შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გიჟის გიჟური სიყვარული +18


4-11-2019, 12:48
ავტორი GEGI გეგი
ნანახია 5 645

რომ არა ჩემი საქმის სიყვარული და კარგი ანაზღაურება აქ ფეხსაც არ ჩამოვადგამდი, მიყურებულ სოფელში, კიდევ უფრო შორს განსაკუთრებულ დაწესებულებაში მივდივარ, ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებით სასვე შენობაში, რომლებიც საზოგადოებისთვის განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენენ, ყვითელ მთებს შორის მოქცეული ნაცრისფერი უსახური შენობა მხვდება, ჟანგიანი გისოსებით, ისეთი საშინელებათა ფილმებში რომ არის. წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება აქ ადამიანმა თავი უკეთ იქგრძნოს ან მეტიც გამოჯანმრთელების გზას დაადგეს. მანქანას მონგრეულ კარებთან ვაჩერებ, დაცვის ნაცვლად გაქუცული, ძაღლი მეგებება, ჯერ მიყეფს მერე კი კუდს მიქნევს, ტელეფონს და ჩემ ჩანთას ვიღებ, ძაღლს გვერდს ვუვლი და ვფიქრობ არის თუ არა აქ ვინმე, იქნებ შეცდომით მოვედი, მაგრამ გამორიცხულია. კართან მივდივარ, როგორ შეიძლება ასეთ შენობას დაცვა არ ჰყავდეს, კარზე ფრთხილად ვაკაკუნებ და თბილს დუტში ჩაფუთნული ყვითელთმიანი ქალი ცივი თვალებით მიყურებს.
-გამარჯობა- ვერც გავუღიმე
-თომა ექიმო?- მითხრა და დუტი სხეულზე კიდევ უფრო მიიკრა
-დიახ- დავუქნიე თავი
-მობრძანდით- გამითავისუფლა გზა
-დაცვა არ გყავთ?- პირველი ეს კითხვა გამიჩნდა
-კი, არის მეზობელი სოფლიდან დადის ერთი კაცი, იქეთ იქნება შემოვლაზე გასული- მითხრა და სახელურიდან ცხვირსახოცი გამოიღო და აწითლებული ცხვირი მოიწმინდა.
-გასაგებია.
-დიდი ხნით ჩამოხვედით?- მკითხა და ბნელ დერეფანში გამიძღვა
-არც ისე, რამდენიმე თვე დავაკვირდები ყველაფერს. აქ ასე ცივა?
-ღუმელები გვაქვს, მაგრამ არ ყოფნის, ძველი შენობაა, ხო გესმით ჩემი, კიდევ კაი ამინდებია, თორე აქ რომ მოთოვს ძაღლს არ გააგდებს კაცი გარეთ.
-შუქი?
-ქარმა წააქცია ბოძებიო და გააკეთებენ და დღეს საღამოს იქნება მევიდეს, სხვა რავა გიკითხოთ?
-გმადლობთ კარგად, რამდენი პაციენტი გყავს?- ვკითხე და დერეფნის უსასურულობა მძაბავს
-ორმოცდაათამდე არიან.
-ცალ-ცალკეა?
-არა, ზოგი კი, ზოგი არა, ოთახში მობრძანდით- ჯიბიდან გასაღებს იღებს და კარიც ჭრიალით იღება, ღუმელში ცეცხლი გიზგიზებს.
-ჩაის დალევთ ექიმო?- მკითხა და ჟანგიანი ჩაიდანი აიღო
-არა, გმადლობთ.- გავუქნიე თავი
-ვაფლი?- ყვავილებიან თეფშზე დადებულ ყავისფერ ვაფლს მიწვდის და ცდილობს მომქრთამოს
-არა, გმადლობთ, სიტუაციაში გარკვევა მინდა.
-იმისთვის გამოგაგზავნეს არა- გაიცინა და ოქროს კბილმაც გაიელვა
-ვის გულისხმობთ?
-იმ გოგოს, მაგისთანა არ მყოლია აქ რაც ვმუშაობ, გადაგვრია მთელი საავანტყოფო, ზოგჯერ ვერ ვაკავებთ ხოლმე, მარტო არი მარა გამოშვებაც არ გვინდა.
-მედიკამენტებზე გყავთ?
-ხო აბა?- ისე შეიცხადა თითქოს საოცრება ვკითხე
-სხვები?
-ყველა თავისას ერეკება?
-სად ბანაობენ?
-სააბაზანო გვაქვს და იქა, წყალს ვუცხელებთ?
-თბილი წყალი არ გაქვთ?
-რომც გვქონდეს არ უნდათ ექიმო მაგათ ბანაობა.
-რას ბრძანებთ?- გავიკვირვე
-რა ვქნა, სახელმწიფო ჩვენ არ გვხედას, ორი თვის ხელფასი კიდე დასარიცხია, იქნება იქნება, რომ არა ჩემი საქმის სიყვარული აქანა არ გავჩერდებოდი, რა ხელფასი ჩვენ გვაქვს, მაგრამ თავს ვიყოლიებთ.
-მე იმისთვის ვარ რომ დაგეხმაროთ და თქვენ პრობლემებზეც ვიზრუნო, თუ ასე მიუდგებით აღნიშნულ საკითხს, ვფიქრობ სახელმწიფოსაც არ მოუნდება თქვენი დახმარება, აქ ადამიანები სამკურნალოდ არიან და არა დასასჯელად.
-აქ რომ გაჩერდებით თქვენც მიხვდებით რა მდგომარეობაა.
-რას გულიხმობთ?
-ჭკვიანი ხართ ექიმო, მაგრამ თქვენც გაგაგიჟებენ, განსაკუთრებით ის.
-ვინ ის?
-მაგიტო გამოგგზავნეს, მთავრობაც დაინტერესებულია მაგ გოგოთი, კი არის შერეკილი მარა მთლად ტვილებს არ ლაპარაკობს.
-დღეს მარტო თქვენ ხარ?
-კვირაა ექიმო და მიტომ.
-ჩემი ჩამოსვლის შესახებ არავინ იცოდა.
-დღეს არ გელოდით, ორშაფათს ჩამოვაო.
-რამდენი ექიმი ხართ?
-ექსვსი.
-დაცვა ერთი.
-კი.
-ორმოცდაათამდე პაციენტი.რას აჭმევთ?
-უკეთებთ.
-რას?
-ხან რას, ხან რას, დიდი მჭამელები არ არიან.
-შეიძლება ვნახო?
-ძლის საათი აქვთ- მპასუხბვს უდარდელად
-ქალბატონო, ნათელა ხომ?
-კი გენაცვალე
-ძილის საათი რა არის?
-ისვენებენ.
-მაჩვენეთ პაციენტები სად არიან- ფეხზე ვდგები და ქალს სახე ეფარკლება
ისევ ბნელი დერეფანი, რკინის გისოსები და ჭრიალის ხმა, რკინის საწოლები, რკინის ბინძური ჯამები, პური და ჩაის ჭიქები.
-აქ ვის ძინავს?
-თემურა და ლევანი
-რატომ ძინავთ?
-დღეს ყვიროდნენ და ვერ გავაჩერეთ დამწყნარებლები მივეცით, დახოცეს კიღამ ერთმანეთი
-თუ პაციენტი აგრესიულია აძინებთ?
-აპა რა უნდა ვუქნათ?
კიდევ კარგი ბნელა და ჩემ დაღებულ პირს ვერ ხედავს
-სუნია ოთახში- ვცდილობ სუნთქვა შევიკავო
-გარეთ არ ჭამენ- ამბობს და ოთახში შევდივარ, რკინის ჯამს ვუყურებ და ისევ ვეკითხები
-ეს ჩაია?
-ჩაი და პური უყვარს კი.
-გადი- იღრიალა კაცმა და საწოლიდან წამოდგა, უკან გავიწიე, წვერებიანი სხეული ჩემ წინ აღიმართა და ნახევრად ჩამძვრალი შარვალი ჭუჭყიანი ხელებით ამოიწია- მაშინებენ ექიმო, მოდიან, მელაპარაკებიან, ახლა უკან დგას და მიცინის
-ვინ?
-კუდიანი ქალი, ეე იცინის- იშვერს ხელს
-მე მას ვერ ვხედავ.- ვპასუხობ მშვიდად
-რომ მძინავს ექიმო კედელზე ადის და ჭერიდან მიყურებს, ენას მისვამს სახეზე და მაღვინძებს.
-რა გქვიათ?
-თემური ექიმო.
-თემურ, მე შემიძლია თქვენი დახმარება, რა გავაკეთო?
-სინათლის ეშინია ექიმო.
-მაგრამ ხომ იცით რომ ის აქ არ არის.
-თქვენს უკან დგას.
-კარგი, ვინ იყავით სანამ აქ მოხვიდოდით?
-ფიზიკას ვასწავლიდი.
-მერე?
-მერე გამოჩნდენ.
-გასაგებია, გსურთ სინათლე შემოვიტანოთ ოთახში?
-კი, შუქი თუ არ მოვა არ წავა.
-რას გეუბნენბათ?
-ლევანის ერჩის.
-მაგალითად რა უნდა?
-მოკალიო თუ არა არც შენ გაცოხლებო ექიმო.
-ეს თქვენც იცოდით?- ვტრიალდები ნათელასკენ.
-კი სულელობს ასე, მარა მაგა რო დოუჯერო იმდენ რამეს ამბობს.
-ბატონი ან ლევანი სხვაგან გადაიყვანეთ, საფრთხეს თავიდან ააცილებს.
-ახლა?
-დიახ.- ვპასუხობ უხეშად
-გასაღებების ასხმა მომეცით, მე თვითონ მივხედავ და ეს ჯამიც აქედან აიღებთ, მკვდარი ბუზებია შიგნით.
-როდის გავალ აქედან?
-ბატონო თემურ, ის რომ წავა თქვენც გახვალთ, მე აქ ვიქნები და დაგეხმარებით- გავუღიმე- ტანსაცმელს არ რეცხავთ ხოლმე?
-კი, ცივი არი წყალი.
-ცხელი რომ იყოს?
-გავრეცხავ კი.
-ანუ ცხელი წყალი რომ იყოთ თავს მიხედავთ.
-კი, კი, გავიდეს ექიმო.- იშვერს ჩემს უკან ხელს
ტელეფონს ვიღებ და უკან ვანათებ
-გადახტა ფანჯრიდან- შემოკრა ტაში.
-მაგრამ მე მისი არსებობობის არ მჯერა, კიდევ რა გაწყუხებთ?
-კბილები აღარ მაქვს ექიმო.
-მაჩვენეთ
კაცი კბილებს კრეჭს და თითქმის ყველა ადგილზეა
-ეს რა არის?
-ერთი ცალია დარჩენილი.
-ქალბატონ ნათელას ვეტყვი და სინათლეს მოგიტანთ, იმ პირობით თუ დამშვიდდებით და სინათლეს არაფერს უზამთ.
-გაგახარებთ ღმერთი ექიმო.
ოთახიდან გავდივარ და ნათელას მოქმედებისკენ ვანიშნებ
სხვა ოთახში შევდივარ, ფანჯარასთან გამხდარი ქალი ზის და კარის ხმა რომ ესმის ხტება
-უი- დაიყვირა
-გამარჯობა.
-ექიმი ხარ?- მკითხა სიცილით
-დიახ.- გავუღიმე
-როდის გავალ ექიმო აქიდან?
-მალე- გავუღიმე
-ჩემები მოვლიან და გამიყვანენ ხომე?
-დიახ, ბუნებრივია, რა გქვიათ?
-რა ლამაზი ხართ ექიმო- ხელები შეკრა ქალმა და გამეცინა- ლამაზ სხეულში ლამაზი სულია.
-გმადლობთ, თქვენც ლამაზი ხართ.
-ხო, მარა ჩემმა ქმარმა მიღალატა, სხვა ქალი მოუყვანია.
-რას ბრძანებთ?
-ხო ფანჯარასთან იყო გუშინეწილა მოსული და დამიძახა, ნამცეცააო, ხო წაგართვი შენი ქმარიო, გამოვალ და შენ გიტირებ ყოფასთქვა ვუთხარი.
-როდის გათხოვდით?
-გუშინ.
-უკვე სხვა ცოლი ჰყავს?
-კი.
-რას მიირთმევთ ხოლმე საჭმელად, დღეს რა ჭამეთ?
-ჩაი დავლიეთ ექიმო, პურიც გვქონდა.
-კიდევ?
-არ არი მეტი არაფერიო, რა ლამაზი ხარ ექიმო შენ.
-თქვენი აზრით რატომ ხართ აქ?
-კარქათ რომ ვიყო.
-რა გაწუხებთ რომ აქ ხართ?
-ჩემმა ქმარმა მომიშორა თავიდან, სხვა ცოლი რომ მეეყვანა, იმ ქალის ბრალია მაგან გადოუტრიალა და უთხრა გამოვკეტოთო.- ჩურჩულებს ქალი, მერე მიყურებს
-ფული გაქვთ ექიმო?
-დიახ.
-მომცემ?
-რათ გინდათ?
-რო გავალ ხომ დამჭირდება.
-მოგცემთ რომ გახვალთ.
-შუქი მოვა?
-კიო- გავუღიმე
კოშმარია, თანამშრომლები დიდი რაოდენობით ფულს ითვისებენ, ეს უკვე ნათელია, მაგრამ არაფერს ვიმჩნევ და ბოლო კარისკენ მივდივარ, გასაღებს ვარგებ და ფანჯარასთან ახლაგზარდა გრძელთმიანი გოგო ზის, თეთრი მაისური აცვია, შავი საცვალი, ფუნჯი თმაში გაუჩხერია და მუხლებზე უამრავი ფერის საღებავი უსვია, ჩემკენ ტრიალდება და ცისფერ თვალებს მანათებს.
-გამარჯობა.- დავიბენი
-ვიღაცას ხალათი ჩაუცვამს- მათვალიერებს, მერე ეღიმება და თავს აქნევს.
-ხატავთ?
-როგორც მიხვდით.
-შეიძლება ვნახო?
-რატომ?
-უბრალოდ მაინტერესებს.
-უბრალოდ გაინტერესებთ რა მჭირს, გაუძლებ რომ განახოთ ექიმო?
-კი- ვუქნევ თავს ნახატს ჩემკენ ატრიალებს და უკან ნაბიჯს ვდგამ, გახსილი პირიდან ადამიანი ამოდის.
-ეს რა არის?
-სულის დატოვება სხეულიდან- ამბობს და ფუნჯით ფერების დამატებას იწყებს.
-რატომ ხატავთ ამას?
-რასაც ვხედავ იმას ვხატავ.
-რა ნახეთ?
-მე გიჟი არ ვარ- ტრიალდება ზურგით- მე უბრალოდ იმას ვხედავ რასაც თქვენ არა, ეს სიგიჟე სულაც არაა.
-რა ნახეთ პირველად?
-ბებია რომ მოკვდა, ყვიროდან ბაბუას სახელს, ოთახში შევედი, სანამ მოკვდებოდა, ხო კარგი. ოთახში შევედი და ბაბუა ფარდის უკან იყო და ტიროდა, მერე მე დამინახა და მანიშნა გაჩუმდიო, ბებია რომ მოკვდა მესამე დღეს მისი პირიდან სული ამოვიდა და ბაბუას გაყვა, არ გსმენიათ რომ აგონიაში მყოფი ადამიანები გარდაცვლილ სულებს ხედავენ და მასთან მოდიან.
-დიახ- ცოტა დავიძაბე.- რატომ ხედავთ თქვენ ამას?
-არ ვიცი, არც მე მინდა ვხედავდე.
-ფუნჯები საიდან გაქვთ?
-კარგი პოლიტიკოსები მჩუქნიან.
-ბატონო?
-მომავალსაც ვხედავ.- გამიღიმა და თეთრი კბილები გამოაჩინა
-არ გცივათ?
-არა, სითბო არ მეჩვენება, უბრალოდ ფერებს ჩემ კანზე გარგად ვსვამ და აქ ადგილი არ მრჩება.
-როგორ ფიქრობთ აქ რატომ ხართ?
-ეგ თქვენ უნდა იცოდეთ.- გაიცინა- რატომ ხართ თქვენ აქ, თეთრ ხალათში გამწოყობილი?
-პრობლემებისთვის რომლებიც აქ გაქვთ.
-ხო, ცხელი წყალი კარგი იქნებოდა და პური, გუშინდელი მაინც, ახლა შემიძლია რომ დავჯდე და ვხატო?
-ბუნებრივია.
-კიდევ, დამპალი ნათელა არ მიჯერებს და ის ნაგავი დაცვა მომაშორეთ, ჩემ ფანჯარასთან ზის და ხომ ხვდებით.
-რა?
-იმას აკეთებს.
-რას?
-რასაც აკეთებს, მიყურებს და იცოდეს რომ კისერს მოვუგრეხ თუ კიდევ გამოჩნდება აქ.
-გასაგებია, მივხედავ მაგ საქმესაც.
-მართლა?- გაოცებული მიყურებს
-დიახ.- დავიძაბე
-მოიწამლებით- მეუბნება სიჩუმის შემდეგ- მაგრამ თუ გადამარჩენთ არ მოწამლებით, ამოატრიალეთ, დღევანდელი რიცხვი რა არის გაიხსენეთ.
-ვერ მიგიხდვით.
-მიხვდებით.- გამიღიმა და ოთახიდან გავედი, სინათლის ის მცირე რაოდენობაც გაქრა და დაღამდა. ყველაფერი ნათელია, აქ ყველაფერი იმაზე ბნელი და საშინელია ვიდრე ჩანს, ნათელა დერეფანში მეჯახება.
-დღეს თქვენ რჩებით აქ?
-კი- მიქნევს თავს
-გავდივარ და ხვალ დილიდან მოვალ, მაღაზია სად გაქვთ?
-აქვეა რომ გაცდებით გზას, სოფლის თავში, დეინახავთ და თუ არ იყო გაძახეთ ლამარათქო და გამოგხედავთ.
-გმადლობთ.
მანქანაში ვჯდები და შენობას თვალს ვავლებ, გოგო ფანჯარაში მოჩვენებასავით დგას და ჯიუტად მიყურებს. მაღაზიამდე მივდივარ, საბედნიეროდ ლამარა ადგილზეა.
-გამარჯობა.
-ღმერთმა გაგიმარჯოს ექიმო.
-ჩაი გაქვთ?
-კი, მაქვს.
-ჩაი მომეცით, ოღონდ ქართული და კარაქიც მიდნა, ისიც ქართული და ნამდვილი, რძის შემცვლელი არა.
-ახლავე გენაცვალე.- ქალი პარკში მიწყობს პროდუქტებს და კალკულატორით უმატებს ფასებს.
-პურიც გაქვთ ხომ?
-კი, კი- მიქნევს თავს
მაქნანაში ვბრუნდები და იმ სახლში მივდივარ რომელიც ჩემთვის გამოყვეს, სიბნელეა, მაგრამ მალე შუქი ინთება, ჭიქას ვიღებ და ჩაის ვამზადებ, კარაქის შეფუთვას ვხსნი, ყვითელი, რბილი მასა მხდება, ცხვირი ახლოს მიმაქვს და ვხვდები რომ გაფუჭებულია. შეფუთვას ხელში ვიჭერ და ვადას ვუყურებ, ვადაგასულია. მაგიდაზე ვაბრუნებ და იმ გოგოს სიტყვები მახსენდება.




№1 სტუმარი სტუმარი გვანცა

გიჟი და გადარეული დაბრუნდა!

 


№2 სტუმარი სტუმარი salomea

დავიძაბე ძალიან, რა ფანტაზია გაქვს ადამიანო ასეთი?

 


№3  offline წევრი წერო:)

გეფიცები სანამ ჩავრთავდი საიტს ვფიქრობდი ახალ ისტორიას როდის დაიწყებს გეგითქო და რომ ჩვართე და პირდაპირ ეს ამომიგდო კინაღამ ცეკვა დავიწყე დდდ<3
ძალიან მაგარი ჩანს ძაალიაან მომეწონა ♡♡♡
პს და თან მესამე მკითხველი აღმოვჩნდი დდდ

 


№4  offline მოდერი GEGI გეგი

წერო:)
გეფიცები სანამ ჩავრთავდი საიტს ვფიქრობდი ახალ ისტორიას როდის დაიწყებს გეგითქო და რომ ჩვართე და პირდაპირ ეს ამომიგდო კინაღამ ცეკვა დავიწყე დდდ<3
ძალიან მაგარი ჩანს ძაალიაან მომეწონა ♡♡♡
პს და თან მესამე მკითხველი აღმოვჩნდი დდდ

heart_eyes

სტუმარი გვანცა
გიჟი და გადარეული დაბრუნდა!

heart_eyes heart_eyes

 


№5 სტუმარი სტუმარი Tea

იმდენად გამეხარდა თანამშრომლებსაც არ მოვერიდე და ხმამაღლა დავიკივლე:;დდ ვსო ეს ისტორია ჩემზეა და შენზეა , ანუ ჩემი გიჟის შენდამი გიჟურ სიყვარულზეა. გელოდები!!!

 


№6  offline მოდერი GEGI გეგი

სტუმარი Tea
იმდენად გამეხარდა თანამშრომლებსაც არ მოვერიდე და ხმამაღლა დავიკივლე:;დდ ვსო ეს ისტორია ჩემზეა და შენზეა , ანუ ჩემი გიჟის შენდამი გიჟურ სიყვარულზეა. გელოდები!!!

heart_eyes heart_eyes

 


№7 სტუმარი Drogon

გაასწორე:)))ნინი-თათია ხოა კარგად, თავს რამე არ მოუწიოს:)))

 


№8 სტუმარი სტუმარი მაია

გეგიი რა მაგარია.. იმედია ინტრიგნები შეძლებენ თაბის მოთოკვას და გვაცდიან ისტორიის მშვიდად წაკითხვას

 


№9  offline წევრი Tkemali

ისე ძალიან გამიხარდი,როგორც ჩვენი ნინი იტყოდა, ნამდვილი "ანგაჟირებული გოგოსავით" ვგრძნობ თავს ეს ორმოცდაორი წლის მოხუციlaughing დიდი სიხარულით და აჟიტირებით მოგყვები ახალ თავგადასავალში! blush

 


№10  offline მოდერი GEGI გეგი

Tkemali
ისე ძალიან გამიხარდი,როგორც ჩვენი ნინი იტყოდა, ნამდვილი "ანგაჟირებული გოგოსავით" ვგრძნობ თავს ეს ორმოცდაორი წლის მოხუციlaughing დიდი სიხარულით და აჟიტირებით მოგყვები ახალ თავგადასავალში! blush

laughing

 


№11 სტუმარი თინა

მომდევნო სიგიჟე ისტორია გველის ვატყობ ჯერ მარტო სათაური აქვს ისეთი სხვანაირად ვერც იქნება...

 


№12  offline წევრი Rania

Saocari rameebi gvelis cin iseti starti aigeee. Moutmenlad geli gegi. Yochagggg
--------------------
Q.qimucadze

 


№13 სტუმარი სტუმარი ქეთი

ნუ რა არის ეხლა ეს ცოტა ამოასუნთქე შური-ბოღმა სასტავი:დ სათაურმა მაინცდამაინც ვერ მომხიბლა, აი, მე გრძელ ფეხებიანი ლიზა ვარ, ეგეთ ისტორიებს რომ არქმევენ , იმას გავს:დ მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, როცა წინ ესეთი სიამოვნებაა.

 


№14 სტუმარი Mm

გეგი ესეც ჰორორი იქნება?

 


№15 სტუმარი სტუმარი მაკო

ძალიან გამიხარდა ახალი ისტორია.მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავებს:)

 


№16 სტუმარი სტუმარი ლიკა

ოოო, ვატყობ აქ ისეთი ამბები დატრიალდება მიმიქარავს AHS-ს ელიზიუმი

 


№17 სტუმარი No one special...just random guest

ოჰოო რაღაც ძალიან საინტერესო ისტორიით დაბრუნდი...

 


№18  offline წევრი Na❣Da

გელოდი გეგი ❤️ სიტყვები რომ ზედმეტია ისეთი ისტორია ჩანს, როგორც გჩვევია❤️

 


№19 სტუმარი სტუმარი ლელა

რა მაგარია რომ დაბრუნდიი... ეეს ისტორია რაღაც განსხვავებული ჩანს შენებურ სტილში მაგრამ განსხვავებული სულის ამოსვლას ვხედავო მაგაზე ხომ ისე დავიძაბე წინ რეები გველის წარმიმიდგენია. გელიი

 


№20 სტუმარი ნინი ხეცურიანი

რა მაგარია ახალი გემრიელობა...პ.ს სახელს გვარი დავუმატე რომ ის ინტრიგანი ნინი არავის ვეგონო:p

 


№21  offline წევრი Hilalli

საინტერესო დასაწყისია ???? ველოდები განვითარებას

 


№22 სტუმარი Bell

Rogorc yoveltvis super istoriaa ogond tavebi gazarde

 


№23  offline მოდერი GEGI გეგი

თინა
მომდევნო სიგიჟე ისტორია გველის ვატყობ ჯერ მარტო სათაური აქვს ისეთი სხვანაირად ვერც იქნება...

heart_eyes heart_eyes

Rania
Saocari rameebi gvelis cin iseti starti aigeee. Moutmenlad geli gegi. Yochagggg

heart_eyes heart_eyes

სტუმარი ქეთი
ნუ რა არის ეხლა ეს ცოტა ამოასუნთქე შური-ბოღმა სასტავი:დ სათაურმა მაინცდამაინც ვერ მომხიბლა, აი, მე გრძელ ფეხებიანი ლიზა ვარ, ეგეთ ისტორიებს რომ არქმევენ , იმას გავს:დ მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, როცა წინ ესეთი სიამოვნებაა.

heart_eyes heart_eyes

Hilalli
საინტერესო დასაწყისია ???? ველოდები განვითარებას

heart_eyes heart_eyes

 


№24  offline აქტიური მკითხველი terooo

ოჰ... რა კარგი დასაწყისია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent