შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გიჟის გიჟური სიყვარული - III +18


6-11-2019, 12:30
ავტორი GEGI გეგი
ნანახია 3 498

ხაჭაპურს ვღლოღნი და ხელში ჯვარი მიჭირავს, აშკარაა რომ ეს აქ არ იყო და ლიზას რომ ეპოვნა აუცილებლად წაიღებდა. ჩემი ბუნებრივია არ არის, შუაღამით ვერაფრით ვერ მოვისვენე, ვფიქრობდი ცისფერთვალება მხატვარზე და საწოლიდან წამოვდექი, ძლიერი წვიმა იყო, მანქანაში ჩავჯექი და სიცივისგან დასაცავად უკანა სავარძლიდან ჩემი თეთრი ხალათი ავიღე, საავადმყოფოს შესასვლელთან ბუნებრივია დაცვა არ დამხვდა, არც გამკვირვებია. ახლა აქცენტი მხოლოდ იმ ფანჯრისკენ მაქვს გადატანილი, რომელშიც ის მხატვარია და იქ ისევ ბნელა, სწრაფად შევვარდი შენობაში და პირდაპირ მისი ოთახისკენ წავედი, კარი გავაღე და სრულ სიბნელეში ვერაფერი დავინახე, ტელეფონის განათება ჩავრთე და საშინელი სიცივე ვიგრძენი, გაიელვა, საწოლზე არავინ იყო, დაიქუხა, ნელა დავიხარე და საწოლის ქვეშ შევანათე, იქაც არავინ იყო, მერე კი ჩუმი კვნესა მომესმა და სწრაფად ავწიე თავი საწოლიდან და ოთახს თვალი მოვავლე, არავინ იყო, საერთოდ არავინ, მძიმე სუნთქვა მესმის.
-აქ ხარ?- დავიჩურჩულე- მოვედი ნუ გეშინია
გაიპარა, რა თქმა უნდა, გაიპარა, გავიფიქრე და გასავლელისკენ წავედი და ისეთი ხმა შემომესმა თითქოს ცხოველმა დაიბღავლა, ფანრის კვალიც არსად იყო, ტელეფონის ეკრანს ახლა უზაროდ ვანათებ ყველგან და ჩემი თავის მეც მეშინია, რაღაც იდიოტობას ვაკეთებ, მაგრამ ნელი მოძრაობით ჭერზე ვანათებ და კედელზე აკრულ გოგოს ვხედავ, გაყინული თვალებით რაღაცას მიშტერებია და სახეზე თმები ჩამოშლია, არა, სისულელეა, იქ, ნერწყვს გაჭირვებით ვყალაპავ და სინათლე მის თვალებში ირეკლება.
-ლელა- საიდან მაქვს ძალა რომ ვიყვირო არ ვიცი მაგრამ ვღრიალებ
ჩემს ხმაზე გოგო თავს ჩემკენ ატრიალებს და ჭერიდან მოწყვეტით ეცემა საწოლზე, ვარდება და იატაკზე პირდაპირ სახით ეცემა, მასთან მივრბივარ, თავს ვაწევინებ და მის სახეს ხელში ვიჭერ, კბილებს ძლიერად აჭერს ერთმანეთზე და ღრიალებს.
თეთრ საღამურში გამოწყობილი ლელა მაშინვე ჩემთან ჩნდება
-რა გინდა აქ ექიმო?- მეკითხება გაკვირვებული
-სად ჯანდაბაშია მისი ფანარი?- მაგრამ კითხვის პასუხი უკვე ისედაც ნათელია- შენ გამოართვი?
ლელა ყვირილზე შეხტა და უკან გადადგა ნაბიჯი
-რა ჯანდაბა ხდება ამიხსნი?
პაუხს არ მცემს
-რა, დროზე მიდი ტკივილგამაყუჩებელი და ცივი წყალი მოიტანე, სუფთა რამე, სისხლი მოსდის.
-ახლავე- ამოიხავლა ქალმა
გოგოს ხელში ვიყვან და საწოლზე ვაწვენ, მომეჩვენა, მომეჩვენა, სისულელეა, როგორც ჩანს ზემოთ ავიდა, მაგრამ როგორ. ლელა აგვიანებს, გარეთ გავდივარ და ჩამრთველზე ინსტიქტურად ხელს ვაჭერ და ოთახში სინათლე ინთება, დერეფანში თეთრხალათიანი ლელა მორბის და ხელში პირველადი დახმარების ნივთები მოაქვს. ყუთს ვხსნი და ბინსტს ვერ ვპულობ.
-ბინტი ან ბამბა არ გაქვთ?
-არა- მპასუხობს მშვიდად
-თქვენ სულ გააფრინეთ? ეგ მაინც არ ღის ძვირი.
-არ დაგვჭირვებია?
-რას ნიშნავს არ დაგჭირვებიათ?- ტონს ვეღარ ვაკონტროლებ და ისევ მაჟრიალებს.
სახიდან სისხლს ვწმენდ და ჭრილობას ვუმუშავებ, მაგრამ არ ვიცი, როგორ მოვახერხე ეს ყველაფერი, ხელი მიკანკალებს და ამას ლელაც ამჩნევს.
-რა ნახე ექიმო?- მეკითხება გაოცებული
ვერ ვეტყვი, ვერ ვენდობი ამიტომ თავს ვუქნევ
-ფანარი რატომ გამოართვი?
-მე?
-ხო თქვენ, მე აქ არ ვყოფილვარ.
-მე, დამჭირდა.
-სისულელეა, შუქიც თქვენ ჩაუქრეთ რომ სიბნელეში დარჩენილიყო, რა ინტერესი გაქვთ ამ პაციენტის, რას ხლართავათ გამაგებინეთ?
-შუქში ჩვენ, ჩვენ, ჩვენ.
-თქვენ არაპროფესიონალები ხართ, თქვენ ყველაზე უპასუხისმგებლო ,უმაქნისი გუნდი ხართ და მე თქვენს შეცვლაზე აუცილებლად ვიზრუნებ.
-რა ნახეთ?- ისევ მისვამს კითხვას
დაჟინებული ვაშტერდები, სხუელი უთრთის და ხელები უკანკალებს, ხელისგულზე კი მისი მობილურის მკრთალი განათება ჩანს.
-მე არაფერი მინახავს, ჩემთან ერთად სურათის გადაღება თუ გინდათ მითხარით და გადავიღებ, ახლა კი თქვენი კამერა გამორთეთ სანამ კიდევ შემრჩა ძალა რომ ნორმალურად გესაუბროთ.
ლელას ისე ეცვლება სახე რომ საკუთარ თავს წამებში ყიდის
-გამორთეთ მეთქი ეგ წყეული ტელეფონი- ვღრილებ და ქალი ხტება, ეკრანს ხელს აჭერს და თავს ხრის.
-რატომ მიღებდით?- ვუსვამ კითხვას და რომ არ მპასუხობს ისევ ვუმეორებ- რატომ მიღებდით, გგონიათ რომ სიტყვებში გამომიჭერთ და ჩემს წინააღმდეგ გამოიყენებთ ამ ყველაფერს? არა, იმიტომ რომ მე უამრავი დოკუმენტი და ფიტო მაქვს თქვენს წინააღმდეგ და ეგ საოცოდავი ვიდეო არაფერს შეცვლის.
-შუქი უნდა ჩოუქროთ- ურცხვად ამბობს
-რატომ?
-უნდა ნახოს.
-რა?- გავიოცე
-რისთვინაც მოვლიან აქა.
-ვინ მოვა ან რა უნდა ნახოს?
-მომავალი, მაგისთვინ დადიან აქა.
-თქვენც აქ უნდა დაგამწვდიოთ ადამიანმა, დაცვა სად ჯანდაბაშია შეგიძლიათ მითხრათ?
-შემოვლაზე იქნება.
-რას ამბობთ, სულ შემოვლაზე როგორაა, ზის ალბათ ღუმელთან და ტელეფოსნ ჩაშტერებია, დაუძახეთ მოვიდეს ახლავე.
-კარგი- მიქნევს თავს და გადის
გოგოს სახეს ვუყურებ ისევ გაშტერებულია და ჭერში იყურება, სისხლის ახლ ნაკად ვწმენდ და გაყინულ ხელზე ხელს ვადებ, საოცრად ლამაზი და უცნაურია, უცნაური ფერის თვალებით და ლამაზი სხეულით, ძლიერი ქარი ამოვარდა, თავი საშინელებათა ფილმში მგონია, წყლის წვეთების ხმაც კი მესმის, იცეთი ცივია ოთახი რომ აქ გაჩერება შეძლებელია, საბანს მჭიდროდ ვაკრავ სხეულზე და გოგო მოულოდნელად ჩემკენ ატრიალებს თვალებს, ხრიალებს და რაღავის თქმას ცდილობს, ჯიბიდან ჯვარი ამომაქვს და მის სახესთან მიმაქვს.
-თქვენია ეს ჯვარი?- ვეკითხები და სხეული ეჭიმება და კანკალს იწყებს
-თქვენ გვერდით ვარ, ყველაფერი კარგადაა- ვამბობ და ღმუილს არ წყვეტს, ხელზე ხელს მიჭერს და ჯვრის გამორთმევა უნდა, ჯვარს ყელზე ვუკეთებ და სხეული უმშვიდდება.
-ესეც ასე, დაგპირდით და ჯვარი მოგიტანეთ.
-ვერ ვპოულობ ექიმო- ისეთი ხმით მეუბნება ქალი რომ ვხტები.
-დაურეკეთ ნომერი არ გაქვთ?
ქალი ტელეფონს დუტის ჯიბიდან იღებს და ისე ეძებს ნომერს რომ მე მიყურებს, გაოცებული მე მას ვუყურებ მანამ სანამ ტელეფონის ხმა არ მესმის, უკან ვიყურები ხმა ქართან ერთად ფანჯრიდან შემოდის, ლელა ფანჯარასთან მირბის და მერე კივის, ტელეფონი ხელიდან უვარდება და გარბის, ვერ ვხვდები რა დაინახა, ამის გარკვევა მეც მინდა, მაგრამ ნელი ნაბიჯებით ვუახლოვდები ფანჯარას, სინათლის შუქზე ტალახში მამაკაცის სხეულია, პირდაღებული, თვალებგაფართოვებული და არ სუნთქავს, სწრაფად გავდივარ ოთახიდან და ლელას გზაში ვეწევი.
-რა მოხდა?
-მოკვდა, მოკვდა, მოკვდა- კალთაზე ხელსებს იჭერს ქალი და ბოლო ხმაზე კივის.
ტელეფონით სასწრაფოს და პოლიციას ვიძახებ, წვიმაში გავდივართ, დაცვა მკვდარია.
-იმ ქაჯმა მოკლა- ღრიალებს ქალი
-მას ვერაფერს დაუშავებდა- ვღრიალებ ხმაურის დასაფარად
-მაგის ნამოქმედარია, ვერ იტანდა სულ- სუნთქვა უჭირს ქალს- მომაშორეთო ამბობდა.
-რა უნდოდა მის ფანჯარასთან?
-ეტყობა გაქცევა სცადა და მივიდა ეს საწყალი დედა- ქალი თავს აქნევს
-გაქცევა რომ აქედან არ შეუძლია, ეს თქვენც კარგად იცის და მანაც
-რა გინდა მითხრა ახლა რომე ამხელა კაცი ასე ტყვილა გადაბრუნდა?
-ამას გაარკვევენ თქვენ კი დაბრუნდით ოთახში და პაციენტებს მიხედეთ, შეშინებულები იქნებიან. ნახევარ საათში პოლიცია მოდის, ექსპერტიზისთვის ამზადებენ და დაკითხვას იწყებენ.
-პაციენტმა მოგვიკლა ბატონო- არ ჩერდება ლელა
-ძალადობის კვალი პირველადი დათვალიერებით არ ჩანს, როგოც ჩანს გულის პრობლემები ჰქონდა, გახსნილი შარვალიც სხვა რამეზე მეტყველებს, სხვა მიზანი ჰქონდა ბატონს იმ ფანჯარასთან.
ლელას ფერი ეცვლება და მერე მე მიყურებს, თანაგრძნობას რომ ვერ ღებულობს ჩუმდება.
პოლიცია გვტოვებს და სხეულიც მიაქვთ, ლელა მოთმით იწყებს ტირის.
-ამდენი წელი მუშაობდა სწყალი აქა და ვერ გეიხარა ამ უბედურმა, რა უქნა იმ საქონელმა ქალმა.
-საკმარისია- ვაწყვეტინებ ცივად
-შენ ახლაი მოსული ხარ და რა იცი, რას გეიგებ რა გვიჭირს და რა გვილხნს, იმდენს გიხდიან რომ ჩვენ ყველა არ ევიღებთ ერთად თვეში, შენ რა იცი რა გვიჭირს, ჩამოხედი ქალაქიდან და აღარ იცი რა ქანა.
-მე ის ვიცი რომ ადამიანობა დაკარგული გაქვთ და ჯერ კიდევ გასარკვევია რატომ ჩაუქრეთ შუქი პაციენტს, როდესაც ის გთხოვდათ რომ დაგეტოვებინათ.
-პაციენტი უნდა მიხვდეს რომ ეგ არ არსებობს.
გოგოსთან ოთახში ვბრუნდები, ისტერიულად ქანაობს და ჩემ დანახვაზე ტირილს იწყებს.
-გემუდარები აღარ წახვიდეთ, გთხოვთ- ლოგინიდან ხტება და ჩემ წინ იჩოქებს, ფეხებზე მეხვევა და მთელი სხეული უთრთის
-არსად არ მივდივარ, აქ ვარ.
ვფიქრობ დამამშვიდებელი დავალევინო თუ არა, მაგრამ ის რაც მე ვნახე არც მე მაწყენდა.
ჩემ ფეხებზე შემოხვეულ გოგოს თეთრ ხელებს ვუყურებ და გულისცემა ყურებში ინაცვლებს, თუმცა მალე კარის ხმა მესმის, უკან ვტრიალდები და შაკეტილ კარს ვუყურებ, მერე გისოსების ხმა ისმის, ვიღაცამ ჩამკეტა და ეს რთული მისახვედრი არ უნდა იყოს, გასაღებების შეკვრა აღარ მაქვს, დავიძაბე, გოგო ჩემ ფეხებს მოშორდა და რამდენიმე ნაბიჯი ფანჯრისკენ გადადგა, თვალებუ აატრიალა, ისე რომ მხოლოდ სითეთრე დარჩა, ტელეფონს ვიღებ და მოციმციმე ეკრანს ვუყურებ, ყოველ შეხებაზე ეკრანი ქვრება და უკვე პანიკური შიში მიცავს, თუმცა უფრო უარესი რა შეიძლება მოხდეს, მბჟუტავი ნათურა სკდება და ნამსხვრევები ხედ მეყრება და გოგო კივილსაც არ აყოვნებს, რატომ ვხედავ მის თეთრ თვალევს ვერ ვხვდები, მაგრამ ფაქტია რომ ვხედავ, ტელეფონი ხელიდან მივარდება, მძიმედ ვსუნთქავ, მთელი სხეული მითთრთის და სიჩუმე.
-მიტრიალდი და არ გამოიხედო- მისი სახე მოაქვს ჩემ სახესთან- თუ მოიხედავ მოკვდები
ისეთი ქარი ამოვარდა მეგონა ფანჯრებს შემოამტვრევდა, ფეხის ხმა მესმის, მერე ჩემი ტელეფონის ეკრანი არ ჩერდება, ოთხზე დამდგარი გოგო კედელზე ასვლას იწყებს, თვალებს ვხუჭავ და კარისკენ ზურგით ვდგები, ჩურჩული მესმის, ვიღაც გაურკვეველ ენაზე საუბრობს, ისევ მძიმე სუნთქვა და გოგოს ხმა, რაღაცას ესაუბრება, მაგრამ ვის ვერ ვიგებ, იქნებ ჯობდეს რომ შევტრიალდე, მაგრამ აქ ყველაფერი რიგზე ვერ არის, სხეულის დამშვიდებას ვცდილობ, მაგრამ ხმები ამის შესაძლებლობას არ მაძლევს, ტელეფონის ხმა ფიქრებიდან მრთავს და მის ასაღებად ხელი უკან მიმაქვს, ცივ იატაკზე ჩემი ტელეფონის მოძებნას ვცდილობ, ვპოულობ ვეხები, მაგრამ ცივი ფეხის მაბიჯებს და მაშინვე ვიყინები, ზურგზე ვიღაც ხელს მადებს და უკან მექაჩება, იატაკზე ვეცემი და თავს ძლიერად ვურტყამ, წამიერად თვალს ვახელ და საწოლის ძირს ვუყურებ, ვიღაც არის იქ, ორი მანათობელი თვალი მომშტერებია და მერე ჩემკენ მოდის, თვალებს მაშინვე ვხუჭავ და ახლა გრილი სუნთქვა ჩემ სახეზე ეცემა, მერე ისევ ძლიერი დაცემის ხმა ისმის და გოგო კივილს იწყებს, მალე კარის ხმაც ისმის და ვიღაც ოთახში შემოსვლას ცდილობს, მაგრამ ეს დრო უსაშველოდ იწელება, კარის გაღებასთან ერთად სინათლე შემოდის ოთახში და იქვე ასვეტებულ ფიზიკოს ვხედავ, უცნაურად მიყურებს კისერი მხრებში ჩაუგავს და გასავლელისკენ მთელი სისწრაფით მივდივარ, ისე რომ ვეჯახები და გზას ვითავისუფლებ, სიბნელიდან სინათლეში გაფითრებული გოგო მოღოღავს.
-აღარ დამაბრუნო იქ- მესმის მისი ხრიალი- აღარ შემიყვანო, გეფიცებით კარგად მოვიქცევი.
-როგორ გამოხვედი?- გამშრალ პირში ენას ვერ ვატრიალებ
კაცი მიყურებს და იმორცხვებს
-ლელამ მომცა გასაღები- მპასუხობს მშვიდად
-თვითონ სად არის
-მოკალიო, მე არ მინდოდა- იწყებს ტირილს კაცი
-თემურ, ექიმო მოკალით მოკალით?- ვხვდები რომ უკვე ამ ყველაფრის გააზრება ძალიან მიჭირს
-მოვიდნენ, მოვიდნენ და მითხრეს უხმე და გადარჩებიო, მე კი არ მინდოდა, მითხრეს, თუ არ მოკლავ შენც მოგკალვთო





№1  offline წევრი წერო:)

ეეუჰჰ დედაა ლელას უყურე შენ!ეგ უუნამუსო,გაუზრდელი,ტუტუცი,გველაძუა მუდუ ეგ!
დავინტრიგდიი ახალ თვას ველი მოუთმენლად♡♡

 


№2 სტუმარი სტუმარი Sofi

Kai gvegadavebi es ra patara tavebia dawyebuli ara aris ukve damtavrda

 


№3 სტუმარი სტუმარი მაია

ვაი ეს რა იყო მარა არ მეყო მეტი და მეტი მინდა...

 


№4 სტუმარი სტუმარი მაკო

არაჩვეულებრივი იყო როგორც ყოველთვის,ველოდები შემდეგს.

 


№5  offline წევრი Tkemali

გეგი, "ექშენში" რომ შევედი, მაშინ მორჩა. არ არის ეს კაი საქციელი smiley

 


№6 სტუმარი მამამია

ოოო გეგი რა იყო ეს ბრრრ

 


№7 სტუმარი lina

ეხლახანს დავიწყე თქვენი ისტორიების კითხვა. ყველა ძალიან მომწონს. გეგი, ჩემი აღმოჩენა ხართ!

 


№8 სტუმარი სტუმარი Tea

ჩემი ბიჭი მოწოდების სიმაღლეზეა როგორც ყოველთვის!!

 


№9  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

Vau !
rogorc yoveltvis aghmafrtovana am
istoriam.
gelodebi imedia male ikneba

 


№10 სტუმარი სტუმარი Lu Miki

როგორც ყოველთვის შეუდარებელი

 


№11 სტუმარი Gvanca

Rodis dadeeb?

 


№12 სტუმარი სტუმარი მაია

გეგიი სად დაგვეკარგე?

 


№13 სტუმარი ,,,,,,,

დაგადოთ როგორც ყოველთვის :D

 


№14  offline აქტიური მკითხველი terooo

პირველად ხდება რომ ვერაფერს ვიგებ და ისე ჩამითრია მაგიჟებს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent