში აიტაცა და საწოლზე დააწვინა. რამდენიმე წამში გოგონა მის წინაშე სრულიად შიშველი იწვა. მისი სხეული კიდევ ერთხელ ხარბად აათვალიერა.
- იდეალური ხარ! პირდაპირ ჭკუიდან გადაგყავარ!
ნიალა სულ აწითლებულიყო, აღარ იცოდა საით გაეხედა.
- ჩემი მორცხვი გოგო! - ჩაეღიმა. - ეს ხომ გავიარეთ?
- არ ვარ მიჩვეული სიშიშვლეს! - თავის თავზე მოეშალა ნერვები.
- ნიჩიოო, მიგაჩვევ...
ისევ ნიალას ტუჩებს დაეწაფა. ხელებით კი მის სხეულზე დაცურავდა. ეხებოდა ყველგან, ცდილობდა ქალის სხეულის ყველა ნაწილს დასაკუთრებოდა.
- ნუ ხარ დაძაბული, მოეშვი...
ჩასჩურჩულა და ცხელი კოცნებით გაუყვა მის სხეულს. ძლიერი ხელებით წაეტანა გოგონას სავსე მკერდს, ლამაზ საჯდომს. დაუკოცნა ყველა ნაწილი, ყველა ადგილი.
ნიალას ისევ დაეჭიმა სხეული, ამჯერად სხვა მიზეზით.
- არა, არა... ეგ ჯერ ადრეა... - ჩაიღიმა ბოროტულად.
ფეხები გადააშლევინა, თითებში თითები შეუცურა.
- თვალებში მიყურე! - უბრძანა გოგოს. - ყველაზე ლამაზი თვალები გაქვს ამ სამყაროში! ყველაზე საოცარი ქალი ხარ, ვისაც კი ოდესმე შევხვედრილვარ! და შენ ჩემი ხარ!
მარტივი ბიძგით მათი სხეულები გაერთიანდა. ნიალას კვნესამ მთელი სახლი მოიცვა. უკვე აღარც ერიდებოდა, დემეტრეს წყალობით მთლიანად სიამოვნებას მიეცა.
ღამის 2 საათი იქნებოდა, თავი დემეტრეს მჯერდზე დაედო და ფანჯრიდან იყურებოდა.
- რატომ არ გძინავს? - ჰკითხა ბიჭმა. - საკმარისად არ დაგღალე?
- ამდენი ორგაზმი ცხოვრებაში არ განმიცდია. - დაიწყო სიცილი.
- რა იყო, არ მოგეწონა?
- პირიქით! მაგიჟებ და ჭკუიდან გადაგყავარ!
- შენ კიდევ უფრო მაგიჟებ და კიდევ უფრო ჭკუიდან გადაგყავარ, დამიჯერე.
- ხვალ რას ვაპირებთ?
- ხვალინდელი დღის გეგმა გაინტერესებს თუ სექსის გეგმა?
- აუ, დემეტრე! იცი რაც ვიგულისხმე.
- სექსი დილით, გამოსაფხიზლებლად. მერე შუადღეს, სანამ სანაია მოვა ოჯახით.
- მოიცა, ხვალ მოდიან? - წამოიწია და ბიჭს თვალებში ჩახედა.
- ხო, რა იყო? მარტო ეგენი კი არა, კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ოჯახი უნდა გაგაცნო.
- ვინ?
- ბათას გოგო, ჩემი ბავშვობის მეგობარი ნანიკო, თავისი ქმრით და პატარა გოგოთი.
- ბიჭო, შენ მართლა გადაირიე! სახლი რას ჰგავს? საჭმელი რამე გვაქვს? ამაზე არ ფიქრობ? რას იფიქრებს ჩემზე ეს ხალხი?
- ჰაჰაჰაჰა...
- რა გაცინებს! სერიოზულად ვამბობ მე!
- კაი რა, ეს სერიოზულობა ცოლი როცა გერქმევა მერეც გეყოფა. თან ისინი საღამოს ამოვლენ, მანამდე მოვასწრებთ.
- რა დარწმუნებული ხარ ცოლად რომ გამოგყვები? - ჰკითხა ცინიკურად.
- ნიალა, მართლა ისე დაგსჯი ხვალ ფეხზე ვერ დადგები! არ ვხუმრობ!
- ვაიმე, კარგი, ხო...
- როგორ მიყვარს დამჯერ სკოლის მოსწავლეს რომ ემსგავსები ხოლმე. - თავზე აკოცა.
- ხო არ იცი, სანაიას რა უთხრა ექიმმა? - დასერიოზულდა უცებ.
- მაგდამ მითხრა, ექიმმა დაგვაიმედა, თუ რეაბილიტაციის კურსს გავლის დიდი შანსია ფეხზე ისევ დადგესო.
- მე მჯერა რომ გაივლის... - თითებით ბიჭს ლოყაზე მოეფერა.
- მეც მჯერა. - თქვა და გოგონას ხელზე აკოცა.
ნიალამ ისევ მკერდზე დაადო თავი. დემეტრემ თითები თმაში შეუცურა და ნაზად დაუწყო მოფერება.
- რა ლამაზი მთვარეა დღეს... ასეთი დიდი და ასეთი ლამაზი მთვარე არასდროს მინახავს...
ნიალა მონუსხული შეჰყურებდა მთვარეს, მისი ვერცხლისფერი შუქი გოგონას თვალებში იღვრებოდა.
სადღაც ძალიან შორიდან მგლის ყმუილი ისმოდა.

ამ ისტორიის დაწერას თითქმის 1 წელი შევალიე. ხან იყო მუზა, ხან არა და დროც ასე გაიწელა. :) ადრე პირობა დავდე მალე დავბრუნდები თქო, მაგრამ არ გამოვიდა :) ახლა ისევ გპირდებით, რომ ვეცდები უფრო მალე დავბრუნდე უფრო კარგი ისტორიით. იმედია მოგეწონებათ, მიყვარხართ ძალიან!



№1 სტუმარი სტუმარი ქეთი

ისტორია ჯერ არ წამიკითხავს. ნიკი როგორც კი ვნახე, გიცანიიი:დდ
რატომ დაგვეკარგე ამდენი ხნით?
უზომოდ ამახუნტრუცე შენი გამოჩენით: დდ
წავედი, ჩავუჯდე

 


№2  offline წევრი ნადარაია

სტუმარი ქეთი
ისტორია ჯერ არ წამიკითხავს. ნიკი როგორც კი ვნახე, გიცანიიი:დდ
რატომ დაგვეკარგე ამდენი ხნით?
უზომოდ ამახუნტრუცე შენი გამოჩენით: დდ
წავედი, ჩავუჯდე


აუ როგორ გამიხარდა ვერ წარმოიდგენ❤️❤️❤️მადლობა დიდი❤️❤️❤️❤️❤️

 


№3  offline აქტიური მკითხველი grafo

აი, მესმის ისტორია.
ღმერთო როგორ ვისიამონე და მადლობა შენ ამისთვის.
ყველაფერი იყო. ნაწერის გამართულობაზე და დახვეწილობაზე არაფერს ვამბობ, ეგ საერთოდ ცალკე ფუფუნება ჩემთვის, როგორც მკითხველისთვის.

 


№4  offline წევრი ნადარაია

grafo
აი, მესმის ისტორია.
ღმერთო როგორ ვისიამონე და მადლობა შენ ამისთვის.
ყველაფერი იყო. ნაწერის გამართულობაზე და დახვეწილობაზე არაფერს ვამბობ, ეგ საერთოდ ცალკე ფუფუნება ჩემთვის, როგორც მკითხველისთვის.


ძალიან დიდი მადლობა! წერაში შარშან აბიტურიენტობამ კარგად გამომზარდა :) :) მიხარია რომ მოგეწონა❤️❤️❤️

 


№5 სტუმარი kati

Zalian, zalian kargi iyo.

 


№6  offline წევრი ნადარაია

kati
Zalian, zalian kargi iyo.


ძალიან დიდი მადლობა❤️❤️

 


№7 სტუმარი სტუმარი ნინი

აუფ როგორ ვისიამოვნე ამ დილიდან ვერ აღგიწერ ! (ჩემთვის დილაა:დდ) მშვენიერი, დალაგებული საინტერესო ისსტორია იყო. ხშირად გაგვანებივრო გთხოვ ❤ ოღონდ ერთი პატარა შენიშვნა - ლაშარელა გრიგოლ აბაშიძისაა და არა ჯავახიშვილის. წარმატებები

 


№8  offline წევრი ნადარაია

სტუმარი ნინი
აუფ როგორ ვისიამოვნე ამ დილიდან ვერ აღგიწერ ! (ჩემთვის დილაა:დდ) მშვენიერი, დალაგებული საინტერესო ისსტორია იყო. ხშირად გაგვანებივრო გთხოვ ❤ ოღონდ ერთი პატარა შენიშვნა - ლაშარელა გრიგოლ აბაშიძისაა და არა ჯავახიშვილის. წარმატებები


მადლობა დიდი❤️❤️მაგას ჩავასწორებ აუცილებლად❤️❤️მიხარია რომ ისიამოვნე

 


№9  offline მოდერი naattii

გადასარევად იკითხება ❤️

 


№10  offline წევრი ნადარაია

naattii
გადასარევად იკითხება ❤️

❤️❤️❤️❤️❤️

 


№11 სტუმარი სტუმარი Nata

უმაგრესი იყო. ყოჩაღ,ყოჩაღ,ყოჩაღ:*

 


№12 სტუმარი სტუმარი ქეთი

მოვრჩი კითხვას. ყველანაირი საქმე გადამადებინა ამ ისტორიამ. პირველი ისტორიიდან გამომდინარე, არ მეგონა ასეთი მძაფრი და ძალიან მაგარი თუ იქნებოდა.
რაც მიყვარს მწერალში, ყველაფერი ერთადაა თავმოყრილი.
ჭკვიანი, ნიჭიერი და გონიერი გოგო ხარ. სიუჟეტის განვითარებაში სჩანს, ყველა დეტალი კარგად რომ არის ნაფიქრი.
იმდენად მოვიხიბლე პირველივე ისტორიიდან შენით, რომ ნიკი ღრმად დაილექა ჩემს მეხსიერებაში:დდ
მადლობა ასეთი კარგი რომ ხარ❤

 


№13  offline წევრი ნადარაია

სტუმარი Nata
უმაგრესი იყო. ყოჩაღ,ყოჩაღ,ყოჩაღ:*

მადლობაა????????

სტუმარი ქეთი
მოვრჩი კითხვას. ყველანაირი საქმე გადამადებინა ამ ისტორიამ. პირველი ისტორიიდან გამომდინარე, არ მეგონა ასეთი მძაფრი და ძალიან მაგარი თუ იქნებოდა.
რაც მიყვარს მწერალში, ყველაფერი ერთადაა თავმოყრილი.
ჭკვიანი, ნიჭიერი და გონიერი გოგო ხარ. სიუჟეტის განვითარებაში სჩანს, ყველა დეტალი კარგად რომ არის ნაფიქრი.
იმდენად მოვიხიბლე პირველივე ისტორიიდან შენით, რომ ნიკი ღრმად დაილექა ჩემს მეხსიერებაში:დდ
მადლობა ასეთი კარგი რომ ხარ❤

ვერ წარმოიდგენ როგორ მახარებს შენი სიტყვები და რამხელა მოტივაციაა! მადლობა დიიიიდი!❤️❤️❤️❤️ვეცდები კიდევ გაგახარო თან მალე

 


№14 სტუმარი სტუმარი მაკო

არაჩვეულებრივი იყო,ძალიან ვისიამოვნე.დასანანია,რომ ხშირად არ გვაქვს შენი ისტორიების წაკითხვის ბედნიერება.

 


№15  offline წევრი ნადარაია

სტუმარი მაკო
არაჩვეულებრივი იყო,ძალიან ვისიამოვნე.დასანანია,რომ ხშირად არ გვაქვს შენი ისტორიების წაკითხვის ბედნიერება.

მადლობა დიდი! ვეცდები ყველანაირად, მაგრამ აი სამედიცინოს სტუდენტს ეგ როგორ გამომივა არ ვიცი????❤️❤️

 


№16  offline მოდერი abezara98

აი, ასეთი დაბრუნებები მიყვარს მე heart_eyes დაკარგულო, ძალიან რომ მოგვანატრე თავი heart_eyes სხვათა შორის, დიდი ხანია ველოდი შენს გამოჩენას და როგორ გამახარე! თანაც ასეთი საინტერესო და ტკბილი ისტორიით. ლამის ფრჩხილების კვნეტაზე გადავედი, )რაც მერწმუნე არ მჩვევია laughing ) სანამ ბოლომდე ჩავედი და არ დავრწმუნდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა heart_eyes აი, დემეტრე ჩემი სიყვარულია. ნიალას რომ წავართვა და ჩემთვის დავიტოვო, არ გამოვა? smile დემეტრე თუ არა, აჩო მაინც მაჩუქეთ კაცო smile მიყვარს მე შენი პერსონაჟები! განსაკუთრებით საყვარლები მამრობითი სქესისანი გამოგდიან ხოლმე, მაგრამ არც ქალები არიან ნაკლებნი! ჩემი ნიალა ცეცხლი იყო, მართალია, მორცხვი, მაგრამ მაინც ცეცხლი! როგორ უშლიდა ნერვებს ჩემს დემეტრეს და იწვევდა, შემდეგ კი სირცხვილით სად დამალულიყო არ იცოდა smile აჩო და მაგდა ხომ ორი ყველაზე ძლიერი და საყვარელი პერსონაჟი იყო. ამდენი უბედურების შემდეგაც რომ არ წამოსცდენიათ ერთი საყვედურიც კი და აქეთ ამხნევებდნენ დემეტრეს heart_eyes მიყვარს მე ეგ ორი ა ნამდვილად მჯერა, რომ აჩო აუცილებლად გაივლის და ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდება! blush
მიყვარს მე შენი ისტორიები და მალე დაგვიბრუნდი, რაა heart_eyes heart_eyes

 


№17  offline წევრი ნადარაია

abezara98
აი, ასეთი დაბრუნებები მიყვარს მე heart_eyes დაკარგულო, ძალიან რომ მოგვანატრე თავი heart_eyes სხვათა შორის, დიდი ხანია ველოდი შენს გამოჩენას და როგორ გამახარე! თანაც ასეთი საინტერესო და ტკბილი ისტორიით. ლამის ფრჩხილების კვნეტაზე გადავედი, )რაც მერწმუნე არ მჩვევია laughing ) სანამ ბოლომდე ჩავედი და არ დავრწმუნდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა heart_eyes აი, დემეტრე ჩემი სიყვარულია. ნიალას რომ წავართვა და ჩემთვის დავიტოვო, არ გამოვა? smile დემეტრე თუ არა, აჩო მაინც მაჩუქეთ კაცო smile მიყვარს მე შენი პერსონაჟები! განსაკუთრებით საყვარლები მამრობითი სქესისანი გამოგდიან ხოლმე, მაგრამ არც ქალები არიან ნაკლებნი! ჩემი ნიალა ცეცხლი იყო, მართალია, მორცხვი, მაგრამ მაინც ცეცხლი! როგორ უშლიდა ნერვებს ჩემს დემეტრეს და იწვევდა, შემდეგ კი სირცხვილით სად დამალულიყო არ იცოდა smile აჩო და მაგდა ხომ ორი ყველაზე ძლიერი და საყვარელი პერსონაჟი იყო. ამდენი უბედურების შემდეგაც რომ არ წამოსცდენიათ ერთი საყვედურიც კი და აქეთ ამხნევებდნენ დემეტრეს heart_eyes მიყვარს მე ეგ ორი ა ნამდვილად მჯერა, რომ აჩო აუცილებლად გაივლის და ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდება! blush
მიყვარს მე შენი ისტორიები და მალე დაგვიბრუნდი, რაა heart_eyes heart_eyes

მადლობა ძაალიან ძაალიან დიდი!❤️❤️❤️❤️ვერ წარმოიდგენ როგორ მახარებს ეს სიტყვები აიი ვერ აღვწერ❤️❤️❤️❤️ზოგადად არ ვდებ ხშირად, იმიტომ რომ ამ ყველაფრის მოფიქრება უნდა, მუზა ხან მიდის ხან მოდის :) მერე რამდენჯერმე გადაკითხვა, ჩასწორება, შეცვლა :) და თან ისეთი ბიჭი ხომ უნდა შევქმნა შენნაირებს და ჩემნაირებს რომ შეუყვარდეთ ერთი წაკითხვით :) რაც შეეხება მალე დაბრუნებას შემიძლია მხოლოდ ის გითხრა, რომ ახალი მოთხრობის იდეა არის :) რაღაც ეპიზოდები ტრიალებს უკვე გონებაში ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№18  offline წევრი ნანა73

საინტერესო აღმოჩენა ხარ ნამდვილად! თითქოს არც მოველოდი ასეთ საინტერესო ისტორიას... მომწონს შენი თხრობის სტილი. ძალიან მომეწონა ასევე წინა ისტორია, უფრო მეტადაც kissing_closed_eyes ( მე ვფიქრობ პოლიტიკური ფიგურების სიუჟეტში შემოყვანა კარგად გათვლილი და გააზრებული უნდა ჰქონდეს ავტორს რომ რეალობას ძალიან არ აცდეს) ეს მხოლოდ ჩემი აზრია. შენკი წარმატებებს გისურვებ და სიამოვნებით დაველოდები სიახლეებს. heart_eyes ❤️

 


№19  offline წევრი ნადარაია

ნანა73
საინტერესო აღმოჩენა ხარ ნამდვილად! თითქოს არც მოველოდი ასეთ საინტერესო ისტორიას... მომწონს შენი თხრობის სტილი. ძალიან მომეწონა ასევე წინა ისტორია, უფრო მეტადაც kissing_closed_eyes ( მე ვფიქრობ პოლიტიკური ფიგურების სიუჟეტში შემოყვანა კარგად გათვლილი და გააზრებული უნდა ჰქონდეს ავტორს რომ რეალობას ძალიან არ აცდეს) ეს მხოლოდ ჩემი აზრია. შენკი წარმატებებს გისურვებ და სიამოვნებით დაველოდები სიახლეებს. heart_eyes ❤️

ძალიან მიხარია რომ მოგეწონა❤️❤️❤️ერთ-ერთმა წიგნმა მიბიძგა პოლიტიკისკენ წასვლისკენ :) ძალიან იმოქმედა იქ წაკითხულმა ჩემზე და საერთოდ მაგაზე ავაგე მთელი ისტორია :) მიხარია თუ გამომივიდა და სიამოვნება მოგანიჭე ამ ისტორიებით❤️❤️❤️მალე დავბრუნდები❤️❤️

 


№20  offline წევრი ვიპნი

რა კარგი გოგო ხარ heart_eyes კიდევ კარგი სამსახურში დღეს ბევრი საქმე არ იყო ,არაფერი გამიკეთებია ფაქტიურად კითხას რომ შევყევი smile

 


№21  offline წევრი ნადარაია

ვიპნი
რა კარგი გოგო ხარ heart_eyes კიდევ კარგი სამსახურში დღეს ბევრი საქმე არ იყო ,არაფერი გამიკეთებია ფაქტიურად კითხას რომ შევყევი smile

ვაიმე მადლობა დიდი :) :) ❤️❤️❤️ ვეცდები ხშირად “მოგაცდინო” ხოლმე

 


№22  offline წევრი Maia G.

როგორ მიხარია,რომ გიპოვე,ყოჩაღ,ძალიან მომეწონა,არაჩვეულებრივია,ვისიამოვნე გამართული ნაწერით და კარგი ისტორიით,დიდი სიამოვნებით დაველოდები შემდეგ ისტორიას❤❤❤

 


№23  offline წევრი ნადარაია

Mai dire mai
როგორ მიხარია,რომ გიპოვე,ყოჩაღ,ძალიან მომეწონა,არაჩვეულებრივია,ვისიამოვნე გამართული ნაწერით და კარგი ისტორიით,დიდი სიამოვნებით დაველოდები შემდეგ ისტორიას❤❤❤

ძალიან დიდი მადლობა! ❤️❤️❤️❤️ საოცრად მახარებს ეს სიტყვები!❤️❤️❤️❤️

 


№24 სტუმარი სტუმარი სოფი

ძალიან მომეწონა.2დღეა ვკუთხულობ შენი 1წლის ნაშრომს ყოჩაღ❤

 


№25  offline წევრი ნადარაია

სტუმარი სოფი
ძალიან მომეწონა.2დღეა ვკუთხულობ შენი 1წლის ნაშრომს ყოჩაღ❤

მადლობა დიდი!❤️❤️❤️ვეცდები შემდეგი უფრო ნაკლებად გამიგრძელდეს :) :)

 


№26 სტუმარი სტუმარი მარიამი

დიდი მადლობა ამ საოცარი ისტორიისთვის❤️❤️

 


№27  offline წევრი ნადარაია

სტუმარი მარიამი
დიდი მადლობა ამ საოცარი ისტორიისთვის❤️❤️

შენ დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის!❤️❤️

 


№28 სტუმარი Ans

გავგიჟდიიი!!! დიდი ხანია არაფერი წამიკითხავს და დღეს გადავწყვიტე გამეგრძელებინა და მადლობა ღმერთს პირველი შენ აგარჩიე. საშინლად მეზიზღება როცა ისტორიას ჩავამთავრებ და აღმოვაჩენ, რომ არ მომეწონა,რადგან იმ დროის განმავლობაში რაც მის წასაკითხად დავხარჯე, შეიძლებოდა უკეთესი წამეკითხა და ამიტომ დიდი მონდომებით ვარჩევ ხოლმე, როგორც ჩანს გამიმართლა. შენია ეს საქმე!!!!

 


№29  offline წევრი ნადარაია

Ans
გავგიჟდიიი!!! დიდი ხანია არაფერი წამიკითხავს და დღეს გადავწყვიტე გამეგრძელებინა და მადლობა ღმერთს პირველი შენ აგარჩიე. საშინლად მეზიზღება როცა ისტორიას ჩავამთავრებ და აღმოვაჩენ, რომ არ მომეწონა,რადგან იმ დროის განმავლობაში რაც მის წასაკითხად დავხარჯე, შეიძლებოდა უკეთესი წამეკითხა და ამიტომ დიდი მონდომებით ვარჩევ ხოლმე, როგორც ჩანს გამიმართლა. შენია ეს საქმე!!!!

ვაი ძალიან დიდი მადლობა❤️❤️❤️❤️ჩემთვის ამაზე სასიამოვნო მოსასმენი არაფერი არაა!❤️❤️❤️

 


№30 სტუმარი ელეე

მგონი კვირაზე მეტია რაც ვკითხულობ ამ მშვენიერ ისტორიას (გამოცდების და სხვა მიზეზების გამო) დღეს მეღირსა დამთავრება და რაც შემიძლია ვთქვა ეს ისაა რომ ვგიჟდები დემეტრეზე ისევე როგორც ამ სკოლის მოსწავლეზე ????გადარეული წყვილი გიჟური მაგრამ საოცარი ურთიერთობით ♡ სანაიასნაირი რომ იყოს ყველა კარგი იქნება! ბევრს არასდროს არ ვამბობ თუმცა არ შემიძლია არ ავღნიშნო კიდევ ერთხელ რომ ეს მოთხრობა ერთერთი საუკეთესოა მათ შორის რაც წამიკითხავს♡
ველოდები ახალ ისტორიას ახალი და საოცარი წყვილით, წარმატებები!♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent