ბიჭი ფანჯრიდან (9 თავი)
ნინოს გახსენებაზე გაწითლდა. გაახსენდა როგორ თავგამოდებით უმტკიცებდა მე და ტატო მხოლოდ მეგობრები ვართ და ტყუილად მერჩიო. გამოდის რომ მოატყუა... მაგრამ არც ნინოს ქონია იმდენი უფლება ახსნა მოეთხოვა კატოსთვის... ტატომ მხოლოდ ვწევარ მასთანო... "ვწევარ"- მა ახალი საფიქრალი "გამოჩეკა" მის გონებაში. ისიც კი წარმოიდგინა როგორ ჰქონდათ სე*სი . რომელი რას გრძნობდა... და თვითონ რას იგრძნობდა ეს რომ ნამდვილი ქორწინება ყოფილიყო და აცლა ნამდვილი პირველი ღამე ჰქონოდა. წამით დახუჭა თვალები და გონებაში ამოუტივტივდა ფანჯარაში დანახული წელს ზევით შიშველი ტატო. ჟრუანტელმა დაუარა. თითქოს ცხადად იგრძნო შეხებაც და... დასველდა... ჯანდაბა აი რატომ იყო მათი შეუღლება შეცდომა. სხვა დროს ხომ არად არ მოუვიდოდა სე*სი საუკეთესო მეგობართან. ახლა კი ცოლია და "სხვა" ფიქრები ამიტომაც შეუხოხდა გონებაში... ვითომ ცოლი, მაგრამ... მაინც ხომ ცოლი. ხვალ ნამდვილი ვულკანის სახელად ლეილას ამოფრქვევა ელოდა. თვითონ კი რა სისულელეებზე ეფიქრებოდა... თავს ძალა დაატანა, რომ გონება გაეთიშა და დიდი მცდელობის შემდეგ როგორც იქნა ჩაეძინა. - ქალბატონო ლეილა დილამშვიდობისა. ტატო ჩხაპელია გაწუხებთ. - კატოს მეგობარი არა? ესეიგი შენთანაა ქალბატონი. - გაისმა აშკარად დაყენებული და ამავდროულად მედიდური ტონი ყურმილს მიღმა. - დიახ. კატოს მეგობარი და აწ უკვე თქვენი სიძე. მე და კატომ გუშინ ჯვარი დავიწერეთ. - ამის თქმა იყო და აკივლდა ქალი. - როგორ გაბედეთ იმის გაფიქრებაც კი, რომ ეს ქორწინება დასაშვები იქნებოდა. ეს არ მოხდება არასოდეს. არ დავუშვებ. - უკვე იმხელაზე ყვიროდა ლეილა, რომ მისი ხმის გაგონება ასობით კილომეტრს მიღმა ტელეფონის გარეშეც შეიძლებოდა. - ქალბატონო ლეილა მე თქვენთან ნებართვის ასაღებას არ დამირეკავს. ფაქტი შეგატყობინეთ. თქვენი ნებაა შეეგუებით თუ არა. - ჩხაპელია არა? -დიახ. - შე უბადრუკო. ჩხაპელიას ემხვართან რა ხელი აქვს. კატოს მემკვიდრეობა გინდა არა? არსოდეს იპარპაშებს შენისთანა უგვარო ემხვარების ნაჯაფარზე. - ტატო გააბრაზა ქალის მოკლე აზროვნებამ . კატოს ხათწრით გაჩუმება არჩია და ტელეფონი გათიშა. ასეთმა შეუგნებელმა ქალმა ესეთი საყვარელი და თბილი გოგო როგორ გაზარდა უკვირდა. სიგარეტის ჩაქრობას დაელოდა და დაძინებლისკენ წავიდა რათა კატო გაეღვიძებინა. კართან მისულს ხმამაღალი ლაპარაკი შემოესმა. ლეილას ელაპარაკაბოდა გოგო და ტელეფონი ხმამაღალ რეჟიმზე ჰქონდა ჩართული. ოდნავ ღია კარიდან კარგად ისმოდა მათი დიალოგი. გაუაზტებლად შეჩერდა კართან და ყური მიუგდო მამიდა-ძმისშვილის კამათს. - კატო ემხვარო თუ სიმართლეა რაც იმ უბადრუკმა მითხრა სიკვდილთან დაგწერ ჯვარს იცოდე. - შეგეშალა ქალბატონო კატო ემხვარი ამ ნომერზე არავინ არ არის. - კატოოო! -წყობიდან გამოვიდა ქალი. - კატო კი ბატონო. მაგრამ ემხვარი კი არა ჩხაპელია. ის იბადრუკი კი როგორც შენ უწოდებ ჩემი ქმარია მოგწონს ეს შენ თუ არა და წესიერად მოიხსენიე. - შენისთანა უტვინოსგან სხვა რა იყო მოსალოდნელი . ახლავე აეთრიე და სახლში მოდი სანამ ეს ამბავი დადიანებს გაუგიათ თორემ ვერ გადამირჩები. - ფეხებზე შენც და დადიანებიც. იმის ღირიც არს ხარ, რომ საერთოდ ხმა გაგცე. - გათიშვას აპირებდა კატო. - და რა გგონია რახან შენზე დაქორწინდა მექალთანეობას მოიშლის? შენ არ იყავი ცრემლებს ღვრიდი ყველა ქალს ამჩნევს ჩემს გარდაო? ახლა რა ჯანდაბა ეტაკა... - ლეილა შენ თუ ჩემი დღიურები გაქვს წაკითხული გაგიჟებას განახებ როგორც უნდა. - ხმაც და სახეც შეეცვალა კატოს. ტატომ კი ყურები ცქვიტა. აშკარა იყო რომ ახლა რაღაც საინტერესოს მოისმენდა. - წავიკითხე. .. ჰო წავიკითხე და ამიტომაც მინდოდა გიგას მისთხოვებოდი. ის შეგეფერება... უყვარხარ... ცალმხრივი სიყვარული კარგს არაფერს მოგიტანს და ინანებ იცოდე. უფლება არ გქონდა. - იყვირა კატომ. უფლება არ გქონდა ჩემს სულში ხელები გეფათურა. რომც ვინანო, რომც დავიტანჯო მირჩევნია ეს ტკივილი საყვარელმაადამიანმა მომაყენოს. ვიდრე იმ კაცის გვერდით ვიღვიძებდე ვისაც ვერ ვიტან. ახლა კი გითიშავ ლეილა და არ გაბედო დამირეკო სანამ გაბრაზება გადამივლის. - ტელეფონი საწოლზე მიაგდო და ატირდა. ტატო ყურებს არ უჯერებდა. ლამის ლოყები ჩაეხა იმხელაზე იღიმოდა. " ესეიგი ასე არა ქსლბატონო? შე მართლა მაკვარანცხო" - ჩაილაპარაკა თავისთვის და ეზოში გავიდა. სუფთა ჰაერი რომ არ ჩაესუნთქა ფილტვები "ჩაეხეოდა". როგორ დამალა... როგორ მოახერხა... როგორ ვერ შენიშნა... არადა რამდენი წელია თვითონ ებრძვის გულში მყარად ფესვგამდგარ გრძნობას და იმის შიშით სულ არ დაეკარგა არაფერს იმჩნევდა. ახლა კი ლამის გული გასკდომოდა სიხარულისგან. - ტატო! - გაიღვიძა დედოფალმა? - ღიმილით წამოვიდა ცოლისკენ. - ყავას დალევ? - დავლევ. მაგრამ მანამდე დაფიქრდი რახან ცოლ-ქმარი ვართ ისიც ცალ-ცალკე ოთახში ხომ არ უნდა დავლიოთ? - გაუხსენა წინა დღის დიალოგი. კატომ არაფერი უპასუხა. სირბილით დაფარა მანძილი მასა და ტატოს შორის და გულში მაგრად ჩაეკრა. - მაპატიე. დღეიდან ყველაფერი ისე იქნება როგორც შენ იტყვი. - ტატოს ერთხანს ესე ჰყსვდა გულში ჩაკრული. შემდეგ ორი თითი ნიკაპზე ამოსდო. თავი ოდნავ ააწევინა. თვალებში ჩახედა და ძალიან ფრთხილად შეუერთა კატოს ბაგე თავისას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.