შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულ შენ მიყვარდი (თავი 5)


2-11-2019, 00:30
ავტორი duchi_duchi
ნანახია 11 701

მეორე დღიდან ისევ ლაღად დავიწყე ცხოვრება,არავინ იცოდა ჩვენს შესახებ ქეთის გარდა,ნუ გრძნობდნენ დანარჩენები მაგრამ არ კითხულობდნენ...ასე გავიდა ბედნიერების ერთი თვე სანამ არ აღმოვაჩინე,რომ ირაკლი თამაშობდა.ძალიან გავბრაზდი.არ ვიცოდი საიდან ქონდა მუდამ სავსე საფულე,ზმანები, მანქანა,მის ოჯახზე არაფერი ვიცოდი.სიმართლე გითხრათ ვერც ვკითხავდი.მხოლოდ ის ვიცოდი,რომ დედა მამა და ძმა ყავდა...სახლში ავედი ბიჭებთან სადაც ირაკლი ცხოვრობდა, ეწეოდნენ,რომ დამინახეს ფეხზე წამოხტნენ,გვანც არ გელოდებოდით მითხრა რომამ და ალაგება დაიწყეს
-რაიყოთ როდის აქეთ გრცხვენიათ ჩემი? ნუთუ თქვენი ძმაკაცი აღარ ვარ?
-არა,რას ამბობ გვანც უბრალოდ ზრდილობის საკითხია
-დაიკიდე! ისეთ ხალხში გავიზარდე, არ მიკვირს ეგეთები,ვუთხარი და ირაკლის ვკითხე, შეიძლება ვილაპარაკოთ?
-კიი გვანც ვილაპარაკოთ
-კარგი წამოდი ოთახში შევიდეთ.
-მოიცადეთ! ჩვენ გავდივართ უკვე საქმე გვაქვს და თქვენ წყნარად ილაპარაკეთ(რომა)
-კარგი...დაველოდე სანამ ბიჭები წავიდოდნენ ,კარი როგორც კი გაიხურეს,ირაკლის მივუტრიალდი რომელიც დივანზე იჯდა,თვალები ჩასწითლებოდა,ხელები კეფაზე შემოეწყო ფეხებ გაშლილს,თვალებში მიყურებდა და იცინოდა ჩვეული გამაგიჟებელი ღიმილით...
-ეხლა უნდა გამიჭედო რას გავხარო?თუ რატო გაყარე ბიჭები?
-რაზე უნდა გაგიჭედო?მოწეული რომ ხარ?ეგ არ მაინტერესებს და არც გაკაპასებული ცოლივით ვაპირებ რამე დაგიშალო...
-აბა რახდება?
-რატო თამაშობ?ან ამდენი ფული საიდან გაქვს?დავფიქრდი და მივხდვი რომ არ გიცნობ,უფროსწორედ არვიცი როგორი ცხოვრებით ცხოვრობ...იქნებ ერთ დღეს აქ რომ ამოვალ წამლით და ნემსით ხელში დამხვდე, ან გათიშული, ან ვინმე ნაშებთან ერთად?იქნებ მითხრა წინასწარ,რომ ვიცოდე და მოულოდნელობის გამო გული არ გამისკდეს?ხომ იცი რომ მიყვარხარ?ხომ იცი რომ ყველაფერს გავიგებ?ისიც ხომ იცი რო ნებისმიერ სიტუაციაში შენს გვერდით ვიქნები?ვინ ვართ ჩვენ ირაკლი ერთმანეთისთვის?
სახეზე ხელები ჩამოისვა,სიგარეტს მოუკიდა, ღრმა ნაპასი დაარტყა და სევდიანი თვალებით ამომხედა,მეგობრები გვანცა! მეგობრები ვართ...
-გულში რაღაც საშინლად ჩამწყდა,ვერ გეტყვით რის ფასად დამიჯდა რომ ცრემლი არ გადმომვარდნოდა...ამ ერთი თვის მანძილზე ერთხელაც არ უთქვამს რომ ვუყვარდი...მხოლოდ მჭირდები და მხოლოდ უშენოდ ვერ გავძლებ...
-ანუ მეგობრები?
-ხო მეგობრები! არ გამოვა გვანც,უბრალოდ არ გამოვა. გეტკინება და მე არ მინდა გეტკინოს...
-სიმწრისგან ჩამეცინა.უკვე მატკინე ირაკლი...ჩანთა ავიღე და მივდიოდი, მკლავში ხელი ჩამავლო და ტუჩებზე ველურივით დამეტაკა...მკოცნიდა უხეშად და მთელი გრძნობით...მერე მომშორდა შუბლზე მაკოცა და თავი დახარა...
-აღარასოდეს,აღარასოდეს გაბედო და შემეხო...იყოს ისე როგორც გინდა...კარი გამოვიხურე და წამოვედი...
-იმ დღის შემდეგ, გადავწყვიტე არაფერი შემემჩნია, მხნედ ვიყავი და ისევ ისეთი ურთიერთობა მქონდა ბავშვებთან...ირაკლიც ისევ ისეთი იყო როგორც მანამდე.ჩვეულებრივად,ძველებურ კალაპოტს დავუბრუნდით...მიყვარდა,ან მასთან ასე ახლოს ყოფნის გამო მეგონა,რომ მიყვარდაა...მამრობითი სქესის წარმომადგენლების უყურადღებობას არ განვიცდიდი არასდროს და ბევრი იყვნენ ჩემს გარშემო..
აპრილი იყო ქეთის ნათესავი გოგო ჩამოვიდა ბათუმიდან სტუმრად და ვთხოვეთ უნიში წამოსულიყო ჩვენთან ერთად.დილით ავდექით ყავა დავლიეთ ჩავიცვით და ჩემმა ტელეფონმაც დარეკა...ირაკლი იყო
-ხო იკა
-რაშვებით?
-არაფერს გამოვდივართ
-ჭავჭავაძეზე ვარ სავაჭრო ცენტრში აქ მოდით და მე გაგიყვანთ მერე..
-კარგი ვუთხარი და ტელეფონი გავთიშეე...ყოველდღე ერთად ვიყავით,სულ ერთად.თუ მე არ მივდიოდი სახლში, ან ის არ მიდიოდა სოფელში...თუ სოფელში იყო ტელეფონზე ვიყავი გაკიდებული, სულ ვურეკავდი ხო მე ვურეკავდი და არა ის...არცერთხელ არ უთქვამს ჩემთვის კომპლიმენტი, არცერთი თბილი სიტყვა, გარდა იმისა რომ ვჭირდებოდი და უჩემოდ ცხოვრება ვერ წარმოედგინა.ერთი ეგოისტი ნაბი*ვრის ქცევები ქონდა და ვერ ვგებულობდი ჩემგან რა უნდოდა...
-ვინ იყო?
-ირაკლი იყო სავაჭრო ცენტრში ვარ აქ მოდით და ერთად გავიდეთო...
ტაქსში ჩავჯექით და 5 წუთში დანიშნულების ადგილას ვიყავით...ირაკლი დაგვხვდა,გადაგვკოცნა
-ეს თამუნაა,გავაცანით ქეთის სტუმარი. თამუნა ერთი ჩვეულებრივი გოგო იყო,სხვა გოგოებისგან რითაც გაანსხვავებდით გრძელი ხვეული თმა ქონდა,რაღაცნაირი თავისებური გოგო იყო,ადვილად არ იხსნებოდა.
-ეს კიდევ ირაკლი!ჩვენი ძმაკაცი,ვუთხარი მე და გავიღიმე,როგორც ვიცოდით დავიწყეთ ხუმრობა და ამ ხუმრობა, ხუმრობაში, იმდენი ყურადღება გამოიჩინა ირაკლიმ თამუნას მიმართ ვირჭვიანე.ძალიან გავბრაზდი.მეტკინა და მეწყინა. შემატყო,ძალიან შემატყო რო მეწყინა.კიბეზე დავდექი და იქედან ვხედავდი,გვერდზე გავიხედე და ტელეფონზე სმსიც მომივიდა.კაკი იყო ,ნათლიაჩემის მეგობარი რომელიც მწერდა ხოლმე მაგრამ რატომღაც შეხვედრა ვერ მოვახერხეთ. პრინციპში არც მიცდია,ხოდა ახლა საუკეთესო დრო იყო შურის საძიებლად წეხანდელისთვის...ტელეფონი ამოვიღე და სმსი გავხსენი.
,,გვანცა როგორ ხარ?ქუთაისში ვარ პირველ სკოლასთან და იქნებ მნახო?''
,,,კარგად კაკი შენ როგორ ხარ?კი გამოვალ 10 წუთში''
ტელეფონი დავბლოკე და უკნიდან ყურში მესმის ხმა
-ვინ არის?
-შენ რა ჩემს სმსს კითხულობდი?
-ვინ არის?
-რატომ უნდა გითხრა ვინ არის?
-გვანცა დამიძახა და ყბის ძვლები დაეჭიმა.
-ჩემი ერთერთი თაყვანისმცემელია რაა?
-არ შეხვდები!
-ვითომ რატომ?
-არ შეხვდები და მორჩა!
-შევხვდები და ამას შენ ვერ ამიკრძალავ.მიყურე!
ქეთი წავედი ,კაკი უნდა ვნახო.პირველ ლექციაზე ვერ მოვალ,დაგირეკავ რა და შევხვდეთ...ირაკლის გავხედე სიგარეტს ეწეოდა და თვალები ჩაწითლებოდა გამომხედა სიგარეტი ფეხით გასრისა.
-მე გაგიყვან.
-არ მინდა,ტაქსით წავალ.შენ ქეთი და თამუნა გაიყვანე,მე მოვალ ჩემით..
-გვანცა არ შემშალო,დაჯექი მანქანაში.
მივხდვი რო ძაან ვაბრაზებდი და დავთმე...
-აუ შენ რო სხვა გოგო იყო,პროსტა შენ რო სხვა იყო ,ენით დაგკიდებდი ხეზე მაგრამ შენ როგორ გაგიმეტო...ერთადერთი ხარ ვინც ამდენს მიბედავს და გეყოს უკვე შენ ჭკუაზე სიარული...
-კისერში ამომივიდა უკე, რა გინდა ჩემგან?ვინ ხარ ასე რომ მაკონტროლებ?რას ითხოვ?შენ უნდა შეგეკითხო ვის გავყვე და ვის არაა?ვყვიროდი უკვე.ქეთიმ გამაჩერა და ორივე დაგვამშვიდა.თამუნა ხმას არ იღებდა.
-გამიჩერე აქ..
მანქანა გამიჩერა და ისე მოწყდა ადგილს თვალი ძლივს მოვკარი.
კაკი ვნახე,ყავა დავლიეთ .არაფერი ისეთი უბრალოდ ვისაუბრეთ...სანამ მე და კაკი ვსაუბრობდით,მილიონი სმსი მომწერა ქეთიმ, რომ ირაკლი ლექციაზე არ შემომყვა და არც მე შევედიო.ეკლებზე ზის და ყოველ 5 წუთში მაწერინებს,მიწერე როდის მოვაო...კმაყოფილმა ჩავიცინე და ვუპასუხე რომ უკვე მივდიოდი...
კაკის ბოდიში მოვუხადე, ვუთხარი რომ მეორე ლექციასაც ვეღარ გავაცდენდი...მანქანაში ჩამსვა და უნის ეზოსთან დამტოვა..ეზოში რომ შევედი სკამზე იჯდნენ, რომ დავინახე გამეცინა ისეთი სახე ქონდა,იჯდა მუხლებზე ედო იდაყვები და ხელებს ეყრდნობოდა თავით.ვეღარ გავუძელი.მივედი მოვეხვიე და კოცნას ვაპირებდი რომ მომიშორა..
-ვერ მაკოცებ ,რადგან არვიცი მაგ ტუჩებით რა გააკეთე...
გავითიშე ამის მოსმენისას. ძალიან მეწყინა, ასეთი შეურაცხყოფა არასდროს მოუყენებიათ...აზრზე მაშინ მოვედი,მარჯვენა ხელის გული რომ ამეწვა და ირაკლის ლოყას შევხედე...აღარასოდეს გაბედო ჩემთან ასეთი ლაპარაკი.შენ ვინ გგონივარ?რადგან შენ გაკოცე გგონია ყველას ასე ვკოცნი?აი ამის თქმა თუ შენთან ოდესმე დამჭირდებოდა არ მეგონა. თუ შენ ასე ფიქრობ ჩემზე,იფიქრე.აღარც მეგობრობას აღარ აქვს აზრი. საერთოდ არაფერში არ უნდა გჭირდებოდეს ჩემნაირი მეგობარი...მოვბრუნდი და წამოსვლას ვაპირებდი.მკლავში ხელი ჩამავლო, მაპატიე არ მინდოდა, არ წახვიდე გთხოვ, მჭირდები უშენოდ არ მინდა.
-ისევ იგივე?ირაკლი დავიღალე!მე შენი სათამაშო არავარ,მეც მაქვ ცხოვრება,მეც მინდა სიცოცხლე,მეც მინდა სიყვარული და ყურადღება...არ ვარპირებ რამდენი ვინმე გამოჩნდება ჩემს ცხოვრებაში, იმდენი ყველა ჩამომაშორო ,ჩემი სიყვარულით ისარგებლო,
მეძახო რომ უჩემოდ არ შეგიძლია და მეც შენი სიყვარულით დაშტერებულმა ყველა გზიდან ჩამოვიშორო,დავრჩე მარტო და მერე გელოდო შენ როდის მოხვალ ჩემთან,როდის შემიყვარებ...იცი რა არის შენი პრობლემა ირაკლი?გგონია რომ სულ მეყვარები.ეხლა ადგები იგულავებ,არაფერს დაიკლებ. ბოლოს რომ მოგბეზრდება,არვიცი რამდენ თვეში, ან რამდენ წელში ,მაგრამ მოგბეზრდება და ფიქრობ გვანცას ვუყვარვარ.რა დროც არ უნდა იყოს ყოველთვის მიმიღებს და ვეყვარებიო.მაგრამ არა! მწარედ ცდები. მეც ამომივა კისერში. ერთადერთი ხარ ვისთანაც ჩემი სიამაყე გადავთელე. თავი დავიმცირე.რამდენი თვეა უკან დაგსდევ, გირეკავ ,გკითხულობ და ერთხელ,ერთხელ ვერ დავიმსახურე შენგან ყურადღება.თუ გაიგებ ვერთობი,სადმე ვარ,მაშინ მირეკავ და მეუბნები რომ სახლში წავიდე,მეუბნები ეს არ ჩაიცვა,მეუბნები რომ ჩემს ცხოვრებაში ბიჭი არ უნდა იყოს.რატომ ირაკლი?ვინ ხარ ჩემი?არავინ, აღარავინ! აღარ ვაპირებ კუდში გზდიო.შენი სიყვარული ვიმათხოვრო.მეტს ვიმსახურებ...ერთი ეგოისტი ნაბი*ვარი ხარ მეტი არაფერი.კაცი რომელმაც ვერ გაიგო რა უნდა.არც ჩემი გაშვება გინდა და არც ჩემთან.ვსო,დამთავრდა, მორჩა...არ გიყვარვარ?ვერ დაგაძალებ...კარგად იყავი! მხოლოდ გამარჯობა, გაგიმარჯოს,ბიჭების და ქეთის ხათრით.იმის იქეთ აღარაფერი...დამთავრდა...პირში მივახალე ყველაფერი.მეტაკა და მაკოცა. მკოცნიდა ტუჩებში,თვალებზე,შუბლზე, ლოყებზე. მთელი სახე დამიკოცნა შუა ქუჩაში და ქეთისიც არ მორიდებია..თავი გავინთავისუფლე და წამოვედი...ვაი ასეთ წამოსვლას.ცრემლების ზღვა მომდიოდა, ფეხქვეშ მიწა მეცლებოდა. არვიცი რა მოხდა იქ ირაკლისთან და ქეთისთან, კარგახნის მერე დამეწია და გვერდით ამომიდგა...
-ნუ ტირიხარ ჩემო გოგო გთხოვ.არაა ღირსი.ისიც ძაან მიყვარს,მაგრამ შენ უფრო...გავეცი პასუხი...
ხმას ვერ ვიღებდი.ქეთიმ ტაქსი გააჩერა სახლში მიმიყვანა და ისიც ჩემთან დარჩა.აბაზანაში შევედი,წყალი გადავივლე, პიჟამოები ჩავიცვი, საწოლში შევწექი და ამდენი ტირილისგან დაღლილმა მალევე ჩამეძინა....საღამოს 9 საათი იყო რომ გავიღვიძე. ფეხზე ავდექი და მისაღებში გავედი.ქეთი დივანზე იყო წამოწოლილი და ტელევიზორს უყურებდა...
-გაიღვიძე ჩემო გოგო?ყავა გინდა?
-აუ ქეთი კი გააკეთე რა.
მეც ჩამოვჯექი დივანზე.ფეხები ავწიე და პლედი დავიფარე,ამდენი ნერვიულობისგან მაკანკალებდა.ქეთიმ ყავა მომიტანა.
-რას აპირებ?ხომ იცი როგორ მიყვარხარ და ისიც ხო იცი როგორ მიყვარს ის ოხერი?
-რას ვაპირებ?რას ვაპირებ და ხვალ ჩავალაგებ ბარგს და წავალ სახლში. არც მარიამი, არც ნინი,და არც აკო არ მინახავს ბოლო წამოსვლის შემდეგ...აღარც კი მირეკავენ და იცი რატომ?ასე ავდექი და წამოვედი, არც დამირეკია. ირაკლის გამო ისე ვიყავი გათიშული და დაბრმავებული ჩემი საუკეთესო მეგობრებიც კი დავივიწყე...წავალ დავფიქრდები, იქნებ ვინმე გამოჩნდეს ჩემს ცხოვრებაში და დამავიწყოს ირაკლი?მეც ვიყო ბედნიერი...
-ჩემო გოგო შენ იქნები ბედნიერი,ამას იმსახურებ და აუცილებლად იქნები...
ხვალ რომელზე წახვალ?
-დილით უნიში მოვალ.ბიჭებს დავემშვიდობები და წავალ მერე.ხომ ჩამოხვალ ჩემთან?
-ჩამოვალ აბა რას ვიზამ...
რა ხმაა?შენი ტელეფონია მგონი
-აუ ქეთი ოთახში მაქვს მომიტანე..
ქეთიმ ტელეფონი მომიტანა ირაკლიაო...
-გისმენ
-როგორ ხარ?
-კარგად.რატომ მირეკავ?ვერ დავამთავრეთ?
-შენი ფლეშკა მაქვს მანქანაში ვიპოვე..ფოტოები ვნახეე,ერთ-ერთ პაპკას მიყვარხარ აწერია და ჩვენი ფოტოებია...
-ხო მერე რა?შეგიძლია წაშალო აღარ მიყვარხარ...
-ასე მალე?
-ხო ასე მალეე...წავედი კარგად..
-მოიცადე აკო ვინ არის?ფოტოები ვნახეე...
-შენ ვინ გეკითხება?
-გვანცა ნორმალურად მელაპარაკე, აკი შენ მიყვარხარო?მე როგორ გიყვარვარ როცა ამ აკოზე ხარ ჩახუტებული და სიყვარულის თვალებით უყურებ ყველა ფოტოში...გიყვარს და მე მეუბნები მიყვარხარო...რა თამაშს თამაშობ გვანცა შარაშენიძე?
-ზედმეტი მოგდის ირაკლი! ეტყობა დილის კონცერტი არ გეყო...ინანებ ყველა შენს სიტყვას...შემეში ვუთხარი და გავუთიშე...მეორე დილით ბარგი ჩავალაგე.უნიში გავედი და ბიჭებს დავემშვიდობე.არვიცი რამდენიხნით წავალ მაგრამ დავბრუნდებითქო დავუბარე ყველას სიცილით.ირაკლიც იქ იყო...ქეთიმ მომაძახა აკოს რომ ნახავ ბევრი აკოცე ჩემგანო, გამეცინა და ვუპასუხე.მეც იმდენი უნდა ვაკოცო,შენსას ვეღარ გადავცემ თორე დაიხრჩობათქო...ტაქსში ჩავჯექი და წამოვედი...დავუბრუნდი მშობლიურ ქალაქს. აქ ყველაფერი სხვაფერია, აქ ყველა მიყვარს.ჰაერი ჩავისუნთქე და ტაქსს კორპუსთან გავაჩერებინე. როგორ მომნატრებია კორპუსის კედლებიც კი,ორი თვეა აქ არ ვყოფილვარ...აქაც მარტო ვცხოვრობდი. დედისერთა ვიყავი და ჩემი მშობლები საზღვარგარეთ ცხოვრობდნენ კერძოდ ამერიკაში...7 წლის უნახავი მყავდნენ მშობლები.სკოლას სანამ დავამთავრებდი ბებო მზრდიდა,მერე ბებო სოფელში გადაბარგადა და დამტოვა მარტო.ცანცარა არასდროს ვყოფილვარ და ჩემი მშობლებიც მენდობოდნენ.თუ ვინმეს მოვწონდი ყოველთვის იცოდნენ ჩემებმა..ირაკლიზეც იცოდნენ და არ მოწონდათ, არ მიშლიდნენ მაგრამ არც მოწონდათ..სახლის კარი შევაღე,ბარგი ამოვალაგე,ვიბანავე და ყავას ვამზადებდი პირსახოც შემოხვეული,კარზე ზარი რომ გაისმა. გამიკვირდა, არავინ იცის რომ ჩამოვედი,ალბათ წყლის კაცია და ქვითარო მოიტანათქო ვიფიქრე. სულ არ გამხსენებია ნახევრად შიშველი რომ ვიყავი ჯერ კიდევ სველი...ჩუსტების ჩლატუნით მივედი კართან ,არც გამიხედია რადგან იმ სიმაღლეზე იყო თვალი სკამს თუ მოვიტანდი თორე ისე ვერ მივწვდებოდი.კარი გავაღე და ენა ჩამივარდა კართან აკო იყო.შემოვიდა და ძალიან ძლიერად მომხვია ხელები, ჩამეხუტა და სველ თმაზე მაკოცა, კანზე ბუსუსებმა დამაყარა, ჯანდაბა რა მემართება ვფიქრობდი ჩემთვის...ხმას არცერთი არ ვიღებდით,როგორღაც მოვწყდით ერთმანეთს.თვალებში შემომხედა.
-მომენატრე გვანცა.
-მეც მომენატრე აკო!ცოტა უხერხულად ვიყავი, ორი თვე არ მენახა,მის მერე არ მენახა რაც მითხრა რომ ვუყვარვარ.არც კი დაგვირეკავს ერთმანეთისთვის...რომ გამახსენდა გული მომეწურა,ჩემი აკო ჩემი თბილი ბიჭი,ვიმეორებდი გულში და მინდოდა კიდევ ერთხელ ჩავხუტებოდი.გამახსენდა რომ ნახევრად შიშველი ვიყავი,როგორც იქნა ამოვიდგი ენა და ვუთხარი სამზარეულოში შედი ეხლავე მოვალთქო..ოთახში გავედი ჩავიცვი და უკან დავბრუნდი უკვე მაგიდასთან იყო ორი ყავის ჭიქითურთ...ერთ თავში ის იჯდა მეორე თავში მე...
-როგორ ხარ?
-კარგად გვანცა შენ როგორ ხარ?
-კარგად...ნინი მარიამი და გიგა როგორ არიან?
-ისინიც კარგად.არაფერი გაქვს სათქმელი?
-არა! რა უნდა ვთქვა?
-მაგლითად ის,რომ ორი თვეა წახვედი და არც კი შეგვეხმიანე...
-და თქვენ შემეხმიანეთ?იკითხეთ როგორ ვიყავი?მკითხეთ რას ვგრძნობდი?
-შეიცვალე გვანცა...
-ხო შევიცვალე, დავიკარგე აკო,არვიცი ვინ ვარ და რა მინდა, სულ მარტო ვარ ამ წყეულ სამყაროში და მუდამ სხვებზე ვფიქრობ,ჩემზე კი არავინ...
-მე ვფიქრობ! მე ვარ შენთან და სულ შენთან ვიქნები.
-თუ ეგრეა სად იყავი ორი თვე?
-მე სულ შენთან ვიყავი გვანცა.ვერ მხედავდი რადგან ჩემთვის არ გეცალა. ირაკლი იყო შენთან და მე რომც ვყოფილიყავი, ყურადღებას მაინც არ მომაქცევდი...მე სულ შენთან ვარ.სანამ ვიარსებებ სულ შენთან ვიქნები,არ აქვს მნიშვნელობა მხედავ თუ არა,გწამდეს რომ შენთან ვარ.როგორც კი დამიძახებ შენთან გავჩნდები.მე მინდა ბედნიერი იყო,გინდ ირაკლისთან და გინდ სხვასთან.არასდროს ჩავდგები არსად ცუდად,მითუმეტეს შენს ცხოვრებაში.არ უნდა ვამბობდე ამას,რადგან დაგპირდი ბოლოჯერ გეუბნებითქო,მაგრამ ისე მიყვარხარ,რომ მთელი ცხოვრება გეკავება ჩემი მთლიანი გული. ეს გული ასე რომ ფართხალებს შენი შეხებისას. ხომ იცი რომ შენს ტკივილს ჯობია მე მეტკინოს, ხომ იცი რომ შენს გამო ყველაფერზე წავალ.ნუ ტირი გთხოვ ეს დედამო*ყნული ნუ ტირი..ამის დედაც ნუ ტირი პატარავ, გინდა მივალ იმ სი*თან და დაველაპარაკები.მზად ვარ ჩემი ხელით ჩაგაბარო მას თუ შენ ბედნიერი იქნები, ოღონ ცრემლი აღარ დამანახო გთხოვ.
ჩშშ გთხოვ დაწყნარდი...
მელაპარაკებოდა,თავზე მკოცნიდა,მიხუტებდა,მე კიდევ ყოველი მისი სიტყვისას უფრო და უფრო მომდიოდა ცრემლები...როგორც იქნა დავმშვიდდი...
-დავშორდით აკო ერთმანეთს ჩვენ...
-გიყვარს?
-კი...მაგრამ გადავიყვარებ...
-გადაიყვარებ ხო გადაუყვარებელი რაა..
-შენ რატომ არ გადამიყვარე აკო?
-არ მიცდია და არც მინდა.მყოფნის ეს სიყვარულიც...
-აკო არ მინდა რომ დაიტანჯო ჩემთან ასე ახლოს ყოფნით...
-არ ვიტანჯები ,მერე რა თუ ჩემი არ ხარ?ხომ გხედავ,ხომ მესმის შენი ხმა?მეტი არ მინდა. ნუ როგორ არ მინდა მაგრამ ამასაც ვიკმარებ...
-ელენე რას შვება?გადავიტანე სხვა თემაზე საუბარი.
-ელენე კარგად არის, კარგი ბავშვია და ვუყვარვარ ძალიან.
-უყვარხარ!კარგია რომ უყვარხარ ,კარგია რომ უყვართ...ვბუტბუტებდი ჩემთვის..
აკოს ტელეფონმა დაურეკა.
გისმენ ელენე.
ელენეს სახელზე გამოვფხიზლდი...
-კარგი ელე გამოვალ ეხლავე...
-ელე?რა უნდა ელეს?
-უნდა ვნახო.ხომ კარგად იქნები რომ წავიდე?
-კი კარგად ვიქნები წადი.შუბლზე მაკოცა და წავიდა..
მე კიდევ ცრემლები წამომივიდა აკო ელენესთან წავიდა, ადრე გვერდიდანაც არ მომცილდებოდა, ეხლა კი ელენეს ნათქვამზე ადგა წავიდა. მარტო დამტოვა..
რას ელოდი? მითხრა ჩემმა მეორე მემ, შენც ირაკლისავით იქცევი,მასაც აქვს უფლება იყოს ბედნიერი, როდემდე გელოდოს?გამოფხიზლდი და გადაწყვიტე რა გინდა. მეც კი დავიღალე უკვე შენი ღრიალით...რომ დავფიქრდი მართალიც იყო,არც მე ვიყავი აკოსთან და არც მინდოდა სხვა ყოფილიყო მასთან...ცოტა აზრზე მოვედი ნინი ს მარიამს და გიგას მივწერე.10 წუთში ჩემთან იყვნენ.ბევრი ვკოცნეთ ერთმანეთი, ბევრი ვილაპარაკეთ და წყენაც სადღაც გაქრა...
-აკო სადაა?-დავურეკავ-თქვა ნინიმ...
-მოდი დღეს ბარში წავიდეთ
-კარგი აზრია ცოტა გართობა და გულის გადაყოლება არ მაწყენდა.
-მე კიდევ დავლევ.
-აკო სად ხარ?მისმინე ბარში მივდივართ და მოდი რა იქ...ო მერე რა წამოიყვანე ელენეც და წამო თან სამეგობროს გააცნობ...კარგი გელოდებით.
-რაო?
-მოვა და ელენესაც მოიყვანს თან გაგვაცნობს...
-ოჰ რამდენი რამე მომხდარა ამ ორ თვეში დაფქვით ეხლა რახდება?
-მოხდა რამე რომ წახვედი გვანცა?აკო ძალიან ცუდად იყო,აღარ გვეკონტაქტებოდა საერთოდ.ეს ორი კვირაა ცოტა ვხედავთ და ვნახულობთ...
-არ ეცალა ალბათ,ელენესთან იყო.როგორც მე ვიყავი ირაკლისთან და არ მეცალა თქვენთვის.ვთქვი და ვინანე.ისე ეწყინათ ჩემი ნათქვამი...
-კარგი გვანცა,იყოს როგორც ამბობ,მაგრამ რაღაც ხდება,იმედია გვეტყვით ან შენ ან აკო...
-ოოო არაფერი არ ხდება,ადე ჩავიცვით და წავედით.
ოთახში შევედი, შავი მოკლე კაბა,მაღალყელიანი ჩექმა,ბრეტელკა მაიკა და ტყავის ქურთუკი ჩავიცვი.თმა გავიშალე,მსუბუქი მაკიაჟი, კლაჩს ხელი დავავლე და წავედით ბარში...ბარში შესულებს აკო იქ დაგვხვდა, ტყავსი დივანზე იჯდა, ელენე გვერდით უჯდა და მისი ხელი, ხელში ეკავა.ყურში რაღაცას ეუბნებოდა. ჩემი და აკოს თვალები კი ერთმანეთს უყურებდნენ.დავინახე,დავინახე როგორ ეუხერხულა ეს სიტუაცია, ჩემი მოერიდა, მე კიდევ მეტკინა,გულში რაღაც მეტკინ. ხელები რომლებიც მე ასე მიყვარს,ელენეს ხელებს ეხებოდნენ...ჯანდაბა გვანცა რა გჭირს, ვუმეორებდი ჩემს თავს. გაიღიმე გვანცა, არ შეგეტყოს...მაგიდასთან მივედით.აკოს წინ დავჯექი ნინი და მარიამი აქეთ იქედან დაჯდნენ,გიგა ნინის და ელენეს შუაში...
-აბა როგორ ხართ?ვთქვი და აკოს თვალებში ჩავხედე.მერე კი მზერა მათ ჩაკიდებულ ხელებზე გადავიტანე...
ძალიან ლამაზი იყო ელენე,სუსტი, შავი თვალებით ,დიდი წამწამებით ,თხელი აპრეხილი ცხვირით და თხელი ლამაზი კონტურის ტუჩებით...
ჩემს აკოს მაინც ვერ ჯობდა მაგრამ მაინც ლამაზი იყო...
-კარგად გვანცა შენ როგორ ხარ?
-მეც კარგად.არ გაგვაცნობ შენს გოგოს?
-ხო რათქმაუნდა.
-მე ელენე ვარ აკოს შეყვარებული.(გამეტყლარწა...)
-რომ არ გეთქვა არ ვიცოდით ვუთხარი და გავიცინე.
აკოს შევხედე სახე შეეცვალა ჩემს ნათქვამზე...
აუ გვანცა მაგრად დაგერხა. ელენეზე რამეს რომ ვამბობ მგონი ვერ იტანს. ვსო დავკარგე ჩემი ბიჭი ჩავარდი სასო წარკვეთილებაში.ჰმ შენი ბიჭი?როდის აქეთ არის შენი ბიჭი?მკითხა მეორე მემ.ხელი ავიქნიე და ფიქრები მოვიშორე...
-შენ გვანცა ხარ ხომ?
-კი მე გვანცა ვარ მიცნობ?
მთელი საღამო აგრესიულად ვიყავი მის მიმართ განწყობილი, მერე მარიამმა და ნინიმ ეს სულ ასეა არ მიაქციო ყურადღებაო.
აშკარა იყო ერთმანეთს გაუგეს მე და გიგა კი შევასკდით ერთმანეთს იმდენი დავლიეთ...
-აკო რატომ არ ცეკვავ?გოგო ცოდოა ,ადე ეცეკვე.
ნინის დახრჩობა მინდოდა იმ მომენტში.
-ხო მართლა აკო მარტო გვანცას და გიგას საყურებლად ხომ არ ვართ როგორ სვავენ და თვრებიან...
მარიამსაც სიამოვნებით მივაყოლებდი..
-ელე წამო ვიცეკვოთ..
.საცეკვაოდ წავიდნენ...ვუყურებდი როგორ ეკონწიალებოდა აკოს კისერზე და აფათურებდა ხელებს. როგორ ეფერებოდა თმაში თითებით,როგორ იცინოდნენ...
ვეღარ გავუძელი ბავშვებს ვუთხარი რომ მივდიოდი...
-კარგი რა გვანცა დარჩი.
-ვერა მარ,ხო იცი რო ცუდად ვარ, უნდა გამიგო...
-კარგი კარგი...
-ჩანთა ავიღე და გარეთ როგორც კი გავედი ცრემლები ვეღარ შევიკავე.რა მინდოდა აკოსგან?რატომ ვეჭვიანობდი მასზე?გრძნობებში ვერ ვერკვეოდი...
-გვანცა!
-აკოს ხმა მომესმა მაგრამ არ მივაქციე ყურადღება,მაინც მივდიოდი.
-მკლავში მწვდა და მომაბრუნა არ გესმის გოგო რო გეძახი?მოვკვდი კაცი სირბილით.
-რახდება?
-შენ რა იტირე?არ მითხრა რომ იმ ნაბი*ვარმა დაგირეკა და მის გამო ტირიხარ...
-არა უნდა წავიდე, წადი შიგნით,ელე გელოდება,ენაზე ვიკბინე მაგრამ უკვე გვიანი იყო..
-მერე რა რომ მელოდება?
-მერე ის,რომ მეგობრის გამო, საყვარელი ადამიანი არ უნდა ალოდინო.
-შენ ხარ გვანცა ჩემი საყვარელი ადამიანი,ყველას დედაც მე,თუ შენ ტირი და ცუდად ხარ.
-უნდა წავიდე.
-ვერ წახვალ ასე,ხელები მომხვია და მაგრად ჩამეხუტა...
ვაიმე ღმერთო ეს რა არის რა მემართება?გულმა რამოდენინმე დარტყმა გამოტოვა.ძალიან ვთრთოდი მის მკლავებში არ მინდოდა რომ მომშორებოდა ძალიან დიდი სურვილი გამიჩნდა კიდევ ერთხელ შემხებოდნენ მისი ტუჩები...მინდოდა შემეგრძნო. იმ წუთში მხოლოდ ამაზე ვფიქრობდი...თავი ავწიე თვალებში ჩავხედე და უკვე მე ვაკოცე .კიდევ ერთხელ შევიგრძენი მისი რბილი ტუჩები ნიკოტინის და რაგაც მოტკბო გემო რომ ქონდა...ვკოცნიდი მაგრამ კოცნაში არ ამყვა...მეტკინა ძალიან მისი სიცივე. მოვშორდი,მაპატიე ვუთხარი და წამოვედი...სახლში მივედი. თან შევდიოდი და თან იქეთ აქეთ ვყრიდი ტანსაცმელს ,აბაზანა ავავსე და ჩავწექი.ტელეფონის ხმამ გამომაფხიზლა დავხედე და თვალები გამიფართოვდა ირაკლი იყო...
-ოჰ ბატონ ირაკლის გავახსენდით.
-როგორ ხარ გვანცა?
-არაჩვეულებრივად თავად როგორ გიკითხოთ?
-მომენატრე შენი ნახვა მინდა.
-მე არ მომენატრე და არც შენი ნახვა მინდა
-აკოს მართლა ბევრი აკოცე?
-ვერ გავიგე რას მეუბნებოდა აკოს?ა ხო კი ვაკოცე მერე რაა...
-ვინაა ეგ ბიჭი?
-დასაკითხად დამირეკე?
-ჩემი ძაან ახლო ადამიანია და სიცოცხლეზე მეტად მიყვარს
-ჩემზე მეტადაც?
-კი ირაკლი შენზე მეტადაც...
-ანუ არ გიყვარვარ.
-აღარ ირაკლი აღარ.
-ესე ერთ კვირაში დამივიწყე და ამბობ რომ გიყვარდი?
-მალე შეყვარება და უფრო მალე გადაყვარება ვიცი,როცა არ მაფასებენ,ჩემს სიყვარულს ფეხქვეშ თელავენ,პლიუს ამას არ მენდობიან და ჩემზე ნაჩქარევი დასკვნები გამოაქვთ...
-და აკო არ იქცევა ეგრე?
-აკოს არც შეედარო, მან რომ დამინახოს ცუდს ვაკეთებ, შეურაცხყოფას არასდროს მომაყენებს.ის მიცნობს,იცის რისი გამკეთებელი ვარ და რისი არა...მას ვუყვარვარ ისეთი როგორიც ვარ...მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს.ეხლა უნდა წავიდე.დროებით ირაკლი.
-გვანცა!
-აღარ მინდა ლაპარაკი გთხოვ ცუდად ვარ.
-შენი ჩახუტება და კოცნა მომენატრა.გვანცა გთხოვ მნახე, ცუდად ვარ უკვე რომ ვერ გხედავ...
-ირაკლი კარგად!ვუთხარი და გავუთიშე...
აბაზანიდან გამოვედი,ხალათი მოვიცვი...ცოტა გამოვფხიზლდი.დავჯექი და ფიქრი დავიწყე...რომელი მიყვარს?ნუთუ შეიძლება ორი ადამიანი გიყვარდეს?არა სისულელეა.ირაკლი თუ აკო?რომელი მკითხა მეორე მემ.იქნებ აკო?დაფიქრდი! რომელს ვერ დაკარგავ,რომელი გინდა შენს ცხოვრებაში?გაჩუმდი მოკეტე ვიყვირე... თავში ერთი სახელი მიტრიალებდა აკო.ის დავკარგე რომელსაც ყველაზე მეტად ვუყვარდი,დღეს კოცნაზე,კოცნითვე არ მიპასუხა, ელენე და მისი ხელები.ო ღმერთო!არა ამის გახსენებაზე მზარავს,ცრემლები მომდის, რაღაც მიჭერს კისერში და მახრჩობს...
კარებზე ზარია. ძლივს ავწიე ტანი, ძაან გადავიღალე,გავაღე და აკო შემხვდა. ტანსაცმელი მტვრიანი ქონდა.ტუჩი გახეთქილი და მუცელზე ხელს იჭერდა...ვიკივლე და სახლში შემოვიყვანე..
-რა დაგემართა?
-არაფერია.
-დაჭრილი ხარ?(ცრემლები მასწრებს.)
-ჩშშ ნუ გეშინია პატარავ,კარგად ვარ უბრალოდ ნაკაწრია.
მაიკა ავუწიე,მართალია ღრმა ჭრილობა არ იყო,მაგრამ მაინც შემეშინდა.
ისე კარგად კი ხარ ნაცემი სიცილ ტირილი ერთმანეთში ამერია...
-შენ ის უნდა ნახო.თვითონაც გაიცინა...
-ჭრილობა დავუმუშავე და ვკითხე.
-რა მოხდა?
-შენი ბიჭი იყო ჩამოსული და ვიჩხუბეთ.
-ვინ ჩემი ბიჭი?ირაკლი?
-ხო ირაკლი, მოვიდა და რა ურთიერთობა გაქვს გვანცასთანო,წარმოიდგინე მე მკითხა შენზე მე...
-ნორმლური ხარ შენ ან ის?რა გინდათ ჩემგან ან ერთს ან მეორეს?ცრემლები წამსკდა...
-კარგი არ იტირო პატარავ გთხოვ.
-არ მინდა ჩემს გამო რამე აუტეხოთ თავს, ან ერთმა და ან მეორემ,ვერ გავუძლებ...
-ვისზე ჯავრობ?ჩემზე თუ იმ სი*ზე?
გავოცდი ეს რომ მითხრა ,მეწყინა რომ ეს კითხვა დასვა.ავხედე და არა ადამიანური ხმით ვუთხარი ,წადი ჩემი სახლიდან ,აკო წადი და აღარასოდეს ,თითიც კი არ გაატოკო ჩემს გამო რომ ვკვდებოდე...
-ამის დედაც მოვ*ყან გიყვარს!გიყვარს და მის გამო მე მაგდებ და მეჩხუბები?სრულ ჭკუაზე ხარ გვანცა?მე მიყვარხარ.მთელი ცხოვრებაა მიყვარხარ. მთელი ცხოვრება შენს გვედით ვარ,ვიტან და ვიგერიებ შენს სირ თაყვანისმცემლებს...დავიღალე,ძალიან დავიღალე,მევ მეტი აღარ შემიძლია,ბედნიერი იყავი და ჩემი გრძნობების დედაც მოვ*ყან...
მოვიდა შუბლზე მაკოცა და მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდი,როცა კარის გაჯახუნების ხმა გავიგე...



№1 სტუმარი სტუმარი იაკო

აუ მალე დადე რა შემდეგი თავი
ეს ორი (გვანცა და აკო)ერთად რო არ დარჩეს ალბათ გავგიჟდები

 


№2 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Cota ar iyos dabneulia gvanca, tvitonac ar icis wesierad vistan unda, jobia droze gaerkves sanam daukargavs sul romelime. Ise me akosken ufro vixrebi da magastaninda iyos, imedia didi xani ar gaiweleba es gaugebroba gvancashi da mixvdeba yvelafers. Kargia momwons ☺️

 


№3  offline წევრი Ανάξιος

ძაან კარგია იმედია მალე დადება ახლა თავს
წარმატებები ????????????

 


№4 სტუმარი სტუმარი სოფო

ჩამოყალიბდეს თორე უკვე მე გავაფრენ ირაკლი რომ აირჩიოს მართლა გავაფრენნ

ჩაოყალიბდეს თორე გავგიჟდები მართლა ..და იმედია ირაკლის არ აირჩევს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent