შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვების ხარჯზე... (23 თავი)


8-11-2019, 10:46
ავტორი naattii
ნანახია 1 809

აუჩქარებლად ჩაჯდა სანდრო მანქანაში, პატარა ბარგი უკანა სკამზე გადადო და გზას გაუდგა. გადაწყვიტა ისეთ მონასტრებში წასულიყო, სადაც მუშა ხელი ყოველთვის საჭირო იყო და ბერებს დაეხმარებოდა. ამის გათვალისწინებით პირველად ყაზბეგისკენ წავიდა, ლომისაზე გადაწყვიტა პირველად წასულიყო. იცოდა როგორი მიუწვდომელი ტაძრები იყო და დარწმუნებული იყო დახმარებას შეძლებდა. წამით თვალწინ სოფიას სახემ გამოანათა, მაგრამ ღიმილით გააქრო და ისევ გზას გახედა. ყველაფერი კარგად იქნებოდა!

ძლივს მივიდა სოფია სახლამდე, იცოდა, რომ სანდრომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, იცოდა მათთვის და მათი ურთიერთობისთვის ასე აჯობებდა, მაგრამ მაინც გრძნობდა მონატრებას. იმაშიც დარწმუნებული იყო სანდროს ბოლომდე რომ დაელოდებოდა და მანამდე არ შეაწუხებდა სანამ არ იგრძნობდნენ, რომ დრო მოვიდა. ეს მათი სიყვარულის პირველი და უმნიშვნელოვანესი გამოცდა იქნებოდა. თუ გაუძლებდნენ, ჯილდოდ ერთმანეთს მიიღებდნენ, და თუ ვერა .... არა, ამაზე ფიქრი სრულიად ზედმეტი იყო. კარის ხმაზე ხელები ჩამოისვა სახეზე და ღრმად ამოისუნთქა, დრო მოვიდა დაბრუნებულიყო, დრო მოვიდა ისევ ძველი მასწავლებელი სოფია, თუნდაც დროებით დაებრუნებინა.ასე თავსაც უშველიდა, სულ ოდნავ მაინც გაიქარვება სანდროს არ ყოფნით გამოწვეულ მონატრებას და მოსწავლეებით შეივსებდა გულის ცარიელ ნაწილებს. ყველაფერი აუცილებლად კარგად იქნებოდა!



ტყუპები გაჭირვებით მიაძინა ლილუმ საწოლზე, ბავშვებს ძილი აშკარად არ მოწონდათ და სულ საწვალებელი იყო მათი დაძინება. ლილუ ყოველთვის სიცილით იძახდა, მირჩევნია ასი კაცი ვავარჯიშო ვიდრე ესენი დავაძინოო.
-გოგონებო გელოდებით_იოანემ დაიძახა მისაღებიდან და კინაღამ გაუღვიძა ძლივს ჩაძინებულები.
-გადაირიე? ძლივს დავაძინე ტერორისტები.
-ოოო, ბოდიში ბატონო, მაგათთან მოლაპარაკების თავი არავის გვაქ_ხელები აწია ბიძიამ სიცილით.
-აბა რა ხდება?_ბარბარეთი ხელში გამოვიდა ნენე. -იძახდი იოანე?
-კი ჩემო ტკბილუნიებოო_მაშინვე ჩამოართვა ცოლს ქალიშვილი და თავად მიიხუტა. -აბა, პომპეზური გახსნისკენ წიინ.
-ხო აბაა, წითელი ხალიჩა, ლენტი, ოქროს მაკრატელი და შამპანურები გაკლია მხოლოდ_თავი გადააქნია გაბრიელმა და სააბზანოსკენ წავიდა.
-მაქ რაღა გვინდა_გაკვირვებული მიყვნენ გოგონები და სულ გადმოყარეს თვალები უნიტაზთან რომ ჩაიმუხლა ბიჭი.
-მე მაგაში არ ჩავძვრები_ხელები გაასავსავა ნენემ.
-ჩვენ რა ჰოგვორტში მივდივართ თუ მაგიის სამინისტროში?_წარბი ასწია ლილუმ, თუმცა გაოცება მხოლოდ მერე გენახათ უნიტაზის უკან დამალული სახელური რომ გადაწია გაბრიელმა და სააბაზანოს პირდაპირ შუაში არსებული კარი ამოსწია.
-კეთილი იყოს თქვენი ფეხი ბუნკერში_საზეიმოდ გამოაცხადა იოანემ და ცალი ხელიც გაშალა.
ყველა ქვემოდ ჩავიდა ნელა და გაოცებული ათვალიერებდნენ კედლებს.
-აი თურმე რატომ გაგვიშვით მთელი თვით დასასვენებლად შარშან და თქვენ მონაცვლეობით გვაკითხავდით, ამას აკეთებდით არა?_გაოცებული შედგა ოთახის შუაგულში ლილუ.
-ნაგაზის შემდეგ რაღაც უნდა მოგვეფიქრებინა, მაშინ ჩვენ, ..... ჰმ ... კინაღამ ყველაფერი დავკარგეთ_ჩაახველა იოანმ და ბარბარეს ხელი ზურგზე დაუსვა. -ამიტომ მე და გაბრიელმა რაღაც მსგავსის გაკეთება ვცადეთ და მგონი გამოვიდა.
-სამზარეულოც არი?_ტაში შემოკრა ნენემ.
-ახლა ძალიანაც ნუ მოინდომებთ, სააბაზანოც მხოლოდ უნიტაზის ჩაკვეხება მოვახერხეთ_ხელები ასწია იოანემ.
დაკვირვებით მოათვალიერეს განათებული ოთახი, ერთი კუთხე მთლიანად ბავშვების კუთხეს დაეფარა, მეორე მხარეს კი დივანი იდო გასაშლელი და მასზე სხვადასხვა ზომისა და ფორმის პლედები. რამდენიმე სკამიც, მაგიდა, წყლის ბოთლები და ყველაფერი ელემენტარული ის, რაც ადამიანს შეიძლება რაღაც დროის მანძილზე დაჭირდეს. ერთი მხარე დაკედელი კი მთლიანად იარაღებს დაეფარათ. დიდად გარემონტებულს და ევრორემონტს ვერ უწოდებდით, თუმცა კომფორტულად შეძლებდა ადამიანი აქ რამდენიმე საათის ან თუნდაც დღის გატარებას.

-რაღაც გაშინებთ არა?_სიჩუმე დაარღვია ზემოთ ასულმა ლილუმ.
-უბრალოდ თავს ვიზღვევთ_ხელი მოხვია გაბრიელმა, -მე და იოანეს ისეთი სამსახური გვაქვს, თუ ნაგაზი ან ვიტალი არა, ვიღაც არანორმალური ყოველთვის გამოჩნდება, თქვენ და ბავშვები კი მუდამ უსაფრთხოდ უნდა იყოთ_თვალებში უყურებდა ცოლს და ერთი სული ქონდა დაემარტოხელებინა.
-გასაგებია, საწინააღმდეგოც არაფერი გვაქვს, პირიქით, ჩვენც ასე უფრო მშვიდად ვიქნებით_გახარებული მიეხუტა ქმარ-შვილს ნენე და ორივეს მაგრად აკოცა.
-ახლა ჩვენ სამსახურში წავალთ, გასვლისას დაცვის კოდს შევიყვან, თუ ვინმე ან შემოსვლას, ან კოდის გატეხვას, კარის შემოღებას, ნებისმიერ რამეს დააპირებს, მაშინვე სიგნალიზაცია ჩაირთვება, პირდაპირ მიდიხართ და სარდაფში იმალებით, ჩვენ კი მოვალთ და ყველაფერს გავარკვევთ, გმირობის დაწყება არცერთმა სცადოთ_ბოლო სიტყვები განსაკუთრებულად ცოლის გასაგონად წარმოთქვა გაბრიელმა და მოსაცმელი აიღო. -ქვემოდ ყველაფერი ხმა გაუმტარია, ამიტომ კარი როცა დაიხურება არც ბავშვების ატირების შეგეშინდეთ, მთავარია კარი დაიხუროს, გასაგებია?
-გავიგეთ გაბრიელი, წადი მალე, რომ მალევე დაბრუნდეთ_კოცნით გააცილა ორივემ ქმრები და ჩაფიქრებულებმა გადახედეს ერთმანეთს. რამდენიმე წამში სიგნალიზაციამაც დაიწკაპუნა და მშვიდად მიუბრუნდა ორივე თავის საქმეს.

მშვიდად მიყვებოდა კონსტანტინე უკან მოცინარ მამა-შვილს და გარემოს ათვალიერებდა. ნაყინზე დაპატიჟა აკაკიმ შვილი და ახლა ბავშვობას იხსენებდნენ ბედნიერი სახეებით. აკაკიმ სულ მარტო გაზარდა ქალიშვილი და მისი ყოველი ნაბიჯი ზეპირად იცოდა. არც ლილე ჩამორჩებოდა და მამას იმედის გაცრუების საშუალებას არ აძლევდა. ვერც კი შეამჩნია კონსტანტინემ ისე წამში მიუახლოვდა წყვილს შავი, დაბურულ მინებიანი მანქანა. წამში გადმოხტა იქედან სამი სრული ტანის მამაკაცი და მამა-შვილს დაესხა თავს. მაშინვე მოსწყდა ადგილს კონსტანტინე და მათკენ გაიქცა. მაინც დააგვიანდა, სანამ მივიდოდა აკაკი უკვე მანქანაში ყავდათ გაკოჭილი, მესამე კი ლილეს დაკავებას ცდილობდა, ლამის ყბა ჩამოუვარდა გოგომ წინააღმდეგობა რომ გაუწია, თანაც საკმაოდ კარგად. ჯერ დაბალ ქუსლიანი ფეხსაცმელი ჩაარტყა ფეხში, ყურადღება რომ მოადუნებია კაცს იდაყვი მუცელში მთელი ძალით ჩაარტყა, შემდეგ უცებ მოტრიალებულმა მუშტი პირდაპირ ცხვირში ჩაარტყა და არც მუხლი დავიწყებია კაცებისთვის სათუთ ადგილას. სანამ თავდამსხმელი ტკივილისგან ძირს გორავდა, ლილე მანქანისკენ მიიწევდა.
-მამიკოოო, _ აცრემლებული უყურებდა უკვე წასულ მანქანას და ამაოდ ცდილობდა დაწეოდა.
-გაბრიელ, დახმარება დამჭირდება, ქალაქში ვარ, ბჟოლებში, მეორე სკოლას რომ გამოცდები._ტელეფონზე საუბარს მორჩა კონსტანტინე და გოგოს გადახედა.
-ტყუილად მიზდევ, შენ მაინც ვეღარაფერს იზამ_ძლივს ამოთქვა სიტყვები, რადგან თავდამსხმელი მასზე სამჯერ დიდი იყო და წამოყენებას ცდილობდა.
-შენ ვიღა ხარ_ისევ მუშტი მოიღერა გოგომ.
-გაგიკვირდება დაშენი მცველი_თვალი ჩაუკრა ბიჭმა და ირგვლივ მიმოიხედა. -ჯობია გამომძიებლების მოსვლამდე სადმე ჩვენთვის მივიყუჟოთ. არამგონია დაბრუნდნენ თუმცა მაინც.
-და ასე ჰაერზე უნდა გენდო?_ფეხს არ იცვლიდა ლილე
-ისეთი კრივი გამართე აქ თუ რამე მეც წამში დამაგდებ_ლაღად გაუცინა ბიჭმა და მიტოვებული სახლის ეზოში შეათრია ზორბა კაცი, ლილეც უკან მიჰყვა, თუმცა მაინც ფრთხილად აკვირდებოდა ბიჭის მოძრაობებს.
-ასე ჩხუბი ვინ გასწავლა?_ინტერესი კლავდა კონსტანტინეს.
-ქალთა კლუბში დავდივარ, ლილია ჭანკვეტაძესთან._ბუზღუნით გასცა პასუხი და მთელი ძალით დაეხეთქა ეზოში არსებულ სკამზე.
-მოიცა, იმ ლილიასთან? ქალთა კლუბი აქვს?_თვალები გადმოსცვივდა კონსტანტინეს
-ის ლილია არ ვიცი ვინ არი_ცხვირი აუბზუა ბიჭს.
-მთავარი გამომძიებელი დაჩი თაბაგარის ცოლი ლილია.
-ხო, ლილიას და მის დას აქვთ გახსნილი, ქალი არც ისეთი დაუცველი არსებაა როგორ გონიათო, ორი წელია მათთან ვარ, იმდენჯერ იყვნენ გატაცებულები გამოცდილებასაც გვიზიარებენ და თავდაცვას გვასწავლიან, ასევე კარატეს_მხრები აიჩეჩა გოგომ.
-საღოლ თქვენ, შედეგი სახეზეა_ხელები სიცილით გაშალა ბიჭმა და სირენების ხმაზე გარეთ გაიხედა -გაბრიელ აქ ვართ_ხელი დაუქნია ტყუპებს და დაჭერილი თავდამსხმელი გადააბარა.
-თქვენ ჩვენთან წამოდით_ლილეს ხელით უჩვენეს გზა მანქანამდე.
-კიდევ შევხვდებით_ღიმილით დაემშვიდობა კონსტანტინე და მალევე მიიმალა ადგილიდან.

-მამა რამე უკანონოშია გახვეული?_აცრემლიანებული თვალებით იჯდა ლილე გამომძიებლების კაბინეტში და არ უნდოდა გაეფიქრებინა, რომ მამამ რამე დააშავა.
-არა ლილე, პირიქით, მამაშენი უკანონობას აღუდგა წინ და როგორც ჩანს ახლა ჩამოშორება განიზრახეს_მოწყენილი ხმით ჩაილაპარაკა გაბრიელმა.
-კიდევ 5 მოწმე გაქრა _ხმამაღალი საუბრით შემოვარდა იოანე ოთახში და ლილეს დანახვაზე მაშინვე დახურა პირი.
-მოწმეებს იშორებს_მუშტი დაჰკრა გაბრიელმა მაგიდას და მაშინვე წამოდგა. -შენ აქ დარჩი, ჩვენც როცა შევძლებთ დავბრუნდებით, თუ არადა კონსტანტინე მოგხედავს.
-მისი მოსახედი არაფერი მჭირს, თავს მშვენივრად მივხედავ_ისევ ცხვირის აბზუებით შეხვდა ბიჭის სახელს და კომფორტულად მოკალათდა დივანზე.
-მალხაზისთან სწრაფად_კაბინეტიდან გაქრნენ ტყუპები.
-აბა, გაგვანათლე, რას ფლობს ვიტალი? პირდაპირი და ირიბი ქონება ყველაფერი მინდა_კომპიუტერთან მოწყობილ კაცს მიუჯდა გვერდით.

ორი დღე ისე გავიდა სრული სიწყნარე სუფევდა, რაც ორმაგად არ მოსწონდათ ტყუპებს, არც სანდროსგან ჩანდა რაიმე ახალი, მხოლოდ ის იცოდნენ, რომ ბოლოს ლომისაზე იყო და გააგებინა რამდენიმე კვირით დავრჩები აქო. სოფიაზე არ ღელავდნენ, ორი კაცი მაინც დაყვებოდა უკან ყოველი შემთხვევისთვის, თუმცა ვიტალის ისინი არაფერში ჭირდებოდა, ეგონა სანდროს აფეთქებით გამოიწვევდა, მაგრამ ესეც არ გამოუვიდა. ახლა ეტყობოდა გამომძიებლებზე იყო გაბრაზებული და ისინი ყავდა მიზანში.
-რას აპირებთ, ყველა მოწმე აიყვანა, სავარაუდოდ უკვე მკვდრები არიან და თქვენ არაფერი არ გაქვთ_გამომცდელად გადახედა დაჩიმ ტყუპებს.
-მე მაქვს დიდი გეგმები და ისიც ვიცი დიდ ამბავს გამოვიწვევ, მაგრამ ახლა სხვა გზა არაა, ასე ნელნელა ყველას მოიშორებს, მინდა გამოჩენა ვაიძულო._ჩუმად დაიწყო გაბრიელმა
-მაინც რითი?_წარბები აწია დაჩიმ
-ჯანდაბაა, შენ მის გაბრაზებას აპირებ_სახეზე ხელები ჩამოისვა იოანემ და ფეხზე წამოდგა. -მგონია, რომ იმუშავებს, თუმცა კარგი არაფერი მოჰყვება.
-მოეშვით ტყუპურ საუბრებს და მეც მითხარით რა მოიფიქრეთ.
-გავაბრაზებ არა, განვარისხებ, ყველაფერს დავუყადაღებ რაც გააჩნია, იმ კერძო თვითმფრინავსაც ვითომ საიდუმლოდ რომ ყავს თბილისში, იმ საიდუმლო ანგარიშს გერმანულ ბანკში რომ აქვს, სხვის სახელზე გახსნილ ანგარიშებსაც და საბოლოო დარტყმა, იმ 6 მილიონიან ანგარიშს გავუყინავ ყოფილი ცოლის სახელზე რომ აქვს შვეიცარიაში.
-წყნარად ყურებას როგორ გვკლავს სათითაოდ მასე ჯობია_რამდენიმე წუთიანი ფიქრის შემდეგ თავი დაუქნია დაჩიმ.
-უფროსო, სასწრაფოა_თავი შემოყო მალხაზიმ, -სხვადასხვა ყაროდან მივიღე, რომ ვიტალის დიდი მზადება აქვს, თუ ვინმე სადმეა შეგზავნილი ყველა მოსალოდნენ შიდა ომზე ლაპარაკობს, ვიტალის დიდი გადატრიალების გეგმები აქვსო, თუ რომელიმე ქალაქში ვინმეს დაქირავება შეიძლებოდა ყველა ჩამოიყვანაო_სწრაფად საუბრობდა მალხაზი.
-ჯანდაბა, რაღაც დიდს აპირებს,_ ფეხზე წამოდგა დაჩი და დარბაზში გავიდა.
-ყურადღებით მომისმინეთ, ვიტალი გიორგაძე, რომელიც ამჟამად ძებნაშია, თავდასხმას აპირებს სავარაუდოდ ჩვენს ნებისმიერ ობიექტზე, ყველა შეიარაღდით, მე სხვა განყოფილებებს გავაფრთხილებ და ბრძოლისთვის მოემზადეთ.
-გოგოებს დაურეკე, სასწრაფოდ _იოანეს დაუბარა გაბრიელმა და თავად იარაღის საცავში შევარდა, კბილებამდე შეიარაღდა და ერთი იმდენი ძმისთვის წაიღო. რამდენიმე წამში გაბრიელის ტელეფონი განათდა:
-ვაჩე?
-გაბრიელ, მოემზადეთ, იწყება!_მხოლოდ სამი სიტყვა უთხრა და მაშინვე გათიშა.
იმ ღამით სამ ობიექტს დაესხნენ თავს, ქუთაისის მეორე განყოფილებას, გამომძიებელ ყიფიანების საცხოვრებელ სახლს და მთავარ პოლიციის ოფისს...
---------------
ვიცი სოფიას და სანდროს გაქრობა არ მოგეწონებათ მაგრამ ვიტალის ისტორია თუ არ დამთავრდა ისე ვერ წავალთ შორს, ერთი ან მაქსიმუმ ორი თავიღა დარჩა....



№1  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ვაიმე დასაწყისი ძალიან გრანდიოზულჯ გამოუვიდა ვიტალის, იმედია გოგოებს არაფერი დაემართებათ...

 


№2  offline წევრი წერო:)

ბოჟე მოიიი აქ რა ამბები ხდება დიდუუ აუ ძაან მაგარი თავი იყო სულ ვამოწმებდი ხო არაა ახალი თავითქო და რომ ვნახე ძაალიან გამიხარდა.♡♡♡
აუ ლილიაა გუშინ წავიკითხე მთლიანად ხელახლა და ახლაც რომ გამოჩნდა გამეცინა დდდ
ახალ თავს ველი სულით და გულით დდ

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

გოგოები რომ უსაფრთხოდ არიან მჯერა, მაგრამ იმედია ბიჭებს არაფერი მოუვა.უფ ნათი რა დროს შეწყვიტე რა.ძალიან კარგი თავი იყო.ლილია თავიდანვე ხო საოცრება იყო და ახლა ეს ქალთა კლუბი.არც გამიკვირდა მისი სახელი კიდევ ერთხელ რომ გავიგეთ.
--------------------
ლანა

 


№4 სტუმარი სტუმარი gvantsa

ვაა აი ეს საზიზღარი ვიტალიც დაიქოქაა,ვთქვი არ მომწონს ამის სიჩუმეთქო,ტყუპების სახლზე არ ვღელავ სავარაუდოთ კარგადაა დაცული მაგრამ სამსახურზე თავდასხმის დროს იმედია ტყუპებს არაფერი დაემართებათ :(

 


№5  offline წევრი ვიპნი

კონსტანტინეს და ლილეს წყვილი მომწონს უკვე heart_eyes ლილიაც რო გაიხსენე ეგ მაგარი იყო smile
გელოდებით ოქროსხელებავ heart_eyes

 


№6  offline მოდერი naattii

ღმერთო აი ვგიჟდები თქვენს კომენტარებზე ❤️ ვერც კი წარმოიდგენთ როგორ მოქმედებს ჩემზე თქვენი ასეთი შეფასებები. ძალიან დიდი მადლობა თვენ ყველას ❤️

 


ქარიშხალივით კი არა ტორნადოსავით დაგვატყდა თავს ვიტალი. დასაწყისი თუ ასეთი აქვს წარმოდგენაც არ მინდა გაგრძელება როგორი იქნება.
გოგონები კი უსაფრთხოდ არიან, მაგრამ ტყუპები და დაჩი ნამდვილად არა.
მოლოდინი არ მაქვს, რომ მოწმეები ცოცხლები იქნებიან, თუმცა სურვილი მაქვს ლილეს მამა გადარჩეს. მომწინს მე ლილეს და კოსტიას წყვილი❤ როგორი მებრძოლი გოგო გვყავს ეს❤
აუცილებლად უნდა აღვნიშნო ბატონი დაჩი თაბაგარის მეუღლე, მშვენიერი ლილია, რომელიც პირველი ქალი იყი, შენს ქალ, გმირებს შორის და რომელზედაც ვგიჟდები❤❤❤
ველოდები გაგრძელებას. არც ვაჩეს ჩუმად ყოფნა უნდა იყოს უმიზეზო და მგონი არანაკლები ტორნადო გველოდება.:)

 


№8  offline მოდერი naattii

რუსკიმარუსია
ქარიშხალივით კი არა ტორნადოსავით დაგვატყდა თავს ვიტალი. დასაწყისი თუ ასეთი აქვს წარმოდგენაც არ მინდა გაგრძელება როგორი იქნება.
გოგონები კი უსაფრთხოდ არიან, მაგრამ ტყუპები და დაჩი ნამდვილად არა.
მოლოდინი არ მაქვს, რომ მოწმეები ცოცხლები იქნებიან, თუმცა სურვილი მაქვს ლილეს მამა გადარჩეს. მომწინს მე ლილეს და კოსტიას წყვილი❤ როგორი მებრძოლი გოგო გვყავს ეს❤
აუცილებლად უნდა აღვნიშნო ბატონი დაჩი თაბაგარის მეუღლე, მშვენიერი ლილია, რომელიც პირველი ქალი იყი, შენს ქალ, გმირებს შორის და რომელზედაც ვგიჟდები❤❤❤
ველოდები გაგრძელებას. არც ვაჩეს ჩუმად ყოფნა უნდა იყოს უმიზეზო და მგონი არანაკლები ტორნადო გველოდება.:)

მერწმუნე ასე იოლად არ ჩაივლის ყველაფერი :D

 


№9 სტუმარი სტუმარი ანი

ოჰოოოო გახურდაააა... :დ
მალე დადე რა ^-^

 


№10  offline მოდერი naattii

მაპატიეთ რა, ბავშვები მყავს ვირუსიანი და დრო კიარა ხალისიც არ მაქვს წერის.იქნებ დღეს საღამოს რაღაც მოვახერხო

 


№11 სტუმარი სტუმარი ნესტანი

არ გამკვირვებია ის ვიტალი ისე გაბრაზდეს ტყუპებმა ვიცოდი ეგრე იქნებოდა მაგრამ სოფია და სანდროს გაქრობა არ მომეწონა მაგრამ კონსტანტინე და ლულის წყვილი მომწონს სოფია და სანდროს მაგონებს????????????

მადლობა ????????????????????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent