my Boss Is Driving my Crazy - ანუ როგორ შემიყვარდა ლუკინიო
ტაქსიდან გადმოვედი და ნელ-ნელა წავედი მაღალი შენობისკენ, ვიტრინის მინაში ჩემს თავს გამახნევებლად გავუღიმე და იმ დღეს უკვე მეხუთედ შევათვალიერე საკუთარი ტანსაცმელი. ტანზე მუხლებამდე კაბა მეცვა, ოდნავ ამოღებული გულით, ფეხზე კი ეგრეთწოდებული „კაზაჩოკები“ . იმაში საბოლოოდ დარწმუნებულმა, რომ კარგად გამოვიყურებოდი, გზა განვაგრძე და მალე მაღალი შენობის კარი შევაღე. რა თქმა უნდა, ადამიანური რესურსების განყოფილებაში ასასვლელად დაცვამ პირადობა მომთხოვა, სტუმრის საშვი მომცეს და ავედი. როგორც იქნა სამსახურის შოვნა მეღირსა. ეს ფაქტი თან მახარებდა და თან მწყინდა. ვიცოდი, ნორმალური ხელფასი რომ მექნებოდა და ცოტას ამოვისუნთქებდი, მაგრამ ფინანსური დირექტორის ასისტენტობაზე არასდროს მიცონებია. ფსიქოლოგიურზე ვსწავლობდი და ბავშვების ფსიქოტერაპევტად მსურდა მუშაობა, მაგრამ მესამე კურსის დახურვის შემდეგ აკადემიურის აღება მომიწია. დედაჩემი და მამაჩემი ფინანსურად ვეღარ მეხმარებოდნენ, როგორცკი ჩავაბარე მამამ საბურთალოზე სამ ოთახიანი „ხრუშჩოვკა“ მიყიდა და სწორედ მაგ „ხრუშოვკის“ კრედიტის დაფარვას ახმარდა მთელ თავის ხელფასს. დედა დიასახლისია, ადრიანად გათხოვდა და თავის ცხოვრებაში ერთი დღე არ ქონდა მუშაობის გამოცდილება. ლიფტში რამოდენიმე ადამიანთან ერთად მომიწია შესვლა და როგორც რუსები იტყვიან ხოლმე „по закону подлости” მეთოთხმეტემდე თითქმის ყველა სართულზე, მასივების მარშუტკასავით ჩერდებოდა, რომ ხალხი ჩასულიყო. ტელეფონს ნერივულად ვათამაშებდი ხელში და ჩემს მომავალ უფროსზე, ლუკა შარაშენიძეზე ვფიქრობდი, რომელის ასისტენტობის ხელშეკრულებაზეც, სულ რამოდენიმე წუთში მოვაწერდი ხელს. როგორც იქნა გავედი ლიფტიდან და ნათიას კაბინეტი შევაღე. ნათია შერჩევის სპეციალისტი იყო და სწორედ მან მიმიჩნია ლუკას ასისტენტობის შესაფერის კანდიდატად. - ნათია გამარჯობა, შეიძლება? კარები შევაღე და ვეცადე რაც შეიძლება მხიარულად გამეღიმა და ნერივულობა არ შემტყობოდა - ნინიიი მოდი, გელოდებოდი. მოდი უცბად გადახედე კონტრაქტს და მოაწერე ხელი, როგორც მოვილაპრაკეთ ყველაფერი ისე იქნება, ხელფასს თვითონ ლუკა გეტყვის, ასისტენტების ხელფასს თვითონ უფროსები ადგენენ, ასეთია ბანკის პოლიტიკა და რა ვქნათ გენაცვალე, ჩვენ არავინ არაფერს გვეკითხება ხო იცი, არადა მთელი ბანკი ჩვენ შრომაზე დგას... გულდაწყვეტით, თან სწერვულად გაიცინა და კონტრაქტი გამომიწოდა. ორ წამში გადავხედე და ხელიც უცბადვე მოვაწერე. ნათიას დავემშვიდობე, ისევ ლიფტში ავედი და მეთხუტმეტე სართულს მივაჭირე, ფეხითაც შემეძლო ასვლა მაგრამ არ მინდოდა პირველად ლუკას აქოშინებული და გულაჩქარებული ვენახე. არ იქნებოდა მთლად კარგი შთაბეჭდილება ჩემი აზრით. ლიფტიდან გავედი თუ არა 501 - ე კაბინეტი მალევე დავინახე, დიდი, მკვეთრი ასოებით ეწერა ლუკას სახელი და გვარი. ნათიასგან გამოსული ლუკას კაბინეტთან მისვლამდე იმ აზრის მომხრე ვიყავი, რომ როგორც ყველა ნორმალური ადამიანი მოიქცეოდა მეც ისე მოვქცეულიყავი, ღიმილით შემეღო კარი და მივსალმებოდი, მაგრამ ნორმალური არც არასდროს ვყოფივლარ რაც თავი მახსოვს, სწორედ ამიტომ კარის სახელურს ხელი რომ მოვკიდე ტვინში ყველაზე საშინელმა და ბილწმა აზრებმა გამიევლა რაც ოდესმე ვინემსგან გამიგონია ან ფილმში მინახია უფროსის და ასისტენტის ურთიერთობაზე. წამიერად გამახსენდა დედაჩემის ნათქვამი, ყველა უფროსი თავის ასისტენტთან „საქმეს იჭერსო“, რა იგულისხმა საქმის დაჭერაში თავადაც მიხვედბით. ასევე რამოდენიმე ფილმის სცენაც ტრიდესავით დავინახე, ზოგში უფროსს და მდივანს კაბინეტის მაგიდაზე ქონდათ სექსი და მდივანს ზურგში პასტები და სტეპლერის ტყვიები ერჭობოდა აქტისას, ზოგში სცენაში კიდე სამსახურის პარკინგზე ყავდათ მანქანა გაჩერებული და იქ ეძლეოდნენ თადავიწყებას. ამის წარმოდგენას მომენტალურად მოყვა იმის გაფიქრება, ასეთ საქციელს რა შთაბეჭდილება ექნებოდა საზოგადოების, მეგობრების და ნათესავების მხრიდან. მაგრამ ამ აზრების გაფიქრება და უკუდგებდა ერთი იყო. მე არ ვიყავი ასეთი. არ მივეკუთვნებოდი გოგოების იმ კატეგორიას სექსზე უცბად რომ დანხმდებოდნენ. ვიცოდი, ათასი პროცენტით და მეტით დარწმუნებული ვიყავი, რომ ადამიანი თუ არ შემიყვარებოდა, მასთან არც ფულის, არც კარიერის და არც არანაირი სარგებლის გამო არ გავაბავდი ურთიერთობას. ოცდაოთხ წლამდე ისე მოვაღწიე რომ არავისთან არაფერი მქონია, მხოლოდ ორჯერ ვაკოცე ჩემ კლასელს ბიჭს, ისიც ბავშვობიდან რომ მიყვარდა მაგიტომ. ჩემი სასიყვარულო და სექსუალური გამოცდილება სულ ამით შემოიფარგლებოდა. ამის გააზრებაზე ისე დავმშვიდდი გეგონება ვენაში ორი დოზა დიაზეპამი შემიყვანეს, გამამხნევებლად გავიღიმე და ლუკას კაბინეტის კარები შევაღე. უცბად მეგონა სხვაგან მოვხვდი, ბანკის დერეფნებისგან და ნათიას კაბინეტისგან სრულიად განსხვავებულ დიზაინის ოთახში ამოვყავი თავი. ყველაფერი თეთრ და ბეჟ ფერში იყო გადაწყვეტილი, ერთი კედელი მთლიანად დიდი ვიტრაჟი იყო და მთელი ჭავჭავაძის გამზირი ხელისგულივით ჩანდა, ოთახში კი საშინლად სასიამოვნო ადეკალონის სურნელი ტრიალებდა. თუმცა, სიმართლე გითხრათ არ ვიცი ამ ყველაფერეზე დაკვირვება ორ წამში როგორ მოვახერხე და ლუკას შეხედვისას გული როგორ არ გამიჩერდა. საკამოდ თამამად შევედი ( თითქოს ის ნინი მე არ ვიყავი ორი წუთის წინ საშნელებებს რომ ფიქრობდა და ორივე ხელის მტევანი ფეთიანივით უკანკალებდა ) და გავუღიმე. - გამარჯობა, ლუკა ხომ? ხო სწორად მოვედი? სახეგაბრწყინებული ფეხზე წამოხტა, ელვის სისწრაფით მოქანდა და თბილად ჩამომართვა ხელი, როგორცკი ახლოს მოვიდა მისი ადეკალონის სუნმა თითქოს მთლიანად ამავსო. - ნინი ხო? ძაან სასიამოვნოა, ნათიამ დამირეკა ორი წუთის წინ, მითხრა რო მოდიოდი და კი ვიფიქრე ამდენ ხანს სად დაიკარგა ეს გოგო და ხო არ გადაიფიქრა სამსახურის დაწყებათქო მთლად სასაცილოდაც ვერ გამოუვიდა მაგრამ დაძაბული სიტუაცია უცბად განმუხტა, მეც სიცილი ამიტყდა და თვითონაც, თავი გავუქნიე და მივაშტერდი, უთბილესად მიღიმოდა, იმ წამს როგორ წარმოვიდგენდი ეს ღიმილი ჩემთვის ცხოვრებაში ყველაზე და ყველაფერზე ძვირფასი რომ გახდებოდა... ბანალური ფრაზაა, მაგრამ მეგონა ყველაზე სიმპატიური მამაკაცი დავინახე, ჩემზე საკმაოდ მაღალი იყო და ისეთ ტიპს მიეკუთვნებოდა გოგოები „დათუნია ბიჭებს“ რომ ეძახიან. - უფ რა კარგად ვიცინე, შემო დაჯე, აი შენი მაგიდა იქეთაა და მე როგორც შემეძლო ძალიან ვეცადე კომფორტულად მომეწყო და ისე დამეხვედრებინა მარა შენ როგორც გენდომება ისე შეცვალე ოკეი? მანამდე დაჯე ტახტზე და მითხარი რომელ ყავას დალევ, კაპუჩნო, ესპრესო, ამერიკანო თუ ლატე? აი სად მქონდა დარხეული, ვერასდროს ვერ ვარჩევდი ამ ყავებს ერთმანეთისგან, მინდოდა არ შემემჩნია და რომელიმე რენდომად მეთქვა მაგრამ ამ ადამიანის დანახვისას ისეთი სიახლოვე ვიგრძენი მინდოდა გულწრფელი ვყოფილიყავი. ხო, თუნდაც ყავის საკითხში. - აუ რძიანი რომელიც არის ეგ, ბოდიში რა გოიმად ნუ ჩამთვალო მარა ვერ ვერკვევი მაგ ყავებში - გოიმად რატო უნდა ჩაგთვალო? თავიდან მეც ვერ ვერკვეოდი მარა ჩემი „პერო“ პარტნიორების გადამკიდე მიწევს. ანუ ლატე გინდა გადასარევი, მეც ეგ მევასება ძაან. აპარატიდან ორ წამში ჩამოასხა, მომცა და თვითონაც გვერძე დამიჯდა. წესით მდივანი მე ვიყავი და ყავაც მე უნდა მეკეთებინა ხოლმე მაგისთვის ხო? ღმერთო შენ მიშველე რა სისუელეებზე ვფიქრობ - აბა მომიყევი შენ შესახებ, ნუ ნათიასგან კი ვიცი მარა მაინც რა - რავი 24 ის ვარ და ფსიქოლოგიურზე ვსწვალობ, მესამე კურსი დავხურე და აკადემიური ავიღე რომ მემუშავა მაგრამ შენ არ იფიქრო რო სწავლის გაგრძელებისას მივატოვებ სამსახურს, თუ კმაყოფილი იქნები ჩემი მუშაობით შევათავსებ ლექციებს, ისედაც გვიან მაქ ხოლმე. - ვიცი ხო ნინ რაზეა ლაპარაკი, პროსტა თუ ფინანსური საკითხია და რამე მე შემიძლია წიანსწარ მოგცე სწავლის თანხა და ხელფასიდან ჩამგოეჭრება ხოლმე რა ცოტ ცოტა, ვაფშე არ იქნება პრობლემა თუ გინდა რავი. ნიიინ? ნამდვილად ეგრე მომმართა? - არა არა ლუკა დიდი მადლობა, უკვე გავაფორმე აკადემიური თან დასვენება მირჩევნია წელს ხო გესმის. - კი როგორ არა, მოკლედ ხელფასს რაც შეეხება ორიათასი ლარი გექნება ხელზე, ხო მისაღებია? რამდენიიი? რამდენი? შანსი არაა, ვიცოდი რომ ცუდი ხელფასი არ იქნებოდა მაგრამ ორიათასი? მთელი ჩემი ნერვები მოვთოკე იქვე ხტუნაობა რომ არ დამეწო, ყავა მოვსვი და მშვიდად ვუპასუხე: - კი კი როგორ არა, სრულიად მისაღებია ოღონდ მისაღები კი არა გადასარევია, სასწაულიაააა ღმერთო არც კი მჯერა - ხოდა ძაან კაი, დაიწყებ ხო დღეიდან? დღეს პროსტა მეილებს ჩაუჯექი რა, გადახედე რამე რუმე და ხვალიდან ნელ-ნელა ყველაფერს გასწავლი რაც უნდა ქნა, დღეს ძაან გადარბენა მაქ და არ ვიცი მოვიცლი თუ არა თან არც მინდა პირველ დღეს ბევრი რამე რო მოგაყარო - კი კი ჩავუჯდები, არა კაცო მომაყარე აბა რისთვის ვარ აქ რეებს ვბოდავ? რა კი? რა არა? რა ქვია მომაყარე? ღმერთო მომკალი - ოკეი ძაან კაი, მიდი მაშინ შეგილია დაიწყო აქ ვარ თუ რამე დაგჭირდა დამიძახე კაი? ნებისმიერი რამე, ორზე შეხვედრაზე გავდივარ და მერე აღარც მოვბრუნდები ალბათ დღეს და სანამ აქ ვარ მოომაყარე კითხვები თუ გექნება - კი კი აუცილებლად, მადლობა ხელფასის ციფრის გაგონებისგან და ლუკას ადეკალონისგან გაბრუებული წავჩანჩალდი ჩემ მაგიდასთან და დავჯექი, სახე ხელებში ჩავრგე და გაღიმებულმა იმაზე ფიქრი დავიწყე რამდენი რამის გაკეთება შემეძლო ხელფასს რომ ავიღებდი. უფროსწორად ჩემ თავს ვაჯერებდი რომ ხელფასის გამო ვიღიმებოდი მარა ხო ვიცოდი რომ ასე არ იყო? ხომ ვიცოდი რო ის მიხაროდა ლუკა ესეთი თბილი, ნორმალური და არა ღიპიანი ბონძღი უფროსი რომ აღმოჩნდა? კი ეგეც ძაან მიხაროდა და ჩემ მიმართ რომ სითბო გამოიჩინა ეგეც. გასვლისას თბილად დამემშვიდობა და მარტო დამტოვა, მაგის კაბენტში გასვლა და დათვალიერება მომინდა მაგრამ ვერ გავბედე, ბანკი იყო ბოლო ბოლო და ყოველ ფეხის ნაბიჯზე კამერები იქნებოდა, ალბათ უფროსების კაბინეტშიც კი. ამიტომ აღარ გავრისკე , ჩემ მაგიდასთან დავრჩი და ექვსამდე ვქექავდი წინა ასისტენტისგან დანატოვარ ფაილებს და ექსელის ცხრილებს. სახლში რომ მივედი ცხრა ხდებოდა, ჭავჭავაძიდან ვაჟამდე ფეხით წამოვჩიქჩიქდი. იმდენად გახარებული და ბენდიერი ვიყავი მინდოდა რამეში გადამეტანა ეს ენერგია და თან ლუკაზე ნაკლები მეფიქრა. მთელი გზა ვუმტკციებდი ჩემ თავს რომ ბუნებრივია ახალგაცნობილ კაცზე ამდენი რომ გეფიქრება, მითუემტეს როცა ის შენი უფროსი უნდა იყოს და ამიერდან ყოველდღე უნდა შეხვდე, მითუმეტეს როცა თბილად მოგიღო და თავისი ხელით მოგიმზადა ყავა, (ის კი არ ქნა მდივანი ხარ უკვე ჩემი და მიდი ჰა, ყავა გამიკეთეო) მითუმეტეს იმიტომ, რომ მაღალი ხელფასი გაიმეტა ჩემთვის, მაგრამ როცა ქაფებით სავსე აბაზანაში ჩავწექი და მოვდუნდი მივხვდი, რომ არანაირი „მითუმეტეს“ არ არსებობდა. შეუძლებელი იყო, გამორიცხული იყო რომ მე, ნინის რომელსაც მთელი თინეიჯერობა და თინეიჯერობის შემდეგ მთელი ექვსი წელია რავინ მომწონებია ლუკა შარაშენიძე ასე უცბად ჩამივარდა გულში? მარიამს მსგავსი აზრი რომ დაეშვა მომკლავდა. მარიამი ჩემი საუკეთესო დაქალია და უკვე ორი წელია რაც უსაყვარლეს რეზიზეა გათხოვილი. მარიამის რეაქციაზე გაფიქრება და მისგან მოსული sms-ის ხმა ერთი იყო, ტელეფონი ავიღე და ვუპასუხე. ცოტა ხანს თავს ძალა დავატანე რომ სხვა რაღაცეებზე მეფიქრა, შემდეგ დუში ავიღე და ინტიმური ადგილისკენ წავიღე, ამ განტვირთვას ყოველთვის ისე ვაკეთებდი რომ არაფრის წარმოდგენა და ფანტაზიორობა არ მჭირდებოდა, ამიტომაც ვერ ვიგებდი რაღა ეხლა ხდებოდა ის რომ ამის დაყწების წინ ლუკას ღიმილი და მაგის ადეკალონის სურნელი მახსენდბეოდა? ამის გაფიქრებაზე დუშს ეგრევე ხელი გავუშვი და რაკუნით დავაგდე აბაზანის ფსკერზე. შანსი არ იყოს რომ ეს გამეკეთებინა, მასტურბაციისას ჩემს ახალ უფროსზე არ ვიფიქრებდი. უცბად ისევ დაიწრიპინა ტელეფონმა, არ გამკვირვებია, მარიამს სათქმელი არასდროს არ ელეოდა და რაღაც თუ გაახსენდებოდა ღამის სამ საათზეც შეეძლო ჩემთვის მოწერა უპრობლემოდ. ამიტო ახალი ჭორის გასაგებად უცბად დავხედე ტელეფონს და უცხო ნომრის დანახვისას გული ისე ამიჩქარდა მეგონა ზედა მეზობელი გაიგებდა, სანამ გავხსნიდი მანამდეც ცხადად მივხვდი ვინ იყო. ხელის კანკალით, მაგრამ წამის მეასედში გავხსენი მესიჯი : იმედია კმაყოფილი ხარ პირველი სამუშაო დღით, ბოდიში ადრე რომ მომიწია წასვლა და ვერ მოგაქციე ყურადღება, ხვალ გამოვასწორებ, ტკბილი ძილი, ლუკა. რამდენი ხანი მეღიმებოდა არც ვიცი, მაგრამ იმდენი ხანი ნამდვილად, რომ აბაზანაში წვალებით ავსებული წყალი ბოლომდე გაციებულიყო. მოკლე პასუხი სხაპასუპით მივწერე. უკვე თბილ ლოგინში ჩაწოლილმა, რამდენჯერაც დავხედე მესიჯს, იმდენჯერ მემეჩვენა რომ ვიღაცა ჩემ გულს ხელებით შეეხო და მოეფერა. მთელი ცხოვრება მე და მარიამი იმ ხალხს დავცინოდით ერთ და ორ დღეში რომ უყვარდებოდათ ბიჭი, მაგრამ მგონი ამიერიდან, სხვის ნაცვლად ჩემი თავისთვის მომიწევდა ხოლმე დაცინვა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.