ნიღაბი თავი 2
ვფიქრობ დამთავრდა ის დრო როდესაც დილიდან საღამომდე დროს ლოგინში ვატარებდი ყავის ჭიქასთან ერთად და ფანჯრიდან ვუყურებდი სამყაროს,ახლა ვთვლი მზად ვარ შევეჩეხო ახალ დაბრკოლებას და მოვემზადო ცვლილებებისთვის.ყველაფერი თითქოს გამოსწორებისკენ წავიდა თითქოს ავუწყე ფეხი სამყაროს იდუმალ რიტმს და ისევ ჩემებურად გავაგრძელე როგორც ადრე.არაფერი უცნაური აღარანაირ დანაკლისს აღარ განვიცდიდი ყველაფერი კარგად იყო უცნაურობების გარეშე. სკოლა,სახლი მეგობრები სწავლა ყველაფერი კარგად მიდიოდა მაგრამ ყველაზე მეტად მამასთან ურთიერთობის გამოსწორება გამეხარდა,მაგრამ იყო მომენტები,როდესაც ისევ ვგრძნობდი რაღაც უცნაურს შიგნიდან ,მაგრამ არის სიცარიელე რომელსაც ვერასდროს ამოავსებ,შეიძლება ყოველდღე არ გაგახსენდეს,მაგრამ აფსურდია,რომ როდესმე დაივიწყო,უბრალოდ უნდა შეეგუე შენს ყოველდღიურობას იმ ყველაფერთან ერთად რაც მას თან ახლავს.არ მოვიტყუები,რომ არსებობს ჩემში იდეალური წარმოდგენა ადამიანებზე რა თქმა უნდა არა,მაგრამ ზოგი მათგანი გამორჩეულია არა ყველაფრით,მაგრამ რაღაც პატარით რის დანახვასაც ახერხებ მასში.არსებობს სიტუაცია ყველასთვის,როცა გამოეყოფი ადამიანებს ჩემთან ასე ხშირადაა რაც ჯერ კიდევ იმ კითხვების სიაშია რომელსაც პასუხები ვერ მოვუძებნე,მაგრამ გადავწყვიტე ისე დავტოტო ყველაფერი როგორც არის,ყველას აქვს თავისი წილი ბედნიერება ისევე როგორც მე და ახლა ის დროა როდესაც ამით უნდა ვისარგებლო და გამოვიყენო შანსი დასამახსოვრებელი დღეების შესაქმნელად. *** გაკვეთილების მერე მე და ემილიმ საყვარელ კაფეში გადავწყვიტეთ წასვლა და კუთხის მაგიდას მივუჯექით,სანამ ჩვენი ყავებიმზადდებოდა ჩვენ უამრავი სიგიჟე გავიხსენეთ რაც ერთად ჩაგვიდენია,ბევრი ვიცინეთ,მერე სერიოზულადაც ვილაპარაკეთ ჩემს რადიკალურ ცვლილებაზე უმოკლეს დროში,მომეჩვენა თითქოს ჩემში ეჭვი შეეპარა,მაგრამ არაფერი უთქვამს ამიტომ გადავწყვიტე ყურადღება არ მიმექცია და საკუთარი თავი დავარწმუნე (უკვე არაერთხელ ),რომ ყველაფერი კარგადაა. -გამოსაშვები წლის დასრულებამდე თვეები რჩება ლოლა...არ გიფიქრია რაზე ჩააბარებ?ან რომელ უნივერსიტეტში წახვალ? -რა თქმა უნდა ვიფიქრე.მაგრამ ჯერ შენ მითხარი რას აპირებ? -მგონი ეს კარგად იცი.მინდა,რომ რაც შეიძლება მალე მოვშორდე ამ ქალაქს და იქ წავიდე სადაც უფრო დიდი პერსპექტივა მექნება ეს მთავარია,მერე ალბათ რომელიმე პრესტიჟულ უნივერსიტეტში ჩავაბარებ. -კარგია,რომ იცი ყველაფერი რის გაკეთებასაც აპირებ იმედია ზუსტად ისე გამოვა როგორც წარმოგიდგენია (ვამბობ და ვუღიმი) -და შენ?შენ როგორ წარმოგიდგენია შენი მომავალი ლოლა? -მე ამ ქალაქიდან არსად არ ვაპირებ წასვლას,აქ მინდა ცხოვრება გამოსაშვებს რომ დავამთავრებთ ქალაქის სამხატვრო აკადემიაში შევიტან საბუთებს და ნახატებს ვაჩვენებ ესაა სულ რაც მინდა,რომ ვაკეთო ის რაც ყველაზე მეტად მომწონს. -ადრე ამბობდი,რომ ყველაზე მაგარ უნივერსიტეტში ყველაზე პირველი უნდა ყოფილიყავი -ადრე კი,მაგრამ ახლა ბევრი რამ შეიცვალა ემილი პირველობა არაფერში მჭირდება ეგ არაა ჩემი მიზანი არ ვაპირებ,რომ ვინმეს მეტოქეობა გავუწიო უბრალოდ მინდა,რომ კარგად ვისწავლო ხატვა და პატარა წრეებში გამოფენები მოვაწყო ხოლმე ესეც მხოლოდ ჩვენს ქალაქში. -გასაგებია მეგობარო მიხარია,რომ შეგიძლია ეს ყველაფერი რეალობად აქციო -ვიცი მეგობარო.ახლა კი სახლისკენ ემილი უამრავი სამეცადინო გვაქვს -წავედით ემილიმ გზაჯვარედინზე მარცხნივ გაუხვია მე კი პირდაპირ წავედი სახლისკენ ვფიქრობდი მართლა რა კარგი იქნება ისე,რომ გამოვიდეს ყველაფერი როგორც დავგეგმე?ყოველშემთხვევაში ყველაფერს გავაკეთებ,რომ ასე იყოს.მახარებს სამომავლო პერსპექტივა სრულიად მოტივირებული ვარ ბედნიერიც ვარ .სახლში,რომ მივედი კარი მამამ გააღო -გამარჯობა (ვთქვი და გულში ჩავეკარი მანაც მომხვია ძლიერი მკლავები და მაშინ მივხვდი როგორ მომენატრა მისი სურნელი რომელიც შემიძლია მილიონიდან გამოვარჩიო) -გამარჯობა პატარავ შემოდი -მაა!!ძალიან მშია -ჰმმ კარგი მაშინ რას იტყვი ჩემი სალათა რომ გაგესინჯა?(ეჭვი შემეპარა რომ ამ ჯერზე გემრიელი გამოუვიდა მაგრამ ვცადე არ შემემჩნია.როგორც ჩანს არ გამომივიდა)კარგი რა ლოლა ასე ნუ მიყურებ გპირდები ამ ჯერად ნამდვილად მოგეწონება თუ არა და მაშინ უარს ვამბობ ჩემს თავზე ავიღო ამის შემდეგ საჭმლის მომზადება შევთანხმდიტ? -კარგი ისე იყოს როგორც იტყვი. მაგიდას მივუსხედით მამამ მითხრა დღეს მე მოგემსახურებიო ორ წუთში მაგიდაზე გაჩნდა თეფშები, ჩანგლები,ჭიქები და სალათა რომელიც მინდა ავღნიშნო გემრიელად გამოიყურებოდა და ვაღიარებ,რომ გემო უფრო უკეთესი ჰქონდა.პირდაპირ განცვიფრებული ვარ ამას ნამდვილად არ ველოდი -ვაღიარებ,რომ პირველი და საუკეთესო რამააა რაც კი ცხოვრებაში მოგიმზადებია -მართალი ხარ დღეს შექებას მართლა ვიმსახურებ (ამბობს კმაყოფილი) -საწინააღმდეგო არაფერი მაქვს -ისე ლოლა თავს როგორ ართმევ? -რას გულისხმობ? -კითხვაზე კითხვით ნუ მპასუხობ ლოლა ყველაფერს რაც შენს გარშემო ხდება ვგულისხმობ შეეგუე ისევ ყველაფერს ? -მგონი რომ არაჩვეულებრივად მიდის საქმეები -დეტალების მოსმენა მინდა -არანაირი დეტალები მამიკო როგორცარის ისე გეუბნები მაგრამ მეც მაქვს შენთან კითხვა და შეგიძლია გულახდილად მიპასუხო? -რა თქმა უნდა გისმენ -იცი?ჩემს კომპიუტერში როგორც ჩანს დაგავიწყდა გამორთვა მე კი რაღაც ჩათი ვნახე ვინმე ელასთან და ხომ იცი მერე თავისთავად ცნობისმოყვარეობამ მძლია არა თავიდან არ ვაპირებდი მის პროფილზე გადასვლას გეფიცები,ამგრამ მერე ვიფიქრე რომ უნდა ვიცოდე ვის წერს მამაჩემი და სხვათაშორის მა ძალიან მაგარი ქალია(ვეუბნები მართლაც ისე,რომ მამაჩემით ძალიან ვამაყობ) -მეც მაქვს ერთი კითხვა შენთან ...სულ როგორ ახერხებ ჩემს უხერხულ სიტუაციაში ჩაგდებას? -არ ვიცი ასე თავისით ხდება ხოლმე უბრალოდ მინდა იცოდე,რომ საწინააღმდეგო არაფერი მაქვს თუ შენ ბედნიერი ხარ -მიხარია ამ სიტყვების მოსმენა შენგან,და ისიც მიხარია რომ კვლავ შეგვიძლია საუბარი ასეთ თემებზე -მეც.ახლა ოთახში ავალ დავისვენებ ხვალ დიდი დღეა -ღამემშვიდობის ლოლა -ღამემშვიდობის. ოთახში ავედი და მაგიდას მივუჯექი,არ მინდოდა სხვა რამის გაკეთება ჩემი ბლოკნოტი მოვძებნე ფანქარი ავიღე და ცოტა ხნით ფურცელს მივაშტერდი მერე რატომღაც წინა გვერდების დათვალიერება მოვინდომე,გადავფურცლე და ეს უკვე უცნაურია!არ მახსოვს ეს ნახატები როდის შევასრულე ან საერთოდაც მე დავხატე? გეგონება ვიღაც შიზოფრენიკის დახატულიაო გოგონა რომელიც ტირის და კედლებს აწყდება ბოლოს კი გადაშლილია თანაც ისე დაუჭერია ფანქარი რომ მეორე ფურცელი თითქმის გახეული იყო.შეიძლება ვინმემ ამომაცალა? მაგრამ ვის რა ჯანდაბად დასჭირდებოდა ჩემი ბლოკნოტი ან უკან რატომღა დააბრუნებდა თანაც ასეთი ნახატებიც ერთი წამით თავში აზრმა გამივლო ვინმე მოკვლას ხომ არ მიპირებს და ეს გაფრთხილება ხომ არაა მეთქი მაგრამ მივხვდი რომ სისულელეა და თავიდან ამოვიგდე.ფურცელს ისევ შევხედე და დავინახე ემოცია დიდი ემოცია დიდი ტკივილი და უმეცრება რომელიც ნახატიდან მიცქერდა თანაც ისე თითქოს ყველაფერს კითხულობდეს ჩემში ბლოკნოტი დავხურე და თავის ადგილზე დავაბრუნე.ბოლო დროს ბევრი უცნაურობა მემართება და ამას დიდად ყურადღება არ მივაქციე ფიქრებში კი დროც მალე გავიდა და მეც მალევე ჩამეძინა. *** დილით როგორც ყოველთვის მამამ გამავღვიძა ყავა ეჭირა ხელში და იმედისმომცემად მიღიმოდა -დილამშვიდობის -დილამშვიდობის მა -როგორ ხარ პატარავ? -არამიშავს ცოტა სკოლაში წასვლა მეზარება -არაუშავს ლოლა ადექი ხელ-პირი დაიბანე და მოემზადე მე სამსახურში ვაგვიანებ საღამოს გნახავ -დროებით -დამპირდი,რომ სკოლას არ გააცდენ -არ გავაცდენ ავდექი და ფარდები გადავწიე,მზემ მთელი ოთახი მზის კაშკაშა სხივებით გაანათა ყავამ გამომაფხიზლა.სიჩუმე იყო მეც ფიქრისთვის უამრავი დრო მქონდა,მაგრამ რატომღაც თავი ავარიდე კიდევ ბევრს კითხვას და დაბლა ჩავედი და კიბის ბოლო საფეხურზე გავჩერდი.სახლს თვალი მოვავლე და თვალზე ცრემლი ვიგრძენი,რადგან იყო დრო როცა აქაურობა ბედნიერებით იყო სავსე,დრო როცა არ ვიცოდით რას ნიშნავდა ცუდი დღეები,მაგრამ ერთ დღეს ყველაფერი იცვლება,ეს ყველაფერი კი კარგ მოგონებებად გადაიქცა,რომლებიც მუდამ იცოცხლებენ ჩვენში უბრალოდ თავს ხშირად არ გაგვახსენებ,დაიმალებიან ღრმად სადღაც გონების ბნელ ნაწილში და ბინდს გადაიკრავენ განუსაზღვრელი ვადით. ფიქრში გადამავიწყდა,რომ მაგვიანდებოდა.ტელეფონის ეკრანს რომ დავხედე ემილისგან უამრავი გამოტოვებული ზარი იყო აი აქ უკვე ძალიან ავუჩქარე ნაბიჯებს და ორ წუთში ავტობუსის გაჩერებასთან გავჩნდი.ზუსტად მივუსწარი!! ემილის უკვე დაეკავებინა ჩვენი ადგილები და დაღლილი სახით ათვალიერებდა გამოცოცხლებული ქალაქის ქუჩას.ავტობუსში ავედი და მის გვერდით მოვკალათდი -სად ჯანდაბაში გაქვს ტელეფონი ლოლა? -ხმის ჩართვა დამავიწყდა მაპატიე -მე კი უკვე ვფიქრობდი,რომ მოკვდი(პასუხად უბრალოდ გავიცინე) -იცი?გავიგე,რომ სკოლაში ახალი ტიპი გადმოდის -მართლა? -ხო ყველა ამაზე ლაპარაკობს. -გოგოა? -არა როგორც ამბობენ ბიჭია -მაშინ მით უკეთესი,სკოლის გოგონები ცოტა ხნით დაკავებულები იქნებიან მისი მოხინვლის მცდელობებით.იმედი მაქვს სიმპათიური მაინცაა თორემ უკან წავიღებ ჩემს სიტყვებს -მაგაში ვერ დაგეთანხმები ამ გოგონებისთვის საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა სიმპათიურია თუ არა მთავარია მამრია და ცოტა ფულიც თუ აქვს მაშინ ჩათვალე სკოლის თვალის ჩინად აქცევენ (თქვა და ორივემ ხმამაღლა გადავიხარხარეთ) სკოლის ავტობუსი მალევე მივიდა სკოლასთან ჩვენც სწრაფად ჩამოვხტით თითქოს გაკვეთილებზე დასწრების სურვილი გვკლავდა.ემილიმ ხელკავი გამიკეთა და სკოლაში ნელი ნაბიჯებით შევედით. საშინლად დამღლელი დღე იყო ვაღიარებ გამოსაშვები კლასი იმაზე ბევრად რთული ყოფილა ვიდრე ვფიქრობდი.თითქმის ყოველთვე გვიტარებენ სასკოლო გამოცდებს არ ვიცი რა საჭიროა ყოველთვე ჩვენი ცოდნის გაღრმავების შემოწმება,მაგრამ რას ვიზამ ვალდებული ვარ,რომ კარგად დავწერო.ლანჩზე მე და ემილი ჩვენს საყვარელ ადგილას დავჯექით და უგემური საჭმლის ჭამა დავიწყეთ.ის მიყვებოდა თუ როგორ ყვიროდა მისი ლიტერატურის მასწავლებელი გაკვეთილზე და მის პაროდიას აკეთებდა მე კი რაც შემეძლო ხმამაღლა ვიცინოდი.მერე გავიხსენეთ დაბალ კლასებში როგორც დავასველეთ მასწავლებლის სკამი მთელმა კლასმა,მაგრამ როგორც კლასის გადამრჩენლებმა დანაშაული ჩვენს თავზე ავიღეტ ამიტომაც ერთი კვირა დამატებით გაკვეთილებს ვესწრებოდით.ახლა რომც მომკლა ჩემი თანაკლასელების გამო ხელსაც კი არ გავანძრევდი,მაგრამ მაშინ უბრალოდ სულელი ბავშვები ვიყავით და კარგი გვეგონა ჩენი საქციელი.ზარის დარეკვამდე 20 წუთი იყო კიდევ მე კი გადავწყვიტე კექსი გამესინჯა რომელიც ჩვენის სკოლის ბუფეტის კვალობაზე კარგად გამოიყურებოდა.გაგიკვირდებათ და გემოსაც არაუშავდა.მაშინ როცა დარჩენილი კექსის დამთავრება დავაპირე და პირი რაც შემეძლო დიდზე გავაღე დერეფანში ვიღაც საშუალო სიმაღლის ბიჭმა გაიარა და თავისუფალ ადგილს მიუჯდა როგორც ჩანს ის იყო ახალი ტიპი სკოლაში.ამჯერად ბიჭებმა მისი სუბიექტურად შეფასების პატივი გოგონებს დასდეს და ორ წუთში ახალი ბიჭის მაგიდასთან რამდენი გოგოც დაეტია ყველა მის გვერდით დაჯდა და უამრავი კითხვის დასმა დაუწყო. -საწყალი ბიჭ თქვა ემილიმ.ჭამაც კი არ აცადეს -მაშინ ისე შემოსულიყო,რომ ყველას ყურადღება არ მიექცია,ისეთი გაჭიმული მოდიოდა გეგონება დიდი ვინმე იყოსო -იქნებ არის კიდეც -რა მნიშვნელობა აქვს ახლა მაგას. ლანჩის შემდეგ კიდევ ორი გაკვეთილი მქონდა და როგორც აღმოჩნდა ქიმიის კაბინეტში ახალმა ბიჭმა ჩემს გვერდით დაინახა მხოლოდ თავისუფალი ადგილი და,რომ შევედი გულმოდგინედ აკვირდებოდა ყველას საპატიო ადგილიდან.იდიოტი!ჩემს ადგილზე დავჯექი ამოვალაგე ყველაფერი რაც მჭირდებოდა და მისი უცნაური მზერა ვიგრძენი,მაგრამ მისკენ არც გამიხედავს ვითომ ნორმალურია? -გამარჯობა (თქვა საკმაოდ ბოხი ხმით აი ეს მესმის ასე მეგონა ჭექა ქუხილი იყო სიმართლე გითხრატ ცოტაზე შევხტი კიდეც) -გამარჯობა (ვუპასუხე და რომ შევხედე აღმოვაჩინე,რომ იმაზე ბევრად ისმპთიურია ვიდრე ვიფიქრებდი,რომ იქნებოდა) -იმედია პრობლემა არაა შენს გვერდით,რომ ვიჯდე -არაა თუ გინდა იჯექი არ მაქვს პრობლემა -კარგია.შეიძლება შენი სახელი ვიკითხო? -ლოლა -მე ალექსი სასიამოვნოა(მითხრა და ხელი ჩამომართვა გრძელი და ლამაზი თითები ჰქონდა.უბრალოდ მიყვარს ხალხზე დაკვირვება მეტი არაფერი) -რას იტყვი როგორია შენი პირველი შთაბეჭდილება? -სიმართლე გითხრა? -რა თქმა უნდა -სკოლას არაუშავს,მაგრამ ბავშვები ზუსტად ისეთები როგორებიც წარმოვიდგინე -და მაინც როგორ წარმოიდგინე? -ლამაზი გოგონები კლასის ეგრეთწოდებული დედოფლები არიან,თავშიავარდნილი ბიჭები ცალკე ჯგუფად გამოყოფილები,ცოტა ფულიანები ცალკე,ზოგიც კი საერთოდ არ შედის ამ საზოგადოებაბში უბრალოდ ვალდებულებაა,რომ სკოლაში იაროს.მთლიანობაში არაუშავს შეჩვევა შეიძლება -ვისთვის როგორ -შენც ახალი ხარ? -არა მთელი ცხოვრებაა აქ ვარ,მაგრამ მაინც ვერ გამიგია როგორ შეიძლება ყველა ერთნაირად იდიოტი ერთ სკოლაში იყოს შეყრილი,მაგრამ როგორც თქვი შეჩვევა შეიძლება(პასუხად ორივემ ერთმანეთს გავუღიმეთ და ამ დროს გაკვეთილიც დაიწყო.ჩემი შტაბეჭდილება?მიხარია,რომ ერთადერთი არ ვარ ვისაც ცუდი წარმოდგენა აქვს სკოლის ბავშვებზე მომეწონა,რომ გულახდილი იყო საბოლოო ჯამში შეიძლება დავმეგობრდეთ კიდეც) *** სახლისკენ ისევ ფეხით წავედი.დღემ კარგად ჩაიარა ამიტომ ბედნიერი ვბრუნდებოდი.უამრავი ფიქრი მიტრიალებდა თავშ მაგალითად როგორ მომესწრო ლიტერატურის გამოცდისთვის მომზადება,ან როგორ ჩამებარებინა ისტორიისთვის ჩემი ნაშრომი,მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ბედნიერად მივაბიჯებდი ხანდახან გვაქვს მომენტები როცა იდიოტებად გადავიქცევით და უაზროდ გვიხარია ყველაფერი მიზეზების გარეშე.კაფესთან,რომ მივედი შუქნიშანთან გავჩერდი რა თქმა უნდა არ მინდა მანქანამ გამიტანოს ამიტომაც დაველოდე წითლის ანთებას.წინ ნამდვილად მაგარმა მანქანამ ჩამიარა რომელშიც ნაცნობი სახე დავლანდე და მერე ხმაც ვიცანი -გამარჯობა უცნობო გოგონა ისევ ეს დებილური ღიმილი.ჯანდაბა!მართლაც რომ ბედის ირონიაა!გზა გაბრაზებულმა გავაგრძელე ალბათ თავს არ დამანებებს... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.