შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

7 წლის შემდეგ! (თავი 1)


9-11-2019, 01:00
ავტორი duchi_duchi
ნანახია 12 305

-აქ რა ჯანდაბას აკეთებ?
-შენ თვითონ რას აკეთებ აქ?
-ის ჩემი იყო.
-ის ჩემი ცხოვრება იყო, რომელიც შენ წამართვი ძალიან ბინძური ხერხით.-არ დამვიწყებია.
-რისთვის დაბრუნდი?
-ცხოვრება რომ მოგიწამლო.-გაგანადგურებ დემეტრე კიკნაძე.
-გელოდები დუდა ფანგანო...
დემეტრე კიკნაძე და დუდა ფანგანი ერთ უბანში გაიზარდნენ.15 წლის იყვნენ ნია დემეტრაძე რომ შეუყვარდა ორივეს.ნია დემეტრეს მეგობარი იყო და დუდა უყვარდა, დემეტრეს კი ნია. რათქმაუნდა დუდა ამას ხვდებოდა, მაგრამ ნია ისეთი სათუთი,ლამაზი და ნაზი იყო, უბრალოდ არ შეგეძლო მისთვის გეწყენინებინა. დემეტრეც თავზე ევლებოდა და დუდაც...როცა ნიას გარეშე მოუწევდათ შეხვედრა, სულ ჭამდნენ ერთმანეთს და თუ ნიასთან ერთად იყვნენ,ხმას არ იღებდნენ.მხოლოდ იმიტომ, რომ ნიასთვის გული არ ეტკინათ.ნია კი ისეთი იყო, არც ერთს ათქმევინებდა ცუდს მეორეზე და არც მეორეს პირველზე...ასე გადიოდა დრო.
დემეტრეს 19 წლის იუბილეზე,რათქმაუნდა ნიას ხათრით,დუდაც დაპატიჟა დემეტრემ.იცოდა რომ არ მივიდოდა და ნიას თვალში კიდევ ერთი პლიუსი დაიწერა...
-დუდა ხომ წამოხვალ დემეტრესთან?
-ვერა ჩემო ცხოვრება, მე თემო და ოთო ჩემთან ავდივართ წყნეთში...-ერთი კვირის წინ დავგეგმეთ და უარს ვერ ვეტყვი...
-ცუდია ძალიან მაგრამ რა გაეწყობა...
-კარგი ჩემო ცხოვრება არ მოიწყინო, ხვალ გნახავ..-შენ წადი და გაერთე...
-კარგი დუდა.-წავალ მაშინ მოვემზადები...
იმ საბედისწერო დღეს მოხდა ყველაფერი..ნიამ შავი მოკლე კაბა ჩაიცვა, ფეხზე შავი მაღლები მოირგო, თმა გაიშალა ,მსუბუქი მაკიაჟი და დემეტრეს დაბადებისდღეზე წავიდა...
-ჩემი ანგელოზი მოსულა..
-დემე გილოცავ ძალიან მიყვარხარ..
-მეც ძალიან მიყვარხარ ჩემო ანგელოზო..
იმ დღეს ძალიან ბევრი დალია დემეტრემაც და ნიამაც,რაც იმით დასრულდა რომ ღამე ერთად გაატარეს..დილით რომ გაიღვიძეს ნიამ ისტერიკული ტირილი მორთო...
-დემე,დემე გაიღვიძე.
-ნია რა მოხდა?
-გაიღვიძე დემეტრე!-რა გავაკეთეთ?
-არ გახსოვს?-არ მითხრა რომ არ გახსოვს.
-ვაიმე არა ამას არ გავაკეთებდით..
-გავაკეთეთ ნია.-უკვე მოხდა და არაფერი შეიცვლება.
-დუდა!დუდას ეს როგორ ვუთხრა?
-დუდა ამას არ გაპატიებს ანგელოზო..-.მოდი დავქორწინდეთ.
-არც კი გაბედო მაგის თქმა.- შენ ცხოვრება დამინგრიე.
-მე?მე დაგინგრიე ცხოვრება?შენ მეხვეწებოდი.-მაგიჟებ მინდა შენი ვიყოო,თავად მთხოვდი...
-ვსო აღარ გააგრძელო.-მეზიზღები დემეტრე კიკნაძე...
-მე კი მიყვარხარ ნია და შენზე უარს არ ვიტყვი, არ დავუთმობ დუდას შენს თავს, მითუმეტეს რომ უკვე ჩემი ხარ...-მოვკლავ მას იცოდე თუ მასთან იქნები.-კაცობას გეფიცები რომ მოვკლავ.-ან ჩემთან იქნები ან დუდას მოვკლავ...
-მეზიზღები.
-მე კი მიყვარხარ.
ნია როგორ იყო?განადგურებული ფიქრობდა როგორ ეთქვა დუდასთვის ეს ყველაფერი...
-კარგი.-დუდას დაველაპარაკები და დავშორდები.-ახლა წავალ.
-ჭკვიანი გოგო ხარ ნია..
ნიამ ტანსაცმელი ჩაიცვა და დუდას დაურეკა..
-დუდა შეგიძლია მნახო?
-კი ცხოვრება რა ხდება?
-მნახე რა გთხოვ.
-სად ხარ?მოგაკითხავ.
-დემეტრეს სახლთან მოდი...
-მანდ დარჩი წუხელ?
-კი აქ ვიყავი.
-კარგი მოვალ ახლავე...
15 წუთში დუდა დემეტრეს სახლთან იყო..ნიამ იმდენი მაკიაჟი დაიდო სახეზე დუდას რომ ვერაფერი შეემჩნია...
-რახდება ნია რა სახე გაქვს?
-არაფერი შენთან საქმე მაქვს..
-დაჯექი მანქანაში..
მანქანაში ჩაჯდნენ და თბილისის ზღვასთან გააჩერეს მანქანა..
-გისმენ აბა?
-დუდა დავფიქრდი და მივხვდი რომ არ მიყვარხარ.
-რა?გამიმეორე!
-ხო არ მიყვარხარ...
-შანსი არაა ტო.-შემომხედე თვალებში მიყურე და ისე მითხარი...
ნიამ ძალა მოიკრიბა და თვალებში შეხედა..
-ხო დუდა არ მიყვარხარ და არც არასდროს მყვარებიხარ.-მთელი ცხოვრებაა დემეტრე მიყვარს და შენ მის საეჭვიანოდ გიყენებდი,რომ როგორც გოგო შევემჩნიე..-მან უკვე შემამჩნია და ჩვენ მალე დავქორწინდებით.-შენ კი აღარ მჭირდები დუდა.მაპატიე.
-ნია ჩემო ცხოვრება შემომხედე.-შემომხედე ნია მე მიყურე გაძალებს ის ახ*არი არა?-რით დაგემუქრა?
-რას ამბობ?- ჩემს დემეტრეზე ამას როგორ ამბობ...-წადი დუდა წადი და დამივიწყე...
-შენი დემეტრე არა?ამის დედაც გოგო ნუ გამაგიჟე.-გადადი მანქანიდან, გაეთრიე და თვალით აღარ დამენახო.-დღეს ჩემთვის მოკვდი ნია დემეტრაძე..
ნია მანქანიდან გადმოვიდა დუდა კი გიჟივით მოწყდა ადგილს...
ღმერთო დაიფარე გთხოვ, შენ ხომ იცი სიმართლე. გემუდარები დაიფარე დუდა.მხოლოდ მისთვის გავაკეთე ეს..
დუდა მიქროდა გზაზე და ვერ ხვდებოდა ასე როგორ გააცურა ნიამ. იმ ნიამ რომელიც სიცოცხლეზე მეტად უყვარდა..გოგომ რომელშიც ერთი პროცენტიც კი არ იყო ტყუილი, ღალატი.პირიქით ნიას ნაირები იშვიათობა იყო.მაგრამ ფიქრობდა რომ შეცდა და თურმე ყველა ადამიანს აქვს ნიღაბი..დაკარგა ადამიანების მიმართ ნდობა და მითუმეტეს ქალების მიმართ.აღარავის ენდობოდა.ქალებს ნასკებივით იცვლიდა.ძალიან სიმპათიური იყო დუდა ფანგანი.მაღალი, დაკუნთული სხეულით,შავი დაბალზე შეჭრილი თმით,მწვანე თვალებით,დიდი ლამაზი ტუჩებით,თხელი პატარა ცხვირით,გადაკალმული წარბებით. რომ შეხედავდით იფიქრებდით,რომ წარბები სპეციალურად ქონდა გაკეთებული...ხოდა ეს ვიზუალი მუდამ სავიზიტო ბარათი იყო,ნებისმიერი ქალის ხელში ჩასაგდებათ,ქალები აფანატებდნენ მასზე.ბევრი ქალი იტანჯებოდა მისი სიყვარულით,მაგრამ მას სულ ფეხებზე.ერთგვარი შურისძიება იყო.ნიას გამო შურს ასე სძიობდა..
ნია და დემეტრეს ქორწილის დღე იყო,დუდამ ბარგი ჩაალაგა და ამერიკაში წავიდა.ბევრი ეხვეწა მშობლებმა არ წახვიდეო,მაგრამ სასტიკ უარზე იყო,არ უნდოდათ მშობლებს ერთადერთი შვილის ამხელა გზაზე გაშვება.მაგრამ დუდა მაინც წავიდა.ოთოს და თემოს დაუბარა, ჩემებს მიმიხედეთ და ნიაზე არასოდეს კრინტი არ დაძრათ ჩემთან რაც არ უნდა მოხდესო...ბიჭებიც დაეთანხმნენ..ამერიკის ბილეთები იყიდა და გაფრინდა 16 ივნისს...16 ივნისს ზუსტად იმ დღეს როცა დემეტრეს და ნიას ქორწილი იყო..
ნიამ დუდას წერილი დაუწერა ტაქსში ჩაჯდა და გზიდათ თემოს დაურეკა..
-თემო გამარჯობა.
-ნია?
-თემო საქმე მაქვს შენთან გთხოვ მნახე..
-ნია დღეს ხომ ქორწილი გაქვს?
-კი მაქვს მაგრამ აუცილებლად უნდა გნახო...
-კარგი სად გნახო?
-შენთან მოვალ თუ მარტო ხარ...
-მე და ოთო ვართ.-კარგი მოდი..
ნია თემოსთან მივიდა ოთოც იქ დახვდა..
-ნია ეს რა გააკეთე?
-ბიჭებო ისე არაა ყველაფერი როგორც გარედან ჩანს.
-შენ ჩვენი ძმაკაცი გაანადგურე ნია.- ეს როგორ გააკეთე?
-დამნაშავე ვარ ბოდიში, მაგრამ ვერაფერს გამოვასწორებ.-თხოვნა მაქვს ძალიან გთხოვთ უარი არ მითხრათ..
-მე ამ გოგოს არ დავეხმარები..
-ოთო მოკეტე..
-კიდე მე მოვკეტო ტო?ამ,ამ,ენა როგორ მოვიტრიალო პირში.- რისი თქმაც მინდა ისიც არ მემეტება შენთვის..
-მიდი ოთო გამლანძღე,რაც გინდა მითხარით, მაგრამ აი ეს წერილი გადაეცით დუდას,რაც არ უნდა მოხდეს გთხოვთ მიეცით.
-დუდა წავიდა ნია..
-სად წავიდა თემო?
-ამერიკაში.
-კარგია მიხარია..როცა ჩამოვა მაშინ გადაეცით.-გთხოვთ,დუდას ხათრით გთხოვთ, რომ გადაცეთ.-რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს როცა ჩამოვა მაშინ გადაეცით.
-რა წერია ამ წერილში ნია?
-მე თქვენ გენდობით და მჯერა რომ ამ წერილს არ გახსნით..-დარწმუნებული ვარ ამ წერილს რომ ნახავს,დუდა აუცილებლად გეტყვით თქვენც..-ახლა უნდა წავიდე ქორწილში მაგვიანდება ბიჭებო...-მიყვარხართ მე თქვენ ძალიან და ყველაზე ბედნიერი მომენტები თქვენთან მაქვს გატარებული, ეს გახსოვდეთ,არასდროს დაგივიწყებთ რაც არ უნდა მოხდეს...
-მეც მიყვარხარ ნია..
-მე არ მიყვარხარ..
-არაუშავს ოთო.-მთავარია მე მიყვარხარ ბუზღუნ...-ჩაგეხუტებით რა და წავალ..
ბიჭებს ჩაეხუტა ოთოს დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც ჩაეხუტა და ცრემლები გადმოცვივდა.
-მშვიდობით ბიჭებო.
-მშვიდობით ნია..
ნია ტაქსში ჩაჯდა, სახლში მივიდა, სადედოფლო კაბა გადმოიღო,ჩაიცვა და სასტუმრო ოთახში ჩავიდა..
-მე მზად ვარ დემეტრე..
-ჩემო ანგელოზო ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღეა ჩემთვის...
-ჩემთვის არა დემეტრე და ვიზრუნებ რომ არც შენთვის იყოს..-იცი?დუდა წავიდა, მე კი დასაკარგი არაფერი მაქვს საერთოდ.-შენ კი დღეს ჯოჯოხეთად გიქცევ ცხოვრებას.-ვა დედამთილ მამამთილიც მოსულა.-მობრძანდით ქალბატონო ნინო და ბატონო ვახტანგ დაჯექით საქმე მაქვს...მინდა გიამბოთ თქვენი შვილის უღირს საქციელზე, თუ როგორი ნაბი*ვარი გაზარდეთ
-ნია რას ამბობ?-გაჩუმდი ახლავე.-ნია ეგ რა არის დადე იარაღი ნია..
-ო ბატონი დემეტრე შევაშინეთ..
-ნია შვილო რას აკეთებ.
-მიდი დემეტრე მოუყევი შენს მშობლებს, მისმა სათაყვანებელმა შვილმა რა ჩაიდინა...-რას ვერჩი ისე ამ ხალხს, მათგან კარგის მეტი არაფერი მახსოვს.-აი შენ კი დემეტრე კიკნაძე მეზიზღები, მთელი გულით,სულით და არსებით..შენთან ერთად ცხოვრებას სიკვდილი მირჩევნია..
სასხლეტს თითი გამოკრა და სიცოცხლეც ამით დაასრულა..ქორიწლი შეცვალა გლოვამ..ზარივით გავარდა ხმა ქალაქში, რომ ნიამ ქორწილის დღეს თავი მოიკლა.თემოს და ოთოს ყურამდეც მივიდა.მიხვდნენ ბიჭები რატომაც იყო ნია მათთან, სურვილი კლავდათ გაეგოთ რა ეწერა წერილში, მაგრამ ერთხელაც არ უცდიათ გახსნა და წაკითხვა..განადგურებულები იყვნენ..
დუდა ამერიკაში როგორც კი ჩავიდა ეგრევე დარეკა ბიჭებთან.
-ჩავედი ტო!-კარგად ვარ.-თქვენ რაშვებით ძმებო?
-დუდა რაღაც უნდა გითხრათ..
-რახდება რა ხმა გაქვთ?მშვიდობაა?
-დუდა ნია.
-ვსო აღარ გააგრძელო,მე თქვენ რა გითხარით?-რომც მოკვდეს არაფერი მითხრათთქო..-იცოდეთ თუ კიდევ ნიას სახელს მიხსენებთ დავივიწყებ რომ ძმები ვართ და სამუდამოდ დაგკარგავთ.უთხრა და გათიშა..
ბიჭებსაც იმის მერე ხმა არ ამოუღიათ..ასე გავიდა 7 წელი მანამ, სანამ დუდას მშობლები ავარიაში არ დაიღუპნენ..
-დუდა უნდა ჩამოხვიდე ძმაო..
-რახდება ოთო რა ხმა გაქვს?
-დუდა ქეთო დეიდა და გურამ ბიძია...სათქმელს თავი ვეღარ მოაბა ოთომ.თემომ ტელეფონი გამოართვა..
-გამაგრდი ძმაო.-დაიღუპნენ..
დუდამ ტელეფონი გათიშა, არ იცოდა რა ექნა, თვალიდან თავისით მოდიოდა ცრემლები.საქართველოში უწევდა წასვლა,თავის სამშობლოში. ესიკვდილებოდა იქ ჩასვლა,ვერასდროს წარმოიდგენდა თუ უკან დაბრუნებულს, მისი მშობლები არ დახვდებოდნენ სახლში..თვითმფრინავი როგორც კი საქართველოში ჩაფრინდა, მძიმე ლოდივით დააწვა რაღაც გულზე.საერთოდ არ უხაროდა აქ ჩამოსვლა, აქ არაფერი აღარ იყო მისი,აქ არავინ დარჩენოდა ოთოს და თემოს გარდა...სახლში მისულს ორი ცივი სხეული დახვდა და ორი საუკეთესო ბავშვობის ძმაკაცი..ორივეს ჩაეხუტა და არაადამიანური ხმით დაიწყო ბღავილი...მერე იყო დასაფლავება, გლოვის დღეები და მშობლების 40.მშობლების დასაფლავების დღიდან სმა დაიწყო ადამიანს აღარ გავდა. ზუსტად 40 დღე სვავდა. 40 რომ გადაიხადეს,სახლში ოთო თემო და დუდა დარჩა მხოლოდ. დუდამ ვისკი გამოიღო და სმა დაიწყო.
-რას აკეთებ ტო?-ცხოვრებას ინგრევ ეგრე ძმაო, ასე არ შეიძლება..
-დუდა დადე ეს დედამო*ყნული სასმელი.
-კარგი ნუ შემე*ით ტო..
-ჩვენ ასეთ სუსტ დუდას არ ვიცნობთ.ჩვენი ძმაკაცი ასეთი არ იყო, ან დაგვიბრუნე ჩვენი ძმაკაცი ან არადა კარგად იყავი ძმაო..მამაშენის ნაწვალები და აყვავებულ ბიზნესს რას უშვები?კაცი მეორედ მოკვდებოდა იქ..-კარგი შენ თავზე არ ფიქრობ ჩვენზე და შენი მშობლების ნაწვალებზე მაინც იფიქრე ძმაო.ჩვენ გვჭირდები ტო.-საკმარისი არ იყო ის 7 წელი რაც უშენოდ გავატარეთ?-აზრი არ აქვს ლაპარაკს ხო ?-კარგი დუდა როგორც გინდა ჩვენ წავედით.
ადგნენ და კარები როგორც კი გააღეს დუდას ხმაც მოესმათ.
-კარგი ძმებო ნუ მიტრაკებთ.-მართლები ხართ. დღეიდან თქვენს გვერდით ვარ.-მამაჩემის ბიზნესსაც მივხედავ თქვენც და ჩემს თავსაც.ოღონდ აქედანვე გაფრთხილებთ,კლუბები,ხანდახან დალევა და გართობა არ დამიშალოთ,ქალები კი არასდროს.
-აი ეს ჩვენი დუდაა..
-ხოდა თქვენს დუდას უნდა, ახლა ავდგეთ, ბარში წავიდეთ და ძველი დრო გავიხსენოთ...
ბარში წავიდნენ,კარგად გაერთეს და დილით ქალთანაც გაიღვიძა ბატონმა ფანგანმა..ასე იღვიძებდა მთელი ორი კვირა სხვადასხვა ქალთან...
ერთ დღესაც მარტო წავიდა ბარში,ბართან იჯდა და ვისკს სვავდა,უკვე კარგად იყო ნასვამი.დაინახა როგორ ცეკვავდა ქერა გოგონა მარტო. იდეაში კაბა ეცვა, მაგრამ ღამის პენუარს უფრო გავდა, ისეთი სექსუალური იყო,დუდამ ტუჩები გაილოკა და მასთან მივიდა..წელზე ხელები შეუცურა და ცეკვაში აყვა. შემდეგ თავისკენ მოაბრუნა და თვალებში ჩახედა.ისეთი ცისფერი იყო მისი თვალები,ძალიან გავდა ეს თვალები მისი ცხოვრების სიყვარულის თვალებს, ყბები დაეჭიმა ბრაზისგან,უნდოდა ამ გოგოსთვის რამე ეტკინა, ფიქრობდა რომ ამით ნიას გადაუხდიდა სამაგიეროს..
-ძალიან ლამაზი ხარ.
-ვიცი.
-რა თავმდაბლობაა...-წავიდეთ აქედან?
-იცი მე ნასვამი ვარ.
-მეც..
-უნდა დაგტოვო საპირფარეშოში გავალ.
გოგონა წავიდა.თვითონ ბართან დაჯდა ისევ და საპირფარეშოსკენ გზას თვალს არ აშორებდა..
-რამე ძლიერი დამისხი რა..
-მთელი საღამოა ძლიერს სვავთ,
მაგრამ არაფერი გეტყობათ.
-ხოდა უფრო ძლიერი შემომთავაზე რამე.-დარწმუნებული ვარ გექნება..
ბარმენმაც ერთი ტაბლეტი მიაწოდა, ვისკთან ერთად დალია და ისევ საპირფარეშოს გზას გახედა. ცოტა რომ შეაგვიანდა გოგონას თვითონაც წავიდა. შიგნით შევიდა გოგონა სარკეში იხედებოდა და წყალს ისხამდა პირზე..
-კარგად ხარ?
-ასე კარგად არასდროს ვყოფილვარ..კისერზე ჩამოეკიდა და დუდას ტუჩებს წაეტანა.
.-მინდიხარ!ამოიკრუსუნა.
დუდამ ამის გაგონებაზე კოცნა უფრო მომთხოვნი გახადა, წელზე შემოისვა და ხელი ფეხზე აუსრიალა..
-აქ არა გთხოვ.- წავიდეთ.
-წავიდეთ პატარავ..
სახლის კარი როგორც კი გააღო, სულ კოცნა კოცნით აუყვნენ კიბეებს, დუდამ ხელი კრა გოგონას და ლოგინზე დააგდო.გოგონა ისე იქცეოდა როგორც გამოცდილი ქალი.დუდაც როგორც ყველა ქალს ისე მომთხოვნად და უხეშად ექცეოდა მას.ორივე გათიშული იყო და ვერ აცნობიერებდნენ რამდენად უხეში სე*სი ქონდათ..სიამოვნების ზენიტს როგორც კი მიახწიეს ორივემ დაიძინა..
დილით თავის ტკივილმა გამაღვიძა თვალი რომ გავახილე და ოთახი ვერ ვიცანი შევშფოთდი, ხელი გავწიე გვერდით და რაღაც მკვრივი რომ მომხვდა, ნელა მივატრიალე თავი გვერდზე.შიშველი მამაკაცი იწვა ჩემს გვერდით,რომ არ მეკივლა პირზე ხელი მივიფარე და საწოლიდან ავდექი,გამახსენდა რაც მოხდა და ცრემლები გადმომცვივდა თვალებიდან. კა*პასავით მოვიქეცი და ჩემი 25 წლის პატიოსანი ცხოვრება ვიღაც უცხოს ჩავაბარე.ღმერთო ნუკა ეს როგორ დაგემართა ცრემლები გადმომცვივდა ტანსაცმელი ავიღე ჩავიცვი და იქედან გამოვიპარე...ტაქსი გავაჩერე და სახლში ავედი.აბაზანა მივიღე.ტირილით დამისივდა თვალები.გამოვედი და ტელეფონზე ნანუკას დავურეკე. ჩემს საუკეთესო დაქალს, ბავშვობიდან ერთად მოვდივართ და უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის..
-ნანუ გამო გთხოვ ჩემთან..
-ნუკა რა გჭირს?
-მოდი რა გთხოვ.-მოდი თორე მოვკვდები..
ნანუკა მალევე მოვიდა, კარი როგორც კი გავაღე ცრემლები წამსკდა და ჩავეხუტე...
-ნუკა რა გჭირს?
-ნანუ გამოუსწორებელი შეცდომა დავუშვი.
ნანუკას ყველაფერი მოვუყევი.რა უნდა დამეშავებინა რომ ვერ გაეგო.
-კარგი დამშვიდდი.-რაც მოხდა მოხდა ვეღარაფერს შევცვლით..-შენ ის თქვი იმ ბედოვლათს რას ეტყვი?
-როგორ ვუთხრა ნანუ?
-დაშორდი.
-მიყვარს.
-ვინ გიყვარს გოგო ვინ?-ის დეგენერატი რა შესაყვარებელია..
-დღეს უნდა შევხვდე.-ხომ იცი რომ მალე დავქორწინდებით.
-შენ რა გგონია ეგ რომ გაიგოს ცოლად მოგიყვანს?
-ხო ვიცი არ მომიყვანს..
-ხოდა დაფიქრდი..
დუდა
თვალი რომ გავახილე საწოლში მარტო ვიწექი,ფეხზე ავდექი და მთელი სახლი მოვიარე,მაგრამ წინა ღამის სტუმარი გამქრალიყო.ოთახში ავბრუნდი და ზეწარი რომ დავინახე სულ გავგიჟდი.არა ქალების გრძნობები არ მაინტერესებდა, მაგრამ არც ეგეთი არაკაცი ვიყავი უმწიკლო გოგოს ცხოვრების დანგრევა ამეღო ჩემს თავზე.
-დუდა ფანგანო არაკაცი ხარ ეს როგორ გააკეთე?ვეუბნებოდი ჩემს თავს...
-მასაც უნდოდა.-მიპასუხა მეორე მემ..
-არა მაინც არ უნდა დამეშვა..
-შენ ხომ არ იცოდი?
-მოკეტე და გაჩუმდი.- უნდა მცოდნოდა ასეთი შეცდომა არ უნდა დამეშვა...-არაა სასწრაფოდ უნდა ვიპოვო..
ოთოს და თემოს დაურეკა ბიჭები რომ მოვიდნენ ყველაფერი უამბო..ბოლოს კი უთხრა..
-ნიას თვალები ქონდა და თავი ვერ შევიკავე..
-ნიას?
-ხო.
-ნია ახსენე ხო?-ხოდა დროა ნიაზეც ვილაპარაკოთ..
-რა უნდა მითხრათ ნიაზე?ის რომ ბედნიერია და იმ სი*რთან ერთად კარგადაა?
-ნიამ რომ წახვედი წერილი დაგიტოვა.-ამდენი წელია ვინახავთ.-მგონი დროა მოგცეთ...
დუდას გულში რაღაც ჩაწყდა. 7 წელი გავიდა და ნიაზე არაფერი სმენია. ახლა კი ბიჭები ეუბნებოდნენ რომ წერილი არსებობდა...
-გვთხოვა რამდენი წლის მერეც არ უნდა ჩამოვიდეს მიეცითო...
-მერე ამდენხანს სად იყავით?-რატომ არ მომეცით?
-ხმას არ გვაღებინებდი და იმიტომ.
-მომეცით.
თემომ წერილი ამოიღო და მიცა..
დუდამ წერილი გახსნა და კითხვა დაიწყო.
,,დუდა ჩემო ცხოვრება,ჩემო სიყვარულო.ვიცი რომ ძალიან გატკინე გული,დამიჯერე სიკვდილის ტოლფასი იყო ჩემთვის იმ სიტყვების თქმა რაც იმ დღეს გითხარი. ოღონდ შენი ჩამქრალი მწვანე თვალები არ მენახა და სიცოცხლეს დავთმობდი.ყოველთვის შენ მიყვარდი,მაგრამ მოხდა ის,რაც არ უნდა მომხდარიყო. იმ ღამით,იმ დაწყევლილ ღამეს მე დემეტრესთან ვიყავი.არაფერი მახსოვს იმ ღამიდან, მაგრამ ჩვენ ერთად ვიყავით.ვერ გეტყოდი ამ ყველაფერს შენ.მერჩივნა ჩემი უსიყვარულობისთვის შეგძულებოდი,ვიდრე მაგის გამო.ვიდრე ყოველი ჩემი შეხებისას, გაგხსენებოდა როგორ მეხებოდა დემეტრეს ხელები.ამას ვერ გავუძლებდი და ვერც შენ გაგიმეტებდი ამისთვის..ამიტომ დავთანხმდი დემეტრეს ცოლობაზე..არ იფიქრო რომ ხალხის აზრის შემეშინდა, არა უბრალოდ მინდოდა დემეტრესთვის დამენგრია ცხოვრება, როგორც მან დამინგრია მე.გიცნობდი ძალიან კარგად და ვიცოდი რომ ჩემი ქორწილის დღეს შენ უკვე საქართველოში არ იქნებოდი,ისიც ვიცოდი რომ გულიდან სამუდამოდ ამომირეცხავდი...არც მე და არც შენ არ ვყოფილვართ ბედნიერები და დემეტრესაც ვერ მივცემდი უფლებას ბედნიერი ყოფილიყო.ვერ დაგტანჯავდი ჩვენი ერთად ყოფნით.შენ თუ ახლა ამ წერილს კითხულობ,მაშინ მე აღარ ვარსებობ.არვიცი სად მოვხვდები, სამოთხეში თუ ჯოჯოხეთში,საკითხავია არსებობს თუ არა რომელიმე,მაგრამ სადაც არ უნდა ვიყო ყოველთვის დაგიცავ..მინდა რომ ბედნიერი იყო...თავს გაუფრთხილდი.შემიძულე ყველაფრისთვის ,ოღონდ გთხოვ ჩემს სიყვარულში ეჭვი არასდროს შეიტანო..მე იმ დღეს მოვკვდი მანქანაში როცა ის საშინელი სიტყვები გითხარი...დემეტრესთან კი ქორწილის დღეს გარდავიცვალე,ისე რომ აღარასოდეს დავბრუნდები...გაგანთავისუფლე შენც,ჩემი თავიც და ის დემეტრეც, მე რომ იმ ღამემდე ძმასავით მიყვარდა...მიყვარხარ დუდა და ბედნიერი იყავი..
დუდამ წერილის კითხვა დაამთავრა და თვალები აუწყლიანდა...
-მითხარით რომ ტყუილია.-მითხარით რომ დემეტრესთან ცხოვრობს და უკვე ერთი,ან ორი,ან სამი შვილი ყავს...-მითხარით რომ ნია ცოცხალია.-ნუ ხართ ჩუმად ამის დედაც ამოიღეთ ხმა..
ფეხზე წამოხტა და ბიჭებს ეცა.
- თქვით ტო,თქვით!ამოიღეთ ხმა..
ბიჭები დამუნჯებულები იყვნენ და ხმას ვერ იღებდნენ...
-სადაა?
-ვინ?
-საფლავი სადაა?-წამიყვანეთ..
ბიჭებმა საფლავზე მიიყვანეს.
-წადით.-დამტოვეთ.-ჩემით მოვალ.
თემო და ოთო უხმოდ წავიდნენ.
-ჩემო ცხოვრება,ჩემო ფერია,ჩემო ანგელოზო.-ასე როგორ მომექეცი ასე როგორ გამიმეტე..ნუთუ გჯეროდა რომ ის ერთი შეცდომა შემაზიზღებდა შენს თავს?როგორ არ მითხარი როგორ გამიმეტე 7 წლიანი სატანჯველისთვის და აწი მთელი ცხოვრება...ეგ როგორ გააკეთე ჩემო ანგელოზო...მაპატიე,მაპატიე,რომ იმ ღამეს შენთან არ ვიყავი.მაპატიე რომ ვერ დაგიცავი..ლაპარაკობდა და სურათს ეფერებოდა.საუბარი ნაცნობმა ხმამ შეაწყვეტინა...
-აქ რა ჯანდაბას აკეთებ?
-შენ თვითონ რას აკეთებ აქ?
-ის ჩემი იყო.
-ის ჩემი ცხოვრება იყო რომელიც შენ წამართვი,ძალიან ბინძური ხერხით.-არ დამვიწყებია.
-რისთვის დაბრუნდი?
-ცხოვრება რომ მოგიწამლო.-გაგანადგურებ დემეტრე კიკნაძე
-გელოდები დუდა ფანგანო...-აქ აღარ დაგინახო მოსული.
-ამას შენ ვერ ამიკრძალავ.ნიას ვცემ პატივს თორე აქვე გაგიერთიანებდი თავყბას..არაკაცი ხარ და კაცობას გეფიცები,ყველაზე წმინდას წაგართმევ..
-ვერასდროს ეღირსები იმას, რაც ჩემთვის წმინდაა..
-ვნახოთ ვნახოთ ბატონო დემეტრე...იაზოდ ჩაიცინა და იქედან წამოვიდა..ცოტახანში მიბრუნდა და დემეტრეს სიტყვები მოესმა. იცოდა ცუდად იქცეოდა მაგრამ ომში ყველა იარაღი მართებულიაო..
დემეტრე.
-ნუკა სად ხარ?
-სახლში ვარ დემე რახდება?
-არაფერი ანგელოზო.-ხომ ხარ კარგად?
-კი დემე კარგად ვარ..
-კარგი გკოცნი..მიყვარხარ.
-მეც მიყვარხარ დემე..
ნია მოვედი,ყოველი დღე და წუთი მენატრებოდი..მაპატიე,ყოველ მოსვლაზე იმისთვის გთხოვ პატიებას,რომ არვიცოდი ასე თუ დაამთავრებდი,არვიცოდი თორემ არასდროს დაგაშორებდი დუდასთან...ახლა კი სხვა რამისთვის გთხოვ პატიებას...7 წლის მერე პირველად შემიყვარდა, სიცოცხლეზე მეტად, გეფიცები მის გამო სიცოცხლეს დავთმობ..მისი ბედნიერებისთვის ყველაფერს გავაკეთებ...არასოდეს დავუშვებ მასთან იმ შეცდომას, რაც შენთან დავუშვი..იცი?შენი თვალები აქვს, ალბათ ამიტომ უფრო შემიყვარდა, ალბათ შენ გეძებ მასში.ისეთი კეთილი და სათნოა.გულჩვილი, ჭიანჭველასაც ვერ დაადგამს ფეხს.ყველა და ყველაფერი უყვარს, მასში სიბოროტე არაა..არვიცი ნუკა რით დავიმსახურე შენს მერე.მაგრამ უფლის მადლობელი ვარ და მაპატიე ამ ბედნიერებისთვის...
დუდა
ესეიგი ნუკა...კარგით ბატონო დემეტრეე, დღეიდან იწყება თქვენი წამება..-გაგანადგურებ...
-ოთო თემო შენთანაა?
-კი ერთად ვართ.
-მომაკითხეთ სასაფლაოზე ვარ..
ბიჭებმა მოაკითხეს
-რახდება დუდა?
-ის ახ*არი ვნახე.სასაფლაოზე იყო..
-მერე?იჩხუბეთ?
-არა.-დავპირდი რომ ყველაზე წმიდას წავართმევდი და ასეც მოვიქცევი..
-ვინ ყავს წმინდა?ელენე?
-არა.შეყვარებულია ბიჭი ვიღაც ნუკაზე.-ხოდა ეგ ნუკა უნდა ვიპოვოთ..
-რას აპირებ?
-ჯერ ვიპოვოთ.
-იმედია სისულელეს არ ჩაიდენ ტო...
-რას იზამთ მეხმარებით თუ არა?
-კი ტო შენს გვერდით ვართ.-ჯოჯოხეთშიც კი...
-ჩემი ძმები ხართ.-დავაი წავედით მაშინ.-უნდა გავარკვიოთ ის ნუკა სად ცხოვრობს.-ვნახოთ მართლა ისეთი ანგელოზია თუ არა როგორც იმან ახწერა..
ერთი კვირა უთვალთვალებდა თემო დემეტრეს, რომ გაეგო სად ცხოვრობდა ნუკა...მაგრამ ვერაფრით გაიგეს.
-აუ დავიღალე ტო,ერთი კვირაა არაფერი გამოდის..აწუწუნდა თემო.
-მოიცა მე მოვაგვარებ.-წადი ახლა დემეტრეს ოფისთან.-მე დავურეკავ და ისეთ რამეს ვეტყვი აუცილებლად მიგვიყვანს იმ ნუკასთან.-რომ მიგვიყვანს დაუსატკავეთ და რომ დაღამდება ვიტაცებთ...
ბიჭები დემეტრეს ოფისთან გაუშვა.
-რახდება იქ ხართ უკვე?
-აქ ვართ ტო და ველოდებით..
-კარგი 5 წუთში გამოვა დაელოდეთ..
-კარგი ძმაო..
დუდამ დემეტრეს დაურეკა..
-ბატონ დემეტრეს ვახლავარ.
-დუდა?
-კი მე ვარ.რატომ გაგიკვირდა?
-რა გინდა?
-ნუკა როგორ გყავს?
დემეტრეს ძარღვები დაეჭიმა ნუკას გაგონებაზე..
-შენ საიდან იცი ნუკაზე?-იცოდე ნუკას რომ მიეკარო ჩემი ხელით მოგკლავ..
-შენ უკვე მომკალი.-ახლა ჩემი დროა...
დუდამ ტელეფონი გაუთიშა და ხარხარი დაიწყო.-დაგაფრთხე სი*რო?
დემეტრემ მანქანის გასაღებს მოკიდა ხელი და ოფისიდან გავარდა.ზუსტად 5 წუთში დაინახეს ბიჭებმა...
-ოთო ბიჭო!-გამოვიდა გაყევი.
-ეს ჩვენი ძმკაცი ვანგაა ტო?-თუ საიდან იცოდა?
-ვანგა არა.-ჭკვიანია ჭკვიანი...
დემეტრემ ერთერთ კორპუსთან გააჩერე მანქანა. ბიჭებმაც გააჩერეს.თემო ჩუმად გაყვა უკან,დაინახა როგორ ავიდა მესამე სართულზე,კარიც დაინახა და უკან გამობრუნდა.
-რახდება ტო?
-დაურეკე დუდას.-უთხარი მისია შესრულებულიათქო..
-დუდა ძმაო.მოვაგვარეთ ტო,ვიცით სადაც ცხოვრობს..
-კარგი ოთო.-რომ წამოვა ეგ მაქედან დაღამებას დაელოდეთ ადით და წამოიყვანეთ..
-კარგი ძმაო.-სად მოვიყვანოთ?
-წყნეთის სახლში ვიქნები და იქ..
-კაი.
-ფრთხილად არაფერი ატკინოთ..
-კარგი ძმაო.- რა უნდა ვატკინოთ ტო მაზოხისტები ხომ არ ვართ..
-კაი მიდით.მე წყნეთში ავდივარ და გელოდებით.ან და იყოს მანდ მოვალ და ერთად წამოვიყვანოთ.
ნუკა.
ეს დღეები სულ იმ ღამეზე ვფიქრობდი.როგორ მეთქვა დემეტრესთვის ვიცოდი არასდროს მაპატიებდა.მან თქვა რომ მისმა საყვარელმა ქალმა იმიტომ მოიკლა თავი, რომ სხვასთან შეცდა.მას აპატიებდა ამ ყველაფერს ოღონდ ცოცხალი ყოფილიყო. მაგრამ მე არ მაპატიებს.მას იმიტომ აპატიებდა რომ გარდაიცვალა, თორე მე ცოცხალი ვარ და არასდროს მაპატიებს...ის ბიჭი როგორი სიმპათიური იყო, მის თვალებში დავინახე ტკივილი,მერე კი ბრაზი,ნეტა რა შეემთხვა?
-ვაიმე ნუკა რაზე ფიქრობ ვეუბნებოდი ჩემს თავს..ვიღაცას შენი უმწიკლოება ჩააბარე,დემეტრეს კარგავ, რაში გაინტერესებს ის ბიჭი?ან ამდენს რატომ ვფიქრობ ღმერთო მასზე?ფიქრებში ვიყავი, კარზე ზარის ხმა რომ გავიგე.ავდექი, კარი გავაღე და დემეტრე დავინახე, ცოტა სახე ალეწილი იყო და აშკარად რაღაცაზე ნერვიულობდა.
-დემეტრე აქ რა გინდა?
-ანგელოზო სახლში არ შემომიშვებ?
-მოდი.-რა გჭირს?
-არაფერი კომპანიაში პრობლემები მაქვს.-მტრები მყავს.-იცი?მეშინია არაფერი დაგიშაონ..-.წამოდი ჩემთან..
-დემეტრე მე რა შუაში ვარ?
-იციან როგორ მიყვარხარ და ეცდებიან შენით გამამწარონ...-წამოდი რა გთხოვ..
-არა დემეტრე ვერ წამოვალ არ შემიძლია..
-რატომ?
-არ შემიძლია უბრალოდ..-გპირდები სახლიდან არ გავალ,სანამ პრობლემებს არ მოაგვარებ მაღაზიაშიც არ ჩავალ, ნანუკას ვეტყვი და ამომიტანს რაც დამჭირდება...
-მპირდები ხო?
-შენ თავს ვფიცავარ..
-კარგი ჩემო ანგელოზო...
დემეტრე მივიდა ჩაეხუტა და თავზე აკოცა..
-კარგი წავედი და თუ რამე დაგჭირდეს ეგრევე მირეკავ ხო?
-კი კი ეგრევე. სიცილით ვუთხარი,დავემშვიდობე და წავიდა...
ცოტა არ იყოს შემეშინდა, მაგრამ ვიცოდი რომ დემეტრე მოაგვარებდა. ის ხომ ასეთი კარგი იყო.მასაც დიდი ტკივილი ქონდა გადატანილი.ვიცოდი რომ ის გოგო ძალიან უყვარდა.თავიდან კი მეპარებოდა ეჭვი,რომ საცოლეს სიყვარულს, ჩემი ვერ გადაწონიდა, მაგრამ მჯერა რომ ვუყვარვარ და ეს უფრო მტკივა...მეც იგივე შეცდომა დავუშვი რაც იმ გოგომ..ამისთვის ნაღდად ვერ გავიმეტებდი მას.ვფიქრობდი რომ მეორედ ამ ყველაფერს ვერ გადაიტანდა...ფიქრებში ჩამეძინა.კარების ზარის ხმამ გამომაღვიძა.ხალათი მოვიცვი,ჩუსტებში გავუყარე ფეხი და კარებისკენ წავედი, საათს გავხედე ღამის 2 საათი იყო.
-რომელი ხართ?
-ქალბატონ ნუკასთან ვართ.
-და თქვენ ვინ ხართ?
-პოლიციიდან ვართ.
-და ჩემთან რა გინდათ?
-ბატონ დემეტრე კიკნაძესთან დაკავშირებით...-კარს თუ გაგვიღებთ,უფრო დაწვრილებით მოგახსენებთ..
-კარგით ახლავე...
კარები გავაღე..
-რა ჭირს ჩემს დემეტრეს?
-პოლიციაშია.-უნდა წაგიყვანოთ და დაგკითხოთ..
-კარგით ახლავე წამოვალ.
ისე ავნერვიულდი სულ არ გამხსენებია ხალათით და ჩუსტებით რომ ვიყავი,კარიც არ ჩამიკეტავს კიბეებზე ისე დავეშვი...მანქანაში ჩავჯექი უკანა სავარძელზე,ერთერთი გვერდით მომიჯდა.რაღაცნაირად მიყურებდა და იღიმოდა,ტანზე დავიხედე.ხალათი და ჩუსტები რომ დავინახე,მივხვდი მისი ღიმილის მიზეზს.
-ვაიმე მოაბრუნეთ მანქანა ჩაცმა დამავიწყდა.
-ნუთუ ასე ძალიან გიყვარს ის ახ*ვარი, რომ ქუჩაში და თან პოლიციაში,ასე ჩაცმული მოდიხარ?
ხმა ხმა ძალიან მეცნო, ოღონდ ვერ გავიხსენე საიდან..ძალიან ავნერვიულდი..
-ვინ ხართ?-ან ჩემგან რა გინდათ?-ან დემეტრე სადაა..
-მშვიდად ჩიტო ნუ ფრთხი.-მივალთ და ყველაფერს გეტყვით...
შიშისგან უკვე ვკანკალებდი,წინა სავარძელზე ვინ იყო ვერ გავიგე,კაპიშონი ქონდა თავზე და სარკეშიც ვერ ვხედავდი. არადა ხმა ნაცნობი ქონდა,თითქოს ეს ხმა ჩემთვის ძაან ახლო და ძაან შორი იყო...ფიქრებში ვიყავი ისევ, უცნობი მკაცრი ბარიტონი რომ გაისმა.
-მოვედით.-გადმოიყვანეთ..
-გადმოდი კრასოტკა..-ნუ გააბრაზებ იმ ჯმუხს..
-მართლა გადმო ტო რა.-დავიღალეთ ისედაც შენი სატკავით.
ვერ ვხვდებოდი სად ვიყავი,ან ეს ორი ცანცარა ვინ იყო,ან ის ჯმუხი.ამათ სახეზე მაინც ვხედავდი და იმის სახეც არ ვიცოდი...სახლში შემიყვანეს, დიდი სახლი იყო.შიგნით კიბეები, რომელიც ალბათ მეორე სართულზე ადიოდა.მისაღებ ოთახში დივანი, სავარძლები და ჟურნალის მაგიდა იყო, მარცხნივ ბუხარი ამ ბუხართან კი მკაცრი ბარიტონის პატრონი იდგა,ჩემსკენ ზურგით.



-----------------------------------------------------------------------
დაგიბრუნდით ახალი ისტორიით.ჯერ არ დამისრულებია.თუ მოგეწონებათ ყოველ დღე ავტვირთავ ახალ თავს...რას იტყვით?გავაგრძელო?
მადლობა ვინც კითხულობთ..მადლობა მათ,ვინც ჩემი წინა ისტორია წაიკითხეთ, მიკომენტარებდით და მამხნევებდით..



№1  offline წევრი ნაამა

ანუ რა გამოდის დუდას იგივე ხერხით უნდა დემეტრეზე შურისძიება და მისთვის ცხოვრების დანგრევა რა ხერხითაც ეს მან გააკეთა?

 


№2  offline წევრი duchi_duchi

არჩვაძე
ანუ რა გამოდის დუდას იგივე ხერხით უნდა დემეტრეზე შურისძიება და მისთვის ცხოვრების დანგრევა რა ხერხითაც ეს მან გააკეთა?

თავიდან უნდოდა, უბრალოდ მოეტაცებინა და დემეტრე შეეშინებინა.მაგრამ მოვლენები სხვანაირად ვითარდება.

 


№3  offline წევრი ეირინ

გააგრძელე აუცილებლად❤ველოდები ახალ თავს❤❤

 


№4 სტუმარი Mako

Zaluan kargia,velodebi shemdeg tavs

 


№5 სტუმარი ია

გააგრძელე ძალიან საინტერესო ისტორია ჩანს ველი ახალ თავს წარმატება

 


№6 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Sainteresoa, veli shemdeg tavs.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent