შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გიჟის გიჟური სიყვარული - II +18


5-11-2019, 15:10
ავტორი GEGI გეგი
ნანახია 3 395

ისე დავიძაბე რომ ჩაის ჭიქას გაშტერებული ვუყურებდი და სულ გადამავიწყდა ის რომ უნდა მეჭამა, ვერ ვიტყვი რომ მშია, მაგრამ რაღაც მინდოდა გამეკეთებინა. უბრალო დამთხვევაა, შეიძლება ასეც იყო, კარაქს ვაგდებ და ჩაისაც ნიჟარაში ვღვრი, სახეზე ხელს ვისვამ და სიჩუმეში ისე ძლიერად ისმის ტელეფონის ხმა რომ ვხტები.
-ჩახვედი თომა?- მესმის ნანას ხმა
-დიახ.
-აბა რა ხდება?
-არაფერი, დიდი რაოდენობით ფულს იღებენ თანამშრომლები და მგონი ესეც უმთავრესი პრობლემაა.
-ის გოგო ნახე?
-კი, რა არის?
-ყურადღება მიაქციე განსაკუთრებით.
-რატომ?
-უბრალოდ ასეა საჭირო, ეცადე რომ მკურნალობით არ გამოაშტერონ, დანარჩენი შენიშვნების ფურცელში ჩაწერე და მეილზე გამომიგზავნე კარგი?
-კარგი.
-როგორ მოწყვე?
-ახლა შემოვედი სახლში.
-თომა,- ჩაახველა ქალმა და კიდევ უფრო დავიძაბე- იმ გოგოს მკურნალობა შენზე რომ აიღო რას იტყვი?
-მეგონა აქ სხვა რამისთვის ჩამოვედი- გაუაზრებლად დავლიე თბილი ჩაი
-ხო, მაგრამ ხომ ხვდები მნიშვნელოვანი რომ არისყოს არ გეტყოდი.
-რატომაა ის ასეთი მნიშვნელოვანი?
-უბრალოდ გვენდეთ და სულ ესაა.
-ბევრ რამეზე ვფიქრობ- ვიწყებ მშვიდი ხმით- მოვეწყობი და იქნებ ამ თემაზე მერე კიდევ უფრო კარგად დავილაპარაკოთ.
-როგორც გსურთ, მნიშვნელოვანია თქვენი კომფორტიც.

მეორე დილით თბილი საწოლიდან ადგომა საშინლად გამიჭირდა, ჩავიცვი და ისევ წავედი დაწესებულებაში, ამჯერად ვიღაც კაცი კართან დამხვდა და ტელეფონს სქროლავდა ისე მივუახლოვდი რომ ვერც შენიშნა.
-დილა მშვიდობის.
-გამარჯობა- თქვა და ფეხზე წამოდგა
-არ არის საჭირო- გავუქნიე თავი- დაცვა ხართ?
-კი ექიმო.
-კარგი- დავუქნიე თავი და შენობაში შევედი, ნათელა ისევ ცხვირაწითლებული დამხვდა და ამჯერად დერეფანში წინ და უკან დარბოდა, რომ დამინახა გაჩერდა და ხმამაღლა თქვა
-მოხვედით ექიმო?
-აქ ვარ- ვთქვი მშვიდად- ვინმეს ანიშნეთ ჩემი მოსვლა?
-არა, რას ბრძანებთ.
-როგორ არის საქმე?
-თუ ამინდმა გვაცალა გარეთაც გავუშვებთ სითბოში.
-გავუშვებთ რას ნიშნავს, ისინი ცხოველები კი არ არიან- გავუქნიე თავი- ვინმე მოვიდა?
-ნაირა და ლელა ექიმო.
-ვინ არიან?
-მთავარი ფსიქიატრები.
-გასაგებია და სად არიან?
-პაციენტთან?
-რომელთან?
-გიჟ მხატვართან- თქვა და სხეული დაეჭიმა
-რატომ?
-აგრესიულია ძალიან.
სწრაფად წავედი იმ ოთახისკენ სადაც ის ცისფერთვალება მხატვარი იყო, კივილის მიხედვით მისი ოთახის ადგილსამყოფელის გარკვევა არ გამჭირვებია.
-რა ხდება?- შევედი ოთახში და ზურგით მდგომი ორი ქალი დავინახე, ჩემ დანახვაზე გაშეშდნენ და ერთს ისე ძლიერად ქონდა გოგოს სუსტ მკლავზე ხელი მოჭერილი რომ კანი გათეთრებოდა.
-გამიშვან- იღრიალა გოგომ და გაფართოვებული ლურჯი თვალები მომანათა
-რა ხდება?
-აგრესიულია ექიმო- თქვა ერთ-ერთმა
-რა საჭიროა მისი დაბმა?
-გაიქცევა სცადა- მიპასუხა მეორემ
-თქვენი სახელები ნაირა - ქალმა თავის თავზე მანიშნა
-გამოიწიეთ- ცოტა ხმამაღლა მომივიდა
-რა გაუკეთეთ?- შევეკითხე ყვირილით რომ გოგოს კივილი გადამეფარა
-დამაწყნარებელი?
-ნემსი?
-კი ექიმო.
-გაუშვით ხელი.
-შემოგახტებათ
-არ იზამს ამას.
გოგო გაჩუმდა და ქალებმაც ხელი გაუშვეს, ცივ, ბინძურ იატაკზე მუხლებგადატყავებული გოგო ისევ საცვლისამარა იდგა.
-რა მოხდა?- ვკითხე მშვიდი ხმით
-მოვიდნენ ღამით.
-ვინ მოვიდა?
-არ ვიცი, ჯვარი მომიტანეთ გემუდარებით, თორემ მართლა გავგიჟდები, გთხოვთ დამიბრუნეთ ჩემი ჯვარი- ცისფერი თვალები გამჭირვალე სითხით დაეფარა
-გაჩერდი ახლა- უკივლა ნაირამ- უყურე ამას
-თუ შეიძლება გადით- ვთქვი საოცრად მშვიდად ისე რომ მეც გამიკვირდა
ქალებმა ერთმანეთს გახედეს და გასვლა დააპირეს
-ნურც კარებთან დადგებით- მივაბრუნე თავი
-გეკადრებათ ექიმო?- მხრები აიჩეჩა ლელამ
-ხალათები ჩაიცვით კიდევ- დავუმატე და კარის ხმაც გაისმა
-რა ჩაიდინე?- მშვიდი ხმით ვკითხე გოგოს
-ესენი აქ კი არ უნდა იყვნენ ჩვენ უნდა ვუვლიდეთ მათ, ჩვენზე გიჟები არიან, ჩვენზე შერეკილები, ჩვენზე საშიშები.
-შენ რატომ მოიხსენიებ შენ თავს ისე თითქოს პრობლემა გქონდეს, ხომ თქვი რომ მათნაირი არ ხარ.
გოგო შედგა და მუხლებზე შერჩენილი მტვერი მოიშორა
-ასეა, მაგრამ თუ კიდევ გაგრძელდება მეც გავგიჟდები- თმიდან ფუნჯი გამოიღო და საწოლზე დააგდო.
-ოთახს არ ალაგებენ? ყველგან საღებავის კვალია.
-არ მინდა მაგათი დალაგებული.
-ასეთ სიბინძურეში ვერ იქნები, არ შეგეფერება.
-რას გულისხმობთ?
-იმას რომ აქ გამოსაჯანმთელებლად ხართ და არა უფრო ცუდად რომ გახდეთ.
-არ მჭირდება, ნუ მიკეთებენ იმ ნემსებს, თხოვეთ თქვენ მაინც.
-ჯერ უნდა დამარწმუნოთ რომ ეს არ გჭირდებათ- ვამბობ, გოგო ფეხზე წამოდგომას ცდილობს და ისევ იატაკზე ვარდება მოწყვეტით
-ახლა დამეძინება- ამბობს და ვარდისფერ ტუჩებს ერთმანეთს აშორებს- მეშინია ღამის, მოვლენ, მოვლენ და არ ვიცი რა მოხდება, მომიტანეთ ჩემი ჯვარი, გემუდარებით დამიბრუნეთ ჩემი ჯვარი.
-ვინ მოვა?
-ბოროტები, რომლებიც მე მიჩვენებენ მომავალს, არ მინდა ეს ვნახო, არ მინდა ისევ მოვიდნენ სტუმრები და მკითხონ რა ვნახე, არ მინდა, არ მინდა, არ მინდა ეს ვნახო, ჩემი გაგიჟება უნდათ, ისევ მოვლენ, კედელზე აცოცდებიან, სახეს სახესთან მომიტანენ, თვალებს გამისწორებენ და თავიანთი თვალებით მანახებენ მომავალს, არ მინდა, არ მინდა გესმით ჩემი? ჩემი ჯვარი მინდა.
გოგო თვალებს ატრიალებს და იატაკზე ეცემა, რა ჯანდაბა დაალევინეს ასეთი, მიახლოებას ვერ ვბედავ, გარეთ გავდივარ და კარებთან ატუზული ლელა მხვდება
-ხომ გთხოვეთ რომ აქ არ დამდგარიყავით- ვცრი კბილებიდან- საწოლში დააბრუნეთ და კეთილი ინებეთ, რამე ჩააცვით, სულ გაყინულია.
-არ გვიჯერებს.
-ვინც გიჯერებთ გარეთ დადის და თქვენ იმ კატეგორიის ადამიანებთან გიწევთ მუშაობა, რომლებიც არ გიჯერებენ და კეთილი ინებეთ, გააცნობიერეთ ეს, მაგრამ ეს დიდი ხნის წინ უნდა გაგეგოთ, გათბობა რატომ არ გაქვთ ჩართული, რითი თბებით?
-ჩვენ, ვთბებით.
-გოგო დააბრუნეთ საწოლში.
-ახლავე ექიმო.
ნათელა მეგებება.
-ყველაფერი რიგზეა?- მეკითხება
-არა, იმიტომ რომ საქმე არ გაგირთულდეთ ადექით და სამმაგი დოზა მიეცით პაციენტს, მოწყვეტით დაეცა იატაკზე შუა საუბრის დროს, ეს ნორმალურია?- უხეშად გამომდის
-არაფერი თქვათ- ვამბობ როდესაც მის დაღებულ პირს ვხედავ- მესმის რომ რთულია აქ მუშაობა, მგარმ თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც პაციენტების გადაყვანაზე უარი განაცხადეთ რომ სამუშაო გქონოდათ, ახლა კი კეთილი ინებეთ და მიხედეთ როგორც საჭიროა, საჭმელი რა გაქვთ, ხორცს ვინ გაწვიდთ.
-ხორს?- გაიკვირვა
-დიახ, ხორცს, სახელმწიფო ხომ გირიცხათ კვების თანხას?
-დიახ.
-მერე ხორცი მათ მენიუში არ არის?
-კი.
-მზარეული ვინ არის?
-ჩვენ ვუკეთებთ ხოლმე.
-მზარეულის ხელფასსაც თქვენ იღებთ ხომ ასეა.
-ვინაწილებთ გოგოები.
-ამ სამქეზე გამოძიება რომ დაიწყოს, კარგი დღე არ დაგადგებათ, ახლა პაციენტებისთვის საჭმელი მოამზადეთ და ოთახები დაუსუფთავეთ. შუქი ხომ გაქვთ.
-დიახ.

ოთახებიდან სიმღერის ხმას უცნაური ყვირილიც ერთვის, მაგრამ არ ვიმჩნევ, ჩემს ასაკში მიუხედავად იმისა რომ გამოცდილება მაქვს, მაინც რთულია ამ ყველაფერთან გამკლავება, მითუმეტეს როდესაც ეს პაციენტები განსაკუთრებით დიდ ყურადღებას მოიხოვენ, მკრთალი განათების გამო, ცივ დერეფნებში მაინც ბნელა, სადღაც წყალი წვეთავს და წკაპუნის ხმაც უკვე ჩემს ნერვებზე თამაშობს. არ ვიცი ახლა სად წავიდე, რა გავაკეთო, სააბაზანოსკენ მივდივარ და ვხედავ რომ სააბაზანოს გარდა ამ ოთახს ყველაფერი შეიძლება ეწოდოს, ბინძური საპნები მიმობნეულია და ონკანიდან წყალი ჩვეულებრივად მოდის, დენიც გამაცხელებლები, რომელიც ყველას ჰგონია რომ წარსულს ჩაბარდა ახლა აქ იწონებს თავს. სუნთქვა მეკვრის და აბაზანის გასასვლელში ლელას ვაწდები.
-გინდა რამე კიდევ ექიმო?
-წყალს სად აცხელებთ?
-ქვაბით.
-ბატონო?
-ხო, აბა რა ვქნათ, იმდენი ფული უნდა წამლებს და ყველაფერს.
-გააცხელეთ და დღეს ყველამ იბანავოს, ვისაც არ უნდა იმანაც და თეთრეული გამოუცვალეთ, ცხოველების თავშესაფარშიც კი არ იქნება ასეთი სიბინძურე, ყველა გამოვიდეს სამსახურში და მიხედონ აქაურობას, ეს საშინელება, ეს არ შეიძლება ასე იყოს. სერიოზული პრობლემები შეგექმნებათ, იქნებ რომელიმე ტელევიზია დაინტერესდეს.
-გასაგებია.
-კარგად ვიცი, წლიურად რამდენი გაქვთ დაფინანსება და თავისმოტყუება არ გინდათ, აქ ან თქვენ როგორ მუშაობთ ვერ ვხდები.
ლელას პასუხს არც ველოდები და ისე გავდივარ, რამდენიმე სურათს ვიღებ და მეილზე ვგზავნი, გაოცებულ პასუხს მხოლოდ ერთი საათის შემდეგ ვიღებ, წვიმა დაიწყო, ვაცნობიერებ რომ არაფერი მიჭამია, მაგრამ აქ ჭამას ნამდვიალად არ ვაპირებ, ჩემ ხალათს თავზე ვიფარებ და გარეთ გავრბივარ, მანქანაში ვჯდები თუ არა, მაშინვე სიმშვიდეს ვგრძნობ, დამძიმებული ყვითელი ფოთლები მთელი სისწრაფით ეცემა მიწაზე და მაღაზიაში მივდივარ.
-გამარჯობა- ვესალმები ნაცნობ ქალს.
-ღმერთმა გაგიმარჯოს ექიმო, რავა გიკითხო?- სახელოებში ხელები დამალა ქალმა
-გმადლობთ, კარგად, გუშინ ვადაგასული კარაქი მომყიდეთ, მაგრამ გასაგებია, კიდევ თუ რამეს მომყიდით მართლა ძალიან გავბრაზდები. რა გაქვთ ისეთი რაც შემიძლია ვჭამო?
ვაცნობიერებ რომ ასეთი გრაფიკით და კვებით კიდევ ერთ დღეს თუ გავქაჩავ.
-ძეხვი?
-არ მინდა, კარაქი არ გაქვთ რამე ისეთი, რაც ვადაგასული არ არის?
-სახლის.
-გუშინ რატომ არ მითხარით, მომყიდეთ არ არის პრობლემა, უკეთესია, რძესაც ხომ არ ყიდით?
-კი, მარა ახლა დავაბნიე უკვე ყველი.
ვერ გავიგე, მაგრამ სახლის კარაქს, პურს და ყველს დავჯერდი.
სახლთან მივედი და აივანზე მოხუცი ქალი დავინახე, თავისთვის იჯდა და მანქანის მოახლოება რომ შენიშნა, ფეხზე წამოდგა.
-თომა ექიმო- იკივლა ისე თითქოს ნაცნობები ვიყავით და დანაოჭებული ხელები შეართა
ვინ არის?
-გამარჯობა- ჩემი პროდუქტებით გავიქეცი მასთან და მოხუცმაც გახუნებული თვალები შემომანათა
-სახლის პატრონი ვარ, რავა გიკითხოთ?
-აა- გავუღიმე- გმადლობთ, კარგად.
-მეეწყვეთ ექიმო?- მკითხა მზრუნველი ხმით.
-დიახ, გმადლობთ, შემობრძანდით აქ ამ სიცივეში რატომ მელოდებოდით, შესულიყავით შიგნით.
-არა, ექიმო, ახლა შენი სახლია ეგე.
-რას ბრძანებთ.- კარს ვაღებ და შიგნიშ შევდივარ, ისევ გარეთ დგას და მიყურებს.
-მობრძანდით, თომა მქვია მე- გამეცინა
-ლიზა ბებია დამიძახე
-ვაა, თანამედროვე სახელი გქონოათ.
-უხ, დედა ქალაქიდან ყავდა მამას და მიტომ ეტყობა.
-არა, ძველ დროშიც იშვიათი იყო. ლიზა ბებია, რა გავაკეთო ხალიჩა დავაგო თუ როგორ შემოგიტყუოთ თქვენ სახლში.
-გეიხარე ბებია, ვერაფრით გეცი პატივი ახლა- გარეთ გავარდა და თეთრ ტილოში შეხვეული რაღაცებით შემოვიდა, სუნი რომ დაგდა, ლამის ჩავიკეცე.
-ეს რა არის?
დანაოჭებული ხელებით თეთრი ნაჭერი გადაწია და თბილი ხაჭაპურები ისე გამოჩნდა ლამის ჩავიკეცე.
-მიუხედავად ჩემი დიდი პატივიცემისა და თამოყვარეობისა, ამაზე უარს ვერ ვიტყვი.
-გენაცვალე ბებია შენე- გამიცინა ქალმა და თავადაც გაუხარდა რომ გამიხარდა.
მაგიდასთან ვსხდებით.
-იმფერ ძვირფას თანხას დამპირდნენ და ისეთი კაი ბიჭი ხარ შენცე რომე, ეს რა სალაპარიკოა.
-ჩაის ხომ დალევთ?
-არა, ნუ შეწუხდები ჭირიმე.
-ცხელი ჩაი, წვიმს.- გავუღიმე და დავითანხმე.
-კა კაი შვილი ხარ ბებია- მომესმა ზურგს უკან ხმა
-შაქარი გინდათ ხომ?
-ორი ჭირიმე.
აფერისტი ბებიებისგან რადიკალურად განხვავებული ქალი იყო, გულწრფელი და ისე მიღიმოდა რომ შემიყვარდა.
-ძალიან შეწუხდით, მგონი შიმშილიგან მიხსენით, კარაქი ვიყიდე მაღაზიაში, სხვა არაფერი აქვთ.
-დედა, რომ მცოდნოდა შვილო ხომ გამოგიტანდი, მის მეტი რა მაქვს- სახეზე ხელი შემოირტყა
-რას ბრძანეთ, ძალიან, ძალინ დიდი მადლობა.
მგონი ცხოვრებაში პირველად ვჭამ ასეთ გემრიელ ხაჭაპურს და ჩემ ემოციებსაც ვერ ვმალავ, ისეთი ენერგიით ვივსები, მგონია მთებს გადავგდამ.
-რა სიტვაცია დაგხვდა შვილო ახლა?
-საშინელი- ვერ ვმალავ ჩემს უკმაყოფილებას.
-რავიცი კი დადის იმფერი ძვირფასი ხალხი მადა რომე- შეიცხადა ქალმა და ჩაი მოსვა, მე ჭიქა უკან დავაბრუნე.
-რას გულისხმობთ?
-პოლიციელები, ძვირფასი პოლიტიკოსები დადიან მადა, ამბობენ ვინცხა არის იმფერი შიდაო, არ ვიცი.
-არავის არაფერი უთქვამს.
-თვეში რამდენჯერმე მოდიან, გვიკვირს მარა არავინ არაფერს ამბობს.
-რატომ, არ გაგიგიათ?
-ვინცხა ისეთი არი მადაო, რომეო, გადარია ხალხიო, ხედავსო რაცხეებს, თლა გიჟი არ არიო, მარა ჩვენ ვინ რას გვეტყვის.
დავიძაბე, ნეწყვი ხმაურით ჩავყლაპე და ლიზასკენ გადავიხარე.
-კიდევ რას მიმალავენ?
-შვილო ახლა მე არ მიწყონონ იმათმა- უკან გაწია თავი ლიზამ.
-პირობას გაძლევთ არაფერს ვიტყვი, ჩემი ხომ გჯერათ?
-ვინცა ყოფილა ახალგაზრდა გოგო, მომავალს ხედავს და რჩევებს აძლევსო.
-რა?
-ხო, მე ვერ ვიტყვი ახლა ზუტად, პოლიციაც მიტომ მოდის, საქმეებს ხსნისო- ლიზამ მხრები აიჩეჩა.
-სხვა?
-მე ვინ რას მეტყვის.
საღამოს საავადმყოფოში დავბრუნდი და ექსვივე ექიმი ადგილზე დამხვდა, გაფაციცებით ალაგებდნენ ოთახებს და წყალიც ცხელდებოდა.
-იბანავეს?- ვკითხე ნათელას
-ნაწილმა- ისე მიპასუხა თითქოდ დამნაშავე ვიყავი რამეში.
-იმან გაიღვიძა?
-ვინ?
-სამმაგი დოზა რომ გაუკეთეთ.
-არა ჯერ.
გოგოს ოთახში შევდივარ და ვხედავ რომ ისევ სძინავს, საოცრად მშვიდია, მის ოთახში კიდევ აუტანელი სუნი და ცივი ჰაერია, ღამდება, სინათლის სიკაშკაშეც იმატებს და ფანჯრიდან ვიყურები, მოულოდნელად დაცვამ გაიარა და რომ დამინახა ფეხს აუჩქარა, ამ გოგოს ნათქვამი სიტყვები გამახსენდა დაცვასთან დაკავშირებით და ცოტა დავიძაბე. ყველამ იბანავა და ამ გოგოს გარდა. ერთი საათის შემდეგ ოთახში შევდივარ და საწოლზე ზის.
-გაიღვიძე?- ვეკითხები, მაგრამ ხმას არ მცემს
-ცივა- ვამატებ მაგრამ ისევ არ მიყურებს- ბანაობის დროა მგონი, შენს გარდა ყველამ იბანავა.
გარეთ ვიყურები და დერეფანში მონარნარე ნათელას ვაწყდები, ხელს ვუქნევ რომ მოვიდეს.
-აბანავეთ- ვამბობ მშვიდი ხმით
-მოდიან- მესმის გოგოს ხმა და ცისფერ თვალებს ჩემკენ ატრიალებს
-ვეტყვი სხვებსაც- ბურტყუნებს ნათელა
-აქ ვერავინ მოვა- ვამატებ მშვიდი ხმით
-მოდიან- მიმეორებს და დაჟინებით მაშტერდება
-არავინ მოვა, მოემზადე და უნდა იბანავო.
-მოდიან- მიმეორებს ისევ- ჩემი ჯვარი მინდა
დამავიწყდა
-თუ იბანავებ ჯვარსაც მოგიტანთ.
ბანაობისთვის წივილ-კივილით გაყავთ, თეთრეულს უცვილან, რომელზეც გუაშების მთელი პალიტრაა წარმოდგენილი, მის ოთახში ვიყურები და ვხედავ რომ სინათლე საკმარისზე მეტია, უკან მოჰყავთ, დიდ წითელ ხალათში შეფუთული და თვალებაწითლებული, ოთახში ფეხს დგამს თუ არა ნათურა სკდება და სიბნელე ისადგურებს. ისტერიულ ყვირილს იწყებს და საშინლად ვიძაბები.
-სხვა ნათურა მოიტანეთ- ვამბობ
-არ იქნება არსად.
-მაშინ სხვა ოთახიდან მოიტანეთ.
ნათურის დამაგრება მე მიწევს, საწოლში ჯდება და მხოლოდ ლურჯი თვალებიღა რჩება. ჩემი წასვლის დრო ახლოვდება, გარეთ გავდივარ, ნათელაც უკან მომყვება.
-სად ცხოვრობთ?- ვეკითხები
-აქვე, მაღაზიასთან.
მანქანაში ვჯდები თუ არა, მაინც იმ ოთახისკენ გამირბის თვალი სადაც ის მხატვარია. სინათლე აღარ არის, ბნელა.
-შუქს თვითონ ჩააქრობდა?- ვეკითხები ნათელას და ისიც უდარდელად მიყურებს.
-გარედან არ ინთება სინათლე?- მიბრუნებს კიხვას.
-უნდა გადავიდე- ვამბობ
-მაშინ ფეხით წავალ მე- უკმაყოფილო სახით გადადის მანქანიდან და ტელეფონის სინათლის გზას მიიკვლევს, საავადმყოფოში ვბრუნდები, მისი ოთახისკენ გავდივარ და კარს ვაღებ, მორიგედ ლელაა დღეს.
-შუქი თქვენ ჩაუქრეთ?- ვეკითხები ქალს რომელიც უკან მომყვება.
-არა ექიმო, გადაიწვა ალბათ, ჩამრთველის ბრალია.
-ფანარი გაქვთ?- ვეკითხები და თავს მიქნევს
-მომიტანეთ თუ შეიძლება
გასაღებს კარს ვარგებ და ოთახის კარი იღება, თუმცა გისოსებიანი რკინის კარი მაშინვე იხურება და შიშისგან ვხტები, კარს მაინც ვაწვები და ჩემ თავს სიმშვიდისკენ მოუწოდებ, გოგო სიბნელეში ზის და რაღაცას ღიღინებს, ტელეფონს ვანათებ და მხედავს თუ არა მაშინვე ჩემკენ გამორბის და მეხუტება.
-არ დამტოვო აქ მარტო- ღრიალებს და ძირს ეცემა- გემუდარები არ დამტოვო
-დამშვიდდი, ყველაფერი რიგზეა.
-ხეების უკან არიან, მიყურებენ, ელოდებიან როდის ჩაქრება სინათლე.
-ყველაფერი რიგზეა.
-მოვიტანე- მესმის ლელას ხმა და ფანარს მაწვდის- რა უნდა?
-რაღაცის ეშინია.
-ამან ხო გაგვიშრო სისხლი.
-არ დამტოვო აქ- მართმევს ფანარს და სინათის სხივები ოთახს იცავს.
-რა ხდება?
-ფანარს წამართმევს.- ღრიალებს
-ვინ?- ვეკითხები და ცისფერთვალება გოგო უკან დგამს ნაბიჯს
-ის- იშვერს თითს ლელასკენ
-ის ვერ შემოვა აქ, კარს ჩავკეტავ და ვერ შემოვა.
-კიდევ აქვს გასაღები- ამბობს და ლელასკენ ვიყურები
-რამდენი გასაღები გაქვთ სულ?
-ბევრი, მაგრამ სულელობს რაღაცას, დამაწყნარებელს გავუკეთებ და გაჩერდება.
-მიდით- ვამბობ და გოგო გაოგნებული სახით მიყურებს, ისევე როგორც ლელა
-რა?- ვეკითხები
-არაფერი- მპასუხობს ჩურჩულით
-არ გაუკეთებთ?- ვუტრიალებ კითხვას
-მოვიტან ნემსს, მაგრამ დღეს ხომ გავუკეთეთ და ბევრი არ შეიძლება.
-ფანარი არ წაართვათ და არ შეხვიდეთ ოთახში.- ვეუბნები მკაცრად და თავს მიქნევს.
გოგოს კარს ვუხურავ და კივილს იწყებს.
-ფანარი რომ მოვალ ჰქონდეს.
-გასაგებია ექიმო.
საავადმყოფოდან გავდივარ, მანქანაში ვჯდები და ფანარის სხივები ჩემკენ მოდის, ყურადღებას არ ვაქცევ და სახლში მივდივარ, რაღაცას მიმალავენ, მაგრამ რას ვერ ვხვდები, სახლში დაბრუნებული სინათლეს ვანთებ და მაგიდასთან ვჯდები, საშინლად დაღლილი ვარ, ტილოში შეხვეულ ხაჭაპურებს ვუყურებ და მეღიმება, კიდევ კარგი ეს მაინც იყო დღეს რაღაც კარგი, ჩაის გასაკეთებლად ფეხზე ვდგები, მადუღარას ვრთავ და ჭიქის ასაღებად რომ მივდივარ იქვე დადებულ ჯვარს ვხედავ, რომელიც ვერცხლისფერ ჯაჭვზე კიდია, მე ასეთ ჯვარს არ ვატარებ, ჟრუანტელი მივლის და არ ვიცი რა გავაკეთო.



№1 სტუმარი Drogon

ქართულ ფსიქიატრიულში მოხვედრა ისედაც ჩემი ყველაზე საზარელი შიშია და ნუ ეხლა ხო ვაბშე:)))

 


№2  offline წევრი Tkemali

სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხებსაც რომ არ ტოვებ უყურადღებოდ, კიდევ ერთი რამ რაც ძალიან მიყვარს შენი, როგორც მწერლის blush ჩვენს "საგიჟეებში" მართლაც სავალალო მდგომარეობაა, არაფერი გაქვს გადაჭარბებული. ეს რაც ვიცით და რაც არ ჩანს, ღმერთმა უწყის კიდევ რა საშინელ პირობებში ჰყავთ პაციენტები, წარმოდგენაც არ მინდა pensive რა გითხრა გეგი, ყველანაირად მაგარი ბიჭი ხარ , არასოდეს დავიღლები ამის გამეორებით!

 


№3  offline წევრი Hilalli

ძაან კაია ❤️ გააგრძელე

 


№4  offline მოდერი GEGI გეგი

Tkemali
სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხებსაც რომ არ ტოვებ უყურადღებოდ, კიდევ ერთი რამ რაც ძალიან მიყვარს შენი, როგორც მწერლის blush ჩვენს "საგიჟეებში" მართლაც სავალალო მდგომარეობაა, არაფერი გაქვს გადაჭარბებული. ეს რაც ვიცით და რაც არ ჩანს, ღმერთმა უწყის კიდევ რა საშინელ პირობებში ჰყავთ პაციენტები, წარმოდგენაც არ მინდა pensive რა გითხრა გეგი, ყველანაირად მაგარი ბიჭი ხარ , არასოდეს დავიღლები ამის გამეორებით!

heart_eyes heart_eyes

Hilalli
ძაან კაია ❤️ გააგრძელე

heart_eyes

 


№5 სტუმარი სტუმარი Laliko

ვაიმეე ისედაც როგორ ცივა და ბოლოს ისე დამაჟრიალაა :):):) შეუდარებელი ხარ და მალე დადე ახალი თავი.

 


№6  offline მოდერი GEGI გეგი

სტუმარი Laliko
ვაიმეე ისედაც როგორ ცივა და ბოლოს ისე დამაჟრიალაა :):):) შეუდარებელი ხარ და მალე დადე ახალი თავი.

heart_eyes heart_eyes

 


№7 სტუმარი Tiko tikuna

საუკეთესო ხარ გეგიიი??❤❤

 


№8 სტუმარი სტუმარი Nita

ოოხ გეგი რას გვიშვრები მოკლედ ქართველი სტივენ კინგი ხარ

 


№9  offline წევრი წერო:)

მოქმედება ხონშია?დდდდდდდ

 


№10 სტუმარი სტუმარი მაკო

როგორ დავიძაბე რომ იცოდე,თან ისე წერ რომ თითქოს მეც იქ ვარ და ორმაგი ადრენალინია.არაჩვეულებრივი ხარ და ველოდები შემდეგ თავს.

 


№11 სტუმარი სტუმარი მაია

ეს რა იყო სერიოზულად შემეშინდა ის ექიმები ვინ არიან ნეტა.. გეგი მართლა ჩვენი სტივენ კინგი ხარ

 


№12 სტუმარი სტუმარი ლიკა

ხომ ვთქვი ahs asylum მონაგონი იქნება მეთქი

 


№13  offline აქტიური მკითხველი terooo

იმ გოგოს ძალით აგიჟებენ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent