შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გასვიანი (თავი I)


2-11-2019, 01:58
ავტორი Tangerine
ნანახია 1 416

აეროპორტიდან გამოსვლისთანავე მონატრებული თბილისის ჰაერი ჩავისუნთქე და მძღოლს ჩემოდნები მივაწოდე. აქეთ იქით მივიხედე, სიგარეტი ჩავაქრე და მანქანაში ჩავჯექი.
თბილისის ქუჩებს პატარა ბავშვივით აჟიტირებული ვათვალიერებდი და მძღოლს ათას კითხვას ვუსვამდი. ბოლოს მივხვდი, რომ დავღალე და მოვკეტე.
ფანჯარა ჩამოვწიე და თბილისსში უკვე მეორე ღერის მოწევა დავიწყე.
ნინოს რეაქცია რომ წარმოვიდგინე, როცა მძღოლი ეტყოდა თქვენმა შვილმა მოწევა დაიწყოო, გამეცინა.
როგორ მენატრებოდა..
მისი ჩხუბიც მენატრებოდა უცებ რო გაბრაზდებოდა და მერე თავის თავზე ეცინებოდა.
ბოლო ნაპასი დავარტყი და სიგარეტი ჩავაქრე.
საზურგეს მივეყრდენი და თანდათან ვიგრძენი როგორ დამღალა მგზავრობამ, გამახსენდა როგორ გადაიდო კიევში რეისი და როგორ ვიცადე აეროპორტში 5 საათი.
სახლს ვუახლოვდებოდი და ემოციები უფრო და უფრო მიღვივდებოდა, მონატრება უკვე მთელ სხეულს მიწვავდა და ერთი სული მქონდა სახლის კარი შემეღო და ყველას გადავხვევოდი.
როგორც იქნა მძღოლმა მანქანა გააჩერა.
ჩვენი სახლის ეზოს დანახვაზე გული საშინლად შემეკუმშა, ბარგი მძღოლს მივანდე და ბავშვივით გავიქეცი.
კარი როგორც კი შევაღე მაშინვე მისაღები ოთახისკენ გავიქეცი, რადგან ყველა იქ მეგულებოდა.
ნინომ რო დამინახა გაკვირვებისგან თეფში გაუვარდა, ასეთი გაბრწყინებული თვალები მის სახეზე დიდი ხანია არ მინახავს. მთელი ძალით გავიქეცი და მოვეხვიე. მერე ოთახში ლადო შემოვიდა, სიხარულისგან ხელში ამიყვანა და ბავშვივით წითელი ლოყები დამიკოცნა.
ანა, ჩემი და დივანზე იჯდა და გვიყურებდა.
ნაჩხუბრები ვიყავით და როგორც კი შევხედე მაშინვე ვიგრძენი როგორ უნდოდა მოსულიყო და ჩამხუტებოდა..
გამეღიმა, ცოტა დაიბნა, მერე იმანაც გამიღიმა და მთელი ძალით გადავეხვიეთ ერთმანეთს.
მთელი საღამო მათთან ერთად გავატარე,
გვიან ღამით ემოციებით დაღლილმა შხაპი მივიღე, ლოგინში მოვკალათდი და დაძინებამდე ქეთას და ანის, ჩემ დაქალებს მივწერე ხვალ დილით ჩემთან გაჩნდით მეთქი.
ბალიშზე თავის დადება და ჩემი დაძინება ერთი იყო.
დილით ხმაურმა გამაღვიძა, მესმოდა როგორ ამორბოდნენ კიბის საფეხურებზე ანი და ქეთა და გამეცინა. კარი გიჟებივით შემოაღეს, ლანძღვა დამიწყეს რატო არ გაგვაგებინე თუ ჩამოდიოდიო, მერე მიყურეს, ერთმანეთს გადახედეს, ისევ მე შემომხედეს, გაეცინათ და თავზე გიჟებივით დამახტნენ.
ორი საათი გადაბმულად ლაპარაკობდნენ და მოსვენებას არ მაძლევდნენ, მერე ქეთამ დაიწყო.
- სანდროს და დემეტრეს არ ნახავ? - ვიგრძენი როგორ შემეკუმშა გული მათ გახსენებაზე და თავს ძალა დავატანე არ მეტირა.
- არვიცი ქეთა.- ღრმად ჩავისუნთქე და ანის გავხედე, რომელიც თვალს მარიდებდა.
- როდემდე უნდა იყოთ ასე? ვერ ვიჯერებ რო ასე უცებ ყველაფერს ხაზი გადაუსვეს, მესმის რო ძმაკაცები არიან .. მესმის მარა რაც მოხდა ეგ შენი და ნიკუშას საქმეა რა... -ნიკუშას ხსენებაზე გულის ცემა ათიათასჯერ ხშირი გამიხდა- იცი როგორ გაგვიუცხოვდნენ? - მძიმედ ამოისუნთქა ქეთამ - ადრე წუთში თუ ასჯერ გვირეკავენ ახლა თვეში ერთხელ თუ შეგვეხმიანებიან და ეგეც რამე დღესასწაული, ან ვინმეს დაბადებისდღე თუა. ამის წინ დემეტრე.. - პაუზა გააკეთა. დავინახე როგორ დაეჭიმა სხეული დემეტრეს ხსენებაზე - დემეტრე ქუჩაში შემთხვევით შეგვხვდა მე და ანის, გზის მეორე მხარეს იყო, ხელი დაგვიქნია, მეჩქარება მერე გნახავთო და გაიქცა. არადა გახსოვს? სულ უკან დაგვყვებოდნენ და ქუჩაში შემთხვევით თუ შეგხვდებოდნენ სანამ დაწვრილებით არ გაარკვევდნენ სად მივდიოდი და ვისთან ერთად არ გვშორდებოდნენ. - ჩემი ცრემლიანი თვალების დანახვაზე დაიბნა ქეთა - არა.. იმას არ ვამბობ რო ეს ყველაფერი შენი ბრალია მარ...
- არის ქეთა - შევაწყვეტინე მე და გავუღიმე.
თავი პატარა ბავშვივით ჩაღუნა და ჩამეხუტა.
ანი ჭერს უყურებდა და ხმას არ იღებდა.
- კაით რაა ეხა ესე თუ უნდა ვიყოთ მაშინ წავალ უკან! - გავიბუტე მე.
- სად წახვალ გოგო გაგიჟდი? - წამოხტა ანი და ბალიში მესროლა.
მერე სამივეს ერთად გაგვეცინა.
იმ დღეს ბევრი ვიჭორავეთ,
ჭორაობისგან დაღლილებს ერთად ჩაგვეძინა.
ერთი კვირა გავიდა.
უბრალო,
მოსაწყენი,
უინტერესო ერთი კვირა.
ხან სად დავბოდიალებდით ხან სად.
მართლები იყვნენ ქეთა და ანი, ამ ერთი კვირის მანძილზე ბიჭებს საერთოდ არ გახსენებიათ.
ვამბობდი ალბათ გაიგეს რო ჩამოვედი და თავს იკავებენმეთქი მარა არა დიდი ხანია ასე არიანო მეუბნებოდნენ და მეც ვჩუმდებოდი.
კვირა დღე იყო,
ღამის 11 საათი,
ანისთან სახლში რაღაც ფილმს ვუყურებდით და სიცილით ვიხეოდით.
უცებ ანის ტელეფონი აწრიალდა,
ყურადღება არ მიაქცია ო.
მერე ქეთას ტელეფონზეც ცხრაჯერ დარეკეს.
საბოლოოდ წამოდგა, მაგიდიდან მობილური აიღო,
დემეტრეს სახელი რო დაინახა მობილურზე არ გვეგონა თუ არ ჩაგვაკვდებოდა.
უპასუხა და სპიკერზე ჩართო
- გისმენ - ცივად უპასუხა ქეთამ.
- რას შვები? - მშვიდი იყო დემეტრე. გული ამიჩქარდა, ვიგრძენი როგორ მენატრებოდა და ყელში გაჩხერილი ბურთი გადავყლაპე.
- რავი არაფერს - ისევ ცივად უპასუხა ქეთამ.
- სად ხარ? - სიმშვიდეს ინარჩუნებდა დემეტრე.
- ანისთან - თვალები აატრიალა.
- კაი მოვალთ - თქვა დემეტრემ და ქეთას სიტყვის თქმა არ აცადა ისე დაკიდა ყურმილი.
გავშეშდით,
ორივე მე მომაშტერდა,
ტვინში სისხლი ჩამექცა რო მივხვდი წინ რა მელოდა.
- წავედი მე - ვთქვი და ფეხზე წამოვდექი.
ქეთამ და ანიმ ბევრჯერ ეცადეს როგორმე შეეცვალათ ჩემი გადაწყვეტილება მაგრამ ამაოდ.
სახლი რაც შეიძლება მალე დავტოვე, ჭიშკრიდან გამოსულს წინ სანდროს მანქანა რო შემეფეთა მაშინ ვიგრძენი როგორია, როცა გინდა მიწა გაგისკდეს და უბრალოდ ჩაგიტანოს.
კაპიშონი თავზე დავიფარე და ჩქარი ნაბიჯით წავედი.
სახლში მისულ ძალიან დაღლილს მაშინვე ჩამეძინა.

*******
ანისთან
*******
სახლში გიჟებივით შევარდნენ ბიჭები.
- ამას აქ რაუნდოდა? - პირდაღებული სანდრო ანის მიაჩერდა.
დემეტრე მუშტებს კრავდა, ბურთი ყელში გაჩხეროდა და მთელი სხეული დაჭიმვოდა.
- მომეჩვენა ხო? - გაიმეორა სანდრომ და ახლა უკვე ქეთას გახედა.
- არ მოგეჩვენა სანდრო არა!!! ჩამოვიდა! - თავში ყველაფერი თავდაყირა დაუდგათ სანდროს და დემეტრეს.
სიჩუმე ჩამოვარდა,
იქვე დივანზე უხმოდ დასხდნენ და თავი ხელებში ჩარგეს.
მერე დემეტრემ სიგარეტი ამოიღო,
ღრმა ნაპასი დაარტყა, გოგოებს გახედა და თქვა:
- ნიკუშაც ჩამოვიდა.


*******
ღამის 3 საათზე ტელეფონის გაუჩერებელმა ზმუილმა გამაღვიძა, ზანტად ავიზლაზნე და მაგიდასთან მივედი.
ანი იყო.
- რა ჯანდაბა გინ..
- ნიკუშა ჩამოვიდა. - გამაწყვეტინა ანიმ.
ჟრუანტელმა დამიარა,
თითქოს სხეულში ვირთხები შემიძვრნენ და შიგნით ყველაფერს ღრღნიანო.
მობილური გავთიშე,
ფეხქვეშ ძალა გამომეცალა და მაგიდას დავეყრდენი.
თავი საშინლად ამტკივდა,
ყველა ფიქრმა ერთად მოიყარა თავი.
ჩემს თავში მაშინ საშინელება ხდებოდა.
იყო ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა,
ძალიან ბევრი...
მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი,
ყველაზე საინტერესო კითხვას თითქოს მილიონობით კითხვაში თავი ამოეყო და დიდი ასოებით ეწერა:
"რა იქნება ახლა?"


*******
მოდი ცოტახნით, ოთხი წლით ადრე, 2011 წლის სექტემბერში დავბრუნდეთ, როცა მარიამი ჯერ კიდევ თექვსმეტი წლის იყო - ნიკუშა ცხრამეტის.

17 სექტემბერი იყო.
მარიამი ჯერ კიდევ სკოლაში იყო და ანისთან და ქეთასთან ერთად ელოდებოდა გაკვეთილების დამთავრებას.
სკოლიდან რო გამოვიდნენ ბიჭები, სანდრო და დემეტრე როგორც ყოველთვის სკოლის ჭიშკართან ელოდებოდნენ თავიანთ პატარა "დებს".
- ვაა სანდრიკ რა ვიდზე ხაარ? - გაიწელა ქეთა
- ჯერ სად ხარ ტო - თვალი ჩაუკრა სანდრომ და ყველას ჩაგვეხუტა
- იმას რა ჭირს? - ვიკითხე მე დემეტრეზე, რომელიც საჭესთან იჯდა და ერთ ადგილს გაშტერებული მიშტერებოდა.
- შეყვარებულია - "იხუმრა" სანდრომ და ქეთას კინაღამ წნევამ დაარტყა.
- დებილი ხარ - დაეჭყანა ანი სანდროს და ყველანი მანქანაში ჩავჯექით.
- აბა საით? - ვიკითხე მე აჟიტირებულმა.
სანდრომ და დემეტრემ ერთმანეთს გადახედეს და მერე დემეტრემ სანდროს თავი დაუქნია თქვიო:
- კაროჩე დღეს არაფერი არ გამოვა რა.. სახლებში წაგიყვანთ და მერე თუ მოვიცლით გამოგივლით - თქვა სანდრომ და ტუჩზე იკბინა.
- რას გვიმალავთ? - წარბი აწია ანიმ.
ბიჭებს გაეცინათ და დემეტრემ მანქანა დაძრა.
გვეწყინა მარა არ გავბრაზებულვართ.
ბიჭებს ვუთხარი ანი და ქეთა ჩემთან მოდიან მეთქი და სახლთან დაგვტოვეს.
გვიყურეს სანამ შევიდოდით და მერე წავიდნენ.
- რაღაც ისე ვერ არი - თქვა ანიმ სახლში შესვლისთანავე და ნერვიულად დაიწყო აქეთ იქით სიარული.
- ოო კაი რა ანი ყველაფერს ნუ აზვიადებ, უბრალოდ არ ეცალათ არ შეიძლება? 3 წელია ყოველდღე გადაბმულად გვაკითხავენ სკოლასთან და აქეთ იქით დავყავართ. მაგათაც აქვთ თავიანთი ცხოვრება - ნერვები მომეშალა მე.
- ყოველ დღე არა რა. - დაიჭყანა ისევ ანი - არა მართლა რაღაც ისე ვერაა. ვერ დაინახე დემე რანაირად იყო? - ეჭვის თვალით შემომხედა ანიმ.
- ეგ ხო შეყვარებულია და - მხრები აიჩეჩა ქეთამ და დივანზე მოწყვეტით დაეშვა.
- ნეტა ერთი შენ რა. არ იცოდე მაინც რო ბავშვობიდან შენზე გიჟდება. - უთხრა ანიმ და თავი კალთაში ჩაუდო.
მერე დიდიხანი ვიჯექით ასე,
ანი მაინც ვერ დავაწყნარეთ, ვერ ისვენებდა, რაღაც ხდება და უნდა გავიგოო. ბიჭებს ცხრაასჯერ მაინც დაურეკა და არცერთმა რო არ აიღო მერე მართლა ავნერვიულდით.
- მიდი რა ქეთა შენ დაურეკე დემეტრეს იქნებ აიღოს - ვუთხარი ქეთას ნერვიულად.
- რაა? მეე? შანსიარაა!!!!! არ აიღებს თან...- იუარა ქეთამ.
- ქეთა!!! - მე და ანიმ, ორივემ ერთად ვთქვით და ქეთასაც სხვა რა გზა ჰქონდა მობილური აიღო და ნომერი აკრიფა.
დიდი ხანი გადიოდა ზარი
- აი ხო გითხარით არ აიღ..
- ალო - მოისმა ხმა ტელეფონის მეორე მხრიდან. ქეთას გული საშინლად უცემდა, სიხარულით მეცხრე ცაზე იყო მართლა რო აიღო დემემ მისი დარეკილი.
- დემე..ტრე სად ხართ? - ხმის დარეგულირება ეცადა ქეთა.
- საქმეზე რა.. - ამოიხვნეშა - რახდება ხო კარგად ხარ.. თ? - იკითხა დემეტრემ ოდნავ ნერვიულად.
- ჩვენ კი მაგრ..
- არ მცალია ქეთა რა. ცოტახანში დაგირეკავთ.
ყურმილი დაკიდა.
ცოტახანი..
ეს ცოტახანი საუკუნედ მოგვეჩვენა..
ვიჯექით და ველოდებოდით ბიჭების ზარს მაგრამ ამაოდ.
მერე გაირკვა რო ვიღაც ამათი ძმაკაცი ჩამოსულა კიევიდან, ვიღაც დაუჭრია, პრობლემები შექმნია და მაგათ საქმეზე დარბოდნენ.
ნუ გაირკვა რა.. ანიმ ათქმევინა.
- ვინ დაჭრა? გიჟია? - გაგიჟდა ანი.
- კი გიჟია. - იცინოდა სანდრო.
- ვინ არი? ვინ თქვენი ძმაკაცი? ჩვენ რატო არ ვიცნობთ? - დაკიხვა მოუწყო ქეთამ.
- აუ ეს ვინარი ტო რამდენს ლაპარაკობს - უკბინა დემეტრემ.
- შენ გაჩუმდი რაა- გაიბუსა ქეთა.
- ვინ არი და ჩვენი ბავშვობის ძმაკაცი, სანამ თქვენ გაგიცნობდით ერთი წლით ადრე წავიდა საზღვარგარეთ და მერე ვეღარ მოახერხა ჩამოსვლა. ახლა ძლივს ჩამოვიდა და ეე ბავშვობიდან შარიანია რა - გაეღიმა სანდროს.
- როდის გაგვაცნობთ? - ენას არ აჩერებდა ქეთა.
- შენ რად გინდა იმის გაცნობა? - მშვიდად იკითხა დემეტრემ და სიგარეტი ჩააქრო.
- მინდა, იქნებ კაი ბიჭია, რაიცი იქნებ გამიმართლოს - არ დანებდა ქეთა.
- აპ აპ.. კაი ბიჭები დაივიწყე - თითი დაუქნია დემემ.
ქეთა დაეჭყანა და ჩუმად ჩამჩურჩულა ეს შემომაკვდებაო.
გამეცინა და სიგარეტი ამოვიღე.
- რას აკეთებ გოგოო??? - გაშტერებული მიყურებდა სანდრო.
- ეჰ გავფუჭდი სანდრექს გავფუჭდი - ყველას გაგვეცინა. მერე დემეტრემ მითხრა ეგ სიგარეტი შენ ხელში მეორედ აღარ დავინახოო და წავიდნენ.
სამი დღე ასე დავბოდიალებდით ხან სად, ხან სად.
მერე დემეტრეს წამოცდა დღეს ნიკუშა უნდა ვნახოთო, ანიმ ტვინი წაუღო ვინ ნიკუშაო, ჯერ არ ამბობდნენ, მერე როარ მოეშვა თქვეს ნიკუშა გასვიანი, ჩვენი ძმაკაციო. მერე ანიმ ჩვენთვის სულ აღარ გცალიათ სულ მაგ ნიკუშასთან ერთად დადიხართო. (იაფერისტა. არადა გვერდიდან არ გვშორდებოდნენ). მერე ბიჭებმა აუ ეხლა ამის გაბუტვას რა აიტანსო და ანიმ თავისი გაიტანა.
კვირა დღეს,
საღამოს 9 საათზე ბიჭებს უნდა გამოევლოთ და სადღაც ბაითზე წავეყვანეთ, სადაც ისიც იქნებოდა.

ანი და ქეთა აჟიტირებულები იყვნენ, მეც მაინტერესებდა მაგრამ იმდენად ვიყავი გადაღლილი დიდად წასვლის სურვილი არ მქონდა. ეს რო ვთქვი ისეთი სახით შემომხედეს მაშინვე გადავიფიქრე და მოკლედ,
კვირას,
9-ის ნახევარზე ყველანი ერთად წნეთში ავედით.

იმ დღეს,
იმ საბედისწერო დღეს,
21 სექტემბერს
დაიწყო ყველაფერი...
ნიკუშას მარიამი პირველი დანახვისთანავე მოეწონა..
მერე იყო ჩუმ ჩუმი თვალთვალი..
იყო ბევრი ნაცემი ბიჭი..
მარიამის "თაყვანისმცემლები".
იყო მარიამის ცრემლები..
ნიკუშას ცრემლებიც იყო, მაგრამ ეგ მარტო ნიკუშამ იცოდა.
ვინმესთვის რო გეთქვათ ნიკუშა გასვიანმა იტირაო იფიქრებდნენ ამან მაგრა გარეკა და ჯობია გავეცალოთო.
ჰო სად ვიყავი?..
ა ჰო..
ბევრი ცრემლი,
ბევრი დაშორება,
მერე შერიგება.
იყო მთვრალი ნიკუშა, მარიამის სახლთან დილის 5 საათზე.
და რაც მთავარია იყო დიდი, ძლიერი გრძნობა..
სიყვარული.

2013...
2013 წლის 21 ნოემბერს ყველაფერი დამთავრდა..
დილის 7 საათი იყო, მარიამს გაგუდულს ეძინა,
ძილში რაღაც უცნაური ხმები ესმოდა და თვალები გაახილა.
აივანზე ვიღაცა ქვებს ისვროდა,
ლოგინიდან ნელ ნელა წამოდგა და ხალათი შემოიცვა.
დილის სიცივემ იმოქმედა მარიამზე და მთელი სხეული დაეხორკლა.
ქვემოთ ჩაიხედა და მის სახლთან მდგომი ნიკუშა რო დაინახა სულ აერია თავგზა.
იმ დროს დიდი ხნის ნაჩხუბრები იყვნენ.
მარიამმა ნიკუშა თავის ყოფილთან ერთად დაინახა, მერე ნიკუშამ ეს ამბავი გაიგო.. მივიდა, აუხსნა, იჩხუბა და მარიამის სიჯიუტით გაგიჟებული სახლიდან გიჟივით გავარდა.
- ღმერთო რა დავაშავე! - ჩუმად ჩაილაპარაკა მარიამმა და ნიკუშას დაუძახა - შენ სულ გააფრინე?
ნიკუშამ სიგარეტი ძირს დააგდო, ფეხით ჩაწვა და მარიამს ამოხედა.
- ჩამო რა.
მარიამს მთელი სხეული გაუხურდა.
ცოტახანს ჩუმად იყო, მერე შიგნით შევიდა, ფეხზე ამოიცვა და ქვევით ჩავიდა.
ნიკუშამ ასეთ ფორმაში დაინახა გაეცინა, მიუახლოვდა და იქვე კედელს მიეყრდნო.
- გამიცივდები - თქვა ნიკუშამ.
მარიამს დიდი ხნით არ გაგონილ თბილ, მზრუნველ ხმაზე მთელ ტანში ჟრუანტელმა დაუარა.
ცოტახნით ჩუმად იდგნენ, მერე მარიამმა რისთვის ჩამომიყვანეო კითხა, ნიკუშა ცოტახნით ცალი ფეხით კედელზე მიყრდნობილი, სიგარეტს ეწეოდა, მერე ის ღერიც ჩააქრო და მარიამს მიუბრუნდა.
- კაროჩე დღეიდან ჩემი ცოლი ხარ რა - თქვა და ნერვიულად ჩაეღიმა.
მანდ დამთავრდა ყველაფერი, როცა საშინლად გაბრაზებულმა მარიამმა ნიკუშას უთხრა სხვა მიყვარსო და სახლში აირბინა.
ნიკუშა საზღვარგარეთ წავიდა..
არავინ იცოდა სად,
ვერც აეროპორტში გაარკვიეს, ყველა კვალი პროფესიონალურად იყო დაფარული.
მერე ეს ამბავი მარიამმა რო გაიგო სულ გააფრინა, ქეთასთან და ანისთან ერთად იჯდა და მთელი დღეები გადაბმულად ტიროდა.
ბიჭები?
ბიჭებმა რო გაიგეს მარიამს უთხრეს ჩვენი სახელი აღარ ახსენოო და ასე დაკარგეს მათთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი.
მერე რა მოხდა?
თუ მოითმენ მოგიყვები.


*******
დილით როგორც ყოველთვის საშინელმა თავის ტკივილა გამაღვიძა, მაგრამ ეს არ იყო ის ტკივილი, რომელიც ყოველთვის მაწუხებდა.
არა.. ეს სულ სხვა რაღაც იყო.
ეს ტკივილი იყო გაანალიზება იმისა, რომ ამდენი წლის მერე ისევ შევხვდებოდი ჩემთვის ყველაზე ძვირფას ადამიანს,
ისევ ჩავხედავდი თვალებში,
ისევ ამიჩქარდებოდა გული
და ისევ..
ისევ თავიდან შევიყვარებდი.
ეს ტკივილი შიშსაც შეიცავდა..
არა "ც" არა.. შიში დიდი რაოდენობით იყო იმ ტკივილში.
შიში მისი ნახვის,
შიში იმის რო შეიძლება აღარ ვყვარებოდი ან.. უარესი..
სხვა ყვარებოდა.
მოკლედ დილის 11 საათი იყო, ფეხზე დაპროგრამებულივით წამოვდექი,
ხალათი მოვიცვი
სიგარეტი ავიღე და სამზარეულოსკენ წავედი.
სამზარეულოში ნინო ტრიალებდა.
- მარიამ, დე ასე ადრე რამ გაგაღვიძა?
- რავი.. ყავას გამიკეთებ?- თითქმის შევევედრე დედაჩემს.
- გაგიკეთებ მარა ყავას როდის მერე სვამ? - გაუკვირდა ნინოს
- კიევში მივეჩვიე.
ვთქვი მე და სიგარეტს გავუკიდე.
სიგარეტის სუნზე ნინო კინაღამ დაიხრჩო, ჩემსკენ შემობრუნდა და ჩემ ხელში სიგარეტი რო დაინახა თვალები შუბლზე აუვიდა.
- მარიამ რას აკეთებ გააფრინე???? - თითქმის იყვირა ნინომ.
- არ გინდა რა დედა, ვეწევი და რომც დამიშალო მაინც მოვწევ- ვთქვი მე და კიდევ ერთი ნაპასი დავარტყი.
- შ ე მ ი წ ი რ ა ვ თ !!! - დამარცვლა ნინომ და ჩაიდანი გადმოდგა.
სიმართლე გითხრათ ეს ყველაფერი სულ სხვანაირად წარმომედგინა,
არ მეგონა ასე უცებ თუ შეეგუებოდა ჩემ მწეველობას.
ველოდი ყვირილს, ისტერიკას, დაშლს, იმას, ამას მაგრამ აი ამ რეაქციას? ნაღდად არ ველოდი.
მოკლედ რა მნიშვნელობააქვს.
ყავა დავლიე, ჩემ ოთახში ავედი და ანის ნომერი ავკრიფე.
- დამესიზმრა ხო? - ვკითხე ანის და მინდოდა, მაგრამ ალბათ ძალიან მეწყინებოდა მართალა რომ სიზმარი ყოფილიყო.
- არა მარიამ.. - მიპასუხა ანიმ და დადუმდა.
- უნდა ნახოთ? - ვუთხარი დიდი პაუზის შემდეგ.
- ხო..
- კაი დაგირეკავ.
- კაი.
- ...
- ისე სანდრომ თქვა მომენატრაო.
- კაი რა ანი - თვალები ამიცრემლიანდა.
- მართლა.
- და.. დემეტრე?
- .....
- გასაგებია, წავედი გკოცნი.
- მიდი.
დემეტრე ყიფიანი.
დემეტრეს ყოველთვის რთული ხასიათი ჰქონდა,
ნიკუშა მისთვის ყველაფერი იყო,
მეგობარი, ძმაკაცი, ძმა, ძმაზე მეტი.
ნიკუშას გამო ყველაფერს გააკეთებდა,
ვერ აიტანა ძმაკაცის წასვლა,
ყველას მოკლავდა და ნიკუშას არ დაკარგავდა მაგრამ მარიამს?
მარიამისთვის რამის დაშავება მისთვის სიკვდილის ტოლფასი იყო, ამიტომ გადაწყვიტა სამუდამოდ ამოეშალა მარიამი მისი მეხსიერებიდან.

სანდრო დადიანი.
სანდრო ყოველთვის დასტოინი, თბილი და მოსიყვარულე ადამიანი იყო.
ყოველთვის ცდილობდა ყველა ადამიაიანში კარგი დაენახა.
ენატრებოდა მარიამი და რა ექნა, ვერ მალავდა.
განა დემეტრეს არ ენატრებოდა... ენატრებოდა,
საშინლად ენატრებოდა, მაგრამ ვერ პატიობდა.

მთელი დღე გიჟს ვგავდი,
სახლში ვერ ვჩერდებოდი,
მაღაზიაში მინიმუმ ხუთჯერ გავედი ხან რა მინდოდა, ხან რა.
ან შეიძლება სულაც არაფერი არ მინდოდა.
უბრალოდ ვიმიზეზებდი.
ერთ ადგილზე ჯდომა დიდ ტანჯვად მეჩვენებოდა.
გოგოებსაც ვერ ვურეკავდი, ვიცოდი ბიჭებთან ერთად იქნებოდნენ.
ლოგინში ჩავწექი და ფილმის ყურება დავიწყე.
სინამდვილეში სულ არ მაინტერესებდა.
ნიკუშაზე ფიქრი საშინლად მღრღნიდა და მთელ სხეულში უსიამოვნო შეგრძნებას იწვევდა.
საშინლად მენატრებოდა, მაგრამ არ მინდოდა აღიარება და ჩემ თავზე საშინლად ვბრაზდებოდი...
უკვე ვინ იცის მერამდენე ღერს ვეწეოდი,
ტელეფონმა რეკვა დაიწყო,
ბალიშის ქვეშ ხელი შევაცურე და ტელეფონი ნელ-ნელა გამოვაცურე.
ანი იყო.
- მარიამ!!! - შეშინებული ხმა ჰქონდა ანის.
მთელ სხეულში შიშმა დამიარა და ლოგინზე სწრაფად წამოვჯექი
- რა ხდება ანი? - გული საშინლად ამიჩქარდა.
- დემეტრე დაჭრეს მარიამ ჩაჩავაში ვართ - ლამის ტიროდა ანი.
- მოვალ!
- რაა?
- მოვალ ანი! - თითქმის ვიყვირე მე და საწოლიდან გიჟივით წამოვვარდი. მობილური იქვე ვისროლე და სკამზე დადებული ტანსაცმელი ამოვიცვი. სახლიდან თავქუდმოგლეჯილი გავვარდი და ტაქსი გავაჩერე.
- ჩაჩავაში! რაც შეიძლება სწრაფად! - ლამის ვუყვირე ტაქსის მძღოლს.
არ ვიცი რატო ვჩქარობდი ასე,
არ ვიცი რაზე ვფიქრობდი,
არ ვიცოდი რა მელოდა,
ერთადერთი რამ,
რაც ვიცოდი იყო ის,
რომ მე,
იქ,
დემეტრეს გვერდით უნდა ვყოფილიყავი.

მანქანა გაჩერდა,
მძღოლს ფული ხელებში შევაჩეჩე და სწრაფად წავედი შესასვლელისკენ.
კარში ქეთა შემეფეთა.
- მარიამ..- გამოიქცა და ჩამეხუტა.
- რა? რა ხდება ქეთა? როგორ არი? - ვთქვი და ცოტაც და გული გამისკდებოდა.
- ოპერაციას უკეთებენ მარიამ.. შეიძლება ვეღარ გაიაროს! - თქვა ქეთამ და ცრემლები წასკდა.
ქეთას სიტყვები გონებაში ათასჯერ გადავხარშე,
გული საშინლად ამტკივდა,
მლაშე, მარილიანმა სითხემ ჩემს სახეზეც იწყო დენა,
თავბრუ დამეხვა,
ქეთას ხელი მოვკიდე და იქვე,
სკამებზე ჩამოვჯექით.
ქეთამ თავი კალთაში ჩამიდო და ცრემლებს დენის საშუალება მისცა.
თვალები დავხუჭე და სკამს მივეყრდენი.
- ყველაფერი კარგად იქნება მარიამ - მიჩურჩულა ქეთამ და ისიც სკამს მიეყრდნო
ვიცოდი როგორ უჭირდა ქეთას..
როგორ უჭირდა დემეტრეს იმ მდგომარეობაში ყოფნა და მაინც როგორ ცდილობდა მყარად დგომას და ჩემს გამხნევებას.
კარის ხმაზე ორივე წამოვხტით და საავადმყოფოში შემოსული ანის და სანდროს დანახვაზე გული საშინლად ამიჩქარდა.
ვუყურებდი სანდროს და ვხვდებოდი როგორ შეიცვალა,
მისი სიარულის მანერა,
მისი თვალები,
ოდნავ მოზრდილი წვერი.
ის 19 წლის ბიჭი, რომელსაც ოდესღაც ვიცნობდი აღარ არსებობდა.
ჩემს წინ მოდიოდა 23 წლის,
დინჯი,
დახვეწილი "ბიჭი", რომელსაც ალბათ ჩემზე გული ერეოდა.
ქეთამ ხელზე ხელი მომიჭირა,
ჩუმად მიჩურჩულა არ ინერვიულოო და ჩვენსკენ მომავალ სანდროს გახედა.
სანდრო ნელ ნელა გვიახლოვდებოდა და ვგრძნობდი როგორ ტკიოდა,
როგორ ტკიოდა დემეტრეს მდგომარეობა.
ვიცი ყველაფერს იზამდა,
ყველაფერს გაიღებდა,
თვითონ იქნებოდა დემეტრეს ადგილზე,
თუ საჭირო იქნებოდა თვითონ გაიკეთებდა ურთულეს ოპერაციებს ოღონდ დემეტრე იმ მდგომარეობაში არ ენახა.

სანდრო ჩვენს წინ დადგა,
თვალი თვალში გამიყარა და თქვა:
- მოდი ჩემთან.
გავშრი,
გავიყინე,
საშინლად დავიბენი.
ჩემსკენ მოიწია, ხელი მომკიდა, ფეხზე წამომაყენა, მისკენ მიმწია და მთელი გრძნობით ჩამეხუტა.
- როგორ მენატრებოდი - თქვა და თმაზე ხელი ჩამომისვა.
ცრემლები წამომივიდა და ხელები რაც შეიძლებოდა მაგრად მოვხვიე ტანზე.
- შშშ.. ნუ ტირი რა - მითხრა, უკან გამწია, ცრემლი მომწმინდა, ლოყაზე მაკოცა და თვალი ჩამიკრა.
გამეღიმა,
კიდე ერთხელ ჩავეხუტე და ჩემ ადგილს დავუბრუნდი.
ვგრძნობდი როგორ აივსო ჩემი გული სიყვარულით და როგორი ბედნიერი ვიყავი იმით, რომ ჩემი ცხოვრების, რომელიღაც მნიშვნელოვანი დაკარგული ნაწილი ისევ ვიპოვნე.
მაგრამ იმ დროს, იმ წამს ჩვენ ყველა მარტო დემეტრეზე ვფიქრობდით.

სანდრო ათასჯერ ავიდა ექიმებთან მდგომარეობის გასარკვევად მაგრამ ამაოდ.
გიჟს გავდა,
აქეთ იქით დადიოდა და კედლებს მუშტებს ურტყავდა.
სადღაც რეკავდა მაგრამ არ პასუხობდნენ.
ანი ცდილობდა მის დაწყნარებას მაგრამ აზრი არ ქონდა.
ქეთა უბრალოდ იჯდა, ტკიოდა და ელოდებოდა.

მე...
მე ვიჯექი და მიუხედავად იმ ყველაფრისა ტვინს მიღრღნიდა ერთი კითხვა: სად იყო იმ დროს ნიკუშა.
და თავი ყველაზე უგულო, დამპალ ადამიანად მიმაჩნდა.
ყველაზე უაზრო იყო მაშინ ჩემი ფიქრები და ამ დროს ყველაზე აზრიანი.

არაფრის მომცემი სამი საათის შემდეგ ჩვენი ყურადღება საავადმყოფოში გიჟივით შემოვარდნილმა ნიკუშა გასვიანმა მიიქცია, რომელიც ჩემს დანახვაზე ადგილზე გაიყინა.

ვიგრძენი როგორ იყო ყველას თვალები ჩემსკენ მოპყრობილი და მიწის გასკდომას ვნატრობდი.
გულის ცემა საგრძნობლად აჩქარებული მქონდა,
რამდენიმე მეტრი მაშორებდა იმ ადამიანთან, რომელიც ყველას და ყველაფერს მერჩივნა და არ შემეძლო შემეხედა,
არ შემეძლო მივსულიყავი და შევხებოდი,
არც კი ვიცოდი რას გრძნობდა ის.
ერთადერთი რამ რაც მაშინ ვიცოდი იყო ის, რომ მინდოდა უბრალოდ გავმქრალიყავი და თავი დამეღწია იმ სიგიჟისთვის რაც მაშინ ჩემს თავს ტრიალებდა.
ნიკუშამ ნელ ნელა თვალები სანდროსკენ გადაიტანა და მისკენ წამოვიდა.
გოგოებს მიესალმა,
მოიკითხა,
ჩაეხუტა,
მე ზედაც არ შემომხედა და სანდრო გვერდით გაიყვანა.


*******
დიალოგი
*******
- ამას აქ რაუნდა..- სიგარეტს გაუკიდა ნიკუშამ.
- დემეტრეს პონტში რა - გააწყვეტინა სანდრომ და ნიკუშას დაწყნარებას ეცადა.
- რა უნდა სანდო? რატო მაგიჟებს? ამდენი ხნის მერე ასე, უბრალოდ გაბედა და აქ ჩამოვიდა, თვალებში მიყურებს და არც კი ცხვენია??? - ვერ წყნარდებოდა ნიკუშა
- დაწყნარდი. - სიტუაციის გამოსწორებას ცდილობდა სანდრო.
- სანდრიკ... იცოდე...
- ... - სიჩუმის დარღვევა არ უცდია სანდროს.
- აი პროსტა - ღრმა ნაპასი დაარტყა გასვიანმა - ამ ამბავმა ჩაიაროს და.. - მშვიდი იყო, ძალიან მშვიდი.. - მერე მე ვიცი რა. - სიგარეტი იქვე ისროლა, მუჭი კედელს მიარტყა, ერთი შეიგინა და სანდროს ანიშნა წამო შევიდეთო.


******
მოსაწევად გავდიოდი როცა კარში სანდრო და ნიკუშა შემეჩეხნენ. ნიკუშამ უხეშად გამკრა მხარი და კარი მიიჯახუნა.
ვიდექი,
ვეწეოდი და ვფიქრობდი.
ვფიქრობდი რა იქნებოდა მომავალში..
ნუთუ მართლა ვეზიზღებოდი..
ნუთუ მართლა ვერ მიტანდა..
ნუთუ ჯობდა არ ჩამოვსულიყავი.
ნუთუ..
ნუ..თუ.
მეორე ღერს გავუკიდე.
არ მინდოდა შიგნით შესვლა,
არ შემეძლო მეყურებინა ნიკუშასთვის, როგორ ეზიზღებოდა ჩემი იქ ყოფნა.
ანი გამოვიდა, მერე ქეთაც გამოყვა და ცოტა ხნით ვლაპარაკობდით.



№1 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Saintereso istoria chans☺️

 


№2 სტუმარი სტუმარი მარიამი

ძალიან მომეწონააა, ველოდები შემდეგ თავს❤

 


№3  offline წევრი Maia G.

მომეწონა ძალიან,ველი შემდეგს ❤

 


№4  offline წევრი Kathara

ძაან მაგარია, ახალ თავს ველოდები:)
პ.ს. წარმატებები:)

 


№5  offline წევრი თათუ♡

მალე დადე შემდეგი

 


№6  offline წევრი Takk.22

ძალიან კარგია.

 


№7 სტუმარი

ვაიმეე იქნებ დადოოოო ოდესმე დავიტანჯეთ

 


№8  offline წევრი თათუ♡

როდუს დადებ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent