შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემთხვევით შეყვარებული《16》


3-11-2019, 21:24
ავტორი წერო:)
ნანახია 1 581

ეს რა ძალამ მათქმევინა?_ნიკა ჯერ კიდევ გახევებული იდგა საპირფარეშოს სარკესთან და მომხდარს აანალიზებდა._"ეს ახლა არაფრის დიდებით უნდა მეთქვა.შეუფერებელი დრო იყო.ყველაზე არადროული.მაგრამ მაინც კარგია რომ ვუთხარი, კარგია რომ იცის.მის პასუხზე დარდს არ გადავყვები.მეტს ახლა არც არაფერს მეტყოდა.ზუსტად ვიცი რომ მოვწონვარ.ზუსტად!მაგრამ გული მაინც დამწყდა_ნიკა საპირფარეშოდან გამოვიდა და სამზარეულოსკენ წავიდა.დერეფანში ნუცა დახვდა რომელსაც თვალებში ეტყობოდა ინტერესისგან კვდებოდა.ნიკამ ანიშნა მერე გეტყვიო.
ოთახში მაგიდასთან დამჯდარიყო ანანო და თავის ულუფას სწრაფად ჭამდა.ნუცა და ნიკაც შეუერთდნენ
_მმ...რა გემრიელია_ნუცამ ნეტარებით ჩაკბიჩა შოკოლადიანი ბლინი.
_ძალიან _დაუმოწმა ნიკამ
_მადლობა..._ძლივს ამოიბურტყუნა ანანომ.ბიჭს უჩუმრად ჩაეღიმა.ორწუთში ანანომ ბოლო ლუკმაც სწრაფად გადააგორა კისერში და სკამიდან ადგა
_დავამთავრე მე წავალ_გოგო ოთახიდან გავარდა.ნუცამ მაშინვე ბიძაშვილს შეხედა
_რა ქენი?
_ვუთხარი რომ მომწონს_მხრები აიჩეჩა ნიკამ.ნუცამ
პირი დააღო
_რა ქენი?!_გაოცებისგან შეყვირა.
_ჩუმად!_გამოსცრა
_რა ჯანდაბამ გაგაგიჟა?_აჩურჩურლდა ნუცა_შენ ბიჭო შ*გ ხო არ გაქ?!
_სიტყვები!გოგო ხარ!_თვალები დაუბრიალა ნიკამ
_რას სიტყვები!სიტყვები შენ აკონტროლე!ახლა რატომ უთხარი?
_აზრზე არ ვარ.
_ვერ ხარ შენ.რა გითხრა მერე?
_ნარცისი ხარო და ამაზე უარეს დროს ვერც აარჩევდიო_ნუცამ ჩაიხითხითა
_სწორად უთქვამს
_გმადლობთ_ნიკამ თავი უკან გადასწია_მეც ვიცი
_თუ ხვდები რომ მაინცდამაინც უარიც არ უთქვამს?
_დიახ
_კარგია.მომისმინე ძალიანაც არ შეაწუხო.დამიჯერე ახლა რას ფიქრობს თვითონაც არ იცის.უბრალოდ ხანდახან შეახსენე თავი_დაარიგა ნუცამ ბიძაშვილი
_კარგი.
_მე წავალ ანანოსთან_ნუცა ანანოს ოთახში შევიდა.ანანო საწოლზე გაწოლილიყო და თვალები ჭერისთვის გაეშტერებინა.კარის ხმა რომ გაიგონა თავი წამოსწია.ნუცამ გაუღიმა
_რას ფიქრობ?
_ნიკა უკვე ყველაფერს გეტყოდა
_მითხრა!_თავი დაუქნია ნუცამ და საწოლზე ჩამოჯდა_და შენ რას ფიქრობ?
_არ ვიცი
_რა სიტყვაძუნწი პასუხები გაქვს_წარბები შეკრა ნუცამ
_არ ვიცი აბა რა ვთქვა და..
_ხო მოგწონს?
_კი
_მერე იმასაც ხომ მოწონხარ?
_არ ვიცი ასე მითხრა
_მერე რაღაა საფიქრალი?
_ის რომ მექალთანეა_ნუცამ თვალები აატრიალა
_მერამდენეჯერ აგიხსნა?!შენ ჩემი დაქალი ხარ...
_მერე ეგ გარანტიის ფურცელია?_გააწყვეტინა ნერვებმოშლილმა ანანომ
_დიახ!და კიდევ ნიკა შენ მართლა მექალთანე კი ნუ გგონია!_ანანომ წარბი აწია
_აბა ის გოგო?
_მთვრალი იყო!
_ზღვაზე რომ ვიყავით და ვიღაცას კერავდა მზემ დაარტყა?
_ნუ ეგ..._ნუცამ პასუხი ვეღარ გასცა
_გამარჯობა შენი_ნიშნისმოგებით თქვა ანანომ.ცოტახანი ჩუმად იყვნენ
_დარწმუნებული ვარ არ გეთამაშება _სიჩუმე ნუცამ დაარღვია
_საიდან?
_უბრალოდ ვიცი...მთელი ცხოვრებაა ვიცნობ და ვხვდები...ზუსტად ვიცი.
_კარგი_ისევ ცოტახნიანი სიჩუმის შემდეგ თქვა ანანომ ნუცამ გაოცებულმა შეხედა
_რა კარგი?
_გენდობი_ჩაიცინა ანანომ._ცხოვრებაში თუ არ სცადე ვერაფერს გაიგებ.იმის ფიქრით მოკვდები ის რომ ისე მექნა რა იქნებოდაო...
_რამ დაგაბრძენა?_გაიცინა გახარებულმა ნუცამ_ანუ შანსს აძლევ?
_იმის მოგზავნილი ხარ?_თვალები ვითომ ეჭვით მოჭუტა ანანომ.ნუცამ გაიცინა
_არა.ეგ შენთვითონ უნდა უთხრა.
_მელოდოს_ჩაიცინა ანანომ
_ვაუუუ ანანოო რა სასტიკი ხაარ.უნდა მიწამო ბიჭი?
_აბა რამე სხვა იფიქრე?_ღიმილით გახედა ანანომ
_არაფერი_ხელები ასწია ნუცამ_მაგრამ ბევრიც არ აწამო.ჩემი ხათრით შეიწყალე
_მარტო შენი ხათრით იცოდე_გაიცინა ანანომ.

***
მეორე დილით ანანოს ნუცაზე ადრე გაეღვიძა. საწოლში ვეღარ გაჩერდა ადგა მოემზადა და გადაწყვიტა თავისი ლეკვი გაესეირნინებინა.
სასტუმროდან გამოსულს დილის გრილი ჰაერი ძალიან ესიამოვნა.თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა.ტროტუარებს მიუყვებოდა სანაპიროსკენ და თან გარემოს ათვალიერებდა.ჭრელი სასტუმრობის თითქმის ყველა აივანზე პირსახოცები იყო გასამშრალებლად გადმოკიდებული.გზების იქით ზღვა მოჩანდა ლურჯად.ნაძვის წვერზე თოლიაც შენიშნა ანანომ.ჩარლის აშკარად სირბილი უნდოდა და პატრონს წინისკენ ექაჩებოდა. სანაპიროსთან გრძელ სკამზე ჩამოჯდა ანანო და ჩარლი კალთაში ჩაისვა.გაახსენდა ამ ადგილას როგორ მოვიდა ნიკა და ბოდიში მოუხადა მერე კინოში წაიყვანა.მაშინ ნაჩხუბრები იყვნენ.ნიკამ იეჭვიანა.ანანოს ჩაეღიმა და ლეკვს მოეფერა.ესეც ნიკას ნაჩუქარი იყო."ოხ ნიკა!ყველგან ხარ!" გაიფიქრა ანანომ. "რა გიყო რა...რა გიყო და გაწამო!ნახავ როგორ უნდა კლუბში კოცნა_პროჟნა მომინდომა ბიჭმა.არა როგორ მითხრა მომწონხარო...მეც მომწონხარ მეც მაგრამ უნდა მოითმინო ცოტა ნიკა ბიჭო"ეღიმებოდა ანანოს და ლეკვს ყურებს უფხანდა.ცოტახანში წამოდგა და ჩარლისთან ერთად ისევ სასტუმროსკენ გაუდგა გზას.ქუჩებს აშკარად შემატებოდა ხალხი.საერთო ოთახში შევიდა და ტელეფონი ამოიღო.დედამისს გადაურეკა.მანჩომ მალევე უპასუხა
_ჰელოუ დე
_დილამშვიდობის.რას შვებით?_გაისმა დედას ხმა
_რავი ვართ ვგულაობთ რას უნდა ვშვებოდეთ_უდარდელად უპასუხა ანანომ
_არ მოგენატრე?
_კი
_მეც
_ვაა..._გაიცინა ანანომ
_არ გინდა მერე ჩამოხვიდე?
_ეგრეც არ მომნატრებიხარ_გადაიხარხარა ანანომ
_ჰმ...უნამუსო
_გეხუმრები დე _დაახლოებით ნახევარი საათი ილაპარაკეს.მერე გათიშეს და ანანო ისევ ტელეფონში ჩაძვრა.ოთახში ნიკა შემოვიდა.გოგომ თავი წამიერად ასწია და ნიკა რომ დაინახა ისევ ტელეფონში ჩაყო.ძლივსგასაგონად ამოიბურტყუნა დილამშვიდობისაო
_დილამშვიდობის_მიესალმა ნიკაც_სადმე იყავი?
_ლეკვს ვასეირნებდი_ანანო ნიკას არ უყურებდა.
_რას უყურებ ტელეფინში ასეთს თავის აწევა რომ არ გინდა?_ნიკა იღიმოდა იცოდა ანანო რატომაც იქცეოდა ასე მაგრამ ანანოს პასუხი აინტერესებდა
_რაღაცას
_როგორ მიყვარს ასე რომ აკონკრეტებენ ხოლმე_ანანომ პასუხი რომ არ გასცა საუბარი ოსევ ნიკამ დაიწყო
_ჩემზე ისევ გაბრაზებული ხარ?_მიუხედავად იმისა რომ არ უნდოდა ანანოს მაინც გაექცა მზერა ნიკასკენ
_რომ გითხრა კითქო რას იზამ?
_შენ თავადაც იცი_ანანომ ისევ ტელეფონს ჩახედა რომელშიც აზრზე აღარ იყო უკვე რას უყურებდა.პასუხი აღარ გაუცია
_რატომ ხარ გაბრაზებული?
_შემეშვი_შეუღრინა ანანომ.ნიკამ ისევ გაიღიმა
_საყვარელი ხარ როცა ბრაზდები
_მე და შენ სიტყვა საყვარელის მნშვნელობა როგორც ჩანს სხვადასხვანაირად გვესმის_ ბიჭს ჩაეცინა
_შეიძლება_თავისი საფირმო ღიმილით გაუღუმა და ანანომ მაშინვე თვალი აარიდა.აღარც ნიკას უთქვამს მეტი რამე საჭმელი ჭამა და სავარჯიშოდ წავიდა.
_"საყვარელი ხარ როცა ბრაზდები"_მიბაძა ანანომ და დახურულ კარს დაეჭყანა.ოთახში ნუცა შემოვიდა.
_საკუთარ თავს ელაპარაკები?
_არა
_აბა?
_არაფერი დაიკიდე
_ოკეი.საჭმელი ჭამე?
_არა არ მშია
_ზღვაზე მოგშივდება_გააფრთხილა ნუცამ
_მეზარება ზღვაზე წამოსვლა დავრჩები რა
_ნიკას გამო გეზარება?
_შენს თავს ვფიცავარ მაგის გამო თუ მეზარებოდეს! _ნუცამ გაიღიმა
_აბა რამ შეგაზარა?
_არ ვიცი უბრალოდ მეზარება.ძილი მირჩევნია_გაიკრიჭა ანანო
_შენი ნებაა_მხრები აიჩეჩა ნუცამ.
ცოტა ხანში ნუცაც წავიდა და ანანო მარტო დარჩა.ჯერ ჩარლის ეთამაშებოდა,მერე ტელეფონში ფილმს უყურებდა და დივანზე წამოწოლილს ისე დაეძინა თავადაც ვერ გაიგო.

***
ნუცა ტყუპებთან ერთად ზღვაში იყო შესული.ლუკას რა თქმა უნდა გვერდიდან არ შორდებოდა და ბიჭიც ღიმილით დახედავდა ხოლმე მის მკლავზე მიკრულს.
_ანანო რატომ არ წამოვიდა?_იკითხა ლიკამ
_რავი მეზარებაო და ძილი მირჩევნიაო
_სიცხე აქვს თუ იცი?_გაიცინა ლიკამ
_ნიკა სადაა?_ლუკამ იკითხა
_სავარჯიშოდ იყო წასული და მოვა აქ პირდაპირ_ნუცამ მიმოიხედა_აჰა ძაღლი ახსენეო_გოგომ ხელი ზღვისკენ მომავალი ნიკასკენ გაიშვირა.
ნიკამ პირსახოცი დააგდო და ზღვაში მეგობრებისკენ გასცურა.
_ჰელოუ ფიიფოოლ
_აუ ეს "ფიიფოოოლ" რა ვეღარ მოძველდა _ " სვეცკურად " თქვა ლიკამ
_სად შეგვიძლიაა_აყვა ნიკაც._ანანო სადაა?_ნიკამ ანანო რომ ვერ შენიშნა ნუცას კითხა
_სასტუმროშია წამოსვლა მეზარებაო_ნუცას შუბლზე ეწერა ნიკას მთელი თავისი შინაგანი ხმით უკიოდა სასტუმროში წაეთრიეო.ნიკაც მიუხვდა ამიტომ ზღვაზე ცოტახნით გაჩერდა და მერე მოიმიზეზა რომ ვარჯიშისგან დაღლილი იყო და სასტუმროში წავიდა.
მიდიოდა მაგრამ წარმოდგენა არ ქონდა რა უნდა ექნა.გოგოს წინ ხომ არ დაჯდებოდა და მიაშტერდებოდა.დარწმუნებული იყო ანანო მასთან ერთად ოთახში არ გაჩერდებოდა რამის თქმაც რომ მოეფიქრებინა.ამ აზრებისგან ლამის უკან გაბრუნება გადაწყვიტა უკვე სასტუმროს კართან მდგარმა.ამოიხვნეშა და იფიქრა საერთო ოთახში მაინც შევალ და დაველოდები თუ გამოვაო.სახეზე სერიოზული,დაღლილი გამომეტყველება აიკრა მაგრამ კარი რომ შეაღო და დივანზე ჩაძინებული ანანო დაინახა ღიმილი ყურებამდე აუვიდა.
ანანოს ტუჩები გაებუშტა და თმები სახეზე ეყარა.ხელის მტევანი თავქვეშ ამოედო და მშვიდად სუნთქავდა. მეორე ხელი კი დივნიდან გადმოვარდნოდა და იატაკზე ედო.ნიკას საშინელი სურვილი გაიჩნდა მისულიყო და მისთვის სახე დაეკოცნა.რამდენიმე წამს ღიმილით დაყურებდა ჩაძინებულ გოგოს მერე ფრთხილი ნაბიჯებით დაიძრა მისკენ თმა გადაუწია და ლოყაზე ბუმბულის შეხებასავით ნაზად აკოცა.ანანომ თავი ოდნავ გაარხია.ნიკამ ერთი ნაბიჯი უკან გადადგა და ანანოს დააკვირდა.კისერი ისეთ პოზაში ჰქონდა გაღვიძების მერე ნამდვილად ტკივილი შეიწირავდა. ვერ გადაეწყვიტა ნიკას გაეღვიძებინა თუ დაძინებული მის ოთახში გაეყვანა.
ბოლოს მიხვდა რომ თუ ხელში აიყვანდა ანანოს მაინც გაეღვიძებოდა და გააფრენდა ასე რომ ფრთხილად შეანჯღრია და უთხრა
_ასე ძილი თუ გააგრძელე კისრის ტკივილი მოგკლავს_ანანო წამოჯდა და თვალები მოიფშვნიტა
_რაა?_ხმა ჩახლეჩვოდა
_კისრის ტკივილი მოგკლავსთქო_გაიღიმა ნიკამ
_აა...უი_კისერი გაატკაცუნა_მადლობა..._წამოდგა და თავისი ოთახისკენ ბარბაცით წავიდა. დაწვა ათი წუთი იწრიალა და რომ ვეღარ დაიძინა ისევ საერთო ოთახში გავიდა.კინაღამ უკან გაბრუნდა როცა იქ მჯდარი ნიკა დაინახა .
_ვეღარ დაიძინე?
_კი უბრალოდ წყალი მომინდა_იცრუა ანანომ და წყალი დაისხა.
_მოდი აქ_ნიკამ ხელი დივანზე დაატყაპუნა
_ბოდიში?_გაოცებით გამოხედა ანანომ
_მოდი აქ რაღაც უნდა გითხრა
_ასე მითხარი_ანანომ ადგილიდან ფეხი არ მოიცვალა
_გაბრაზებამ აღარ უნდა გადაგიაროს?_პირდაპირ კითხა ნიკამ
_კიდევ ეს?_თვალები აატრიალა ანანო.ნიკას გაახსენდა ნუცამ რომ გააფრთხილა ხშირად არ შეაწუხოო და ინანა საუბარი რომ წამოიწყო მაგრამ ახლა ვერ გაჩერდებოდა_რაში გაინტერესებს?
_როგორ თუ არ მაინტერესებს ხარ თუ არა ჩემზე გაბრაზებული და საერთოდ რას ფიქრობ იმაზე რომ მე მომწონხარ!_ანანო გაწიტლდა და ბუსუსებმა დააყარა
_არ ვიცი_ჩუმად თქვა ანანომ და თავისი ოთახისკენ სწრაფი ნაბიჯებით წავიდა მაგრამ ნიკა წამოეწია და გააჩერა
_ეს კის ნიშნავს?_თვალებში ჩახედა გოგოს
_ეს არ ვიცის ნიშნავს_უპასუხა ანანომ და ოთახში შევიდა.მეტჯერ აღარც გამოსულა.ნუცას საეჭვპდ აგვიანდებოდა და ეს უკვე ნერვებს უშლიდა ანანოს იცოდა რომ ნუცა ასე სპეციალურად იქცეოდა.ბოლოს რომ ვეღარ მოითმინა დაურეკა.ნუცამ მეორე ზარზე უპასუხა
_ზღვამ წაგიღო?_მაშინვე შეტევაზე გადავიდა ანანო
_ზღვის რა გითხრა და ტყუპებმა კი_კარგ ხასიათზე ჩანდა ნუცა
_ანუ?
_ამაღამ ტყუპებთან ვრჩები_განაცხადა ნუცამ
_არ გაბედო!
_გავბედე_შესცინა ნუცამ ტელეფონში_და შენ კი დარჩები ნიკუნკულასთან და ურთიერთობას მოაგვარებ
_მეც მოვდივარ!_სიტყვა ბანზე აუგდო ანანომ
_წარმატებები მისამართი არ იცი მე არ გეტყვი და ტყუპებიც არ გეტყვიან
_ლუკა მეტყვის_იმედს არ კარგავდ ანანო
_რატომ ხარ დარწმუნებული?
_ბიჭთან ერთად სასტუმროში არ დამტოვებს
_დამთუ ეს ბიჭი ჩემი ბიძაშვილია და უკვე კარგად იცნობს დ მოწონს და ასევე ოცოს რომ ნიკას მოწონხარ ოღონდ მართლა და არ გეთამაშება შენი აზრით მაინც გეტყვის?
_მოიცა ლუკამ იცის?
_არა ბიჭო არ იცის_ჩაიცინა ნუცამ_თვითონვე მიხდა მე უბრალოდ დავეთანხმე
_აუ მაგას ხო ვერაფერს გამოაპარებ რა..._აბუზღუნდა ანანო_მაინც არაფერს ვიზამ დავრჩები პთახში და ცხვირს არ გამოვყოფ_დარწმუნებით თქვა_ოთახში ხო არ შემომივარდება არა?
_ვინ იცის..._ჩაიცინა ნუცამ და გაუთიშა.ანანო კი დარჩა უარესად ნერვებმოშლილი.რაც თქვა მართლა იმის გაკეთებას აპირებდა.პთახიდა ცხვირსაც არ გაყოფდა.თანაც მალე დაღამდებოდა და დაიძინებდა.დრო ისე მალე გავიდოდა თავადაც ვერ გაიგებდა.ყოველშემთხვევაში საკუთარ თავს ამაში არწმუნებდა.ნუცასთვოს თმების ღერაღერა დაპუტვა უნდოდა მისი ახლანდელი მდგომარეობის გამო."არა ეს როგორ გამიკეთა?!ვაიი რას გიზამ ნუცა ბაბუნაშვილი შენ და შენს ბიძაშვილს სულ თავებს გაჭახუნებინებთ ერთმანეთზე სააღდგომო კვერცხებივით" ქოთქოთობდა ანანო თავის ფიქრებში.ორიოდე საათში მართლაც დაღამდა და ანანომ გადაწყვიტა ადრიანადვე დაეძინებინა.
საწოლში კომფორტულად მოკალათებულიყო და თვალები დაეხუჭა.გარეთ ზაფხულის წვიმა მოდიოდა და მყუდრო გარემოს ქმნიდა.ანანოსაც ძალიან სიამოვნებდა ეს და ის იყო უნდა ჩასძინებოდა რომ ძლიერად იქუხა და გოგომ მაშინვე თვალები ჭყიტა.
გააკანკალა.ჭექა-ქუხილის შიში დაბადებიდან ჰქონდა.ყველაზე მეტად სწორედ ჭექაქუხილის ეშინოდა.ყოველ დაქუხებაზე აკანკლებდა.საწოლზე წამოჯდა ფეხები მკერდზე მიიდო და შუბლი მუხლებზე ჩამოსდო.თვალები დახუჭა და ყოველ დაქუხებას გულიფანცქალით ელოდა.ლუცულობდა მალე შეწყვეტილიყო.კარზე კაკუნი გაისმა და ოთხაში თავი ნიკამ შემოყო.
_გძინავს?
_არა როგორც ხედავ_უპასუხა შეცბუნებულმა ანანომ
_გეშინია ხომ?_გაიღიმა ნიკამ
_საიდან მოიტანე?_არ შეიმჩნია ანანომ
_ნუცამ მომწერა
_უყურე შენ ნუცას რა ყურადღებიანი ყოფილა..._ კბილებში გამოსცრა ანანომ_არ მეშინა შეგიძლია გახვიდე_ისევ დაიგრუხუნა და ანანომ თავისანებურად შეშინებულმა გაიხედა ფანჯრისკენ
_ვიღაცა იტყუებაოო_გადაიხარხა ნიკამ.ანანომ ტუჩები მოკუმა
_არვიკბინები ანანო დაძინე უბრალოდ აქ ვიქნები სანამ არ დაგეძინება_გაიღიმა ნიკამ და სკამზე ჩამოჯდა
_მე..კარგი_დანებდა ანანო რადგან არც ნიკა და არც ჭექაქუხილი როგორც ჩანს გაჩერებას არ აპირებდა.
საწოლში დაწვა და მთელი არსებით ეცადა ნიკას იქ ყოფნა დაევიწყებინა.საწოლში წრიალებდა და ყოველ გრუხუნზე სხეული უხტოდა.თხუთმეტწუთიანი წრიალის შემდეგ თავზე ნიკას ხელი იგრძნო.
_დაწნარდი ანანო არაფერია საშიში._საწოლთან ჩამუხლულიყო ნიკა და თვალებდაჭყეტილ ანანოს თავზე ეფერებოდა.იმ წამს ანანოს გაბრაზებაც და ჭექა-ქუხილიც ფეხებზე ეკიდა.
_რას აკეთებ..?_ძლივს ამოილუღლუღა გოგომ
_გამშვიდებ_გაიღიმა ნიკამ და გაშეშებულ ანანოს შუბლზე აკოცა.მერე კი ანანოს უდუდესი პროტესტის მიუხედავად საწოლის კიდეზე წამოწვა ანანოს მკლავი მოხვია მკერდზე მიიკრა და ხმადაბლა უთხრა
_ახლა გაჩუმდი შენი ხმა არ გავიგოდა ტკბილად დაიძინე_შუბლზე ისევ აკოცა ნიკამ.მის ნათქვამი"გაჩუმდი" ირონიულად ჟღერდა ისედაც დაბნეულობისგან,გაოცებისგნ და სიამოვნებისგან დადუმებული ანანოს ფონზე.



№1 სტუმარი სტუმარი ანა

აუკაი თავი იყოო ძან მადლობა შენ (ცოტა სიახლე შემოიტანო იქნებ და მალ-მალე დადოიქნებ (სული მელევა როდის დაიდებახოლმე რა ♡♡

 


№2  offline წევრი წერო:)

სტუმარი ანა
აუკაი თავი იყოო ძან მადლობა შენ (ცოტა სიახლე შემოიტანო იქნებ და მალ-მალე დადოიქნებ (სული მელევა როდის დაიდებახოლმე რა ♡♡

რას ამბობ?!მადლობა შენ რომ სულ თბილ კომენტარებს წერ მეც ზუსტად ეგეთი მოუთმენლობით გელით როდის გავიგებ თქვენს შთაბეჭდილებას♡♡♡♡
ვეცდები მალე დავდო.♡♡♡♡
თან მინდა რომ მალე დავასრულო სხვა ისტორიასაც ვწერ და ამის ნაცვლად იმაზე მეფიქრება ხოლმე დდ
სიახლეებიც იქნება ალბათ ინტრიგაც,გიჟობებიც და სიხარულებიც :)))♡♡♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent