შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალისფერი თოვლი -3-


8-11-2019, 21:00
ავტორი Hilalli
ნანახია 1 068

დილამდე საწოლში ვწრიალებდი, შემდეგ ავდექი და ბოლთის ცემა დავიწყე. მინდოდა მის ოთახში შემეხედა და მენახა როგორ ეძინა პატარა ანგელოზსს, თუმცა შემდეგ გავიაზრე, რომ ჩემი მხრიდან ეს ძალიან ცუდად გამოჩნდებოდა თანაც შეიძლებოდა შემეშინებინა... ცოტახანს ვიწრიალე და გადავწყვიტე ქალაქში გამევლო. მაგიდაზე წერილი დავუტოვე სადაც ვუხსნიდი, რომ საქმეზე წავედი და ვთხოვდი არსად წასულიყო ჩემს მოსვლამდე.
იმ დილით ჩემი ქალაქი ბევრად უფრო ლამაზი მომეჩვენა ვიდრე ოდესმე. წუხანდელი თოვლი დასტყობოდა ლონდონს, ბავშვები თოვლში სათამაშოთ გამოყრილიყვნენ... უფროსები აღტაცებულნი დადიოდნენ ნაადრევი თოვლით. სიცივეც ამ თეთრი საჩუქრის შესაფერისი იყო თუმცა მე რაღაცნაირად მაინც არ მციოდა. ერთერთი მაღაზიის ვიტრინასთან შვჩერდი, ვიცოდი აქ ყველაფერს ვიპოვიდი რასაც მისთვის ვეძებდი. ამაყად სახეზე გადაფენილი ღიმილით შევაბიჯე მაღაზიაში. იმ წამსვე თვალებში ჩემი ყოფილი გოგო ეშლი შემეფეთა. რათქმაუნდა ისიც აქ უნდა ყოფილიყო თავისი სავსე მკერდითა და მკვრივი უკანალით. ღიმილით მივესალმა და ნაზად ვეამბორე ხელზე
⁃ აქ როგორ აღმოჩნდი? - ჩაიცინა - ჩემს სანახავად არ შემოხვიდოდი
⁃ აბა მაგას როგორ ამბობ. - გავეარშიყე - უბრალოდ გადატვირთული ვარ გამოცდების პერიოდია. ხომ გესმის ლამაზო
⁃ ჰმ - ჩაფიქრდა და თავისი ქერა თმა უხეშად მოისროლა ( ეს ჟესტი ძალიან სექსუალურად მიაჩნდა და ხშირად იმეორებდა)
⁃ ჩემი და ჩამოდის და მინდა რამე ლამაზი ვუყიდო, დამეხმარები? - გამომწვევად ვკითხე
⁃ ის ხომ პარიზშია გათხოვილი აქ ნაყიდი სამოსი რათ უნდა ? ალბათ ასე 5 წლის წინ ეცვა
⁃ ჩემგან საჩუქრად ენდომება
⁃ ვიცი რომ მატყუებ მაგრამ დაგეხმარები
⁃ არ გცხვენია? როდის მომიტყუებიხარ?
შებრუნდა და ტანისამოსის ძებნა დაიწყო... არჩევანი ძალიან დიდი იყო და ყველაფერი ძალზედ მაშვენიერი თუმცა ვიფიქრე, ზედმეტი მომივიდოდა ბევრი რომ მეყიდა. ამიტომ ორი ხელი გასასვლელი ტანისამოსი ავიღე შესაბამისი ფეხსაცმელი და აქსესუარები
⁃ შენი დისათვის თეთრეულს არ ყიდულობ? - ირონიულად ჩაიცინა ეშლიმ
უეცრად მართლა ძალიან მომინდა ალისეასათვის რაიმე ლამაზი თეთრეული და ღამის პერანგი მეყიდა თუმცა მივხვდი რომ ეს უეჭველად უხეში ჟესტი იქნებოდა ჩემგან
⁃ რასამბობ?! დისთვის თეთრეულს ვინ ყიდულობს ? - ისევ წავეარშიყე - მაგრამ თუ გინდა შენთვის ვიყიდი რამე ლამაზს
⁃ რამნიშვნელობააქვს? მის ტანზე სანახავად მაინც არ გცალია
⁃ აუცილებლად მოვიცლი... გპირდები... თეთრეული არა მაგრამ წინდები და ლამაზი თბილი პალტო ნამდვილად მჭირდება აქ ძალიან ცივა და შეიძლება საერთოდ არ ქონდეს ჩამოტანილი ჩემს დას თბილი სამოსი ხომ იცი როგორ თხლად უყვარს სიარული.
⁃ გირჩევ სამკაული აჩუქო
⁃ ამაზეც ვიფიქრებ
ისევ ხელზე კოცნით დავემშვიდობე და მაღაზიიდან სწრაფად გამოვედი. ეშლისთვისაც მომიწია რამდენიმე წყვილი თეთრეულის ყიდვა თუმცა ეს დიდად არ მანაღვლებდა... ერთი სული მქონდა სახლში როდის დავბრუნდებოდი და პატარა ანგელოზს საჩუქრებს ვანახებდი.
სწრაფად გავუყევი ვიწრო ტროტუარს. და სულ მალე სახლის ზღურბლთან ვიდექი. ღია კარში ბედნიერმა შევაბიჯე. მისაღებში ოთახში რომ შევედი და კედელზე ატუზული შეშინებული ალი დავინახე ლამის გილი გამისკდა, შემდეგ ჩემი კურსელი ტიმი დავინახე და შიში ბრაზში გადამეზარდა. იმწამსვე მივირბინე ტიმთან საყელოში ხელი წავავლე და გვერძე გამოათრიე.
⁃ რა დაუშავე? - დავიღეიალე
⁃ რასაკეთებ გაგიჟდი? - შეშინებულმა ტიმმა ყვირილი დაიწყო - მხოლოდ ველაპარაკებოდი ხელიც არ მიხლია
⁃ შეაშინე! - ვღრიალებდი და ყელში ხელი წავუჭირე
⁃ როგორც კი დამინახა იმ წამსვე დაფრთხა მე არაფერ შუში ვარ - ძლივს ამოღერღა
ალის გავხედე და ვკითხე
⁃ რამე დაგიშავა?
მორცხვად გამიქნია თავი და ჩახარა, ცალ მკლავს იფზაჭნიდა შეშინებული იდგა. ცოტა დავმშვიდდი და ტიმონს ხელი გავუშვი
⁃ ძმაო მისმინე... - ამოისუნთქა ტიმმა - უბრალოდ ფიზიკის კონსპექტის სათხოვნად მოვედი გამოცდები გვაქვს შენკი საუკეთესო კონსპექტები გაქვს მისთვის თითიც კიარდამიკარებია მანიაკი არვარ... მომეცი და წავალ კარგი? საერთოდ არმაინტერესებს ვინარის და ასეთი უცნაური რატომაა...
⁃ უჯრიდან კონსპექტები ამოვიღე მაგიდაზე დავუყარე და ვანიშნე რომ მალე წასულიყო
⁃ მადლობა ვინმეს გადავაწერინებ და სამ დღეში მოგიტან
⁃ კარგი - ვუპასუხე და კარისაკენ წავიყვანე
ნერვებს ზედმეტად ავყევი მაგრამ როცა წარმოვიდგინე, რომ ჩემს სახლში შეიძლებოდა მისთვის რამე დაეშავებინათ თავი ვეღარ შევიკავე ამ დროს მივხვდრი რომ ძალიან მომწონდა ისე როგორც არცერთი ქალი არ მომწონებია არასდროს....



№1  offline წევრი izabella

ძალიან საინტერესო რამე ჩანს. ცოტა დიმიტრის ზრახვები მაშინებს, ტვინი არ გადაუბრუნდეს და ამ ანგელოზივით ბავშვს რამე არ დაუშავოს. ისეთი სუფთა, ისეთი სპეტაკი და კეთილი სულის და გულის დაგვანახე ალისეა, ნამდვილად არ მინდა სიბინძურის მსხვერპლი გახდეს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent