შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალისფერი თოვლი


5-11-2019, 16:36
ავტორი Hilalli
ნანახია 1 169

# თავი 1

1944 წლის 4 ნოემბრის საღამოს ჩვეულებრივზე მეტად ციოდა. პაბიდან რომ გამოვედი და მეგობრებს დავემშვიდობე საშინელმა სუსხმა დამიარა მთელს სხეულში, რომელსაც ლუდისაგან გახურებული სხეულიც კი ვერ უძლებდა. მკაცრად გადავწყვიტე სიცივისათვის გამეძლო და სახლამდე დარჩენილი 800 მეტრი ფეხით გამევლო. თავზე ნაცრისფერი კეპი ჩამოვიფარე, ამავე ფერის შალის მანტოს საყელო ავიკეცე, შიგნით ნიკაპი თბილად მოვათავსე, იღლიაში წიგნებითა და სამეცნიერო კონსპექტებით სავსე დიპლომატი ამოვიჩარე, მანტოს ჯიბეებში გაყინული ხელები ჩავალაგე და გზას გავუდექი...
სახეზე ზამთრის სიცივე იმდენად მირტყავდა თვალების გახელის სურვილიც არ მქონდა, უსინათლოსავით მივუყვებოდი გაყინულ ტროტუარს. თვალებს არც გავახელდი, რომ არა ის საოცარი სიცილის ხმა რომელმაც უეცრად გამომაფხიზლა და თვალის ჩინი დამიბრუნა... მზგავსი ხმა არასდროს მსმენია, ანგელოზის სიცილს ჰგავდა. საყელოდან გაყინული თავი ამოვყავი და თვალების ცეცება დავიწყე. მხოლოდ ახლაღა მივხვდი, რომ ზამთრის პირველი თოვლი წამოსულა. ჩემი მზერა საჯარო ბიბლიოთეკის კიბეებთან გაჩერდა რომელზეც პატარა ალისფერ თმიანი გოგონა წამომჯდარიყო, ხელით ფანტელებს იჭერდა და ისე ლამაზად იცინოდა თითქოს ეს ხმა უბიწო სულიდან ამოდისო... მსგავსი არაფერი მენახა პაწაწინა ცხვირი სიცივისაგან სულ მთლად გაწითლებოდა, ალისფერ კულულებზე მხრებზე რომ დაჰფანტვოდა თეთრი ფიფქების თალხი ებურა, მოკლე სახელოებიანი მოღერილი კაბა ეცვა, რომელიც ღამის პერანგს უფრო წააგავდა, ასე თხლად ჩაცმული, ფეხშიშველი თავს ისე თბილად და ბედნიერად გრძნობდა ზღაპრის ფერიას ჰგავდა...
გზაჯვარედინი გადავკვეთე და მისკენ გავემართე , რაც უფრო ვუახლოვდებოდი უფრო მშვენიერდებოდა... ზამთრის სუსხს ფანტავდა მისი ტკბილი სურნელი... როგორც კი პირველ საფეხურზე ფეხი შევდგი შეხტა და უკან დაიწია, პაწაწინა სახე მუხლებში ჩარგო და თავზე ხელები წამოიფარა... პატარა ჩიტივით დაფრთხა რომელსაც გალიაში უპირებენ გამოკეტვას...
წამიერად შვჩერდი, არ მინდოდა შემეშინებინა
⁃ ნუ გეშინია, არაფერს დაგიშავებ - თბილად მივუგე და ნელა გავაგრძელე გზა
თუმცა უნდობლობა ისევ ეტყობოდა მისი გულის ცემა მესმოდა საშინლად გაუხშირდა წამიერად თავი ურჩხული მეგონა ისეთი შეშინებული მიყურებდა
⁃ არაფერს დაგიშავებ... დახმარება მინდა - ნაზად მივუგე და მანტოს გახდა დავიწყე.
უეცრად სახე ამოწია და დიდი კაშკაშა მწვანე წყლიანი თვალებით ამომხედა... მარცხენა თვალზე ჩალურჯება, შუბლზე ნაკაწრები და გახეთქილი ალისფერი ბაგეები დავინახე. თითქოს გულში სარი ჩამარჭესო ისეთი ტკივილი ვიგრძენი. არ მესმოდა როგორ უნდა მოქცეოდი ასე საშინლად ამ მშვენიერებას. მანტო გავიხადე და მისკენ წავწიე რომ მომეხურებინა თუმცა ისევ დაფრთხა და უკან დაიწია
⁃ გთხოვ ეს მოიხურე... ძალიან ცივა... არაფერს დაგიშავებ უბრალოდ დახმარება მინდა... - ფრთხილად მოვახურე მანტო და ისევ უკან დავიხიე შემაძრწუნებელი დუმილით მიმზერდა და ტუჩებს იკვნეტდა - შემიძლია დაგეხმარო... დაიკარგე? გინდა სახლამდე მიგიყვანო?
⁃ არა! - შეშინებულმა საოცარი ხმით წარმოთქვა
თვალები დავხუჭე თითქოს მისი ხმის გაგონებას ველოდი ამდენხანს და დავმშვიდდიო
⁃ აქ რომ ცივა იცი არა? გაიყინები... სახლში წასვლა რატომ არგინდა?
⁃ არ მინდა... იქ არ დავბრუნდები - მკაცრად მიპასუხა
მივხვდი, რომ ეს რაღაცით უკავშირდებოდა მის ნაცემ სახეს და ძალა აღარ დავატანე. მაგრამ ქუჩაშიც ვერ დავტოვებდი ამიტომ ჩემთან წასვლა შევთავაზე, თუმცა როგორც კი მივხვდი რომ ეს შეთავაზება აშკარად ცუდად ჩანდა გადავასწორე და ვუთხარი:
⁃ შემიძლია რომელიმე ახლომდებარე სასტუმროში დაგაბინავო ან ეკლესიამდე მიგიყვანო... იქ აუცილებლად შეგიფარებენ - ამის გაგონებაზე ცოტა დაწყნარდა და განვაგრძე - უბრალოდ შენი დახმარება მინდა არაფერს დაგიშავებ გპირდები, აქ ვერ დაგტოვებ ამ სიცივეში დილამდე ცოცხალი ვერ გაძლებ ნება მომეცი დაგეხმარო კარგი?
⁃ კარგი - ჩუმად წარმოთქვა თითქოს შიში გაუქრა
⁃ წამოდი თბილ ადგილას წავიდეთ! - გავუღიმე და ხელი გავუწოდე - მე დიმიტრი მქვია
⁃ ალისეა - ჩემს ხელს დაეყრდნო და წამოდგა
⁃ ლამაზი სახელია... აქ არ გაიყინე? - საფეხურები ფრთხილად ჩავიარეთ და გზას გავუდექით
⁃ კი ძალინ ცივა... - გაიღიმა - მაგრამ ფიფქები ძალიან ლამაზად ცეკვავენ
⁃ პოზიტივს აშკარად ინარჩუნებ ეს კარგია - გამეცინა
⁃ რაარის პოზიტი? - ცნობისმოყვარე თვალებით ამომხედა
⁃ პოზიტივი - გამეცინა - ეს ნიშნავს დადებით განწყობას
⁃ ლამაზი სიტყვაა - გაიღიმა
საშინლად უცნაური იყო მაგრამ ეს მომწონდა.... ეკლესიისკენ ნელა მიმყავდა რომ მასთან ყოფნის ბედნიერება გამეხანგრძლივებინა
⁃ ეს ჩანთა რატომ დაგაქვს?
⁃ ეს დიპლომატია - შეეტყო არც ეს სიტყვა არ ესმოდა მაგრამ აღარ ჩამეკითხა - შიგნით ძალიან საინტერესო წიგნები დევს
⁃ წიგნები... - ბედნიერმა წარმოთქვა
⁃ გიყვარს კითხვა? - სიცივე სულ დამავიწყდა ისე მათბობდა თავისი სიახლოვით
⁃ არ ვიცი
⁃ კითხვა არიცი? - გამიკვირდა - მეგონა ეგ დრო წარსულს ჩაბარდა ქალებს განათლების მიღების უფლება რომ არ ქონდათ
⁃ რა არის განათლება?! - ისევ იმ ცნობისმოყვარე თვალებით ამომხედა
⁃ ციდან ჩამოვარდი? - გამეცინა
თავი დახარა თითქოს ვაწყენინე მაგრამ მართლა არ ვიცოდი ამდენი უცხო სიტყვა მისთვის როგორ ამეხსნა თანაც ეკლესიას მივუახლოვდით და უნდა დავმშვიდობებოდი... კარი ჩაკეტილი იყო დავაკაკუნე მაგრამ ჩედა საბედნიეროდ კარი არავინ გამიღო ცოტახანს ველოდე შემდეგ კი მივუბრუნდი და პატარა ანგელოზს მოვუბოდიშე რადგან არვიცოდი რომ ღამით კეტავდნენ ეკლესიებს, სახეზე ეტყობოდა არც თითონ იცოდა ამის შესახებ რამე
⁃ წამოდი ჩემთან წაგიყვან
სახეზე ისევ აშკარა უნდობლობა გამოესახა
⁃ არაფერს დაგიშავებ... ქუჩაში ხომ არ დარჩები არა? ფეხშიშველი ხარ და მართლა ძალიან თხლად გაცვია უბრალოდ დახმარება მინდა ჩაის დაგალევინებ, ცხელ წვნიანს გაჭმევ, ზედმეტი ოთახიც მაქვს და იქ დაიძინებ... რამის დაშავება რომ მინდოდეს უკვე დაგიშავებდი... - ხელი გავუწოდე - მენდე კარგი?
არაფერი უთქვამს ნაზად დამადო ხელი და მანიშნა რომ მომყვებოდა. ალბათ სხვა არჩევანი არც ჰქონდა, ქალაქის ტემპერატურა -10 ამდე ადიოდა, ასეთი ცივი ნოემბერი არასდროს გვქონი. თუმცა იმ მომენტში ეს ჩემს წისქვილზე ასხამდა წყალს. მისი ნდობა როგორც კი მოვიპოვე თავში უამრავმა საშინელმა აზრმა გამირბინა, თუმცა ეს აზრები თავიდან მალევე ამოვიყარე და გზას შინისაკენ გავუდექით.



№1 სტუმარი სტუმარი მაშო

აუუ გაგრძელე ძაან მომწონს

 


№2  offline წევრი Maia G.

საინტერესოა ძალიან,კარგად წერ,გააგრძელე აუცილებლად❤

 


№3  offline წევრი Hilalli

სტუმარი მაშო
აუუ გაგრძელე ძაან მომწონს

კი გავაგრძელწბ აუცილებლად ❤️

Mai dire mai
საინტერესოა ძალიან,კარგად წერ,გააგრძელე აუცილებლად❤

მადლობა ❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი nancho

რაღაცა ძალიან საინტერესო დაიწყოოო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent