ბიჭი ფანჯრიდან (11 თავი)
- ასე რომ არ შეცვლილიყო სიტუაცია ეს ამბავი ჩემთან ერთად მოკვდებოდა... ნუ დეტალების მოყოლას არც ახლა ვაპირებ, მაგრამ ზოგადად მინდა იცოდე ჩემი და ლანას ურთიერთობა ვერ აეწყობა. პატივს ვცემ შენს გამო მაგრამ ვერასოდეს შევიყვარებ. მაწუხებს ეს ამბავი იმიტომ, რომ დედაშენთან შეიძლება სიტუაცია დამიძაბოს ამ ყველაფერმა... ჯანდაბა... რა რთულადაა ყველაფერი... არა მაინც დის დაქალთან რომანის და თან არასერიოზულის რამ მოგაფიქრა? ქალი დაილია?... - ძალიან იყო გაბრაზებული. თითქოს, ეს წუთია ახალი ამბავი შეეტყო. - კატო ახლავე ჩავალ თბილისში და ორივეს თმებს ხელზე დავიხვევ. მერე მართლა შეუძლებელი იქნება კოჰაბიტაცია. გიჯობს შენ მომიყვე, რომ ცივილური გამოსავალი ვიპოვოთ. - მდიე მერე ტყე-ღრე... ნუ მიყურებ. არაფერსაც არ გეტყვი. შენს დასთან თუ შეიმჩნევ რომ რამე იცი. ისე გადავიკარგები კვალსაც ვერ იპოვი. - და რას მთავაზობ? სი*ივით შორიდსნ ვუყურო ერთმანეთს როგორ ხოცავთ? - კარგად იცი, რომ აფერისტული ურთიერთობები არ მიყვარს. მითუმეტეს არ არსებობს ვინმეს უსამართლოდ მოვექცე. ასე რომ ჩემს საქციელზე ნუ ინერვიულებ... თუმცა არც თვითონ მიმიღებს ზუსტად ვიცი. - გახსოვს ის გამო*სირებული დიტო დვალიშვილი რომ მოგწონდა? -მოულოდნელად დაიწყო ტატომ . - ღმერთო ჩემო რა ჯანდაბამ გაგახსენა ეგ ტიპი. თან კარგად იცი, რომ არ მომწონდა. ლეილას ჯინაზე ვიჩემებდი. - ეს ახლა ვიცი... მაშინ მეც ოსტატურად გამაცურე. ლამის გავგიჟი, როცა ჩემი თხოვნის მიუხედავად შუაღამით ჩემი მანქანიდან გადახვედი და მას ჩაუჯექი. სი*რივით დამტოვე... თითქოს მე კი არა ტაქსის მძღოლი ვყოფილიყავი... იმ დღეს საკუთარ თავს დავპირდი, რომ მაგრად დაგიკიდებდი... დავლიე... იცი როცა მთვრალი ვარ რაც მემართება. ნინო აღმოჩნდა ჩემთან. საჭირო დროს საჭირო ადგილას. ერთად ვიწექით... კარგად მახსოვს, რომ ქალიშვილი არ იყო. დილას კი დრამა დადგა და ცრემლად დაიღვარა. უნდოდა შემტენვოდა მაგრამ ჩაუვარდა ნომერი. რამოდენიმე ხანს საერთოდ არ ვნახულობდი. მერე არ ვიცი როგორ და რანაირად მაგრამ ლანასთან ერთად გამეჩითა ჩემს სახლში... ეჭვი მაქვს რომ სპეციალურად დაუახლოვდა. მაგრამ ამას აღარ აქვს მნიშვნელობა. მთავარი ისაა, რომ ორივემ ძალიან კარგად იცოდა და იცის მე რა მინდა... ვინ მინდა... იმედი მაქვს ცივილურად შეხვდებიან ჩემს გადაწყვეტილებას. არადა გზა ფართოა... - მხრები აიჩეჩა ბიჭმა. კატო ერთხანს გაჩუმებული უყურებდა. მერე არჩია თემა შეეცვალა და მხიარულად დაიწყო. - ქმარო წამიყვანთ საჭმელად თუ ისევ განაგრძობთ წარსულში ნავარდს? იცოდე განატრებ რომ მართლა "ვითომ ქმარი" ყოფილიყავი. - ტატოს გაეღიმა მის საქციელზე. უსიტყვოდ მოხვია წელზე ხელი და სახლიდან გაიყვანა *** - ამდენს ნუ ნერვიულობ. სულ ჩაგიშავდა უპეები. ეს დღეც ჩაივლის. - ამშვიდებდა სარკის წინ მდგარ საქორწილო კაბაში გამოწყობილ ცოლს ტატო. - ხელი მოვაწერეთ. ჯვარი დავიწერეთ. ღვთისა და ერის წინაშე 1 თვის ცოლ-ქმარი ვართ. ეს ხელმეორე ქორწილი რა საჭიროა გამაგებინა. ან ამ კაბის ჩაცმა მაინც არ დაეძალებინათ. - რაც თავი მახსოვს ლილი სულ ჩემს ქორწილზე ოცნებობს. გთხოვ ნუ ვაწყენინებთ. - ლილის წყენინება არ მინდა მაგრამ მეშინია ტატო. ლეილა... ნინო... ლანა... ერთი დღისთვის მეტისმეტია. თან სამივე ისეთია კაცმა არ იცის როდის რა მოუვათ თავში და რას მოიმოქმედრბენ... - ისტერიკაში ვარდებოდა გოგო. ტატომ სხვა რომ ვეაფერი მოიფიქრა ტუჩებზე დააკვდა... აი ზუსტად რომ დააკვდა. ლამის გონება დაკარგეს. ეს მათი მეორე კოცნა იყო. ისეთივე სპონტანური როგორც პირველი. ამავდროულად სასურველი... ნაოცნებარი... უზომოდ სასიამოვნო... მოწყდნენ ერთმანეთს მაგრამ ერთხანს თვალდახუჭულები იდგნენ ღია ბაგეებით. - მაპატიე. - გონს მოეგო ტატო. - გთხოვ არ გამიბრაზდე. - ძალიან ეშინოდა კატოს რეაქციის. რათქმაუნდა იცოდა რომ უყვარდა მაგრამ უნდოდა თავად ერიარებინა ეს და მასაც გადმოედგა ნაბიჯი. ახლა კი ფიქრობდა, რომ გაუაზრებელი ნაბიჯით დააფრთხო საყვარელი ქალი და განიცდიდა. - პირობა დაარღვიე... - მხოლოდ ეს თქვა გოგომ. მაგრამ ტუჩის კუთხეში ურჩი ღიმილი გაეპარა. ნეტავ გამბედაობა ჰქონოდა თავადვე გამოეჩინა ინიციატივა და უსასრულოდ გაეხანგრძლივებინა ნეტარი წუთები. *** ლანასგან განსხვავებით ლილიმ თბილად მიიღო რძალი. რამაც გააბრაზა ახალგამომცხვარი მული. იმედი ჰქონდა დედა მხარს დაუჭერდა. მან კი არამარტო მიიღო რძალი. არამედ ნამდვილი დღესასწაული მოაწყო და 300 კაციან ქორწილს უხდიდა. როგორც კი სახლის ზღურბლს გადააბიჯეს განაცხადა ჩემს მესამე შვილთან პატარა საქმე მაქვსო. რძალს ხელი მოკიდა და სხვა ოთახში გაიყვანა. - ეს ტატოს საძინებელია. დღეიდან შენიც. მინდა რომ ეს ნახო. კარი შეაღო და წინ გაატარა გაოცებული გოგო. კატო გაქვავდა... გაშეშდა... ნანახმა შოკში ჩააგდო. მთლიან კედელზე მხოლოდ კატოს ფოტოები ეკიდა. ჯერ კიდევ იმ დროინდელი როცა ერთმანეთს არც კი იცნობდნენ... სკოლის დროინდელიც კი. - ტატომ მითხრა ჭკვიანი გოგოაო... - დაიწყო ლილიმ. - იმედი მაქვს ასეა და ის ჭკუა დაგეხმარება მიხვდე თუ რამხელაა ჩემი შვილის სიყვარული შენს მიმართ. აქ ზუსტად 1806 ფოტოა. შენი ყოველი დღე 5 წლის მანძილზე. მე ერთადერთი პრეტენზია მაქვს და მექნება შენთან - ჩემი შვილი ბედნიერი იყოს. თუკი გულს ატკენ მას გპირდები, რომ ამ ქვეყნად ჩემზე დიდი მტერი არ გეყოლება. როცა შვილი გეყოლება მიხვდები ასე რატომაც მოვიქეცი. ახლა კი მხოლოდ ის შემიძლია გითხრა - კეთილი იყოს შენი ფეხი რძალო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.