შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული რეალობის წინააღმდეგ


9-11-2019, 15:44
ავტორი ქეთუსი
ნანახია 1 288

13 სექტემბერი იყო როცა შენ პირველად მომწერე, ჩემს ბნელ და უმზეო ცხოვრებაში შემოიჭერი და ყველაფერი და თან არაფერიც მაშინ დაიწყო...

20 დეკემბერი

დღეს ჩვენ პირველად ვნახულობთ ერთმანეთს ნერვიულობის პიკზე ვარ მისული, დანიშნულ ადგილას პირველი მე მოვედი და თვალებით ყველგან, ყველა კუთხეში გეძებდი. ტელეფონზე ზარია დავხედე და ეჭვიც არ შემპარვია, რომ შენ მირეკავდი, შენ ნომერზე "ჩემი❤" დავაწერე ხედავ უკვე მიგისაკუთრე...
-სად ხარ ჭორფლიანო?
-მე დანიშნულ ადგილზე ვარ შენ აგვიანებ და კიდევ ქალებზე ამბობთ ეს კაცები რომ დაგვიანება ჩვენი ჩვევაა
-დიახაც მასეა რადგან მე უკვე 20 წუთია ჩვენს ადგილას გელოდები.

როდესაც თქვი "ჩვენს ადგილასო" გული საშინლად ამიჩქარდა, სახეზეც გავწითლდი. სხვებისთვის შეიძლება სკვერი ან კაფე ყოფილიყო, "ჩვენი ადგილი" კი გაგეცინებათ და უბრალოდ ავტობუსის გაჩერება იყო... როგორც იქნა დაგინახე თეთრი მაისური გეცვა და მუქი ფერის შარვალი სიმართლე გითხრა მე არ მახსოვდა რა მეცვა შენმა დანახვამ გული უფრო ამიჩქარდა და აი შენც შემამჩნიე ერთმანეთს მიუახლოვდით და არ ვიცოდი რა მექნა უბრალოდ გადამეკოცნე თუ ჩაგხუტებოდი მაგრამ პირველი ნაბიჯი შენ გადმოდგი და გულში ჩამიკარი შენმა ჩახუტებამ შენივე მკლავებში დამადნო...

-ჩემი ჭორფლიანი გოგო.
-ხომ გთხოვე რო ჭორფლიანს ნუ მეძახი, ისედაც არ მომწონს ეს ჭორფლები ჩემს სახეზე.
-შენ ჩემი ჭორფიანი ხარ ჩეეემიი ჭორფლიანიიი

ჩემო ცხოვრება შენს ამ დაძახილზე შენ უფრო მეტად შემიყვარდი და ჩემი ჭორფლებიც...

ჩემო სიცოცხლევ კიდევ რამდენი რამ მაქვს შენთვის მოსაყოლი რამდენი რამ მაქვს სათქმელი მინდა ყველაფერი გაგახსენო და გამოიღვიძო ამ უსასრულო ძილისგან... ჩემო სიცოცხლევ სამწუხაროდ ჩვენთვის განკუთვნილი ნახევარი საათი ამოიწურა ახლა უნდა გავიდე პალატიდან ხვალ ისევ მოვალ...

ეს ლილეს და თომას ამბავია, მათი სიყვარულის ისტორიაა, ლილე თომას საავადმყოფოში სტუმრობს... ერთ ღამეს თომა მანქანით მოდიოდა ლილესთან შესახვედრას მაგრამ მანქანა სველზე მოსრიადა და ხეს შეეჯახა იმ დღიდან მძინარე ანუ კომაში ჩავარდნილმა თომამ და სასოწარკვეთილმა ლილემ ბინა საავადმყოფოში დაიდეს... ექიმები უიმედოდ არიან ამას მასაც ეუბნებიან მაგრამ ლილე იმედს არ კარგავს ყოველ თომასთან ვიზიტზე მათ ისტორიას უყვება ის ფიქრობს რომ მას ეს ყველაფერი ესმის და ერთ მშვენიერ დღეს გამოიღვიძებს და ლილეს ცხოვრებაში ისევ მზესავით შემოანათებს როგორც პირველად ლილე როდესაც პალატიდან გადის ყოველ ჯერზე თომას შუბლზე კოცნის და ყურში ეუბნება: ჩემო თომა არ გეგონოს რო შენი ჭორფლიანი გემშვიდობება ახლა წავალ ჩვენს ისტორიის გაგრძელებას დავწერ და ისევ დაგიბრუნდები, არ დანებდე...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent