შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიკვდილის ცეკვა 1


16-08-2018, 18:51
ავტორი ნიანო
ნანახია 1 141

ჩემს გარშემო ბედნიერი არავინ ყოფილა. თითქოს სიკვდილი ყოველ ნაბიჯზე თან დაგვყვებოდა მეც და ჩემს ოჯახსაც. ჩემი ოჯახის ისტორია ბურუსით მოცული რჩებოდა ყოველთვის. დილით სახლში მოსულმა დამხმარე ქალმა დედაჩემი და მამაჩემი საძინებელში გარდაცვლილები იპოვნა. კადრებად მახსოვს, როგორ ისმოდა გულისგამაწვრილებელი სიცილი მშობლების ოთახიდან. ჩემი ოთახს კარი გაიღო და ჩემი ძმა გაფითრებული სახით შემოვიდა. ლოგინიდან ამომიყვანა და კარადაში შემსვა. ტუჩბზე თითი დაიდო და კარი მოხურა. ცოტახანში ოთახის კარი მეორედ გააღეს და რამდენიმე წუთში საშინელი ხმაური გავიგონე. შიშისგან არ ვიცი გონება დავკარგე თუ რა მოხდა აღარ მახსოვს მაგრამ დილას დამხმარე ქალის ხელებში გავიღვიძე.
...
ფანჯრიდან ვიყურები და უაზროდ მივშტერებივარ სვრცეს. ვცდილობ იქ დავბრუნდე, წლებით უკან გადავინაცვლო მაგრამ არაფერი გამომდის. ჩემი მეხსიერება სხვა ვერაფერს იხსენებს.უკან ვტრიალდები, ახლა უკვე საწოლთან დალაგებულ ჩანთებს და მაგიდაზე დადებულ ბილეთს ვუყურებ.
..
არ ვიცი ოსლოში როგორ აღმოვჩნდი.. არც ის ვიცი ვინ ვარ. მაგრამ ვიცი რომ ჩემი სახლიდან რაღაცას გამოვექეცით. რაღაც შემზარავს.. ყოველღამე მესიზმრება რომ ჩემს სახლში ვარ.
ჩემი უფროსი ძმა და მე ჩვენს თევზს ვაჭმევთ. შემდეგ აკვარიუმში მსვამს და ქრება. წლებია ეს მეორდება, ვცდილობ მისი სახე დავინახო მაგრამ ვერ ვხედავ. მასზე ვერაფერს ვიხსენებ გარდა იმ საბედისწერო ღამისა როდესაც სიკვდილმა ჩვენს სახლში იცეკვა და ყველა გაანადგურა ვინც გზად შემოხვდა. ღამღამობით ყურებში ჩამესმოდა სიცილი.. სიცილი იმ ადამიანისა ვინც ყველაფერი შეცვალა.
...
ოცი წელი გავიდა რაც ბებიამ წამომიყვანა და ოსლოში ვიმალებით.. არ ვიცი რას ან ვის ვემალები მაგრამ, ვიცი რომ ვიმალებით.. გუშინ ბებია დავკრძალე, რამდენიმე დღეში კი ბოლო სურვილს ავუსრულებ..
..
ეს მეც მინდოდა, ყოველთვის მინდოდა უკან დაბრუნება მაგრამ მეშინოდა.
..
აეროპორტიდან გამოსული მუხლებზე არ დავცემულვარ. მშობლიური მიწა არ დამიკოცია. ვერაფერს ვგრძნობდი. მხოლოდ ტკივილს და შიშს განვიცდიდი. ეს ქალაქი მძულდა, მაშინებდა, თავიდან მახსენება ყველაფერს. ნეტავ რა მოხდებოდა მაშინ ჩემი მშობლები რომ არ დაეხოცათ,იქნებ მკვლელი დაიჭირეს ან არა..
..
ტაქსი გავაჩერე და მისამართი ვუკარნახე. ფანჯარა ჩამოვწიე და ქალაქს გავხედე, ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და თვალები დავხუჭე.
-Вам это нравится? (მოგწონს?)-მკითხა ტაქსისტმა სიამაყე შეპარული ხმით
-Нет, мне не нравится (არა არ მომწონს)_ფანჯარა ამოვწიე
-ты русский (რუსი ბრძანდებით?) _დავფიქრდი ვინ ვიყავი. რუსის გარეგნობით, საქართველოში დაბადებული, ნახევრად ქართველი, ნორვეგიაში გაზრდილი. ვინ ვიყავი მე..?! ამაზე არასდროს მიფიქრია..
-нет, я грузинский ( არა, ქართველი ვარ.) არ ვიცი რატომ ვუპასუხე ეს.. მაინც ქართველად მიმაჩნდა თავი.. მიუხედავად იმისა რომ ეს ტკივილს მაყენებდა
-აგაშენებს ღმერთი. რუსს გავხარ და მაგიტომ მეგონე- არ ჩუმდებოდა ტაქსისტი
-დედით რუსი ვარ
- რა გვარი ხარ
-სიჭინავა_არ ვიცი რატომ მოვატყუე და ბებიაჩემის გვარი რატომ ვუთხარი. ალბათ შემეშინდა. წლების წინ ბებია მაფრთხილებდა რომ არსად მეთქვა ჩემი გვარი, მეც მეშინოდა, მეშინოდა რომ მიპოვნიდა .. მაგრამ თან მინდოდა ვეპოვნე, მინდოდა მეკითხა რატომ?! და მერე თუნდაც მოვეკალი. მნიშვნელობა აღარ ქონდა..
ნაცნობ ეზოში შეუხვია მანქანამ.. თითქმის არ მახსოვდა როგორ გამოიყურებოდა მაგრამ მაინც მივხვდი რომ შეცვლილი იყო.. ყველაფერი შეცვლილი იყო ამ ოცი წლის განმავლობაში. თითქოს ნაცრისფერ ფერში ჩაფლული ქალაქი გაფერადდა.. მძღოლს მადლობა გადავუხადე და კორპუსის წინ ჩამოვედი.. მაღლა ავიხედე , სუნთქვა შემეკრა.. მხოლოდ ერთი ფანჯარა, ერთ სართულზე სხვა ყველას ფონზე, როგორი მიტოვებული, მარტოსული ჩანდა.. ჩემითავი გამახსენა.. მე მგავდა.. გარშემო ყველა ფერადი და ლამაზი იყო მხოლოდ ის, ჩაშავებული მინებით და ძველი ჩარჩოებით.. წვიმებისა და დროისგან განადგურებული, ჩემი სახლის ფანჯარა..
...
აკანკალებულიხელით მოვძებნე გასაღები და საკეტში მოვათავსე.. სანამ გადავატრიალებდი დავფიქრდი.. მინდოდა კი ეს?! აქამდე მინდოდა მაგრამ ახლა როდესაც ფაქტის წინაშე დავდექი არ ვიცოდი მზად ვიყავი თუარა ამისთვის..
-ევა?!. ევა ჯაფარიძე ხარ?!
მამაკაცის ხმა ჩამესმა ყურში. შემეშინდა, გავიფიქრე ნუთუ ასე მალე მომაგნო მეთქი.. გასაღებს ხელი გავუშვი და უკან მივიხედე..
შიში წამიერმა მიზდულობამ და სითბომ შეცვალა
-ირაკლი?!.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent