შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მძიმე გზა (მესამე ნაწილი) მეცამეტე თავი (25)


14-02-2018, 14:35
ავტორი fireending
ნანახია 1 805

-როგორ ჩაიარა პირველმა სამუშაო დღემ_ჰკითხა დათომ შვილს და საავადმყოფოს კაფეტერიაში მისი და სალომეს გვერდით ჩამოჯდა.-იმედი მაქვს კმაყოფილი ხარ
-კარგად ჩაიარა და ძალიან კმაყოფილი ვარ.ჩემი აქ გადმოსვლა სწორი გადაწყვეტილება იყო_უპასუხა სანდრომ და ყავა მოსვა
-მიხარია,რომ ჩვენთან ხარ_ღიმილით უთხრა სალომემ
-აქაურობა ძალიანაა შეცვლილი.დიდი ხანია არ ვყოფილვარ.მაგრამ იმედი მაქვს მალე შევეჩვევი.
-აბა რა_უპასუხა სალომემ და თან ტელეფონს დახედა-ანდრიაა-თქვა ქალმა
-რა იყო მოენატრე ბიჭს?_დაცინა დათომ
ქალს გაეღიმა.
-იცის რომელ საათზეც ვამთავრებთ და მწერს 10 წუთია გარეთ გელოდებიო.
-მართლა?ანდრია აქაა?_გაუხარდა სანდროს-მეც გამოვალ და ვნახავ.
-დათო შენ არ მოდიხარ?_ჰკითხა სალომემ და ფეხზე წამოდგა
-კი,თქვენ გადით და მეც გამოვალ._უპასუხა მამაკაცმა
...
-ხო ზურა.კარგი გასაგებია_ელაპარაკებოდა დათო ტელეფონზე ზურას
ამ დროს ოთახში სოფია შემოვიდა.დათომ ტელეფონი გათიშა.ქალი ქმართან მივიდა და მოეხვია.დათომ ცოლს აკოცა.
-ბიძია იყო?
-ჰო
-როდის ჩამოვა?არ უთქვამს?
-საფრანგეთში რაღაც საქმეები აქვს მნიშვნელოვანი და ცოტა ხნით შეყოვნდება.
-რა ცუდია,არ მიყვარს წასული რომ არის.
-მალე ჩამოვა.
სოფიამ უცნაური სახე მიიღო და მუცელზე მიიჭირა ხელი.
-რა მოხდა?კარგად ხარ?_შეეშინდა დათოს
-კი...უბრალოდ_გაეღიმა ქალს-მისი მოძრაობა ვიგრძენი
დათომ ქალს მუცელზე დაადო ხელი.მანაც იგრძნო პატარა არსების მოძრაობა.გახარებულები,ბედნიერი ღიმილით უყურებდნენ ერთმანეთს.ახლა მთელი არსებით შეიგრძნო,რომ მის სხეულში პატარა არსება იზრდებოდა,მისი ნაწილი.დიდი სიყვარულის ნაყოფი,დიდი ხნის ოცნება.საკუთარ მუცელს ეფერებოდა.ბედნიერად იღიმოდა და კიდევ არ ჯეროდა,რომ ეს ყველაფერი მის თავს ხდებოდა.
გახარებული ჩავიდა სამზარეულოში.გზაში კი სესილის შეხვდა.სოფიას გახარებული სახის დანახვაზე თვითონაც გაეღიმა.
-სოფია,თვალები გიბრწყინავს_უთხრა გოგონამ
-ჰო,დღეს ბავშვის მოძრაობა ვიგრძენი.ძალიან ბედნიერი ვარ,ეს შეგრძნება ყველაზე მაგარია_ბედნიერი და აღფრთოვანებული ხმით ლაპარაკობდა სოფია.
სესილის გაეღიმა,თუმცა თვალები აუწყლიანდა.
-რა კარგია_თქვა სევდიანად
იღიმოდა,მაგრამ ცრემლების შეკავება უჭირდა.
-რა მოხდა?კარგად ხარ?
-ჰო,მე ...მაპატიე_გოგონას ცრემლები ამოუვიდა.
სოფიამ გულში ჩაიკრა გოგონა და აწყნარებდა.
-დამშვიდდი გთხოვ.სესილი
-მე და ლევანი შვილებზე ვოცნებობდით,ხშირად მელაპარაკებოდა თუ როგორ ითამაშებდა მათთან ერთად,რას დავარქმევდით.ახლა კი ვიცი,რომ დედა ვერადროს გავხდები
სესილის სევდიანმა ხმამ ძალიან ატკინა გული სოფიას.
-ნუ ამბობ ამას საყვარელო,შენ ჯერ ახალგაზრდა ხარ
-მაპატიე გთხოვ,რა იდიოტივით ვიქცევი.მაპატიე.
-არაუშავს,შენი მესმის.არაა საჭირო ბოდიშის მოხდა.
-კარგი ,წავალ სანამ კიდევ რამე სისულელეს ვიტყვი._თქვა სესილიმ და ქვემოთ ჩავიდა.
გადაწყვიტა გარეთ გასულიყო და ცოტა ფეხით გაევლო.თბილი ჟაკეტი მოიცვა,რადგან ცივი ქარი უბერავდა და შემოდგომის ოქროსფერი ფოთლების მიმართულებას გაყვა.სასეირნოდ შედარებით წყნარი ქუჩა აარჩია.ირგვლივ გამეფებულ სიჩუმეს ,მხოლოდ გამხმარი ფოთლების ხმა არღვევდა,რომელსაც სიარულის დროს აბიჯებდა.თავს ცუდად გრძნობდა იმის გამო,რაც სოფიას უთხრა.ხვდებოდა,რომ დამნაშავე იყო,ამ გრძნობას ისიც უღვივებდა,რომ სოფია მასზე არ გაბრაზებულა და პირიქით ამშვიდებდა კიდეც.
ქარი გაძლიერდა,სესილის საკმაოდ შესცივდა.ჟაკეტი მჭიდროდ შემოიხვია.ჯიბეში ტელეფონის ვიბრაცია იგრძნო.
-სოფია_უპასუხა გოგონამ'
-სესილი სად ხარ საყვარელო?
-ვსეირნობდი
-ხომ კარგად ხარ?_ჰკითხა ქალმა მზრუნველი ხმით
-კი,კი არ ინერვიულო_დაამშვიდა სესილიმ
-კარგი,მალე დაბრუნდები?
-კი,უკვე მოვდივარ_უპასუხა გოგონამ
სესილიმ ტელეფონი გათიშა და ნაბიჯს აუჩქარა.ცა მოღრუბლული იყო და უნდოდა სახლში წვიმის დაწყებამდე დაბრუნებულიყო.თითქმის ათ წუთში სახლთან იყო.კართან სოფია შეხვდა,რომელმაც გულთბილად მიიპატიჟა ვახშამზე.უკვე დათოც და სანდროც სახლში იყვნენ.ყველანი მხიარულ განწყობაზე იყვნენ და ცოტათი სესილიც გამხიარულდა.უჭირდა დღევანდელი საუბრის შემდეგ მისთვის თვალებში შეეხედა,მაგრამ სოფია არაფერს იმჩნევდა,თუმცა ხვდებოდა სესილის რაც აწუხებდა,მშვენივრად ესმოდა მისი და ამიტომაც ყველანაირად ცდილობდა გოგონას თავი დამნაშავედ არ ეგრძნო.
ვახშმის შემდეგ სესილი მისაღებ ოტახში გამოვიდა.მაგიდაზე ცარიელ ფურცლებს და ფერად ფანქრებს მოჰკრა თვალი.გაეღიმა და დივანზე ჩამოჯდა.ფაქარი ხელში აიღო და ხატვა დაიწყო.ბვაშვობიდან უყვარდა ხატვა და კარგადაც გამოსდიოდა კიდეც.ხატვაში ისე გაერთო,რომ ვერც კი შეამჩნია სანდროს მოახლოება.
-რა კარგად ხატავ?
ფიქრებში გართული სესილი მოულოდნელად გამოფხიზლდა.
-მადლობა_უპასუხა მან და ხატვა განაგრძო
-ისევე კარგად ხატავ,როგორც დედა.რა კარგია ხატვის ნიჭი რომ გაქვს,მე არასდროს გამომდიოდა
გოგონას გაეღიმა.
-მთლად ეგრეც არ არის_უპასუხა მან
-რას ამბობ,ძალიან კარგად გამოგდის.კარგად ფერებს ერთმანეთს_სანდრომ ნახატისკენ წაიღო ხელი.
რაც უფრო უახლოვდებოდნენ ერთმანეთს მით უფრო ჩქარა უცემდათ გული.თავს ვერცერთი ერეოდა.სურვილს აყვნენ და მათი ტუჩები ერთმანეთს შეეხო.
-უნდა წავიდე_გამოფხიზლდა სესილი,სასწრაფოდ წამოდგა და ოთახისკენ გაიქცა.
კარი ჩაკეტა და საწოლზე ჩამოჯდა.ამ ამბით აღელვებულს გული ჯერ კიდევ სწრაფად უცემდა.თვალები დახუჭა და ხელები მაგრად მიიჭირა.თავი საშინლად იგრძნო მომხდარის გამო.ისე იყო აღელვებული წესიერად ფიქრსაც ვერ ახერხებდა.დანაშაულის გრძნობა არ ასვენებდა.
აღელვებული წამოდგა,ცოტა ხანს ნერვიულად სცემდა ბოლთას და შემდეგ გაჩერდა,კარადასთან მივიდა და ტანსაცმლის ჩალაგება დაიწყო.ამ სახლში დარჩენა არ შეეძლო ამ ამბის შემდეგ,იცოდა,რომ სანდროსთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას ვერ შეძლებდა.იმედი ჰქონდა,რომ სოფია და დათო გაუგებდნენ და წასვლის საშუალებას მისცემდნენ.
ჩანთა საწოლზე დადო და ჩამოჯდა.სახეზე ხელები აიფარა.ლოყებს მლაშე სითხე უწვავდა.სასწრაფოდ მოიწმინდა ცრემლი და ფეხზე წამოდგა.ფანჯარა შეაღო,რადგან სუნთქვა უჭირდა.ეზოში გაიხედა,იქაურობა ცარიელი იყო.აღარ წვიმდა და ღრუბლებიც გაფანტული იყო,სველ ასფალტს მთვარის შუქი ანათებდა,მხოლოდ ნელი სიო არღვევდა ირგვლივ გამეფებულ სიწყნარეს.ქარი სახეზეც შეეხო,სიგრილემ სასიამოვნოდ დაუარა მთელ სახეზე.ფანჯარას მოსცილდა,ოთახს თავლი მოავლო და გაეღიმა,გაეღიმა,რადგან ამ სახლში გაიგო რა არის ოჯახი,აქ იგრძნო თავი ბედნიერად.სრულიად უცხო ადამიანებმა შვილივით მიიღეს,სახლის კარი გაუღეს და შეიყვარეს.შემდეგ საწოლზე დადებულ ჩანთას გახედა და გულში ძლიერი სევდა იგრძნო,თუმცა იძულებული იყო აქაურობა დაეტოვებინა.თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა.პირი გამშრალი ჰქონდა.ოთახიდან ფრთხილად გამოვიდა და სამზარეულოსკენ წავიდა,რომ წყალი დაელია.უკან როცა ბრუნდებოდა კედელს მოეფარა,რადგან დერეფანში მდგომი სანდრო დაინახა.მამაკაცი ბოლთას სცემდა.ეტყობოდა ,რომ ძალიან ნერვიულობდა.სესილის ახლა ნამდვილად არ შეეძლო მასთან შეხვედრა და გადაწყვიტა არ გამოსულიყო,სანამ სანდრო არ წავიდოდა.ის კი,როგორც ჩანდა წასვლას არ ფიქრობდა.არც სანდრო იყო ნაკლებად ცუდ დღეში,მთელი ღამე ვერ დაიძინა და ქვემოთ ამიტომ ჩამოვიდა.აფორიაქებული დადიოდა მთელ სახლში,დანაშაულის გრძნობა კი მასაც მთელ სხეულს და სულს უწვავდა.გაურკვეველ მდგომარეობაში იყო.ცდილობდა,თუმცა იმ გრძნობებს ვერ ერეოდა,რომლებიც მის გულში შემოღწევას ლამობდნენ.სახლში სუნთქვა ეკვროდა,ვეღარ ჩერდებოდა და ეზოში გავიდა.სესილიმ ამიტ ისარგებლა და სასწრაფოდ თავის ოთახში ავიდა.საწოლზე დაწვა,თუმცა ძილი არც კი მიეკარა.
...
-კიდევ გადმოგიღო ბლინები?
-არა დედა,მეტი არ მინდა,ძალიან მსუყე და გემრიელია_უპასუხა სანდრომ სოფიას.
-თითქმის არაფერი გიჭამია,ხომ კარგად ხარ?_ჰკითხა დათომ
-კი,მამა.ცუდად მეძინა და მაგის ბრალია_უპასუხა სანდრომ და დარჩენილი ყავაც დალია.
დილიდანვე უგუნებოდ იყო.არც მადა ჰქონდა.გუშინდელი ამბავი მოსვენებას არ აძლევდა.თვალებით კი მთელი დილა სესილის ეძებდა,რომელიც არსად ჩანდა.კითხვასაც ვერ ბედავდა,მართალია მისი და სესილის გარდა ეს ამბავი არავინ იცოდა,მაგრამ ეგონა თუ რამეს იკითხავდა ყველა მიხვდებოდა.დანაშაულის გრძნობა კი უფრო და უფრო ძლიერდებოდა.
-რა ცუდია,რომ სესილი წავიდა_თქვა დათომ
-რა?_გაკვირვება ვერ დამალა სანდრომ-სად წავიდა?
-დილით ადრე გავიდა,ყველას თქვენ გეძინათ.რამდენიმე დღით ლევანის სახლში გადაწყვიტა დარჩენა_უპასუხა სოფიამ
-რატომ?რა მოხდა?
-არაფერი,წუხდა,რომ სახლში დიდხანს არ ყოფილა და იქაურობა მისახედი იყო
-ასე გითხრა?
-ჰო_უპასუხა ქალმა
მამაკაცი სახეზე წამოწითლდა,კარგად იცოდა რატომაც წავიდა სესილი და იმსაც გრძნობდა,რომ აღარასდროს დაბრუნდებოდა.ეს კი მის გამო მოხდა,თავს იდანაშაულებდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent