კურიერი და ლამაზმანი ნაწილი მეოთხე ,,თავშესაფარი"
_ რა სისულელეა. უბრალოდ სტრესის გამო ექიმთან უნდა წავიდე. _ შენ ახლა ბავშვი არ ახსენე? _ მე დაგტოვებთ. _ არა, ელენე შენც დარჩი. _ მე გარეთ დაგელოდები ლიზა ასე აჯობებს. _ გისმენ ჩემთვის არაფერი გაქვს სათქმელი? _ რა უნდა გითხრა? _ ბავშვს ვისგან ელოდები? _ რა ბავშვი? ალი გამატარე ექიმთან უნდა წავიდე. _ რატო? _ ხელი გამიშვი მტკივა. _ მაპატიე არ მინდოდა. _ ხვდები, რომ დილიდან იდიოტებივით ერთმანეთს ბოდიშებეს ვუხდით? _ დღეს ჩვენთან ერთად მოდიხარ. _ სად? _ თავშესაფარში. _ იქ, რა გვინდა? _ იქ, უნდა დაგტოვო ცოტახნით. _ სერიოზულად? _ კარგი ხო, ვიხუმრე. მოხვალ? _ მოვალ. *** როცა მარტო ხარ, როცა გარშემო უამრავი ხალხია და შენ არც კი იცი ვინ არიან შენთვის. სრულიად უცხო, სრულიად განსხვავებულს სამყაროში აღმოჩნდი და არ იცი აქ, არის თუ არა შენი ადგილი. ყველა მოსასვენებელი სკამი დაკავებულია. რამოდენიმე ორსული, ექიმთან რიგს იცდის. ზოგიც ვეღარ უძლებს, გამუდმებით წყლის სმით მოითქვამენ სულს. ახალგაზრდა წყვილი, ფურცლებით ხელში, იქვე კუთხეში დგას. უყურებს ქმარს და ძალიან დიდი იმედი აქვს, რომ ახლა მაინც გაუმართლებთ. ეხლა მაინც ეტყვის ექიმი: ,,გილოცავთ! თქვენ მალე მშობლები გახდებით.“ ერთი ექიმიდან მეორეზე ინაცვლებიან. ახლა მიმღებში ზიან და სისხლის საერთო ანალიზის პასუხებს ელოდებია. იქნებ იქ, მაინც იყოს რამე. იქნებ იქ, მაინც გამოჩნდეს, რომ ნაყოფი მის სხეულშია. ახლა ექოსკოპიის კაბინეთან გაჩერდა წყვილი. ქმარი ცოლს შუბლზე კოცნის. ,,ნუ ნერვიულობ ყველაფერი კარგად იქნება.“ ქმარმა ვერ გაუძლო და გარედ დაცდა ამჯობინა. ვინ იცის ქალი მერამდენედ უყურებს ექოსკოპიის აპარატს, ვინ იცის რამდენჯერ უნდა დაინახოს, გაიგოს თავისი შვილის გულისცემის ხმა. ერთხელაც სჯერა, რომ ეს ბედნიერება მოხდება და იტირებს. იტირებს დარდისგან კი არა, არამედ სიხარულით აევსება თვალები ცრემლით. ალბათ მუცელში დაუვლის პეპლები, გამოვა და ქმარი ჩაიკრავს გულში დიდი სიხარულით. ვინ იცის იქნებ ქმარმა არ მიაქციოს ყურადღება გარშემომყოფებს ისე დაიტაცოს ცოლი ჰაერში, დაატრიალოს ვინ იცის იქნებ ქალმა, დაიწყოს ყვირილი. ,,გაგიჟდი? დამსვი ბავშვს არაფერი დაუშავდეს.“ ალბათ რამდენი მიულოცავდა წყვილს, რომელებიც წლების განმავლობაში ელოდებიან ამ ბედნიერებას. გამოდის ქალი, დარდისგან დამძიმებულია, თითქოს აღარ აქვს არაფრის იმედი, არ უყურებს ხალხს, არც ქმართან საუბარი სურს ასე უხმოდ, უმოქმოდოდ უკან მოუხედავად მიდის. ექიმი ყვირის: ,, დამელოდეთ! ეს სურათი თქვენთან უნდა დარჩეს.“ ქალს უთხრეს ვირუსიაო, არაფერი არ ესმის გარდა იმისა, რომ ამჯერადაც არაფერია, მის სხეულში, არ ფეთქავს მეორე გული. არ შუძლია ქმარსაც ამაყი თვალებით ჩახედოს. განა რა უნდა უთხრას იმდენ ხალხს, ვინც ცნობისმოყვარეა. ,,არ გამოვიდა...ამჯერადაც არაფერი გამოვიდა.“ ალბათ თავს დაიმშვიდებს იმ იმდით, რომ წინ ჯერ კიდევ ყველაფერია, გულში კიდევ ახალ იმედებს ჩაისახას. კიდევ წარმოიდგენს მეუღლეს შორის მწოლიარე მის შვილს. წარმოიდგენს ბავშვის ხელით არეულ სახლს. ალბათ ისევ ჩაესმება ყურში გამუდმებით ბავშვი ტირილი. ალბათ ისევ გაეკიდება შუა ქუჩაში სხვის ბავშვს, მოეფერება პატარა ხელს და ჩაესახება იმედი, რომ ოდესღაც თვითონაც გახდება დედა. ,,ლიზა ლეჟავა ექიმი გელოდებათ.“ ლიზამ ხალხს გადაავლო თვალი და მის წინ დაინახა ორსული, რომელსაც ადგომაც უჭირს. ,, შეიძლება, რომ ჩემს ნაცვლას ეს ქალი შემოვიდეს? მე არ მეჩქარება კიდევ დავიცდი.“ ქალმა ლიზას ლამის ხელები დაუკოცნა მადლიერების ნიშნად. რამოდენიმე წუთის განმავლობაში ლიზა, ისევ დერაფანში იცდიდა. ახლა ნამდვილად იცის, რომ ამას არ გაექცევა. იცის, რომ სულ ცოტაც და თვითონ შევა კაბინეტში. ქალს, რომელსაც რიგი დაუთმო ლიზას მიუახლოვდა და ეუბნება: _ მე ხუთი წელი ველოდებოდი შვილს. ეს ჩემთვის მეორეა ამაზე ბედნიერება, ნამდვილად არაფერია. კიდევ ერთხელ გიხდი მადლობას, რომ რიგი დამითმეთ. ლიზას თითქოს ენა ჩაუვარდა ქალს ვერაფერი უთხრა. ,,ლიზა ლეჟავა!“ კაბინეტიდან კვლავ მისი სახელი გაისმა. ლიზამ თავი გაიმაგრა და ამაყად შევიდა. შიგნით ორი მედდაა, ერთი გაურკვეველ ფურცლებს ავსებს, ექიმი კი ტელეფონზე ვიღაცას ესაუბრება. ,,რაც შეიძლება მეტი სითხე მიიღე. საღამოს ისევ შეგამოწმებ.“ ექმიმმა ტელეფონი გათიშა და ლიზას მიუბრუნდა. *** _ ორი კვირის ორსულია. აბა, ამისთვის გაციება შეიძლებოდა? _ ხოო... _ ლიზა ორსულობაა? _ დიახ, ტესტი გავიკეთე და ორსულობა მიჩვენა. _ ნამდვილად ორსულობაა. სისხლის ანალიზმაც გვიჩვენა ეს. გილოცავ! _ იცით ექიმო... _ ექოსკოპიაზე შედით და სურათი მე შემომაწოდეთ. _ ექიმო სინამდვილეში მე სხვა რამეზე ვარ მოსული. _ ძალიან გთხოვ უთხარით, რომ ვინმემ ყავა გამიკეთოს რა. დილიდან ძალიან ბევრი პაციენტი მივიღე. შენ ისევ აქ ხარ? წადი ექო გადაიღე. _ მე არ მინდა ეს ბავშვი. _ შეგიძლია გახვიდე? _ კი, მაგრამ ისტორიები მაქვს შესავსები. _ წადი და სადმე შეავსე. _ ახლა კი შენ გისმენ. რაო? ბავშვი არ მინდაო? რომელი ნორმარული ქალი იტყვის ამას? _ იცით მე ორი მეგობარი დავკარგე. _ რაში მაინტერესებს შენი პრობლემები. ეს ბავშვი არ მოკვდება. _ არა, მე მისი მოკვლა არ მინდა. _ აბა, აბორტი რა გგონია შენ? გოგონი, ექიმთან მოდიხარ იძახი ბავშვი არ მინდაო და აბორტის დროს არ იცი, რომ ნაყოფი კვდება? _ ლიზა! _ ელენე? _წამოდი მივდივართ! _ ეს ვინ არის? _ ჩემი მეგობარია. _ ელენე ხო? შენს მეგობარს გადააფიქრებინე აბორტის გაკეთება აქვს გადაწყვეტილი. _ ექიმო გპირდებით, რომ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. შენ კიდევ ადექი მივდივართ. _ სად მიმათრევ? _ ჩვენ რაზე შევთანხმდით? _ ელენე ამ ბავშვს მომავალი არ ექნება. _ შენ ოღონდ გააჩინე და მე გავზრდი. _ ხუმრობ არა? _ სულაც არა. *** დამძიმებული სხეულის ტარება ყველაზე მეტად მაშინ უჭირს ადამიანს, როცა მის გვერდით საუკეთესო მეგობრები აღარ არიან. ლიზა იხსენებს იმ ბედნიერ დღეებს, რაც ერთად გაუტარებიათ. ძნელია გონებიდან წაშალო მათი საახები. ძნელია დაიჯერო, რომ დადგება დრო, მოგენატრება და ვეღარ შეძლებ მის ნახვას. ცხოვრება თავად გვაძლევს შანს გვერდით გვყავს კარგი მეგობარი. მთავარია ჩვენ შევძლოთ მათი დაცვა. ,, ჩვენვე ვერ გაუფთხილდით.“ ლიზა და გვანცა ბელას სხეულის წინ ზიან და იხსენებენ ერთ მშვენიერ დღეს. ,, გახსოვს მაშინ?“ ბევრია გასახსენებელი, როდესაც წლების განმავლობაში ერთად მოდიხართ. ახლა კი, მათი უკანასკნელ გზაზე გაცილება გიწევს. ჯერ გიგის მიერ მიყენებული ჭრილობა ვერ მოუნელებიათ და ახლა ამას ბელაც დაემატა. დედამისს გული უკვე სამჯერ წაუვიდა. ყვირის... ,, მეც წამიყვანეთ! მეც ჩემს შვილთან ერთად დავიმარხები.“ ლიზამ ამას ვეღარ გაუძლო და გონება დაკარგა. გვანცა ეგრევა მკლავებში წვდა და მისი წამოაყენება სცადა. *** _ კარგად ხარ? _ კი კარგად ვარ. _ წამოდი ცოტახანს ბელას ოთახში შევიდეთ. _ გახსოვს რა ძალიან უყვარდა ეს ფერი? _ ხო, მაღაზიაში თუ რამეს ვარდისფერს დაინახავდა ეგრევე სახლში მოჰქონდა. _ გოგოებო, ეს თქვენთვის არის. _ უჩა ეს რა არის? _ სიაა... მართალია ამას, რომ ვწერდით ძალიან გვეცინებოდა, მაგრამ ხომ ხედავთ აუცილებელიც გახდა. _ მანახე აბა რა წერია? _ ,,ჩემი ბანკეტის კაბას გვანცას ვუტოვებ, რადგან ვიცი ლიზა გადაჭრის.“ ნორმარული აახლა ეს გოგო? _ ,, ჩანთების ნაწილი მინდა, რო გაყიდოთ. ჩემ ძმამ იცის ფული სადაც უნდა წაიღოს.“ უჩა შენი და რას გულისხმობდა. _ ალბათ ბავშვთა სახლს. იქ, ერთხელ მე წავიყვანე. _ ,,ჩემი ალბომების ნაწილი ლიზასთანაა სახლში. ნაწილი კი ჩემი საწოლის ქვეშ, ყუთში მაქვს შენახული.“ ეს რა არის ბოლო წერილია? _ ეგეთი მეც დავწერე. გაგიკვირდებათ და მაშინ შუქები ჩაქვრა და გადავწყვიტეთ დრო ასე გაგვეყვანა. _ კიდევ წერია რამე? _ ,,ლიზა მაპატიე... თოჯინა, რომელიც ბავშვობაში მოგპარე ახლაც ჩემ ძველ სახლში, ეზოშია დამარხული.“ არადა ამ თოჯინის გამო რამდენი ხანი ვერ ვიძინებდი იცით? _ არ არსებობს! უჩა ეს სიმართლეა? _ რაზე ამბობ? _ რაც ბოლოს წერია. _ არ ვიცი ცოცხალი თავით ბოლო პუნქტი არ წამაკითხა. _ აქ, წერია რომ გიგი უყვარდა, თანაც... _ ლიზა, თანაც რა? _ ბანკეტის შემდეგ იწვა კიდეც მასთან. _ კარგი რა... _ არა, გეფიცებით ასე წერია. _ უეჭველი ხუმრობს. _ ხო, გვანცა ხუმრობს და საინტერესოა ვის ვკითხავთ ამას. _ რაც არ უნდა იყოს ახლა ამას ვერ გავიგებთ. _ მე სახლში უნდა წავიდე აქ, გაჩერება აღარ შემიძლია. _ ლიზა დამელოდე მეც გამოგყვები. _ გვანცა გინდა ჩემთან ავიდეთ? _ დამავიწყდა შენთვის მეთქვა ამაღამ მივემგზავრები. _ გარბიხარ? _ არა, არსად არ გავრბივარ. უბრალოდ ცოტახანს სანამ სიტუაცია ჩაწყნარდება. _ ნეტა მეც შემეძლოს სადმე შორს წასვლა. _ გინდა წამოდი ჩემთან ერთად. პარიზში წავიდეთ, ცოტას ვიშოპინგებთ, უამრავ სურათს გადავიღბთ. ასე ჯდომით და გლოვით არაფერი შეიცვლება. _ არა, ვერ წამოვალ. შენ წადი ოღონდ იცოდე მალე დაბრუნდი. _ ყველანაირად ვეცდები. ახლა სახლში ადი და დაისვენე მოგვიანებით ისევ დაგირეკავ. *** გვანცა ყველაზე გვიან შემოუერთდა ლიზას წრეს. ის, სრულიად შემთხვევით ბარში გაიცნეს. მაშინ, როდესაც ნასვამი კაცი აეკიდა გიგიმ კი მისი დაცვა სცადა. მის შემდეგ გიგი, ორი კვირა უნივერსიტეტში ჩალურჯებული თვალით დადიოდა. ძალიან მშვიდი და წყნარი გვანცა, მოულოდნელად ძალიან ენერგიულ და თამამ წრეში აღმოჩნდა. გიგი პირველი იყო, ვინც გვანცას არკოჰოლი დაელევინა. ძალიან მორცხვ გვანსას გოგოებმა, ბირველად ჩააცვეს მოკლე და თამამი კაბა. კლუბშიც პირველად იყო. თავისდა გასაკვირად აღმოაჩინა, რომ ცეკვა შეუძლია. იმ საღამოს ყველა აღტაცებული უყურებდნენ გვანცას ცეკვას. აბლოდისმენტები და ჟრიამული მთელი ერთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ახლა კი მიდის... მიდის, რადგან იცის, რომ უკან მოსახედი გზა აღარ დარჩა. ახლა ძალიან თამამი, დავდაჯერებული იწყებს ახალ ცხოვრებას და დარწმუნებულია, რომ ამასაც შეძლებს. ლიზამ საწოლიდან ბალიშები ძირს გადმოყარა თვითონ კი გულაღმა დაწვა, შემდეგ გაახსენდა, რომ ორსულადაა ისევ გადმობრუნდა. მუცელზე ხელები დაიწყო. ,,ნუთუ მართლა აქ ხარ? თუ მართლა ასეა რატომ ვერაფერს ვგრძნობ?“ ფეხზე წამოდგა და დიდ სარკეში, საკუთარი ტანზე დაკვირვება დაიწყო. ,,მგონი მოვიმატე? სასწრაფოდ ვარჯიში უნდა დავიწყო.“ სარბენი ბილიკი, რომელიც ოთახში აქვს შემოდგა და ნელი ტემპით დაიწყო სიარული. გრძნობს, რომ თავბრუ დაეხვა და ბილიკიდან ჩამოვიდა. ,, ეს ბავშვი უნდა მოვიშორო.“ ისევ იგივეს, სარკეში საკუთარ თავს უმეორებ. ,,იქნებ მეძინება? არა, წავალ მშია უნდა შევჭამო, მაგრამ რა? რა უნდა ვჭამო? იმასაც კი ვერ ვხვდები რა მინდა.“ *** _ საკუთარ თავს ელაპარაკები? _ ვაჰ!!! _ მაპატიე შენი შეშინება არ მინდოდა. _ აქ, როგორ შემოხვედი? _ გინდა ერთი საზრიანი, რამ გითხრა? _ მიდი გისმენ. _ სახლს ჩვეულებრისამებს ერთი მნიშვნელოვანი კარი აქვს, მას შესასვლელ კარს ეძახიან. აი, სწორედ იქიდან შემოვედი. _ ჰა, ჰა, ჰა... _ რატომ არ მოხვედი? _ ა, ხო თავშესაფარი. თავიდან სულ ამომივარდა. _ არც N208 შეგახსენა? _ არ ვიცი არ მინახავს. ისიც არ ვიცი ტელეფონი სად მიგდია. _ ასეც არ შეიძლება, თანაც არ დაგავიწყდეს მხოლოდ ოთხნი დავრჩით. _ ყოჩაღ ცისფერთვალება ბიჭო კარგად მამშვიდებ. _ ახლა შეძლებ წამოსვლას? ეს აუცილებელი, რომ არ იყოს... _ ალი შენთვის რაღაცის თქმა მინდა. _ საჩქაროა? _ კაი მაშინ მიდი გისმენ. _ არც კი ვიცი საიდან დავიწყო... _ არ ვიცი ალბათ თავიდან უკეთესი იქნებოდა. _ მე ვარ ის ქალი, ვისაც ბრმა პაემანზე ელოდებოდი. _ სერიოზულად? კარგი მაშინ თქვი, რამე ჩემი ანკეტიდან. _ შენი საყვარელი ფეხბურთის გუნდი ბრაზილიაა. _ ნამდვილად შენ ხარ. აქამდე რატომ არაფერი თქვი? ან იმ ღამეს... _ იმ ღამეს რაც მოხდა... _ მეორე დღეს არაფერი არ მახსოვდა, სანამ ის ვიდეო არ ვნახე ვერ დავიჯერე. _ არც მე მახსოვდა. _ მოდი დავივიწყოთ კარგი? თითქოს ეგ დღე არც ყოფილა, თანაც მე... _ შენ რა? _ სხვა მყავს. _ ისე ნუ მელაპარაკები თითქოს შენთან ურთიერთობა მინდოდეს. წავიდეთ თუ მივდივართ! _ კარგი რა ვთქვი ასეთი? *** მიტოვებული, მარტოსული ადამიანი, თავშესაფარს ზოგჯერ ისევ მარტოობაში პოულობს. გაურბის პრობლემებს, თუმცა საკმარისია ერთი ნაპერწკალიც და შეიძლება მთელი გულით დაიწყოს ტირილი. ლიზა ძლიერია, არასოდეს არავის არ აჩვენებს, რომ ის სუსტადაა, რომ მას ცოტახნით მარტო ურჩევნია ყოფნა. ლიზას გაახსენდა დილით ალიმ, რაც უთხრა. საწვავის სუნი, რომელიც ჰაერში ტრიალებს ლიზაზე ძალიან ცუდად მოქმედებს. ,,ეს რა საშინელი ადგილია.“ ეტყობა, რომ უკან წასვლა უნდა. ალიმ ხელი ჩაკიდა. ,,ნუ ნერვიულობ... მხოლოდ შესასვლელია ასეთი.“ რას ქვია მხოლოდ შესასვლელი? ეს ჩამონგრეული კედლები, ნაფლეტებად ქცეული ავეჯი, გაძვალტყავებული ძაღლები, რომლებსაც ალბათ თვეებია არაფერი უჭამიათ. ეს მხოლოდ შესასვლელია? ეს თუ შესასვლელია განა რა უნდა იყოს წინ? ამაზე უარესი კიდევ არის რამე? ასეთ ადგილს თუ თავშესაფარი ქვია, მაშინ ჩემი ძველი სახლი სამოთხე ყოფილა.“ გვირაბის ბოლოს სინათლეა. სწორედ ასეთი წარმოსადგენია რეალურად ის ადგილი, სადაც ალიმ ლიზა მიიყვანა. ერთი შეხედვით ნაცრისფერი რკინის კარებია. ალიამ მოულოდნელად რაღაც ღილაკს დააჭირა და კარის გაიღო. რამოდენიმე წამში კი ერთი სართულის ქვემოთ აღმოჩნდნენ. გაიღო კარები თუ არა, ლიზას თვალებიდან გაქრა ჩამონგრეული კედლები, ნაფლეთებად ქცეული ავეჯი, დამშეული ცხოველები... ახლა, მის წინ კეთილმოწყობილ ოთახს ხედავს, სადაც უამრავი კომპიუტერი და ტექნიკაა. ოთახის ყველა კუთხეში მოსასვენებელი მდივანი დგას. ხახლი, თანაც იმდენი ვერ დაითვლი. ერთი შეხედვით ეს შეიძლება შამუშაო დაწესებულებაც იყოს, ან თუნდაც კრიმინალების ბანდა, რომელიც კარგად გეგმავს ბოროტმოქმედებას. *** _ ეს შენ ხარ არა? შენ ჩაიდინე ეს ყველაფერი... _ არა, მოიცადე ყველაფერს აგიხსნი. _ რა უნდა ამიხსნა? ისედაც ყველაფერი გასაგებია. _ ლიზა ეს ხალხი, ისეთივე მსხვეროპლი იყო, როგორც ჩვენ ვართ დღეს. _ წამოდი ნუ გეშინია ნელ-ნელა შენც გაერკვევი ყველაფერში. _ აქ, ვერ დავჩები. _ აი, ლიზას მოსულაა! აბა, როგორ ხარ? კიდევ მშიერი თუ ხარ აქ, ერთი ბიჭია, ბურგერებს მაგრად ამზადებს თუ გინდა გაგიკეთებს? _ რადროს ბურგერებია. ზურა შენ მაინც ამიხსენი აქ რა ხდება? _ ტკბილო ეგ ჯერ მეც არ ვიცი კარგად. აი, ვზივარ და Pess ვთამაშობ. _ ზურა არ მითხრა, რომ ჩემი X box აქ, წამოიღე? _ ძმაო მაპატიე, მაგრამ აქ, იმხელა ეკრანებია ვერ გავმაზავდი. _ უკვე მოხვედით? _ კი, ეს ლიზაა ვისზეც გეუბნებოდი. _ სასიამოვნოა ლიზა. მე ნოდარი აქაურობის უფროსი. _ და რისი უფროსი ხარ? _ ალი, ლიზას არ უამბე ჩვენს შესახებ? _ არა, ჩავთვალე, რომ აქ უკეთესად ავუხსნიდით. _ კარგი მაშინ დავიწყოთ! ,, ყველას მოგესალმებით! ვიწყებთ ახალი საქმის გამოძიებას ტრაგედიაზე, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინ დატრიალდა. სწორედ ავარიის შემდეგ მეგობრების ტელეფონებში ჩნდება დაფარული ნომერი 208. ავარიის დროს გარდაიცვალა მძღოლი. ვიღაცაა, ვისაც ამ ავარიის, ვიდეო მასალა ხელში აქვს და ამასთანვე ყველა ინფორმაცია იმ ადამიანებზე ვინც ავარიის დროს იქ იმყოფებოდნენ. პირველ რიგში გამირკვიეთ ვინ იყო მძღოლი და ყველაფერი მისი ოჯახის შესახებ. ამ საზარელ ავარიის ერთი თვის შემდეგ კიდევ ორი გარდაცვლილი ახალგაზრდა გვყავს. ლიზა შენგან დაგვჭირდება ყველანაირი ინფორმაცია მათზე, რაც იცი. ნუ შეგეშინდება. აქ, ყველანი თქვენს დაცვას ვცდილობთ. ეს კი, არის ბუნკერი, რომელსაც ,,თავშესაფარი“ ქვია. ახალა სწორედ იქ, ხარ სადაც უნდა იყო.“ *** _ უფროსო მძღოლს მხოლოდ ერთი ქალიშვილი ჰყავს. ცოლი ავარიის შემდეგ გაქრა. მის უბანში დღეს ვიყავით. სახლში, სადაც ცხოვრობდნენ არავინ დაგვხვდა. ვისაც კი ვკითხეთ მისი ოჯახზე, არავის ცუდი არ უთქვამს. _ მის ქალიშვილს უთვართვალებს ვინმე? _ მე და მხოლოდ ამ სურათების გადაღება მოვახერხე. _ ლიზა რა საერთო გაქვს მძღოლის ქალისვილთან? _ ელენე ჩემი მეგობარია... მოიცადეთ და ეგ არის მძღოლის ქალიშვილი? ადამიანი, რომელიც 24 საათის განმავლობაში ჩემს გვერდით იყო და ჩემს თანადგომას ცდილობდა. დღესაც საავადმყოფოდან ძალით წამომიყვანა. _ ლიზა სავადმყოფოში რა გინდოდა? _ ალი ახლა ამის დრო არ არის. შეიძლება ის მანიაკი ელენე იყოს? არა შეუძლებელია! ეგ ვერ იქნება. _ ლიზა ნუ შეგეშინდება და არავითარ შემთხვევაში არ გაწყვიტო მასთან ურთიერთობა. გაქვს რამე ხელმოსაკიდი, რომ მასთან რაც შეიძლება ახლოს იყო. _ კი მან ჩემი საიდუმლო იცის. _ ძალიან კარგი. _ ლიზა? ეს რა ადგილია და აქ, რას აკეთებ? _ გვანცა შენ კიდევ აქ ხარ? გაფრენას არ აპირებდი. _ კი, მაგრამ ვიღაცამ აქ მომიყვანა. _ ნუ ნერვიულობ,ამ ხალხს, მხოლოდ ჩვენი დაცვა უნდა. ზუსტად ვერ გავიგე მგონი რაღაც ორგაიზაციაა, ვინც ამ ყველაფერს არკვევს. _ ესეც ასე! ხვალ საღამოს, პირველი სპეცოპერაციას ჩავატარებთ იქამდე კი დაიშალეთ! ჭამეთ, იძინეთ, ყველააფერი ვნებების გარდა. ნუ მომასმენინებთ ახლა მაგას. იცოდეთ ჩიპები გიყენიათ, ათასი თვალს და ყურს გაყოლებთ თან. თქვენი პირადი ცხოვრება, იქამდე მეხება მე, მანამ სანამ დამნაშავეს არ ვიპოვით. _ ლიზა ეს ბიჭი ცოტა ვერ არის ხო? _ ვერ იქნება აბა რა, ამდენ რამეს ეგ აკონტროლებს. _ ისე ძალიან სიმპატიური კი არის. ნეტა ცოლი თუ ჰყავს? _ მე რა ვიცი გვანცა, ეგრე ძალიან თუ გაინტერესებს მიდი და კითხე. _ გოგოებო! ცოლი არ მყავს. _ ვერ გავიგე? _ მოსასმენ აპარატს სწორედ ახლა ვასწორებდით. _ მოიცადეთ! თქვენ რა, მართლა მოგვისმენთ? _ ლიზა ძვირფასო რამე თუ არ მოგწონს, შეგიძლია ჩიპი მაგიდაზე დატოვო და მშვიდად დაელოდო სიკვდილს. _ ყველაფერს ისე გავაკეთებთ, როგორც საჭიროა. _ გვანცა სწორ გზაზე დგახარ. წადი და შენი მეგობარიც თან წაიყვანე. ხვალ საღამოს ისევ გელოდებით. ზურა შენ კიდევ ,მომაშორე ეს კომპიუტერი თავიდან. რა უბედურებაა! საბავშო ბაღი კი არ მაქვს აქ? _ნოდარი, ძმაო, კი არადა არც კი ვიცი რა დაგიძახო ისე ხარ შეფუთული. საბავშო ბაღი არ ვიცი, მაგრამ ერთი დღით, თქვენს ბუნკერში, თქვენ შემხედვარე კაცი, ერთი მაგრად გაერთობოდა . _ ძვირფასო დამელოდე მეც მოვრჩები საქმეებს და ერთად წავიდეთ. _ ზურა ერთი წუთი მოდი აქ. _ გისმენთ გოგოებო. _ ვინ არის ეს გოგო? ახლა ალისთან, რომ მივიდა? _ ა, ეგ? მაგარი ქალია ძააან. _ მე არ მიკითხავს, როგორი ქალია. ვინ არის? _ ალის შეყვარებულია. უკვე 5 წელია ხვდებიან ერთმანეთს. _ გვანცა წამოდი. _ მოვდივარ! _ ვერ გავიგე რაში გაინტერესებდა ვინ იყო ის გოგო? _ მე არა, მაგრამ შენ, ისეთი თავალებით ჭამდი, რო რ მეკითხა არ შეიძლებოდა. _ გოგოებო, დამელოდეთ სახლში მე მიგიყვანთ. _ და შენი შეყვარებული არ მოდის? _ გვანცა! _ არა, მას კიდევ სამუშაო აქვს. _ კარგი მაშინ წავიდეთ. *** ცივია ოქტომბერი, არადა მე უფრო თბილი მინდოდა. მინდოდა მზე და უკვე მთვარეა გამოსული. ვასკვლავებს ვერ ვხედავ, თითქოს ერთბაშად გაქრა ყველა. ვასკვლავების მსგავსად გაქრნენ ჩემს ირგვლივ ყველა. იქნებ ეს იყო ბედი? შეხედავ მამაკაცს და ბედნიერია. ის, მის საყვარელ ადამიანთან ერთად ძალიან ბედნიერია. რა უფლება მაქვს? მე რა უფლება მაქვს მათ ურთიერთობა დავუნგრიო. ,,იმედია ეს ჩიპი ჩემს ფიქრებსაც არ კითხულობს.“ ლიზას ამ სიტყვების თქმა ცოტა ხმამაღლა მოუვიდა, რაზეც გვანცამ კითხა: ყველაფერი რიგზეა? თითქმის გვანცას სახლში მისულმა ლიზამ უპასუხა, რომ ყველაფერი კარგად იყო. მეგობარს ძალიან თბილად ჩაეხუტა ალიმ კი ისევ გააგრძელა გზა. ლიზა მანქანის უკანა სავარძელზე სრულიად უხმოდ ზის და აკვირდება სარკეს, რომელსაც მხოლო ალის თვალები ირეკლება. ლიზას გულისცემის ხმა ყურში ჩაესმის. ,,იქნებ ის არის?“ ისევ ხმამაღლა ჩაილაპარაკა, თუმცა ალის თითქოს არც გაუგია გზისკენ გააბრუნა თავი. თანდათან ლიზას სახლს უახლოვდებიან. არ უნდა იმ სახლში მისვლა, სადაც მისი მეგობარი, ბოლოს გარდაცვლილი ნახა. *** _ გააჩერე მანქანა უნდა ჩავიდე! _ კი, მაგრამ ლიზა სახლამდე კიდევ დიდი გზა დარჩა. _ არ მინდა სახლში. ცოტახანს სუფრთა ჰაერზე მინდა, რომ გავიარო. _ შემომხედე! _ თავი დამანებე. _ შენ რა ტირი? _ ერთი მეგობარი მიწას მივაბარე, მეორე ისევ თავის სახლშია ხვალ გაასვენებენ და კიდევ მეკითხები ვტირი თუ არა? _ მართალია ცოტახნით, მაგრამ მეც ხო ვიცნობდი არა? ჩემთვისაც ძალიან რთული გადასატანი იყო ეს დღეები. _ ძალიან გთხოვ ცოტახნით არ ილაპარაკო. _ ლიზა ეს არასწორია. მე შეყვარებული მყავს, რომლის ცოლად მოყვანასაც ვაპირებ მალე. _ რომ გითხრა, რომ შენგან შვილს ველოდები, იმ გოგოს მაინც მოიყვან ცოლად? _ ლიზა შენ მართლა... _ რათქმაუნდა არა. უბრალოდ გაკოცე რა მოხდა? _ ლიზა ჩვენ ზრდასრული ადამიანები ვართ, რაც მაშინ მოხდა... _ ნუ ნერვიულობ შენთან ერთად დალევას აღარ ვაპირებ. _ ნოდარი რეკავს _ რა უნდოდა. _ ადექი გვანცასთან მივდივართ! _ ალი ცოცხალია? გაგრძელება იქნება! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.